Resistance : Fall Of Man (PS3), შთაბეჭდილება

თემების ფორმატები # საერთო შთაბეჭდილება # მიმოხილვა # ანალიზი # სერიის რეტროსპექტივა # სხვა
User avatar
Blankbanshee666
Posts: 181
Contact:

Resistance : Fall Of Man (PS3)

Unread post#1 » 17 Mar 2016 02:00

Resistance : Fall Of Man
>>>

ხანდახან ჩემ ცხოვრებაში დგება ხოლმე ისეთი დღეები, როცა დაღლილი და ძალა-გამოცლილი ჩავესვენები სავარძელში, მოვიმარჯვებ ხელში ჯოისტიკს და ავიღებ რამე "გასართობ" თამაშს, სადაც არც ფიქრი უნდა არაფერი, უბრალოდ მომეცით სასროლი და ასაფეთქებელი ბევრი, ოდნავი სიუჟეტიც მოაყარეთ ზემოდან, რამე კლიშეთი და მზად არის. რამდენიმე საღამო და რელაქსაციის თერაპია, მოსაწყენი დამღლელი რუტინისგან დასრულდა. სწორედ მსგავს სესიებს და თერაპიებს მიეკუთვნება აღნიშნული თამაში. ხალხმა რომელმაც თავის დროზე მოგვცა ისეთი ლეგენდები როგორიცაა - სპაირი, რეჩეტი და კლენკი, უცბად გვთავაზობენ first-person შუტერს, ბნელი ანტურაჟებით და ჰორორ-თემატიკით. ალბათ იტყვით - "უჰ, მოიცა რა, რა გაეგებათ ხალხს რომელთაც მთელი ცხოვრება adventure/platforming-ის კეთებაში გალიეს, შუტერების კეთებაში", მაგრამ სანამ ამას ვიტყოდეთ, ნება მიბოძეთ გაგიზიაროთ ცოტაოდენი შთაბეჭდილება რაც ამ თამაშისგან მივიღე.

>>>

ჩემ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა როცა საკუთარ თავს მივეცი იმის საშუალება, რომ მეყიდა playstation 3, მაგრამ პირველივე experience რაც მეზობელმა მომაჩეჩა ხელში იყო პოლონური არც თუ ისე საყვარელი და "დიდად მისუქებს" თამაში - Crysis 2. რამდენიმე მაზოხისტური დღის შემდეგ, ეს პოლონური "შლაკი"-ც დავხურე და დავუბრუნე ისევ მეზობელს. გადის რამდენიმე დღე და უცბად თავზე მეყრება რამდენიმე PS3 ექსკლუზივი და მათ შორის ამოტივტივდა Resistance. პირველი და მეორე ნაწილი. Resistance-ზე ბევრი მქონდა გაგებული და უცხო ხილი ნაღდად არ იყო, თუმცა როგორც იქნა მომეცა საშუალება გავცნობოდი აღნიშნულ პროდუქტს. სიუჟეტი ერთი მხრივ საინტერესოდ მომეჩვენა - 50იანი წლების ბრიტანეთი, მთელ მსოფლიოს იპყრობს უცნაური რასა - "ქიმერები" და მათ შორის ბრიტანეთსაც ამონებენ. (საწყალი ბრიტანეთი, რამდენი უბედურება გადაიტანა, ჯერ შავი ჭირი, მერე დიდი ხანძარი და ახლა კიდევ ქიმერების ტირანია). თუმცა მეორე მხრივ, მსგავსი სიუჟეტი თქვენც და მეც ბევრჯერ გვაქ ნანახი და გაგონილი. ამ მხრივ რეზისტენსი ახალს არაფერს გვთავაზობს, მაგრამ სიუჟეტის pacing ოდნავ მომეწონა. საინტერესოდ მომეჩვენა ასევე ლოკაციებში მიმოფანტული პატარ-პატარა წერილები, რომლებიც მაცნობდა ცოტაოდენ ინფორმაციას და ნოუთებს მოწინააღმდეგეზე - კერძოდ კი ქიმერების რასაზე. კარგად და დეტალურად იყო აღწერილი მათი ნაგებობები, როგორ ახდენენ ადამიანს მუტაციას და ა.შ.

>>>

ქიმერათა ხოცვა, ჩვენს მთავარ გმირს მოუწია - ნათან ჰეილს. არაფერი განსაკუთრებული, ჩვეულებრივი ბრიტანელი თავგადაპარსული ჯარისკაცი, რომელსაც მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებს - დახოცოს ყველა ქიმერა. personality-ს ჩამოყალიბების დრო ნათანს თითქმის არ ქონდა, ვინაიდან მის გმირობებსა და გადაწყვეტილებებს შავ-თეთრი ქათსინებითა და მეორე პერსონაჟის - რეიჩელ პარკერის ნარატივებიდან ვიგებდი. მე პირადად, ნათანმა დიდად ვერ მომხიბლა, არავითარი ქარიზმა და საკმაოდ ცარიელიც მომეჩვენა, იგი თითქმის მთელი თამაში არ ლაპარაკობდა. რეზისტენსის პალიტრა უმეტესწილად შავ, ყავისფერ, ბლანტ და ყვითელ ფერებს მოიცავს რაც თავისთავად კარგად და მძაფრად გადმოსცემს განადგურებული ქალაქის ატმოსფეროს. იყო სახალისო სექციები, რომლითაც ოდნავ მაინც ვისიამოვნე და ცოტაოდენი ვარიაციაც ვიგრძენი - ტანკის ტარება ბრიტანეთის ქუჩებში, ქიმერათა გასრესვა და აფეთქება არასდროს ყოფილა ისეთი სახალისო როგორც აქ იყო, ტყვიამფრქვევიანი ჯიპის ტარება Stephen Cartwright-თან ერთად და ქიმერათა ორფეხა რობოტის მართვაც საკმაოდ კარგი იყო. და მაინც, მოსაწყენი კორიდორული შუტერში ოდნავ ვარიაცია იგრძნობა, თუმცა ეს უკანასკნელი არც ისეთი ცუდია როგორსაც თქვენ ფიქრობთ. პირიქით, თამაშის მთლიანი პროცესი დაძაბულია, დატვირთულია აფეთქებებითა და მოწინააღმდეგეებით, გვთავაზობენ მდიდარ არსენალს, რომელშიც შემავალ იარაღთა ტყვია-წამალი შეზღუდულია, რათა ბალანსი არ დაირღვეს, მაგრამ თამაშს ბალანსირებასთან საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვს და უბრალოდ არ შემეძლო ამისთვის თვალი ამერიდებინა.

>>>

ქიმერათა მოკვლა ადვილი არ გეგონოთ, მათ ლიკვიდაციას მინიმუმ 4-5 მჭიდი მაინც უნდა უბრალო ავტომატიდან, ხოლო 2-3 მჭიდი მათი საფირმო იარაღიდან Bullseye. დამეთანხმებით ეს ნორმალური არ არის, და პირიქით თამაშს უფრო მარაზმულად-ძნელს ხდის, + ამას ემატება მუდმივი ძებნა სიცოცხლის ასავსებად (4 პატარა კუბიკი სიცოცხლისა საკმაოდ მალე დაგეხარჯებათ თუ უყურადღებოდ ირბენთ აქეთ იქეთ) დაძაბულობა, გამუდმებული ნერვიულობა იმის შესახებ, გვეყოფა თუ არა ტყვიები კიდევ მეორე ტალღის გასანადგურებლად. მოწინააღმდეგები კი იცოცხლე, ყოველი ლოკაციის კუთხე-კუნჭულში ვედროებით მაყრიდნენ ქიმერათა ტალღებს, მათი მოგერიება კი როგორც ზემოთ ავღნიშნე საკმაოდ შრომატევადი საქმეა. არვარგა ასევე ჩეკპოინტთა სისტემა, მოგკლეს? მოგიწევს ისევ თავიდან იმ საშინელი სექციის თავიდან გავლა რომელსაც ეს-ესაა ძლივს გააღწიე თავი მარტო იმიტომ რომ fucking ჩეკპოინტი ამ საშინელი სექციის უკან იყო. და კიდევ ერთი საყვედური - მცოცავი საზიზღრობები. ფაქტიურად ყოველ მსგავს სიუჟეტურ ხაზში უცხოპლანეტელთა რასას ყოველთვის ჰყავს რაიმე მცოცავი არსება რითიც სავარაუდოდ ვირუსს ავრცელებს. იგივე ისტორიაა აქაც, საკმაოდ ბევრი სექცია მხვდებოდა ამ საზიზღარი არსებებით სავსე, მათი დახოცვა კი სადო-მაზოხიზმთან ასოცირდება ჩემთვის.

>>>

ნუ, მოწინააღმდეგეთა სხვა ტიპების მიმართ აღარ მაქვს პრეტენზია, უმეტესობა ამ მონსტრთა დიზაინები მომეწონა კიდეც. ყველაზე ძალიან ნუ დამამახსოვრდა რაღათქმაუნდა Bullseye. Satisfying გამოცდილება და Auger-ის ტიპის იარაღი რომელიც კედლის მიღმა ისროდა. ამ ყველაფრისდა მიუხედავად სთორი ნათანის ირგვლივ საინტერესო ხდება მაშინ როცა ის ინფიცირდება ქიმერათა ვირუსით, და ეს ვირუსი თავის გარკვეულ სტადიებს მოიცავს მთელი თამაშის განმავლობაში - უყვითლდება თვალები, უთეთრდება კანი და ა.შ. რეზისტენსის პირველი ნაწილი მოსალოდნელ cliffhanger-ზე დამთავრდა და მის გაგრძელებას მეორე ნაწილში ვიხილავთ. საბოლოო ჯამში მე ასე თუ ისე ვისიამოვნე რეზისტენსით, მართალია მოცემული შუთერი რამე ground-breaking-ს და ახალს არაფერს გვთავაზობს, თუმცა ექშენის მხრივ და ცოტაოდენი ატმოსფერო/დაძაბულობით "დაპირისპირება" ამ ნახვრეტების შევსებას ცდილობს. ამბობენ ამ თამაშის მულტიპლეერი საკმაოდ კარგი იყოო თავისდროზეო, მაგრამ ვინაიდან სერვერები კაიხნის გათიშულია, მხოლოდ კამპანიას დავჯერდი. შეიძლება პატარა სქილლ-პოინტების დაგროვების სისტემამ დაგაინტეროთ ოდნავ, (მათი აღება კი სხვადასხვა რიგი ჩელენჯებით შეიძლება, მაგ. მოკალი 3 ქიმერა ერთდროულად ყუმბარით და ა.შ.) მაგრამ replay value ამით სულაც არ იცვლება. ამდენი მინუს/პლიუსების მიუხედავად, აუცილებლად აიღეთ ხელში რეზისტენსი და ითამაშეთ როგორცკი PS3-ს იყიდით, რადგან როგორც ps2 არ არსებობს god of war-ის გარეშე ისევეა ესეც. სავარაუდოდ დავწერ შთაბეჭდილებას მეორეზეც და ალბათ მესამე ნაწილზეც.

შემდეგ შთაბეჭდილებამდე!

(c) Blankbanshee666

Riddick
Posts: 9409
Contact:

Re: Resistance : Fall Of Man (PS3)

Unread post#2 » 17 Mar 2016 12:14

პირველი იყო ჩისტა Gears of War კონკურენტი ექსკლუზივი PlayStation-ისთვის. როგორც იგივე Killzone. თამაშით არცერთი არ მითამაშია, მარა ვიცი რო ამ კონკურეციის ბრძოლაში, მესამე რაღაც მართლა საინტერესო გამოუვიდათ. იმედია არ ვცდები და რო ნახავ გაგისწორდება.

ხანდახან ჩემ ცხოვრებაში დგება ხოლმე ისეთი დღეები, როცა დაღლილი და ძალა-გამოცლილი ჩავესვენები სავარძელში, მოვიმარჯვებ ხელში ჯოისტიკს და ავიღებ რამე "გასართობ" თამაშს, სადაც არც ფიქრი უნდა არაფერი, უბრალოდ მომეცით სასროლი და ასაფეთქებელი ბევრი

ამას რაც შეეხება აფსოლიტურად გეთანხმები. გუშინ წინ fear 3 ვთამაშობდი, პროსტა დავდიოდი და ვისროდი )) საჭიროა ხანდახან
https://www.youtube.com/watch?v=PPp9zEJD1aI&feature

User avatar
Blankbanshee666
Posts: 181
Contact:

Re: Resistance : Fall Of Man (PS3)

Unread post#3 » 17 Mar 2016 15:24

მართალი ხარ, ისე თუ დააკვირდები ლოკუსტები და ქიმერები გვანან ერთმანეთს რაღაცით :D იცი რა პონტია, ორივე - ქილზონიც და რეზისტენსიც ჩვეულებრივი ჯენერიქ შუტერებია, არაფერი ღირებული არ დევს, მარა აი აქვთ ორივეს თავიანი რაღაცა ხიბლი და მუღამი, ნუ კონცეპტები და არტები ორივეს ძალიან მაგარი და საინტერესო აქვთ, იქ ცალკე ჰელგასტების ისტორიები და ა.შ. მეორე და მესამე კილზონი ეხა მიწყვია თაროზე და არ ვეკარები ჯერ, პირველი მინდა დავითრიო ბარემ და მერე ერთბაშად გადავუვლი. გირზ ოF ვორს რაც შეეხება, დიდად ვერ ვიკაიფე, პირველი დავხურე ძლივს PC-ზე და შემდეგი ნაწილები აღარც მინახავს. ჰოდა თავისდროზე ნორმალური ქავერ-ბეიზდ შუტერი იყო მარა რაც დრო გადის და გადის, მით უფრო დამღლელად და მოსაწყენად გამოიყურება უკვე. შეილება მეორე და მესამე უკეთესია, მარა არვიცი, ფაქტი სახეზეა.

Return to “Game Reviews”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 8 guests