Silent Hill (PsOne), შთაბეჭდილება

გამოსული თამაშების მიმოხილვები - ძირითადი ფორმატები :
მიმოხილვები , საერთო შთაბეჭდილებები, სერიის რეტროსპექტივა , სხვა ...
User avatar
Blankbanshee666
Posts: 134
Contact:

Silent Hill (PsOne)

Unread post#1 » 25 Feb 2016 01:54

Silent Hill
>>>

ალელუია, გამოვნახე ცოტაოდენი დრო და როგორც იქნა დავადგი საშველი დიდი ხნის ნანატრ შთაბეჭდილებას, რომელსაც თითქმის ყველა ელოდებოდა ფორუმზე. ამ თამაშზე თავისდროზე ბევრი ითქვა და ბევრი დაიწერა, სქელტანიანი გარჩევები, განხილვები და მეც ახალის რამის თქმას არ ვაპირებ, უბრალოდ გაგიზიარებთ ჩემს მიერ დაგროვილ ემოციებსა და შთაბეჭდილებებს. მაშ ასე, გადავიდეთ საქმეზე ^^

>>>
მოკლედ, რაც კონსოლები შევიძინე, ეს ბოლო პერიოდი ძალიან გადავვარდი ჰორორებში, გავიარე რეზიდენთ ევილები, და დავიწყე საილენთ ჰილის ტერიტორიაზეც გასეირნება. მინდა გითხრათ მეგობრებო რომ, ესეთი მაგარი გამოცდილება ცხოვრებაში არ მიმიღია. ეს იყო რაღაცა ფსიქოლოგიური შტორმი ჩემს ტვინზე და ქვეცნობიერზე, ეს იყო საკუთარ კოშმარებთან დაპირისპირება და შიშისთვის თვალებში ჩახედვა. ეს იყო გამოცდილება რომელიც არასდროს დამავიწყდება და მთელი ცხოვრება გამყვება ალბათ. აუარებელი ემოციების ნაკადმა თავის მორევში ჩამითრია და ამ ყველაფრის მიზეზი კი 1999 წელს გამოსული მშვენიერება - Silent Hill გახლავთ. მთავარი საყრდენი რაზეც მთლიანი თამაში დგას - ატმოსფეროა, რომელიც ნელნელა მითრევდა და ასე ვთქვათ შიგნიდან მჭამდა. არ იყო არც დასქრიპტული jumpscare-ები, არც სისხლისმსმელი ზომბები, პირიქით, მარტივი და ამავდროულად ძლიერი მიდგომა ამ თამაშს უნიკალურს ხდის. რეზიდენტისგან განსხვავებით ძალიან მომეწონა free-roam ფუნქცია - საათობით მიწევდა ნისლიან ქუჩებში სირბილი რომ ესა თუ ის გასაღები მეპოვა. ჰო, ნისლი როგორც ლონდონს ალამაზებს, ისევე საილენთ ჰილშიც, აწი ნისლის ხსენებაზე სულ ეს გამახსენდება. თავისთავად, არ გამკვირვებია იმდროინდელი ჰორორების მნიშვნელოვანი ფორმულა - ცოტა პერსონაჟები + უეცარი გამოჩენა + მინიმალისტური დიალოგები + უეცარი გაუჩინება + მოთამაშის suspense-ში დატოვება. კლასიკური ფორმულა რომელიც თითქმის ბევრ ჰორორ თაითლებზე ვრცელდებოდა იმ პერიოდში. საილენთი ამ ფორმულას მშვენივრად ითავსებს და კარგად უხამებს ულამაზეს ატმოსფეროს. პერსონაჟები დამამახსოვრდა ადვილად, ზოგი მომეწონა, ზოგი არ მომეწონა. საინტერესო იყო კაუფმანი ჩემოდნით, რომელიც გამუდმებით სადღაც გარბოდა და ეჩქარებოდა, სექსუალური პოლიციელი - სიბილი, ლამაზი საჯდომით, რომელიც სულ მეხმარებოდა მძიმე წუთებში და მანდამაინც მაშინ ჩნდებოდა როცა მიჭირდა, დალია ჯილესპი ცალკე თემა იყო, მისი მისტიური personality, რომელიც თავიდანვე ქარაგმებით და გამოცანებით მელაპარაკებოდა, პირველივე დანახვისთანავე მიიპყრო ჩემი ყურადღება.

>>>
გეიმფლეი ელემენტებში საილენთში ბევრი რამის აღნიშვნა შეიძლება, ერთ-ერთი ჩემი საყვარელი და ამავედროს კომფორტული გადაწყვეტილება იყო - ულიმიტო ინვენთორი, სადაც შემეძლო ყველანაირი "ხლამი" მეტარებინა, დაწყებული რკინის მილიდან და და წერაქვიდან დამთავრებული სანადირო იარაღამდე. თუმცა არაფერი არ ხსნის სტრესს და დაგროვილ ბრაზს ისე, როგორც საილენთ ჰილლში წერაქვით მონსტრების დაჩეხვა, და ბოლოს მათი აგონიის დასრულება ფეხის თავზე დაჭერით ან ჩარტყმა. მეც ჰარისთან ერთად ვგრძნობდი ზიზღს იმ საშინელებების მიმართ რასაც ის ხოცავდა. იარაღის გამოყენება არც ისე ხშირად მიწევდა, მიუხედავად იმისა რომ ზოგიერთი მონსტრის დახოცვა (რომლებიც ჰაერში დაფრინავდნენ) იარაღის საჭიროებას მოითხოვდა, მე მათ უბრალოდ გავურბოდი. ჩემი რჩევა იქნებოდა, ნუ დახარჯავთ მათზე ტყვია-წამალს, შეინახეთ, რამეთუ ის გამოდგებათ უფრო რთულ სიტუაციებში თავის დასახსნელად. მთავარი "ხელსაწყო" რომელიც ჩემს ინვენთორიში დომინირებდა მაინც და მაინც ან უბრალო დანა იყო ან რკინის მილი ან სულაც წერაქვი, ვინაიდან ეს უკანასკნელი საკმაოდ ეფექტური და ამავედროს მძიმეცაა. როგორც ზემოთ ვახსენე, ატმოსფერო ერთ-ერთი ძლიერი მხარეა საილენთ ჰილის, რომელიც საკმაოდ კარგად შემოდის ნისლთან ერთად და ცდილობს მოთამაშე ჩაითრიოს. ამას ემატება კამერის სხვადასხვა angle-ბის ოსტატურად ცვლა, რაც გამოცდილებას უფრო ამძაფრებს და საინტერესოს ხდის. ხანდახან ჰარის ზემოდანაც ვუყურებდი, გვერდიდანაც, ზურგიდანაც და ა.შ. მოკლედ სულიერ ტერორს ყოველი მხრიდან ვგრძნობდი. თამაშის სიუჟეტურად კარგი pace-ით მიდიოდა, არ იყო დასკრიპტული და კლიშეებით გატენილი სცენები, ყველაფერი ნელი, იდუმალი და დამაინტრიგებელი რიტმით ვითარდებოდა, ნელნელა ვაანალიზებდი როგორ გადაიქცა საილენთ ჰილი მენტალურ ჯოჯოხეთად.

>>>
თამაშის მთავარი ემფაზისი უფრო ფაზლებზეა გაკეთებული, რომლებიც საკმაოდ ორიგინალური hint-ებით მხვდებოდა - იყო გამოცანები, ქარაგმები, ლექსები და ამ ყველაფრიდან უნდა ამომერჩია საკვანძო სიტყვები და თავსატეხიც ამოხსნილი იყო! თუმცა ეს არც ისეთი ადვილი აღმოჩნდა როგორც მეგონა. თუმცა ასეთი "ტვინისჭყლეტვა" rewarding იყო და სასიამოვნო იყო ამა თუ იმ გასაღების გონების განძრევით "დათრევა" ჩემი საყვარელი ფაზლი - პიანინოს ფაზლი იყო, რომლის მელოდიის კომბინაციაც, ნახატზე ამოტვიფრული ლექსის სიტყვებს მიღმა იმალებოდა. აღსანიშნავია ასევე მონსტრთა ორიგინალური დიზაინებიც, ყველაზე ძალიან პატარა მაჯლაჯუნა მონსტრებები მომეწონა რომელიც დანით დამდევდნენ და ფეხზე ციგნის ბავშვებივით მეწებებოდნენ, თუმცა კანალიზაციაში მობინადრე, ჭერზე მცოცავი არსებები სამუდამოდ შემზიზღდა. ბოს-ბრძოლები საილენთში საკმაოდ დაძაბულია თუ არ გაქვთ საკმარისი ტყვია-წამალი, ვინაიდან 90% ბოსებისა "ჩაცხრილვას" მოითხოვს. და ბოლო 2 კომფორტული თვისება რაც საილენთში მომეწონა იყო - 1)ორიგინალური სეივინგი, ე.წ. "შიშის ჟურნალში" პროგრესის ჩაწერა და 2)ყველაზე გამოსადეგარი რუკა, რომელიც მიმცირებდა backtracking-ს უმეტეს შემთხვევაში, ვინაიდან ჰარი ყოველ ჩიხსა და გასულ ადგილს წითელი მარკერით აღნიშნავდა.

>>>
როგორც წესი შთაბეჭდილების წერის დროს ვიზუალურ მხარესა და მსგავს რამეებზე აღარ ვამახვილებ ყურადღებას, თუმცა საილენთ ჰილი გამონაკლისია. მოგეხსენებათ იმდროს 1999 წელი იყო, 1-2 წელში სამყაროს სადაცაა მეორე უზარმაზარი ტიტანი ევლინება - PlayStation 2, პირველი ფლეისთეიშენი ნელნელა კვდება, თუმცა მაინც ცდილობს ბოლომდე ბრძოლას. საილენთი ვიზუალურად ერთ-ერთი შთამბეჭდავი ჰორორ თაითლი იყო რაც ოდესმე მინახავს პს1-ზე, იაპონელებმა შესანიშნავად შეძლეს ამ ვიზუალებით უკვდავი და დასამახსოვრებელი ატმოსფეროს გადმოცემა. მუსიკალური გაფორმება კი მოწოდების სიმაღლეზეა, მკვეთრად დომინირებს ამბიენთის ჟანრის მუსიკა და ამ მაგიურ სცენებსა და ვიზუალებს შესანიშნავ აკომპანიმენტს უკეთებს. ასე და ამგვარად საილენთ ჰილი ერთ-ერთი მასთ-ჰევ "ვეშია" ნებისმიერი ადამიანის კოლექციასა და გონებაში, თამაში რომელმაც თავიდანვე კარგი სტარტი აიღო, თუმცა ნელნელა წავიდა უფსკრულისკენ...

>>>
(c) Blankbanshee666

User avatar
Riddick
Posts: 8731
Contact:

Re: Silent Hill (PsOne)

Unread post#2 » 25 Feb 2016 15:00

კონამიმ წაიყვანა უფსკრულისკენ, როცა თიმ საილენთი დაშალა, მარა ეგ უკვე გამოტირებული თემაა. სტატიას რაც შეეხება გუშინ ვერ წავიკითხე, ეხა ვნახე და მომეწონა. სუ მისწორდება ამ ძველი თამაშებისთვის ესეთი ფორმით თვალის გადავლება, გახსენება. მართლა ბევრი მოგონება უკავშირება ამ თამაშს. ეს იყო თამაში რომელიც ათწლეულით ასწრებდა დროს. ეხა ამდენი წლის მერე უკვე სათამაშო ინდუსტრიის "მენტალობა" ნელნელა მიდის Silent Hill დონეზე. უკვე არის პროექტები, რომლებშიც რთულ, ცხოვრებისეულ თემებზე ხდება კონცენტრირება. უკვე არის იმის მზაობა, რომ ამ თამაშის მხატვრული მხარე მოთამაშემ სწორად დაინახოს. შეილება ითქვას, რომ მისი მეორედ დაბადების დროა. არამგონია, რომ ვისაც თავის დროზე აქვს ეს სერია ნათამაშები, ეხლა რომ მიუბრუნდეს, სრულიად სხვა ემოციებით არ დაბრუნდეს იქიდან. ეს არის გეიმინგის ერთერთი ფუნდამენტი, რომლიდანაც მხიარული, ტექნიკურ, მექანიკური ენთერთეიმენტ სფერო უკვე მხატვრული, მძიმე და ღრმა თემებისკენ დაიძრა.

წარმატებებს გისურვებ მომდევნო სამ სერიაში :)
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
Blankbanshee666
Posts: 134
Contact:

Re: Silent Hill (PsOne)

Unread post#3 » 25 Feb 2016 15:38

thanks man! ამჯერად მეორე დავიწყე კაიხანია იქსბოქსზე, და ცოტა პროგრესი არის ^^ მესამეც ვიყიდე წინასწარ და მეოთხეს ვგეგმავ მომავალში :3

User avatar
grigoli1970
Posts: 604
Contact:

Re: Silent Hill (PsOne)

Unread post#4 » 25 Feb 2016 16:06

კაი რევიუა საღოლ, მეც მაქ ეს დახურული ოღონდ პქ ზე, ბოლოს რატომღაც ვიჩქარე იმენა ბოლო ტური არ გამოვიკვლიე მაინცდამაინც კარგად და ცუდი ენდინგით დასრულდა თუმცა სიუჟეტი მაინც არაა ამ ნაწილის ძლიერი მხარე, საკმაოდ სტანდარტული სიუჟეტი აქ მარა როგორც აღნიშნე ატმოსფეროთი იქაჩება, არ ვიცი კაი შედარებაა თუ არა მარა ალქაჯი ბლერიდან როა ფილმი მაგას სიუჟეტი თითქმის არ აქ, დაჟე ვერც კი ხედავ ვინ აშინებს მაგ ხალხს მარა ისეთი ატმოსფერო აქვს საუკეთესო 3 ჰორორ ფილმში შევიყვანდი, იმედია მეორე ნაწილი დახურული გაქ, ეგ ამასაც და მესამესაც ერთად აღებულს ჯობია თან ძაან იმენა, ატმოსფერო ყველაზე დამთრგუნველია რაც შეილება მოიფიქროს ადამიანმა, თუმცა ადამიანს პირობითად ვამბობ, ეგრე მგონია რამდენიმე თვე მარტო ჰორორებს უყურებდნენ და ეგეთი სტილის წიგნებს კითხულობდნენ და შემდეგ დაიწყეს თამაშზე მუშაობა, ფხიზელ გონებაზე ეგეთი კოშმარის დახატვა არამგონია შეძლოს ვინმემ, სიუჟეტიც იგივე, ძაან მაგარია ერთი კონკრეტული სიტყვითაც რო ვერ შეაქებ ისეთი მაგარი და საუნტრეკები სამივეს კაი აქ მარა მაგასთან ახლოს ვერ დავაყენებ მაინც სხვებს

კიდე ამბობენ silent hill shattered memories ეს არის ძაან მაგარიო , მგონი მარტო ფლეისთეიშენ 2 ზეა და პქ ზე შეილება როგორმე ჩაწერა? ახლო მომავალში ვიყიდი ალბათ სონი 2 ს მარა მერე მაგის დისკი სად გავაძრო ეგ არ ვიცი

User avatar
Blankbanshee666
Posts: 134
Contact:

Re: Silent Hill (PsOne)

Unread post#5 » 25 Feb 2016 16:58

thanks ^^ კი სხვათაშორის კაი სტორი აქვს, ჩახლართულიცაა ზომიერად და რამე, ცოტა ავიბენი მარა ისეთი არაა რო ვერ გაერკვე, ნელნელა იხსნება ყველაფერი ;3

p.s. დამამატე ფბ-ში David Hayer მნახე და დაგაკვალიანებ კონსოლებში ;)

Return to “Game Reviews”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 18 guests