T.E.C. 3001, შთაბეჭდილება

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11696

T.E.C. 3001

Unread post#1 » 03 Feb 2016 18:19

T.E.C. 3001
>>>

ძალიან მეინსტრიმულიდან და დიდიდან, გაცილებით მცირე და უცნობ პროექტზე გადართვას ყოველთვის შემოაქ საჭირო მრავალფეროვნება და ბალანსი. ეს იგივეა გლამურული და მდიდრული ცხოვრებიდან, უცებ რაღაც სრულიად საპირისპიროთი რო დაინტერესდე, ბარახოლკაზე დაიწყო ნივთების გაყიდვა და თუ რამე სარფიანად გაიყიდა, მეგობარ გამყიდვლებს, იაფფასიანი არყით და კალბასით გაუმასპინძლდე. ზუსტად მსგავს მომენტში გრძნობ ორგინალური "ექსფერიანსის" ფასს. და მეც ამ პრინციპით დავიწყე T.E.C. 3001 თამაში, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის წინ, ფაქტიურად ხურდაში მერგო. თამაში ნამდვილად არ არის ნათელი და უნიკალური ინდი იდეის მატარებელი, პროსტა რანერია, ოღონ მობილურის მაგივრად პერსონალური კომპიუტერის. აქვს მინიმალისტური, საკმაოდ ბიუჯეტური ვიზუალი და რამდენიმე ელექტრონული ჟანრის საუნდტრეკი, რომელიც თამაშის დაახლოებით 4 საათიან კონტენტზეა მორგებული. და ვითომ არაფერი, მაგრამ საქმეზე ირკვევა, რომ დეველოპერს სწორედ ესმის გეიმფლეი მექანიკის მნიშვნელობა.

>>>
მომენტებში სიჩქარე ისეთი მაღალია, რომ უცებ შეიძლება მონიტორიდან სიომ დაუბეროს

თამაშში არის სამი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სირბილის რეჟიმი, რომლებიც რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ძალიან გავს პირველი და მეორე NFS Underground პრინციპს. 1. თავისუფალი სირბილი, რამდენიმე სხვადასხვა მარშუტით მიმავალ გზაზე, რომელიც საკმაოდ დინამიური და საინტერესოა 2. ვერტიკალური სირბილი სამზოლიან ბილიკზე, რომელზეც უნდა გადალახო ბარიერები და მოაგროვო ენერგია (ძალიან გავს NFS-ის Sprint რეჟიმს) 3. რეჟიმი რომელშიც მხოლოდ ერთ კონკრეტულ, ვერტიკალურ ხაზზე მირბიხართ, მარგრამ ერთდროულად უნდა გამოიყენო მოგროვილი ნიტრო და ბილიკზე დამაგრებული, ასაჩქარებელი ღილაკები, რასაც ემატება სხვადასხვა ტიპის ბარიერები და დრო რომელშიც მოცემული დისტანციაა დასაფარი. ხოლო სიჩქარე იმდენად დიდია, რომ ერთი ტურის გასვლას შესაძლოა რამდენიმე ათეული ცდა მოანდომო. სწრაფი გეიმფლეი კი ამ ყველაფერს კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან მომენტს აძლევს ბონუსად. რამდენჯერაც არ უნდა მოკვდე, ყველაფერი ისე სწრაფად გრძელდება, რომ გაბრაზებას ვერ ასწრებ და დინამიკას ყვები, რასაც სულ სხვანაირ მუღამში შეყავხარ. თან რასაც ამ ბოლო დროს გაცილებით დიდ პატივს ვცემ, არის დინამიურათ მზარდი, ჯანმრთელი ჩელენჯის მომცემი და არა დამთრგუნველი სიძნელე. რომელიც პირდაპირ მუშაობს მოთამაშის გართობის ხარისხზე და არა ფრუსტრაციაში ჩაგდებაზე.

>>>
ჩამოთვლილ მექანიკებში, მომენტებში ფრენის, უფრო სწორად კი ვარდნაში მანევრირების ელემენტიც შემოდის

ასე რომ თუ ხართ სირბილის, სიჩქარის, ელექტრონული მუსიკის და "მჩატე ნარკოტიკების" ხასიათზე შეგიძლიათ დაუფიქრებლად ცადოთ.
პ.ს. თავიდან მხოლოდ მცირე ახსნის სახით ვაპირებდი დაწერას და ჟანრების მიხედვით უნდა გამეხსნა, მაგრამ ისეთი ზომა გამოვიდა მგონი შთაბეჭდილების ფორმატი ჯობია. თამაში დაახლოებით 4 საათში იხუდება და შეიძლება ითქვას, რომ სრული მიმოხილვაა.

User avatar
Blankbanshee666
Posts: 183

Re: T.E.C. 3001

Unread post#2 » 04 Feb 2016 02:02

ჰეჰ ^^ საინტერესო ვეში ჩანს. მიყვარს ესეთი რიტმული ვეშები, რელაქსაცია მიდის მოშნი. ამის მსგავსი რამდენიმე ვიცი, მგონი შენც უნდა დაგევასოს.

REZ (Dreamcast, Ps2)

Audiosurf (PC) ჩააგდებ რა სიმღერასაც გინდა და რიტმის მიხედვით აჰყვები, და აგროვებ ქულებს და რამე.

Riddick
Posts: 11696

Re: T.E.C. 3001

Unread post#3 » 04 Feb 2016 15:00

audiosurf ვიცი, მარა ის მეორე არ გამიგია. T.E.C. 3001 მუღამი იმაშია რო სრულფასოვან თამაშად აღიქმება, იგივე audiosurf შედარებით. რამდენიმე ძაან საკაიფო მექანიკა მუშაობს და ეს მექანიკები თამაშის ბოლომდე, თითქმის ყველა სახით არი წარმოდგენილი. ბოლო 10 ტური საკმაოდ ძნელია და დასტოინი ჩელენჯზე გადის. თუ მოგწონს მსგავსი რაღაცეები არამგონია რო იმედი გაგიცრუოს.

User avatar
Blankbanshee666
Posts: 183

Re: T.E.C. 3001

Unread post#4 » 04 Feb 2016 15:27

I will give it a try. ^^ უი ეგეთ სტილში ის გამახსენდა კიდე

Pepsi Man

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 86 guests


cron