Until Dawn, შთაბეჭდილებები

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11696

Until Dawn

Unread post#1 » 03 Feb 2016 02:58

Until Dawn
>>>

ყველა მსგავს ფილმში ამბავი ერთნაირად ვითარდება. ამერიკელი თინეიჯერი, სხვა, მის მსგავს ამერიკელ თინეიჯერ მეგობრებს, თავის საკურორტო სახლში ეპატიჟება. თავიდან ყველა ბედნიერია, ერთობიან... ვიგებთ თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთის მიმართ (ორი შესაძლო ვარიანატიდან, კარგი, ან ცუდი). ამ დოს, იწყება რომანტიული და რათქმაუნდა ეროტიული ჩართვები. აი ვთქვათ 10 წამიანი სცენა, რომლის მოწოდებაც უშუალოდ "ეშლის" ტრაკიდან 45 სანტიმეტრის დაშორებით ხდება. უცებ, "დაიანას" 4 ზომიანი მკერდის პერსპექტივიდან ვიგებთ, რომ "ჯონი" და "ნიკოლი" შარშან ერთმანეთს სკანდალურად დაშორდნენ. მსგავს მომენტებში მაყურებელი, კიდევ უფრო ღრმად შედის პერსონაჟების ხასიათში და ფილმის ატმოსფეროში... ეუფლება ავტორის ფარული მოტივების საწყისებს და მის მიერ გადმოსაცემი მესიჯის სიღრმეების აღქმას იწყებს. ამასობაში ავტორი არ აყოვნებს და საწყისი მკაფიო გრძნობებიდან, გადავდივართ რამე სხვა, ოღონ კიდევ უფრო შთამბეჭდავ თემაზე. იწყება მთავარი, ანუ ამერიკელების გაგებით ჰორორი, რომელიც ემყარება უნიკალურ და ნაცად კონცეპტს - გუდიანი კაცი მოვა და წაგიყვანთ. ზუსტად ესე იწყება Until dawn-იც და ნუ სახეც შესაბამისი მქონდა. თან რასაც ვერ ვიტან, ერთიანად რო გიწევს 8 მთავარი პერსონაჟის სახელის დამახსოვრება და რაც მთავარია 8 თინეიჯერის, რომელსაც საერთოდ არაფერი არააქვთ საინტერესო. კი, თქვენ 8 კაცით მოგწევთ თამაში და ამ მომენტში, ანუ დაახლოებით დახურვიდან ერთი კვირის მერე, არცერთის სახელი არ მახსოვს... სამაგიეროდ დეტალურად მახსოვს ყველა მათგანის საზარელი სიკვდილის სცენა. მარა სანამ ყველაზე სასიამოვნოზე გადავალ, მინდა ზოგადი მონახაზი გავაკეთო.

>>>
გრაფიკა როგორც ესეთი დიდი ვერაფერი, მაგრამ პერსონაჟების ვიზუალს და ანიმაციას რაც შეეხება ყველაფეი ძალიან მაღალ დონეზეა

მთლიანობაში გვაქვს დასკრიფტული, სწორხაზოვანი და ფილმის სცენების მსგავსი წყობა, რომელიც ძალიან გავს telltale-ის ედვენჩერებს. არის რაღაც ფსევდო გახსნილი ლოკაციები, მაგრამ მცირე. სადაც "თავისუფლად" გადაადგილდები, მაგრამ მთლიანობაში ვერაფერს ვერ ცვლი. უბრალოდ A პუნქტიდან მიდიხარ B პუნქტში და გზაში შეგილია გარკვეული მცირე ინტერაქციები, ვთქვათ რაიმე სურათთან და სხვა. ასევე სიარულის დროს, ძალიან რომ არ მოგწყინდეს, ყოველთვის გყავს მეწყვილე და მიდის საინტერესო, ან ნაკლებად, დიალოგი, რაც მსგავსი თამაშების სთორითელინგის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი გახდა. ეს ყველაფერი მოწოდებულია ხარისხიანად შესრულებული თანამედროვე pre rendered სტილის კამერით.
მოეცმული ელემენტები, არის თამაშის დაახლოებით 60% პროცენტი, ხოლო დანარჩენი 40% პროცენტი არის ზუსტად ის რის გამოც საერთოდ ღირს ამ თამაშზე რაიმეს დაწერა. ამ 40% დავარქმევ ედვენჩერის "ექშენ" შემადგენელს, ერთგვარ აქტიურ მხარეს. რომელიც ორი ძირითადი მომენტისგან შედგება, ესაა არჩევანი რომელსაც გარკვეულ სიტუაციებში და დიალოგებში მოთამაშე აკეთებს და ქვიქთაიმ ევენთები, რომელთა საშუალებითაც გადმოიცემა ნებისმიერი ექშენ სცენა. და თუ ისე მოხდა, რომ ქვიქთაიმ ევენთები არ გიყვართ, ან საკმარისად კარგი რეაქცია არ გაქვთ, რომ 4 ღილაკს შესაბამისი სისწრაფით აჭიროთ, ჯობია უბრალოდ დაივიწყოთ ამ თამაშის სახელი. მაგრამ თუ მაინც გარისკავთ, საჩუქრად მიიღებთ Until Dawn-ის ყველაზე უნიკალურ ელემენტს, პეპლის ეფექტის სახით, რომელიც ნიშნავს - ყველა შენს მიერ ნათქვამი სიტყვა მნიშვნელოვანია და რეალურად განსაზღვრავს პერსონაჟის ბედს. ამის გაანალიზება კი სრულიად სხვა გამოცდილებაში იზრდება და გმირები რომლებიც თავიდან შენთვის აფსოლიტურად არაფერს არ წარმოადგენენ, ბოლოს ნამდვილად გეცოდება და ცდილობ, რომ სრულიად შემთხვევით, რაღაც წამის მეათედში მიღებული გადაწყვეტილების, ან ერთი აცილებული ღილაკის გამო, შემზარავი სიკვდილით არ დაიხოცონ. და რათქმაუნდა ზუსტად ესეც ხდება. თავიდან არ გჯერა, რომ რაღაც მარტივი ფრაზის გამო, მომენტალურად ერთ-ერთი მთავარი მოქმედი გმირის დაკარგვა შეილება და ბრახ, გილოცავთ, 8 კაცის მაგივრად ცოცხალი დარჩა 7 ... მოცემულ დაძაბულობას ემატება ორი მთავარი სიუჟეტური ტვისტი, რომელსაც ძნელად თუ დაერქმება კარგი, მაგრამ მთლიანობაში თავის საქმეს მაინც აკეთებს და იმ კლიშე ნაგავს, რაც თავიდან დავწერე, გაცილებით საინტერესო და შედარებით მოულოდნელ გავრცობას აძლევს. და ყველაფერი კარგია, მაგრამ განთიადს როცა რვის მაგივრად, ორი მთავარი პერსონაჟით ხვდები, რაღაც სიცარიელე გრჩება გულში. სიცარიელე და ირონიული ღიმილი, შენ ხომ თავიდან არცერთი მათგანი არ მოგწონდა. მარა, უცებ გახსენდება ვინ როგორ დაიღუპა, ან ჩაძაღლდა და როცა ხვდები თუ რამდენად მარტივი იყო მათი გადარჩენა, რაც უცებ უბრალო გადათამაშების სურვილის მაგივრად, გიჩენს თამაშის თავიდან დაწყების ერთგვარ პროტესტს. რვავე თუ არა, იქნებ 6 მაინც გადავარჩინო?.. ან იქნებ მარტო ისინი ვის გადარჩენასაც ყველაზე მეტად ვცდილობდი? არა რვავე უნდა გარარჩეს ! თან იცი რო შეილება რვავეს გადარჩენა და ზუსტად ამ მომენტში ხვდები, რომ მაგია მუშაობს. კი თამაშს ბევრი მინუსიაქ, ძირითადად ამერიკული პოპკულტურიდან წამოსული, უტვინო მარაზმების სახით, მაგრამ ეს მომენტი, თამაშს თქვენთვის უნიკალური გამოცდილების მოცემაში ხელს საერთოდა არ უშლის. და ინტერესდები, თუ რამდენად მაგარი იქნება მსგავსი კონცეფცია, მორგებული რაიმე მეტად ღირებულზე. რასაც Until Dawn წარმატებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, დარწმუნებულივარ, რომ საკმაოდ მალე ვიხილავთ. მაგრამ სანამ ეს მოხდება ჯერ თავიდან დახურვა უნდა მოვახერხო, რომ იმ დაუსრულებელი საქმის შეგრძნება არ მქონდეს რასაც ეხა ვგრძნობ. თითქოს ვიღაც, უკაცრიელ მაღაროში გამოკეტილი, შენს დაბრუნებას ელოდება :)

>>>
ორიდან ერთ-ერთი რომელიც გადავარჩინე. მოვლენების დასრულებიდან ერთ კვირაში )

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 106 guests


cron