Resident Evil 3 (PsOne) შთაბეჭდილება, This is my last escape..

თემების ფორმატები # საერთო შთაბეჭდილება # მიმოხილვა # ანალიზი # სერიის რეტროსპექტივა # სხვა
User avatar
Blankbanshee666
Posts: 181
Contact:

Resident Evil 3 (PsOne) შთაბეჭდილება

Unread post#1 » 31 Jan 2016 19:04

Resident Evil 3
>>>

დაიწყო იანვარი, დაიწყო ყინვები და გაუთავებელი წუწუნი იმაზე თუ როდის წავა ეს ზამთარი და როდის დადგება ზაფხული. ყველას გამოცდათა ციებ-ცხელება კლავს და ცხოვრება მდორე რიტმით მიედინება. გადავწყვიტე ოდნავ გამომეცოცხლებინა ეს განყოფილება და ტრადიციულად შემოგთავაზოთ ახალი შთაბეჭდილება, ამჯერად კი თქვენის ნებართვით გავაგრძელებ იქიდან სადაც ადრე გავჩერდი, კერძოდ კი რეზიდენტის მეორე ნაწილზე.

>>>

მესამე ნაწილის დაწყება საკმაოდ გამიხარდა, ვინაიდან თამაში გრძელდება ჩემი საყვარელი პროტაგონისტით - ჯილ ველენტაინით, რომელიც გვევლინება ერთობ ვულგარულ სამოსში - ლურჯი მოღებული კაბა, მოკლე შავი კაბა და ყავისფერი ჩექმები. ხელთ უპყრია მ-16 და მზად არის მუსრი გაავლოს ზომბებს. წინა სტატიებიდან მოგეხსენებათ რომ, პირველი ორი რეზიდენტის სტილისტიკა და ესთეტიკა საკმაოდ მომეწონა და მშვენიერი შთაბეჭდილებებიც დატოვა. მესამემაც იგივე გაიმეორა, თუმცა სხვებისგან განსხავებით ეს უკანასკნელი უფრო ბლოგბასტერს და "ბოევიკს" მთავაზობდა ვიდრე უბრალოდ ურბანულ კოშმარს ზომბებზე. მომეწონა ახალი აპგრეიდები, რამაც გამიადვილა თამაშის პროცესი და წინებთან შედარებით უფრო კარგი experience მომცა.

>>>

პირველ რიგში მინდა ავღნიშნო ის ფაქტი რომ, მესამე ნაწილმა ინვენთორი მენეჯმენტი ახალ საფეხურზე აიყვანა. დიახ მეგობრებო, ამჯერად შემეძლო საკუთარი ტყვიების შექმნა ინგრედიენტების შერევით, სწორედ ისე როგორც რაიმე გემრიელ სალათს ამზადებენ ხოლმე. ამ მხრივ, ტყვიები და ამუნაცია ისე ხშირად აღარ ყრია კუთხეებში როგორც ადრე იყო ხოლმე, დაქრაფთავთ საჭირო ტყვია-წამალს და you're ready to go. მიუხედავად იმისა, რომ სეთინგი ისევ გადამწვარი და განადგურებული ქალაქია, ნაღდად არ მქონია ის განცდა - "ოჰ ეს ხომ მეორე ნაწილშიც ვნახე, big deal", უფრო მეტიც, საინტერესო იყო ჯილის პერსპექტივით რექუნ სიტის ხელახალი დალაშქვრა. როგორც ამბობენ, "გამეორება ცოდნის დედაა"-ო და გულს ახარებდა ნაცნობი ლოკაციების ხელახალი ვიზიტი. პირველი ნაწილისგან განსხვავებით, ჯილი უფრო მამაცი, მოქნილი და badass გახდა, მომეწონა evade ფუნქციის დამატებაც, ისე ოსტატურად ვახერხებდი ზომბებისგან და ნემეზისისგან თავის დაძვრენას რომ ჩემი თავის მიკვირდა. ოო, ნემეზისი არ გამიცნია თქვენთვის მეგობრებო. ეს ერთი თავზეხელაღებული, ჩაფსკვნილი, გონიერი და ნაბოზვარი არსებაა რაც კი ოდესმე მინახავს ტირანტის მერე (მეორე ნაწილში). უფრო მეტიც, ტირანტზე ასი თავით ჭკვიანია და იარაღის გამოყენებაც იცის (კერძოდ კი Rocket Launcher-ის). მის ტვინში მხოლოდ ერთი მისიაა ჩაბეჭდილი - მოკლას STARS-ის ყველა წევრი და მათ შორის ჯილიც. ყოველი მისი შეხვედრა გულის გასკდომას იწვევდა და მუსიკაც შესაბამისი ირთვებოდა მასთან შეტაკებისას. თავიდან პირველ ორ შეხვედრაზე, მოუმზადებელი შევეჩეხე და თავისთავად Game Over გარანტირებული იყო, თუმცა ყოველთვის გქონდეთ ინვენთორი ყუთში შენახული მაგნუმი და ერთგული ვინჩესტერი. რაც შეეხება Evade-ის ფუნქციას, ნემეზისთან ბრძოლის დროს საკმაოდ კომფორტული რამ იყო.

>>>

ავღნიშნავდი ასევე იმასაც რომ, მესამე ნაწილს აქვს ცოტ-ცოტა replay value, ანუ თამაშის ზოგიერთი სცენა ჩემს არჩევანზე იყო დამოკიდებული, უმეტესობა ამ არჩევანისა რისკის ტოლფასი იყო, ზოგს შეიძლებოდა მოვეკალი, ზოგს გადავერჩინე, ხოლო ზოგს კიდევ უარესი რამ მოყვებოდა. ხელახალი გასვლის შემდეგ ცხადია ბევრს დააინტერესებდა რამოხდებოდა თუ ის ამ არჩევანს გააკეთებდა. გახსოვთ მეორე ნაწილში რამხელა თავისტკივილი იყო ზომბების ურიცხვი არმია რომელიმე კარების უკან? ვინჩესტერითაც კი საკმაოდ ძნელი იყო მათი ამოჟლეტა. well, fear not, რადგან მათ განადგურებაში ყოველთვის მეხმარებოდა ახლომდებარე წითელი კასრები და ასაფეთქებელი რაღაცეები. კიდევ ერთი კარგი დამატება თამაშში. ერთადერთი საყვედური რაც მესამე ნაწილის მიმართ მაქვს არის ის რომ სთორი კამპანია საკმაოდ მოკლეა ;/ it's gone like an angel's kiss. მართალია ოდნავი ვარიაციისთვის (როგორც ეს მეორეში იყო) შეგვეძლო სხვა პერსონაჟით - Carlos Oliveira-თი თამაში, რომელიც საკმაოდ ქარიზმატული და თავის თავში დარწმუნებული mercenary იყო, ("I know. You want to ask me out. All the foxy ladies love my accent. It drives them crazy." ვერაფერს იტყვი.) მაგრამ მაინც. ახალი პერსონაჟების სიმრავლით მესამე ნაწილი არ გამოირჩევა, UBCS-ს წევრებს თუ არ ჩავთვლით, მაგრამ მთლიანი კამპანიის თამაში საკმოდ დაძაბული, საინტერესო და ატმოსფერული იყო ჩემთვის. რათქმაუნდა იყო ჩელენჯი, ნემეზისის გინება ბოლო სიტყვებით, სხვადასხვა ფაზლების ამოხსნა, ინვენთორი მენეჯმენტი, ტყვიების გამოზოგვა (მომენტებში), but still მესამე ნაწილი ერთ-ერთი საუკეთესო გახდა ჩემთვის როგორც ყველა სხვა დანარჩენი, მიუხედავად იმისა რომ ეს უკანასკნელი, როგორც ზემოთ ვახსენე, ექშენზე და ბევრ-ბევრ აფეთქებებზე იყო ორიენტირებული.

>>>

ატმოსფერულად მესამე ნაწილი ზუსტად ისეთივე საშიში და დაძაბულია როგორც წინა ნაწილები, ისევ ის სიმარტოვის განცდა, ბრძოლა გადარჩენისთვის. ერთი სიტყვით ნაცნობი ფორმულის ხელახალი გამეორება კარგი გაგებით. მუსიკის მხრივ, როგორც წინები, მესამეც მშვენივრად უმკლავდება ამ საკითხს და კარგად გადმოაქ ის განცდები და ემოციები, უფრო სწორედ აკომპანიმენტს უკეთებს ჩვენს შიშებს. ერთ-ერთი ჩემი საყვარელი კომპოზიცია - ნემეზის გამოჩენაა, რომელიც ნათლად აღწერს რას ვგრძნობ როცა ამ საშინელებას ვეჩეხები. სხვა მხრივ, მესამე ნაწილმა უდიდესი სიამოვნება და მშვენიერი გამოცდილება მომცა survival horror ჟანრში.

>>>
(c) Blankbanshee666

Riddick
Posts: 9458
Contact:

Re: Resident Evil 3 (PsOne) შთაბეჭდილება

Unread post#2 » 01 Feb 2016 15:50

პირველი და მეორე მაინც უფრო ჩაფიქრებული და გაწონასწორებულია, სწორად აღნიშნე. მესამედან თვითონ მოქმედების არეალიც იზრდება და ტემპიც, ექშენ შემადგენელი უფრო ღრმა და გემრიელი მოდის. ნემესისის იდეა ძალიან მაგარია დღემდე და სულ რამდენიმე თამაშში მაქ იგივე ნანახი. პირამიდ ჰედი, რომელიც კიდე უფრო საკულტოა ალბათ, კიდე პერსიის პრინცში დაგსდევს, დაჰაკა ქვია მგონი, არ მითამაშია, მარა ეგ მომენტი ვიცი, და ნუ სუ რამდენიმეა ესე ლეიტმოტივივით რო გასდევს თამაშს და მერე მისი სახე ხდება. ვფიქრობ რო მესამე Dark Souls მაგრად მოუხდებოდა მსგავსი ტიპის ბოსი. p.s. ისე ნემესისი ვესკერით ჩავანაცვლე ბანერზე, ძაან ტვინი მო... იმის მახინჯმა სახემ ))
საერთოდ ამ სერიის ეს სამეული, ვთვლი რო არი სამაგალითო მთლიანად ინდუსტრიისთვის. სამივე განსხვავდება ერთმანეთისგან და ამავდროულად ერთმანეთს ავსებს, ერთიან პროდუქტს ქმნის. მაგიტომაც გახდა ამ თამაშის სახელეი ესეთი საკულტო. მე პირველი მიყვარს როგორც ჰორორის ატმოსფეროს ერთ-ერთი ყველაზე სწორად გამდომცემი, ისეთივე როგორიც იყო პირველი SH. იმ გრაფიკაში ათი თავით უკეთესად იგრძნობა მარტოობა და კოშმარი, ვიდრე თანამედროვე რიმეიქებში. სილამაზეს ეგრევე მიაქ მისტიკის და შიშის შეგრძნება (მაგაზე დისერტაციის დაწერა შეილება)). მარა მესამე მიყვარს სათავგადასავლო ატმოსფეროს გამო. 90-იანების ყველაზე კარგ ბლოკბასტერებს მაგონებს, რატომღაც მესამე Die Hard-ს... რაღაცით ეტყობა მაგ ეპოქის კვალი. ძაან მომწონდა გეიმფლეის გაზრდილი დინამიურობა და საერთოდ ტემპი, რომელიც უკვე წყნარი ჰორორის არაა, უფრო თვითგადარჩენის შიში მოდის და არა გარემოში მიმდინარე მოვლენების. მეოთხემ უკვე ძირეულად შეცვალა ყველაფერი, მაგრამ ისიც აგრძელებდა ამ ზომბი სეთინგის სხვადასხვა სახით აღმოცენების კარგ დემონსტრაციას და შეილეა ითქვას, რომ 1 2 3 4 არი ერთი დიდი თავგადასავალი, რომლის იქითაც აღარ უნდა გაიხედო. მამენტ ვერონიკა ვიცი რო კარგია, მარა დანარჩენები არც უნდა ნახო ალბათ, რომ ეს საკრალური ექსფერიანსი არ გაიფუჭო. არადა რაც კარგია სამი იმდენი ნაგავია ამ სახელის გარშემო უკვე დაგროვილი და თუ იწყებ, სწორად უნდა აწარმოო "არქეოლოგიური გათხრები" :)
https://coub.com/view/24rzbh

User avatar
Blankbanshee666
Posts: 181
Contact:

Re: Resident Evil 3 (PsOne) შთაბეჭდილება

Unread post#3 » 01 Feb 2016 22:19

Thanks! კი მართალია სამივე ერთმანეთს ავსებს რაღაც-რაღაცეებით. ნუ პირველი ოთხის მერე, ვერონიკა კაია, რამდენიმე თვის წინ ვიყიდე პს2-ზე, და ნუ მეოთხეს, ზიროს, და პირველის რიმეიქს ვაპირებ ვიყიდო გეიმკუბზე მერე ^^ (ზიროს ალბათ პს3-ზეც ვიყიდი მერე, მინდა ვესკერით თამაში :ს) მეხუთე მათხოვეს ამასწინათ პს3-ზე და მაგრა მეზარება თამაში, ოდესმე მივალ მაქამდეც. შემდეგზე საილენთზე ვაპირებ დავწერო ^^

Riddick
Posts: 9458
Contact:

Re: Resident Evil 3 (PsOne) შთაბეჭდილება

Unread post#4 » 02 Feb 2016 01:02

SH-ს დაწყება ხელწამოსაკრავი საქმე არაა :) მარა MGS და RE კაი გახურება გამოვა :)
https://coub.com/view/24rzbh

User avatar
Blankbanshee666
Posts: 181
Contact:

Re: Resident Evil 3 (PsOne) შთაბეჭდილება

Unread post#5 » 02 Feb 2016 23:51

იეფ. რამდენიხანია იქსბოქსი არ გადმომიღია :'( მომენატრა. შეჩერებულია ცოტახნით მდუმარე ბორცვი 2 ;/ გავაგრძელებ მალე ;3 ჯერჯერობით პირველზე დავწერ ^^

Return to “Game Reviews”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 19 guests