Luigi's Mansion (GameCube), შთაბეჭდილება

| გამოსული თამაშების მიმოხილვები |
შთაბეჭდილებები , მიმოხილვები , სერიების რეტროსპექტივა , სხვა
User avatar
Blankbanshee666
Posts: 134
Contact:

Luigi's Mansion (GameCube)

Unread post#1 » 16 Jan 2016 03:06

>>>

2016 წელი ერთობ საინტერესო მოვლენებით დაიწყო - გარდაიცვალა ლემი მოტორჰედიდან, მას მიჰყვა დევიდ ბოუი და ალან რიკმენი (იგივე სნეიპი) ორივე 69 წლის და ორივე კიბოთი, ამ 3მა მოვლენამ ტრაგიკულად გადაუარა მთელ მსოფლიოს და ყველა შოკში დატოვა, თუმცა საბედნიეროდ 2016 წელი ჩემთვის კარგად დაიწყო (საბედნიეროდ არავინ მომკვდარა tho) - ფინანსურად წინ წავიწიე და მივეცი ჩემს თავს საშუალება მეყიდა PlayStation 3 - გამეხსნა კარი აუარებელი ექსკლუზივებისთვის and stuff. Anyway, გადავიდეთ მთავარზე, მემგონი ფორუმზე არავის არასდროს არ განუხილავს/დაუწერია შთაბეჭდილება გეიმკუბის რომელიმე თამაშზე, და I hope პირველი ვიქნები ვინც ამას იზავს :3 2 წლის წინ მქონდა ბედნიერება მეყიდა გეიმკუბი ვაგზლის "ბარახოლკაზე" სრულიად შემთხვევით ძალიან სასაცილო ფასში - 20 ლარი, თუმცა ვინაიდან კონსოლს არაფერი მოყვებოდა, ჯოისტიკის და კაბელების გარდა, ეს უკანასკნელი ჩემ მეგობარს - ნინტენდოს ფანს მივყიდე იგივე ფასში (რაზეც ოდნავ ვნანობ). მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, და ერთ მშვენიერ დღეს გადავაწყდი დოლფინის ემულატორს, რომელიც საშუალებას იძლეოდა მეთამაშა გეიმკუბისა და ვიის (სამწუხაროდ actual ვიის ნუნჩაკები ჭირდება თამაშთა 80%ს, რომლის დაკავშირება კომპთან ემულატორში ბლუთუსის დახმარებით ხდება) ექსკლუზივები. მაგრამ ეს ექსკლუზივები კომპზე დიდ რესურსებს მოითხოვდნენ და სამსახურში როგორცკი ჩავიგდებდი ხელთ თავისუფალ დროს, ვთამაშობდი და ვტკბებოდი გეიმკუბის ექსკლუზივების ყოველი წამით.

>>>

პროლოგი საკმაოდ დიდი გამოვიდა და საქმეზე რომ გადავიდეთ, მინდა გაგიზიაროთ ჩემი შთაბეჭდილება გეიმკუბის პირველ ლონჩ თაითლზე სახელწოდებით - Luigi's Mansion, რომელიც საკმაოდ წარმატებულად გაიყიდა და მოახერხა Player's Choice სიაში შესვლაც. ლუიჯი ერთ-ერთი ჩემი საყვარელი პერსონაჟია ნინტენდოს სამყაროდან, თუმცა მის არსებობას ყოველთვის ჩრდილავდა მისი უფროსი ძმა - მარიო. იგი უფრო მეტ თამაშებს იღებდა და ლუიჯის ფაქტიურად მეორეხარისხოვან გმირად აქცევდა. რათქმაუნდა იქ იყო Mario Is Missing (რომელსაც Mario's time Machine მოჰყვა, თუმცა ეს სხვა თემაა), რომელიც ისახავდა მიზნად გეოგრაფიის სწავლას და ბავშვების განათლებას, თუმცა მთელი საგანმანათლებლო ავანტიურა ერთ საშინელ flustration-ში გადაიზარდა გეიმფლეის მხრივ, უაზრო სთორიზე არაფერს ვამბობ. მოკლედ, Luigi's Mansion-ით, ლუიჯის ეღირსა საკუთარი ნორმალური სრულყოფილი თამაში და ამაყად ჩადგა ნინტენდოს თამაშების რიგში. (ნუ მერე და მერე წამოვიდა ტონა თამაშები ლუიჯის მონაწილეობით და 2013 წელი ლუიჯის წლადაც გამოცხადდა.) მაშ ასე, მოიმარჯვეთ მტვერსასრუტები და უშიშრად შევაბიჯოთ დაწყევლილ აპარტამენტში.

>>>
ჩვენი ქარიზმატული პროფესორი უცნაური სათვალეებით

პირველ რიგში, ნინტენდო და ჰორორი ჩემთვის ისეთივე 2 სხვადასხვა რამეა როგორც შავი და თეთრი, საბავშვო კომპანია რომელიც ისახავს მიზნად გაართოს უფრო ახალგაზრდა აუდიტორია ოჯახთან ერთად და შესთავაზოს ფერადი და პოზიტივით სავსე თამაშები, უცბად გვევლინება სხვა ამპლუაში და გეიმკუბზე გვთავაზობს ჰორორების კასკადს - Resident Evil 4, Resident Evil 0, Resident Evil (Remake), Total Darkness და ა.შ. კი ცოტა უცნაური იქნება ამ ბუმბერაზებთან ლუიჯის დაყენება თუმცა მე იმის თქმა მინდა რომ, ექსპერიმენტი რომელიც ნინტენდომ ჩაატარა და შექმნა ე.წ. სრულყოფილი საბავშვო ჰორორი, წარმატებით ჩაიარა. მივიღე აუარებელი სიამოვნება და საინტერესო გამოცდილება. მომეწონა კიდეც, ნინტენდოს რეალიზაცია ამ იდეისა. ლუიჯის ხასიათი და მისი განცდები კარგად წარმოჩინდა თამაშში, რითიც კმაყოფილი დავრჩი, საწყალი ჩვენი პროტაგონისტი ისეთი მშიშარაა, რომ ყოველ დანახვაზე საყვარელ და ამავე დროს საცოდავ სურათს ვაწყდებოდი - ლუიჯი დაბოდიალებს აპარტამენტში, სადაც ყოველ წამს ტრიალებს მოჩვენებები, იგი კბილებს აკაწკაწებს, მის სახეზე სრული შიშია აღბეჭდილი და იგი განწირული ხმით ყვირის - მარიო! მარიოო! ეს სწორედ ის მომენტია ხოლმე, როცა მინდა უბრალოდ ჩავეხუტო და დავამშვიდო ლუიჯი და ვუთხრა რომ ყველაფერი კარგად იქნება. თამაში დატვირტული არ არის ბევრი მთავარი პერსონაჟით, ძირითადად მიწევდა ლუიჯისა და პროფესორ გადის ყურება, რომელიც რაციის საშუალებით - უფრო სწორედ კი Game Boy Horror-ის მეშვეობით მიკავშირდებოდა და მარიგებდა ჭკუას.

>>>

რასაკვირველია N64-ს თამაშების სრული ვოის-აქტინგი არ იყო ამიტომაც, პერსონაჟების ქვევით ან ზევით ჩნდებოდა ე.წ. ტექსტბოქსები, და პერსონაჟები სასაცილო ხმებს გამოსცემდნენ. იგივე სიტუაციაა აქაც. ლუიჯისგან მხოლოდ მესმოდა - ოკეი, ჰელოუ და მეტი არაფერი. თუმცა ამასაც თავისებური ხიბლი ქონდა. შეიძლება ერთი მხრივ ლუიჯის მენშენის თამაშის დროს Ghostbusters გაგახსენდეთ და rip-off-ადაც შეილება ჩათვალოთ, თუმცა ეს არ არის, თამაშის პროცესის დროს ვლინდებოდა მისი უნიკალური თავისებურებები, მაგალითად ძალიან მომეწონა გეიმ ბოი ჰორორი, რომელიც ფაქტიურად სკანერის სამსახურს მიწევდა მოჩვენების აღმოჩენაში. ო რაც შეეხება მოჩვენებებს, ნინტენდომ ეს საკითხი კარგად გააცნობიერა და წარმორგვიდგინა პოლტერგეისტთა უხვი პალიტრა. რომელ სხვა თამაშში ნახავთ უზარმაზარ baby მოჩვენებას სოსკათი, რომელიც გვესვრის დიდ სათამაშო ბურთებს და სათამაშო ხის ცხენებს, იმის გამო რომ მისი ძილი დავარღვიეთ. ბოს ფაითები ამ მხრივ ორიგინალურია და სახალისოც, არ წარმოადგენს დიდ სირთულეს და ყოველი მოჩვენების დაჭერის შემდეგ, ამაყად მივაბიჯებდი ახალი ლოკაციისთვის, რომელსაც ვხსნიდი აპარტამენტში. მთლიანი თამაში ედვენჩერ/ექსპლორინგის სტილშია შესრულებული, რაც საინტერესო იყო, თუმცა ბევრისთვის გეიმფლეი შეიძლება ოდნავ repetitive იყოს, რაც მე პირადად პრობლემას არ მიქმნიდა, საკმაოდ სახალისო იყო მოჩვენებათა შეწოვა მტვერსასრუტით სახელად - Poltergust 3000. საკმარისი იყო ფანარის მინათება და ბაც! სუსტი წერტილის დანახვის შემდეგ, მოჩვენება ჩვენ მტვერსასრუტშია.

>>>

ატმოსფერულობის მხრივ ლუიჯის მენშენი ერთ-ერთი საუკეთესოა, ის ადვილად იძლევა იმ საბავშვო Spooky ატმოსფეროს, რომელსაც ძნელად თუ წააწყდებით ხოლმე რაიმე პიქსარის მარაზმ ფსევდო საბავშვო ჰორორ მულტფილმში. ყოველი ხმაური, ფაჩუნი იპყრობს ლუიჯის ყურადღებას, რაც მის შიშებს უფრო ამძაფრებდა. მომეწონა ასევე ყურადღება დეტალების მიმართ, მაგალითად, როცა ლუიჯის სიცოცხლე (ამ შემთხვევაში შეშინებით დაკლებული) თანდათან ნახევრდებოდა, მისი შეძახილი უფრო და უფრო სუსტდებოდა და განწირულ კივილში გადადიოდა რაც მე პირადად გულს მინადგურებდა და ვცდილობდი სწრაფად მეპოვა სიცოცხლე რომ შემევსო და აღარ გამეგონა ლუიჯის კივილი. მოჩვენებათა ქოთქოთი ლოკაციებში, და სიბნელეში უფრო ამძაფრებდა ატმოსფეროს და ამ უკანასკნელმა კარგი ghost-hunting გამოცდილება მომცა. თამაში ასევე ცდილობდა შემოეთავაზებინა ვარიაციები, რომ ზოგ მოჩვენებას სხვადასხვანაირი მიდგომა სჭირდება რომ შეისრუტო და ეს მოჩვენებათა ნადირობის პროცესს უფრო სახალისოს და საინტერესოს ხდიდა ჩემთვის. კონცეპტი მთლიანი mansion-ისა - ოჯახის წევრთა მოჩვენებების დაჭერა და მათი ნახატებად ქცევა, საკმაოდ ორიგინალური იყო, და თითო დაჭერილი ოჯახის წევრი მოჩვენება და ლოკაცია თითქოს ერთმანეთს უკავშირდებოდა რაღაცით.

>>>
ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ლოკაცია მთელ თამაშში

რათქმაუნდა სთორი რაიმე დიდი შინაარსით არ გამოირჩევა, ჩვეულებრივი ბავშვური approach, მარიოს იტაცებს ვინმე King Boo და უკვალოდ ქრება. დროა ლუიჯიმ შეაბიჯოს დაწყევლილ სახლში, რომელიც მან ვითომ ლატარეაში მოიგო და გაარკვიოს სად გაქრა მისი უფროსი ძმა. სიუჟეტურად ლუიჯის მენშენი საკმაოდ კარგად და საინტერესოდ ვითარდება, ვიჭერთ ახალ ოჯახის წევრებს და ვხსნით ახალ ახალ ჩაკეტილ კარებებს. თუმცა ერთადერთი საყვედური რაც მინდა გამოვთქვა არის ის რომ თამაში ძალიან პატარაა ;/ ადვილად შეიძლება 2 დღეში დახუროთ და როგორც იტყვიან ოდნავი "ნიხვატკის" გრძნობა დაგიტოვოთ, რაც დამეთანხმებით ასეთი უნიკალური თამაშისთვის დასანანია. სხვა მხრივ (საუნდტრეკები, გრაფიკა და ეფექტები) ლუიჯის მენშენი კარგია, 3ივე კრიტერიუმი კარგად აძლიერებს ატმოსფეროს და მშვენივრად გადმოსცემს უმცროსი სანტექნიკოსის შიშებს. Good job, Nintendo!

>>>

(c) Blankbanshee666

User avatar
SLaYeR
Posts: 4246
Contact:

Re: Luigi's Mansion (GameCube)

Unread post#2 » 16 Jan 2016 10:37

მშვენიერი თემაა, კარგად იძლევა მონახაზს თამაშზე და ნოსტალგიური შეგრძნება მოიტანა აღწერილმა.
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

User avatar
Riddick
Posts: 8474
Contact:

Re: Luigi's Mansion (GameCube)

Unread post#3 » 16 Jan 2016 19:37

როცა პირველად გავიგე თამაშის შესახებ, იმ წამსვე და იქიდან მოყოლებული ინტერესი მომყვება. სურათებიდან და ვიდეოებიდან რაც ვნახე, მარტივი დასანახი იყო თამაშის უნიკალური მომენტები. მსგავსი ანიმაციური სიტუაცია და უცებ ჰორორ სეთინგში, მართლა იშვიათია, მითუმეტეს ესეთი ხარისხის. თან თვითონ გეიმფლეიმაც დამაიტერესა, რადგან ნინტენდო თავის თამაშებში, როგორც იცით, ყველაზე მეტ აქცენს ყოველთვის ამ მომენტზე აკეთებს.

გამიხარდა სტატია რომ ვნახე. ლუიჯისადმი გრძნობები კარგად არი გამოყვანილი, ეგრევე მივხდი როგორი გრძნობით მიდის თამაში და როგორ უთანაგრძნობ გმირს, რომელიც ესე კარგად არის გაცოცხლებული, ვიზუალური სტილის და როგორც შენ ამბობ, კომენტარების და გრძნობების გამოხატვის თვალსაზრისით.

საბოლოოდ კითხვები რაც დამრჩა არის. რა სტრუქტურააქ თამაშს? ანუ უბრალოდ დასკრიფტულ კარიდორებში დადიხარ, თუ რამეთი განსხვავდება? ვთქვათ იგივე მენშენში მთლიანად გადაადგილდები და ნელნელა ხელმიუწვდომელ ლოკაციებს ხსნი, თუ როგორ არი? და მაინტერესებს არი თუ არა განვითარების სისტემა რამე? ანუ ზოგადად რა გეიმფლეი თავისებურებებიაქ, აი პილასოსის ვარიანტში.

პ.ს. სტატიების კითხვისას უკვე ძალიან მარტივი საგრძნობია ძველი თემებიდან გავლილი გზა და წინსვლა.
https://www.youtube.com/watch?v=5Ttxso_Aedg

User avatar
Blankbanshee666
Posts: 134
Contact:

Re: Luigi's Mansion (GameCube)

Unread post#4 » 16 Jan 2016 20:21

ჰეჰე ^^ კიძან საინტერესო ვეშია. ნუ მთავარი სტრუქტურა რაზეც ტრიალებს მთელი თამაში არის მოჩვენებათა დაჭერა და მათი ნახატებად გადაქცევა (გამოკეტვა ანუ) პროფესორის დახმარებით. მოგზაურობ კარიდორებში და ხანდახან გეიმბოიჰორორით საიდუმლო ჭუჭრუტანებში შედიხარ, პოულობ საიდუმლო ოთახებს სადაც შეილება გაგეჩითოს ძააან ბევრი ოქროულობა, ფული და ა.შ. ან მოჩვენებების არმია, და ნუ თუ ყველა მოჩვენებას შეიწოვ იმ ოთახში, ზოგჯერ გაძლევს ხოლმე გასაღებს და საშუალება გეძლევა ექსპლორაცია გააგრძელო ისევ. კი გეიმფლეი ვითარდება, უკვე თამაშის შუაში, როცა პროფესორი გვეუბნება რომ, შეგვილია ჩვენ მტვერსასრუტიდან ვისროლოთ ცეცხლი, წყალი და ყინულები, ნუ მათი პოვნა არაა ძნელი, წყალთან დადგები და წყლის პატარა საყვარელ ბურთულებს შეისრუტავ და ეგაა. დალშე ძირითადად ერთი და იგივეა. ნუ ბოსები მომწონს ძალიან. საკმაოდ ორიგინალური იყო რასაც ვებრძოლე.


P.S. ეხა Wario Wolrd-ს ვთამაშობ და მაგაზეც მინდა დავწერო მერე. თუმცა ჯერ ვალები მაქ დასამთავრებელი T_T

Return to “Legacy”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 11 guests