The Witcher 3: Plot Analysis, ლეგენდარული თამაშის გაუგებარი დასასრულის გარჩევა

ფორმატები:
მიმოხილვა . საერთო შთაბეჭდილება . სერიის რეტროსპექტივა . სხვა
User avatar
SLaYeR
Posts: 4593
Contact:

Re: The Witcher 3: Plot Analysis

Unread post#21 » 21 Jan 2017 23:50

ბიჭო აი მაგ მამის როლზე მართალი ხარ და რასაც ქვია მოვირგე ეგ როლი, მარა დეველოპერებს სხვანაირი რამეები ქონდათ გამიზნული და მაგას არ დავეთანხმები არანაირად.
არც ავალაქის ლაბორატორიის განადგურება, არც გუნდაობა და არც თავნებურად მაგებთან შევარდნა ცირილას ზრდასრულობაზე ვერ მეტყველებს, პირიქით whiny child არის, რომელსაც ემოციებისგან დაცლა უნდა, პოზიტივი აკლია და გუნდაობაში ინაზღაურებს, წივილ კივილი და ლეწვა მტვრევა სიამოვნებს და ასე შემდეგ და აქედან გამომდინარე მაგის გადარჩენილი სამყარო მოვ**ან ))) ბებერი მგელია გერალტი ცუგა კი არა, 5 წლის ბავშვთან ხო არ მაქ საქმე :D
განერვიულებულზე ავალაქთან ვუთხარი დამშვიდდითქო.
ვესემირის დაკრძალვის მერე დავლიოთ მოგეშვებათქო.
მაგებთან რო შედიოდა ვიცოდი და წინა სერიაშიც გამაფრთხილეს მაგების საფრთხეზე და არ შევუშვი მაგიტომ.
სამაგიეროდ მთელი დღე ვიარე მაგის გვერდით და სკალის საფლავზეც გავყევი.
მამის როლი თუ მაქ მე ასეთი მამა ვარ და თუ მოკვდება მოკვდეს, გადარჩენისთვის ჭკუა და შინაგანი ბალანსია საჭირო და არა "მამისგან" სითბოს და თანადგომის point-ების მომატება.
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

https://youtu.be/pw8UozNJiRk

excusez-moi

User avatar
Riddick
Posts: 9082
Contact:

Re: The Witcher 3: Plot Analysis

Unread post#22 » 22 Jan 2017 03:48

მე მაინც მაინტერესებს ვაით ფროსთი რა არი თამაშის ფარგლებში და როგორ დაამარცხა ცირილამ )) რავქნა

ანუ მოვლენა რომელიც მამოძრავებელია მთელი კონფლიქტის, არ ვიცი რა არი, მარა ვიცი რო კაი მამა ვიყავი და "შვილმა" ჩემი ნაჩუქარი სიყვარულით ეს პრობლემა მოაგვარა. კი, ემოციური კუთხით არი პასუხი, მარა სხვა მხრივ არა. მე პირადად ცირილასთან ურთიერთობის დრამატურგია მაგრად მეკიდა, იმიტო რო ზოგადად არ მიტაცებს ხოლმე მსგავსი თემები და ამ კუთხით მორალთან ჭიდაობა. პერსონაჟისადმი რათქმაუნდა გამიჩდა სიმპატია. როცა მივხვდი რო გუნდაობა გაუსწორდებოდა ვეგუნდავე. მივხვდი რო ჩვეულებრივი მოზარდი გოგო იყო და შესაბამისად ვიქცეოდი, ვბალანსირებდი სისულელესა და უაზრო აკრძალვას შორის. მარა რაც მაინტერესებდა ეს იყო გლობალური ვნებათაღელვა იმიტო რო თამაში მოცემული სამყაროს თითქმის ყველა სოციალურ ფენაზე გატარებს და ხედავ რო ყველა ერთი საერთო პრობლემის წინაშე დგება. ცირილაში კიდე ამ ყველაფრის გამოსავალი მე პირადად ვერ აღვიქვი. კი მთელი თამაში გბერავენ რო ფაქტიურად ღმერთია, მარა ვე იაზრებ და მაგიტო ჩნდება ეს სიცარიელე. რო აღიქვა მითიურ არსებათ და შესაბამისი გაფორმებაც ქონდეს ბოლო მოვლენებს კი, მივიღებდი. მარა ვერ. ცირილა ცალკეა, ვაით ფროსთის გამაჩერებელი ძალა ცალკე.

User avatar
hellwalker
Posts: 4600
Contact:

Re: The Witcher 3: Plot Analysis

Unread post#23 » 22 Jan 2017 04:03

რავი არაა ახსნილი და არაა ნაჩვენები როგორ დაამარცხა white frost.
ასევე კონკრეტულად რა არის არაა ნაჩვენები.
და არც ბევრი მასალაა აზრიანი დაგატკისთვის.
აი ეხა მეორედ დახურვაზე დავაკვირდები კარგად მარა მოფენილია ინტერნეტი მაგაზე პასუხგაუცემელი ტოპიკებით.

ჩემი სპეკულაციები უფრო იმას ეხება CD Project რა რეჯიმში აკეთებდა ენდინგს, ვიდრე სიუჟეტურად რა მოხდა. იმიტო რომ მთელი ending sequence ძაან დაჩქარებულად მომეჩვენა დანარჩენი თამაშისას და დამიტოვა ამოჭრილი კონტენტის feel.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Ripster
Posts: 1455
Contact:

Re: The Witcher 3: Plot Analysis

Unread post#24 » 22 Jan 2017 14:32

იმ ამბავში რომ ასეთ განხვილისას მონაცემების სიმწირე იგრძნობა, მაგაში გეთანხმებით და წინა პოსტშიც აღვნიშნე ეგ. ძალიან გამიხარდება თუ ეს ჩემი დაუდევრობით იქნება გამოწვეული, კაერ მორხენის შემდეგ რელსებზე დავდექი და არც გავჩერებულვარ ფაქტობრივად ;დ თუმცა ცოტა რთულად სარწმუნოა იმიტომ რომ თუნდაც აი აქ სამ კაცს ერთი და იგივე კითხვები გაუჩნდა.
ეს უშუალოდ თამაშის მხრიდან, წიგნებში არ ვიცი რა როგორ იხსნება და რამდენადაა განვრცობილი. პირველი ორი წიგნი მაქვს წაკითხული მხოლოდ ჯერჯერობით და ერთგვარი თავგადასავლებია უბრალოდ გერალტზე რომელსაც ძალიან ტონკი ხაზი გასდევს.

აი ცირილას და გერალტის მამაშვილობაზე კი ვფიქრობ სწორად წავედი და ძალიან მომწონს ასეთი პერსპექტივა. უაით ფროსტ-"ში" შესვლის დროსაც ფლეშბექები აქვს ასეთი მომენტების. გამიზნული რა ჰქონდათ და როგორ დეველოპერებს არ ვიცი და ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩემთვის ამ მომენტში. კონკრეტულად პროცესში რა როგორ მივიღე მაქედან გამომდინარე ვმსჯელობ და ვაყენებ ჩემთვის თავის ადგილზე.

არც ავალაქის ლაბორატორიის განადგურება, არც გუნდაობა და არც თავნებურად მაგებთან შევარდნა ცირილას ზრდასრულობაზე ვერ მეტყველებს, პირიქით whiny child არის, რომელსაც ემოციებისგან დაცლა უნდა, პოზიტივი აკლია და გუნდაობაში ინაზღაურებს, წივილ კივილი და ლეწვა მტვრევა სიამოვნებს და ასე შემდეგ და აქედან გამომდინარე მაგის გადარჩენილი სამყარო მოვ**ან ))) ბებერი მგელია გერალტი ცუგა კი არა, 5 წლის ბავშვთან ხო არ მაქ საქმე :D


ზრდასრულობაზე არც უნდა მეტყველებდეს. საქმეც მაგაშია რომ მისგან ზრდასრულ გადაწყვეტილებებს და მოქმედებებს არავინ არასოდეს არ ითხოვს. თავის ამბავში აპამპულავებენ ან ცდილობენ ატრიალონ და ყველა თავის ამბავში ვითომ 'იცავს' ტიპს. მთელი ცხოვრება (თამაშში რასაც გვანახებენ) გარბის და შენ კი თავის თავის რწმენას აძლევ და ამით ეხმარები.
რა არის რეალურად მამობა და როგორ უნდა იყო კარგი მამა მაგაში ნუ წავალთ ;დდდ რთული ამბავია არ მოგვცემს ვიჩერ 3 მაგის მანუალს ;დ პროსტა ამ თემის ირგვლივ ტრიალებს და ჩემი აზრით საკმაოდ ლამაზად. მანდ ყველაფერზე თავი დაუქნიო და ხელი გადაუსვა არც არის საჭირო. ზუსტად რა გადაწყვეტილება რაზე მოქმედებს არ ვიცი და არც დავინტერესებულვარ, აი თუნდაც ზემოთ აღნიშნულ მაგების ლოჟაში მეც არ გავუშვი მარტო, ამის მიუხედავად მაინც კარგი ენდინგი მივიღე.
გერალტი ბებერი მგელია სტრიგებთან, ლეშიიებთან, ვეძმებთან, ცირისთან ცუგაა აბა ვინ არის
ყველგან ვიჭერ მაგ ამბავს მე.

არა რაც მაინტერესებდა ეს იყო გლობალური ვნებათაღელვა იმიტო რო თამაში მოცემული სამყაროს თითქმის ყველა სოციალურ ფენაზე გატარებს და ხედავ რო ყველა ერთი საერთო პრობლემის წინაშე დგება. ცირილაში კიდე ამ ყველაფრის გამოსავალი მე პირადად ვერ აღვიქვი. კი მთელი თამაში გბერავენ რო ფაქტიურად ღმერთია, მარა ვე იაზრებ და მაგიტო ჩნდება ეს სიცარიელე. რო აღიქვა მითიურ არსებათ და შესაბამისი გაფორმებაც ქონდეს ბოლო მოვლენებს კი, მივიღებდი. მარა ვერ. ცირილა ცალკეა, ვაით ფროსთის გამაჩერებელი ძალა ცალკე.


კი არის ეგ სიძნელე და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ თუნდაც მაგიტომ მგონია რომ აკლია მეორე ნახევარს გაშლა. თუმცა რაც არის კონკრეტულად იმ მომენტში იმოქმედა ყველაფერმა ერთად და წამიღო ჩემ ამბავში

მორჩა თუ არა გადმოვიღე მესამე წიგნი და ვფიქრობ გავაგრძელო სერიები
ვაბშე აზრზე არ ვარ რა ხდება წიგნის მთავარ სთორიში და მგონი იქნება საინტერესო რაღაცეები თუნდაც თამაშის ამბავშიც. გაგვიხსნის რაღაცეებს ვფიქრობ ან დაამატებს უბრალოდ
თუ არა და მართლა ძალიან შეყვარებულ გმირებთან ერთად კიდევ ერთ თავგადასავალს გავივლი :3
You'd better do something about that cough

User avatar
SLaYeR
Posts: 4593
Contact:

Re: The Witcher 3: Plot Analysis

Unread post#25 » 22 Jan 2017 16:41

ბიჭო კი, რო დავხურე მეც მასე ვფიქრობდი ზუსტად (ენდინგები რო ვნახე ყველა). ლოგიკურად დადგა ეგ ძაფები თავის ადგილზე. ზოგადად სირილათი თამაშიც მისწორდებოდა, უფრო მეტად ვიდრე გერალტით და ეს გაფრენა გამოფრენები და ანიმეს მსგავსი კომბატის მუღამებიც ძალიან მომეწონა. თითონ სამყაროში გადარჩენისთვის ბრძოლა სირილას პერსპექტივიდან საინტერესო იყო. მარა ეგ ლოგიკური ახსნა ამ ეტაპზე არის ჩვენებურად რო ავხსნათ მაგათი ჩაფიქრებული fanfiction. ეხლა დავფიქრდეთ და სხვა პერსპექტივიდან შევხედოთ როგორც მოთამაშეებმა რომლებმაც როლი მოირგეს, საქმე გააკეთეს და აინტერესებთ კონკრეტულად რა იყო ამ საქმეში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილი. ასეთ წაბილწულ სამყაროში გაზრდილ გოგოს, მხოლოდ მამობრივი ნუგეშისცემა აკლია რო სამყაროს გადარჩენა შეძლოს? ამდენი იმიტომ გვათამაშეს რო ბოლოს გერალტს იწილო ბიწილო ექნა სირილასთვის და სამყაროს გადამრჩენელ მესიად ექცია? აი ეგ პროცესი რო მთელი თამაში გაგრძელებულიყო და ის ეფექტი დაეტოვებინა რო მგელი ლეკვს ზრდის, ბევრად უფრო დამაჯერბეელი იქნებოდა, მარა მანდ იყო სიტუაცია რო სირილას უჭირს და დახმარება სჭირდება, damsel in distress-ია და გამოცდილი პროფესიონალი საქმის მომგვარებელი სჭირდება მაგ ამბავს გერალტის სახით. ბოლოს კი ეგ დაემსგავსა იმას, ვანდამი რო სისხლიან სპორტში მასწავლებლის გაკვეთილებს იხსენბს და დაბრმავებული რო დაამარცხებს მოწინაამდეგეს. ასეთები ბევრჯერ მინახავს იაპონურ თამაშებში მარა იქ მთელი თავგადასავლის პროცესია მიბმული იმაზე თუ როგორ გაივლის პერსნაჟი ეგზისტენციალურ კრიზისს და როგორ გააკეთებს ყველაფრის კონცენტრირებას ბოლო საჭირო მომენტში, რაც უფრო დამაჯერებელია. შეიძლება ვაზვიადებ მარა დღეს აღარ მაკმაყოფილებს ეგეთი ახსნა, შეიძლება იმან გამოიწვია რო ბოლოს საკმარისი დეტალები არ მოგვაწოდეს მარა რავი, ასეთი ხედვა მაქვს ეხლა.
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

https://youtu.be/pw8UozNJiRk

excusez-moi

User avatar
Riddick
Posts: 9082
Contact:

Re: The Witcher 3: Plot Analysis

Unread post#26 » 22 Jan 2017 22:36

შეილება იწილო ბიწილოდ მექანიკა მორგებულმა მომენტებმა გამოაჩინა, ანუ ეგუნდავები თუ არა, და მსგავსი ეპიზოდები. მარა ის რო ბავშვს მამამ ჩაუდოს ნაბოზარ ცხოვრბაში სწორად გავლის ალღო რატოა დაუჯერებელი. ანუ თემა საკმაოდ კლასიკური და საინტერესოა, პრეტენზია ერთადერთი ამ თემის საკმარისად გაშლის მიმართ შეილება რო იყოს. რიპსტოს ეყო ეგ კონტენტი მაგ მომენტის დასაჭერად, შენ როგორც ჩანს არა. მე კიდე ამასობაში თითქოს ვაფშე სხვა მხარეს ვიყურებოდი ))) რადგან ცირილა ვერ აღვიქვი ღვთაებრივ ძალათ )) და ამ ღვთაებრივ ძალას ვეძებდი )) ეს მოვლენები კიდე რაღაც პარალელური ოჯახური დრამასავით მიდიოდა )))

პ.ს. მე მაინც იქამდე მივდივარ რო თამაში ხუთიანზე იყო გაწერილი, უბრალოდ დრო არ ეყოთ რეალიზებისთვის და რო მიადგეს ბოლოს რაღაცეები გადმოცვივდა. ჩვენ კიდე ვზივართ და ამ გადმოცვენილი ნაწილების გამო კონსტრუქტორს ვერ ვამთავრებთ, არადა იდეა აშკარად ჩანს.

User avatar
SLaYeR
Posts: 4593
Contact:

Re: The Witcher 3: Plot Analysis

Unread post#27 » 22 Jan 2017 23:43

კი უნდა ჩაუდოს მარა build up უნდა ჰქონდეს ამ ჩადებას და პახოდუ ჩადების მომენტი აზრიანი უნდა იყოს, სამი დიალოგი არ უნდა საზღვრავდეს მაგას რომლითაც პროსტა კომფორტი მიანიჭა (შეიძლება მე ვერ ვხედავ რო მანდ რამე დიდი და მნიშვნელოვანი ქნა და მისცა ეს ალღო). ვერც ემოციურად და ვერც სთორის მხრივ არ მყოფნის კონტენტი რო დამაჯერონ ეგ. აი გერალტი რო ჯუჯების სახლში მიდის მაგასაც არ ჰქონდა სთორის მხრივ build up, ანუ დიალოგების ან ტექსტური მხრივ აგებული, პროსტა ფაქტებზე იყო აწყობილი. გითხრეს რო ეძებ, გასაჭირშია, დიდი ხანია იცნობ, მკვდარი გხვდება და ისეთი მუსიკა და სცენა იყო რო ემოციურად ფაქტიურად ყველაფერი მითხრეს და ეგრევე გამიიასნეს მაგათი ურთიერთობა, იქ ვიყავი, კაცის ტრაგედიას ვუყურებდი და განვიცდიდი. ბოლოს კიდე ასეთი ფინალისთვის კონსტრუქციული მიმდევრობა ვეღარ ვიგრძენი.
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

https://youtu.be/pw8UozNJiRk

excusez-moi

User avatar
grigoli1970
Posts: 609
Contact:

Re: The Witcher 3: Plot Analysis

Unread post#28 » 23 Jan 2017 03:43

Ithlinne's Prophecy
"An old elven prophecy about the end of the world: "The Wolf's Blizzard approaches, the time of the sword and axe. The Time of the White Frost and White Light, the Time of Madness and Disdain, Tedd Deireadh, the Final Age. The world will perish amidst ice and be reborn with the new sun. Reborn of the Elder Blood, of Hen Ichaer, of a planted seed. A seed that will not sprout but burst into flames!"

ამ წინასწარმეტყველებაზეა გაკეთებული ეგ ენდინგიც, ერთ მისიაში ავალაკთან ერთად ხო გადადის გერალტი რაღაც გაყინულ სამყაროში და ეგრე დაემართა მაგ სამყაროსაც როგორც ჩანს ეგაა გამყინვარება, პირველ ვიჩერშიც ბოლო მისიაში გერალტი რო გადადის გაყინულ ადგილას და ბოლო ბრძოლა სადაცაა ეგეც ეგაა, ოღონდ ეგ მგონი ილუზია იყო უბრალოდ და გვაჩვენეს რა მოხდებოდა როცა გაიყინებოდა ყველაფერი, კიდე მეორე სამყაროშიც გადადის და იქ უკვე ზღვის ფსკერზეა მარა დამშრალია ყველაფერი და უდაბნოს გავს, თითონ ავალაკიც ამბობს რო ყველა სამყარო ესე კვდება, ანუ ეგ გამყინვარება უბრალოდ გამყინვარებაა და მეტი არაფერი ყოველშემთხვევაში თამაშში ეგრეა, ამ თამაშში რაღაც სხვა ბუნების კანონები შეიტანეს ეტყობა და ეგ გამყინვარებები ან გამოშრობები ჩვეულებრივი მოვლენაა მანდ. ხოდა ეგ სამყაროც ეგრე გაიყინა სადაც ეს პერსონაჟები ცხოვრობენ მარა ცირიმ გადაარჩინა, მარტო ეგ იყო დარჩენილი Elder Blood იდან, დროშიც ხო მოგზაურობდა ერთ მომენტში მემგონი cyberpunk 2077 ის სამყაროში ვიყავიო მაგასაც ამბობს, სახელი არ უხსენებია მარა მფრინავი მანქანები და აუგმენტირებული ხალხი მანდ იქნება როცა გამოვა ეგ თამაში. უბრალოდ სულელურად გამოდის რო უკვე გაყინულ ვიჩერის სამყაროში გადავიდა ანუ დროში იმოგზაურა იმ რაღაც პორტალით და იქ მერე ყველაფერი გამოასწორა ისევ, მარა როცა დროში მოგზაურობას წინასწარმეტყველებებს და პარალელურ სამყაროებს ეხება თემა ყოველთვის ესე იხლართება და ვეღარ იპოვი ლოგიკურ ახსნას, ყველა ესეთ თამაშში ან ფილმში ეგრეა, დაჟე ყველაზე ძლიერ თამაშად რაც მიმაჩნია ამ სტილში ბიოშოკია მარა მანდაც ბევრგან არალოგიკური და უაზრო მომენტები შემხვედრია. მე ვაბშე დავიკიდე ეს sci fi და ფენტეზი ელემენტები უბრალოდ ფონის შესაქმნელადაა თამაშში შეტანილი და გათვლები სხვა რამეებზეა გაკეთებული, აზრი არ აქ ამ საკითხში უფრო მეტად ჩაღრმავებას თორე მეც მევასება დეტალურად ჩაძიება ყველა თამაშში

User avatar
Riddick
Posts: 9082
Contact:

Re: The Witcher 3: Plot Analysis

Unread post#29 » 24 Jan 2017 03:29

ცირილას ისტორია
ეხა 23-ში დადებული ვიდეოა

User avatar
hellwalker
Posts: 4600
Contact:

Re: The Witcher 3: Plot Analysis

Unread post#30 » 27 Jan 2017 20:38

ეხა ვთამაშობ და
1. რას წარმოადგენს Wild Hunt და რა არის Eredin მთავარი მიზანი?
3. კონკრეტულად რისთვის ჭირდება Wild Hunt ცირილას ძალა?

ცირილას რო ხვდები ნისლის კუნძულზე ამბობს რომ ერედინის სამყაროს გამყინვარება უახლოვდება და გადაწყვიტავს რომ თამაშის სამყაროს შემოუტიოს და მიგრაცია გაუკეთოს ხალხს მანდ. მარა ნავიგატორებით და გემით მთელ რასას და არმიას ვერ გადმოზიდავს და ცირილა ჭირდება მასიური პორტალისთვის.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 4600
Contact:

Re: The Witcher 3: Plot Analysis

Unread post#31 » 17 Dec 2018 13:07

ეს ვაბშე არ მახსოვდა https://9gag.com/gag/aOYrv52
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

GHOST
Posts: 1463
Contact:

Re: The Witcher 3: Plot Analysis

Unread post#32 » 17 Dec 2018 13:41

"The real threat for Aen Elle and tir na Lia is the war with the unicorns"...

war with the... unicorns... აჰაჰაჰაჰაჰაჰაჰა

User avatar
hellwalker
Posts: 4600
Contact:

Re: The Witcher 3: Plot Analysis

Unread post#33 » 17 Dec 2018 13:50

მაგიტომ არ მევასება წიგნები, საერთო ჯამში რაღაც აჯაფსანდალი გამოდის. თამაშებში უფრო დალაგებული სიტუაციაა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 9082
Contact:

Re: The Witcher 3: Plot Analysis

Unread post#34 » 18 Dec 2018 00:44

ცირილას ორეულია ემირის ცოლიო, რაც ეგ ვარკვიეთ... ჩვეულებრივი გლობალური დათბობა თამაშში რათაა ვაფშე მოწოდებული, ან რას ამარცებს ცირილა იმ პორტალში )) ისევ იგივე კითხვებია. მაგარი ბაბადუკი სიტუაციაა რა სიუჟეტში. თან ორივემხარეს.

User avatar
hellwalker
Posts: 4600
Contact:

Re: The Witcher 3: Plot Analysis

Unread post#35 » 18 Dec 2018 00:49

წიგნის გერალტიო. https://img-comment-fun.9cache.com/medi ... 700w_0.jpg
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 9082
Contact:

Re: The Witcher 3: Plot Analysis

Unread post#36 » 18 Dec 2018 01:16

პირველისას გავს მაგრად.

User avatar
SLaYeR
Posts: 4593
Contact:

Re: The Witcher 3: Plot Analysis

Unread post#37 » 18 Dec 2018 01:21

პირველ თამაშში კარგი გერალტია ვიზუალურად, მეორეშიც კარგია. მესამეში ფერხორციანი სიმპატიური მამაკაცია წვერითაც და უწვეროდაც. https://i.ytimg.com/vi/_P6wxLpsc7s/maxresdefault.jpg, https://assets.vg247.com/current//2018/ ... 00x338.png. ბრიუს ვეინიც კი არ გაუკეთებიათ ასეთი სიმპატიური როკსტედის ))))

სთორი ხუია მესამეში ორი აზრი არ არსებობს, რაღაც მონახაზია გადმოტანილი და საერთოდ არაა გავრცობილი. პირველი ნაწილის მუღამი ის იყო რო ვითომ გაგრძელდა ამბავი მარა რაღაც ერთ კონკრეტულ კონფლიქტზე გამახვილდა ყურადღება, კარგი არც ის იყო მარა საინტერესო და წიგნბისგან დამოუკიდებელი იყო, ხოლო მესამის რაღაც პიზდეც გლობალ კონფლიქტია დაუმუშავებელი და უთავბოლო. მთელი სიუჟეტი არის მამის სიმულატორი, მაგის იქით ვერ გაქაჩეს.

პოლიტიკური ბექგრაუნდიც დაკიდებულია თამაშებში. ერთი მეორეში ცადეს და თავის პონტში ნორმალური რაღაც ქნეს მარა მეტი ვერ გაქაჩეს. მესამეს მთელი პოლიტიკა გადაიყვანეს ტირანისგან უმცირესობის ჩაგვრაზე ))))

კლიმატური ცვლილება და ამაზე აგებული წინასწარმეტყველებები და ცრურწმენები, ასევე მათზე აგებული სიუჟეტური თემატიკა ბევრად საინტერესო იქნებოდა ჩემთვის თამაშში ვიდრე ეს რაღაც მომავლის გამყინვარება და სადაც თუ სირილას ტრაკში ენა არ აუსვი და 21-ე საუკუნის მამიკო არ გაიჩითე ისე წავა და დაიკარგება რაღაც გაუგებარ ხუინა ადგილას და ვერც ისე დ ავერც ასე ვერ გაიგებ რა მოხდება ))
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

https://youtu.be/pw8UozNJiRk

excusez-moi

User avatar
grigoli1970
Posts: 609
Contact:

Re: The Witcher 3: Plot Analysis

Unread post#38 » 18 Dec 2018 05:59

შინაარსზე მეც ბევრი ვიფიქრე და ობიექტურად რო შევხედე უკეთესი ენდინგიც შეიძლებოდა მარა სანამ დავხურავდი მანამდე მოიტანა ეგ გძნობა რო მაქსიმუმ ცარიელ კაერ მორჰენში მომიწევდა სიარული, ისეთი თამაშია რამე იდეალურ ენდინგებს მაინც ვერ გააკეთებდნენ ალბათ, უფრო თამაშის პროცესია კაი და წიგნი კიდე როგორც ვიცი გაცილებით მძიმე წასაკითხია უფრო მეტი უარყოფითი ხდება ვიდრე დადებითი, თან თუ როგორც თამაშშია ეგეთი პერსონაჟი შექმნა მაშინ რაღას წუწუნებდა ფული მომეცითო თითონ თამაშის ერთერთი მთავარი აზრი ეგაა რო გერალტი ვითომ ფულის გამო ხოცავს მონსტრებს მარა ეგ უბრალოდ მიზეზია, სანამ გააკეთებდნენ მანამდე ვაბშე დაცინა ტიპებს წიგნს მაინც ვერ აჯობებს თამაშიო და ეხა კაი დროსია რო აქებს, მთლიანობაში ისეთი თამაშია ბევრი ისტორია როა შეკრული ანუ ვერც ავტორი ვერ იტყვის რო თავიდან მე მოვიფიქრე ეს ყველაფერიო, იმის თქმა მინდა რო დიდად არაა დამოკიდებული წიგნზე ეს თამაში, უფრო ჩონჩხი აიღეს და დალშე თვითონ გააკეთეს ყველაფერი. შეილება ბევრ რამეში ვცდები იმიტო რო არ მაქვს წაკითხული ეს წიგნები მეთვითონ მარა შედეგი რო უკეთესი მოიტანა თამაშმა ფაქტია, სუბიექტური აზრიცაა იმიტო რო დიდად არ მევასება წიგნები მარა ფასეულობის მხრივ gwent იც კი მირჩევნია მაგ წიგნებს

User avatar
Riddick
Posts: 9082
Contact:

Re: The Witcher 3: Plot Analysis

Unread post#39 » 18 Dec 2018 09:36

იდეაში ტიპებმა აიღეს წიგნი როგორც კონცეპტი ამ გმირის და გადაიტანეს თავის სამყაროში. ამასობაში რაღაცეები თავისებურად გააკეთეს, დახვწეს, პირიქით დაამახინჯეს, მარა მე როგორც თამაშის ადაფტაციას ძაან სიყვარულით უყურებ.

თემას ძაან არ მინდა გადაუხვიო, რადგან მესამეს სიუჟეტის სერიოზული გარჩევები მიდოდა აქ, მარა ჩემთვის პირადათ ყველაზე საყვარელი მაინც პირველი ნაწილია. რო გამოვიდა მაშინ ვითამაშე და იმ მომენტში სერიოზული ევოლუცია იყო ჟანრის. სამი ნაწილიდან ყველაზე შეკრული ჩემი აზრით ზუსტად პირველი ვიჩერი გამოვიდა.

Return to “Research !”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 14 guests