The Witcher 3: Wild Hunt, შთაბეჭდილებები

ფორმატები: საერთო შთაბეჭდილება , მიმოხილვა , ანალიზი , სერიის რეტროსპექტივა , სხვა
Riddick
Posts: 9638
Contact:

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#21 » 30 Dec 2015 14:42

SLaYeR
FF-იც გაბერილი იყოო უცხო შესახედაობის მონსტრებითო დაწერე და მაგიტო დავწერე მე მერე შინაარსობრივი კონტექსტი. უცხო შესახედაობას ეგრე ბაღის ბავშვები რო ხატავენ ფურცელზე მონსტრებც იქაც ნახავ, უბრალოდ გააჩნია რა მოტივებიდან მოდის არსება და რა დატვირთვააქ. უბრალოდ HP და ვიზუალის ერთიანობას მე არ ვაფასებ და ეგ გითხარი, როცა FF ახსენე ამ კონტექსტში, მეტი არაფერი.
ეგ ჩრდილის მონსტრი რაცაა მეც მომწონს კი და მასეთი რაღაც არის ცოტა. ეგაც ფოლკლორული მიდგომაა როცა ოჯახში ვინმეს რამე სჭირდა და ხალხს სჯეროდა რო რაიმე არსების ზეგავლენა იყო ხოლმე.

შენი პრობლემა რაარი იცი? რაც არი იმას კი არ ამბობ კარგიაო, აბობ რო არ მყოფნისო. მარა მე ვამბობ რო ეს რაც არის, ისიც ძალიან იშვიათია და მანდ როგორ უნდა მქონდეს პრეტენზია რო ეგეთი რაღაც იმდენად ხშირი იყოს, რო ყველა მონსტრზე იგივე სიღმე იგრძნობოდეს? შეილება მინდოდეს და სურვილს გამოვხატავდე, მარა მინუსად ვაწერდე მაგას თამაშს? ეგ უკვე გაუგებარია.
მე მესმის შენი მოტივები, მაგრამ მხოლოდ მაშინ როდესაც სურვილის სახითაა, ხოლო როცა აჯვავ თამაშს და მინუსად უთვლი, ეგ უკვე მიუღებელი ხდება. ერთადეთი დაჯმაში შემილია ჩელენჯის თემაზე დაგეთანხმო და გავიგო მეტნაკლებათ.

ზუსტად ასეთ დონეს რო დებ მაგიტო მოგეთხოვება მეტი, თორე დღეს მონსტრების შექმნა და თამაშში შეტანა არ წარმოადგენს დეველოპერების პრობლემას,

რაღაც ძაან ეჭვი მეპარება რო არ წარმოადგენდეს და ძაან მიჭირს საინტერესო მოწინააღმდეგეებიანი თამაშების გახსენება. ფენტეზიში სუ ერთიდაიგივე არსებების სეტი გხვდება, შუთერში მასკიანები, დალშე ზომბები და მორბენალი ზომბები, ან სოკოიანი ზომბები... არვიცი მე სერიოზულად ვარ ამ სიდებილით შეწუხებული და შენ სად ნახულობ საინტერესო მონსტრებს აზზე არ ვარ. ერთი სოულსის თამაშები იყო დიდი გამონაკლისი. ნუ ამ თემით ეხა კიდე სხვაგან უნდა წავიდეთ, მარა მე პროსტა იმას ვამობ რო ეგეთი ხელწამოსაკრავი თემა არაა როგოც - მონსტრის შექმნა თამაშში შეტანა.
შენ შეიძლება გაკმაყოფილებს და მე უკეთესი ვარიანტი მინდა იმიტო რო დამღალა და რატო დამღალა მაგას ვუძებნი ახსნას და ვცდილობ არგუმენტად გამოვიყენო.

მე ვერ დავინახე შენი ჩამოყალიბებული არგუმენტი ამის თაობაზე. და ჩავთვლი რო უბრალოდ მე ვერ ვხედავ, არმაქ პრობლემა.
ლაინეიჯთან შედარებაზე ამბობ იმას რაც არ მითქვამს.

მე როგორც დავინახე შენი ტექსტიდან ლაინეიჯს შეადარე მონსტრების თემა და თქვი რო იგივე პრინციპი იყოო და ორივე ნათამაშებიმაქ მეც და მე ცუდ შედარებათ ვთვლი. გავრცობითაც შემილია გავარცო თემა, მარა აზრს ვერ ვხედავ. და თუ თვლი რო ბოროტმოქმედად გამოგიყვანე და ცილი დაგწამე დიდი ბოდიში.
ჩემი გადაწყვეტა იქნებოდა მონსტრის გართულება, სტატუს ეფექტებით, რეზისტებით, უფრო საშიშის გახდა და არა HP გაზრდა და მაღალი ლეველის მიწერა. ცუდი რეიდ ბოსის პრინციპია ეს.

ანუ რა სახეობაც არი მონსტრის, ყველას დამატებით ორი სახეობა მუვ და სპელ სეტი უნდა ქონდეს. მეცინება, სად გინახია ეგეთი რამე ესე რო კაჩაობ, მაგრად მაინტერესებს. ძაან მაგარი იქნებოდა, მარა მსგავსი რაღაცეები მოთხოვნის სახით ცოტა მაბნევს. თითქოს ყველგან ხშირად იყოს ესე სადმე და ამათ საყვედური მაგისთვის...
შვიდნაირი ნეკროფაგი გამოდის რომლებიც იბრძვიან და კვდებიან ერთნაირად. ასე თუა 83 კიბატონო.
Drowner, Drowned Dead, Mucknixer, Vodnick ესენი ერთნაირებია.
Rotfiend და Devourer ერთნაირები რო ფეთქდებიან ბოლოს.
Foglet, Tangalore ეს ორიც იმ ნისლიც მონსტრია ერთი და იგივე მეთოდით მოსაკლავი
Bilge Hag, Water Hag ესენი წყალს ისვრიან, Grave Hag ეს ენას, დანარჩენით იგივე Hag-ია.
Ghoul ეს მარტოა თავის პონტში
Alghoul ესაც

არ დავწერე გიორგი ერთნაირები? რაღათმინდა ეს. ეგ ერთნაირები არ ი ერთ სახეობაში რაც შედოს ისინი, თორე სახეობა როგორც ესეთი რო აიღო უმეტეს წილად აფსოლიტურად განსხვავდებიან მონსტრები ერთმანეთისგან. და არი სახეობის კონკრეტული მაგალითების ვარიაციები. მე ამაში პრობლემას ვერანაირად ვერ ვხედავ, მითუმეტეს მრავალფეროვნების. ხედავ? კიბატონო.
Wraith-ებში განსხვავება ძალან მიზერულია, ირდენი, როლი და გაჩეხე, მეტი არაფერი არ უნდა.

არ გეთანხმები. მე გაცილებით უფრო საინტერესოდ ვიყენებდი და მქონდა ტაქტიკები შემდეგი მიდგომით:
1 მოსნტრი, მონსტრების გროვა, ერთი ადამიანი, ადამიანების გუნდი (გუნდში შვილდიანი სხვანაირი ტაქტიკით, ფარიანი სხვანაირით), სპეშალ მონსტრები (მაგ. სულები). ამ მომენტებზე სუ სხვადასხვა რაღაცეებს ვხმარობდი.
28 კონტარქტში სულ გიგანტები არ მინდოდა, მე არ მინდოდა ამ რუკის მონსტრების ბოსებად გამოყვანა დიდი HP და DMG ხარჯზე. იგივე რელიქტების უმეტესობა არის ქვესტ მონსტრები და ეგ არის კაკრაზ ყველაზე მაგარი რამე.

ყველაზე მასიური მონსტრები მე ტყეში ესე არსად არ შემხვედრია, რაღაც გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლი. არც ჩორტი მინახია არსად და არც სხვა რომელიმე გოლემს ურბენია ტყეში MMO მონსტრივით. სადმე თუ მხვდებოდნენ ლოკაციაც მოწყობილი იყო მათთვის.
ფულმა კი არ უნდა გააფუჭოს კაცი, კაცმა უნდა გააფუჭოს ფული (c) სიზმარი

User avatar
SLaYeR
Posts: 4967
Contact:

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#22 » 30 Dec 2015 18:01

FF-ში უფრო მითოლოგიებიდან ინსპირიებული ან იაპონურად გარეკილი ვეშებია, ნუ იმ დროისთვის თავისი ეფექტებით მაგის გაკეთება კონსოლზე დიდი მიღწევა იყო და ბლომად ნაშრომია, დღეს ეხლა სტანდარტად ვერ აიღებ იასნია მაგას მარა მთელი თამაშის განმავლობაში წინსვლასთან ერთად იგივე მონსტრებს რო არ გახვედრებენ მაგას პლუსად ვუთვლი, სულ სხვა თემაა ჟანრობრივად მარა ეგ მიდგომა გამოვყავი.

დაჯმით არ ვაჯვავ ვიჩერს, პროსტა რაღაცა ელემენტებს ვუწუნებ და რატომაც მგონია რო პრობლემა შემექმნა იმ მიმართულებით "დამნაშავე" ელემენტი გამომაქ და მაგის მინუსებზე ვამბობ ჩემი გადმოსახედიდან.

ბიჭო რავი ბევრი როა ეგ სიდებილეები მეც ვხედავ, ვიჩერი რო გამონათებაა მაგასაც ვხედავ, ვიჩერის გარდაც იგივე Pillars of Eternity-შიც შემხვდა საინტერესო მონსტრები, მაგდენი რაოდენობით არა მარა გემოვნებიანად იყო იქაც.

ლაინეიჯის მაგალითი მარტო იმ მიზეზით მოვიყვანე რო 20 ლეველზე რო კლავ სტაკატოს მაღალ ლეველზე კიდე გვხდება ძლიერი სტაკატო, Drowner-ებზე რო ვამბობდი მეორდებათქო ეგ შევადარე. ახალ JRPG-ებშიც მინახავს ეგ პრობლემა FF12 და Xenoblade, მარა კომბატის ხარჯზე აპრავებდნენ ესენი რო ვაბშე სხვა მონსტრ იყო სხვა საფრთხეებით.

ანუ რა სახეობაც არი მონსტრის, ყველას დამატებით ორი სახეობა მუვ და სპელ სეტი უნდა ქონდეს. მეცინება, სად გინახია ეგეთი რამე ესე რო კაჩაობ, მაგრად მაინტერესებს.

ბევრი კი არაფერია საჭირო, თუ მაინცდამაინც მოდელზე ტექსტურას ცვლი და ლეველს უზრდი, Morrowind-ივით დასვი Drowner და "ინფექციური" Drowner, ისე რო ამ მაღალ ლეველიანს სხვა რესისტები და სხვა საშიშროება ქონდეს, ან მოშხამვა ან ბლიდი, რამე ეგეთი თამაშის მექანიკის შესაბამისი რო ზედმეტი ფიქრი მოგიწიოს.

ადამიანებზე სწორი თქვი, თითოეულ ადამიანებთან ბრძოლიდან სიამოვნებას ვიღებდი, ერთი შემთხვევაც არ მახსოვს რო სადმე გავქცეოდი. როგორც კი დავინახავდი ჩამოვდიოდი ცხენიდან და სხვადასხვა მეთოდებით ვხოცავდი, მაგის მიზეზიც შენვე დაწერე, ზოგი შუბით იყო, ზოგი ნაჯახით, ზოგი მვილდით და სხვადასხვა ტაქტიკები გჭირდებოდა. მართლა ერთადერთი მომენტია რისთვისაც სიძნელეს არ დავუკელი. ყველაზე ხშირი ონსტრები რო ექნათ მაგ დონეზე ვაბშე ხმას არ ამოვიღებდი.

ყველაზე მასიური მონსტრები მე ტყეში ესე არსად არ შემხვედრია, რაღაც გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლი. არც ჩორტი მინახია არსად და არც სხვა რომელიმე გოლემს ურბენია ტყეში MMO მონსტრივით. სადმე თუ მხვდებოდნენ ლოკაციაც მოწყობილი იყო მათთვის.

გოლმები და ელმენტალები მინახავს გარეთ. ორი ეხლაც მახოვს, ერთი სამხრეთით სულების ტერიტორია როა მანდ იყო, ერთი კიდე იმპერიის ბანაკისკენ მიმავალ გზაზე. ჩორტი მეტი არსად არაა იმიტო რო უნიკალურია, ასეთები მაკლია კონტრაქტებში. რაც არ მომწონს იმის მაგალითად ის ქვესტი გამახსენდა ბავშვს რო მოხარშავს არსება, ქოხს რო ნახულობ და მერე სამლოცველოსთან რო ადიხარ, ისეთ მუღამში შევედი და Grave Hag ამომიხტა ბოსად სხვა სახელი ერქვა ოღონდ.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 9638
Contact:

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#23 » 30 Dec 2015 23:32

hellwalker
მრავალფეროვნებაც არ დამაკლდა მონტრების, მაგრამ სლეირს ვეთანხმები იმაში რომ რუკაზე განაწილება მაგათი არ იყო კარგი. აი რაღაც სუპერ გრიფინს რო მოკლავ და მერე ედონში იგივე drowner-გკლავს იმიტომ რომ 40 ლეველი აწერია ციფრად ეგ არ ასწორებს. სწორი განვითარება იქნებოდა მაგ კუთხით რომ ლეველის შეზღუდვა ქონდეთ, მაგალითად Drowner იყოს მარტო 1~16 ლეველის, და მერე სხვა არსებები დონიმირებდნენ

იდეალური ვარიანტი იქნებოდა, მაგრამ ამასაც მონსტრების რაოდენობის საგრძნობლათ გაზრდა დაჭირდებოდა, არა? პროსტა რესურსი არ ეყოფოდათ მაგაზე ჩემი აზრით. თორე 40 ლეველის დრაუნერის ნახვა მეც არ მისწორდებოდა, უბრალოდ თამაშის გარემოებებიდან გამომდინარე არ მიჩდებოდა პრობლემა, იმიტო რო მესმის რატომაც შეილება არ მოხერხებულიყო უკეთესად, უამრავ თამაშში მინახია იგივე და არ ყოფილა პრობლემა. ყველა სახე სხვადასხვანაირი მინდა რო ქონდეთ ადამიანებს, მარა არააქვთ და მინუსია ეეგ? ყველა თამაშში რო სხვადასხვა ქონდეთ მაშინ კი, მარა არააქვთ ხო? ისევე როგორც მონსტრი არაა 350 უნიკალური სახეობა. 350 კიარა მაგარი დეფიციტია, და მაგასთან შედარებით წინ გადადგმული ნაბიჯია ვაფშე ეს თამაში ტო. არცერთი მონტრი არ არი სხვა თამაშიდან და ზოგადად ფენტეზიდან მოტანილი. მაგრად მიკვირს ეს რო სალაპარაკო გახდა როგორც მინუსი.

ასევე ვისურვებდი მაგ კუთხით რომ შეექმნათ სიტუაციები, სადაც რამდენიმე სხავადასხვა ტიპის მონტრს ებრძვი. ბევრად გაამრავალფეროვნებდა მიდგომას და სადაც გამოიყენეს ეგ მოხდა კიდეც.

ძაან მაგარ და თან ძაან მტკივნეულ თემას ეხები ) ეგ იქნებოდა რაც გახდიდა ამ თამაშს ყველა მხრივ დაუვიწყარს. აქ რო გარკვეული მონსტები ეგრე რანდომზე დახეტიალობდნენ, ზოგი ტიპი ერთმანეთს ერჩოდეს, ზოგი ერთად იბრძოდეს და თან შენც გიტრაკებდნენ, ისეთი მაგარი მომენტები დაიბადებოდა, რო ამ მონსტრების ვიზუალით ეგ გახდებოდა მოვლენა. არადა თეორიულად არ უნდა იყოს ეგ ეგეთი რთული გასაკეთებელი, პროსტა მაგ კუთხით არ განავითარეს თამაში, სამწუხაროთ.

SLaYeR
ლაინეიჯის მაგალითი მარტო იმ მიზეზით მოვიყვანე რო 20 ლეველზე რო კლავ სტაკატოს მაღალ ლეველზე კიდე გვხდება ძლიერი სტაკატო, Drowner-ებზე რო ვამბობდი მეორდებათქო ეგ შევადარე. ახალ JRPG-ებშიც მინახავს ეგ პრობლემა FF12 და Xenoblade, მარა კომბატის ხარჯზე აპრავებდნენ ესენი რო ვაბშე სხვა მონსტრ იყო სხვა საფრთხეებით.

ანუ მე გეთანხმები რო ეს ბევრად უკეთესი შეილება იყოს, ზოგადად. მარა ეს იმდენად სტანდარტია თამაშების, რო უშუალოდ ვიჩერს რო ადებ ხელს და ამ თამაშს უწუნებ მაგას, აი მაგაზე მეცინება. როგორი რაღაცა გამოდის იცი, აი მე ფასთ თრეველი რო არ მევასებოდეს და ვიჩერს რო დაუწყო დაჯმა მაგის გამო და არა ზოგადად მაგ მიდგომას. ძალიან მასიურია რაზეც ატრაკებ იმისთვის რო კონრეტულად ამ თამაშს აჯვა, დამიჯერე რა.

ბევრი კი არაფერია საჭირო, თუ მაინცდამაინც მოდელზე ტექსტურას ცვლი და ლეველს უზრდი, Morrowind-ივით დასვი Drowner და "ინფექციური" Drowner, ისე რო ამ მაღალ ლეველიანს სხვა რესისტები და სხვა საშიშროება ქონდეს, ან მოშხამვა ან ბლიდი, რამე ეგეთი თამაშის მექანიკის შესაბამისი რო ზედმეტი ფიქრი მოგიწიოს.

ბაზარი არაა, ესეც კარგი აზრია, მარა გითხრა რატო არ გამოდის? იმიტო რო დრაუნერს ვიჩერის ენციკლოპედიაში გაწერილიაქ უკვე როგორ უნდა ებრძოლო და რას აკეთებს, ანუ სამყაროს განუყოფელ ნაწილადაა ქცეული და ვიჩერებს შესწავლილი რადგან ყავთ, ყავთ აღწერილი, აქვთ მასთან ბრძოლის მიდგომები ჩამოყალიბებული, რომელსაც მოთამაშე კითხულობს, გებულობს რა ნიშნებით, რა ზეთებით ებრძოლოს. მე რო ავიღო და 4 ნაირი დრაუნერი გავაკეთო, ეს იმას ნიშნავს რო 4 მეტი მასალა უნდა იყოს 4 სხვადასხვა დრაუნერზე და რა მოხდება? რა ვერ დაწერენ გგონია? დაწერენ, მარა რო შედიხარ და 4 ერთნაირ დრაუნერს რო სხვადასხვა ტაქტიკია გიდევს უფრო უარესი პრობლემა იჩითება. იტყვი რო ეს რანაირად განვასხვავოო, ერთის მხრივ ორიგინალური მონსტები და მერე მიყოლებაში 4 დრაუნერი, 5 სტრიგა, მთლიანადა გააძიშოვებდა თემას. არ ჯობდა ერთი ყოფილიყო და ეს სპელები სხვა მონსტრისთვის დაესვათ, ეს ერთიდაიგივე, სხვადასხვა სპელებით რა ყლეობააო და ასე შემდეგ. შენ თუ არა მე ვიტყოდი მაგას ))

გოლმები და ელმენტალები მინახავს გარეთ. ორი ეხლაც მახოვს, ერთი სამხრეთით სულების ტერიტორია როა მანდ იყო, ერთი კიდე იმპერიის ბანაკისკენ მიმავალ გზაზე.

არ მჯერა. არ არსებობს რაღაც მაინც იქნებოდა, თუნდაც ჩესთი, ან ძალის ადგილი, ან რამე. ესე ტრუხაზე გოლემი არ დადის არსად, მანახე მაშინ.
ფულმა კი არ უნდა გააფუჭოს კაცი, კაცმა უნდა გააფუჭოს ფული (c) სიზმარი

User avatar
hellwalker
Posts: 5168
Contact:

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#24 » 30 Dec 2015 23:48

ჩემი მხრიდან ეგ დეტალები მინუსი არაა რამდენადაც, თვალში მომხვდა რა უბრალოდ. თემა რო არ ჩამოვარდნილიყო არც გამახსენდებოდა. იცი რა მომენტი იწყება აქ, რაღაცა რო არის ძალიან კარგად გაკეთებული მერე პატარა ნაკლიც თვალში გხვდება. ქათქათა ნაჭერს, ნებისმიერი პატარა ლაქა ეტყობა. ეგრეა ადამიანის გონება მოწყობილი ზოგადად. რაც მეტი კომფორტია შექმნილი, მით მეტი პრეტენზიები ჩნდება.(მაგიტო არის რომ შანსი არაა პოლიტიკოსი ან საზოგადო მოღვაწე არ გაბოროტდეს, რაც არ უნდა ქნას უმადურად შთანთქავს ყველა და უფრო მეტს მოითხოვს) რაც ადრეც დავწერე მეორე თემაში რომ არის ერთგვარი კომპლიმენტი. მიზერულ დეტალებზე როცა ატრაკებს ხალხი ნიშნავს რომ რაც მთავარია ძალიან კარგად არის გაკეთებული.

ეხა დრაგონ ეიჯზე რო გავხსნათ იგივენაირი თემა, მანამ ინტერფეის დავუწუნებ ან მონსტრების ლეველებს 5 გვერდი უნდა ვაკრიტიკო ფუნდამენტურზე.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 4967
Contact:

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#25 » 31 Dec 2015 00:11

ნუ ვიჩერზე ვამბობ იმიტო რო ძალიან მასშტაბური RPG პროექტია, თან Open World, ახლოს არის და უფრო მაწუხებს, მაგას გარდა რაღაც ექშენ თამაშში თუნდაც Last of Us არ დავიწყებდი მაგის ძებნას, სხვა მექანიკის მიდგომა იყო იქ სწორხაზოვანი და ცოტცოტა ექსპლორინგი.

კი შეიძლება გადტვირთულიყო მოშნად არ გამოვრიცხავ, მარა ეს სიმრავლეც ცუდად მომხვდა. შეიძლება სხვანაირად გადანაწილებამ დააბალანსოს კიდეც ეგ ასპექტი/

ჩესთს იცავდნენ კი, თითქმის ყველაფერი კითხვის ნიშნებს იცავდა.

hellwalker
ორნაირი boring მომენტი მაღიზიანებს ხოლმე, ერთი საქმის ბევრჯერ კეთება და ერთნაირი რაღაცეების ბევრჯერ ნახვა, ცალცალკე ვიტან და აქ იმდენად არ ველოდებოდი ეს ორი მომენტი რო ეგრევე მომხვდა რო იმის გარდა რო დამღალა, აგრესიაც გამოიწვია, კითხვა გაჩნდა რო რაში ჭირდება, რატო შვრებიან და მაინც მივყვებოდი მეთქი მთლიანობაში როგორ იქნებათქო. ზოგადად ეგ რაც თქვი მე საპირისპირო ვარიანტი ვარ მაგის და ამ შემთხვევაშიც ვიჩერი უფრო მეტს მოსწონს ვიდრე არ მოსწონს. ეხლა ვიჩერის ნაცვლად რამე სხვა რო ყოფილიყო ზომბებზე ან ომებზე არ გავაგრძელებდი იმას, ამას კიდევ კაი რო ბევრი ისეთი რამე აქვს რაც ახლოს მოდის ჩემთან და შანსიც არ მქონდა გვერდზე გადამედო, მუტანტი ღორივით ვხურავდი, ნაომარი კაცივით ვიყავი. ჩემთვის კრიტიკის თემა განისაზღვრება სხვადასხვა გამოცდილებებზე დაყრდნობით, ვარიანტების განხილვით, რაღაც კონკრეტულზე შეიძლება გადამეტებულად ლაპარაკითაც თუ სენსიტიურია თემა მარა არგუმენტს სულ ვეძებ სამაგისოდ.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5168
Contact:

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#26 » 31 Dec 2015 12:08

ხო შენ იმუშავე იმენა :D ხელფასი გეკუთვნის. ყველა კითხვის ნიშანს თუ არ ხურავ არ გხვდება ეგ ყველაფერი იმდენად რომ გაგაღიზიანოს ძაან. ყველაფერი ეგ რო მექნა გამიფუჭდებოდა მთელი მუღამი. მე გავთიშე კითხვის ნიშნები ვაბშე და მარტო რაც გზაში შემხვდებოდა და დამაინტერესებდა იმას ვხსნიდი. ეგ კი არა equipment- დანგრევა და სხვა რუტინებიც მოვიშორე.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 9638
Contact:

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#27 » 06 Jan 2016 04:14

არ იფიქროთ რო სიუჟეტის თემა გადავდე. გუშინ განვაახლე, ორი დღეა მაგაზე "ვმუშაობ".
ფულმა კი არ უნდა გააფუჭოს კაცი, კაცმა უნდა გააფუჭოს ფული (c) სიზმარი

User avatar
hellwalker
Posts: 5168
Contact:

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#28 » 07 Feb 2017 16:34

შთაბეჭდილებები ვერსია 2.


(ედონებს არ ვასპოილერებ)


მეორედ დავხურე თამაში New Game +-ზე. დახურვის მიზეზი ორი მქონდა, ერთი რომ წინა დახურვამ მაინც რაღაც გაუგებარი ემოციები და დაუმთავრებლობის შეგრძნება გამოიწვია. მიზეზი ბევრი იყოს წინასწარი და თამაშის პროცესში გაჩენილი მოლოდინები, სხვადასხვა ელემენტების ხარისხში დიდი სხვაობა და ა.შ., მეორე იყო რომ მინდოდა უბრალოდ შემერგო ეს თამაში. ამიტომ ვარჩიე რომ New Game +-ზე დამეწყო რომ გრაინდინგის აუცილებლობა ნაკლები მქონოდა, ასევე მოზრდილი დოზით კომფორტის მოდები დავაყენე.

პირველ რიგში რასაც მივხვდი მეორედ დახურვისას და ცალკე აღსანიშნავია, რომ ეს არის უზარმაზარი თამაში. შეილება უპრეცენდენტოდ დიდიც იყოს თავისი კონტენტის რაოდენობით. და ამ რეალიზაციის ფუძე არის უნიკალური კონტენტი. ქვესტების უდიდესი ნაწილი არ იმეორებს ერთმანეთის ისტორიებს და ფათერნებს და "ხელნაკეთი", დამუშავებული პროდუქტებია თავისი სინემატიკებით, გახმოვანებით, ლოკაციებით და მათი დეტალიზების ხარისხით, ისტორიით. სხვა თამაშები შეილება მეტ დროს გატარებინებდნენ Replaybility-ის და დაკოპირებული კონტენტის ხარჯზე, მარა საბოლოო ჯამში სიდიდე მაინც უნიკალური დასამახსოვრებელი, შტაბეჭდილებიდან მოდის. ამ სიდიდის ხარჯზე Witcher 3 უკვე რამდენიმე დამოუკიდებელ თამაშად თუ არა ეპიზოდების ერთობლიობად მაინც აღვიქვი.


ველენი:
phpBB [video]

იდეალურად გადმოსცემს ვიჩერის სამყაროს ფუძეს და სტუდიის მთავარ ღირებულებებს. იძირები წარსულის სიბნელეში, ცივილიზიციამდელ სიბოროტეში და რასაც ბაჩომ გაუსვა ხაზი, ასეთ რეალობაში მცხოვრები ხალხის შიშები გიცოცხლდება თვალწინ თამაშის მონსტრების სახით. მარა ამის იქით კიდევ უფრო საინტერესო სიღრმე მოდის მონსტრებთან და სიბნელესთან თანაცხოვრების სახით. და ეს გამოიხატება ათასი საინტერესო და დამაჯერებელი ფორმით. წითელი ბარონის პირადი ტრაგედია და მისი შინაგანი დემონები, ჭაობის გრძნეული ქალების და სოფლის სიმბიოზი, რაშიც იდეალურად გამოიხატება როგორ არის ადამიანი მზად ნებისმიერი სახით შეავსოს ამოუცნობის და გაურკვევლობის მიერ გამოწვეული შიში. ძალაუნებურად გაფიქრებს წარსულ ცივილიზაციებზე, მსხვერმპლშეწირვებზე და იმ რეალობაზე რაშიც ხალხი ცხოვრობდა მაშინ, უბრალო ქვესტებში კარგად აისახება ეს მომენტი. კატის სკოლის ვიჩერის მიერ სოფლის ამოხოცვის ისტორია, რომლებმაც 2 გროშის გამო კაცი გაიმეტეს და ამ კაცის გამწარებული რეაქცია. რთული დილემები და კითხვები დღიური ნორმაა ასეთ სამყაროში. გარემოც გაჟღენთილია ამ დამაჯრებელობის და რეალისტურობის ატმოფეროთი. ფენომენალური რისერჩის ხარჯზე ალბათ პირველად თამაშების ისტორიაში დაიდო ვიზუალი სადაც ყველა დეტალი იდეალურად ერწყმის ერთმანეთს, ყველა ბალახი, ქვა, და ტერაინის ფორმა ისეა შერჩეული რომ ქვეცნობიერად არ იწვევს შეუსაბამობის შეგრძნებას. თან რეალობის მიუხედავათ, მხატვრულ სილამაზეს არ კარგადს. და ამ გემრიელ ატმოსფეროში ჩაძირულს მუსიკა საერთოდ ბოლოს გიღებს.

გეიმპლეი, კითხვის ნიშნები და ბალანსიც არ გადადის რესლებიდან ჯერ ამ ლოკაციაში და საერთო ფონზე მაინც ნასიამოვნებს გტოვებს.

ნოვიგრადი:
phpBB [video]

დიად თავისუფალ ქალაქში ჩასულს ვედროდან სახეში წყალს გვასხამენ, ველენის მტვერს ჩამოგვრეცხავენ და კაპიკებზე მომუშავე მოხეტიალე ბებერ გარიყულ ვეძმაკს, მავერკული თავგადასავლების კორიანტელში გაგვახვევენ. რთულია აღტაცებით და ეიფორიით არ ჩაერთო ცირილას და ლუტიკის მიერ დატრიალებულ ქაოსში. ძველ მეგობრებთან შეხვედრა, გვენტის ჩემპიონატი, ქალაქში დევნები, სპექტაკლში მონაწილეობა. ყველაფერი ძალიან სახალისო და კოლორიტულ სურათს ხატავს. მაგრამ ამასთან აქვე პირველად განიცდის თამაშის ფუძე რყევას და ბზარები იჩენს თავს. პირველ რიგში ისტორიის და ატმოსფეროს ფოკუსი, რომელიც ველენში ასე კარგად იყო დაჭერილი ნოვიგრადში სულ ცოტა მცირე დაბნეულობას იწვევს. ნოვიგრადი თავგადასავლებით და შუა საუკუნეების რომანტიკით სავსე გართობის ქალაქია თუ რელიგიური ფანატიზმით გამოწვეული დევნით დატერორებული ჯოჯოხეთი? :hmm: სასიკვდილო საფრთხის წინ მყოფ ცირილას კვალს უნდა ვდევდეთ გამალებით თუ გულიანად ვიხალისოთ ჩემპიონატებით, რბოლებით და წვეულებებით? :vazab:

ისტორია არაა ერთადერთი ელემენტი რომელიც ფოკუს კარგავს, გეიმპლეისაც გარდამტეხი მომენტი უდგება და ქმრის მიერ დაჭერილი ლუტიკივით ფანჯრიდან გარბის კომბატის ბალანსი.
ქალაქი მოწოდების სიმაღლეზეა, მთაზე ბუნებრივად გაშლილი ოღრო ჩოღო ლამაზი ქუჩები. ყველა უბანი თავის ყაიდაზე მოწყობილი და ათასი ანიმაციით გამდიდრებული და გაცოცხლებული. ქალაქის შემოგარენიც კი არაა დავიწყებული და კედლებს მიღმა აშენებულ ქოხებს შორის ბევრი საინტერესო და ლამაზი დეტალის პოვნა შეილება.
მაგრამ ქვესტების ამოწურვის შემდეგ, ველენის სოფლებში დაწყებული შეგრძნება კვლავ იღვიძებს რომ რაღაცნაირად ხელშეუხებადი და დეკორატიულია ეს ყველაფერი. შენგან დამოუკიდებლად არსებობს და დათვალიერების მეტი არაფერი შეგიძლია. რაც ნამდვილად დასანანი იყო ჩემთვის.

სკელიგა:
phpBB [video]

რთულად ასახსნელი ადგილია. დელიკატური მაგრამ მნიშვნელოვანი გარდატეხა ხდება თამაშის დიზაინში. გარემო ვიზუალურად ნაკლებად საინტერესოა და ატმოსფერული ვიდრე წინამორბედები მაგრამ სათამაშოდ და გამოსაკვლევად ბევრად სასიამოვნო. სიუჟეტის დიზაინიც თითქოს იცვლება, უფრო ღია და გაშლილი ხდება, ნაკლებად სწორხაზოვანი. ავანტურისტული თავგადასავლების შემდეგ უფრო ტრადიციული ფორმის, ნორდული და შოტლანდიური საგების სტილში ქვესტები გვხვდება. რამდენიმე ძაან სახასიათო და დასამახსოვრებელი ქვესტი და ადგილია, მაგრამ მთლიანობაში მთელი ახალი ქვეყნის გასამართლებლად და დასახატად საკმარისი მასალა თითქოს ვერ იყო. გეიმპლეიშიც უფრო ხშირად გხვდება უფრო ერთგვაროვანი და დამღლელი მომენტები. ძალაუნებურად გაფიქრებს რომ დეველოპერის მდიდრულ ჩანაფიქრებს დედლაინის და ბიუჯეტის რეალობა დაეწია და ქამრის მოჭერა მოუწიათ. თუმცა ცოტა გადამეტებით გამოუვიდათ მოჭერა და რამდენიმე ძალაინ ცუდი მომენტი შეიტანეს თამაშში. მათ შორის ყველაზე მწარე მომენტი არის სირინოზების და წყალქვეშა განძის კომბინაცია. სირინოზები დამოუკიდებლად უკვე თავისუფლად ართმევენ მოროვინდის Cliff Racer-ებს https://i.ytimg.com/vi/S4rXsrZRchQ/maxresdefault.jpg, ყველაზე გამაღიზიანებელი მონსტრის ტიტულს. მაგრამ ამას რომ ემატება ერთმანეთისგან ასეული მეტრით დაშორებული ჩაძირული განძის ძიება, სადაც ზოგჯერ 3 წუთი მიცურავ ცარიელ ზღვაში რომ ებრძოლო მაგ საზიზღარ არსებებს და ყოვლად უაზრო ლუტი ამოიღო წყლიდან. სამი ცალი გავაკეთე და კაცობრიობის წინაშე დანაშაულად თავისუფლად ჩავუთვლიდი მაგ ტიპს ვინც ადგა და ესე უმოწყალოდ დააკოპირა რუკაზე ეგ უმსგავსობა. ბოლოს ასეთ მეთოდს მომიწია მიმემართა: https://www.youtube.com/watch?v=OEM8w9q_Q7g.

აქ მარტივი სათქმელია რომ თავისუფლად შეიძლება გამოტოვო ეგ კითხვის ნიშნები, მაგრამ არსებობს გეიმერების მთელი კატეგორია Completionist(თითქმის მესამედი გეიმერების), რომლებიც კაიფობენ იმით რომ 100% დახურონ თამაში და მაშინ როცა ბევრ თამაშში შეილება დააიგნოროს Completionist-მა ეგ მუღამი, RPG მისი "წმინდა" ჟანრია სადაც ბევრი ამას არ იზამს. ამასთან RPG-ს და ზოგადად თამაშების დიდი ხნის ტრადიციაა რომ დააჯილდოვოს მოთამაშეები ვინც ყველაფერს გამოიკვლევს საინტერესო კონტენტით და საინტერესო lore დეტალებით. ვისაც უნდა ნუ დამეთანხმება, მაგრამ როცა დაჯილდოვების მაგივრად 100% დამხურავ მოთამაშეს ასე აბუჩად იგდებს თამაში ეს სერიოზული მინუსია მისთვის.

დროის და სივრცის ლედი:
phpBB [video]

ცირილას ისტორია და მთავარი ქვესტი თითქოს დამოუკიდებლად მიუყვება ამ ყველაფერს. პერსონაჟები ძალიან დამაჯერებელი და ცოცხლები არიან და ბევრ დადებით ემოციას იწვევენ. არაფერია ყალბი და დაძალებული, მოთამაშის და გერალტის ეგოს დასაკმაყოფილებლად არ არის შექმნილი, თავისი ხასიათით, ამბიციებით, ტკვილით და სიყვარულით არიან მართული. ძალიან მესიამოვნა რომ ყველა პერსონაჟთან უშუალო და უბრალო სიტუაციაში დროის გატარების საშუალება მოგვცეს. გერალტის და ცირილას ურთიერთობით დაწყებული, ტრისთან წვეულებით და ვეძმაკებთან ალკოჰოლით გალეშვით დამთავრბული ბევრ დასამახსოვრებელ და თბილ მოგონებას აჩენს თამაში.
მაგრამ დგება მომენტი როცა ეს ყველაფერი უნდა შეიკვრეს და აქ უკვე სკელიგაზე მოდებული ჩრდილი იჩენს თავს.

როგორც ხშირად ხდება RPG-ში, ზენტეზიში და ზოგადად სთორითელინგში, მთავარი სიუჟეტი იშვიათად არის ხოლმე ისეთი საინტერესო როგორც საიდ ქვესტები. რაღაცა მაკგაფინს იპოვის თუ არა გმირი ნაკლებად მნიშვნელოვანია ხოლმე ვიდრე იქამდე გზას როგორ გაივლის და რა გადახდება. აქაც იჩენს ეგ მომენტი თავს.

ორი ძირითადი ანტაგონისტი გვყავს:
1) Wild Hunt - ეს არის მითიური მეტაფიზიკური მოვლენა, რომელსაც ბოლომდე არავის სჯეროდა. მოულოდნელად თავს დამხტარი მოჩვენება მხედრების არმია რომელიც იზოლირებულ სოფლებს ან ქოხებს აქრობდა მიწის წიაღიდან და ასევე მოულოდნელად უჩინარდებოდა. ეს არის Wild Hunt-ის ლეგენდა.
რეალობაში გავიგეთ რომ არსებობს პარალელური სამყაროები. ერთ დროს მოხდა სფეროთა გადანაცვლება, მისტიური მეტაფიზიკური მოვლენა რომლის შედეგადაც სამყაროებს შორის ბარიერი გაქრა და ათასი მონსტრი, ურჩხული და სხვა არსება გადმოვიდა ვიჩერის მშობლიურ სამყაროში. მათ შორის ადამიანები, ელფები და ა.შ.
ერთერთი ასეთი პარალელური სამყარო არის ელფების სამშობლო. იქ დიდი ხნის განმავლობაში ატარებდნენ გენურ ექსპერიმენტს. აჯვარებდნენ დიდი მაგიური პოტენციალის მქონე ინდივიდებს და ნელნელა გამოყავდათ ძალიან ძლიერი მაგიის და უნარების მქონე სუპერ ელფები.
ერთ-ერთი ასეთი მთავარი შესაჯვარებელი ქალი იყო ლარა დორენი, ავალახისგან უნდა გაეჩინა შვილი მარა შეუყვარდა ადამიანი და გაიქცა მასთან და გააჩინა ნახევარსისხლა შვილები. ამითი ჩაშალა ათასწლოვანი გენური ექსპერიმენტი და თავდაყირა დააყენა ყველაფერი. ამის შემდეგ ელფებმა ვიჩერის სამყაროს მიმართ ინტერესი გაიჩინეს და Wild Hunt-ის ფენომენის სახით სტუმრობდნენ ამ სამყაროს იპარავდნენ ხალხს და მათზე ექსპერიმენტებს ატარებდნენ და დაკითხვებს უტარებდნენ რომ პოლიტიკური რეალობა შეესწავლათ.

გავიდა წლები და დაიბადა ამ ნახევარსისლების შთამომავალი ცირილა. რომელმაც სამყაროს შორის გადასვლის უნარი აღმოაჩინა და აღარ მახსოვს როგორ მარა მოხვდა ელფების სამყაროში, სადაც ავალხმა იპოვა და მიუყვანა თავის მეფეს, რომელსაც 13 წლის გოგო უნდა მოეტყნა და დაერესტარტებინა გენური ექსპერიმენტი. მეფე აღმოჩნდა ნარკოტიკებით, სასმელით და ნიჰილიზმით დაიმპოტენტებული კაცი და მანამ რამეს მოაბა თავი. მისმა გენერალმა იმრელეზმა მოკლა მეფე. აქ ასევე აღარ მახსოვს რატომ მარა ავალახმა გააპარა ცირილა უკან თავის სამყაროში.
ამის მერე იმრელეზი გამალებით ეძებს ცირილას.

2) White Frost
ეს არის ბუნებრივი ან მაგიური კატაკლიზმა, რომელიც ალბათ შებრუნებული ფორმაა რეალობაში არსებული მსგავსი მოვლენის, რომელიც გლობალურ კოსმიურ დათბობა/დაწვას იწვევს. აქ შეაბრუნეს და ყინავს, ეს არის მოვლენა რომელიც სტუმრობს სამყაროებს და ბოლომდე ყინავს მათ და აქრობს ყოველგვარ სიცოცხლეს. მისი ერთერთი უახლოესი დანიშნულების წერტილი ელფების სამყაროა, ამიტომ ჭირდებათ იპოვონ ცირილა და გამოიყენონ მისი სამყაროში მოგზაურობის უნარი რომ ელფების რასის მასიური მიგრაცია მოახერხონ ვიჩერის (ან სადმე სხვა) სამყაროში. ამის გამო დასდევს იმლერეზი ცირილას.

ეს White Frost -ი ჯერ კიდევ პირველი ვიჩერის სიუჟეტის შეკვრა იყო, როცა ალვინი ცდილობდა ხალხის მუტირებას გაეკეთებინა რომ გაყინულ სამყაროში ადაპტირება შეძლებოდათ. რატომ დაევასათ ესე მოსიარული მაცივარი მთავარ ანტაგონისტად არ ვიცი, მარა ჩემთვის ყოვლად მოსაწყენი თემაა ვინალური ძალის მხრივ.

განსაკუთრებით მოსაწყენია ესეთი თემები როცა გმირი მისი გეგმის შეჩერებას შეძლებს ვიდრე ის დაიწყება. ელფების მიგრაცია რო დაწყებულიყო, მათთან ომი ყოფილიყო და ამ დროს იყინებოდეს სამყარო ბევრად აზრიანი იქნებოდა ეს მთავარი კონფლიქტი ჩემი აზრით, მარა ეს შორს წაგვიყვანს ამიტომ რაც არის იმას მივუბრუნდეთ.

მოკლედ ემოციურად გაჯერებული ისტორიის მერე მის შეკვრის თემას ვადგებით. Wild Hunt -ს რატო ვებრძვით გასაგებია ეს მოტივაცია და ყველაფერი. ცირილას წაგვართმევენ და მთელ ახალ რასას გადმოიყვანენ ბევრად განვითარებულს და გადახოცავენ ყველას. მარა იმრელეზის დამარცხების მერე რაღაც მას ეფექტის მსგავსი მეორე მოულოდნელი ფინალი ფინალში თემა იჩენს თავს. საბედნიეროდ ბიოვეარის პროდუქტივით კატასტროფა არ ხდება, მარა მათ მაგალითზე რო ჭკუა ესწავლათ კაი იქნებოდა.

იმრელეზის დამარცხების მერე ავალახი და ცირილა ქვრებიან. იწყება მეორე სფეროების გადანაცვლება, რატომ იწყება ვერ გავიგე იმის მიუხედავათ რომ ძაან დაკვირვებით ვუსმენდი სიუჟეტს, სავარაუდოდ ცირილას და ავალახის მიერ მერცხლის კოშკის პორტალის გახსნის გამო. ცირილა შედის პორტალში და რაღაცნაირად ამარცხებს დიდი მაცივარს და ყველაფერი კარგადაა (ან ცუდათ) :hmm: :vazab: :cuckoo: :im-ok:

ემოციურად და ლოგიკურად ფინალი ბევრ კითხვას აჩენს. ნახევრად ბუნდოვანია ავალახის მოტივაცია, სავარაუდოდ ორი ქონდა:
1) არავის ხელში ცირილას ნაირი ძალაუფლება არ ჩავარდნილიყო.
2) შეესრულებინა ორიგინალი ჩანაფიქრი ელფების ათასწლოვანი გენური ექსპერიმენტის და მისი ძალა გამოეყენებინა კოსმიური მაცივარის გასათიშად.

სრულიად გაუგებარია რა მექანიზმით გათიშა ცირილამ კოსმიური მაცივარი და გათიშა, ძაბვა დაუგდო და შეანელა თუ რა მოხდა საერთოდ.

რეაქციები ამაზე ორაზროვანი იყო. უფრო ემოციურ ტალღაზე მყოფმა მოთამაშეებმა გადააგორეს ეს მომენტი, სხვებს ცუდათ მოხვდათ. მაგრამ ობიექტურად ფაქტია რომ ბოლომდე მიზეზი და მიზანი ამ სიუჟეტური განვითარების არსებობის არ იყო ახსნილი, რამაც გააჩინა კითხვები ოღონდ არა დადებით სტილის ორაზროვანი, დამაფიქრებელი კითხვები, არამედ ძალაინ ცუდ "მე ვერ გავიგე რაღაც და გამოვტოვე თუ დეველოპერებს დრო არ ეყოთ წესიერად დაესრულებინათ თუ არ იცოდნენ როგორ დაესრულებინათ და უხეში გამოსავალი იპოვეს".

ნუ როგორც არ უნდა იყოს ამის გადაგორების შემდეგ, კიდევ ერთი დანაღმული მინდორი თუ გადალახეთ, და კონტროვერსიული (უაზრო და ცუდი მარა ზოგი არ დამეთანხმება) არჩევნების ჯაჭვში იაგანი(ორი 1-ინი) თუ არ გაგიგორდათ და დეპრესიული ფინალს აცდით, ცირილას ისტორიის ასე თუ ისე დამაკმაყოფილებელ ფინალამდე მიაღწევთ. საერთო ჯამში რაც შემიძლია ვთქვა ამ ყველაფერზე არის რომ ძალიან მიხარია Witcher 3 ამ ნოტაზე არ მორჩა და გამოუშვეს:


ქვის გული:
phpBB [video]

აღმოსავლური სულით გაჟღენთილი ეს სიუჟეტი ნოვიგრადის აღმოსავლეთით(ოდნაკო) ვითარდება. რადგან უედონო თამაში არ მიცდია, დაყენებამდე იქ რა იყო არ ვიცი, მაგრამ ედონში რამდენიმე ახალი სოფელი და ტყე ემატება გამოსკვლევად. გარემოს მხრივ დიდი სიახლე ვერ შევამჩნიე, ოდნავ განსვავებული ტყეები და ტექსტურები შეიძლება. მაგრამ ქვესტების და ატმოსფეროს მხრივ მშვენიერი და განხვავებული ექსპერიენსი იშლება ჩვენს წინ. შორეული მიწებიდან ჩამოსული ვაჭრები და რუნების ექსპერტები, ათას ერთი ღამის ფურცლებიდან გაცოცხლებული განტერ ოდიმი, ოლგეირდ ვონ ემერიკის ტრაგიკული ბედი, საუკეთესო გოთიკური ჰორორის სტილში დახატული აირისის ისტორია. შედარებით მოკლე ისტორია იყო, მაგრამ მშვენივრად მოახერხა ორიგინალი კამპანიის ტემპის გატეხვა და ახალი თავგადასავლებისთვის შემზადების ფსიქოლოგიურად და ემოციურად. კამპანიის დახურვის შემდეგ სათუთად შევინახე სამახსოვროდ პორტრეტი და ნაჩუქარი ხმალი და სისხლის და ღვინის დასაგემოვნებლად გავეშურე. არ მინდა დასპოილერება მარა აი ამ ედონთან პირველი შეხებიდანვე იგრძნობთ რომ სრულიად ახალი ექსპერიენსი გელოდებათ.

სისხლი და ღვინო:
phpBB [video]

სიყვარული და სიუხვე!, მეგობრებო, ეს არის ტუსანტი, სიუხვე და სიყვარული!, და სულის გამათფობელი მზე, ულამაზეს მინდვრებში ცხენის ჭენება, ქალები, ღვინო და რაინდული ღირსება!
ასე რომ თამაში აღეწერათ ჩემთვის თამაში კილომეტრში არ გავეკარებოდი, მაგრამ პირველი კადრიდან ქმრის მიერ დაჭერილი ლუტიკის და კომბატის ბალანსივითი ფანჯრიდან ხტება ეგეთი აზრები ტვინიდან და გინდება ჩაეფლო ბოლომდე ყველაფერში! ერთროულად! უცებ უცებ. მზე, ყაყაჩოებით მორთული მინდვრები, 30 წლის დაყენების სანგრენალი და ესტ ესტი, და პახმელიაზე ეგრევე პრინცესას გულის მოსაგებად ეშურები რაინდულ ქვესტზე.

წლის RPG-დ დაასახელეს ეს ედონი, თამაშის ედონი წლის RPG-ით ! და არახუნეს ხალხმა კლავიატურაზე თითეები და იატაკზე ფეხები, ისაო ესაო დარკ სოულიო და ამბებიო. მარა ედონი კი არა მართლა წლის RPG და მოვლენა იქნებოდა ისეთი კარგია.

სიყვარული და სიუხვე, ვახსენე და ამდენი სიყვარულით და ასე უხვად დაეტვირთოს დეველოპერს თამაში მე ჯერ არ მინახავს. შეილება რამდენიმე კვირა ათვალიერო აქ ყველაფერი. თითოულ NPC-ს გაყვე და ნახო რას აკეთებს. ტუსანტში ღვინო ყველაფერია, და ამ სიწმინდეს არც რენდომ NPC-ები ეხუმრებიან. ყურძნის მოწყვეტით და ზურგზე დაკიდებულ კალათში ჩაგდებით დაწყებული, ფოთლების მოჭრით, ყუთების დაფასოებით, ფეხებით ღვინის დაწურვის და ბაღში ყვავილების მოვლით, ალბათ "დამთავრებულის" მაგალითს ელოდებით მარა და ნურას უკაცრავად, კაცმა არ იცის ეს რითია დამთავრებული. ალბათ 10% შევამჩნიე ანიმაციების 5 დღე თამაშით. რომ მეგონა ნანახი მქონდა ძირითადი ნაწილი, სასახლის პარკში ახალგაზრდა ლამაზმა გოგომ პეპელა დაიჭირა, სურვილი შეულოცა, შეუბერა და გაუშვა.

არამარტო ეგ, ქვესტებზე ისეთი რამე ვნახე, მომინდა თავიდან დახურვა თამაშის მეთქი მთელი ეს ფენა როგორ გამომრჩენია. კაცს სრულიად ოპციონალურ პონტში ვუთხარი რომ ცოლი ღალატობდა, კარგია რო მითხარი გავაგდებ სახლიდანო და მორჩა ქვესტი ოფიციალურად, ტექსტი ამოვიდა Quest Completed და ყველაფერი. და სადღაც მიდის კაცი, პროსტა ინტუიციით გავყევი. იპოვა ცოლი სადღაც ბაღში უყვირა, ეჩხუბა და ცოლი ატირებული გაიქცა სადღაც. გავყევი ცოლს და მიირბინა ვილას უკან სალოცავთან ტირის, სანთლებს ანთებს და ლოცულობს. უკან გამოვბრუნდი ქმარი სკამზე ზის დაღვრემილი, აკანკალებული ხელით ალკოჰოლში იხრჩობს დარდს. აი რაც არ უნდა ვწერო ეხა ვერ ავღწერ რამდენად ოპციონალური და ადვილად გამოსატოვებელი კონტენტია. რამდენი ჩათვლიდან რომ გაგრძელება არ ექნებოდა არაფერი და "კადრს მიღმა" მოხდებოდა ეს ყველაფერი.

სიუჟეტი ძაან ფენომენალურად გადასარევი არაა ნამდვილად, არც გამოძიება არის პირველი ვიჩერივით ჩახლართული და დამოუკიდებელ ფიქრზე აგებული, ულამაზეს დეკორაციებზე http://imgur.com/XBax4cx რომ lore დეტალები და ლეგენდები არაა დასანანია, მარა მთლიანობაში საკმაოდ კარგი სიუჟეტი აქ და იმდენად ლამაზია გარშემო ყველაფერი რომ ძალიან ძნელია პატარა პრობლემებს ყურადღება დაუთმო. პერსონაჟებიც ძაან კარგია, განსაკუთრებით ანა ჰენრიეტა http://imgur.com/Kt7ijYS მომეწონა. ნიფლგაარდის იმპერატორი იმის მიუხედავათ რომ გეიმ ოფ ტრონის, ტაივინი ახმოვანებს ავტორიტეტის შეგრძნებას არ მიჩენდა საერთო, თავში წამოვარტყავდი ეხა ისეთი შეგძნება მქონდა, აი ანა ჰენრიეტა კი ნამდვილ ლიდერად დასახეს, ბუნებრივი ქარიზმით და ავტორიტეტით რო მართავს ხალხს. ცეზარის და ეგეთი ისტორიული ლიდერები როგორ მოქმედებდნენ ხალხზე ასე ის დამაჯერა.

ეგ კი არა, Roach თან მეგობრული კავშირიც კი გააჩინეს :yee:

ენდინგებიც მომეწონა, თუმცა სლეიერა დარწმუნებული ვარ აქაც ვერ აცდება დანაღმულ მინდორს და უაზროდ მიიღებს ცუდ ენდინგს :trolface:

გეიმპლეის გამოცოცხლებაც ცადეს, მთელი ახალი მუტაციის მექანიკა დაამატეს და მტრებს უფრო გეიმპლეის ვარიაცია მისცეს. თუმცა ბალანსი ისე შორს იყო წასული მაგ დროს ორივე დახურვაზე რომ მუტაციების განვითარება სუფთა დეკორაციულ ხასიათს ატარებდა, მაგის ფონზე უფრო კომპლექსური მტრები უფრო მცირედად შემაწუხებელი იყო ვიდრე ჩელენჯის მომგვრელი.

ლოკაციებშიც ბოლოს და ბოლოს იპოვეს ოქროს შუალედი. რეალისტურიც არის და თან საინტერესო გამოსაკვლევი. რომ ვამბობდი ფონზე Focal point-ებზე, დაამატეს ხედებზე სულ რაღაც საინტერესო.

აჰ და ხედები, ეჰჰჰ.. ერთი 10 მონიტორი მინდა თითოზე თითო სკრინს გავაკრავდი.

ორიგინალი კამპანიის ნებისმიერი ცოდვა ათმაგად ამოიღეს ამ ედონით და თამაშების ისტორიაში ერთერთი ყველაზე საუკეთესო და დამაკმაყოფილებელი ფინალი დადეს. ამასთან იტალიის, საფრანგეთის და ესპანეთის ყაიდაზე დახატულ ულამაზეს პატარა ტუსანტში იდეალური შვებულება მოგვაწყობინეს. ჰეიელელელეი ნამდვილად.

სკრინები (მაქსიმალურად გაფილტრული მისახვედრი სპოილერებიდან ედონებში)
http://imgur.com/a/kgjgz
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 9638
Contact:

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#29 » 08 Feb 2017 06:51

ნოვიგრადი თავგადასავლებით და შუა საუკუნეების რომანტიკით სავსე გართობის ქალაქია თუ რელიგიური ფანატიზმით გამოწვეული დევნით დატერორებული ჯოჯოხეთი?

ეგ მომენტი მეც გამიჩნდა გარკვეულწილათ, მარა მე უფრო მგონია რო ზუსტად გართობის და გარყვნილების ქალაქის რელიგიური ფანატიზმის რეჟიმში გარდატეხის მომენტია მანდ ნაჩვენები. მარა სავარაუდოთ ვერ მოასწრეს თემის გაშლა. მთის მწვერვალზე მთელი რელიგიური კომპლექსია გაშენებული, შიგნით კიდე უბრალოდ დასათვარიელებლად თუ შეხვალ, ისე არცერთი ქვესთი არაა.

მაგრამ ქვესტების ამოწურვის შემდეგ, ველენის სოფლებში დაწყებული შეგრძნება კვლავ იღვიძებს რომ რაღაცნაირად ხელშეუხებადი და დეკორატიულია ეს ყველაფერი. შენგან დამოუკიდებლად არსებობს და დათვალიერების მეტი არაფერი შეგიძლია.

ქალაქი ძაან სტერილური მომეჩვენა მეც მაგის გამო. ბანალური სიბინძურე აკლდა ))) მარა მაშტაბებთან მიმართებაში უმაგრესია მაინც. სოფლები თითქოს ჩვენი ეთნოგრაფიულის მსგავსი დანიშნულების არი. დადიხარ ათვარიელებ და გიტყდება რო ინტერაქცია არ შეგილია მეტი. განსაკუთრებით ნოვიგრადში შესასვლელი ტერიტორიაა გამორჩეული სილამაზის. თან მაგას რო ამინდს ეფექტები ემატება ვაფშე პიზდეცი ხდება. აი პირველ ვიჩერში როა თავიდან ქალაქის განაპირა სოფლის ლოკაცია. იქ რამდენი და როგორი დონის ქვესტიც არი ეგრე უნდა ყოფილიყო ამ ტერიტორიაზეც, მარა სირცხვილია მაგ დრონის დამუშავების მოთხოვნა, დედასფიცავარ ))

თუმცა ცოტა გადამეტებით გამოუვიდათ მოჭერა და რამდენიმე ძალაინ ცუდი მომენტი შეიტანეს თამაშში. მათ შორის ყველაზე მწარე მომენტი არის სირინოზების და წყალქვეშა განძის კომბინაცია. სირინოზები დამოუკიდებლად უკვე თავისუფლად ართმევენ მოროვინდის Cliff Racer-ებს >>>, ყველაზე გამაღიზიანებელი მონსტრის ტიტულს. მაგრამ ამას რომ ემატება ერთმანეთისგან ასეული მეტრით დაშორებული ჩაძირული განძის ძიება, სადაც ზოგჯერ 3 წუთი მიცურავ ცარიელ ზღვაში რომ ებრძოლო მაგ საზიზღარ არსებებს და ყოვლად უაზრო ლუტი ამოიღო წყლიდან. სამი ცალი გავაკეთე და კაცობრიობის წინაშე დანაშაულად თავისუფლად ჩავუთვლიდი მაგ ტიპს ვინც ადგა და ესე უმოწყალოდ დააკოპირა რუკაზე ეგ უმსგავსობა. ბოლოს ასეთ მეთოდს მომიწია მიმემართა: >>>.

აქ მარტივი სათქმელია რომ თავისუფლად შეიძლება გამოტოვო ეგ კითხვის ნიშნები, მაგრამ არსებობს გეიმერების მთელი კატეგორია Completionist(თითქმის მესამედი გეიმერების), რომლებიც კაიფობენ იმით რომ 100% დახურონ თამაში და მაშინ როცა ბევრ თამაშში შეილება დააიგნოროს Completionist-მა ეგ მუღამი, RPG მისი "წმინდა" ჟანრია სადაც ბევრი ამას არ იზამს. ამასთან RPG-ს და ზოგადად თამაშების დიდი ხნის ტრადიციაა რომ დააჯილდოვოს მოთამაშეები ვინც ყველაფერს გამოიკვლევს საინტერესო კონტენტით და საინტერესო lore დეტალებით. ვისაც უნდა ნუ დამეთანხმება, მაგრამ როცა დაჯილდოვების მაგივრად 100% დამხურავ მოთამაშეს ასე აბუჩად იგდებს თამაში ეს სერიოზული მინუსია მისთვის.

სუფთა საცოდაობა. (ვარაუდი) დროის უქონლობის გამო , ამხელა სივრცეში რაღაც ინტერაქციის შეტანის კატასტროფულად ცუდი სოლუშენი, რომელიც საერთოდ უნდა ამოეღოთ პაჩში. ადგილები ყოფილიყო, მარკერები არა. სამაგალითო მოვლენაა, თუ როგორ შეილება გააფუჭო უმაგრესი პროდუქტი ერთი იდიოტობით.

ეს არის ბუნებრივი ან მაგიური კატაკლიზმა, რომელიც ალბათ შებრუნებული ფორმაა რეალობაში არსებული მსგავსი მოვლენის, რომელიც გლობალურ კოსმიურ დათბობა/დაწვას იწვევს. აქ შეაბრუნეს და ყინავს, ეს არის მოვლენა რომელიც სტუმრობს სამყაროებს და ბოლომდე ყინავს მათ და აქრობს ყოველგვარ სიცოცხლეს. მისი ერთერთი უახლოესი დანიშნულების წერტილი ელფების სამყაროა, ამიტომ ჭირდებათ იპოვონ ცირილა და გამოიყენონ მისი სამყაროში მოგზაურობის უნარი რომ ელფების რასის მასიური მიგრაცია მოახერხონ ვიჩერის (ან სადმე სხვა) სამყაროში. ამის გამო დასდევს იმლერეზი ცირილას.

ამათ სხვაგან გადატელეპორტება უნდათ, რო გაექცნენ, არადა ცირილას კატაკლიზმის მთლიანად შეჩერება შეულია. ეგ რო არ იციან ცოტა უხერხულობა შემოაქ სიუჟეტში )) ან მე არ ვიცი რამე სწორად

სრულიად გაუგებარია რა მექანიზმით გათიშა ცირილამ კოსმიური მაცივარი და გათიშა, ძაბვა დაუგდო და შეანელა თუ რა მოხდა საერთოდ.

იდეაში ყველაფერი გასაგებია, მარა პრობლემა იმაშია რო ვიზუალიზაცია არააქ მოვლენას. იმ პორტალში რო გადავა, ერთი მუხლებზე დაცემის და ზეცის განათბის მსგავსი კადრი მაინც რო იყოს მარტო ეგ უშველიდა მაგ ამბავს, მარა არაა. იმენა კითხვის ნიშნების დონის იდიოტობა ხდება რაღაც.

ედონებს არ ვეხმაურები. ნუ როგორ არ ვეხმაურები მამენტ, ძაან გამკრა ))) მარა სანამ არ დაიკლებს არ ვიყიდი )) როგორი რაღაც მომდის იცი. თამაში მაჩუქეს და ეხა თამაშის საფასური ედონში უნდათ რო გადამახდევინონ. არმინდა რო გადავიხადო და გაჭედილივარ, თან სტიმზე ოჯერ იაფი ღირს და ეგეც ნერვებს მიშლის, მარა სხვა თემაა ))

http://i.imgur.com/lcMtdz7.jpg :flower:
ფულმა კი არ უნდა გააფუჭოს კაცი, კაცმა უნდა გააფუჭოს ფული (c) სიზმარი

User avatar
hellwalker
Posts: 5168
Contact:

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#30 » 08 Feb 2017 15:25

მარა სირცხვილია მაგ დრონის დამუშავების მოთხოვნა, დედასფიცავარ ))

კი ნამდვილად სირცხვილია, მარა პირველში რო გაგვიხსნეს მაგისი მადა ეხაც ითხოვს ორგანიზმი. გენანება ესე უბრალოდ მიატოვო ადგილი და სხვაგან წახვიდე.

ამათ სხვაგან გადატელეპორტება უნდათ, რო გაექცნენ, არადა ცირილას კატაკლიზმის მთლიანად შეჩერება შეულია. ეგ რო არ იციან ცოტა უხერხულობა შემოაქ სიუჟეტში )) ან მე არ ვიცი რამე სწორად

მე რამდენადაც მახსოვს წიგნიდან ეგ მომენტი. ავალახის გარდა რასისტულად უყურებს ყველა ელფი მაგ მომენტს და არ ჯერათ რომ მაგისი ტრაკი ექნება ცირილას. რო შეუშვან შიგნი და მოკვდეს პროსტა მთელი ეგ ხაზი იკარგება ლარა დორენის. ერთ ორ ბალღს დააყრევინდებნენ ჯერ და მერე შეილება შეეშვათ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
grigoli1970
Posts: 609
Contact:

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#31 » 08 Feb 2017 19:27

მაგ ადგილზე ნოვიგრადის ნაპირზე როა გაშენებული გამწარებული ვეძებდი ქვესთებს მარა სუ ერთი ცალი შემხვდა ისიც უფრო ხუმრობა იყო ვიდრე ქვესთი, არადა მართლა კაი იქნებოდა მანდაც ბევრი ქვესთები, სკელიგის კითხვის ნიშნებიც სუ გინებით მოვხიკე მარა რუკაზე რო რაღაც დავტოვო მაგას ვერ ვაკეთებ ხოლმე, ერთადერთი რაც მაქედან დამამახსოვრდა პატარა კუნძულია, რაღაც დიდ ქვაზე მოკლული დათვი დევს და ჩირაღდანია იქვე და უნდა აანთო, ქვესთი არ ყოფილა მარა უბრალოდ კარგად გაკეთებული დასამახსოვრებელი ადგილი იყო, აქ რო უბრალოდ დროის ან ფულის რესურსი არ ეყოთ ის კუნძული მეტყველებს მაგაზე სუ ბოლოში როა რუკის მარცხენა მაღალ კუთხეში, მიხვალ აცოცდები ზედ და უსასრულობაში ვარდები ქვემოთ, დამუშავებულიც კი აღარაა. მინუსები კი გამოდის ეს თამაშის მარა მაინც ისეთი გრძნობაა რო მაქსიმუმი გააკეთეს რისი რესურსიც იყო და მთლიანად თამაშის მიმართ განწყობას არ ცვლის ვაბშე

Riddick
Posts: 9638
Contact:

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#32 » 08 Feb 2017 22:32

ეგრევე გაცოცხლდა ნაწერი https://i.imgur.com/iSh0guK.jpg
ფულმა კი არ უნდა გააფუჭოს კაცი, კაცმა უნდა გააფუჭოს ფული (c) სიზმარი

Riddick
Posts: 9638
Contact:

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#33 » 31 May 2017 22:14

ამოჭრილი კონტენტი
ამ თამაშის ამბავი გაჩხერილიმაქ ყელში ამდენი ხანია. მთავარი ელემენტები რომელიც აქამდე არნახული, რეალისტური ფენტეზის სიღრმით იწყება, ბოლოს რაღაც გაუგებარ მასად არი მიყრილ მოყრილი. ზიხარ მერე თვეობით გაურკვევლობაში და გარშემო ამ გამოყლევებულების ჰაიპის ყურება კიდე უფრო გაბნევს :monkey:
ვიდეოში ლაპარაკობენ სამ ძირითად მომენტზე რომელიც საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო სიუჟეტისთვის და თამაშისთვის მთლიანობაში. ესაა თვითონ ვაილდ ჰაინთი, რომელიც როგორც ჩანს ქალაქს უნდა დასხმოდა თავს და იერსახე შეცვლილ ნოვიგრადში უნდა მომხდარიყო საბოლოო ბრძოლა (და არა რაღაც გაუგებარ გარემოებებში, რომელიც დღემდე არ ვიცი ბოლომდე ან რა იყო, ან სად იყო, ან რატო). ასევე რაც უფრო მნიშვნელოვანია, თვითონ ვაილდ ჰანთის პერსონაჟები და მათი მოტივაცია უნდა ყოფილიყო ფუნდამენტურად გადმოცემული, რაც ერთი წინადადებით შემოიფარგლა (კარგად ხსნის იმას თუ რატო ვერ გავიგეთ რა იყო ვაილდ ჰანთი როგორც ასეთი). ეხა მიდი და არ შეაგინო დედა. მარა ამას ემატება თამაშის კიდევ ერთი კოლორიტული და ძალიან ჟუტკი მხარე, სამი ვიჩის ამბავი, რომელიც ბოლოს პროსტა სამი მობივით დაგვახოცინებს ყველანაირი კულმინაციის გარეშე, რაც მაგრად გამიტყდა. არადა თურმე შაბაშის მთელი სიბნელის ნახვება ქონდათ მიზნათ, სადაც საბოლოოთ ალბათ თამაშის ერთერთი ყველაზე სახასიათო Witch-hunt დაიდებოდა.
დაწმუნებულივარ იგივე დონის სისულელის გამო მოხდა ცირილას გამყინვარების შეჩერების გაუგებრობა, რის გამოც იდეაში დავიწყე ამ თემის წერა ...
ფულმა კი არ უნდა გააფუჭოს კაცი, კაცმა უნდა გააფუჭოს ფული (c) სიზმარი

User avatar
Tom Clancy
Posts: 1664
Contact:

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#34 » 29 Jan 2020 16:21

ბოლომდე არ წავიკითხე (ახლა დავიწყე თამაში)
მარტო მინუსები ვნახე და 10000%
ეს loading-ზე მუდმივად ერთი და იგივეს ნარატივი ბაგი მეგონა საერთოდ)))
კითხვის ნიშნებიც რა უბედურებაა, დამიტოვონ რამე (წმინდა) ჩემით საკეთებელი. იმენა ერთ საათში ჩაყრილ კონტენტს გავს იმდენია თან ერთად.
ქვესთების ცალკე ლოგიც მარაზმია და რუკაზე ჩემით მონიშნულ პუნქტამდე მინი-რუკაზე გზა რომ არ ჩანს.

კომბატის უშუალო პროცესიც ცოტა მოიკოჭლებს (სოულსების და სეკიროების კომბატს რომ ვარ შეჩვეული ალბათ მაგიტომ, არაა ისეთი მოქნილი და ზუსტი რა) დანარჩენი სუპერ.
"ბიძაშვილი თამაშობდა და ვუყურებდი. ბებო ცემა, მაგრამ ბებო ჩათლახი აღმოჩნდა. დასცინა ბიძაშვილს, მეორე ბებო გააჩინა და ცემა ბიძაშვილი."

- hellwalker

User avatar
hellwalker
Posts: 5168
Contact:

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#35 » 29 Jan 2020 16:34

პც-ზე ხარ თუ კონსოლზე?
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Tom Clancy
Posts: 1664
Contact:

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#36 » 29 Jan 2020 16:35

PC-ზე მოდებით ჩავაქრობდი ეგრევე
XONE-ზე დავითრიე
"ბიძაშვილი თამაშობდა და ვუყურებდი. ბებო ცემა, მაგრამ ბებო ჩათლახი აღმოჩნდა. დასცინა ბიძაშვილს, მეორე ბებო გააჩინა და ცემა ბიძაშვილი."

- hellwalker

User avatar
hellwalker
Posts: 5168
Contact:

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#37 » 29 Jan 2020 16:40

სეტინგებში UI შეგიძლია აკონტროლო.
GPS არ გაყავს Custom -ამდე როგორც მახსოვს.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Tom Clancy
Posts: 1664
Contact:

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#38 » 29 Jan 2020 16:42

Pathway არ არის custom target-ებამდე და სულ რუკის გახსნა გიწევს.
ამასაც თავისი მუღამი აქვს სიმართლე რომ ვთქვა, მაგრამ ჩატვირთვის დილეი მაწამებს ცოტათი.
"ბიძაშვილი თამაშობდა და ვუყურებდი. ბებო ცემა, მაგრამ ბებო ჩათლახი აღმოჩნდა. დასცინა ბიძაშვილს, მეორე ბებო გააჩინა და ცემა ბიძაშვილი."

- hellwalker

User avatar
hellwalker
Posts: 5168
Contact:

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#39 » 29 Jan 2020 16:51

გზები დაიკიდე, შეაბიჟე ბუჩქნარში ))))
კაი ლამაზი ვეშები ეძრობა off trail. თუმცა ყველა ქვესტი გზებზეა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Tom Clancy
Posts: 1664
Contact:

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#40 » 29 Jan 2020 17:05

ტყის შეგრძნება ასეთი კარგი მგონი რედ დედშია მარტო. დაჟე რაღაც პონტში მირჩევნია ეს (გაზვიადებული ქარ-ბუქით და ირგვლივ მონსტრებით სულ სხვა ატმოსფერო ეძლევა)
"ბიძაშვილი თამაშობდა და ვუყურებდი. ბებო ცემა, მაგრამ ბებო ჩათლახი აღმოჩნდა. დასცინა ბიძაშვილს, მეორე ბებო გააჩინა და ცემა ბიძაშვილი."

- hellwalker

Return to “Game Reviews”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 10 guests