Resident Evil 2 (PsOne) შთაბეჭდილები, ვინმემ მიბწკინეთ, მგონი სამოთხეში ვარ!

| გამოსული თამაშების მიმოხილვები |
შთაბეჭდილებები , მიმოხილვები , სერიების რეტროსპექტივა , სხვა
User avatar
Blankbanshee666
Posts: 134
Contact:

Resident Evil 2 (PsOne) შთაბეჭდილები

Unread post#1 » 09 Dec 2015 01:31

>>>
დიდხნიანი პაუზის შემდეგ დავბრუნდი ისევ და დღეს მინდა შემოგთავაზოთ ჩემი შთაბეჭდილებები რეზიდენტის მეორე ნაწილზე. ახალი ამბებიც გავიგე რომ აპირებენ რიმეიქი გაუკეთონ მეორე ნაწილს, მაგრამ როგორც რამდენიმე დღის წინ დაზუსტდა, ეს იქნება სუფთა წმინდა წყლის რიმეიქი, ასე რომ გილოცავთ მეგობრებო, კიდევ ერთი საყვარელი თამაში ფუჭდება ჩვენს თვალწინ. (აქვე ავღნიშნავ ფინალური ფანტაზიის მეშვიდე ნაწილის რიმეიქის hype-ს ჩაკვლასაც.) როგორც ჩანს, "მადლი ქენი ქვაზე დადე"-ს პრინციპით აღარ ეკიდებიან დღეს ინდუსტრიას. ჩვენ ხომ უბრალოდ გააფგრეიდებული ვიზუალები გვინდოდა და არა უაზრო რიმეიქი, სადაც კაცმა არ იცის რას ჩასვავენ და რას ამოჭრიან. ;/ მოკლედ აღარ გავაგრძელებ ბევრს და შევაბიჯოთ რექუნ სითიში.

>>>

პირველი ნაწილისგან ქეფქომმა როგორც ჩანს ბევრ შეცდომაზე და ნაკლზე ისწავლა, და მეორე ინსტალაცია საკმაოდ ბევრ ინოვაციას გვთვაზობს, რამაც ძალიან გამახარა, მიუხედავად იმისა რომ მექანიკა ისევ იგივე იყო. გამიხარდა ისიც, რომ კლაუსტროფობიული კოშმარები დასრულდა, და ამჯერად დიდი მასშტაბის ურბანისტულ სიგიჟეში ამოვყავი თავი. ქუჩებში ამაყად დააბოტებენ ზომბები, ირგვლივ გადამწვარი მანქანები და მიტოვებული შენობებია, ხელში პისტოლეტი მეკავა 30 ტყვიით, და პისტოლეტთან ერთად დანაც მქონდა. ვგრძნობდი რომ ამ გამოწვევისთვის მზად ვიყავი. რამდენადაც შევამჩნიე მეორე ნაწილი უფრო ორიენტირებული იყო ექშენზე, აფეთქებებზე, სადაც პირველ ნაწილში მსგავსი ასპექტები მინიმალური იყო. თუმცა ეს კარგიცაა. ბევრი სისხლები და ფარში, ის რამაც აშკარად მოიმატა მეორე ნაწილში, კიდევ ერთი კარგი ნიუანსი ბრუტალური სანახაობის მაყურებლებისთვის. როგორც ზემოთ ავღნიშნე გეიმფლეი მექანიკა ისევ ისეთია როგორც პირველში, მაგრამ ნაღდად არმქონია ისეთი შეგრძნება - "ნაჰ, ეს ხო პირველ ნაწილშიც იყო, ახალი რა უნდა იყოს მეორეში". სეთინგის შეცვლამ მეორე ნაწილში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ატმოსფეროს მხრივ, ისევ ის დაძაბულობა, შიშის და სიმარტოვის განცდა. ტყვიების გამოზოგვა როგორც პირველში არ დამჭირვებია, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივაო. ყოველი კარები 50/50ზე იყო - ან იქნებოდა ზომბებით სავსე, ან ტყვია-წამალით, ან სულაც პროგრესის შენახვა.

>>>

მინიმალისტური დიალოგები ისევ აქ არის, გამოჩნდება ვინმე პერსონაჟი, ერთ ორ წინადადებას იტყვის და გაქრება, ანკიდევ დაჭრილი თუ წევს, ბოლო სიტყვებს გეტყვით და რამე სასარგებლო აითემსაც მოგცემთ, ნუ როგორც ხდებოდა ხოლმე პს1-ს ჰორორების ეპოქაში. ტყვიები ისევ ცოტა რაოდენობისაა, და აქაც ტაქტიკური მიდგომები დამჭირდა, თუმცა გააჩნია რა სიძნელეზეც თამაშობთ, მაგალითად ადვილზე ბევრი ტყვიები და აფთიაქები (მცენარეები) შეიძლება იპოვოთ, სადაც რთულზე ეს ყველაფერი შემცირებულია. ერთ-ერთი ყველაზე მაგარი დეტალი რაც მომეწონა არის ის რომ, თუ ლეონი ან კლერის კონდიცია ნაკლებად სტაბილურია ან კრიტიკული, ნელნელა ეტყობათ მოძრაობაზეც, მაგალითად თუ სიცოცხლის ხაზი სტატუს ეკრანზე ყვითელია - ლეონი ჭრილობებზე ხელს იკიდებს და ოდნავ ნელა დადის. თუ სიტუაცია კრიტიკულია და სიცოცხლის ხაზი წითელია, მაშინ ლეონი ძალიან ნელა მიდის და ჭრილობებს ხელს არ უშვებს. ო დამავიწყდა მეთქვა, აქ სამწუხაროდ ჩემი ჯილი არ არის ;/ არც კრისი და არც ვესკერი. ჩვენ მოგვიწევს ახალბედა პოლიციელის ლეონ კენედის მართვა, რომელიც დაუმეგობრდება ვინმე კლერ რედფილდს. კლერი რექუნ სითიში თავისი დაკარგული ძმის - კრისის მოსაძებნად წავიდა. მოკლედ ეს 2 პერსონაჟი შეკრავენ ალიანსს და დაუპირისპირდებიან მოსიარულე მკვდრებს.

>>>

ინვენთორი მენეჯმენტის ასპექტი ისევ წარმოჩენილია მეორე ნაწილშიც, ასე რომ ყურადღებით გადაანაწილეთ აითემები და აიღეთ მხოლოდ მნიშვნელოვანი, შემდგომში რომ არ გართულდეს მძიმე სიტუაციებიდან თავის დაძვრენა. ჩემს შემთხვევაში პისტოლეტს და ცეცხლსასროლ იარაღებს არც ისე ხშირად ვიყენებდი, უპირატესობას ვანიჭებდი ზომბების დანით ხოცვას. მაგრამ მერე და მერე ვინჩესტერის გარეშე თითქმის არცერთ კუთხეკუნჭულს ვტოვებდი. ყველაზე მაგარი მაინც იარაღების გააფგრეიდება იყო (ეს აფგრეიდი მხოლოდ 3 იარაღს ეხებოდა) - იპოვიდი რამე ნაწილს, შემდეგ კომბინირება კონკრეტულ იარაღთან და ბაც! თქვენ იღებთ "ნავაროჩენი" პისტოლეტს, მაგნუმს ან სულაც ვინჩესტერს. ავტომატის ქონა აქ პროცენტებით განისაზღვრება და 2 სლოტს იკავებს ინვენთორიში, თუმცა უმეტესწილად ვინჩესტერს ვენდობოდი როგორც წესი. სეთინგის შეცვლაზე ზემოთ ვახსენე და კიდევ ვიტყვი, რომ პირველის შემდეგ, სიუჟეტურადაც საჭირო იყო ეს სვლა. მართალია ჩვენ მივიღეთ ტიპური ზომბი აპოკალიფსის სცენარი - განადგურებული ქალაქითა და მაცხოვრებლებით, მაგრამ 98 წლისთვის რეზიდენტმა ეს სტერეოტიპული მასა კარგად გადმოსცა და შეეცადა მოესპო კლიშეები. წარმოიდგინეთ ასეთი სცენა - ლეონი დარბის პოლიციის შენობის ოფისში, ირგვლივ არეულობაა, დამტვრეული მაგიდები, აყრილი ფურცლები და დოკუმენტები, მოსიარული პოლიციელი ზომბები, ჩამტვრეული მინები და ვენტილატორი რომელიც თავისთვის ტრიალებს, ვითომც არაფერი მომხდარა და თავისთვის განაგრძობს მუშაობას. თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამხელა ატმოსფერულობა შესძინა ამ პატარა სცენამ თამაშს, მსგავსი სცენებს კი საკმაოდ ბევრჯერ შევხვდი. ლოკაციები ისევ pre-rendered still image-ებია, რომელიც გვთავაზობს უმაღლეს დეტალიზაციას, და ყოველი ადგილი ლამაზი სანახაობაა - ცეცხლმოკიდებული პოლიციის მანქანებიანი ქუჩებიდან, დიდ დერეფნიან ამბრელას ლაბორატორიამდე.

>>>

თამაშის სიუჟეტი ლინეარულად და მოსაწყენად რომ არ წასულიყო, ქეფქომმა მეორე ნაწილში შემოგვთავაზა 4 სცენარი. 2 ლეონის (A და B) და 2 კლერის (A და B). რაღათქმაუნდა პირველშიც 2 სცენარი იყო, და აქაც იგივეა ლეონითაც და კლერითაც უნდა გავიდეთ სცენარები რომ გავიგოთ ვისკენ რა როგორ მოხდა. (Leon A და Claire B) თუმცა არის ერთი მაგრამ. კერძოდ კი 2 დამატებითი სცენარი, სადაც გვთავაზობენ ალტერნატიულ, non-canonical სიუჟეტებს. (ლეონ B და კლერ A). კლერის სცენარი საკმაოდ დაძაბული და უფრო რთულია ვიდრე ლეონის, ვინაიდან ზომბებთან და სხვა მონსტრებთან ერთად, გამუდმებით დამდევდა ვინმე მისტერ X (ის ხომ ტირანტია). მისი გამოჩენა და გულის აჩქარება ერთი იყო. ვინჩესტერითაც ძლივს ვერეოდი, და პისტოლეტით ხომ საერთოდ, ხანდახან გავურბოდი კიდეც, მაგრამ მისი უეცარი შეხვედრა ეხლაც შიშს იწვევს ჩემში.ზოგიერთ სეგმენტში ნაპარნიკებთან გადაადგილებაც მომიწია და მადლობა ღმერთს, რომ მათი ინტელექტი ბეტონზე დაბალი არ იყო. მომყვებოდნენ რიტმულად, თავსაც მშვენივრად იცავდნენ და არ ყოფილა ის მომენტები როგორიცაა - "გამო ეხა მაგ კედლიდან რო გაიჭედე", "მოვკვდები სადაცაა, ხელი გაანძრიე, ისროლე!" ბოს-ბრძოლების სეგმენტები კიდევ ცალკე სიამოვნებაა, რომლის მიმართაც არანაირი საყვედური არმაქვს.

>>>

საუნდტრეკები მეორე ნაწილში როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა. მკვეთრად დომინირებს ჩემი ორი საყვარელი სტილი - ემბიენთი და ინდასტრიალი. მომენტებში ბლოგბასტერული შემართების კომპოზიციებიც გვხვდება, რაც ხაზს უსვამს ჰოლივუდის ფილმებისგან ინსპირაციას. ჩემი საყვარელი Police Station-ს თემებია. ცხადია მუსიკაც შესანიშნავად გადმოგვცემს რექუნ სითის პოსტ-ზომბი აპოკალიფსურ ატმოსფეროს.

* * *
ერთი სიტყვით მეორე ნაწილი უფრო მომეწონა ვიდრე პირველი, მაგრამ არასწორად არ გამიგოთ, ორივე კლასიკაა, პირველიც მნიშვნელოვანია თავისი ინოვაციური სტილით და ატმოსფეროთი, მაგრამ მეორე ალბათ უფრო იმიტო მომწონს, რომ პატარ-პატარა ხარვეზები გამოსწორებულია და ჩვენს წინაშეა ქეფქომის სრულყოფილი მაგნუმ ოპუსი, რომელსაც ჩვენს გულებში სამუდამოდ ექნება პატარა გამოყოფილი სპეციალური ადგილი. დღეისთვის სულ ეს იყო..იდეაში მაქვს მესამე ნაწილის შთაბეჭდილებები და პარალელურად საილენთ ჰილზეც დავიწყე წერა. ^^ მომავალ შეხვედრამდე.

>>>

(c) Blankbansheee666

User avatar
SLaYeR
Posts: 4246
Contact:

Re: Resident Evil 2 (PsOne) შთაბეჭდილები

Unread post#2 » 09 Dec 2015 01:55

როგორც ყოველთვის კარგი თემაა respect.
ნუ მეორე ნაწილი ჩემი აზრით საუკეთესოა სერიებში თავისი კონტენტის მრავალფეროვნებით.
ფაქტიურად 4 სცენარიო გამოდის და ორი სრულყოფილი თამაში.

რაც შეეხება პირველი სერიისგან განსხვავებას და საერთოდ სერიების კურსს, მოკლე მონახაზი ასეთია:
Shinji Mikami-იმ Resident Evil 1-ში გაიმეორა მოძველებული Alone in The Dark-ის იდეა დიდ სახლში გამოკეტვის, შეაზავა რომეროს სტილში და საინტერესო დამაინტრიგებელი სიუჟეტით ფუნდამენტი ჩაეყარა სერიებს. მეორე ნაწილში კი Hideki Kamiya-ამ ფუნდამენტზე დააშენა სტილიზირებული ბლოკბასტერი მაღალ დონეზე შესრულებული ლეველ დიზაინით და სასპენსის შეგრძნებით, რაც ფაქტიურად სერიების სტილად ჩამოყალიბდა, სანამ Resident Evil 4-ით Shinji Mikami-იმ საერთოდ განსხვავებული და თავისებური ხედვა არ შემოიტანა.
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

User avatar
Blankbanshee666
Posts: 134
Contact:

Re: Resident Evil 2 (PsOne) შთაბეჭდილები

Unread post#3 » 09 Dec 2015 12:43

thanks. კი კი მეც მასე მგონია. და მესამეც ერთ ამოსუნთქვაში მიდის. ერთი ძველ alone in the dark-ებს უნდა გადავუარო მერე, მაინტერესებს, და new nightmare-ს დავადგები ოდესმე.

User avatar
Riddick
Posts: 8474
Contact:

Re: Resident Evil 2 (PsOne) შთაბეჭდილები

Unread post#4 » 09 Dec 2015 20:33

17 წლის წინ გამოვიდა, სადღაც 15 წლის წინ ვითამაშე და 2015 მიწურულს ვკითხულობ ადამიანის შთაბეჭდილებას რომელმაც რამდენიმე დღის წინ დახურა. 15 წლის წინ... დავიგრუზე ))) შენი შთაბეჭდილების მთავარი ხიბლი ისაა რო არანაირი მიკერძოვება არ იგრძნობა, არ არი სერიის პოპულარობის ზეგავლენა და პროსტა იმის გადმოცემაა რაც იგრძენი და გადაგხდა, ეგ გამისწორდა. საერთოდ თემაში რო შემოდიხარ და უცებ ვინმე ამდენი ხსნის წინ გამოსულ თამაშზე ესე რო ლაპარაკობს ასწორებს, ეს იმაზე მეტყველებს რო დღესაც შეილება ამ თამაშების თამაში და ისევ იმის შეგრძნება რაც მათ ჩვენში დატოვეს. თან ამ თამაშის საკულტო სტატუსს ძალიან ცოტა დაუდგება გევრდით და აი ამაზე გამეღიმა:

მართალია ჩვენ მივიღეთ ტიპური ზომბი აპოკალიფსის სცენარი - განადგურებული ქალაქითა და მაცხოვრებლებით, მაგრამ 98 წლისთვის რეზიდენტმა ეს სტერეოტიპული მასა კარგად გადმოსცა და შეეცადა მოესპო კლიშეები.

ეს იმ დროს ტიპიური აპოკალიფსის სცენარი არ ყოფილა მთლათ. იყო ჰოლივუდური ფილმები, მარა თამაშებისთვის ეს ახალი სეთინგი იყო. კაკრას ეს სერია გახდა ერთერთი ტრიგერი იმ პოპულარობის რაც დღეს სიტყვა ზომბის გააჩნია. ანუ მე ზუსტად ზომბი თემატიკის პოპულარობა როგორ იზრდებოდა არ ვიცი, იმიტო რო არ მიყვარს, მარა დაახლოებით შემიძლია ვთქვა რო RE ამ ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

საერთოდ pre-rendered მუღამი თუ დაიჭირე parasite eve 1,2 და Dino crisis 1,2 გირჩევ. alone in the dark რაც შეეხება, პრიველი არ ვიცი, pre-rendered ძალიან ატმოსფერულია, მარა რთული და 2008 წლის ჩემი ერთერთი საყვარელი თამაშია რომელიც უმეტესობას არ მოეწონა კონტროლების გამო, მარა ინოვაციურია ბევრი კუთხით და მართლა მაგრად ასწორებს.
https://www.youtube.com/watch?v=5Ttxso_Aedg

User avatar
Blankbanshee666
Posts: 134
Contact:

Re: Resident Evil 2 (PsOne) შთაბეჭდილები

Unread post#5 » 09 Dec 2015 20:54

Thanks ^^ კი ნამდვილად, მაგაში გეთანხმები. კი მაქვს ლისტში ეგენიც :3 დინოზავრების კრიზისს, რეზიდენტის მესამე ნაწილის დახურვის მერე ვაპირებდი თამაშს, მარა ვერ მოხერხდა ;/ მაგრამ აუცილებლად გადავხედავ :3 ელოუნიც მაქვს გეგმაში სამომავლოდ ^^

Return to “Legacy”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 9 guests