Metal Gear Solid : Peacewalker (შთაბეჭდილება), Venceremos!

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
User avatar
Blankbanshee666
Posts: 183

Metal Gear Solid : Peacewalker (შთაბეჭდილება)

Unread post#1 » 15 Nov 2015 20:03

Metal Gear Solid : Peacewalker
>>>

დიდხნიანი პაუზის შემდეგ, როგორღაც მოვახერხე ცოტაოდენი დროის გამონახვა და (ჯერჯერობით) ბოლო მეტალ გირის შთაბეჭდილების გაზიარება. თუმცა ფისვოქერთან გაცნობა ცოტა უცნაურად მომიწია, სწორედ იმ დროს როცა მეტალ გირის ლორის გაგებაში არ ვიყავი და ეგრევე ფისვოქერს ვეცი. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, მეტალგირებიც ქრონოლოგიურად დავალაგე, და ყველაფერს ნორმალური იერი მიეცა. ფისვოქერი უდაოდ კიდევ ერთი მშვენიერი ქმნილებაა ბატონი კოჯიმასგან. ბოლოსდაბოლოს პორტაბელურ ფლეისთეიშენსაც ჰომ უნდა ჰქონოდა საკუთარი მეტალგირი. მოგეხსენებათ ყველამ იცის პსპ-ს გრაფიკული შესაძლებლობები და მონაცემები, თუმცა ეს არ გახდა დაბრკოლება, ფისვოქერი დამუშავებულ იქნა სპეციალურად პსპ-სთვის და გამზადებული დაგვიდეს თეფშზე, რათა დეგუსტაცია მოგვეხდინა მოცემული კერძისა. მაშ ასე, ბევრი რომ აღარ გავწელოთ, ნება მომეცით, გაგიზიაროთ შთაბეჭდილება, მშვიდობის სახელით!

>>>

პირველ რიგში საკმაოდ უცნაური იყო ტაქტიკური შპიონაჟური ექშენიდან უცბად ეკონომიკურ/მენეჯმენტურ ბიზნეს დრამაზე გადასვლა. მქონდა გარკვეული რიგი პრობლემები სტაფის გადანაწილება/დალაგებასთან, ვერ დავუმუღამე იარაღების შექმნას, GMP პოინტებს და ა.შ. სანამ ტუტორიალებს ერთი 3-4ჯერ არ ვუყურე. თუმცა რამდენიმე კვირის შემდეგ მივეჩვიე და საქმეები ნორმალურად წავიდა. საინტერესო და სასარგებლო თვისება რაც ფისვოქერში მომეწონა, იყო ქო-ოფი. მეგობართან ერთად დავსხდებოდით ხოლმე კაფეში, და ფინჯან ყავასთან ერთად, ვასრულებდით მისიებს ერთად. თავისთავად ქო-ოფში თამაში ძალიან სახალისო და საინტერესო გამოცდილებას გვაძლევდა ორივეს. თამაშის პროცესი უფრო ტაქტიკური და დაგეგმილი ხდებოდა. შესაბამისად გარკვეული ბოს-ფაითები (რომლებზეც შემდეგ ვისაუბრებ) და რიგი მისიებისა საკმაოდ ადვილი ხდებოდა. რათქმაუნდა იყო გარკვეული დაძაბულობა, მაგრამ კარგად დაგეგმილი სტრატეგია ყოველთვის იმარჯვებდა. ქო-ოფის გარდა საკმაოდ მაგარი იყო დესმაჩის რეჟიმი - Versus. რომელმაც სულ სხვა experience შემოგვთავაზა :D მაგრამ უფრო ბევრი ხალხი რომ ყოფილიყო ვისთანაც შეიძლებოდა თამაში, მაშინ დესმაჩს ცოტაოდენი ღირებულება ექნებოდა, მაგრამ მთლიანობაში fun ფაქტორი იგრძნობა და მისიებისგან ამოსუნთქვის საშუალებას მოგცემთ.

>>>

მენეჯმენტურ/სტრატეგიული კონცეპტი რომელიც თავიდანვე არ მომეწონა, ნელნელა დაიმსახურა ჩემი სიმპატია, როგორცკი შევეჩვიე. ერთი შეხედვით ეს კონცეპტი Mercenary Manager-ს ჰგავს. აშენებ ბაზას, მოგყავს ბრძოლის ველიდან საუკეთესოები და ახარისხებ კატეგორიებისდა მიხედვით. აკეთებ research-ებს, და ზოგჯერ ცხელ წერტილებშიც აგზავნი. შესაძლოა ბევრისთვის ეს პროცესი საკმაოდ მოსაწყენი იყოს, მათ რიცხვში მეც შევდივარ, რადგან სწორედ აქ იჭრება გრაინდინგის სერიოზული პრობლემა. დიახ, არ მოგესმათ, მეტალ გირში გრაინდინგი. საქმე იმაშია, რომ ყოველ იარაღს რასაც ვხსნიდი ჭირდებოდა ლეველზე ასვლა, რაც უფრო წარმატებული სტაფი მყავდა, მით უკეთესი აღჭურვილობით ვსაჩუქრდებოდი, უფრო სწორედ მაღალ რანკიანი იარაღები იხსნებოდა. წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია : მოდის ბოს-ფაითის ლეველი, შენი იარაღები კი ნაგავია, რადგან damage სუსტი აქვს. ამის გამო მე უნდა გავიარო წინა მისიები, რომ იარაღები ლეველზე ავიყვანო და მოვუმატო damage ფოინთები რათა ბოსთან შერკინება გამიადვილდეს. და ეს პროცესი მიდის საათები, ზოგჯერ დღეებიც კი! მომეწონა კოსტუმების ვარიაცია და მათი ინდივიდუალურობა, ანუ მაგალითად Sneaking კოსტუმი ამცირებდა ხმაურის ფაქტორს მინიმუმამდე თუმცა მზღუდავდა ბევრი იარაღის ტარებისგან. იყო ასევე Battle suit-ი, რომელიც სნეიქს ნამდვილ რემბოდ აქცევდა :D და ა.შ. ლოკაციებმა ფისვოქერში სნეიქ ითერიც კი გამახსენა, იქ იყო ჯუნგლები, ტყეები, ღამის პერიოდი ჯუნგლებში და ა.შ. თუმცა 50 % მაინც ურბანულ გარემოებში მომიწია რბენა.

>>>

ბოს-ფაითები -_- ყველაზე საშინელი და მოსაბეზრებელი/გამაღიზიანებელი სეგმენტი. იმათ ვისაც ეგონათ რომ ვინმე განსაკუთრებულ ბოსს ნახავდა, რომელსაც საკუთარი ტაქტიკით მიუდგებოდა და დაამარცხებდა, მინდა იმედი გავუცრუო. 70 % თამაშისა ბოსებად გვევლინებიან ტანკები,
ვერტმფრენები და ბეტერეები. srsly? მოდით აგიხსნით ამ ბოსფაითებს 1 სიტყვაში - დამალობანა. რეალურად არანაირი მიდგომა/ტაქტიკა არ დამჭირვებია ამათთან ბრძოლისას. დავემალებოდი, რაკეტებს ჩავტენიდი, დავუშვებდი რაც მქონდა, და პროცესი მეორდებოდა. (რათქმაუნდა ტექნიკას ვუფრთხილდებოდი და მხოლოდ მძღოლს ვკლავდი ბოლოსკენ). დანარჩენ 30 % კი შეადგენს მომღერალი რობოტები რომელთაც მართავთ ხელოვნური ინტელექტი. ტანკებისგან განსხვავებით, ოდნავი ინდივიდუალურობა ვიგრძენი ამ რობოტებში, თუმცა არა, ისევ იგივე პროცესი. სამწუხაროდ ასეთი "Rinse and Repeat" მიდგომა ყველანაირ ხალისს და ენთუზიაზმს მიკლავდა ბოსსთან ბრძოლის დროს და ისევ და ისევ ვიყენებდი ხოლმე გრაინდინგისთვის (როცა უკვე მთლიანად ამოვწურე თამაში). როგორც ტანკებს, მომღერალ რობოტებსაც აქვთ ოდნავი რევარდი დამარცხების შემდეგ - მათი შინაგანი ნაწილები, რომელთაც სასარგებლო გამოყენება აქვთ.

>>>

სთორიზე არაფერს ვიტყვი რომ ახაბელდა მოთამაშეები არ დასპოილერდნენ, უბრალოდ ვიტყვი რომ, საინტერესო იყო "ჩე გევარული და რევოლუციური" ასპექტი სთორიში, და კუბური ატმოსფერო საკმაოდ კარგად მოდიოდა. უმეტესობამ იცის პსპ-ს გრაფიკული შესაძლებლობები, და ამიტომ MGS 4ეული ქათსინების ხარისხი, ცხადია ვერ იქნებოდა, საბედნიეროდ ეს ჩაანაცვლა კომიქსური სტილის ჩანახატებმა, რომელიც მომენტებში დატვირთული იყო quick time event-ებით. მსგავსი მიდგომა იყო ასევე portable ops-შიც თუმცა ეს სხვა თემაა. ვიზუალურად ეს სტილი მომეწონა, თავისებურ ხიბლს სძენს მეტალ გირს და უფრო ლამაზსაც ხდის მას. ნუ აუდიო გაფორმებაზე აღარაფერს ვიტყვი, რომელი მეტალ გირი გაგიგიათ ცუდი ოსტებითა და კომპოზიციებით? სწორია - არცერთი. თუმცაღა ჩემ ფავორიტი მაინც და მაინც ეს დარჩება - https://www.youtube.com/watch?v=VQzgI6xJEH0
და ჩემი შთაბეჭდილებაც დასასრულს უახლოვდება. ვისიამოვნე ფისვოქერით ბოლომდე? - არა. იყო რამდენიმე letdown მომენტი, თუმცა ამისდამიუხედავად, შევეცადე მიმეცა შანსი და ასე ვთქვათ "გაესწორებინა რაღაც პონტში". მაგრამ "გასამაზი" მეტალგირი, ფისვოქერი ნაღდად არ არის. ჯერჯერობით მეტალ გირებში დამრჩა portable ops, MGS 4, და გახმაურებელი ფანტომ პეინი თავისი გრაუნ ზიროუსით, რომელთაც როდესმე ვაღირსებ დახურვას. ამ ეტაპზე კი მხოლოდ ფისვოქერით დავკმაყოფილდეთ. PEACE!

>>>

(c) blankbansheee666

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Metal Gear Solid : Peacewalker (შთაბეჭდილება)

Unread post#2 » 15 Nov 2015 20:29

კარგი თემაა და ობიექტური შეფასება.
ისე მე უმეტესობა მომღერალი რობოტები უფრო მახსოვს ბოსებად ვიდრე ტანკები.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Blankbanshee666
Posts: 183

Re: Metal Gear Solid : Peacewalker (შთაბეჭდილება)

Unread post#3 » 15 Nov 2015 23:39

thanks. ხო ნუ 4 რობოტია მგონი სულ და მერეც რო ჩითავენ კიდე გაძლიერებული ფორმებით ალბათ მაგიტო. პროსტა ტანკები და ბეტეერები გამიტყდა მაინც, რობოტებს რა უჭირთ კიდე

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 92 guests


cron