Gex (PS1) - შთაბეჭდილება, Kill your TV man!

თემების ფორმატები - საერთო შთაბეჭდილება ; მიმოხილვა ; ანალიზი ; სერიის რეტროსპექტივა ; სხვა
User avatar
Blankbanshee666
Posts: 181
Contact:

Gex (PS1) - შთაბეჭდილება

Unread post#1 » 17 Oct 2015 23:58

>>>

ცოტახნით მეტალ გირისგან რომ ამოვისუნთქოთ, გადავწყვიტე რამე მსუბუქზე გადავსულიყავი და ავირჩიე ერთი უწყინარი პლათფორმერი ქრისთალ დინამიკისგან (დიახ დიახ, ის ხალხი რომელმაც კაინი გვაჩუქა). სახელად გექსი. სხვა რამე რიგითი პლათფორმერებისგან გექსი დიდად არ განსხვავდება, ისევ ჩვეულებრივი საიდ-სქროლინგია, ბონუსების აგროვება, რაიმე კონკრეტული 100 აითემის აღება, რომელიც სიცოცხლეს გვიმატებს და ა.შ. მაშ ასე, მოიმარჯვეთ პულტები და დავიწყოთ შთაბეჭდილებების გადმოცემა გექსის შესახებ

>>>

პლათფორმერი, მოგეხსენებათ ჩემი საყვარელი ჟანრია და ყოველთვის ვთამაშობ ხოლმე დაღლილობის ან სტრესის მოსახსნელად, და ასე თუ ისე გარკვეულ სიამოვნებასაც ვიღებ. როცა უკვე ყველა სახის ცხოველი ვნახე პლათფორმერებში - ზღარბი, მელიასმაგვარი დინგო, ჭიაყელა, კურდღელი, ციყვი, უცბად ჩნდება საკმაოდ საინტერესო ქვეწარმავალი - ხვლიკი. "ვაა, ეს რაღაც უცნაურია პლათფორმერისთვის, თუმცა ხვლიკის შესაძლებლობების წარმოდგენა საკმაოდ საინტერესო და სახალისო გამოცდილება იქნება ჩემთვის." გავიფიქრე მე. მართლაც, გექსის შესაძლებლობები ერთბაშად შევისწავლე - იქნევს კუდს, დაცოცავს ყველაფერზე რაზეც შეიძლება და გრძელი ენის მეშვეობით მიუწვდომელ აითემებსაც კი იჭერს. მოკლედ ჩემს წინაშე გაადვილებული პლათფორმერი წარმოჩინდა, ქარიზმატული გმირითა და სახალისო ლოკაციებით. გასაკვირი არ არის ის ფაქტი რომ, გექსი რეალურად ახალს და რამე ინოვაციურს არაფერს გვთავაზობს, მორიგი რიგითი პორცია საიდ-სქროლინგ თავგადასავლისა რომელიც სულ 1-2 საათი გაგრძელდება და თავის ამოცანას - დროის კარგად გატარებასა და დასვენებას ზუსტად შეასრულებს. თავისთავად რაიმე აღტაცებით და ოვაციით არ შეხვედრივარ მოცემულ თამაშს მაგრამ ის 1-2 საათიანი პორცია შევირგე და კარგადაც ვისიამოვნე. პლათფორმერის მთავარი 3 ძირითადი კომპონენტი ალბათ ყველამ იცის - 1)საინტერესო გმირი, 2)საინტერესო ლოკაციები, და 3)მუსიკა. გექსი ამ შემთხვევაში აკმაყოფილებს ასე თუ ისე ამ 3 კომპონენტს, ვინაიდან ჩვენს წინაშეა ქარიზმატული ხვლიკი მზის შავი სათვალეებითა და with attitude! 90იანების პათოსით გამსჭვალულ ცინიკურად მომღიმარ სახეში ამოიკითხავთ მის სულისკვეთებას, რომ ის მზადაა დაუპირისპირდეს ნებისმიერ დაბრკოლებას და თქვენი დახმარებით დაამარცხოს ბოროტება. ლოკაციების მხრივ ვიტყოდი იმას, რომ 80 % ლოკაციებისა მომეწონა და მიუხედავადად იმისა რომ, ლეველების დიზაინში ლინეარულობა ზეიმობდა, მაინც არ ვიგრძენი თავი ისე, რომ თითქოს მორიგ უაზრო სათავგადასავლო საიდ-სქროლლერს ვთამაშობ რაიმე ცხოველის მონაწილეობით. საყვარელ და საინტერესო ლოკაციებიდან გამოვარჩევდი სასაფლაოს ტურს, სადაც კარგად იგრძნობა 80/90იანების საშინელებათა ფილმების ატმოსფერო და "ჟუტკი" ლეველის ასოციაციას იწვევს. ცხადია ყოველი ლოკაციაში ჩამალულია სხვადასხვა რიგი საიდუმლოებანი, მაგრამ მათი პოვნა არ გამჭირვებია, ვინაიდან გექსს ყველგან შეუძლია ცოცვა და მიუღწეველ ადგილებშიც ოსტატურად დაძვრება.

>>>

კომპონენტების აღნიშვნის დროს დამავიწყდა სთორის ხსენებაც, თუმცა ეს პლათფორმერებში ხალხის 50%ს თუ აინტერესებს, რადგან მთავარი აქცენტი მაინც გმირზე და ლოკაციებზე კეთდება, დარწმუნებული ვარ, როდესაც პირველი სონიკი გამოვიდა, ხალხი უფრო გაკვირვებული და გაოგნებული იყო ეკრანზე მომხდარი გიჟური სისწრაფითა და დინამიურობით ვიდრე მისი სთორით - სონიკისა და დოქტორი ეგმენის დაპირისპირებაზე. მაგრამ რა აბსურდულიც არ უნდა იყოს სთორი ნებისმიერ პლათფორმერში მომხმარებელი მას მაინც ცდის და ითამაშებს - "ღადაობის პონტში". გექსი რამე ფილოსოფიური და ღრმა შინაარსით არ გამოირჩევა, როგორც ნებისმიერი რიგითი პლათფორმერი, უბრალოდ წარმოჩენილია ერთი ხვლიკის საშინელ მიჯაჭვულობასთან ტელევიზორზე. ნუ როგორც 80 წლის შინაბერა მოხუცები არიან ხოლმე, 24/7 რომ ტელევიზორს უყურებენ და არ ტოვებენ არაფერს. გექსიც მათ კატეგორიას განეკუთვნება და სავარძელში მოკალათებული ტკბება მასმედიური კოშმარით. მის მიჯაჭვულობას ერთი უჩვეულო მიზეზი აქვს - გექსის მამა რომელიც მუშაობდა ნასაში, იღუპება რაკეტის აფეთქების შემდეგ, მასთან ერთად 10 მოხალისეც დაიღუპა. დიახ დიახ, ჩვენ ქარიზმატულ ხვლიკს ჰყავს ოჯახი - დედა და 3 და-ძმა. გულის გადაყოლების მიზნით ხვლიკმა გადაწყვიტა ტელევიზორთან დაჯდომა, მაგრამ ეს წამოწყება გადაიზარდა სერიოზულ დამოკიდებულებაში და იგი ფაქტიურად TV addict გახდა. ერთ დღესაც, სწორედ ასეთ უჩვეულო და მოსაწყენ დღეს, როცა გექსი სავარძელში იჯდა და მასმედიის მორიგი პორციით ტკბებოდა, უეცრად ენით იჭერს და ყლაპავს რკინის უჩვეულო ბუზს (რომელიც ტრანმისტერი აღმოჩნდება) და უცბად ჩვენ ხვლიკს ტელევიზორიდან გადმოსული ხელი ჩაითრევს. ხელი კი ეკუთვნის ვინმე რეზს - მედიის ოვერლორდს, რომელსაც გექსი ბოროტული მიზნებისთვის ჭირდება. მსგავსი აბსურდული სიუჟეტის შემდეგ მაინც გამიჩნდა ინტერესი მეთამაშა ამ უჩვეულო ხვლიკის თავგადასავალი და გამეგო რა მიზნები ამოძრავებდა ამ რეზს.

>>>

საბოლოო ჯამში გექსი დინამიურად და კარგად ითამაშება, მართალია მხვდებოდა ისეთი ლეველებიც რომლებშიც აუარებელი სისწრაფით იხარჯებოდა ხვლიკის სიცოცხლეები მაგრამ, გექსმა მაინც შეძლო მოენეჭებინა დადებითი ემოციები და სახალისო გამოცდილება. შემდგომში გექსი გადაიზარდა ერთ დიდ ფრენჩაიზში, პირველს მოჰყვა მეორე, მეორეს მოჰყვა მესამე, მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა. 1-2 სიტყვა რომ ვთქვა მუსიკალურ გაფორმებაზე, ვიტყოდი იმას, რომ გექსში ცუდი კომპოზიციები არ არსებობს. თითოეული კომპოზიცია კარგად და რიტმულად მიჰყვება ლეველს და დინამიურობის შეგრძნება არ იკარგება. საყვარელი კომპოზიციებიდან გამოვარჩევდი - Cemetery Stage-ის მუსიკას. დეტალებში აღარ ჩავეძიები გექსს იმის შესახებ თუ რა აითემი რა ძალას გვაძლევს ან 100 ქოინის აღების შემთხვევაში რამოხდება. ეს თქვენთვის მომინდვია. მთავარი რაც მინდოდა მეთქვა - ჩემი დამოკიდებულება და პოზიცია გექსისადმი - ვთქვი. მოკლედ, თუ მოგწონს მსგავსი სახალისო და დროის გასაყვანი საიდ სქროლინგ პლათფორმერები, მაშინ გექსი თქვენთვისაა.

>>>

© Blankbansheee


User avatar
SLaYeR
Posts: 4767
Contact:

Gex (PS1) - შთაბეჭდილება

Unread post#3 » 20 Oct 2015 00:50

გეკო გეკოო ძალიან ვერთობიდი თავის დროზე ამით. ეს TV Addict-ობის თემა მომწონს ძალიან, სხვაგანაც მინახია მასეთი განსხვავებული ლეველები ფილმებიდან შთაგონებული მარა აქ სხვა შარმია საერთოდ. მეორე და მესამე ნაწილში შესაბამისი ფორმებიც გაცვია თან და ბოლომდე შეყავხარ. იუმორი მომწონს კიდე ამ სერიებში და გექსის კომენტარები, მაინც იმ ეპოქიდან ვარ მეც და ახლოს მოდის :DDD
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Ripster
Posts: 1465
Contact:

Re: Gex (PS1) - შთაბეჭდილება

Unread post#4 » 26 Oct 2015 18:56

ძალიან თბილად მახსოვს ეს თამაში
მაგრად მიყვარდა და რაღაც განსაკუთრებული ატმოსფერო ჰქონდა, რომელიც ახლაც კი იგრძნობა იუთუბში ვიდეოების ყურების დროსაც კი
You'd better do something about that cough

User avatar
Riddick
Posts: 9361
Contact:

Re: Gex (PS1) - შთაბეჭდილება

Unread post#5 » 27 Oct 2015 14:51

ამასწინად გამახსენდა და ძალიან გამიხარდა (რო გამახსენდა). მარა კონკრეტულად ეს ნაწილი ყველაზე ცოტა მაქ ნათამაშები, იმიტო რო პირველად რო ვნახე უკვე 3D სერიებიც გამოსული იყო და ისინი იმდენად სხვა მუღამი იყო რო ამან დიდათ აღარ დამაინტერესა. 3D GEX რაც ეხება ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი მოდელით იქყო ხოლმე შესრულებული - სხვადასხვა სეთინგის, პატარა გახსნილი ლოკაციები, რომლების შესწავლასაც მაგარი სიამოვნება მოქონდა (ფაქტიურად მულთფილმში შედიხარ და შენთვითონ ხდები მთავარი პერსონაჟი, სწავლობ ლოკაციებს და სხვადასხვა დეტალებს) რაზეც მაგრად ვკაიფობდი ბავშობაში და ალბათ აქედან დაიწყო ექშენ ჟანრების სენდბოქსის გარკვეული ჩანასახები. იგივე მუღამი მქონდა 3D toy story-ზეც, აი უაღრესად მიყვარდა და მიყვარს დღემდე. მამენტ იმ დროს ესეთ მულტიპლიკაციურ სტილიზებაში რაც გამოდიოდა უმეტესომას ჩემ ნახსენებ მოდელს არგებდნენ და მართლა ბევრი ჰიტი დაიბადა მაგ დროს - სენდბოქს მულტიპლიკაცია <3

User avatar
Blankbanshee666
Posts: 181
Contact:

Re: Gex (PS1) - შთაბეჭდილება

Unread post#6 » 28 Oct 2015 12:22

thank you guys ^^ ხო მეორე და მესამე არ მითამაშია, ვაპირებ უახლოეს მომავალში.

Return to “Game Reviews”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 18 guests