Metal Gear Solid 3 - Subsistence (Because, why not?) (PS2), შთაბეჭდილება

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
User avatar
Blankbanshee666
Posts: 183

Metal Gear Solid 3 - Subsistence (Because, why not?) (PS2)

Unread post#1 » 10 Oct 2015 04:52

>>>

როგორც იქნა! დავადგი საშველი და მეტალ გირის მარათონი გრძელდება, ამჯერად კი მესამე ნაწილზე შევჩერდეთ. პირველ რიგში მადლობა უნდა გადავუხადო სლეიერას, რომელმაც უზრუნველმყო ჩაწერილი თამაშით (7 წლის დისკით :D). მოულოდნელად თამაშის შუაში პატარა ტექნიკური ხარვეზი წარმოიქმნა, სავარაუდოდ დისკის სიძველის გამო, და სლეიერამ არ დაიზარა და თავიდან ჩამიწერა იგივე ვერსია. ასე რომ, სლეიერა რომ არა, დღეს ამ რევიუს ვერ დავწერდი და a lot credits goes to him. რათქმაუნდა წინა ნაწილებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე, მაგრამ მესამე ნაწილი რაღაც საოცრება და შედევრი იყო სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ყველაფერი მოწოდების სიმაღლეზე იყო, ყველაფერი! სიუჟეტმა კი ისე გამიტაცა, რომ ეგრევე გადავდე ყველაფერი და 3 ღამეში დავხურე. (ენერგიისგან გამოცლილი ეგრევე ვიძინებდი შემდეგ :D) ბევრი რომ აღარ მივედ-მოვედო, გადავალ პირდაპირ შთაბეჭდილების დაწერაზე.

>>>

როგორც ზემოთ ავღნიშნე მესამე ნაწილი ძალიან მომეწონა, განსაკუთრებით კი Subsistence თავისი გასწორებული კამერითა და ხარვეზებით. სიუჟეტი - საკმაოდ კარგია, გრაფიკაც და ვიზუალური გაფორმებაც შესანიშნავი, კინემატოგრაფიული ქათსინები, კამუფლაჟის უდიდესი არჩევანი, ჭრილობების შეხორცება და ბევრი მსგავსი დეტალი იმსახურებს ჩემს სიმპატიებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ მოცემულ ნაწილში არა სოლიდ სნეიქია, არამედ ნეიქედ სნეიქი (ბიგ ბოსი, ჯეკი, ჯონი). სხვათა შორის სოლიდი და ნეიქედი ყველას ერთი და იგივე სნეიქი ჰგონია, არადა ადვილია გასარჩევია თუ თარიღებით შეადარებთ ერთმანეთს. როგორც კოჯიმამ აღნიშნა სნეიქი შეიქმნა - სნეიკ პლისკინის მიხედვით (კურტ რასელის ფილმებიდან თუ გახსოვთ ის სნეიქი - "გაქცევა ნიუ-იორკიდან" და "გაქცევა ლოს-ანჯელესიდან"). რათქმაუნდა პარალელების გავლებაც შეილება იგივე ჯეიმს ბონდთანაც და რემბოსთანაც. თუმცა არ დაგიმალავთ და პერსონაჟებიდან ყველაზე ძალიან ისევ და ისევ ოცელოტი მომეწონა (მიუხედავად იმისა თუ რა დამპალი ტიპი იყო პირველ ორ მეტალ გირში) აქ ის 20 წლისაა და საკმაოდ ახალგაზრდაა. ოო, დამავიწყდა მეთქვა მესამე ნაწილში არ არის ტანკერები და შედოუ მოზესები, არამედ ეს გახლავთ პრიკველი და ვეცნობით დიადი ბიგ ბოსის საწყის ისტორიას, მის აღზევებასა და ტრაგიკულ დაცემას. ასევე ვეცნობით ბევრ ახალ პერსონაჟს და ამაზეც ვილაპარაკებ. თამაშის გასვლის შემდეგ არამხოლოდ პლიუსები არამედ ცოტ-ცოტა მინუსებიც ვიპოვე (თუმცა ამის გამო რათქმაუნდა არ ვაკნინებ თამაშს, უბრალოდ ავღნიშნავ): პირველ რიგში ეს ეხება ლოკაციებს - სავარაუდოდ ჰიდეო არასდროს ყოფილა საბჭოთა კავშირში ან რუსეთში და არ იცის რუსული სტერეოტიპები, როგორიცაა : ჩაცმული, მოლაპარაკე დათვები ბალალაიკებით და არყით :D, ცივი კლიმატური პირობები - ყინვა, სიცივე და ზამთარი, მითვისებული ქალაქები როგორიცაა ჩერნობილი, კიევი, ყველაზე საშიში - "რუსული მაფია" და ა.შ. მაგრამ არა! იაპონელები უფრო შორს წავიდნენ და დაამატეს ჯუნგლები! ბუნებრივია გაგიჩნდებათ კითხვა - საიდან? ალბათ ვიღაცა ცუდად სწავლობდა გეოგრაფიას ან საერთოდ არ გადაუშლია წიგნი სკოლაში. რათქმაუნდა მე მესმის, შექმნელები არიან და რაც უნდათ იმას შექმნიან - შაგოხოდი, ცელინოიარსკი, გროზნი გრადი, მაგრამ ჯუნგლები?!

>>>

მეორე - ეს ეხება პერსონაჟებს. ევგენი ბორის ვოლგინი, რა არსებაა ასეთი, რომელიც დენს ატარებს მთლიან სხეულში o.O ალბათ ნიკოლას ტესლას მოსწავლე ან ახლობელი იქნებოდა. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა რომ თითქოს ის რაღაც დიდი საიდუმლო პროექტი იყო რომელზეც არავინ არაფერი იცოდა - სოკოლოვი, გრანინი და "ფილოსოფოსები" (პატრიოტების ერთგვარი პირვანდელი სახე), პირდაპირ საბჭოთა კავშირისეულ "ტერმინატორის" ვერსიას გავს :D ან იქნება სკაინეტმა დააპროგრამირა მომავლიდან და გამოუშვა წარსულში რათა შეეჩერებინა ამერიკელები. ნუ მის უაზრო ხუმრობებზე და ამხანაგ რაიკოვთან "ურთიერთობაზე" არაფერს ვამბობ (მაგრამ, კარგა "ხოშიანად" კი გაერთო ეს ვოლგინი მთელი თამაშის განმავლობაში :D). სხვათაშორის რაც შეეხება ივან რაიდენოვიჩ რაიკოვს, შემქმნელების აზრით, ერთი რეიდენი არ გვეყო მეორე მეტალ გირ სოლიდში, და ახლა უცბად აქ "იჩითება" :D პირველად როცა დავხურე, მე (და ალბათ სხვაც ასე იფიქრებდა ჩემს ადგილზე) ეს პერსონაჟი უცბად მივიღე როგორც რეიდენის ბიოლოგიური მამა, რაიდენოვიჩიც გულისხმობს ალბათ იმას რომ ეს მისი მამაა. სისულელე რაღაცა. (მაგრამ ეს ჩემი უაზრო თეორია იყო, ენივეი რაიდენოვიჩის წარმოშობაზე ქვევით ვიტყვი). ნუ კობრას რაზმის წევრებზე ჩუმად ვარ :D პირდაპირ იქსმენებს მაგონებდა რაღაც პონტში. როგორც მივხვდი კობრას ერთ-ერთ წევრი - The Fury სავარაუდოდ შექმნილი იყო იური გაგარინის მიხედვით, ალბათ სწორედ ისე როგორც წარმოედგინათ იაპონელებსა და ამერიკელებს. (კობრას სხვა წევრებს მოგვიანებით შევეხები) ეხლა კი მითხარით ეს, რა დამსახურებების გამო გახდა ოცელოტი მაიორი? _- ის ხომ სულ 20 წლისაა. ხრუშოვის ან ბრეჟნევის ახლო ნათესავიც რომ ყოფილიყო, სერჟანტზე მაღალი რანგის წოდებას მაინც ვერ მიიღებდა ამ ასაკში. საბჭოთა ჯარისკაცების მკვლელობა სნეიკის გულისთვის. რევოლვერების ტრიალის მარიაჟობის პონტები, მისი რაღაცნაირი კნავილი (რა საყვარელია ხოლმე ამ დროს :D ), მისი უცნაური სახელი - ადამსკა, და მისი გიჟური ლტოლვა სპაგეტური ვესტერნებისადმი. მისი თამაში 2 ფრონტზეა - რუსების და ამავე დროს ამერიკელების.

>>>

მესამე - ეს ეხება სიუჟეტს. სიუჟეტი პრინციპში არაა ცუდი, მომეწონა. ხოლო იმათთვის ვინც იცის ისტორია (ცივი ომის პერიოდი), და ვინც არ იცის, მთლიანობში დარჩება გაოცებული და შეიძლება დაიჯეროს და სერიოზულად მიიღოს იქ მომხდარი ამბები :D მაგრამ რუსეთის და საბჭოთა კავშირის თავგადაკლულ პატრიოტებზე რომ ვილაპარაკოთ, ანუ ისინი ვინც გადაიტანა მეორე მსოფლიო ომის ამბები, არამგონია ეს სიუჟეტი მოეწონოთ, მაგრამ იმედია სერიოზულად არ მიიღებენ I think :D როგორც იმდროს საჭოთა კავშირში, რემბოს ფილმები საშინლად გააკრიტიკეს და აკრძალულიც იყო გარკვეული ხანი. მეოთხე და ბოლო - ეს ეხება ინტერიერს, ტექნიკას და მოწყობილებას. თურმე საბჭოთა კავშირში (1964 წელს) სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესმა საკმაოდ გადაუსწრო 21ე საუკუნეს :D ინტერიერი - ავტომატური კარებები. ტექნიკა - სოკოლოვის ვერსიის ერთ-ერთი პროტოტიპი - მეტალ გირის ბაბუა ასე ვთქვათ - "შაგოხოდი" (გრანინის ნახაზებზე - მეტალ გირ რექსზე და მეტალ გირ რეიზე არაფერს ვამბობ). მოწყობილობა - იარაღები ლაზერული სამიზნეებით და ა.შ.

>>>

რათქმაუნდა ეს მინუსები იმისთვის არ დამიწერია რომ რამეზე დამეწუწუნა და ან დამეკნინებინა თამაში რომ ცუდია. არამც და არამც, უბრალოდ ჩემი დაკვირვება იყო რაღაც დეტალებზე და რაც ნაკლებად საინტერესო მომეჩვენა და არ მომეწონა ავღნიშნე. რაც შეეხება პლიუსებს. პირველი - ბოსს ბრძოლები. გახსოვთ მეორე ნაწილში რომ ავღნიშნე - ბოსს ბრძოლების სისუსტე. მართლაც, მოსაწყენი, უინტერესო თუმცა რამდენიმე გამონათებით. მაგრამ არა აქ. კობრას რაზმის წევრებთან შერკინება ერთი სიამოვნებაა. მათ უცნაური სახელები ქვიათ - The pain, The fury, The end, The fear, The Sorrow, The Joy. (უცნაურია, სოროუ ყოველთვის იღიმის, ჯოი კიდევ მუდმივად დაღვრემილია) ჩემი ფავორიტი ბოსს ბრძოლა არის სნაიპერ-დუელი the end-თან, რომელიც შეიძლება საათობით გაგრძელდეს, თუ უყურადღებოდ თამაშობთ. ის ფაქტიურად დამალობანას გეთამაშებათ და მისი პოვნა ზოგჯერ საკმაოდ ძნელია. მაგრამ ის ატმოსფერო რაც ამ ბოსს ბრძოლას ახლავს ენით აღუწერელია. შემდეგი ფავორიტი ბოსს-ბრძოლა, თუმცა ამას ბოსს ბრძოლას ვერ დავარქმევ მთლად. ეს არის სოროუსთან შეხვედრა. (ის მკვდარი სულია) მიდიხართ, მიაბიჯებთ მდინარეში და გევლინებათ თქვენს მიერ მოკლული ადამიანების სულები and you feel very sorry for them. ნუ კიდე მომეწონა ფეინთან და ფიართან შერკინება, მაგრამ ესენი უკვე მეორეხარისხოვანია. მეორე - თვითონ ბოსი. არა ბიგ ბოსი, არამედ ბოსი. ახალი პერსონაჟი რომელიც გვევლინება როგორც სნეიქის მასწავლებელი. დასაწყისიდანვე იზავს ნაგვობას, თუმცა რატომ ქნა ეს, ამის გამოძიება თქვენთვის მომინდია. როგორც პერსონაჟი - ბოსი, საკმაოდ ძლიერი და ამაყი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა მისი სახე ყოველთვის დაღვრემილია, თითქოს ეს ესაა მისი ნაყიდი ნაყინი ძირს დავარდა და ცხოვრებას აზრი აღარ აქვს. მესამე - survival ატმოსფერო. ჯუნგლებში გადარჩენა საკმაოდ ძნელია, მაგრამ ამავდროულად თავს ნადირობით ვირჩენდი და კამუფლაჟიც მეხმარებოდა დამალვაში. (სად იყო Far Cry 3, როცა სნეიქი ნადირობდა ცხოველებზე :D) მეოთხე - eradicate all living creatures! ნადირობა აქ ერთ-ერთი ყველაზე სასიმოვნო პროცესია, განსაკუთრებით გველების და თაგვების :D თუმცა ნიანგების დახოცვა ჭაობებში საკმაოდ რთული საქმეა. მეხუთე - როცა მეგონა რომ მგს 2 საკმაოდ რეალისტური იყო - შევცდი. მესამე ნაწილში უფრო რეალისტურია ყველაფერი, და რეალურად - თუ სნეიქმა არ შეჭამა არაფერი, მისი სტამინა ნელნელა იკლებს და ფაქტიურად დამიზნებასაც ვეღარ შეძლებთ. realism at its best :3 რაც საკმაოდ მომეწონა. და საბოლოო პლიუსი, მეექვსე - ჭრილობების შეხორცება. აქ უცბად რემბოს ის სცენა გამახსენდა პირველი ნაწილიდან :D ჭრილობების მოშუშებას რომ ცდილობს. ნუ მომენტებში იმაზეც ვნერვიულობდი მეთქი უცბად საჭირო წამალი და ბინტები არ გამითავდეს, მაგრამ როცა იცი რა როგორ და როდის გამოიყენო, ამაზე აღარ ინერვიულებ.

>>>

ბოლოს რასაც შევეხები და რაც მართლა ძალიან მომეწონა ეს არის ვიზუალური გაფორმება და საუნდთრეკები თავისთავად. ჯუნგლების ატმოსფერო საკმაოდ კარგად გადმოსცა პს2-ს hardware-მა, მიუხედავად იმისა რომ თამაში თავდაპირველად პს3-ზე უნდა გამოსულიყო, ვინაიდან ტყეების და ჯუნგლების დეტალიზაცია საკმაოდ რთული იქნებოდა პს2-ს კონსოლისთვის, მაგრამ ასე თუ ისე, შეუძლებელი შეძლეს და პროდუქტმა სინათლის შუქი ისევ და ისევ პს2-ზე იხილა. თვით კოჯიმამაც აღნიშნა რომ ტყის და ჯუნგლების გარემოს შექმნა საკმაოდ რთული ამოცანა იყო. მუსიკალური გაფორმება სნეიქ ითერს საკმაოდ ორიგინალური და საინტერესო აქვს. თუნდაც ჩემი ფავორიტი - snake eater theme რომელიც ბონდიანას ფილმების სტილშია შესრულებული.

* * *

დასკვნა - თამაში გამოვიდა საუკეთესო და რათქმაუნდა ის უნდა ითამაშოთ აუცილებლად, მაგრამ არ ღირს თვალების დახუჭვა პატარ-პატარა მინუსებზე, თუმცა სერიოზულად ნუ მიიღებთ ყველაფერს :D სანამ დავასრულებდე, დამავიწყდა მეთქვა, ნატალის პს ვიტაზეც მოვახერხე სნეიქ ითერის თამაში და gotta admit it's cool to have portable snake eater ^^

>>>

(საინტერესო ფაქტები და mystery about raidenovich )

(more useful info)

© Blankbansheee

P.S. Kuwabara, Kuwabara...

გაგრძელება იქნება...Peace Walker-ში

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

Metal Gear Solid 3 - Subsistence (Because, why not?) (PS2)

Unread post#2 » 10 Oct 2015 05:43

იმენა საუკეთესოა რა ))
ეს განვითარებული ტექნოლოგია სუფთა ბონდიანას სტილია და არც მალავენ მსგავსებას, პირიქით ალბათ პირველში და მეორეში რო ეფიქრათ/შეძლებოდათ იქ უარესებს იზავდნენ. ევაც სუფთა ბონდის პერსონაჟია, ვოლგინიც მსგავს სულშია, უბრალო პერსონაჟი რომელიც პირდაპირ უნდა მიიღო სუპერძალებით. შაგოჰოდი რო ტანკის მაგვარი შექმნეს და დიდი მექა არ ჩასვეს ამაზე მადლობა, გრანინს რო უდევს მოდელები რეის და რექსის ეგ არის კაი სცენა და თითქოს კარგად კრავს საეთოდ მეტალ გიარების თემას რო იდეა არსებობდა და რაღაც.
ოცელოტი ბოსის შვილია (არ მახსოვს დაადასტურეს თუ არა) და 20 წლის ასაკში ორმაგი აგენტი რო ხარ შესაბამისი წოდებაც შეიძლება გაპრავდეს :DD
სხვათაშორის მაგ განათების შთაგონება ბევრმა აიღო ICO-დან და დღემდე ერთერთ საუკეთესოდ მივიჩნევ. ძალიან შთამბეჭდავი იყო მაგ თაობის კონსოლებზე და შემდგომში გამოიყენეს MGS3-შიც, Legend of Zelda Twilight Princess-შიც და Prince of Persia სერიებშიც. Shadow of The Colossus-მა და MGS3-მა გაწურეს PS2 ბოლომდე.

კარგი თემაა respect.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Blankbanshee666
Posts: 183

Metal Gear Solid 3 - Subsistence (Because, why not?) (PS2)

Unread post#3 » 10 Oct 2015 05:56

სენქს ^^ Shadow of The Colossus და ICO აუცილებლად სანახავი მაქვს :/ მარა ჯერ კოტორი მადევს მხრებზე. ხო მეც ეგრე მახსოვს რო ოცელოტი ბოსის შვილია :D არ არსებობს მეტალ გირი ოცელოტის ორმაგი აგენტობის გარეშე იმენა. მთვრალი გრანინი კარგი გრანინი :D

პ.ს. რუსი ჯარისკაცი ჯონი არ მოგეწონა? :D ყველაზე მაგარი პერსონაჟია ვაბშე :DD

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

Metal Gear Solid 3 - Subsistence (Because, why not?) (PS2)

Unread post#4 » 10 Oct 2015 06:01

MGS1-ში მერილი რო გახდის დაცვას თუ გახსოვს, ეგ არის მაგისი ბაბუა. MGS4-ში ერთერთი მთავარი პერსონაჟია მერე Akiba, ხო მაგასაც ჯონი ჰქვია და იხსენებს მერე რო მამამისსაც ჯონი ერქვა და ბაბუამისსაც. ვაბშე კოჯიმას ევასება ჯონები და ჯეკები.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Blankbanshee666
Posts: 183

Metal Gear Solid 3 - Subsistence (Because, why not?) (PS2)

Unread post#5 » 10 Oct 2015 06:26

აა ჰოჰო მახსოვს ეგ. ბაბუების და მამების თემატიკაც ძან ხშირია :D

User avatar
Ripster
Posts: 1855

Metal Gear Solid 3 - Subsistence (Because, why not?) (PS2)

Unread post#6 » 10 Oct 2015 19:56

საუკეთესო ენდინგი აქვს
ძალიან ხშირად მახსენდება :(

ასე რომ, სლეიერა რომ არა, დღეს ამ რევიუს ვერ დავწერდი და a lot credits goes to him.

Saint Slayer
კაცმა არ დაიზარა და ყოველ მეტალ გიერის ნაწილზე მიყენება ემულატორებს, მიხსნიდა როგორ და რანაირად ჩამერთო


სლეიერ გვიყვარხარ <3
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
Blankbanshee666
Posts: 183

Metal Gear Solid 3 - Subsistence (Because, why not?) (PS2)

Unread post#7 » 10 Oct 2015 20:09

უჰ ართქვა :/

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 115 guests