Metal Gear Solid 2 : Sons Of Liberty (PS2), შთაბეჭდილება

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
User avatar
Blankbanshee666
Posts: 183

Metal Gear Solid 2 : Sons Of Liberty (PS2)

Unread post#1 » 29 Sep 2015 01:46

>>>

გრძელდება კვლავ და კვლავ შთაბეჭდილებების გაზიარება, კერძოდ კი მეტალ გეარის საგა. ამჯერად შევჩერდეთ მეორე ნაწილზე. (ზაფხული ტყუილად არ დავკარგე და მეორე ნაწილთან ერთად, დავხურე მესამეც და აგრეთვე peacewalker-იც, თუმცა ეს უკვე სხვა თემაა). ის ის იყო რომ პირველი ნაწილის დახურვიდან რამდენიმე ხნის შემდეგ, ახალი გამოსული ვიყავი ემოციებიდან რომ, სად იყო და სად არა, გამოჩნდა მეორე ნაწილი - თავისუფლების შვილები. მეთქი - "ჯანდაბა, ისევ მორიგი თავბრუდამხვევი თავგადასავალი, სნეიქთან და კამპანიასთან ერთად!" და მოვემზადე სათამაშოდ. როგორც რეჯის ცნობილი მემე ამბობს - "My body is ready", მაგრამ ასე არასდროს შევმცდარვარ.

>>>

ტრიუმფალური ინტროს შემდეგ, რომელმაც ჟრუანტელი მომგვარა ტანში, დაიწყო პროლოგი. ირგვლივ ნისლიანი, ღრუბლიანი და მოქუფრული ამინდია. მანქანები მიდი-მოდიან გიჟებივით. ნიუ-იორკი თავის სტიქიაშია, იძირება ნისლში, შავ და ნაცრისფერ სუბსტანციაში. თითქოს ეს ესაა მაქს პეინმა ჩაიარა ჩემ თვალწინ, თავის დეპრესიული მონოლოგითა და ტკივილგამაყუჩებლით. თუმცა არა, მე ვხედავ ადამიანს საწვიმარ ლაბადაში, რომლის სილუეტიც ნელნელა ახლოვდება. იწყება კოკისპირული წვიმა, უცნობი, საწვიმარ ლაბადაში ნელა მოძრაობს, მდორედ მოდის და სიგარეტს უკიდებს. გადის რამდენიმე წამი და უცნობი სწრაფად იწყებს სირბილს, თითქოს იგი ოლიმპიურ თამაშებზე იმყოფება. გარბის, გარბის და უეცრად აკრობატიულ ნახტომს აკეთებს და მძიმედ, მაგრამ ეპიკურ პოზაში ეშვება მყარ ზედაპირზე, უფრო სწორედ კი ტანკერზე. უჩინარი კამუფლაჟი ნელნელა ითიშება და ირგვლივ ელვის დიდი ბურთი ტრიალებს, სწორედ ისე, როგორც დასაწყისი სცენაა ტერმინატორში. და აი ამ შედევრალური მომენტის შემდეგ ჩნდება თაითლი და თამაშიც იწყება! კოჯიმამ სწორედ იცის ის რაც ნამდვილ ბლოგბასტერს ჭირდება, და კარგად შემოაქვს ეპიკურობის და დაძაბულობის ატმოსფერო. პირველი ნაწილის შემდეგ ამაში ნათლად დავრწმუნდი. პროლოგი ჩვეულებრივად ითამაშება როგორც წინა ნაწილი, ახალი არაფერი, თუმცა პს2-ს გრაფიკული შესაძლებლობები არ გაგრძნობინებთ იმას რომ, ჰიდეო ისევ იგივე ძროხას წველის და ახალს არაფერს გვთავაზობს. ვიზუალური მხარე, მაგალითად წვიმის ეფექტები შესანიშნავადაა გაკეთებული, და შეიძლება უცბად შეგაჟრიალოთ, თითქოს თქვენც იყინებით სნეიქთან ერთად. აქ ჩნდება ახალი პერსონაჟი ოლგა გურლოკოვიჩი, რომელიც მერილს მივამსგავსე პირველი ნაწილიდან და სწორედ ეს უნდა ყოფილიყო იმის მიზეზი რომ სნეიქმა არ გაიმეტა ოლგა, სავარაუდოდ მანაც დაიჭირა რაღაც მსგავსებები მერილთან. ყველაზე tricky ნაწილი ჩემთვის იყო შიგნით ტანკერის ნაწილში, სადაც საკმაოდ ორიგინალური მახეები იყო დაგებული. ერთი არასწორი მოძრაობა ლაზერებთან და კაბუუმ! მთლიანი ტანკერი ფეთქდება და instant გეიმ ოვერი ეკრანზე. როგორც წინა მეტალ გეარ-ის შთაბეჭდილებაში დავწერე, აქაც ვეცდები რომ სთორის ნაწილს არ შევეხო მაქსიმალურად. (მაგრამ შეიძლება 1-2 სპოილერი გამივარდეს). პროლოგი მთავრდება საკმაოდ დამაინტრეგებელ ნოტაზე და იწყება შემდეგი სეგმენტი, actual part of the game, რაზეც ზემოთ ვახსენე, რომ ოდნავ "გატეხილში" დავრჩი მეთქი.

>>>
ამ უიღბლო ჯარისკაცმა არ იცის, რომ შეგიძლიათ ხელებში და ფეხებშიც ესროლოთ მას.

ინტრო ისევ პირველი ნაწილის სულისკვეთებით და სტილით არის შესრულებული, მთავარი გმირი ისევ წყალქვეშ ცურავს, ჟანგბადის ნიღაბით, რომელიც ჰგავს ნინძას სახეს რომელსაც პირით გრაგნილი უკავია (ეს ფაქტი მართალია და ისე ჰაერზე არ ვამბობ). და აი უკვე ჩვენი გმირი ლიფტით ამოდის, ნუთუ სნეიქი ისევ დაბრუნდა, ის ისაა მოლოდინში ვარ, კბილებს ვაკაწკაწებ, ვნერვიულობ, და უცბად ის იხნის ნიღაბს, თვალში მხვდება თეთრი თხელი თმა, ახალდადებულის უკანალივით რბილი, თეთრი სახე და ცისფერი თვალები. მოვისრისე თვალები და თვალწინ ისევ იგივე სურათი წარმომიდგა. "ალბათ რამე დებილური ხუმრობაა და სნეიქი სადღაც აქვე იმალება", "ალბათ ეხლა რო წავალ რამე ქათსინი დაიწყება და მერე ისევ სნეიქი გამოჩნდება" ვიმშვიდებდი თავს, მაგრამ არა ჩემო მეგობრებო, თეთრთმიანმა უცნობმა მთელი თამაში გასტანა, რომელსაც ძნელად მაგრამ როგორღაც მივეჩვიე. სწორედ ამის გამო ბევრი ფანი ამ ნაწილს ზიზღით და აგრესიით შეხვდა, "რა პონტია სნეიქით 10-15% თამაში და 85% ვიღაც თეთრთმიანი ლუზერით თამაში" - ამბობდნენ ფანები და ყველა ერთ ამბავში იყო. თუმცა როგორც ხდება ხოლმე, აქ ფანები ორად გაიყვნენ - ის ვისაც მოეწონა თამაში, დაიკიდა ყველა მინუსი და ისიამოვნა ბოლომდე, და მეორე - ის, ვინც მიწასთან გაასწორა თამაში და შეხვდა ზიზღითა და აგრესიით. მე სადღაც შუაში გავიჭედე, არვიცოდი რა მომემოქმედა. ასე რომ გავაგრძელე წყნარად თამაში და გადავეშვი მორიგ კონსპირაციაში, რომელმაც შემდგომში თავი ამიფეთქა. მოქმედება ხდება ტანკერის ინციდენტის მერე, 2 წლის შემდეგ, საზღვაო ბაზაზე ცნობილი როგორც - Big Shell (დიდი ნიჟარა - ზუსტი თარგმანი თუ უნდა ვინმეს) და ჩვენს თეთრთმიან უცნობს, რომელსაც რეიდენი ქვია, ევალება ინფილტრაცია და პრეზიდენტის გამოხსნა. აქ ჩნდება მეი-ლინგის მსგავსი მდედრი სახელად როუზი, რომელიც დაგეხმარებათ პროგრესის დამახსოვრებაში. ოუ, დამავიწყდა მეთქვა - ჩვენს რეიდენს, ნამდვილი სახელი ჯეკი ჰქვია. (ჯეკი? როუზი? ტანკერის ჩაძირვა? არ გაგონებთ რამეს? ჰმ). მთლიანი თამაშის პროცესი ჩემთვის სასიამოვნო გამოცდილება იყო - დაამატეს ახალი feature-ები, მაგალითად თუ ჯეკი ძალიან დაიჭრება და მისი სიცოცხლე თითქმის ნულამდეა (ოჰ ეს ტვინისწამღები წრიპინი), ჩვენი გმირს სისხლი სდის და შესაბამისად შესამჩნევ კვალს ტოვებს გზაზე, რომლის დახმარებითაც მტერს ადვილად შეუძლია გიპოვოთ (მსგავს რამეზე ვფიქრობდი ძალიან ადრე, რა მოხდება მენჰანთის მესამე ნაწილში რომ ჩაამატონ ასეთი რამე მეთქი :D და უცბად აქ ჩნდება ასეთი რამ.) საბედნიეროდ ადვილად შეიძლება ამის აცილება, თუ იპოვით - bondage-ებს და ვუალა! სისხლდენა ჩერდება. (დასაწყისში დამავიწყდა მეთქვა - ვინაიდან ტანკერზე წვიმდა და აუტანლად ციოდა, სნეიქი აცემინებდა მომენტებში :D წარმოიდგინეთ სიტუაცია - ჩვენი სნეიქი კედელთანაა მიყუდებული, ელოდება მომენტს როდის გატრიალდება მოწინააღმდეგე რომ უცბად მოახრჩოს, მაგრამ უცბად სნეიქს ცემინება წასკდება :D ალბათ ელოდებით, რომ ჯარისკაცი გეტყვით - "დიდი ბიჭი გაიზარდეო!" ან "სიცოცხლე!" მაგრამ მის თავზე ძახილის ნიშანი ჩნდება და გილოცავთ თქვენ ეს ესაა განგაში აწიეთ.) რეიდენის აკრობატულობა ყოველთვის ღიმილს მგვრის სახეზე :D პატარა წითელი ლენტი აკლია და ერთი ერთში ფიგურული სრიალის დროს რომ ლენტს შესანიშნავად აბზრიალებენ, ზუსტად ის იქნებოდა. მოტკეცილი ელასტიური ეგზოსკელეტონი კი მას სექსუალურს ხდის და ვინმე აღზნებული გოგოს ფანტაზიას ლატექსზე, ხორცს შეასხამს.

>>>

მისი აკრობატულობა მომენტებში მეტალ გეარ-ს პლათფორმერადაც აქცევს, თუმცა მისი ნახტომი ისეთი ზუსტია და აკურატული რომ ჩავარდნაზე და fail-ზე ლაპარაკი ზედმეტია, unless you fuck it up. ჯეკის იარაღები და ამუნაცია ჩვეულებრივი და სტანდარტულია, როგორც პირველ ნაწილში, ახალი არაფერი, 1 იარაღის გარდა რომელზეც მერე ვილაპარაკებთ. ალბათ ჩემი მკითხველი ლოგიკურ კითხვას დასვამს, სტატიის კითხვისას - "მოიცა, რომელი მეტალ გეარი გაგონილა სოლიდ სნეიქის გარეშე?" - მოთმინება ჩემო მეგობარო, მოთმინება. სნეიქს ჩვენი ჯეკი შემთხვევით წააწყდება Big Shell-ის ერთ-ერთ ნაწილში და იგი ეცნობა მას როგორც - სნეიქ პლისკინი (ესეც არ გეცნობათ?). you see, კოჯიმამ მსგავსი სიტუაცია ახსნა იმით რომ, ასე უფრო ადვილად დავინახავდით სნეიქს როგორც პერსონაჟს, რომელსაც ჭირდებოდა თავისთავად დეველოფმენტი, რათა კარგად წარმოჩენილიყო მისი personality და ხასიათები. ამ ექსპერიმენტმა ასე თუ ისე გაამართლა ჩემის აზრით. გაცნობის მომენტის შემდეგ, პლისკინი ეხმარება ჯეკს და ასე ვთქვათ "იცავს" საფრთხისგან. ამავე ნაწილში ჩნდება მისტიური კიბერ-ნინძა, რომელიც კეთილგანწყობილია ჩვენს მიმართ, მაგრამ როგორ საიდან რატომ ამას არ გეტყვით - Go, figure! შემდეგი დეტალი რომელმაც ჩემზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა - იყო ბოსს ბრძოლები. არა, რამდენიმე დაძაბული და მაგარი იყო, მაგრამ რამდენიმე არა :/ ბოსებად გვევლინებიან Dead Cell-ის წევრები, რომლებიც Big Shell-ს და პრეზიდენტს კბილებით იცავენ. ესენია : ფლამენკოს მოცეკვავე ბისექსუალი უკვდავი ვამპირი - Vamp (რომელიც პირველი დანახვისთანავე შემზიზღდა), მსუქანი ადამიანი, ჩაფუთნული აფეთქებისგან დამცავ ტანსაცმელში, რომელიც საკმაოდ კარგად ერკვევა ბომბებში, სახელად - Fatman და ლათინოსური შესახედაობის მდედრი სახელად - Fortune, რომელსაც შეუძლია სიკვდილის მოტყუება - სცადეთ და დაახალეთ მთლიანი მჭიდი მას, ვერაფერს გახდებით, ყველა გასროლილი ტყვია მას გასწვრივ ჩაუვლის. საწყისი სამი ბოსიდან (ოლგა რომ არ ჩავთვალოთ პროლოგში), მომეწონა ფეტმენის ბრძოლა, თუმცა მომენტებში გამაღიზიანებელი - დასრიალებს როლიკებზე, ისვრის ავტომატს, დებს 2-3 ბომბას უცნაურ ადგილებში და მიდი გაერკვიე, ბომბების განაღმვა გინდა ჯერ თუ ფეტმენის მოკვლა. აქ გამოდის ახალი იარაღი, რომელიც ყინავს ბომბებს და ანეიტრალებს მათ. ყველაზე იდიოტური ბოსს ბრძოლა (და ალბათ ბევრი დამეთანხმება) იყო ვამპთან, დარბიხარ აქეთ-იქით, იცდენ დანებს და ესვრი ბომბებს. მორჩა. ფორტუნასთან რეალურად არანაირი ბრძოლა არ არის, უბრალოდ უნდა აიცილოთ მისი ნასროლი ლაზერები ცოტა ხანი და ეგ არის. მაგრამ ის დაძაბულობა რაც ოდითგანვე მოდიოდა პირველი ნაწილიდან ბოსების დროს, ასე თუ ისე შენარჩუნებულია და ეს მომწონს.

>>>

შემდეგი მოსახერხებელი feature ეს არის First Person Mode, რომლის გარეშეც თამაში ფაქტიურად წარმოუდგენელია. საკმაოდ ბევრჯერ დამეხმარა სწორად და ზუსტად დამიზნებაში, და მიხსნა რთული სიტუაციებიდან. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი რაც უნდა ავღნიშნო არის ის, რომ მოწინააღმდეგეთა ინტელექტი ძალიან განვითარებულია, ძალიან! გაასხმევინეთ ტვინი ჯარისკაცს კედელზე? ნახავს ამას მეორე ჯარისკაცი და დაცვას უფრო გააძლიერებს, + 3 კაციან რაზმსაც გამოუშვებს რომ დაათვალიეროს ტერიტორია და თუ გადაეყრებით მათ, თქვენი წუთები დათვლილია. ჯარისკაცები ერთმანეთს რაციების მეშვეობით უკავშირდებიან. გათიშავთ ერთს ან მეორეს, და მათი ჯგუფხელი ინტერესტდება სიტუაციით, ცნობისმოყვარეობა ძლევს და გზავნის ისევ 3 კაციან რაზმს, რომელთაც ევალებათ გაიგონ თუ რა მოხდა. პირველ ნაწილში როგორც ატყუებდით ხოლმე მოწინააღმდეგეებს, აქ ეს ხრიკები არ გაგივათ. ვინც აქამდე მოვიდა კითხვისას, ლოგიკურია დააინტერესებს თუ ვინ არიან ეს თავისუფლების შვილები და რატომ არის გამოჭიმული თამაშის სახელთან. ეს ე.წ. "თავისუფლების შვილები" არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც იპყრობს ამ "დიდ ნიჟარა"-ს და გვევლინებიან როგორც მთავარი ანტაგონისტები. მათი ლიდერი საკუთარ თავს სოლიდუს სნეიქს უწოდებს (არ აგვერიოს სოლიდ სნეიქში), რომელიც თურმე Les Infants Terrible-ს 2 კლონის - სოლიდის და ლიქვიდის ძმა იყო. სოლიდუსს გააჩნდა თავისი იდეალები და სწორედ მათთვის იბრძოდა იგი მთელი თამაშის განმავლობაში. (სოლიდუსის და რეიდენის კავშირებზე რომ დავიწყო ლაპარაკი, ძაან შორს წაგვიყვანს, ასე რომ ამაში თქვენ გაერკვიეთ.) ყველაზე სახალისო მომენტი დასეივების დროს დავიჭირე, როცა დამახსოვრების შემდეგ, როუზი ცდილობს ჯეკს გაახსენოს რაღაც მნიშვნელოვანი, კერძოდ კი რიცხვი (რომელსაც შემდგომში ზუსტი გათვლა და დიდი სიმბოლური დატვირთვა ექნება) და ზოგჯერ მათ ურთიერთობაზეც ელაპარაკება, თითქოს ჯეკი რამეში იყოს დამნაშავე. რაც შეეხება რეიდენს, როგორც პერსონაჟი ვიტყოდი რომ მომაბეზრებელია, არ არის ისეთი ბედესი როგორიც სნიეიქია. ყველაფერზე წუწუნებს, სვამს აუარებელ შეკითხვებს და იქცევა 15 წლის ბავშვივით, გამუდმებით დაბნეულია. ეს მისი ახალბედობით აიხსნება. ააბა ჩემო მკითხველო, რა აკლია მეტალ გეარის იდილიას კიდევ? სწორია - ადამსკა, შალაშასკა. უფრო სწორედ კი რევოლვერ ოცელოტი. 60 წლის ბებერი რომელიც ძალიან ეშმაკია და ცბიერი, წყალზე გაგიყვანს და წყალს არ დაგალევინებს, დაატრიალებს რევოლვერებს და შეისწორებს ულვაშებს. ოცელოტი რის ოცელოტია რამე ნაგვობა რომ არ ქნას თამაშის დასაწყისში და ბოლოსკენაც. ის ხან სამმაგი აგენტია, ხან ორმაგი და მოკლედ ძალიან "ნაბოზვარი" ადამიანია. ერთი სიტყვით რუსი ნაციონალისტი და ფოქსჰაუნდის ყოფილი წევრი.

>>>
მეზიზღება ეს მომენტი!

ოოო, გამაღიზიანებელი სეგმენტი წყალქვეშ. როგორ მეზიზღებოდა ეს ტურები, როგორ! ბლანტი ფერის წყალში თითქმის არაფერი ჩანდა, თითქოს ვიღაცამ ბევრი ქლორი ჩაასხა და წყალმაც შესაფერისი შეფერილობა მიიღო. ამას ემატება, ბომბები და ჰაერის გამუდმებული კარგვა, ცურვის კონტროლებიც კი მომენტებში ძალიან მოუხერხებელია. და კოჯიმას კიდევ ზვიგენების დამატება უნდოდა ამ სეგმენტში! (კიდევ ერთი ფაქტი). შემდეგი დეტალი რაც ძალიან მომეწონა ეს არის ვიზუალური და აუდიო გაფორმება, რომელიც შეიძლება ითქვას - მოწოდების სიმაღლეზეა. ყველას მოგეხსენებათ პს2-ს გრაფიკული შესაძლებლობები, თან იმდროს ახალი ჩაშვებული იყო წარმოებაში, და მოცემული თამაში ვიზუალურად, კონსოლმა შესანიშნავად დაგვანახა, ყველანაირი ფრეიმრეიტის ვარდნის გარეშე. თოლიების ჭყიპინი და მზის ნათების ლამაზი ეფექტები, თავს ნამდვილად პლიაჟზე გაგრძნობინებთ და თქვენს რელაქსაციასაც შეეცდება. იგივეს ვიტყოდი პროლოგის ნაწილზეც, სადაც ცივ კოკისპირულ წვიმას, სიცივის და დეპრესიულობის ატმოსფერო შემოაქვს და სნეიქთან ერთად თქვენც ცდილობთ რაც შეიძლება მალე შეაღწიოთ ტანკერის შიგნით, რომ ცოტაოდენი სითბო იგრძნოთ და არ გაიყინოთ. გრაფიკულადაც თამაში შესანიშნავია, მოდელების ტექსტურები არ არის ადღაბნილი და კოშმარული, პირიქით, ისინი აქ შესანიშნავად და ლამაზად არის წარმოჩენილი. აუდიო გაფორმება, (თითქმის ყველა მეტალ გეარ-ის ოსტი მიყვარს) კი როგორც ყოველთვის ამ თამაშის ერთ-ერთ ძლიერი მხარეა. რაც კოჯიმამ ვერ შეძლო პირველ ნაწილში, შეძლო მეორეში, კერძოდ კი აუდიო გაფორმების ამოცანა დაავალა გარი გრეგსონ უილიამს, (ეს იდეა მოუვიდა თავში იმის მერე როცა ჰიდეომ უყურა ფილმს - The Replacement Killers) ჰოლივუდის ერთ-ერთ საუკეთესო კომპოზიტორს, ჰანს ციმერის სტუდიიდან. მას მალევე გააცნეს მეტალ გეარ-ის ოსტ-ები და ის სიამოვნებით შეუერთდა პროექტს. მოამზადეთ თქვენი ყურები ეპიკური მუსიკისთვის, რომელიც სავსე იქნება ბევრი ელექტრონული მუსიკით (ბრეიქბიტით უფრო სწორედ), ემბიენტით, და ორკესტრული აკომპანიმენტებით. ჩემი საყვარელი კომპოზიცია - ბოსს ბრძოლების თემაა. და მთავრდება ეს ეპიკური თამაში ჯაზური კომპოზიციით სახელად - «Can’t Say Goodbye to Yesterday» რომელზეც მუშაობდა რიკა მურანაკა.

>>>

***

როგორც მიხვდით, დასასრულს მიუახლოვდა ჩემი შთაბეჭდილება, და ვიტყოდი რომ უკვე თამაშის ბოლოსკენ ბევრი მაინდფაქ მომენტები იჩითება და ბოლოს უკვე ისეთი შეგრძნება დაგრჩებათ რომ ტვინი გამოგირეცხათ ვიღაცამ ან მატრიცის მორიგ ნაწილს უყურეთ, და დამიჯერეთ ცოტახანი გაშტერებული იჯდებით. მაგრამ ბოლოს, სნეიქის მონოლოგი მთლიან თამაშს გადაწონის, და გირჩევთ ყურადღებით მოუსმინოთ მას, რადგან ამაზე დგას მთლიანი თამაში და ზოგადად ეს ნაწილი. ერთ მთავარ და მნიშვნელოვან კონცეპტზე - რომ წარსულის შეცვლა შეუძლებელია, მომავალია სწორედ ის, რაც უნდა შექმნა და დატოვო შენი წასვლის შემდეგ. ეს მონოლოგი კი ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ და ცხოვრებას სხვა თვალით შეხედავთ. რა მინდოდა ამ ყველაფრით მეთქვა - დახოცეთ თოლიები, მონახეთ საიდუმლო პოსტერები ბიკინებიანი გოგონებით და ასრიალდით თოლიების სკინტლში. არა არა, ვხუმრობ რათქმაუნდა. აუცილებლად ითამაშეთ მეორე ნაწილი თუ არ გაქვთ ნათამაშები (რათქმაუნდა თუ გინდათ გაგრძელება event-ების) და შეიგრძენით ის ეპიკურობა რისი გადმოცემაც კოჯიმამ შეძლო და ვინ იცის კიდევ რამდენი გენიოსური ჩანაფიქრი იმალება მის ტვინს მიღმა (ფანტომ პეინის ნამიოკი). დღეისათვის სულ ეს იყო. მადლობა ყურადღებისთვის!

>>>

© მარად თქვენი Blankbansheee

P.S. საინტერესო ფაქტები მეორე ნაწილთან დაკავშირებით

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Metal Gear Solid 2 : Sons Of Liberty (PS2)

Unread post#2 » 02 Oct 2015 03:56

წავიკითხე მშვენიერია ^^ მესამე ნაწილზეც ველოდები.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Metal Gear Solid 2 : Sons Of Liberty (PS2)

Unread post#3 » 03 Oct 2015 01:07

რაიდენზე მგონი მთელ მსოფლიოს ეგეთი რეაქცია ქონდა და დღემდე მიყვებათ ))
მე და ამ თამაშის თემა ცალკე ისტორიაა. რაც მე ამის გაშვებაზე ვიჩალიჩე PC-ზე და მარა მეორე გოტიკივით ჭედავდა ესეც, მერე ძმაკაცთან დავიწყე და დავანებე, მერე PS2 მათხოვეს, სადღაც ნახევრამდე მივედი და ისევ დავანებე, იტოგში მაგარი ნათრევი წარსული გავქ ))) ბოსები მეც არ მომეწონა დიდათ, აი ის როლიკებიანი ტიპი ძაან კომიკური იდიოტია, სად MGS და სად როლიკები, ხალხს პსიჰომანტისი უნდოდა ))) მარა საერთო ჯამში ძალიან სერიოზული სერიაა, ამის გრაფიკა თავის დროზე რევოლუცია იყო და ის პროლოგი რითიც იწყება ალბათ პროლოგების ისტორიაში შევიდა.

p.s. ჩემი აზრით ძალიან სწორია ამ ფორმატზე გადასვლა. საინტერესო საკითხავია ადამიანის პირადი აზრი პირველ რიგში, მე პირადად საერთოდ არ მაინტერესებს ტექნიკური მხარე, ანუ ან რამდენი იარაღია, რამდენი ბოსია და მსგავსი სისულელეები (ადრეც მითქვამს, მარა მაინც). მეტი შინაგანი გადმოეცი და კიდე უფრო საინტერესო იქნება კითხვა. იტოგში ჩემგანაც მწვანე შუქი ჩისტა შთაბეჭდილებებს და ველოდები მომდევნო სერიას.

User avatar
Blankbanshee666
Posts: 183

Metal Gear Solid 2 : Sons Of Liberty (PS2)

Unread post#4 » 03 Oct 2015 21:34

სენქს გაიზ ^^ აჰა, დროს როგორცკი გამოვნახავ აუცილებლად გავაგრძელებ :3

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 98 guests


cron