Far Cry : Instincts (Xbox) Review, დაკარგული სამოთხე

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
User avatar
Blankbanshee666
Posts: 183

Far Cry : Instincts (Xbox) Review

Unread post#1 » 18 May 2015 01:03

>>>

უპრეცენდენტო შემთხვევა გეიმოვერზე! ის რაც არავის უქნია ჯერ ამ განყოფილებაში! ორიგინალი იქსბოქსის ერთ-ერთ ექსკლუზივის მიმოხილვა, რომელსაც მე შემოგთავაზებთ! ხო დამეთანხმებით, ძან პათეტიურად გამოვედი, მაგრამ როგორც იქნა ფინანსურად ცოტა წინ წავიწიე და შევიძინე ეს მშვენიერი კონსოლი, (თავისი თამაშების ნაკრებით რათქმაუნდა) და შევძელი მეთამაშა მისი ერთ-ერთი ექსკლუზივი - Far Cry, რომელიც PС ვერსიისგან ძალიან განსხვავდება გარკვეული რიგი Feature-ებით, რომელსაც რივიუში წაიკითხავთ. თამაში საკმაოდ ძველია, 2005 წლის, თუმცა თავის წინამორდებისგან განსხვავებით, გარდა იმისა რომ ეს არის ორიგინალი Far Cry-ს რიმეიკი, ნაკლებად გახსნილია და უფრო ლინეარულია, რაც აიხსნება კონსოლის შემცირებული გამომთვლელი სიძლიერით, კერძოდ კი - დიდი კუნძულებისა და ლანდშაფტების რენდერინგის პრობლემით. ამასთანავე, ინსტინქტები გვთავაზობს დამატებით მულტიფლეერ რეჟიმებს, ახალ იარაღებს და სწორედ ის "შესაძლებლობები" რომელმაც სთორის შეცვლაზე ცოტა იმოქმედა. ბევრი რომ აღარ გავწელოთ, გადავიდეთ უშუალო "გაკვეთაზე"

>>>

ტროპიკული სიცხე

>>>

მოდით გულწრფელები ვიყოთ, და ვიტყვი რომ ეს არის ჩვეულებრივი ლინეარული, მომენტებში მოსაწყენი შუტერი, რომელიც წარმოადგენს PC ვერსიის ჩამოჭრილ ვერსიას, ნაკლები open world-ით, მეტი დასკრიპტული ბილიკებითა და საოცარი გრაფიკით. you see, ქრაიტეკმა თავის დროზე შთამბეჭდავი შუტერი შობა pc-ზე, რომელიც Far Cry-ს სახელით გახდა ცნობილი, თამაში რომელიც გვთავაზობდა ტროპიკულ ბოევიკს, თავისი ტრანსპორტითა და მუტანტებით, თუმცა ტრადიციულად როგორც ყველა შუტერში, ლინეარულობა საკმარისად იგრძნობოდა, მშვენიერ ოფენ ვორლდთან ერთად. მისი გადატანა კი იქსბოქსზე - საინტერესო ინოვაციებით ერთობ წარმატებული მარკეტინგული სვლა იყო. (თამაშის გამოსვლა პს2-ზე და გეიმქუბზეც იგეგმებოდა თუმცა მერე გადაიფიქრეს) რისი თქმა მინდა ამით, ვაკნინებ თუ არა იქსბოქსის ვერსიას? არანაირად. ვინც თავის დროზე ვერ ეღირსა პერსონალულ კომპზე მოცემულ თამაშს, შეუძლია იგივე გამოცდილება მიიღოს იქსბოქსზეც. კონტროლები კი responsive-ია და ლაითად ითამაშება, (არანაირი საყვედური არ მაქ დამიზნების სისტემასთან). AL-ის ინტელექტი კი ბეტონის ინტელექტზე მაღალია, რაც მიანიშნებს იმას რომ, თუ ძან იხმაურებთ და არ იქნებით აკურატულები, (როგორც სტელსის ტიპის თამაშებშია ხოლმე) მოწინააღმდეგის სტატუსი ნელნელა შეიცვლება - დაიწყებს ადგილის გამოიძიებას და წამოიწევა იმ ადგილისკენ, საიდანაც გამოდის ხმაური, და უფრო უარესი - დანახვის შემთხვევაში ატეხავს სროლას და დაუძახებს თავის მოძმეებს, რაც შემდგომში პრობლემებს შეგიქმნით. უფრო მეტიც, თუ მათ ტყვიები გაუთავდებათ და ირგვლივ აგდია რაიმე იარაღი, დაუფიქრებლად იღებენ და გესვრიან სანამ არ მოკვდებით.(თუ გახსოვთ, მსგავსი AL Solider Of Fortune 2-შიც იყო) საინტერესო ინოვაცია PC ვერსიისგან განხვავებით არის კიდევ მახეების დაგების სისტემა, რომლის მეშვეობითაც შეგეძლებათ მტრების ჩუმად მოშორება, განგაშის აწევის გარეშე. მაგალითად, ჩვენს ხელშია ეკლებიანი ტოტი, რომელსაც ვამაგრებთ ახლომდებარე ხეებზე, ვისვრით ქვებს ყურადღების მისაქცევად, მსხვერპლიც მოდის ჩვენკენ, უახლოვდება მახეს და ვუალა! - Here comes the sun! :D მაგრამ მერწმუნეთ, მსგავსი "გასართობი" გამოგადგებათ მხოლოდ თამაშის დასაწყისში, ვინაიდან "ინსტინქტების" გახსნის შემდეგ, არამგონია მშვიდად და წყნარად მოიშოროთ მტრები. ოდნავ პრობლემატური მომეჩვენა ტრანსპორტის ტარება და სროლა ერთდროულად, რომლის დროსაც ორივე ანალოგი მუშაობს (ერთით დაგყავთ მანქანა, მეორეთი სამიზნეს აკონტროლებთ), ხშირი იყო შეტაკება კლდესთან, ხეებთან, ტრამპლინზე ცუდად ახტომები და გადაჩეხვები. თუმცა მალევე შევეგუე და შემდგომში პრობლემა აღარ მქონია ტარებასთან, სანამ აეროპლანს არ შევხვდი. აეროპლანის ტარება ერთობ რთულ ამოცანას წარმოადგენს, ბევრჯერ ჩავიჩეხე კლდეში და ზღვაში, მაგრამ მალევე მივხვდი რომ, თუ მის ნებაზე მივუშვებთ ჩვენს აეროპლანს, მაშინ მისი ტარება შეგვეძლება როგორც ბუმბული, და გადაადგილებაც შესაბამისად გამარტივდება. ტრანსპორტი კი აქ დაგვჭირდება სწრაფი გადაადგილების მიზნებით, მაგრამ თუ უპირატესობას ქვეითებს ანიჭებთ, ნება თქვენია ჩემო მეგობრებო. სროლის სისტემაც ბევრი სირთულით არაა დატვირთული, მარტივი ავტომიზანი თქვენი ძვირფასი ამხანაგი გახდება და დაგეხმარებათ შეასრულოთ ბევრი ჰედშოთები და ზუსტი სროლები. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი დეტალი თამაშში წარმოადგენს - გადმოტრიალებას. თუ მაგალითად ხის სახლის ქვეშ შეძვერით და ნატეხებში შეამჩნიეთ როგორ ისვენებს თქვენი მოწინააღმდეგე, აწვებით A კნოკპას დიდხანს და ჩვენი გმირი ისეთი რაკურსით ტრიალდება ქვევიდან ზევით, რომ მოწინააღმდეგის თავი ზუსტად თქვენ მიზანში ექცევა და საშუალება გეძლევათ perfect headshot შეასრულოთ.

>>>

ნუ თამაშობთ გენურ ინჟინერიასთან!

>>>

სიუჟეტს რაც შეეხება, "ინსტინქტები" ორიგინალისგან დიდად არ განსხვავდება, უბრალოდ პატარ-პატარა ცვლილებია შეტანილი, რაც უშუალოდ - "შესაძლებლობების" შემოტანამ გამოიწვია. დასაწყისში, ჩვეულებრივი Far Cry-ს სტილშია ყველაფერი, ნელნელა მივიწევთ წინ არქიპელაგის მიდამოებზე, ვხოცავთ ხალხს, ვაგებთ მახეებს და ვისუნთქავთ ნოტიო ტროპიკულ, ჰავას, მაგრამ ერთ-ერთი მისიის დასრულების შემდეგ (თქვენი მეგობარი გოგოს სნაიპერით დაცვის დროს), უკან მოგვეპარება ჩვენი მტერი - პოლკოვნიკი რიჩარდ ქროუ, კონდახის ჩარტყმის მეშვეობით გაგვთიშავს და მოგვათავსებს საექსპერიმენტო სკამზე. აქ ჩვენი გმირი დიდ სიჯიუტეს და შეუპოვრობას გამოიჩენს, როცა მის კანში და სისხლში შეერევა ეს საიდუმლო ხსნარი, რომელიც შეეცდება რომ ადამიანის ფიზიკური შესაძლებლობები გაზარდოს და გააღვიძოს მასში არსებული დამალული "ინსტინქტები". ჩვენი გმირი (უფრო სწორედ ჯეკ კარვერი), გადაჰყავთ დამკვირვებელთა ოთახში, საიდანაც იგი გაიქცევა ნელ ნელა იგი აღმოაჩენს რომ ფლობს გარკვეულ ზებუნებრივ ძალებს, როგორიცაა : ღამის ხედვა, არაადამიანური ძალა, სწრაფი სირბილი, და მაღალი ნახტომი. ამასთანავე სითხესთან ერთად, ჯეკს ჩაუყენეს ჩიპი, რომელიც არეგულირებს ამ ძალებს და იარაღის ფლობის ცოდნას ავითარებს. თავდაპირველად ჩვენს ხელთ მხოლოდ სუპერ სიძლიერე იქნება ხელმისაწვდომი, შემდგომში თამაშის სთორის პროგრესის მიხედვით, ჯეკი აღმოაჩენს ახალ ახალ ძალებს. ამ მომენტიდან კი იწყება შუთერის ტრადიციული ინგრედიენტები - 1)სიცოცხლის რეგენერაცია - check!, 2)ჩეკპოინტების სისტემა (რომელიც თავიდანვეა) - check! 3)იარაღები და ტყვიები რომელიც ყოველი ფეხის ნაბიჯზე ყრია - check! თუმცა 2005 წელი იყო მაშინ, და მსგავსი ტიპის თამაშებს ხშირი და რეგულარული ხასიათი არ ჰქონდა როგორც დღეს (ჩახველება call of duty ჩახველება). ზებუნებრივი ძალები ადრენალინს მოითხოვს, რომელიც პერიოდულად ივსება, სანამ მას არ ვიყენებთ. შემდგომში კი თამაში ამ "ძალებით" გაადვილდება, რადგან მიუახლოვდებით თუ არა მტერს, მიზანთან ეხატება კლანჭები - აწვებით B-ს და კლანჭების ჩარტყმის შემდეგ, მოწინააღმდეგე დიდ მანძილზე მიფრინავს და განწირულად ყვირის. სხვა "ძალებიდან" აღსანიშნავია აგრეთევე ღამის ხედვა, რომელიც დაგვეხმარება ტროპიკული ტყეების და ჭაობის ტურების გავლის დროს, ასევე ჩაბნელებულ ადგილებში გზის გასაკვალადაც. სწრაფი სირბილიც სასარგებლო დიდი მანძილების გასარბენად, ისევე როგორც დიდი ნახტომი. არაადამიანური ძალა კი შემდგომში უფრო ძლიერდება და ამჯერად შეგვეძლება ჩაყენებული ტყვიამფრქვევის ამოგლეჯა და მისი იარაღად გამოყენება. დაგეუფლებათ ისეთი შეგრძნება რომ ძალიან overpowered ხართ, და ჩითებით თამაშობთ :D ლანდშაფტები "ინსტინქტებში" საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან - თქვენ შეგეძლებათ იმოგზაუროთ ნოტიო ტროპიკულ ტყეებში, სქელ და უღრან ჯუნგლებში, ჭაობებში, მაღალ კანიონებზე, შახტებში და ვულკანურ ტყეებშიც კი. გარდა ამისა თამაში მოიცავს წვრილ თემატურ ელემენტებს, გენური ინჟინერიის თავისებურებებზე, და მის ცუდ მხარეებზეც, აგრეთვე კუნძულზე მაცხოვრებელ აბორიგენთა გენოციდზე, რასაც შევატყობთ კრიგერის მიერ შექმნილ მუტანტებზე. საინტერესოა ისიც რომ სალაპარაკო რადიოში ასევე იხსნება უცნაური პირობები, დინოზავრების არსებობის შესახებ, დამამტკიცებელ საბუთად კი შეიძლება მოვიყვანოთ ცხოველები რომლებიც ტყეში,ჯუნგლებში და ჭაობებში გვხვდება, ისინი წარმოადგენენ ხვლიკის მსგავს ცხოველებს. იმისდაგამო რომ, ძველი იქსბოქსის ლაივ ონლაინ სერვისი დღესდღეისობით მკვდარია, მომიწია მხოლოდ სფლით-სქრინით დაკმაყოფილება. ამბობენ, თავის დროზე "ინსტინქტებს" ძალიან მაგარი მულტიფლეერი ჰქონდაო, თუმცა რაც ვერ ვითამაშე, იმას ზეპირად ვერ შევაფასებ. ამას კი ემატება ასევე ყველაზე მაგარი ფუნქცია - რუკების რედაქტორი, რომელიც საშუალებას გვაძლევდა შეგვექმნა ჩვენი რუკა, ჩვენივე ფანტაზიითა და მზა მატერიალით. (შემდეგ უკვე ხდებოდა შექმნილი რუკების გავრცელება მეგობრეში იქსბოქს ლაივის საშუალებით)

>>>

***

თავისდროზე far cry-მ მომხიბლა გრაფიკითა და ფარდო ოფენ-ვოლდით, ხოლო იქსბოქსის ვერსიამ კი ახალი ინოვაციით - "ინსტინქტებით", კერძოდ კი ზებუნებრივი ძალებით. მაგრამ რომ დავუკვირდეთ ეს იგივე far cry-ია, ოღონდ ამჯერად უფრო "ნავაროჩენი" როგორც იტყვიან ხოლმე :D რივიუს წაკითხვის შემდეგ ჩნდება ლოგიკური კითხვა - ღირს ამ თამაშის აღება? მე გეტყვით, რომ კი! თქვენ შეიგრძნობთ იგივე დაძაბულობას, ექშენს, მუდმივ დევნასა და ინსტინქტს იმისა რომ გადარჩეთ - მაგრამ ამჯერად კონსოლზე. გრაფიკული მხარე იქსბოქს შეუდარებელი აქვს, და არანაირ დისკომფორტს არ იწვევს, მიუხედავად იმისა რომ 2005 წლის თამაშია. მაგრამ თუ მაინც არ გაკმაყოფილებთ მსგავსი სტანდარტების გრაფიკა, 1 წლის შემდეგ გამოუშვეს რიმეიქი იქსბოქს 360-ისთვის, რომელშიც შედის "ინსტინქტებიცა" და "ევოლუციაც" (ინსტინქტების შემდეგი ნაწილი) - გაუმჯობესებული ვერსიები. თამამად ჩაიწერეთ მოცემული პროდუქტი, დატკბით კუნძულზე არსებული ატმოსფეროთი და ტერორით.

>>>

© blankbansheee

Riddick
Posts: 11696

Far Cry : Instincts (Xbox) Review

Unread post#2 » 19 May 2015 09:57

open world-ის გარეშე წარმოდგენილ Far Cry-ზე როცა ლაპარაკოპ რაღაც საერთოდ გაუგებარი და უფუნქციო პოლონური შუთერი მიდგება თვალწინ. არადა თანამედროვე სერიები რო დავიკიდოთ სადაც თავიანთი ადგილია, პირველი კიდე მომწონდა ადრე, მსგავსი ვეშებისთვის ტიპიური სიუჟეტის მიუხედავათ მაინც ქონდა რაღაც ორიგინალური და თავისი (თუნდაც ის შედარებით გახსნილი სამყარო).

ისე უცნაურია, ძირითადად თამაშობ ძველ და მეორეხარისხოვან თამაშებს, იმედია რამე რეალურად ფასეულზეც მალე გადახვალ :D წერის სტილი მომწონს, ინფორმატიულია, მაგრამ თამაშები რომლებსაც მიმოიხილავ ნაკლებად მაინტერესებს ხოლმე (პირადი გემოვნების ამბავში)

User avatar
Blankbanshee666
Posts: 183

Far Cry : Instincts (Xbox) Review

Unread post#3 » 19 May 2015 10:58

აჰა :D სამწუხაროდ შუთერებს, პლათფორმერებს და ექშენებს ვერ გავცდი, დეგრადირებული მაქვს უკვე გონება მსგავსი ტიპის თამაშებით, და + რპგ-ეებსაც ცოტა ძნელად ვეგუები, და ცოტა ცუდად ვარ ამ ჟანრთან, მაგრამ შეიძლება მიზანში 1-1 საინტერესო სტრატეგია ამოვიღო შემდეგისთვის ^^ who knows.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 109 guests