Terminator 3 : The Redemption (PS2) review, Come with me If you want to live

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
User avatar
Blankbanshee666
Posts: 183

Terminator 3 : The Redemption (PS2) review

Unread post#1 » 29 Apr 2015 02:25

>>>


დიახ დიახ არ გეჩვენებათ, 3 დღის შემდეგ ისევ დავბრუნდი მორიგი რივიუთი და მიზეზიც მარტივია, მოცემული თამაში სულ რაღაც 1 დღეში დავხურე :D სასაცილოა არა? თუმცა როგორც სახელიდან მიხვდით ეს თამაში ტერმინატორის სამყაროს ეხება, და მას გვერდი ვერ ჩავუარე რადგან ტერმინატორი და ზოგადად არნოლდი თავისი მკვლელი ფრაზებით ჩემი ფავორიტებია. აქვე მინდა დავძინო ის ფაქტიც რომ, თამაში ფილმის მიხედვითაა, (მაგრამ ოდნავ უხვევს სიუჟეტიდან) ამაზე იმიტომ ვაკეთებ აქცენტს რომ, როგორც მოგეხსენებათ ფილმების მიხედვით გამოსული თამაშების 80 % ნაგავია, და როგორც ყოველთვის არის ხოლმე პატარ-პატარა გამონათებები. სანამ უშუალოდ განხილვაზე გადავიდოდეთ, მოდით გავიხსენოთ ტერმინატორის სხვა თამაშები სხვადასხვა სათამაშო პლათფორმებზე. მე პირადად მახსოვს T2 Judgement Day - NES-ზე და სუპერ ნინტენდოზე, რომელიც საშინელი სიძნელით გამოირჩეოდა, ასევე T2 Arcade, რომელმაც არაერთი ჩემი ნაყიდი ჟეტონები შეიწირა, მაგრამ მაინც ვერ დავხურე. სეგა CD-ის ტერმინატორიც კარგია, თუმცა მომენტებში ძნელია და მდარე ხარისხით გამოირჩევა, რასაც ვერ ვიტყვით საუნდტრეკზე. თუმცა ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ძალზედ უცნაური ქროსოვერი რობოკოპისა და ტერმინატორის, რომელიც ვითამაშე სეგას და სუპერ ნინტენდოს ემულატორით. მშვენიერი გასართობი, თუმცა მარაზმული იდეა :D (ისე დავინტერესდი ბოლოს ამ ქროსოვერით, რომ ყველა კომიქსი წავიკითხე ამ 2 მანქანის შერკინებაზე). ასევე პისიზე გავიხსენოთ მშვენიერი თამაში ტერმინატორზე - Terminator : System Shock, რომელიც კარგ შუტერს გვთავაზობდა, თუმცა იყო გარკვეული პრობლემები აქაც. და ბოლოს დავუბრუნდეთ ისევ ჩვენ საყვარელ ფლეისთეიშენ 2-ს. Redemption-ამდე იყო რამდენიმე ტერმინატორი, Dawn Of Fate, რომელიც კარგი თამაში იყო თუმცა პრობლემები ჰქონდა კამერასთან. შემდეგ იყო War Of The Machines - ბეტლფილდის ცუდი იმიტაცია, Rise Of the Machines - არვიცი საერთოდ ეს ნაგავი რატომ არსებობს, და ბოლოს გამონათება ამდენ მდარე თამაშს შორის - the Redemption!

>>>

ბრძოლა იწყება!

>>>

მოცემული თამაში ფილმის მესამე ნაწილის მიხედვითაა, ასე რომ სთორის მოყოლას აღარ დავიწყებ, უბრალოდ უყურეთ ფილმს და მიხვდებით რაზეა საუბარი. (ისევ დროში უკან დაბრუნება და ბლა ბლა) როგორც თამაშის მთავარი ლიდ დიზაინერი შონ რაითი ამბობდა ინტერვიუში GameSpy-სთან - მათზე და ზოგადად თამაშის ასპექტებზე ზეგავლენა მოახდინა "ჯეტეას" მესამე ნაწილმა, თუმცა ისინი ფრთხილობდნენ რომ ტერმინატორის ეს ნაწილი არ დაემსგავსებინათ "ჯეტეას" კლონს. საბოლოოდ კი Paradigm Entertainment-მა თამაშის მექანიკა პროცენტებად დაჰყო - 50 პროცენტი მოგიწევთ სხვადასხვა ტრანსპორტით გადაადგილება, 25 პროცენტი არის უბრალოდ სასროლო rail გალერეა, და კიდევ ერთი 25 პროცენტი უკვე დაფუძნებულია უშუალოდ ხელჩართულ ბრძოლაზე. ყველაზე უცნაური იყო ისიც რომ, თამაშში იქნებოდა ე.წ. მისიის ტაიმერები, რომლებიც განსაზღვრავდა თქვენს პროგრესს თამაშში, ვერ მოასწრებდით დროში გასვლას, და ვერ გახსნიდით სხვა ტურებს. კიდევ კარგი, რომ ეს საშინელი ნიუანსი აფხიკეს თამაშის ფინალური ვერსიიდან. მაგრამ ტაიმერი ისევ და ისევ დატოვეს, არა არა ნუ გეშინიათ ის არაფერს არ საზღვრავს აქ. უბრალოდ ტერაბაიტების გარკვეულ ოდენობას, რომელსაც შესაბამისად დახარჯავთ სხვადასხვა აპგრეიდებზე. ყველაზე კარგი და გასახარებელი ფაქტი არის ის რომ, თვით ტერმინატორი ჩვენმა არნიმ გაახმოვანა, და თუ თამაშის დროს გამუდმებით დააჭერთ L2-ს, თქვენ გაიგონებთ მის საფირმო ფრაზებს, რომელიც ალბათ სულ 15-ია? არვიცი. ყოველშემთხვევაში დაიღლებით ერთი და იგივე ფრაზების მოსმენით :D წარმოიდგინეთ სათამაშო რომლის პატარა თოკს გამოწევთ და ის ლაპარაკობს, ზუსტად ასეა აქ ტერმინატორიც. მაგრამ ბოლოს და ბოლოს არნის ავსტრიულ აქცენტზე კარგს რას მოუსმენს კაცი? როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, თამაში მართლაც გამონათება იყო სერიებში და საკმაოდ ბევრი პოზიტიურადაც კი შეხვდა, თუმცა არაფერია იდეალური. რამდენი პლიუსიც აქვს Redemption-ს, იმდენი მინუსიც აქვს ამავდროულად. კი თამაში მრავალფეროვანია, გვაძლევენ უფლებას ვატაროთ პოლიციის მანქანები, T1 ტიპის რობოტები, პიკაპები "პულიმიოტებით", მოტოციკლეტიც, რაც არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას. წარმოიდგინეთ რა ეპიკურია როცა მიქრით T1-ზე, განადგურებულ ლოს-ანჯელესში, უვლით ადამიანის თავის ქალებს, და ირგვლივ დაგტრიალებთ ათასი მფრინავი რობოტი და წინ ტერმინატორები გიღობავენ გზას, - ბაც! თქვენ მას ეჯახებით, ხტებით ტრამპლინზე და ეშვებით ოდნავ დანგრეულ ხიდზე, მადევარ მტერს კი უკან იტოვებთ. დიახ დიახ, ასეთი მომენტები თამაშში ბევრია. მაგრამ მთლიანი პროდუქტის ფორმულა ასეთია - ფეხით სიარული - მიდევნება - მიდევნება - მიდევნება - ფეხით სიარული - მიდევნება - მიდევნება - ფეხით სიარული - ბოსი. რაც იმაზე მეტყველებს რომ მრავალფეროვნებასთან ერთად გეიმფლეი განმეორებადი ხდება და მოსაწყენი.

>>>

თუ თქვენ ფილმის და სამყაროს ფანი არხართ, მაშინ ეს თამაში თქვენზე ვერაფერ შთაბეჭდილებას მოახდენს, და თუ მაინც ფილმები ძალიან გიყვართ როგორც მე, ამ შემთხვევაშიც არ დარჩებით მოგებულნი. ამას ემატება არარეარული და სასაცილო სიძნელე. ერთ ტურში შეიძლება სამუდამოდ დარჩეთ, თუ კატის რეაქციები და სწრაფი რეაგირების უნარი არგაქვთ. რამდენიმე ტურში კი თაიმინგიცაა გამოყენებული. ვერ მოასწარი დროზე შეხტომა ტრამპლინზე? - ჰაჰ, T-X-მა ჯონ კონორი და ქეთრინ ბრუსთერი მოკლა და მომავალს ვეღარ შეცვლი. ამ ტექსტის წაკითხვა საკმაოდ ბევრჯერ მომიწია, მაგრამ ამდენი წვალება-ტანჯვა, დამცირება, გინება და ლანძღვა ბოლოს დამიფასდა - თამაში დავხურე, და გავხსენი სრულიად უაზრო კონცეპტ-არტები, და პატარ-პატარა ბონუსები. მთლიანი გეიმფლეი კი სულ რაღაც 4-5 საათია, არც მეტი არც ნაკლები. კარგი იქნებოდა ეს სასაცილო სირთულე ოდნავ რომ დაებალანსებინათ. იმის მაგივრად რომ გაერთო თამაშით (რაც მისი უმთავრესი მიზანია), პირიქით იგი საშინელ აგონიაში და წამებაში გაგდებთ (რაც თამაშის უმთავრეს მიზანს სცილდება). რაც შეეხება ტრანსპორტის ტარებას - აქ იგი მშვენიერია, უცბად თავს იგრძნობს არკადებში, სადაც ყველაფერი სწრაფია ხოლო თითო რობოტი რომელიც მოგდევთ კვადრატშია აყვანილი და 5ზე მრავლდება, რაც იწვევს თქვენი ენერგიის გამოლევას და ბაც! კითხულობთ ტექსტს იმაზე თუ როგორ ვეღაც შეცვლით მომავალს. მაგრამ მთლიან ჯამში ტრანსპორტის მომენტები ინარჩუნებს თავის დინამიურ და სწრაფ რიტმს. ის რაც თამაშის ჩასადები ყუთის უკან აწერია ტერმინატორს - "Tons Of Action and Dinamic Gameplay!"-ს სტილში, სრულიად ვამართლებ, იგი მართლაც გადმოგვცემს აუარებელ ექშენს.

>>>

ო დამავიწყდა მეთქვა, თამაში ისეთი ძნელია რომ უკვდავების კოდითაც კი ვერ გახვალთ რამდენიმე ტურს! კერძოდ კი გაწამდებით სკაინეტის ტუნელების ტურში, სადაც ჩვენს არნის ევალება, გამოაღწიოს იქიდან სანამ დროა, წინააღმდეგ შემთხვევაში ტემპერატურა 800 გრადუსამდე (მაქსიმალური ტემპერატურა) ავა, ტურბინები ისევ ჩაირთვება და ტერმინატორი შეიხრუკება. ხელჩართული ბრძოლები ამ თამაშის სუსტი ნაწილია. პირველივე ტურში გვთავაზობენ სხვადასხვა კომბოების ჩამონათვალს, რომლის აზრსაც მე ვერ ვხედავ, რადგან მთელი თამაშის განმავლობაში იმ ჩამონათვალიდან მხოლოდ 2 დარტყმას ვიყენებდი. არნის შეუძლია მიწიდან ამოაძროს რაიმე ჩარჭობილი ნიშანი და ტერმინატორთან ჩხუბის დროს, გაურჭოს მას და ელექტროენერგია მიიღოს, რათა დაიმუხტოს (ენერგია ამ შემთხვევაში სიცოცხლეა). სხვა მხრივ კი, hand-to-hand კომბატი კი ტერმინატორთა გაწელილ და ნელ რესლინგს უფრო გავს ვიდრე რეალურ ჩხუბს :D ვინაიდან ჩემმა xbox-მა არანაირად არ იკადრა მოცემული თამაშის გაშვება (2 დისკი გავაფუჭე ამ მცდელობებში -_-), გადავწყვიტე ჩამეწერა ფლეისთეიშენ 2-ზე და კომფორტულად მეთამაშა. მაგრამ დუალშოკის ჯოისტიკზე, ანალოგებით დამიზნება აქ ფაქტიურად არარეალურია და ძნელია დასამორჩილებლად. იქსბოქსის პლიუსი კი სწორედ რბილ და ადვილად სამართავ ანალოგებშია. პრინციპში ps2-ს ვერსიაზე სხვა არაფერი საყვედური მაქვს.

>>>

როგორც დასაწყისში ვთქვი, თაიმიგი დარჩენილია, მაგრამ ეს განსაზღვრავს თქვენს ტერაბაიტებს, რომელთაც სხვადასხვა აპგრეიდებზე გახარჯავთ - სკანერის გახანგრძლივებულ ჩვენებაზე, დატენვის სისწრაფეზე და ა.შ. რაც შეეხება ქათსინებს, კარგი სვლაა ფილმების ნაჭრების და დარენდერებული როლიკების ერთმანეთში შერევა. მაგრამ მთელი თამაშის განმავლობაში გექმნებათ შთაბეჭდილება რომ არნოლდით მხოლოდ ძალიან ცოტახნით ითამაშეთ, დანარჩენი ნაწილი კი დევნაში და "პერესტრელკებში" გაატარეთ :/ გრაფიკა თამაშში ნორმალურია, განსაკუთრებული არაფერი, მომენტებში კარგად ჩანს როგორ ინგრევა შენობები, მაგრამ 2004 წლისთვის მსგავსი გრაფიკა ოდნავ მოძველებულად გამოიყურება. ვიზუალების მხრივ იქსბოქსის ვერსია მშვენიერია. საუნდთრექებზე ვერაფერს ისეთს ვერ ვიტყვი რადგან დიდი შთაბეჭდილება არც მოუხდენია. რათქმაუნდა თამაშის დაძაბულ რიტმს კარგად ჰყვება ხოლმე, მაგრამ მაინც დიდი ვერაფერი - არც კარგია და არც ცუდია ამავედროს.

>>>

***

ნუთუ ასეთი საშინელი ნაწილი გამოდგა Redemption? კი და არა. მშვენირი ბოევიკი, და მშვენიერი თამაში ფილმის მიხედვით, დატვირთული ექშენით, აფეთქებებით, სროლებით, გადარბენ-გადმორბენებით, არნოლდის ეპიკურობით, მისი ავსტრიული აქცენტით. მაგრამ მოსაწყენი და განმეორებადი გეიმფლეი, არნახული და სასაცილო სიძნელე და ცუდი კომბატი. მასთ-ჰევ თამაში მაგრამ ისიც და ისიც მხოლოდ ფილმის ფანებისთვის. მთლიან ჯამში ამ ყველაფერზე თვალი დავხუჭე და ასე და ამგვარად თამაშით გარკვეულწილად ვისიამოვნე.

© blankbansheee

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 49 guests


cron