Crash Of The Titans, PSP review

თემების ფორმატები # საერთო შთაბეჭდილება # მიმოხილვა # ანალიზი # სერიის რეტროსპექტივა # სხვა
User avatar
Blankbanshee666
Posts: 181
Contact:

Crash Of The Titans

Unread post#1 » 12 Apr 2015 02:50

>>>

დავბრუნდი ისევ 1 კვირის დაგვიანებით და დღევანდელი რევიუ არამგონია მთლად რეტროსპექტივა იყოს, მიუხედევად იმისა რომ თამაში 2007 წელს გამოვიდა, მაგრამ მაინც. მოკლედ, დღეს ჩვენ "გავკვეთავთ" ქრეშის მეექვსე ნაწილს ფრენჩაიზში, სახელად - "Crash Of The Titans". მემგონი არ არსებობს ადამიანი პლანეტაზე რომელმაც ქრეშ ბენდიქუდი არ იცის ან არ გაუგია მასზე არაფერი. დინგოს მსგავსი ცხოველი (ალბათ? დღემდე ვერ "დავამუღამე" რა ცხოველია :D ) რომელიც გამოირჩეოდა ბზრიალითა და კრისტალების სიყვარულით. მისი არაფრისმთქმელი, მხიარული და გაბრწყინებული სახე კი ყოველთვის დადებით ემოციებს იწვევდა ჩვენში. ხო რაც შეეხება რივიუს, მიმოვიხილავ უბრალოდ პსპ-ს პორტს, რადგან იმ მომენტისთვის არმქონდა ფლეისთეიშენ 2, მაგრამ განსხვავება პსპ-ს შორის მხოლოდ ვიზუალური მხარეა და ოდნავ სუსტი ქო-ოფ მულთიფლეიერით, თუმცა ჩემ მეგობართა წრეში პსპ არავის აქვს, ასე რომ მულთიფლეერის დატესტვა ვერ გამოვიდა. ბევრი რომ აღარ გავწელოთ, გადავიდეთ საქმეზე.
ზოგჯერ ტიტანებიც ცდებიან


>>>

ვინაიდან ეს ჩემი პირველი რევიუა ქრეშზე, თქვენის ნებართვით, ცოტახნით გადავეშვათ წარსულში და გავიხსენოთ ქრეშ ბენდიქუთი. ბავშვობაში საკმაოდ მომხიბლა ქრეშმა, და მისმა თავგადასავლებმა, დინამიურმა გეიმფლეიმ და ხასხასა გრაფიკამ. მშვენიერი სათავგადასავლო თამაში და ამავედროს ფლეისთეიშენ 1-ს ექსკლუზივი. თუმცა იმდროს პარარელურად სუპერ მარიო 64-ც გამოვიდა, რომელმაც ფაქტიურად პატარა რევოლუციაც კი მოახდინა, თუნდაც ბუშტები და თევზები წყალში, და ლეველთა კარგი დეტალიზაცია. მართალია ამ პერიოდს ვერ მოვესწარი თუმცა, ორივეს თამაში მერგო წილად. (მაგრამ ეს სხვა თემაა უკვე). ყოველთვის ვერ ვიტანდი იმ ტურს როცა დრაკონი, ან ქვა მომდევდა, და კამერა იცვლებოდა წინა ხედით, ვუყურებდი ქრეშის გაბრწყინებულ სახეს, რომელსაც შიშის ნატამალიც არ ეტყობოდა და მიწევდა ჩეკპოინტამდე მირბენა, რამდენიმე ცდის შემდეგ.ეგვიპტის ლეველებიც სახალისო და საინტერესო იყო, გატენილი ნეო კორტექსის ბიუსტებით, ქანდაკებებითა და ფრესკებით.მოტოციკლეტზე რეისინგის ტურიც საინტერესო და სახალისოც იყო, თუმცა ორმოები და პოლიციელთა მანქანები ყოველთვის მიმწარებდა სიცოცხლეს. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, ქრეშ ბაშმაც, და ჩვენმა გმირმა მრავალი ვიზუალური ტრანსფორმაცია განიცადა, საუკეთესოდან უარესობისკენ. "ტიტანების" ნაწილში კი, ჩვენ ქრეში საკმაოდ შეცვლილია ვიზუალურად, და ხელზე ტატუებიც კი აქვს. ბევრმა უარყოფითად მიიღო ქრეშის ასეთი სახეცვლილება, ბევრმა ნეიტრალურად შეხედა ამ ამბავს, მაგრამ რას ვიზავთ, რათქმაუნდა ისევ ის დინგოს მსგავსი ცხოველი რომელსაც ბავშვობაში მივეჩვიეთ ვერ იქნება, მაგრამ ცოტა ახალი ინტერპრეტაციაც არ გვაწყენს მეგობრებო. (:ჩახველება: ახალი DMC-ს დანტე :ჩახველება:) მოცემულ ნაწილში, ჩვენმა ქრეშმა ჩხუბიც ისწავლა, და "Jacking"-ის ტექნიკა, რომელიც უცბად ჯეტეას გაგახსენებთ :D ოღონდ ამ შემთხვევაში ჩვენ სხვადასხვა მონსტრების "დაპყრობას" შევძლებთ ამ ტექნიკით. აგრეთვე გზა და გზა ჩვენ შევაგროვებთ ე.წ. სუბსტანციას, სახელად - "მოჯო", რომელზედაც არის თამაშის სთორი დაფუძნებული, და ასევე გვეხმარება გავხსნათ სხვადასხვა ახალი ილეთები.

>>>

შესაძლოა რამდენიმე ახალი ილეთის გახსნის შემდეგ, ქრეშის კომბატი ცოტა განმეორებადი და მოსაწყენიც მოგეჩვენოთ. ხო ბევრმა ისიც თქვა, რომ თამაში საკმაოდ მოკლეა, მაგრამ 20 ჩეფთერი არც ისე მოკლეა ქრეშისთვის ჩემი აზრით. რაც შეეხება პერსონაჟებს, ახალს არავის ვიხილავთ, დაბრუნდება 9 პერსონაჟი წინა ნაწილებიდან, ესენია: თვით ქრეში, კოკო ბენდიქუთი, ქრენჩ ბენდიქუთი, აკუ-აკუ, უკა-უკა, ნეო კორტექსი, მისი კიბორგი ძმისშვილი ნინა კორტექსი, დოქტორი ნ.ჯინი, ვეფხვი Tiny, და დინგოდაილი (ოღონდ მხოლოდ Nintendo DS-ს ვერსიაში). რაც შეეხება სთორის, ის დიდი ორიგინალურობით ნაღდად არ გამოირჩევა: დოქტორ ნეო კორტექსს სურს ამ ახლად აღმოჩენილი სუბსტანციის - მოჯოს მოპარვა, რომ შექმნას მუტანტების/ჰიბრიდების არმია და დაიპყროს მსოფლიო. ამ გეგმის უკან კი, რა ძნელი გამოსაცნობიც არ უნდა იყოს დგას - უკა უკა. კორტექსი იტაცებს კოკოს და აკუ-აკუს, (თუმცა ქრეში მოახერხებს რაღაცნაირად აკუს დახსნას) და ჩვენი თავგადასავალიც იწყება. კორტექსს კი ეხმარებიან, დოქტორი ნ.ჯინი, დინგოდაილი, ნინა კორტექსი, და ვეფხვი Tiny.

>>>


Grand Theft Mutant


>>>

თამაშის სეთინგი მოიცავს 20 ლეველს რომელსაც მეორენაირად ჩეფთერები ქვია, რომელთა თითო სახელწოდებაც რაიმე გარკვეულ პოპ-კულტურის ნაწილს გაგვახსენებს (მაგ. "The Blizzard of Claws" რომელიც "Wizard Of Oz"-ს გაგვახსენებს და ა.შ.) მთლიანი 20 ლეველი ტრიალებს 5 ლოკაციის ირგვლივ, ქრეშის homeland ვუმპა აილენდზე. ჩვენ მოგვიწევს გავიაროთ ჯუნგლები, შახტები, აგრეთვე გავიაროთ ლავის ლეველებიც, დოქტორი ნ.ჯინის რაკეტების ფაბრიკა, რომლის ფორმაც თავისუფლების ქანდაკებას მოგვაგონებს. ნუ საბოლოოდ ჩვენ შევაღწევთ ნინას და ნეო კორტექსის ბაზაში, და ფინალური მომენტები უკვე ხდება მათ შედევრში, რობოტში სახელად - Doominator. როგორც შესავალში ვახსენეთ ამ ნაწილში აქცენტი გაკეთებულია უფრო ინოვაციურ მექანიკაზე - "Jacking"-ს ტექნიკაზე, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვმართოთ სხვადასხვა ჰიბრიდი/მუტანტები. მაგრამ ერთი შეხედვით ეს არც ისე ადვილი ჩანს როგორც გგონიათ. პირველ რიგში მუტანტს უნდა ვებრძოლოთ მანამ, სანამ იგი არ დარეტიანდება, და შემდეგ სწრაფად უნდა მივვარდეთ, დავაჭიროთ წრეს, ქრეში მივარდება ახტება, და აკუ-აკუს ნიღბის ჩამოცმის შემდეგ, ჰიბრიდი ჩვენს ხელშია. დეველოპერების ფანტაზია საკმაოდ მრავალფეროვანი აღმოჩნდა და ჩვენ მოგვიწევს ისეთი მუტანტების "ტარება" როგორებიცაა მაგალითად: Scorporilla (გორილას და მორიელის ჰიბრიდი), Magmadon (ლავის მუტანტი, კუს და მაგმას მატერიის ჰიბრიდი), Shellephant (სპილოსა და კრაბის ჰიბრიდი) და ა.შ.

>>>

რა ძნელი მისახვედრიც არ უნდა იყოს, თითოეული ჰიბრიდი ერთმანეთისგან განსხვავდება ფუნქციებით, მაგალითად Snipe-ს შემთხვევაში, შეგვიძლია გადაადგილების ფუნქციასთან ერთად, მოწამლული darts-ების სროლა, რაც დაგვეხმარება მიუწვდომელ ადგილებში ჩასაფრებული მოწინააღმდეგეების მოკვლაში. თუ Goar-ს "მოვიტაცებთ" მაშინ, შეგვეძლება ქვების და დიდი ჭიშკრების განადგურება. ყოველ მუტანტს გააჩნია თავიანთი უნიკალური სპეშელ დარტყმები, სტანდარტულ ილეთებთან ერთად. თითო ლეველის რიფლეიბილითი რომ გაიზარდოს, დამატებულია პატარა მინი-მისიები, რომელიც მოითხოვს მოწინააღმდეგეთა საკმარისი რაოდენობის დახოცვას, კომბოების დაგროვებასა და 3 დამალული კორტექსის რობოტის განადგურებას. წარმატების შემთხვევაში კი ვხსნით სხვადასხვა ვუდუ-თოჯინას, რომელიც დატვირთულია საინტერესო და ლამაზი კონცეპტ-არტებით. ლეველის გარკვეულ ნაწილში კი შეგვხვდება მოჯოს პორტალი, რომელიც შემოგვთავაზებს მინი-თამაშს - "დაამტვრიე ამდენი და ამდენი ყუთები გარკვეულ დროში"-ის სტილში, და ჯილდოდ ისევ ვუდუ-თოჯინას ვიღებთ. 25,000 მოჯოს მოგროვების შემთხვევაში კი თამაში 1 სიცოცხლეს გვჩუქნის. არა აქ ქრეში ეგრევე 1 დარტყმაში არ კვდება, მას აქვს თავისი Life-bar-ი რომლის ჩაცლის შემთხვევაში ვკარგავთ 1 სიცოცხლეს. მოჯოს ფუნქცია კიდე შემოიფარგლება იმით რომ, გარკვეული რაოდენობის მოჯოს აღების შემდეგ ჩვენ ვხსნით სხვადასხვა ილეთებს, ვაძლიერებთ ბზრიალის დროს, და სიცოცხლეს. ნიღბის აკუ-ს ფუნქცია არის ფარი - თავდაცვითი ფუნქცია დარტყმების მოსაგერიებლად, "Jacking"-ის ფუნქცია და სნოუბორდის ფუნქცია, რითიც შეძლებთ ისრიალოთ და უფრო სწრაფად გადაადგილდეთ ლეველში.

>>>

მოწინააღმდეგეები არ წარმოადგნენ არავითარ სიძნელეს, რამდენიმე დარტყმა მათ ეგრევე კლავს, თუმცა ისინი ცალ-ცალობით არ მოდიან, არამედ ჯგროდ. ლეველები ისევ ლინეალურია თუმცა ლამაზი დეტალიზაციით, პალმებით, ბუჩქებით, აბიბინებული ბალახით. დასაწყისში ვახსენეთ რომ ქრეშის კომბატი ცოტახნის შემდეგ მოსაწყენი ხდება და ეს ასეცაა, რამდენიმე ახალი ილეთის გახსნის შემდეგ, ჩვენი დინგოსმაგვარი არსება ერთი და იგივე ნაირად იქნევს მუშტებს და წიხლებს. ნუ ვიზუალებს რაც შეეხება, ყველამ იცით პსპ-ს გრაფიკული შესაძლებლობები, ასე რომ სუპერ HD გრაფიკას ნაღდად არ უნდა ველოდოთ, ხოლო ფლეისთეიშენ 2-ს და იქსბოქს 360-ს ვერსია კი ლამაზ და კარგ ვიზუალურ მხარეს გვთავაზობს. მქონდა რაღაც პატარ-პატარა პრობლემები კამერასთანაც, რომელმაც დამტანჯა, და პლათფორმინგი შემაძულა, თუმცა ამის გამო ნაღდად არ დამკარგვია "მუღამი" და ხალისი, პირიქით მთლიანობაში თამაშით ვისიამოვნე.

>>>


***

მთლიანობაში ვიტყოდი იმას, რომ "ტიტანების შეტაკება"-ში აქცენტი უფრო გაკეთებულია Heavy-combat-ზე, და განიცდის წინა ნაწილების სტილის ნაკლებობას, თუმცა მთლიანი ჯექინგის კონცეპტი საკმაოდ საინტერესოა და შეიძლება ითქვას ინოვაციურიც. ქრეშის ქარიზმატულობა ისევ ადგილზეა, რომელსაც ასევე ემატება პერსონაჟთა სასაცილო დიალოგებიც, რაც ნაღდად არ მოგაწყენთ. ჰო ნუ მუსიკა თითქმის არაა დასამახსოვრებელი, დახურვიდან 10 წუთში დაგავიწყდებათ, მაგრამ ასეა თუ ისე, ტიტანთა შერკინება შემოგთავაზებთ დაუვიწყარ თავგადასავალს, რომელიც რამდენიმე საათით გაგართობთ.

© Blankbansheee

Riddick
Posts: 9460
Contact:

Crash Of The Titans

Unread post#2 » 12 Apr 2015 14:58

დინგოს მსგავსი ცხოველი (ალბათ? დღემდე ვერ "დავამუღამე" რა ცხოველია :D )

მე მელია მეგონა ყოველთვის ))

ისე ამ ნაწილზე არაფერი არ ვიცოდი, მარა ძველი სერიები ძალიან მიყვარდა (ალბათ როგორც ყველა იმ დროინდელ გეიმერს)
https://coub.com/view/24rzbh

User avatar
Blankbanshee666
Posts: 181
Contact:

Crash Of The Titans

Unread post#3 » 12 Apr 2015 18:38

ჰო მეც :D კი ახალ ქრეშებს არაუშავს. თუ არ დამეზარა ვითამაშებ სხვა ნაწილებსაც და შემოგთავაზებთ რევიუს

User avatar
SLaYeR
Posts: 4845
Contact:

Crash Of The Titans

Unread post#4 » 12 Apr 2015 18:46

Naughty Dog-ის მერე მე აღარ მომწონს ქრეში. მარტო Crash bash იყო კარგი ისაც იმიტო რო მინი გეიმებით არის აწყობილი და კარგი გასართობია.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Blankbanshee666
Posts: 181
Contact:

Crash Of The Titans

Unread post#5 » 12 Apr 2015 19:07

ნუ მე ისეთ პონტში. ჰო ქრეშ ბეში კაია, Party-ს სტილში თამაში. მარიო ფართის პონტში ასწორებს.

Return to “Game Reviews”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 15 guests