God Of War (Playstation 2), ლეგენდის დასაწყისი

თემების ფორმატები # საერთო შთაბეჭდილება # მიმოხილვა # ანალიზი # სერიის რეტროსპექტივა # სხვა
User avatar
Blankbanshee666
Posts: 181
Contact:

God Of War (Playstation 2)

Unread post#1 » 25 Mar 2015 03:05

>>>

დავბრუნდი მორიგი რევიუთი მეგობრებო, ისევ 1კვირის დაგვიანებით :/ sorry guys. გარკვეული
მიზეზების გამო, პარარელურად სხვა თამაშებსაც ვთამაშობ, და ვერ ვახერხებ ხოლმე, კვირაში რამდენჯერმე დავწერო ამა თუ იმ თამაშის რევიუ. ზოგჯერ ხდება ისეც რომ, 1 კვირა პს2-ის თამაშებს ვუთმობ, 1კვირა კი პსპ-ს, ან რამე 2003-2004 წლის შუთერს გადმოვწერ, და რამდენიმე საღამოში ვამთავრებ. ასეა თუ ისე, დღეს რეტროსპექტივას არ შემოგთავაზებთ, მაგრამ გულს ნუ გაიტეხთ ჩემო ერთგულო მკითხველებო, მინდა წარმოგიდგინოთ პს2-ს უკვდავი მასთ-ჰევ, ჰიტი თამაში - God Of War. არ არსებობს ადამიანი რომელმაც ამ თამაშის შესახებ არაფერი იცის, ან არ გაუგია. 2005 წლისთვის ეს საკმაოდ საინტერესო, და ერთ-ერთი წარმატებული თამაში გამოდგა. ქარიზმატულმა კრატოსმა კი მრავალი გეიმერის გულში მოიპოვა სიმპათია, და ღირსეული ადგილი დაიმსახურა სხვა ცნობილი პერსონაჟების გვერდით. ინოვაციას მოცემული პროდუქტი არ გვთავაზობდა, თუმცა სეთინგს, ატმოსფეროს, სთორის და პერსონაჟებს ფაქტიურად მთლიანი თამაში ეკავა. მაშ ასე, ბევრს არ შეგაწყენთ და ერთად ავხადოთ ფარდა ძველ ბერძნულ გამოცანებს და საიდუმლოებებს.

>>>

ყველაზე ხანგრძლივი სუიციდი


>>>

ერთის მხრივ, კრატოსის პერსონაჟი შეიძლება მაქს პეინსაც შევადაროთ (ამავე სახელწოდების თამაშიდან), ორივე ცდილობს სუიციდს მთელი თამაშის განმავლობაში, ორივეს წაერთვა ოჯახი, და ორივე ცდილობს შური იძიოს და გაანადგუროს ყველა ცოცხალი ვინც მას ირგვლივ გადაეღობება, თუმცა მეორე მხრივ ნუ დაგვავიწყდება ის ფაქტი რო კრატოსისგან განსხვავებით მაქსს, უბრალოდ ოჯახი მოუკლეს. ხოლო კრატოსმა ისინი შემთხვევით მოკლა საკუთარი ხელებით. მაგრამ საბოლოო ჯამში ორივე იმედგაცრუებული და სასოწარკვეთილია და ცდილობენ შური იძიონ. ასე და ამგვარად, ჩვენი კრატოსი გაემგზავრება შურის საძიებლად, კერძოდ კი - არესის მოსაკლავად. რაც შეეხება სეთინგს - ომის ღმერთი გვთავაზობს ძველი საბერნეთის ალტერნატიულ ვერსიას, რომელიც დასახლებულია ძირითადად ტიტანებით, ოლიმპოს ღმერთებით, და სხვადასხვა ქმნილებებით ბერძნული მითოლოგიიდან. თამაში ვითარდება Chains Of Olympus და Ghost Of Sparta-ში მომხდარ მოვლენებს შორის. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გვხვდება როგორც რეალური ადგილები (ეგეოსის ზღვა, ათენას უძველესი ქალაქი, ოლიმპოს მთა), ისევე გამოგონილი ადგილები (დაკარგული უდაბნოს სულები, ჯოჯოხეთი, პანდორას ტაძარი). ეგეოსის ზღვა (საიდანაც ვიწყებთ თამაშს) მოიცავს სხვადასხვა დანგრეულ ხომალდებს, და ბრძოლას ჰიდრასთან. ათენის ქალაქი კი, საბრძოლო მდგომარეობაში გვხვდება, არესის თავდასხმის გამო, ხოლო ქალაქის მიღმა კი გვხვდება დაკარგული სულების უდაბნო. პანდორას ტაძარი თქვენი მეორე სახლი გახდება, ვინაიდან, თამაშის 50-60 %ს აქ გავატარებთ. თვით ტაძარი კი შედგება 3 ნაწილისგან : პირველი ეს არის ტიტანი - ატლანტის ნაწილი, მეორე არის ღმერთ პოსეიდონის და მესამე - ჰადესის. (ჯოჯოხეთის მბრძანებლის). შემდეგი ლოკაცია - ჯოჯოხეთი, სულისშემძვრელი ადგილი, სავსე აგონიებით, კვნესებით, განწირული ყვირილებით და მოწინააღმდეგეთა ოდნავი შეცვლილი, ცეცხლოვანი ვერსიებით. ფინალური ლოკაცია კი ისევ ათენას ქალაქია, სადაც ვებრძოლებით თვით არესს, ოლიმპოს მთაზე. როგორც ხედავთ, ომის ღმერთს საკმაოდ საინტერესო ლოკაციები აქვს, ისევე როგორც სეთინგი, რაც სლეშერისთვის სწორედ ის არის რაც მას სჭირდება - კარგი სეთინგი და ატმოსფერო.

>>>

შეიძლება ითქვას რომ, კრატოსი აკმაყოფილებს სლეშერისთვის დამახასიათებულ კრიტერიუმებს. ხო, რაც შეეხება ჩვენს პროტაგონისტს, იგი იმ სპარტელ მეომრებს მიეკუთვნება, რომელთაც ბავშვობაში საკმაოდ მკაცრად ექცეოდნენ, და გამუდმებით ავარჯიშებდნენ და წვრთიდნენ, მათი დევიზი ხომ - "ფარით, ან ფარზე იყო" ბოლოს და ბოლოს. კრატოსი ნელნელა დავაჟკაცდა და თავიც გამოიჩინა უამრავ ბრძოლაში. მისი "ყველაფერი მკიდია, მე ჩემ მიზანს უნდა მივაღწიო, დამეხმარე თუ შეძლებ, თუარადა გამეცალე" დამოკიდებულება ნათლად ჩანს ქცევებიდან და ლაპარაკის მანერიდანაც - იგი გამუდმებით გაბრაზებულია, ყვირის და იქ სადაც სიტყვა არ ჭრის, მისი ქაოსის ხმლები საუკეთესო გამოსავალია. შეუპოვარი სპარტელი მეომარი უკან არაფერზე იხევს, მიუხედავად იმისა რომ, თამაში სწორედ მისი პირველი ფრაზით იწყება :"ოლიმპოს ღმერთებმა მიმატოვეს, ყველა იმედი გადაწურულია", რომელიც დაგაფიქრებთ - როგორ? ასეთი ბრუტალური ადამიანი, უცბად, საწყალ და უსუსურ არსებად გადაიქცევა?, რომლისთვისაც სუიციდი, გაქცევა და დახსნაა, იმ 10 წლიანი ტანჯვისგან, კოშმარებისგან რომელიც მას არ ასვენებდა. და აი, ბოლო ნაბიჯი და ის უფსკრულში ეშვება, რათა დაასრულოს ეს ყველაფერი, წერტილი დაუსვას ამ საშინელებას და განისვენოს...მაგრამ სანამ კრატოსი ეშვება უფსკრულში და ცდილობს დაისვენოს, მოდით გადავახვიოთ დრო უკან და ვნახოთ რა მოხდა 3 კვირით ადრე.

>>>

არესის "საჩუქარი"


>>>

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, კრატოსი ერთ-ერთი გამოჩენილი და ძლიერი მთავარსარდალი იყო, რომელსაც მრავალი ბრძოლა ჰქონდა მოგებული, თუმცა ერთ-ერთი ასეთი ბრძოლის დროს, სადაც სპარტელები და ველური ტომები შეერკინენ ერთმანეთს, სპარტელებმა მოულოდნელად უკანდახევა დაიწყეს და ომი ლოგიკურად, ველურების გამარჯვებით დამთავრდებოდა, თუმცა კრატოსმა დროულად მოასწრო არესის (ბრძოლის ღმერთის) გამოძახება და თხოვა დახმარება. არესიც დათანხმდა, თუმცა ანგარებით რათქმაუნდა. მან ჩვენ გმირს უბოძა "ქაოსის ხმლები" სპეციალურად მისთვის დამზადებული, ტარტარუსის ცეცხლში გამოწრთობილი, და ბრძოლაც მოაგებინა, მაგრამ იმ პირობით, რომ დღეიდან იგი მისი ყურმოჭრილი მონა იქნებოდა და მას ემსახურებოდა სიცოცხლის ბოლომდე. სხვა გზა არ იყო, და სპარტელი მოკვდავი დათანხმდა. ერთხელაც, ჩვენმა არესმა უბრძანა კრატოსს გაენადგურებინა ერთი პატარა სოფელი, სადაც მათი მკვიდრები მხოლოდ ათენას სცემდნენ თაყვანს. კრატოსი რის კრატოსია ბრუტალობის და სისასტიკის გარეშე? სოფელი დედაბუდიანად გადაწვა, დახოცა საკმაოდ ბევრი მაცხოვრებელი, და ამ ხოცვა-ჟლეტვაში მას შემოაკვდება მისთვის ყველაზე ახლობელი, ძვირფასი ადამიანები - ცოლ-შვილი. (აქ ფონად მოუხდებოდა მაქსის განწირული ყვირილი - NOOOOOOO!!) როგორც ხდება ხოლმე, მან ბოლოს გაანალიზა ჩადენილი დანაშაული და ემოციებიც გამოხატა სიტუაციისდა მიხედვით, თუმცა თავადაც იცით რომ ეს ყველაფერი გვიანი იყო.

>>>

მაშინ კრატოსმა დაარღვია მოცემული პირობა, და გადაუსვა ხაზი ყველაფერს, დაიფიცა რომ შურს იძიებდა აუცილებლად და არესს ეს სიცოხლის ფასად დაუჯდებოდა. რათქმაუნდა ამას არავის მოუთმენდა, და იგი ციხეში გამოამწყვდიეს, ბნელ, მიწისქვეშა საკანში. და აი! შეუპოვარმა სპარტელმა გამოაღწია საკნიდან, და დროა ყველამ პასუხი აგოს! ამასობაში არესის არმია უტევს ათენის ქალაქს და იწყება სიკვდილ-სასიცოცხლო ომი. ჩვენი პროტაგონისტი კი გააპობს ეგეოსის ზღვას და მოემართება ათენისკენ, ოლიმპოს ღმერთების დავალებით, რადგან თუ იგი არესს მოკლავს, მას ჩადენილი ცოდვები გაუნულდება. ქალაქში იგი ნახავს, ათენის წინასწარმეტყველს, რომელიც ეტყვის რომ, არესის დამარცხება შეიძლება მხოლოდ პანდორის ყუთში ჩაბეჭდილი ძალით. ერთადერთი სიძნელე რაც მას დააბრკოლებს, არის - პანდორას ტაძარი, მუდმივად გადაადგილებადი შენობა, ზევსის მამის - კრონოსის მხრებზე განლაგებული. რაოდენ ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს, კრატოსი გაივლის პანდორას ტაძარის ყველა დაბრკოლებას, მახეებს, მოიპოვებს პანდორას ყუთს, დაამარცხებს არესს, და მადლობის ნიშნად ღმერთები მას, ახალ ომის ღმერთად აღიარებენ და ღირსეულ ადგილს მიუჩენენ ოლიმპოს მთაზე.

>>>

"ფარით ან ფარზე"


>>>

გეიმფლეში ომის ღმერთი არავითარ ინოვაციას არ გვთავაზობს, ვიზუალური მხარის გარდა, იგი არაფრით განსხვავდება თავისი მოძმეებისგან (Devil may Cry, Bayonetta, Gauntlet, MGR:Revengeance), პრიმიტიული Hack n' Slash მექანიკა - დახოცე მონსტრები, (სხვადასხვანაირი ფატალიტებით ამავედროს), ამოხსენი ფაზლები, გააძლიერე იარაღები და აიყვანე ყველაფერი მაქსიმუმამდე. არა, მე არ ვცცდილობ თამაშის დაკნინებას, და გაუბრალოებას, პირიქით, ყველაზე საინტერესო ისაა, რომ თამაში არ ცდილობს იმას რომ მოვიწყინოთ, მოვეშვათ და ყველაფერი მექანიკურად ვაკეთოთ, ცნობისმოყვარეობის გამო. დინამიურობა და სისწრაფე თამაშში საკმაოდ დაბალანსებულია, ასევე ლოკაციებიც მართალია ლინეალურია, თუმცა გამოსაკვლევად საკმარისი ადგილები და Secret Place-ები არი. ფატალიტების მრავალფეროვნებაც უფრო ბრუტალურს და სანახაობრივს ხდის მოცემულ პროდუქტს. რაც შეეხება კომბატს, სიძნელეებისდა მიხედვით შესაბამისად დონეც იწევს, ისევე როგორც მონსტრების/დემონების ინტელექტი. დაძაბული შერკინებების და Quick Time Event(რომლითაც ფაქტიურად გატენილია დღევანდელი თამაშების 70 %)-ების ყურება ერთი სიამოვნებაა.

>>>

როგორც სლეშერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი - იარაღების და მაგიის გაძლიერება, ომის ღმერთი ამასაც შესანიშნავად აკმაყოფილებს. მთელი თამაშის განმავლობაში ჩვენი მეგზურები იქნებიან - პირვანდელი და საწყისი იარაღი "ქაოსის ხმლები" და მოგვიანებით უკვე "არტემიდას ხმალი", რომელიც კრატოსს 2 ხელით უკავია და ძლივს დააქვს, თუმცა მე მაინც არტემიდას მახვილს გირჩევთ, ვინაიდან ის ერთ-ერთი ძლიერი იარაღია მთელ თამაშში, რომელიც გასაძლიერებლად საკმაოდ ბევრ orb-ს მოითხოვს. ნუ ორბების სისტემას რაც შეეხება, წითლით ვაძლიერებთ ხმლებს, მაგიებს, მწვანეთი სიცოცხლე გვევსება, ლურჯით კი მაგიას. ხოლო 6 გორგონის თვალის აღებით, გვეზრდება life-bar, ფენიქსის 6 ბუმბულით კი მაგიის ხაზს. მაგია საკმაოდ მრავალფეროვანია, თითოეულ მათგანს საკმაოდ საჭირო გამოყენება აქვს, რომელიც გვეხმარება უფრო ადვილად გავმუსროთ მითოლოგიური ქმნილებები. ფაზლები როგორც ყველა სხვა სლეშერში, აქაც გვხვდება, თუმცა დიდად ტვინის ჭყლეტვას ნამდვილად არ მოითხოვს. მომენტებში ომის ღმერთი პლათფორმერადაც იქცევა, და აქ ცოტაოდენი სიფრთხილეც გვმართებს.

>>>

ვიზუალური მხარე 2005 წლისათვის საკმაოდ შთამბეჭდავია, ათენის ქალაქის ულამაზესი პეიზაჟები, სადაც არესი დააბოტებს და ვერაგულად გვიღიმის, პანდორას ტაძრის შესანიშნავი დეტალიზაცია და სხვა მნიშვნელოვანი გრაფიკული დეტალები ომის ღმერთს საკმაოდ თვალწარმტაცს ხდის. აღარაფერს ვამბობ პროფესიონალურ გახმოვანებაზე, და შესანიშნავ ეპიკურ საუნდტრეკებზე, რომელიც თქვენს მოგზაურობას ნამდვილ გმირობად გადააქცევს, და მთლიანად შეგითრევთ ძველი საბერძნეთში, შეგაგრძნობინებთ ნამდვილ ატმოსფეროს და დაუვიწყარ მოგზაურობას.

>>>

* * *


ჩვენი რივიუც დასასრულს მიუახლოვდა მეგობრებო. ახლა ღამის 3 საათია, თვალები ჩაწითლებული მაქვს, და კმაყოფილი ვარ, რომ შევძელი ამხელა ვრცელტანიანი მიმოხილვის დაწერა, ჩემთვის ერთ-ერთ საყვარელ თამაშზე - ომის ღმერთზე. საბოლოო ჯამში რა გვაქ ჩვენ? - სლეშერი, საკმაოდ საინტერესო სეთინგით, ატმოსფეროთი და დასამახსოვრებელი გმირებით. შესაძლოა რამდენიმე ფაზლმა, გადაგაფიქრებინოთ თამაში ბოლომდე მიყვანა, თუმცა დამერწმუნეთ challenge ნაკლებად იგრძნობა ფაზლებში. ასეა თუ ისე, კრატოსი ეშვება უფსკრულიდან, თუმცა არ კვდება, ვარდება ზღვაში. კეთილმა ათენამ იგი არ გაწირა და ოლიმპოში მიუჩინა ადგილი.

>>>

© blankbansheee

User avatar
SLaYeR
Posts: 4823
Contact:

God Of War (Playstation 2)

Unread post#2 » 25 Mar 2015 04:29

სთორი სასაცილოა უბრალოდ ძველბერძნულ მითებს რო შევადარო, მარა პირველი და მეორე ნაწილი მაგრად მომწონს როგორც თამაშები, შედევრი და რაღაც ნამდვილად არ არის მარა იმ დროისთვის და ზოგადად ასეთი გეიმფლეი და მოთამაშის ჩართვა ძალიან კარგი გამოდგა, რითაც ეპოქის ერთერთი ყველაზე წარმატებული და ცნობილი თამაში გახდა. Action-ის გარდა Adventure-ის მომენტებიც ბლომად მახსოვს, მინი puzzle-ები და რამდენიმეს ცოტა ხანი ვუტრიალებდი რო ვერ ვიგებდი რა მექნა, ამასობაში კი ფონებით ვტკბებოდი. ყველაზე გამორჩეული GoW-ში ჩემთვის ლოკაციები და ატმოსფეროა, რაც მუსიკას და ფონებს მოაქვს, თან უმეტესად გარე სივრცეებია და თუ გარე სივრცე არ არის ტაძრებით და სამარხებით მაინც არ მაბეზრებენ თავს, როგორც მესამეში ქნეს. მოკლედ პირველი და მეორე ნაწილი ყველაზე გამორჩეული სერიებია ჩემთვის და მესამის ვერც გრაფიკა და ვერც next gen-ზე გადატანა იგივე ეფექტს ვერ მაძლევს.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Blankbanshee666
Posts: 181
Contact:

God Of War (Playstation 2)

Unread post#3 » 25 Mar 2015 09:25

აჰა ზუსტად. ჩვეულებრივი სლეშერი პროსტა აათამაშოდ საინტერესო. ეხა მეორის თამაში დავიწყე და სიმართლე რო გითხრა მეორე უფრო მომწონს, თითქოს შევსებული ნაწილია და არაფერი აკლია. ჰო ფაზლებზე ერთი ორგან გავიჭედე მარა ბოლოს მაინც გავედი. მესამე კიდე არ მითამაშია და კიდე კაიხანი ვერ ვეღირსები ალბათ, მარა რასაც ვუყურე ნორმია რა. ახალი არაფერი. თუმცა სცენა აფროდიტესთან ეპიკია :D

Return to “Game Reviews”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 14 guests