Assetto Corsa, Your racing simulator

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
User avatar
sti228
Posts: 99

Assetto Corsa

Unread post#1 » 20 Mar 2015 17:04

>>>

დეველოპერი - Kunos Simulazioni
გამომცემელი - Kunos Simulazioni
505 Games (XONE, PS4)
დისტრიბუტორი - Steam
პლატფორმა - Microsoft Windows
PlayStation 4
Xbox One
გამოშვების თარიღი - Microsoft Windows
ადრეული წვდომა (Early Access): 2013 წლის 8 ნოემბერი
სრული ვერსია (Full release): 2014 წლის 19 დეკემბერი
PS4, Xbox One: 2016 წლის 22 აპრილი
ჟანრი - Racing simulation
რეჟიმი - Single-player, multiplayer

Assetto Corsa (იტალიურად ნიშნავს: "სარბოლო მოდიფიკაციას" - "racing setup") ეს არის sim racing-ის (კომპიუტერული თამაშების ერთ-ერთი ჟანრი: simulated racing) ვიდეო თამაში, რომელიც შემუშავებულია იტალიური დეველოპერის Kunos Simulazioni-ის მიერ. მის შექმნისას განსაკუთრებული აქცენტი გამახვილებულია რეალურ სარბოლო გამოცდილებაზე. Assetto Corsa ოფიციალურად მხარს უჭერს მძლავრ დაკონფიგურებას და დამოდინგებას (modability). თამაში პირველად გამოვიდა Steam's Early Access პროგრამის მეშვეობით 2013 წლის 8 ნოემბერს, ხოლო მისი საბლოო ვერსია (final version) კი - 2016 წლის 22 აპრილს.

Development - განვითარება

Kunos Simulazioni ქმნიდა Assetto Corsa-ს მისი წინა პროექტებიდან (netKar Pro და Ferrari Virtual Academy) მიღებული გამოცდილების საფუძველზე. ორივე თამაში აღსანიშნავია როგორც ერთ-ერთი საუკეთესო სიმულაციურ ჟანრში (simulation genre), რაც მათი მოწინავე ფიზიკის მოდელის და ავტომობილის დინამიკის დამსახურებაა. Kunos Simulazion-მა შეიძინა პრაქტიკული ცოდნა რეალურ ავტოსპორტთან მჭიდრო თანამშრომლობის მეშვეობით, რადგან R&D ოფისი განთავსებულია სარბოლო გზაზე - Vallelunga Circuit. თამაში შეიცავს: საერთაშორისო გზებს (რეალიზებულია ლაზერული სკანირების (laser scanning) ტექნოლოგიით), გლობალურ საავტომობილო ბრენდებს, სარბოლო პროტოტიპებს, ისტორიულ მანქანებს, ერთადგილიან ბოლიდებს (single seaters) და ზოგიერთ საკულტო (iconic) ავტომობილებს რაც კი ოდესმე შექმნილა.

Assetto Corsa-ს ტექნოლოგია დროთა განმავლობაში საგრძნობლად დაიხვეწა. მისი განვითარება დაიწყო 2010 წელს ავტოსკოლის პროექტის მეშევობით, რომელიც მზადდებოდა - Automobile Club d'Italia-სთვის. 2011 წელს, Kuno-მ დაიწყო თამაშის განვითარება Unity-ის ძრავზე, თუმცა: შეზღუდული გარე ინტეგრირების, modding-თან არათავსებადობის და ხანგრძლივი ჩატვირთვის გამო მათ გადაწყვიტეს მისი მიტოვება. საბოლოოდ დეველოპერებმა დაასრულეს მშენებლობა მთლიანად სახლში, ნულიდან შექმნილ თამაშის ძრავზე (2011 წლის ბოლოს).

თამაშში არის კოდირებული მრავლი პროგრამირების ენა. C++ გამოყენებულია სიმულაციურ ნაწილში და Go კი multiplayer-ის ქსელისთვის. მომხმარებლის ინტერფეისი (User interface) და გამშვების ბირთვი (launcher core) კოდირებულია C#, მაგრამ უშუალოდ ინტერფეისი HTML-ში, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს შექმნან ინტერფეისის მოდიფიკაციები. Python შეიძლება გამოყენებული იყოს plugin-ების შემუშავებისთვის, რადგან მოიძიოს და მიიღოს სიმულაციის მონაცემები რეალურ დროში. APIs გამოიყენება DirectX 11 გრაფიკისთვის, FMOD ხმისთვის და ODE შეჯახების აღმოჩენისა (collision detection) და მყარი სხეულის ფიზიკისთვის (rigid body physics).

Demo

Assetto Corsa-ს ტექნოლოგიური წარდგენა (Technology Preview) იყო თამაშებადი ბენჩმარკი, რომელიც გამოვიდა 2013 წლის 22 თებერვალს. ის შეიცავდა ერთ მანქანას - Lotus Elise SC და ერთ გზას - Autodromo dell'Umbria, რომელიც მდებარეობს იტალიაში - Magione. აღნიშნულ ვერსიაში ამ ყველაფრის გარდა შედიოდა 2 სათამაშო რეჟიმი: თავისუფალი პრაქტიკა (free practice) და დროსთან შეჯიბრი (time attack). წინასწარ გადახედვის (წარდგენის - preview) ძირითად მიზანს წარმოადგენდა ის, რომ მოთამაშეებს საშუალება ჰქონოდათ პირველები შეხებოდნენ თამაშის ძრავს, გამოეცადათ ის და გაეგზავნათ საპასუხო რეაქცია (report back feedback) დეველოპერებისთვის. წარდგენის (preview) სანახავად, აუცილებელი იყო მოთამაშეს ჰქონოდა netKar Pro-ს ლიცენზია (license).

>>>

სწორედ ამ პერიოდში პირველად ვითამაშე Assetto Corsa   რათქმაუნდა დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობარს იმისთვის, რომ საკუთარი ლიცენზია მათხოვა და შესაძლებლობა მომცა ადრეულ ეტაპზე მენახა თამაში. რამოდენიმე სურათი, რაც თამაშის დროს გადავიღე  

>>> >>> >>> >>> >>> >>> >>> >>>

Early Access - ადრეული წვდომა

თამაში გამოვიდა Steam's Early Access პროგრამის მეშვეობით 2013 წლის 8 ნოემბერს. ამ სერვისმა დეველოპერებს საშუალება მისცა გამოეშვათ ფუნქციონალური მაგრამ ჯერ არასრული (yet-incomplete) პროდუქტი, როგორიცაა beta ვერსია. ეს საშუალებას აძლევს მომხმარებლებს შეიძინონ თამაში, რადგან დაეხმარონ და უზრუნველყონ პროექტის დაფინანსება. მათ ამით საშუალება ეძლევათ ადრეულ ეტაპზე გამოსცადონ თამაში და გამოეხმაურონ დეველოპერებს საბოლოო პროდუქტის გამოსვლამდე. Early access პროგრამის ნაწილი დაიწყო პირველი ვერსიის გამოსვლის დროს. აქ ნაგულისხმებია განახლება, რომელიც შეიცავდა ახალ მანქანებს, გზებს და სხვადასხვა დამატებით ფუნქციებს. განახლება ხდებოდა ყოველ 2 კვირაში ერთხელ. რისი საშუალებითაც თამაშს ემატებოდა ახალი კონკენტი, ხოლო არსებული კი უმჯობესდებოდა.

Assetto Corsa : Now available on Steam
Assetto Corsa : Now Available on Steam - Lotus 49
Assetto Corsa : Content Update # 1 - Teaser

Release - გავრცელება

გამოშვების კანდიდანტი (The Release Candidate), ეს არის თამაშის სრული (complete) ვერსია, რომელიც გამოვიდა 2014 წლის 15 ოქტომბერს. საბოლოო ვერსიის (final version) გამოსვლას მოყვა თამაშში დაშვებული შეცდომების (bugfixing) და ოპტიმიზაციის (performance optimizations) გაუმჯობესება. მოცემული განახლება გამოვიდა 2014 წლის 19 დეკემბერს. ოფიციალური რეალიზის შემდეგ თამაში კვლავ აგრძელებს უფასო განახლებების (free updates) და ახალი კონტენტის მიღებას. ასევე ახალ ფუნქციებს, ფასიან DLC-ებს, სადაც შედის ახალი მანქანები და გზები. 2015 წლის მაისში, დაანონსდა PlayStation 4 და Xbox One თამაშის ვერსია. აღნიშნული ვერსია უნდა გამოვიდეს 2016 წლის 22 აპრილს, რომელიც გამოქვეყნდება 505 Games მიერ.

Assetto Corsa Release Candidate 1.0 teaser

Reception - შეფასება

>>>

Assetto Corsa ძალიან კარგად მიიღო sim-racing-ის თანამეგობრობამ, რადგან მანქანების მართვა საკმაოდ კარგადაა დამუშავებული, აგრეთვე ზედმიწევნით დეტალიზებულია 3D მოდელები და გზები. ქება დაიმსახურა თამაშის გრაფიკულმა ძრავმა, ზოგადად კოდის საიმედოობის გამო. შემდეგი და გაცილებით დასაფასებელი ფუნქცია იყო თამაშის მუდმივი განვითარება და მომხმარებლების მოსაზრებებზე ყურადღების გამახვილება. 2015 წლის მარტის მონაცემებით, Assetto Corsa-ს ოფიციალურ ფორუმზე დარეგისტრირებულია 90,000 წევრი.

შეფასების სტატიები:

Metacritic - Assetto Corsa
Eurogamer - Assetto Corsa
IGN - Assetto Corsa

Modding - მოდინგი

განხორციელდა ცვლილებები თამაშში, რადგან მას ჰქონოდა მომხმარებლების მიერ ფართომასშტაბიანი მოდიფიკაციების (დამატებითი მანქანების და გზების) მხარდაჭერა. დეველოპერებმა შექმნეს სპეციალური WYSIWYG რედაქტორი, რომელიც თამაშს მოყვება და 3D მოდელების შეტანის (importing) შესაძლებლობას გვაძლევს (FBX ფაილის ფორმატი). გარდა ამისა, მისი დახმარებით არტისტებს ობიექტებზე სხვადასხვა თვისებების assign properties and material shaders მინიჭება შეუძლიათ. ამ ხელსაწყოს დახმარებით შემქმნელებმა ძირითადი აქცენტი გააკეთეს პროგრამის მარტივ გამოყენებაზე. რედაქტორს გააქვს (export) თამაშის მხოლოდ ერთი მოდელის ფაილი და არ იძლევა არც მისი გახსნის შესაძლებლობას და არც რაიმე ობიექტის დამატებას (უკვე თამაშიდან გამოტანილ ფაილზე). თამაში ასევე მხარს უჭერს დამატებით third party widgets და plugin-ებს, რომლებიც დაწერილია Python, C++ და C# პროგრამირების ენების დახმარებით, იმისათვის რომ მოხდეს telemetry ან ინტერფეისის გაუმჯობესებების გამოყენება.

მადლობა Kuno-ს ამ შესაძლებლობებისთვის და თამაშის წარმატებისთვის. დიდი და მუდმივად მზარდი mod-ების ბიბლიოთეკა უკვე ხელმისაწვდომია. Kunos Simulazion-მა გადაწყვიტა აღიაროს modder-ების მიერ შესრულებული ხარისხიანი სამუშაო და თამაშის ოფიციალურ content-ს დაამატოს რამოდენიმე მათ მიერ შექმნილი მანქანა (mod), როგორიცაა: Shelby Cobra, Lamborghini Miura და Audi Sport Quattro.

Shelby Cobra

Downloadable Content - ჩამოსატვირთი კონტენტი

Kunos სტუდიამ 2015 წლის 11 მარტს გამოუშვა Dream Pack 1 DLC. მოცემული DLC თამაშში ამატებს რამოდენიმე ახალ ლიცენზირებულ მანქანას: Alfa Romeo 4C, Alfa Romeo GTA, Alfa Romeo 155 Ti V6 1993, BMW M235i race car, Chevrolet Corvette C-R GTE, McLaren P1, McLaren F1 GTR, Mercedes 190E Evo II, Mercedes C9, Nissan GT-R NISMO. ის ასევე შეიცავს ლაზერით დასკანირებულ Nürburgring Nordschleife-ის 3 სხვადასხვა სქემას, რომლის გაკეთებასაც დაჭირდა 2 წელიწადი.

Kunos სტუდიამ 2015 წლის 8 ოქტომბერს გამოუშვა Dream Pack 2 DLC. მოცემული DLC თამაშში ამატებს რამოდენიმე ახალ ლიცენზირებულ მანქანას: Audi R8 LMS, BMW M4, Ford GT40, Glickenhaus SCG003, Lamborghini Countach, Lamborghini Huracan GT3, RUF RT12 R და აგრეთვე ლაზერით დასკანირებულ გზას - Catalunya circuit.

Kunos სტუდიამ 2015 წლის 15 დეკემბერს გამოუშვა Dream Pack 3 DLC. მოცემული DLC თამაშში ამატებს რამოდენიმე ახალ ლიცენზირებულ მანქანას: Abarth 500 Assetto Corse, Ford Escort RS 1600, Lamborghini Huracàn SuperTrofeo, McLaren 650 GT3, Mercedes AMG GT3, Lotus 25, Lotus 72, Lamborghini Gallardo SuperLeggera და აგრეთვე ლაზერით დასკანირებულ გზას - Brands Hatch circuit.

Assetto Corsa Dream Pack - Teaser #1 | Alfa Romeo 155 Ti
Assetto Corsa Dream Pack - Teaser #2 | BMW M235i Racing
Assetto Corsa Dream Pack - Nissan GT-R NISMO 2014 GT3
Assetto Corsa Dream Pack - Alfa Romeo 4C
Assetto Corsa Dream Pack 1 Launch Teaser
Alfa Romeo GTA Assetto Corsa Dream Pack 1
Assetto Corsa Dream Pack McLaren F1 GTR
Mercedes-Benz C9 Assetto Corsa Dream Pack 1

თამაშის ოფ. გვერდი: Assetto Corsa | Your racing simulator
თამაშის ოფიციალური გვერდი FB-ზე: Assetto Corsa | Facebook
თამაშის ოფიციალური გვერდი Twitter-ზე: AssettoCorsa
თამაშის ოფიციალური youtube-ის არხი: Assetto Corsa Official Media Channel

ყურადღება: თამაშის ოფ. ფორუმზე შესასვლელად აუცილებელია გქონდეთ ოფიციალური ლიცენზია, რადგან საიტი მიბმულია თქვენს Steam-ის account-თან !
თუ მოგწონთ თამაში, მაშინ იყიდეთ !

თამაშის შეძენა შეგიძლიათ ბმულზე: Steam - Assetto Corsa
ხელმისაწვდომია 3 ფასიანი დამატება DLC:

Assetto Corsa - Dream Pack 1
Assetto Corsa - Dream Pack 2
Assetto Corsa - Dream Pack 3

ვისაც ნაყიდი არ გაქვთ, მიყევით არაოფიციალური თამაშის დაყენების ინსტრუქციას.

>>>

ინფორმაცია თამაშზე:

გამოშვების წელი: 2015
ჟანრი: Racing, Simulation
შემქმნელი: Kunos Simulazioni
გამომცემელი: Kunos Simulazioni
თამაშის ვერსია: 1.4.3 (2015 წლის 23 დეკემბერი)
პლატფორმა: PC
გამოშვების ტიპი: RePack
ინტერფეისის ენა: RUS/ENG
გახმოვანების ენა: ENG
გამშვები: მოყვება

მინიმალური მოთხოვნები:

ოპერაციული სისტემა: Windows Vista SP2 32-bit (with KB971512 platform update)
პროცესორი: AMD Athlon X2 2.8 GHZ, Intel Core 2 Duo 2.4 GHZ
ოპერატიული მეხსიერება: 4GB
ვიდეო ბარათი: DirectX 10.1 (მაგ: AMD Radeon HD 6450, Nvidia GeForce GT 460)
გრაფიკული მეხსიერება: 512 MB
თავისუფალი ადგილი მყარ დისკზე: 28,9 GB

რეკომენდირებული მოთხოვნები:

ოპერაციული სისტემა: Windows Vista Sp2 - 7 - 8 - 8.1
პროცესორი: AMD Six-Core CPU, Intel Quad-Core CPU
ოპერატიული მეხსიერება: 6 GB
ვიდეო ბარათი: DirectX 11 (მაგ: AMD Radeon 290x, Nvidia GeForce GTX 970)
გრაფიკული მეხსიერება: 3 GB
თავისუფალი ადგილი მყარ დისკზე: 28,9 GB

თამაშის გადმოსაწერი ბმული: Assetto Corsa [v 1.4.3] (2013) PC | Repack R.G. Origami

ცვლილებების სრული სია იხილეთ სპოილერში.

► Show Spoiler


სურათები:

>>> >>> >>> >>> >>> >>> >>> >>>

ვიდეოები:

Assetto Corsa - Exposure
Assetto Corsa - Inanimate Carbon Mod
Assetto Corsa - Intro of RC 1.0
Assetto Corsa - Ferrari 458 GT2 (4k)
Assetto Corsa - 1999 Nissan Primera BTCC

მენიუ - MENU:

F11: მთლიან ეკრანზე გადართვა/შემცირებულ ეკრანზე გადართვა
*************************************************
თამაშში - IN-GAME:
CTRL+R: გამეორება (replay)
CTRL+S: ნელი მოძრაობა - slow motion (replay)
CTRL+A: ABS ჩართვა/გამორთვა
CTRL+T: მოჭიდების კონტროლის რეჟიმის ჩართვა/გამორთვა
CTRL+H: ეკრანზე აპლიკაციების ჩვენება/დამალვა
CTRL+O: სესიის გადატვირთვა (restart session)
CTRL+L: სახელების გამორთვა (disable names) გამოსადეგია სერვერზე თამაშის დროს
CTRL+M: მაუსით მოხვევაზე გადართვა (toggle mouse steering)
CTRL+G: ავტომატური გადაცემათა კოლოფი
CTRL+I: სარბოლო ხაზის ჩართვა/გამორთვა
CTRL+Q: დაზიანების დისპლეის ჩართვა/გამორთვა
CTRL+J: დაზიანების დისპლეის ჩვენება

VR (OCULUS):

CTRL+Space: ხედის გასწორება (recenter view)
Look Left+Look Right: ხედის გასწორება (recenter view)

F1: მანქანის კამერების არჩევანი (cycle car cameras)
F2: შერჩევითი კამერები (random cameras)
F3: გზის კამერები (track cameras)
F5: მანქანის გარშემო მიმაგრებული კამერა (pivot camera around the car)
F6: on-board კამერების არჩევანი (cycle on-board cameras)
F8: თამაშში სურათის გადაღება (in-game screenshot)
F9: ქვედა learderboard-ების გადართვა (toggle bottom learderboard) - გამოსადეგია ონლაინში თამაშის დროს
F11: ვირტუალური სარკის გადართვა (toggle virtual mirror)
F12: (Steam-თან დაკავშირებული) სურათი - სურათის გადაღება Steam-ის პროგრამით
KeyPad +/- : საჭის Force Feedback-ის შეცვლა (გამორთულია ვიდეო გამეორებებში - disabled in replays)
+/-: FOV მანძილის შეცვლა (Change onboard FOV)
Ctrl Shift +/- : ინტენსივობის შეცვლა (Change saturation)
PageUp/Down: კონტრასტის ცვლილება (adjust exposure)
Home: console-ის ფანჯრის გახსნა/დახურვა (Open/close console)
1 .. 0: Turbo boost-ის შეცვლა - კლავიატურაზე 1-დან დაწყებული 0-ის ჩათვლით

*************************************************
ონლაინი/მრავალი მოთამაშის რეჟიმი - MULTIPLAYER:
CTRL+1: გადართვა წინა მოწინააღმდეგის მანქანაზე (switch to previous opponent car)
CTRL+3: გადართვა მომდევნო მოწინააღმდეგის მანქანაზე (switch to next opponent car)
CTRL+2: გადართვა მოთამაშის მანქანაზე (switch to player car)
CTRL+L: ოპონენტის სახელზე გადართვა (toggle opponents name)
*************************************************
სერვერის ადმინი - SERVER ADMIN:
/help: გიჩვენებთ ხელმისაწვდომ ბრძანებების სიას
/admin: ხდებით ადმინისტრატორი სერვერზე. მაგ; თუ password არის "kunos", მაშინ ბრძანება იქნება "/admin kunos"
/next_session: გადადის მომდევნო სესიაზე (moves to next session)
/restart_session: გადატვირთავს სესიას (restart the session)
/kick: გამოაგდებს მომხმარებელს სერვერზე არსებული წესების (blacklist ა. შ.) მიხედვით. იმისათვის რომ გამოვაგდოთ სერვერიდან მოთამაშე სახელად "The Player", საჭიროა დავწეროთ: /kick The Player
/client_list: აჩვენებს მოთამაშეების სიას (player list) მანქანის აიდის და სახელს (CAR_ID: name)
/kick_id: გამოაგდებს მომხმარებელს სერვერზე არსებული წესების (blacklist ა. შ.) მიხედვით. მოთამაშის გამოსაგდებად გამოიყენეთ მანქანის აიდი CAR_ID 2: /kick_id 2
/ban_id: გამოაგდებს და აუკრძალავს მომხმარებელს სერვერზე შემოსვლას, არსებული წესების (blacklist ა. შ.) მიხედვით. მოთამაშის გამოსაგდებად გამოიყენეთ მანქანის აიდი CAR_ID 2: /kick_id 2
/ballast: ballast-ის დამატება კილოგრამებში (Kg) მანქანის აიდისთვის CAR_ID. 100 კგ დასამატება მანქანის აიდისთვის CAR_ID 2: /ballast 2 100

*************************************************
Showroom:
ENTER: მანქანაში ჩაჯდომა/გადმოსვლა
SPACE: კარებების გახსნა/დახურვა
NUMPAD_7: წინა მაშუქის ჩართვა
NUMPAD_8: მუხრუჭის მაშუქის ჩართვა
NUMPAD_0: უკანა ფრთის ანიმაცია 0 (მისი არსებობის შემთხვევაში)
NUMPAD_1: უკანა ფრთის ანიმაცია 1 (მისი არსებობის შემთხვევაში)
NUMPAD_2: უკანა ფრთის ანიმაცია 2 (მისი არსებობის შემთხვევაში)
NUMPAD_3: უკანა ფრთის ანიმაცია 3 (მისი არსებობის შემთხვევაში)
W: საქარე მინაზე საწმენდების ჩართვა
I: მანქანის გადაცემათა კოლოფის ანიმაცია
მაუსის მარჯვენა ღილაკი: მანქანის დაძვრა
მაუსის მარცხენა ღილაკი: კამერის მობრუნება
მაუსის გორგოლაჭი: კამერის მიახლოება
, და .: ბორბლების მობრუნება/მოხვევა
F7: FPS რეჟიმი
TAB: გზის კამერა
pag up: წინა skin
pag down: შემდეგი skin
+: exposure აწევა
-: exposure დაწევა
F: მარცხნივ გადახრა
G: მარჯვნივ გადახრა
Q: Azimuth +
E: Azimuth -
A: Zenith +
D: Zenith -

თამაშის დაინსტალირების შემდეგ გახსენით ყველა დამალული აპლიკაცია. ამისათვის მიყევით ვიდეო ინსტრუქციას:

Assetto Corsa - How to enable PHOTOMODE?
Assetto Corsa - Photo Mode Tutorial (The pretty just got hot)

ბოლო დროს ბევრი შეკითხვა გაჩნდა "გატეხლი" ვერსიით ონლაინში თამაშთან დაკავშირებით... ამიტომ დავდებ ახსნას რა არის იმისთვის საჭირო, რომ Lan-ში ითამაშოთ AC-ს პირატული ვერსიით.

  • გადმოწერეთ და დააყენეთ Assetto Corsa-ს 1.1.4 ვერსია: Assetto Corsa [v 1.1.4] (2013) PC | RePack от R.G. Freedom
  • გადმოწერეთ მოცემული პატჩი: Server Browser Patch ამოაარქივეთ და ყველაფერი გადაიტანეთ თქვენი თამაშის მთავარ ფოლდერში
  • გადმოწერეთ და დააყენეთ პროგრამა Tunngle: Tunngle - The Global LAN Gaming Network
  • შეუერთდით (Join)​ Assetto Corsa-ს Network-ს. შემდეგ - Drive -> Online -> LAN Session
  • ჩაწერეთ თქვენი Tunngle IP და Port მოცემულ ფანჯარაში (ფორმატი: "ipadress:port"). მაგ: 7.0.0.0:8098 (იხილეთ სურათი: Click)
  • შეურთდით თამაშს და გაერთეთ !

დამატებითი ინფორმაცია:

Network: Assetto Corsa - HOW TO PLAY
​Assetto Corsa [Tutorial]

ვიდეო: Assetto Corsa : All Torque | Trailer

User avatar
sti228
Posts: 99

Assetto Corsa

Unread post#2 » 05 May 2015 13:09

დღეს steam-ზე შევიძინე Dream Pack 1 ბარათიც მიუქმდება მალე და მაინც მინდა რომ მქონდეს. ამას rFactor-იც მივაყოლე

>>>

User avatar
sti228
Posts: 99

Assetto Corsa

Unread post#3 » 20 May 2015 19:44

განვაახლე თემის პირველი პოსტი. ძველი ინფორმაცია ჩავასწორე და დავწერე პატარა გაკვეთილი როგორ უნდა ითამაშოთ Lan-ში პირატული ვერსიით.

AC ემატება Lamborghini ლიცენზია: Assetto Corsa welcomes Automobili Lamborghini

User avatar
sti228
Posts: 99

Re: Assetto Corsa

Unread post#4 » 01 Dec 2015 18:49

Assetto Corsa - Dream Pack 2 შევიძინე ფასდაკლებაზე. მართალია მხოლოდ -10% იყო, მაგრა მაინც. ესეც დღევანდელი გავლა :=P:

phpBB [video]

Riddick
Posts: 11696

Re: Assetto Corsa

Unread post#5 » 02 Dec 2015 11:58

ერთი კაი ვაიდსქრინი არ გაწყენდა მაგ სიტუაციაში :) ძაან მაგარია

User avatar
sti228
Posts: 99

Re: Assetto Corsa

Unread post#6 » 18 Dec 2015 18:39

Assetto Corsa - Exposure 2

ავტო სიმულატორმა Assetto Corsa-მ დაიმსახურა ავტომოყვარულების დიდი სიყვარული ^_^ ეს არის ექსპერიმენტული ვიდეო, რომელზეც Youtube-ის მომხმარებელმა - JonZMovies დაიწყო მუშაობა ჯერ კიდევ 2014 წელს. მას არ ჰქონდა ბევრი თავისუფაილი დრო რომ დაეთმო ვიდეოსთვის, ამიტომ ეს სიზარმაცე ფილმის რამოდენიმე კადრში გამოჩნდა. საერთო ჯამში, ეს არის კლიპების კოლექცია, რომელიც ერთად შეიკრიბა 2013 წლიდან მოყოლებლი. ცოტა ხნის წინ კი ავტორი შეეცადა რაიმე საინტერესო ვიდეოს გაეკეთებას ამ მასალისგან. JonZMovies გამოიყენა ისინი ვიდეო მონტაჟში საკუთარი უნარების გასაუმჯობესებლად და ცოდნის გაღრმავების მიზნით იმ ხელსაწყოებში, რომელსაც იყენებს.

ეხლა ვიდეოს მონტაჟი დასრულდა და მას შეუძლია საუთარი მყარი დისკიდან წაშალოს 1TB რედაქტირების კადრები :hmm:

ყურება შესაძლებელია 4K-შიც ! არ გამოტოვოთ ეს გასაოცარი ვიდეო :=P:

Assetto Corsa - Exposure 2

Riddick
Posts: 11696

Re: Assetto Corsa

Unread post#7 » 19 Dec 2015 01:33

თითონ თამაშის ავტორებს ამაზე უკეთესი არამგონია რო გამოსვლოდათ. სერიოზული ვიდეოა, სერიოზული მონტაჟით.

User avatar
sti228
Posts: 99

Re: Assetto Corsa

Unread post#8 » 08 Mar 2016 00:11

ჩავასწორე და ოდნავ განვაახლე თემის პირველი გვერდი. დანარჩენს მაშინ მივხედავ, როცა კონსოლის ვერსია გამოვა.

2015 წლის დასასრული და 2016 წლის გეგმები: 2015 and beyond
კარგი ვიდეო მონტაჟი შენელებულ კადრებში: Assetto Corsa

რამოდენიმე ხნის წინ Assetto Corsa-ს გამოსვლა დაანონსდა კონსოლებისთვის. რამოდენიმე ვიდეო ამ თემასთან დაკავშირებით:

Assetto Corsa Console Announcement
Assetto Corsa PS4 Preview Part 1 - Marco Massarutto Interview
Assetto Corsa PS4 Preview Part 2 - Initial Impressions

AC-ს გამოსვლა console-ბზე გადაიდო: Assetto Corsa для PS4 и Xbox One перенесли на июнь

User avatar
sti228
Posts: 99

Re: Assetto Corsa

Unread post#9 » 05 Apr 2016 00:34

რამოდენიმე დღის წინ გამოვიდა Assetto Corsa-ს ახალი განახლება V1.5. საინტერესო ოფიციალური ინფორმაცია განახლებასთან და მომავალ გეგმებთან დაკავშირებით.

ASSETTO CORSA V1.5 DEV DIARY – PART 1/3
ASSETTO CORSA V1.5 DEV DIARY – PART 2/3
ASSETTO CORSA V1.5 DEV DIARY – PART 3/3

ვიდეო: Link

თამაშის გატეხილი ვერსია: Assetto Corsa [v 1.5.4 + 3 DLC] (2016) PC | RePack от FitGirl

ესეც ერთ-ერთი ყველაზე მოსალოდნელი mod-ის beta ვერსია: Download - Nissan 180sx S13 '96 SR20DE
გადმოსაწერად შეიყვანეთ კოდი:

Code: Select all

!esUYgXF3GgzkScb69v95Pr5Q_qQeErw5VmcoCVoSOaE


სურათები:

>>> >>> >>>

>>> >>> >>>

>>> >>>

გვერდი Facebook-ზე: LossTunes

User avatar
sti228
Posts: 99

Re: Assetto Corsa

Unread post#10 » 16 May 2016 20:31

‪Assetto Corsa‬ - Rustavi International Motorpark - Final version

>>> >>> >>>

უკვე 2 კვირაა რაც რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი (RIM) გადაგვაქვს rFactor-იდან Assetto Corsa-ს სიმულატორში. საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდა ვიდრე წარმომედგინა. თუმცა 2 კვირიანი მუშაობს შემდეგ კარგი შედეგი მივიღეთ და ამით კმაყოფილები ვართ. იმედია თქვენც მოგეწონებათ :shades:

გზის მთავარი პრიორიტეტები

- მხოლოდ Race mode-ში მუშაობს სასტარტო შუქნიშანი (Start Light Red/Green)
- 21 სასტარტო წერტილი (Start Point)
- 21 Pit
- მუშაობს ბოტები (AI)
- მოძრავი კამერები (Fly Cam)
- მომუშავე ჩვეულებრივი გზის კამერები

ახალი ცვლილებები:

- ძალიან ბევრ ადგილზე დაფიქსირდა ასფალტის საფარი
- შეიცვალა ბევრი ობიექტის ტექსტურა
- დაემატა მომუშავე შუქნიშანი
- დაზიანება მიენიჭა რამოდენიმე მთავარ ობიექტს

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო რამოდენიმე პიროვნებას

- Vano Paniashvili-ს გზის შემოწმებისთვის, შეცდომების (bag) შეტყობინებისთვის და რჩევებისთვის
- ჩემს მეგობარს რომელიც ამ საქმეში ძალიან დამეხმარა :holysh:
- Tornike Giguashvili-ს (Formulad) რომლის გარეშეც არც rFactor-ში არ იქნებოდა ეს გზა და მითუმეტეს არც Assetto Corsa-ში :hug: ასე რომ დიდი მადლობა თორნიკეს იმ შრომისთვის რაც რუსთვის ავტოდრმის კეთებაში ჩადო. დასაფასებელია !

გადმოსაწერი ბმული: Download - Rustavi International Motorpark For Assetto Corsa

გისურვებთ სასიამოვნო გართობას :sdaus:

ეხლა კი ახალი ამბები :=P: Assetto Corsa-ს დეველოპერები 18 მაისს გამოუშვებენ ახალ იაპონური მანქანების პაკს. გთავაზობთ განახლებაში შესული მანქანების რამოდენიმე სურათს.

განახლების სახელწოდება - Assetto Corsa Japanese Pack

Mazda MX-5

>>> >>> >>>

>>> >>> >>>

Toyota Supra
Nissan Skyline GT-R R34
Nissan 370Z

>>> >>> >>>

>>>

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 37 guests


cron