Street Legal Racing: Redline (SLRR), repair. tune. customize.

თემების ფორმატები # საერთო შთაბეჭდილება # მიმოხილვა # ანალიზი # სერიის რეტროსპექტივა # სხვა
User avatar
sti228
Posts: 99
Contact:

Street Legal Racing: Redline (SLRR)

Unread post#1 » 15 Mar 2015 21:34

Street Legal Racing: Redline (SLRR) 2003

>>>

Street Legal Racing Redline (ასევე ცნობილი როგორც Street Legal 2) არის სარბოლო თამაში, რომელიც შექმნილია Invictus მიერ, მაგრამ თვითონ თამაში გაავრცელა Activision Value-მა. SLRR Windows-ის პლატფორმისთვის გამოვიდა 2003 წლის ივლისში.

Game Play (თამაშის სიუჟეტი)

თამაშის არსია მოთამაშემ დაამარცხოს თითოეული კლუბი და შევიდეს Race of Champions-ში, სადაც შესაძლებლობა მიეცემა მოიგოს ბონუს მანქანა. მოთამაშეებს დღის განმავლობაში ექნებათ რბოლა (race) სხვა ავტომობიელბთან ქუჩებში, რადგან მოიპოვონ პრესტიჟი (respect - პატივისცემა) ან ფული. შემდეგ კი მოდიფიკაცია გაუკეთონ საკუთარ ავტომობილს. ეს დღის სინათლეზე მიმდინარე რბოლები არის ქუჩის რბოლების მსგავსი, ისეთის როგორიცაა Need For Speed: Underground 2-ში. ღამის განმავლობაში მოთამაშეებს აგრეთვე შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ drag race-ში სხვა მრბოლელების წინააღმდეგ ან უბრალოდ უყურონ მათ შეჯიბრს.

ამ თამაშის კიდევ ერთი თვისება არის დარტყმის შედეგად დაზიანებული დეტალების შეკეთება. დაზიანება შეიძლება მოხდეს ავტომობილის ბევრ დეტალზე, მათ შორის მანქანის ძრავზე, ბამპერებზე, კარებებზე, ფანჯრებზე, სახურავზე და სხვა ნაწილებზე. სხვა თამაშებისგან განსხვავებით აქ ამ ზიანის შეკეთება შეიძლება. მანქანა ვერ დაბრუნდება რბოლის შემდეგ ხელუხლებელი და დაუზიანებელი. თუ რაიმე დეტალი დაზიანდება, ეს ზიანი შენარჩუნებული იქნება მანამ, სანამ ის არ შეკეთდება თქვენს ავტოფარეხში.

Cars (მანქანები)

თამაშში არსებული მანქანები ძალიან ჰგავს რეალობაში არსებულ ავტომობილებს, მაგრამ მათ თამაშში აქვთ სპეციფიური ფიქსირებული სახელები. მაგალითად: კომპანია Mitsubishi-ის მანქანას თამაშში ჰქვია Shimutsibu, Subaru-ს - Ishima, Chevrolet Camaro-ს MC, BMW-ს Baiern, Nissan-ს კი Emer. თამაშის ვერსიაზეა დამოკიდებული 2 ცალი საპრიზო ავტომობილის არსებობა: Prime DLH 500 (რომელიც ნიშნავს Shelby GT500) ვერსია 2.3.0 LE-ში, ხოლო "Furrano GTS" კი ითვლება, როგორც Ferrari Enzo. მოთამაშეებს შეუძლიათ შეიძინონ მანქანები გამოყენებული (მეორეადი) ავტომობილების დილერთან ან ახლი ავომობილების დილერთან (მაღაზიაში). თავდაპირველად მოთამაშეებს აქვთ მხოლოდ საკმარისი თანხა, იმისთვის რომ იყიდონ გამოყენებული ავტომობილი და შემდეგ შეაკეთონ თუ რათქმაუნდა ეს მოცემული ფული საკმარისია და შეკეთება ჯდება იაფი.

გარდა ამისა, მოთამაშეებს შეუძლიათ შეცვალონ (მოდიფიკაცია გაუკეთონ) ავტომობილის ნებისმიერ ნაწილს და ამის გასაკეთებლად გამოიყენონ დახვეწილი და დინამიური ავტოფარეხის სისტემა. როგორც მანქანები, ასევე ნაწილებიც არის გამოგონილი და თამაშის საშუალებით მიეწოდება დეველოპერებს SL Tuners. კერძოდ კი, ბევრი ძრავის კომპონენტი არის ძალიან მოდიფიცირებული, მათ შორის intake, exhausts, camshafts, crankshafts, engine blocks, intake manifolds, cylinder heads, turbochargers და ა.შ. შესაძლებელია ამ ნაწილების შეზავება და დამთხვევა, რადგან შეიქმნას უნიკალური ძრავები. ასევე როდესაც ჩეთ კოდებს (cheat codes) შეიყვანს მოთამაშე თამაშში, მაშინ გაიგებს ამ ფრაზას "You Lose", რაც ნიშნავს იმას, რომ კოდი გააქტიურებულია.

Modifications (მოდიფიკაციები)

არსებობს ბევრი თამაშის გულშემატკივართა ვებ გვერდი, სადაც მოთამაშეებს შეუძლიათ საიტიდან ჩამოტვირთონ დამატებითი მანქანები, ნაწილები და სხვა თამაშის მოდიფიკაციები.

Gamespot - Street Legal Racing Redline

პირველი თამაშის ვერსია გამოვდა STREET LEGAL (2002) წელს, ამას მალევე მოყვა STREET LEGAL RACING: REDLINE-ის გამოსვლა (2003) წელს. თამაშის გამომცემელია კომპანია Invictus.

ყველაფრის წერას არ დავიწყებ, რადგან არ მგონია ვინმე დიდად დაინტერესდეს ამ თამაშის ისტორიით. ორიგინალი თამაშის ვერსია შეგიძლიათ ნახოთ აქ: Street Legal и Street Legal Racing: Redline (100% чистые версии без модов + патчи, бонусы) (გადმოსაწერად რეგისტრაცია აუცილებელია). გთხოვთ ლინკზე გადასვლის შემდეგ ყურადღებით გაეცნოთ ინფორმაციას თამაშის შესახებ !

wikipedia: Street Legal Racing: Redline
დამწყებებისთვის: Street Legal Racing: Redline (FAQ + обсуждение)

ეხლა კი დავიწყოთ თამაშის ბოლო ვერსიით.

Street Legal Racing: Redline 2.2.1 MWM slrr by Jack V2 pre-release 4

>>>

ინფორმაცია თამაშზე:

გამოშვების წელი: 2003 (2012 წლის განახლებებით)
ჟანრი: ავტო სიმულატორი
მწარმოებელი: Invictus Games
გამომცემლობა: Activision Value
თამაშის დამატებები: Jack
პლატფორმა: PC
გამომცემლობის ტიპი: არაოფიციალური
თამაშის რეჟიმი: მარტო თამაში
ინტერფეისის ენა: ინგლისური
გახმოვანების ენა: ინგლისური
წამალი: არ ჭირდება

სისტემური მოთხოვნები, რომელიც საჭიროა ამ ნაკრების ჩასართავად:

ოპერაციული სისტემა: Windows 98/Me/2000/XP/Vista/7
ოპერატიული მეხსიერება: 2048 Mb
ვიდეო დაფა: 512 Mb Video
თავისუფალი ადგილი მყარ დისკზე: 7 Gb

(არ არის იმის გარანტია, რომ თამაში ჩაირთვება Windows 8-ის 64 ბიტიან ვერსიაზე)

თამაშის გადმოსაწერი ბმული: Street Legal Racing: Redline 2.2.1 MWM slrr by Jack V2 pre-release 4

გადმოსაწერად დაგჭირდებათ პროგრამა: µTorrent - a (very) tiny BitTorrent client

Screens - სურათები:

>>> >>> >>> >>>

Videos - ვიდეოები:

Video 1
Video 2
Video 3
Video 4

SLRR-ს აქვს ერთ-ერთი ყველაზე კარგი ფუნქცია, სხვა თამაშებისგან განსხვავებით. უშუალოდ თამაშის დროს შეგიძლიათ გააჩეროთ მანქანა და კლავიატურაზე დააჭიროთ ღილაკ F10-ს. ამის შემდეგ დაინახავთ იმ პანელს, რომელიც ავტოფარეხში მანქანის გაკეთების დროს არის ხელმისაწვდომი. თქვენ შეგიძლიათ მოხსნათ ბამპერი და ისე გადაუღოთ თქვენს ავტომობილს სურათი. ასევე F10 ღილაკზე მეორედ დაჭერისას შეგიძლით გარაჟში გადასვლის გარეშე შეღებოთ მანქანა თავიდან ბოლომდე, ან გააკეთოთ იგივე მოქმედება მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ ნაწილზე.

>>>

ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ეს თამაში არ გავს არცერთ სხვას ! რადიკალურად განსხვავდება ყველასგან, რადგან აქვს უამრავი ის ფუნქცია რაც ბევრ ცნობილ თამაშების კომპანიას აზრადაც არ მოსვლია, რომ გაეკეთებინა.

თამაშის მოდები (მანქანები) შეგიძლიათ გადმოწეროთ ამ საიტებიდან :

streetlegalmods.com გადმოსაწერად რეგისტრაცია აუცილებელია !
vstanced.com გადმოსაწერად რეგისტრაცია აუცილებელია !
modzona.ru გადმოსაწერად რეგისტრაცია აუცილებელია !

ამ საიტებზე ასევე ნახავთ თამაშისთვის განკუთვნილ სხვა ბევრ დამატებებს. ესენია: გზები, დისკები, ინტერფეისის ტექსტურები და ა. შ.

ძირითადად რაც უნდა იცოდეთ ეს არის მოდების დამატება, რომელიც ხდება შემდეგნაირად:

Street Legal Racing Tutorial on how to install Mods

მანქანები (მოდები) უნდა გადაიტანოთ ამ ფოლდერში: Street Legal Racing Pre-release IV\cars\racers
მანქანის Paint Job (სკინები) - უნდა გადაიტანოთ ამ ფოლდერში: Street Legal Racing Pre-release IV\save\skins
მანქანის ნაწილები (ძრავები, დისკები, საბურავები და ა. შ) უნდა გდაიტანოთ აქ: Street Legal Racing Pre-release IV\parts
გზები კი უნდა გადაიტანოთ მოცემულ ფოლდერში: Street Legal Racing Pre-release IV\maps\Addon_Maps

მანქანის მართვა დიდი არაფერია. მე პირადად ამ თამაშში ყველაზე მეტად აწყობის პროცესი მიზიდავს. თან ძალიან ბევრი მოდის დამატებაა შესაძლებელი. დანარჩენი, გემოვნების ამბავია.

ესეც საიტები სადაც წერია ყველა საჭირო კოდი. მე მხოლოდ ფულის მომატებას ვიყენებ.

Street Legal Racing: Redline Cheats
Cheat Codes

კოდების შეყვანა ხდება შემდეგნაირად:

Cheats for street legal redline racing

ხშირად დასმული შეკითხვები:

როგორ უნდა გადავიღოთ სურათი SLRR-ში ?


How to take pictures in SLRR
How to Take HQ screenshots

როგორ უნდა გავაკეთო მანქანაზე ნახატები ?


HQ Paintjob Tut
How to make Paintjobs & Decals
Legal Street Racing Tutorial How To Create Paintjob HD
How to Make HQ paintjobs

ზოგიერთ მოდზე მძღოლის ხელები არ ემთხვევა და ამიტომ ჯობია საერთოდ წაშალოთ ის.
ამისათვის გადმოიწერეთ ქვემოთ მოცემული ბმულიდან ფაილები და შემდეგ გადაიტანეთ სათანადო ფოლდერებში.

Miscellanious Parts / No driver

რაც შეეხება ENB-ს სერიებს ყველაზე მეტად ეს ვერისები მომეწონა:

დამწყებებისთვის არ არის !

Street Legal Racing Tutorials / Addon-Rim
Тутор по моделированию в Zmodeler
Тутор по добавлению карт в SLRR для 221 mwm и 230 LE
Тутор по импорта автомобиля в игру
Повышение качества отображения рисунка на машине
Написание туториалов !
Видео туторы
Тутор по созданию колесной покрышки !
Добавление деталей в игру
Выставляем детали

კიდევ რამოდენიმე გაკვეთილი:

How to add songs
Street legal racing redline - HOW TO - NOOB GUIDE
Basic Installation Guide - NOOBS LOOK HERE
SLRR Camera change
Any engine in any car TUTORIAL !

რაც შეეხება ENB-ს სერიებს ყველაზე მეტად ეს ვერისია მომეწონა:

Redline_Racer's Enb-Config - ყოველ შემთხვევაში მე ამის დაყენებას გირჩევთ.

ვინც არ იცით რა არის ENB, გეტყვით, რომ ამის დაყენების შემდეგ თამაში გრაფიკა გაუმჯობესდება, რადგან პროგრამა ახდენს ფერების კორექციას.

ENBSeries მოდი ეს არის 3D გრაფიკული მოდიფიკაცია ისეთი თამაშებისთვის, როგორებიცაა: Skyrim, Grand Theft Auto IV, Grand Theft Auto: San Andreas, Deus Ex: Human Revolution, Microsoft Flight Simulator X და ა. შ. ის მუშაობს რენდერის ფუნქციების მოდიფიკაციებით თამაშებში და იყენებს დამატებით ეფექტებს.

განვიხილოთ მაგალითი ENB-ს მოდით და მის გარშე:

ჩართული ENB

>>>

გამორთული ENB

>>>

მთელ ეკრანზე (Fullscreen) არ ირთვება თამაში და რა გავაკეთო ?


გადმოწერის შემდეგ თამაშის მთავარ ფოლდერში ნახავთ რეზოლუციის შესაცვლელ პროგრამას, სახელად MWM_Resolution_Changer. აქ თოლიით (პწიჩკით) აღნიშნავთ Fullscreen-ს.

ყურადღება: ამ თამაშის განახლებულ ვერსიად თავისუფლად შეიძლება მივიჩნიოთ ეს პროექტი: Street Tuning Evolution

გისურვებთ სასიამოვნო გართობას !

>>>

Riddick
Posts: 9458
Contact:

Street Legal Racing: Redline (SLRR)

Unread post#2 » 15 Mar 2015 23:27

მახსოვს რო დავაყენე რაღაც NFS მსგავს ველოდებოდი და საერთოდ სხვა მუღამის თამაში დამხვდა. მოწონებით მომეწონა, მარა რაღაც უფრო მარტივს ვეძებდი და მგონი გრიდით შევცვალე :)
სტატიას რაც შეეხება მშვენიერია
https://coub.com/view/24rzbh

Return to “Game Reviews”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 19 guests