Postal, I regret NOTHING!

თემების ფორმატები # საერთო შთაბეჭდილება # მიმოხილვა # ანალიზი # სერიის რეტროსპექტივა # სხვა
User avatar
Blankbanshee666
Posts: 181
Contact:

Postal

Unread post#1 » 03 Mar 2015 02:13

>>>

ბევრი ვიფიქრე რისი რევიუ დამეწერა და ჩემი არჩევანი შევაჩერე ლეგენდარულ პოსტალზე.
მოცემულ კატეგორიაში მეორე ნაწილის მხოლოდ 2 რევიუ დევს :D 1 ჩემი და 1-ც რიპსტერასი ჩემი რივიუ არაფრად არვარგა მეორე ნაწილის, გრამატიკულად გაუმართავია და საკმაოდ ზედაპირულია, თითქოს რაღაც ქართულ ვარეზ საიტზე დადებული თამაშის აღწერას გავს, თუმცა ეს 5 წლის წინ იყო და მაშინ არმქონდა წერის კულტურა ჩამოყალიბებული :D აი რიპსტერას რევიუ კი 1 ამოსუნთქვით იკითხება და საკმაოდ საინტერესოა. ჰო, რაც შეეხება პირველ ნაწილს, რომელზედაც დღეს მე ვილაპარაკებ, არის Running With Scissors. Inc-ის დებიუტი, რომელმაც ბევრი ნეგატიური და ბევრი პოზიტიური შეფასება დაიმსახურა. თამაში, რომელთანაც კარმაგედონი და მორტალ კომბატი არაფერია, თამაში, რომელმაც სისასტიკე და ძალადობა სრულიად ახალ ლეველზე აიყვანა. მაშ ასე, მოაცილეთ ბავშვები ეკრანებს და გადავეშვათ "ჯიგარის" პარანოიდულ, ფსიქოპათიურ სამყაროში, სადაც მხოლოდ 1 კანონია : მოკალი ან მოგკლავენ.

>>>
There was blood everywhere...

თამაშის სთორი საკმაოდ ბნელი და საშიში ხდება თანდათანობით, ჩვენ ვართ ე.წ. "ჯიგარის" როლში, რომელსაც 1 მშვენიერ დღეს გამოაგდებენ სახლიდან და განრისხებული გმირი გადაწყვეტს სამყაროს წინააღმდეგ ამხედრდეს და ყველა მოკლას. თუმცა ამას თავისი გამართლებაც აქვს, გარკვეულწილად იდეოლოგია, რომ ვითომ სამყარო გასაწმენდია ხალხისგან, და ისინი დედამიწის სარეველები არიან, ჩვენი "ჯიგარი" კი მოვლენილი მესიაა რომელიც ამ მისიას იკისრებს. გასაკვირიც არაა მისი დღიურის ნაწყვეტები რომელსაც ყოველი ახალი ტურის ჩატვირთვისას ვკითხულობთ, მაგალითად - "დედამიწა მშიერია, მისი გული ფეთქავს და საჭიროებს განწმენდას, დედამიწას აგრეთვე სწყურია" ასე და ამგვარად ჩვენი "ჯიგარი" "წმენდს" სამყაროს ზედმეტი ნაგავისგან, სახელად - ხალხი, მაგრამ თამაშის ბოლოსკენ, როცა ჩვენ სკოლას ვუახლოვდებით და გადავწყვეტთ შტურმით ავიღოთ შენობა, "ჯიგარი" ბავშვებს ესვრის, სამწუხაროდ იგი ამჩნევს რომ, ნასროლი ტყვიები მათ მიღმა მიდის და ნელ-ნელა, იგი გონებას კარგავს და ძირს ეცემა. გარკვეული ხნის შემდეგ ჩვენი პროტაგონისტი იღვიძებს დაბმული, ფსიქიატრიაში, სადაც გვესმის ხმები, რომელიც არწმუნებდა "ჯიგარს" რომ ის მესია იყო და დედამიწა უნდა გაეწმინდა სარეველებისგან.

>>>

თამაში წარმოადგენს იზომეტრიულ 3D შუთერს, survival horror-ის ელემენტებით. მენიუს ჩართვის შემდეგ შეიძლება გული წაგივიდეთ შიშისგან, ისეთი ბნელი და საშიში ატმოსფერო გამოსჭყივის, სადაც მუსიკაც კი არ არის, იმ ხმაურის გარდა რომელიც შეიძლება შევადაროთ სკოლის დაფის დაკაწვრას ფრჩხილებით. თუმცა ეს ისაა რაც ფსიქოპათებს სჭირდებათ და "უხდებათ" კიდეც ასეთი სტილის ხმაური და ჰარმონია. თამაშის მიზანი სხვა შუთერებისგან განსხვავებით მარტივია, დახოცეთ ყველა და ყველაფერი მთლიან ტურში. მოწინააღმდეგეები რომელსაც შევხვდებით თამაშის განმავლობაში არიან ჯარისკაცები, პოლიციელები, უწყინარი ხალხი, რომელიც გარბიან თქვენს დანახვაზე და ა.შ. ასევე შეგვიძლია სუიციდიც, ერთგვარი რესტარტი ლეველისა, სადაც მაგალითად თუ თქვენი სიცოცხლეა 5, ტყვიებიც ძალიან ცოტა გაქვთ და გვერდიდან 4 პოლიციელი გვიახლოვდება, ჩვენი "ჯიგარი ყვირის - "I regret Nothing!" და ბაც, იგი თავს იკლავს. როგორც ზემოთ ვახსენე ჩვენი მიზანია ყველას ამოხოცვა, განსაკუთრებით კი მტრულად განწყობილი ხალხისა, მათი პროცენტული მაჩვენებელი კი ეკრანის ზემოთა მხარესაა მოცემული და 97, 95, ან 100 პროცენტის შემთხვევაში, შემდეგ ტურში გადავდივართ. რაც შეეხება არსენალს, რითიც ვაწარმოებთ "განწმენდას", შემდეგია : პისტოლეტ-ტყვიამრქვევი, ავტომატი, შოთგანი, ყუმბარები, მოლოტოვის კოქტეილები, ბაზუკა და flame-thrower. ყუმბარები და მოლოტოვები საკმაოდ ეფექტური იარაღია ბევრი მტრის მოსაკლავად, მაგრამ ფრთხილად იყავით ახლოს არ იდგეთ სროლის დროს, თორემ სიცოცხლის ნახევარი უაზროდ ჩამოგაკლდებათ.

>>>
სახლი, საიდანაც ჩვენი ჯიგარი გამოაგდეს

რაც შეეხება კონტროლებს, ისინი აქ დუმის/ქვეიკის ტრადიციებშია, "ჯიგარს" ვმართავთ ისრებით, სასურველი მიმართულებით. გრაფიკა პოსტალში 1997 წლისათვის ნორმალურია, თუმცა დღევანდელი სტანდარტებისთვის ლოგიკურია გულისამრევად გამოიყურება :D მაგრამ, იზომეტრიული/top-down ასპექტი მოცემულ თამაშს საინტერესოს ხდის. მოდელები დარენდერებული real-life 3D სპრაიტებისგან და პოლიგონებისგან შედგება, ხოლო უკანა პლანი და ბექგრაუნდი კი ხელით დახატულია, რაც კარგად გადმოგვცემს ფსიქოპათის ატმოსფეროს. თამაში ზოგადად რაიმე საუნდრექით არ გამოირჩევა, თუმცა ყოველ ტურში, როცა ვინმეს დავჭრით ის ვარდება და აგონიაში ყვირის სხვადახვა ფრაზებს, მაგალითად "მომკალი ახლავე", "ვერ ვსუნთქავ" "ვერაფერს ვხედავ" და ცოცავენ ძირს სისხლში გასვრილები. ჩვენი "ჯიგარიც" ურეაქციოდ არ ტოვებს მოცემულ სიტუაციას და ისვრის სხვადასხვა one-liner-ებს როგორიცაა: "Aw, did that hurt?", "Going..Going..GONE", "C'moon, Don't be a sissy" და ა.შ. ჩემი საყვარელი ტური მუსიკალური ბენდის ამობუგვაა მოლოტოვებით, მასიურ პარადზე. საკმაოდ შთამბეჭდავი სანახავია ცეცხლმოკიდებული და მყვირალა ხალხის ყურება, რაც მცირეოდენ ღიმილს მოგგვრით სახეზე. აღსანიშნავია აგრეთვე ის ფაქტიც რაც უცბად დამავიწყდა მეთქვა სთორის მოყოლის დროს, ჩვენი პერსონაჟი მართალია "ჯიგარია" მაგრამ, "ჯიგარი" უფროსი, რაც ადვილად აიხსნება მეორე ნაწილში, სადაც შეგვეძლება ვნახოთ "ჩვენი" საფლავი. ლოგიკურად მეორე ნაწილში ვიქნებით "ჯიგარი" უმცროსის როლში და გავაგრძელებთ მამის საქმიანობას.

>>>

1 წლის შემდეგ კი Running With Scissors-მა გამოუშვა ერთგვარი დამატება სახელად "Special Delivery" სადაც დაამატეს რამდენიმე ახალი ლოკაცია, პერსონაჟები, განაახლეს sound გაფორმება თამაშის რეჟიმი. ხოლო 2004 წელს კი RWS უშვებს თამაშს სახელწოდებით Postal PLUS სადაც დამატებული იყო ყველაფერი რაც ამოჭრილი იყო ორიგინალში.

>>>
თამაშის ბოლოს ჩვენს "ჯიგარს" საგიჟეთში გამოამწყვდევენ.

სულ ეს იყო რაც მინდოდა მელაპარაკა "ჩვენ" ჯიგარზე, რომელიც შეეცადა შეეცვალა მსოფლიო უკეთესობისკენ, მაგრამ არ გამოუვიდა. საბოლოო ჯამში ჩვენს წინაშეა საინტერესო იზომეტრიული ჰორორ შუთერი სადაც შეგვეძლება ღრმად ჩავეფლოთ ფსიქოპათის და მკვლელის ფსიქიკაში და ნელნელა ჩვენც მისი იდეები გავიზიაროთ, გამოვავლინოთ სისასტიკე და დაუნდობლობა, რომელიც იმდროს არცერთ თამაშში იყო, (მსგავსი კონცეპტი და დონის აგრესია). შესაძლოა ზოგმა ამრეზით შეხედოს მოცემულ თამაშს მოძველებული ვიზუალის გამო, მაგრამ ასეთი რეაქცია ბუნებრივია. ხოლო იმათთვის ვისთვისაც მსგავსი ვიზუალური გაფორმება არ არის დაბრკოლება მოაწყოს სასაკლაოები, თამამად შეაბიჯეთ "ჯიგარის" გიჟურ სამყაროში.

>>>

© Blankbanshee (AKA - Head Crusher)

User avatar
Ripster
Posts: 1467
Contact:

Postal

Unread post#2 » 03 Mar 2015 12:21

კარგი სტატიაა ბრო

ისე პირველი არ მაქვს ნათამასები, მეორე ვიცი სამაგიეროდ ზედმიწევნით))))
როგორც მახსოვს პირველი პოსტალის რიმეიქი იგეგმებოდა
როგორ მიდის მაგის საქმე? თუ გამოვა აუცილებლად ვცდი
You'd better do something about that cough

Riddick
Posts: 9408
Contact:

Postal

Unread post#3 » 03 Mar 2015 14:50

ეს ნაწილი მეც არ მითამაშია, მარგამ მგონი ვხვდები რატომაც არი survival horror ))) ძალიან ცუდი ვიზუალიაქ, ნუ ამ დროისთვის განსაკუთრებით. დახატული ბექგრაუნდები შველის, მარა 3დ მოდელებიც რო დახატული იყოს მგონი უკეთესად შემოინახებოდა. ისე ეს ძალიან იშვიათი ჟანრის წარმომადგენელია, ფაქტიურად მარტოა თავის ქვეჟანრში და ეგეც მატებს ინტერესს სერიას. მე მევასებოდა მეორე პოსტალი, მაგრად ვერთობოდი, მაგრამ ოდნავ რო დაფიქრდე მარტივად მიხვდები რატომ არ არის მსგავსი თამაში ბევრი )

p.s. HATRED
https://www.youtube.com/watch?v=PPp9zEJD1aI&feature

User avatar
Ripster
Posts: 1467
Contact:

Postal

Unread post#4 » 03 Mar 2015 16:25

მეორე პოსტალი შედევრია!
You'd better do something about that cough

User avatar
Blankbanshee666
Posts: 181
Contact:

Postal

Unread post#5 » 03 Mar 2015 20:16

thanks guys! ^~^ კიდე ვგეგმავ ძან ბევრ საკაიფო რევიუებს კაე კაე თამაშებზე. რაღაც წერის მუღამზე მოვედი ეს ბოლო პერიოდია :D

User avatar
Blankbanshee666
Posts: 181
Contact:

Postal

Unread post#6 » 03 Mar 2015 20:19

და თამაშს რაც შეეხება, ძალიან ვისიამოვნე მე პირადად ამ ნაწილით მიუხედავად იმისა რომ მოკლეა და საკმაოდ მალე იხურება, მარა ძან პიზდეცი ატმოსფერო აქ იმენა. შეილება ძან ოლდფაგი ვარ, მარა ამ ნაწილს ვაღიარებ საკმაოდ ღრმა და ემოციურია.

Return to “Game Reviews”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 15 guests