rFactor, By Image Space Incorporated

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
User avatar
sti228
Posts: 99

Re: rFactor

Unread post#21 » 27 Dec 2015 16:09

როგორც იქნა მოვრჩი ვიდეოს დარენდერებას :))

rFactor - Meihan Sportsland Drift (Toyota AE86)

Riddick
Posts: 11696

Re: rFactor

Unread post#22 » 27 Dec 2015 17:02

გაუშვებ FB გვერდზე შენი სახელით.

User avatar
Darkenstein
Posts: 17

Re: rFactor

Unread post#23 » 27 Dec 2015 17:16

ვაა ძალიან მაგარია : > მალადეც.

User avatar
sti228
Posts: 99

Re: rFactor

Unread post#24 » 15 Jan 2016 17:12

ესეც ამ წლის პირველი სტატია, რომლის თარგმანზე დიდი ხანია ვფიქრობდი. როგორც იქნა დადგა ეს მომენტი და შეძლებისდაგვარად გადმოვთარგმნე. სტატია ჩემთვის საინტერესო გამოვიდა და იმედია სხვისთვისაც ადვილად წასაკითხი იქნება: 2012 წლის სტატია - კითხვა პასუხის რეჟიმში

Riddick
Posts: 11696

Re: rFactor

Unread post#25 » 16 Jan 2016 00:43

მეტ ხალხს რო ენახა ალბათ ცალკე დაწერა ჯობდა, მარა ეს ყველაფერი ერთად როა მაგასაც რაღაც თავისუ მუღამი აქ.

User avatar
sti228
Posts: 99

Re: rFactor

Unread post#26 » 16 Jan 2016 00:46

არ არის ისეთი მოცულობითი, რომ ცალკე გამეხსნა თემა. თან კიდევ მაქვს გეგმაში ერთი ინტერვიუ, რომელიც ამაზე ბევრად დიდი და საინტერესოა.

User avatar
sti228
Posts: 99

Re: rFactor

Unread post#27 » 01 Mar 2016 21:33

მოდი, რომლის გამოსვლასაც 2 წლიწადზე მეტია რაც ველოდებით rFactor-ის მოყვარულები :sdaus:

rFactor - Rustavi International Motorpark (BMW E36 M3 - ISM)

User avatar
sti228
Posts: 99

Re: rFactor

Unread post#28 » 08 Mar 2016 19:33

ეს სტატია დიდი ხნის წინ ვთარგმნე, მაგრამ მთლიანად წამეშალა :( ამიტომ ახლიდან გადავწყვიტე გადამეთარგმნა და უფრო მეტი ინფორმაცია მომეწოდებინა. სტატია ჯერ-ჯერობით დასრულებულია.

rFactor-ში სერვერის (Dedicated host) შექმნა

გამარჯობათ სიმულატორის და დამწვარი რეზინის მოყვარულებო ! თქვენ საბოლოოდ დააყენეთ და გამართეთ rFactor, ახლა კი გინდათ შექმნათ საკუთარი სერვერი და მეგობრებთან ერთად მოაწყოთ ნამდვილი რბოლა ! თუმცა თქვენ შეიძლება დამწყები ხართ ამ სფეროში და გიჩნდებათ კითხვა: თუ როგორ შექმნათ საკუთარი სერვერი ? ქვემოთ მოცემული ახსნა (F.A.Q.) კი შესაძლებლობას გაძლევთ ადვილად შექმნათ თქვენი სერვერი !

დასაწყისისთვის საჭიროა უკვე გადმოწერილი და დაყენებული გქონდეთ თვითონ rFactor-ი. ამ კონკრეტულ სტატიაში საუბარი იქნება rFactor 1255g ვერსიაზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თქვენ ინტერნეტის გარეშე ისედაც ვერ გააქტიურებდით თამაშს (საუბარია ოფიციალურ ლიცენზიაზე და არა გატეხილზე). სასრველია გქონდეთ მუდმივი IP მისამართი და ცოტაოდენი მოთმინება ყველაფრის სწორად დასაყენებლად !

სერვერის ჩასართავად დაგჭირდებათ 3 რამ:

1) ნორმალური სიჩქარის მქონე ინტერნეტი
2) პორტის გახსნა მოდემიდან ან როუტერიდან
3) Windows Firewall-ის გათიშვა ან ფაილის გამონაკლისებში გატარება

განვიხილავ თითოეულ მათგანს პუნქტებით :)

1) - ნორმალური სიჩქარის მქონე ინტერნეტი

თქვენი ინტერნეტის სიჩქარის შემოწმება შესაძლებელია მოცემულ ვებ-გვერდზე: http://www.speedtest.net. სიჩქარის შემოწმება ძალიან მარტივი პროცესია. ამისთვის უბრალოდ საჭიროა ბმულზე გადასვლა და Begin test ღილაკზე დაწკაპუნება. დაიწყება პინგის შემოწმება, შემდეგ გადმოწერის სიჩქარის და ბოლოს ატვირთვის სიჩქარის.

>>> >>> >>> >>>

თანმიმდევრობა:

- Ping
- Download Speed
- Upload Speed

როდესაც შემოწმება მორჩება, გამოვა გრაფა. სადაც დააჭერთ Share this result ღილაკს.

>>>

გამოჩნდება ახალი გრაფა, სადაც აირჩევთ თქვენთვის სასურველ ჩანართს, კოდს და შემდეგ დააკოპირებთ მას copy ღილაკის მეშვეობით.

>>> >>>

- Web
- Image
- <\> Embed
- Forum

აგრეთვე შესაძლებელია შედეგების Facebook-ზე ან Twitter-ზე გაზიარება (share). ესეც ჩემი შედეგები, რომელიც დალაგებულია ვებ-გვერდის იდენტური თანმიმდევრობით.

1) Web

2) Image

3) <\> Embed

Code: Select all

<a href="http://www.speedtest.net/my-result/5192175536"><img src="http://www.speedtest.net/result/5192175536.png" /></a>


4) Forum - >>>

2) - პორტის გახსნა მოდემიდან ან როუტერიდან

თავიდან უნდა გაარკვიოთ არის შესაძლებელი თუ არა თქვენს მოდემზე ან როუტერზე პორტის გახსნა. ზოგიერთ პროვაიდერზე პორტები თავიდანვე გახსნილია, ზოგიერთზე კი საერთოდ არ იხსნება. ამ შემთხვევაში გააჩნია რამდენ ლარიანი ინტერნეტ პაკეტით სარგებლობთ ან რომელი პროვაიდერით. ზოგი ადამიანი პორტებს თვითონ ხსნის როუტერიდან, მაგრამ ეს ნებადართული არ არის. თუ პორტის გახსნა გინდათ, მაშინ გირჩევთ დაიმახსოვროთ თქვენი კომპიუტერის შიდა ip მისამართი (address) და ის პორტები რომელიც გჭირდებათ სერვერის ჩასართავად ამა თუ იმ თამაშისთვის (რათქმაუნდა TCP/UDP). მოცემულ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება პორტები rFactor-ისთვის. ამიტომ ვხსნით ამ პორტებს სერვერის ასამუშავებლად. სანამ დაიწყებთ, აუცილებლად გადაიკითხეთ მოცემული გზამკვლევი: rFactor dedicated server hosting guide.pdf

ძირითადად ამ პორტების გახსნა გჭირდებათ:

>>>

მაგალითი: Port Configuration თქვენი საკუთარი შიდა ip მისამართის გაგება შეგიძლიათ შემდეგნაირად: What’s my IP address? – How Do I change my IP address ?

3) - Windows Firewall-ის გათიშვა ან ფაილის გამონაკლისებში გატარება

არსებობს სერვერის ჩართვის 2 მეთოდი:

1) Windows Firewall-ის გათიშვა
2) Windows Firewall-ში ფაილის გამონაკლისებში გატარება

1) Windows Firewall-ის გასათიშად გადახედეთ ამ ბმულს: Turn Windows Firewall on or off
2) ფაილის Windows Firewall-ის გამონაკლისებში გასატარებლად მიყევით ქვემოთ მოცემულ სურათის ახსნას (პუნქტების მიხედვით).

>>>

სანამ გადავალთ უშუალოდ სერვერის გაკეთების პროცესზე, მანამდე განვიხილოთ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დარწმუნებული ვარ ბევრმა არ იცის. თუმცა ამის გაგება ძალიან მარტივია და რამოდენიმე წუთში ყველაფერს მიხვდებით :)

დროშები და მისი მნიშვნელობები rFactor-ში

rFactor-ში ყველაზე ხშირად გამოიყენება შემდეგი დროშები:

black
>>>

"შავი დროშა" ნიშნავს იმას, რომ თქვენ ხართ დისკვალიფიცირებული. თამაში ავტომატურად გადაგიყვანთ ფარეხში და დაგიბლოკავთ გზაზე თავიდან გასვლის შესაძლებლობას. დისკვალიფიკაციის მოხსნა ხდება მხოლოდ ვიკენდის თავდან ჩართვის (Weekend restart) შემდეგ.

yellow
>>>

"ყვითელი დროშა" ნიშნავს, რომ იმ გზის სექტორს რომელსაც თქვენ ეხლა გადიხართ არის საშიშროება: ნელა მოძრავი ავტომობილი, დაჯახებული/დაზიანებული მანქანა, მრბოლელების ავტომობილების გზის სავალი ნაწილიდან გადასვლა და ა. შ. "ყვითელი დროშის" გამოჩენის შემდეგ, რეკომენდირებულია სიჩქარის ოდნავ შემცირება და ძალიან ყურადღებით ყოფნა. ამის გარდა, იკრძალება და არაა ნებადართული მანქანის გასწრება !

yellow mig
>>>

"ყვითელი მოციმციმე დროშა" ნიშნავს, რომ გზაზე გამოვიდა უსაფრთხოების მანქანა. ამ დროშის ჩვენებისას პილოტების მოქმედებები ანალოგიურია "ყვითელი დროშის" ქმედებების. უფრო დაწვილებით თუ როგორ უნდა მოიქცეთ მაშინ, როდესაც გზაზე გამოსულია უსაფრთხოების მანქანა აუცილებელია წაიკითხოთ რეგლამენტი !

blue
>>>

"ლურჯი დროშა" ნიშნავს, რომ თქვენ გაგასწრებენ წრეზე. ამიტომ თქვენგან მოითხოვება, რომ რომელიმე 4-х მოსახვევში გაატაროთ გამსწრები პილოტი. ამისთვის საჭირო არ არის ავტომობილის სრულად გაჩერება, საკმარისია მხოლოდ გზის მოსახერხებელ მონაკვეთში გაათავისუფლოთ ტრაექტორია და ოდნავ შეამციროთ სიჩქარე.

fuel
>>>

გვიჩვენებს მცირე რაოდენობით საწვავს ავზში და მიუთითებს, რომ საწვავი ავზში ამოწურვაზეა (მალე გათავდება). როგორც წესი, ამ სიგნალის გამოჩენის შემდეგ, ავზში რჩება საწვავი რომელიც გაგატარებთ კიდევ 3 წრეს (6 კმ გზის შემთხვევაში). თუმცა ეს ყოველთვის ესე არ არის, რადგან ბევრი რამ დამოკიდებულია თვითონ სერვერის პარამეტრებზე, ბოლიდის კონფიგურაციაზე და ბევრ სხვა ფაქტორზე.

engine
>>>

მაჩვენებელი რომელიც მიუთითებს ძრავის მაღალ ტემპერატურაზე. მისი ეკრანზე გამოჩენა გვიჩვენებს, რომ ძრავის ტემპერატურა ძალიან მაღალია. ძრავში ტემპერატურის გაზრდის შემდეგ, მნიშვნელოვნად იზრდება მისი ცვეთა და თუ ამ დროს არ იქნება ძრავის გაგრიელბისთვის მიღებული რაიმე გზა, ამან შესაძლოა გამოიწვიოს ძრავის გაფუჭება (კვამლი ან ცეცხლის გაჩენა) და ჩაქრობა.

pit pen
>>>

ეს სიგნალი ატყობინებს პილოტს, რომ მას მიენიჭა ჯარიმა "გავლა ბოქსებთან". პილოტს 3-х წრის განმავლობაში მოუწევს Pit stop-თან გავლა, მასში შესვლის და მექანიკოსებთან გაჩერების გარეშე. არ არის საჭირო, რომ პილოტმა რამეს დააჭიროს, საკმარისია მხოლოდ ბოქსებში შესვლა, "სიჩქარის შეზღუდვის" ჩართვა და pit box-თან შეჩერების გარეშე ჩავლა. როგორც წესი, ესეთი ჯარიმა ინიშნება იმ შემთხვევაში, როდესაც: ხდება Pit stop-ში სიჩქარის გადაჭარბება, მანქანის სასტარტო ხაზიდან ადრე დაძვრა (false start) ან ლურჯი დროშების დიდი ხნის მანძილზე იგნორირება.

stop go
>>>

ეს სიგნალი ატყობინებს პილოტს, რომ მას მიენიჭა ჯარიმა "Stop and Go". პილოტს მოეთხოვება 3-х წრის განმავლობაში Pit stop-ში შესვლა და საკუთარ მექანიკოსებთან გაჩერება (თითქოს თქვენ აკეთებთ Pit stop-ს). დაიწყება 10 წამიანი ათვლა (Countdown Timer), რის შემდეგაც შეძლებთ გზაზე დაბრუნებას და რბოლის გაგრძელებას. როგორც წესი, ესეთი ჯარიმა პილოტს ენიჭება სასტარტო ხაზიდან (Start line) ადრე დაძვრის (false start) შემთხვევაში.

დამატებით:

Pit stop
>>>

არის კიდევ ერთი სიგნალი, რომლის შესახებაც ზემოთ არ დამიწერია და ეს არის "Pit stop-ის მოთხოვნა". ამ სიგნალის ფუნქცია მარტივია: კლავიატურაზე დააჭერთ Pit stop-ის მოთხოვნის ღილაკს (საჭიროა თამაშის კონტროლებში (controls) შესვლა და მისი მინიჭება, რადგან სტანდარტულად (default) rFactor-ში ის არ არის მითითებული) და ეკრანზე გამოჩნდება ინდიკატორი. ანუ თუ სიგნალი გამოჩნდება (ლურჯი დროშა ქანჩის გამოსახულებით და წამზომით) ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ მოითხოვეთ Pit stop-ი და თქვენი მექანიკოსები ემზადებიან მანქანის მისაღებად ბოქსებში (box). ბოქსებში შესვლა შეიძლება Pit stop-ის მოთხოვნის გარეშეც, მაგრამ თვითონ Pit stop-ი გაგრძელდება ოდნავ უფრო დიდხანს, ვიდრე ჩვეულებრივად (თქვენი მექნიკოსების მოუმზადებლობის გამო).

>>>

ეს რა იარლიყებია (icons) ? ვფიქრობ, უკვე ფლობთ ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა ფუნქცია აქვს rFactor.exe ფაილს, ხოლო რისთვის გამოიყენება rFactor Dedicated.exe - არამგონია იცოდეთ. თუ თქვენ ჯერ ისევ გინდათ შექმნათ საკუთარი სერვერი, მაშინ გახსენით rFactor Dedicated.exe ფაილი, სადაც დაინახავთ გამოსულ ფანჯარას.

>>>

რათქმაუნდა თქვენ შენიშნავთ 5 ციფრს, რომელთა მნიშვნელობაც განხილულია ქვემოთ, პუნქტების მიხედვით:

1) Select which player file to use for this server --> აირჩიეთ profile-ფაილი ამ სერვერზე გამოსაყენებლად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აირჩიეთ profile-ფაილი სერვერის ადმინისტრატორისთვის :)
2) Select which game database to use for this server --> Mod-ების ბაზიდან აირჩიეთ სასურველი mod-ი სერვერზე გამოსაყენებლად. ეს ძალიან მარტივია: თქვენ ირჩევთ იმ Mod-ს, რომლითაც გსურთ სერვერის ჩართვა. ჩვენს შემთხვევაში ეს არის Mod-ი: FSONE 2006-2007
3) Administrator Password --> ადმინისტრატორის password-ი. მგონი, ის ყოველთვის არ არის საჭირო. თუმცა, შეგიძლიათ შეიყვანოთ თქვენთვის სასურველი password-ი თუ მომავალში აპირებთ სერვერზე Admin-ის მიცემას მეგობრისთვის :)
4) Exit --> გამოსვლა. თუ სერვერის შექმნა გადაიფიქრეთ, შეგიძლიათ გათიშოთ აპლიკაცია და წახვიდეთ სასეირნოდ xD
5) Vehicles --> ტრანსპორტი. ვაწკაპუნებთ მოცემულ ღილაკს და მისი მეშვეობით გადავდივართ მომდევნო მენიუში !

>>>

1) Available Vehicle Filters --> ხელმისაწვდომი ტრანსპორტის ფილტრები. აქ არის განთავსებული პილოტების ჯგუფები. Add ღილაზე დაჭერით თქვენ გააგზავნით არჩეულ ჯგუფს მე-2 და მე-3 პუნქტში.
2) Selected Vehicle Filters --> არჩეული ტრანსპორტის ფილტრები. აქ შეგიძლიათ აარჩიოთ ყველაფერი თქვენი სურვილის მიხედვით. შეგიძლიათ დაამატოთ მხოლოდ ძირითადი ან კიდევ საცდელი პილოტები !
3) Available Opponents --> ხელმისაწვდომი ოპონენტები. მგონი აქ ყველაფერი ისედაც გასაგებია :)
4) Add --> დამატება. ამ ღილაკით თქვენ შეძლებთ მანიპულირებას პილოტების დამატების დროს.
5) Remove --> წაშლა. წაშლის ღილაკი. თავად ამბობს ყველაფერს საკუთარ თავზე ! ჩვენ ავირჩიეთ პილოტი და დავაჭირეთ Remove-ს !
6) Forced Driving View --> იძულებითი ხედი. ეს რას ნიშნავს ? ნამდვილი მრბოლელები მანქანას მართავენ მხოლოდ სალონის ხედიდან ! ეს პარამეტრი შესაძლებლობას გაძლევთ, იძულებით დააფიქსიორთ ხედი. ჩამონათვალი არც ისე დიდია, ამიტომ დანარჩენში თავად გაერკვევით ! თუმცა მაინც განვმარტავ მოკლედ თითოეულ მათგანს, რადგან წარმოდგენა შეგექმნათ მათზე.

None - არცერთი
No Swingman - Swingman-ის ხედი განსაზღვრულია იმისთვის, რომ უყუროთ მანქანას უკანა ან ზემოთა ხედიდან. დაახლოებით ისე, როგორც ეს ხდება ძველ არკადულ თამაშებში.
Nose, Cockpit - ხედი მანქანის წინა ხუფიდან და სალონიდან.
Cockpit - ხედი მხოლოდ მანქანის სალონიდან.
Tracking Cameras - მიმყოლი კამერების ხედები.

7) Fixed Setups and Fixed Upgrades --> მანქანის პარამეტრების დაბლოკვა და გაუმჯობესებების დაბლოკვა. რას ნიშნავს ? მანქანებს სერვერზე ექნებათ მხოლოდ სტანდარტული პარამეტრები და მათ შეცვლას ვერცერთი პილოტი ვერ შეძლებს ! იგივე ეხება განახლებებს და გაუმჯობესებებს. ზოგიერთ mod-ზე შესაძლებელია ახალი ნაწილების ყიდვა. მაგალითაად: სხვა ძრავი, საბურავი და ა. შ. Fixed Upgrades დააბრუნებს ყველა სახის განახლებას სტანდარტულზე (default).
8 ) RC Rank Type (Min Rank x100 Max Rank x100) --> ეს ფუნქცია გაუქმდა ! ამიტომ დატოვეთ უცვლელად. გადადით ამ ბმულზე: racecast? what is it, where do I sign up და გაიგებთ თუ რისთვის არის RC პარამეტრები თქვენ სერვერზე ! ეს რათქმაუნდა იმ შემთხვევაში თუ ხართ rFactor-ის ოფიციალური პილოტი (ნაყიდი გაქვთ სიმულატორის ლიცენზია ოფ. ვებ-გვერდზე). დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე !
9) Config --> კონფიგურაცია (დაკომფიგურება). ღილაკი შესაძლებლობას გაძლევთ გადახვიდეთ სერვერის მომდევნო პარამეტრების კონფიგურაციის ფანჯარაში !

P. S. ღილაკი Exit-ის მნიშვნელობა მე უკვე აგიხსენით ოდნავ ზემოთ, ამიტომ იგივეს აღარ დავწერ :)

>>>

Mod-ები და ბოლიდები უკვე აირჩიეთ, ეხლა კი დადგა დრო გადავიდეთ გზების შერჩევაზე თქვენი სერვერისთვის !

თავიდან საჭიროა ინტერნეტიდან ჩამოტვირთოთ სასურველი გზები და შემდეგ გადაიტანოთ Locations ფოლდერში. ეს იქნება ცალკე გამოყოფილი საკითხი ვრცელ rFactor-ის F.A.Q.-ში ;)

ვიწყებთ გამოსახულებაზე არსებული წარწერების შესწავლას.

1) Available Events --> ხელმისაწვდომი გზები. ღილაკები Add და Remove დაგეხმარებათ თქვენ არჩევის დროს !
2) Selected Events --> შერჩეული გზები. ღილაკები Add და Remove დაგეხმარებათ თქვენ არჩევის დროს !
3) Add and Remove --> ღილაკები დამტება/წაშლა. გამოიყენება გზების გადატანის დროს მე-2 პუნქტიდან 1-ში და პირიქით !
4) + and - --> თუ გზები ბევრია, მაშინ + (ზემოთ), ხოლო - (ქვემოთ), დაგეხმარებათ გზების დალაგებაში თქვენი გემოვნების მიხედვით.
5) Connection Type (Upload Speed\Download Speed) --> კავშირის ტიპი (ატვირთვის სიჩქარე/გადმოწერის სიჩქარე). დააყენით კავშირის ის ტიპი, რომელიც თქვენთივს ყველაზე მოსახერხებელი იქნება. მაგალთად: LAN ტიპის არჩევის დროს, სერვერზე შესვლა შეეძლება ბევრ პილოტს და იქნება მინამალური რაოდენობის შეყოვნებები (ლაგები). თუმცა თუ გაქვთ მოდემი, მაშინ აირჩიეთ თქვენ კავშირთან შესაბამისი სიჩქარე. ამის არჩევანი rFactor-ში ძალიან დიდია ! ამიტომ, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ იპოვოთ გადასარევი სიჩქარის და შეყოვნების კომბინაცია !
6) Players --> მოთამაშეების რაოდენობა. დააყენეთ მათი რაოდენობა სურვილისამებრ. გაითვალისწინეთ, რომ დაბალი სიჩქარის მქონე ინტერნეტის შემთხვევაში, სასურველია მოთამაშეების რაოდენობა იყოს მცირე !
7) Mactchmaker Announce и RaceCast --> ჩასვით თოლია (პწიჩკა) პირველ გრაფაში - MA და ყოველი ახალი პილოტის სერვერზე შესვლისას, თქვენთან გამოჩნდება ინფორმაცია ჩატში, მის შესახებ. თუ ის სერვერიდან გამოვარდება (Kick), მაშინ matchmaker შეგატყობინებთ ამის შესახებ ინფორმაციას. მაგ: თქვენ სერვერს შემოუერთდა პილოტი თამაშის პირატული (გატეხილი) ვერსიით, მაშინ მას სერვერი გამოაგდებს ЕХЕ mismatch-ით. აი RaceCast-ის გრაფაში ჩაწერილი თოლია კი შესაძლებლობას გაძლევთ გამოაჩინოთ თქვენი სერვერი ვებ-გვერდზე: http://racecast.rfactor.net. ბევრი მრბოლელი შედის სერვერზე RC-ის გამოყენებით. როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე ეს ფუნქცია გაუქმებულია და თოლიის ჩაწერა არაა საჭირო !  
8 ) Options --> პარამეტრები. კიდევ ცოტაც და ჩვენ ამას შევძლებთ ! სერვერის დამატებითი პარამეტრები !

>>>

დიდი და რაც მთავარია ყველაზე მნიშვნელოვანი მენიუ სერვერის კომფიგურაციის დროს ! მოემზადეთ წაკითხვისთვის !

1) Race Name and Password --> Server-ის სახელი და password-ი. Server-ის სახელი ნაჩვენები იქნება სერვერების ჩამონათვლაში და password-ი კი გეხმარებათ თავი დაიცვათ უცნობი მოთამაშეების შემოსვლისგან. მათ შორის სათამაშო რეჟიმისგან (უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია მის შესახებ ნახეთ მომდევნო F.A.Q.-ში)
2) Driving Aids Allowed --> ნებადართულია დახმარებები პილოტირების დროს. როგორც ხედავთ, აქ დამხმარეების დიდი სიაა. დააკვირდით ყურადღებით და შეცვალეთ ნომერი და კვადრატებში გააკეთეთ მონიშვნა, რომელიც მდებარეობს დახმარებების გასწვრივ. მაჩვენებლები შეიძლება იყოს პოზიციაში 0-დან 3-მდე. განვიხილოთ თოთოეული მათგანის მნიშვნელობა: 0 - დამხმარე გამორთულია. 3 - დამხმარე იმყოფება პოზიციაში HIGH (მუშაობს 100% დატვირთვით). 1 და 2 არის დამხმარის დაბალი და საშუალო ხარისხის მუშაობისთვის. სინამდვილეში, ჩვენი სერვერი დარეგულირებულია და გამართულია VMSO F1 2007 ჩემპიონატის წესების გათვალისწინებით !!!
3) შემდეგი პარამეტრები განკუთვნილია დროშების, საწვავის, საბურავების და მექანიკური პრობლემებისთვის.

*Flag Rules --> დროშის წესები. მათთვის ვინც ტანკში ზის ვიწყებ დროშის მნიშვნლელობების ახსნას: დროშები - ეს არის ერთგვარი საგზაო ნიშნები Formula 1-ის გზაზე. დროშების დახმარებით მრბოლელს გადაეცემა საჭირო ინფორმაცია. მწვანე დროშა - ნაჩვენებია რბოლის დაწყებამდე (სტარტის წინ); წითელი დროშა - რბოლის შეწყვეტა, ყველა პილოტი უნდა დაბრუნდეს სასტარტო პოზიციაზე ან შევიდეს გარაჟებში; ლურჯი დროშა - აჩვენებენ იმ პილოტებს, რომლებსაც უახლოვდება ავტომობილი, რომელიც ასწრებს მათ წრეზე; თეთრი დროშა - აცნობებს მრბოლელს, რომ მის წინ არსებული ბოლიდი მოძრაობს სახიფათოდ დაბალი სიჩქარით; ყვითელი დროშა - ნიშნავს გზაზე არსებულ საფრთხეს: გასწრება აკრძალულია და საჭიროა სიჩქარის შემცირება; ყვითელ-წითელ ზოლიანი დროშა - მიუთითებს, რომ გზაზე დაღვრილია ზეთი ან იწყება წვიმა; შავი დროშა - მრბოლელს სასტარტო ნომრის მიხედვით აიძულებს შევიდეს გარაჟში, გააჩეროს ბოლიდი და გადმოვიდეს კაბინიდან (Cockpit). დაუმორჩილებლობა ისჯება ძალიან სერიოზული ჯარიმებით; უჯრედებიანი დროშა - მიუთითებს რბოლის დასრულებაზე.

*Fuel Usage --> საწვავის ხარჯი. თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ საწვავის ხარჯის დრო. მაგ: х5 ტოლფასი იქნება: თუ ჩვეულებრივი საწვავის ხარჯვის რეჟიმში ავტომობილი მოიხმარს 1 წრეზე 5 ლიტრ საწვავს, მაშინ x5 მნიშვნელობის მითითების დროს (5ლ*5ლ=25ლ) დაიხარჯება 25 ლიტრი საწვავი 1 წრეზე.
*Tire Usage --> საბურავების ცვეთა. საბურავები დაიწყებს არათანაბარ ცვეთას თუ დააყენეთ მნიშვნელობას. მაგ: х5 - 1 წრე ტოლფასი იქნება 5 წრის საბურავების რეზინის ცვეთის.
*Mech Failures --> მექანიკური გაუმართაობები. აღნიშნული პარამეტრი თავად ამბობს ყველაფერს საკუთარ თავზე და მგონი დაწვრილებითი განხილვა აღარ ჭირდება.

4) შემდეგი პარამეტრები შესაძლებლობას გაძლევთ დაარეგულიროთ პრაქტიკის, კვალიფიკაციის და გამახურებელი წრის (wapmup) დრო. ასევე შესაძლებელია წრეების რაოდენობის ცვლილება.

*Practise Time --> პრაქტიკის დრო. შესაძლებელია მაქსიმალური ციფრის მითითება 165 წუთი = 2 საათი და 45 წუთი.
*Qualify Time --> კვალიფიკაციის დრო. შესაძლებელია მაქსიმალური ციფრის მითითება 165 წუთი = 2 საათი და 45 წუთი.
*Qualify Laps --> შესარჩევი წრეები. 3-х წრიდან დაწყებული შეუზღუდავამდე (Unlimited), სანამ დრო არ გავა.
*Warmup Time - გამახურებელი წრის (WARMAP) დრო. შესაძლებელია მაქსიმალური ციფრის მითითება 165 წუთი = 2 საათი და 45 წუთი.

5) Damage Multiplayer and AI Strenght --> დაზიანება მრავალ მოთამაშის რეჟიმში და AI ბოტების სიძლიერის დონე. მანქანების დაზიანება თამაშში შეიძლება მიუთითოთ 0%-დან 100%-მდე. ეს ძირითადად დამოკიდებულია თქვენს არჩევანზე. AI ბოტების დონის მნიშვნელობა თამაშში არ მოგცემთ მოდუნების შესაძლებლობას თუ ის დაყენებულია 120%-ზე ! რეკომენდირებულია 100% DM-ისთვის და 120% AI ბოტებისთვის ! რატომ ? ანვითარებს პილოტირების პროფესიონალურ უნარებს !
6) Minimum # of AI and Maximum # of AI --> AI ბოტების მინიმუმი და მაქსიმუმი ! თუ ხართ 2 მოთამაშე და გსურთ შეეჯიბროთ მეტოქეებს, მაშინ AI-ს მინიმალურ რაოდენობას დაამატეთ კიდევ რამოდენიმე ბოტი, რადგან შექმნათ სრული სარბოლო ატმოსფერო !
7) ეს პუნქტები პასუხსიმგებელია რბოლის შექმინს ფუნქციებზე !

*Type of Start --> რბოლის დაწყების ტიპი. აირჩიეთ თქვენთვითონ - ადგილიდან დაწყება ან სასტარტო ხაზის გადაკვეთის შემდეგ (გაგორებულიდან) დაწყება.
*Race Lenght --> რბოლის ხედი. შეიძლება აირჩიოთ რბოლა წრეების რაოდენობაზე ან რბოლა დროის წინააღმდეგ ! მაგ: როდესაც ვირჩევთ რბოლას დროის წინააღმდეგ, იქ დაყენდება დრო 1 საათზე. შესაბამისად ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენ წრეს გაივლით ერთი საათის განმავლობაში.
*Race Laps --> რბოლის დროს წრეების რაოდენობა. მინიმუმ 300 !
*Race Time --> რბოლის დრო. მიუთითეთ რამდენიც გსურთ.
8 ) რბოლის პარამეტრების დაყენების გაგრძელება !

*Race Start Time --> რბოლის დაწყების დრო. შეგიძლიათ რბოლის დაწყება ღამის 1 საათზე. გზები ამ დროს მონაკვეთში შესანიშნავად გამოიყურება :) თუმცა თუ თქვენ მრბოლელებს არ აქვთ ფარები, სიბნელეში სიარული - სიგიჟეა !
*Race Time Scale --> რბოლის დროის განაკვეთი. აქ შეგიძლიათ მიუთითოთ რბოლის დროის ხანგრძლივობა.
*|MOTD|* - აქ წერენ მისალმებას სერვერზე შემოსული მრბოლელებისთვის !

9) LOAD TRACK --> როგორც იქნა, ყველა პარამეტრის დაყენების შემდეგ (8-D) ჩვენ შეგვიძლია ჩავრთოთ სერვერი ! გილოცავთ, ჩვენ თითქმის მიუახლოვდით დასასრულს !
10) Back --> უკან დაბრუნება. თუ თქვენ გსურთ რეიმე ფუნქციის შეცვლა, გთხოვთ დააწკაპუნოთ ღილაკს და შეცვალოთ !

>>>

როდესაც დააჭირეთ ღილაკს LOAD Track, თქვენი სერვერი პირველად გამოჩნდება ქსელში ! გილოცავთ, პირველი საკუთარი სერვერის შექმნას ! ეხლა მოდით გავეცნოთ სერვერის admin-ის ფუნქციებს !

1) Game Information --> ინფორმაცია თამაშის და სერვერის შესახებ. აქ ჩნდება ყველაზე საჭირო და დეტალური ინფორმაცია თქვენი სერვერის შესახებ !

*Game Name --> თქვენი სერვერის სახელი.
*Game Version --> rFactor-ის ვერსია.
*Date Rate --> დროის განაკვეთი.
*Frame Rate --> საშუალო FPS (კადრების რაოდენობა წამში) სერვერზე.
*Clients --> რამდენი მრბოლელია თქვენ სერვერზე.
*Track --> გზის სახელი, რომელიც ჩატვირთულია.
*Event --> ღონისძიების დასახელება.
*Session Info --> ინფორმაცია სესიაზე.
*Session Status --> სესიის სტატუსი.
*Vote Status --> ხმის მიცემის სტატუსი.
*Uptime --> დრო რომელიც გაცნობებთ თუ რამდენი ხანია ჩართული თქვენი სერვერი ინტერნეტში !

2) Vehicles --> მოთამაშეების სახელები, რომლებიც იმყოფებიან სერვერზე.
3) Edit Grid (+\-) --> სასტარტო ბადის რედაქტირება ! აქ ყველაფერი საკმაოდ ნათელია. რომელი მანქანა სად იდგება ! ვინ ბოლო ადიგლზე და ვინ სასტარტო ხაზთან !
4) Restart Race and Next Session --> რბოლის გადატვირთვა და შემდეგი სესია. რბოლის დაწყებისას მოხდა გზის დაბლოკვა ? გააკეთეთ რესტარტი ! დასრულდა პრაქტიკა, შეცვალეთ კვალიფიკაციაზე, შემდეგ გამახურებელ წრეზე და ბოლოს რბოლაზე !
5) აქ არის ყველაზე საინტერესო admin-ის ნაწილი, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ მართოთ დაუმორჩილებელი პილოტები და ბოტები !

*Boot --> პილოტის Kick (გაგდება) სერვერიდან. მრბოლელმა დაარღვია წესები და უნდა დატოვოს სერვერი, მაგრამ ის ამას არ აკეთებს ? მაშინ გააგდეთ ის თქვენთვითონ (Boot'om) !
*Ban --> ძალიან ამპარტავანი პილოტი როგორღაც აღმოჩნდა თქვენ სერვერზე ? უბრალოდ დაადეთ ბანი და ის ვეღარ შეგაწუხებთ ! მაგრამ გახსოვდეთ, რომ აკრძალვა (Ban) - ეს არის უკიდურესი ზომის მიღება !
*Add AI --> დაამატოთ AI ბოტი. მგონი აქაც ყველაფერი გასაგებია. შეგიძლიათ დაამატოთ კიდევ ერთი მეტოქე, რომელიც მოქმედებს კომპიუტერის მითითებებით. გარკვეული დროის შემდეგ თუ თავს მოგაბეზრებთ, შეგიძლიათ ისიც გააგდოთ სერვერიდან !
6) თამაშში ურთიერთობა ხდება მიმოწერის (chat) დახმარებით. კვალიფიკაციის ან რბოლის დროს საუბარი აკრძალულია, მაგრამ პრაქტიკის ან გამახურებელი (warmup) წრის დროს შეიძლება. აგრეთვე შეგიძლიათ ერთმანეთს გაუზიაროთ ღირებული ინფორმაცია და რჩევები მანქანის პარამეტრებთან დაკავშირებით. მაგ: როგორი ფრთები დააყენოთ საბარგულზე, რა წნევაზე დაბეროთ საბურავები და ა. შ.

*Chat --> საუბრის ზონა.
*Send Chat --> Chat-ში ადმინისტრატორთან შეტყობინების გაგზავნა (ანუ თქვენთან). ეს დაახლოებით მსგავსი ფორმით ხდება: SERVER: Welcome! ARG Test Server.

7) Restart Weekend and Go To Next Race --> სარბოლო ვიკენდის თავიდან დაწყება და შემდეგი რბოლა. გსურთ გაიმეოროთ სარბოლო ვიკენდი ? მაშინ, უბრალოდ დააწკაპუნეთ Restart Weekend ღილაკზე. თუ თქვენ გსურთ გააგზავნოთ სერვერზე მყოფი პილოტები სხვა გზაზე, მაშინ დააწკაპუნეთ ღილაკზე Go To Next Race. რათქმაუნდა ეს იმ შემთხვევაში თუ თქვენი სერვერის პარამეტრებში მითითებულია 1 გზაზე მეტი (მინიმუმ 2). მათთვის, ვინც ვერ მიხვდა რაზეა საუბარი წაიკითხოს წინა აბზაცები.

8 ) Options --> პარამეტრები. თუ თქვენ დაუყოვნებლივ გჭირდებათ რაიმის შეცვლა, მაშინ დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე და გამოასწორეთ. ამის გაკეთების შემდეგ საჭირო იქნება სერვერის გადატვირთვა (თავიდან ჩართვა). რასაც აკეთებთ იქვე განთავსებულ ღილაკზე - Load Track-ზე დაწკაპუნებით, რომლის შესახებ ინფორმაციაც უკვე დავწერე ოდნავ ზემოთ !
9) Exit --> გამოსვლა. თქვენ საკმარისად დიდი ხანი ითამაშეთ, ასობით კილომეტრი გაიარეთ გზაზე და დროა შეისვენოთ ! მაშინ, დააწკაპუნეთ ღილაკზე და გათიშეთ თქვენი სერვერი. ესეც ასე :) მგონი კარგად გავერთეთ არა ?

----------------------------------------------------

ეხლა უკვე იცით თუ როგორ უნდა გამართოთ საკუთარი სერვერი თქვენი გემოვნებით. გისურვებთ წარმატებას და სასიამოვნო დროის გატარებას სხვა პილოტებთან ერთად ! შევხვდებთ გზაზე :)

Chat ბრძანებების სრული სია:

/vote yes // იგივე რაც ღილაკზე დაჭერა (კლავიატურის ღილაკი - 1).

/vote no // იგივე რაც ღილაკზე დაჭერა (კლავიატურის ღილაკი - 0).

/ping // იგივე რაც ღილაკზე დაჭერა (კლავიატურის ღილაკი - 2).

/w // მოთამაშისთვის ჩუმად რაიმეს თქმა - შეიძლება იყოს მოთამაშის სახელის პირველი რამოდენიმე ასო თუ ისინი უნიკალურია.

/whisper // იგივე ფუნქცია რაც აქვს "/w". სრული ბრძანება: /w [sendee] [chat].

/callvote nextsession // ხმის მიცემა შემდეგი სესიის დასაწყებად (მაგალითად: პრაქტიკიდან გადადის კვალიფიკაციაზე).

/callvote nextrace // ხმის მიცემა შემდეგ გზაზე გადასასვლელად (dedicated server-ის გზების ჩამონათვალში). გზების ჩამონათვალში გადადის მომდევნოზე.

/callvote event // ხმის მიცემა ღონისძიებაზე (როგორიცაა "Toban-ის 24 საათიანი რბოლა" ან "Mills სპეციალური ღონისძიება"). სრული ბრძანება: /callvote event [name].

[name]=სრული ღონისძიების დასახელების სანახავად ნახეთ გზის .gdb ფაილი.

/callvote restartrace // ხმის მიცემა რბოლის თავიდან დაწყებაზე (გადატვირთვა).

/callvote restartwarmup // ხმის მიცემა warmup-ის თავიდან დაწებაზე. რაც ითვალისწინებს გამახურებელი წრის თავიდან დაწყებას.

/restartwarmup // admin/server-ის ადმინისტრატორის ბრძანება, რომელიც გამახურებელი წრის (warmup) თავიდან დაწყებას ითვალისწინებს.

/callvote restartweekend // ხმის მიცემა weekend-ის თავიდან დასაწყებად. ბრუნდება უკან პრაქტიკაზე (practice).

/callvote addai // ხმის მიცემა 1 ბოტის (AI) დასამატებლად.

/callvote add5ai // ხმის მიცემა 5 ბოტის (AI) დასამატებლად.

/callvote kick // ხმის მიცემა აღნიშუნული მოთამაშის სერვერიდან (რბოლიდან) გამოსაგდებად. სრული ბრძანება: /callvote kick [name].

/callvote ban // ხმის მიცემა მოთამაშის სერვერიდან გამოსაგდებად და თავიდან შესვლის აკრძალვით. გააგდებს და აუკრძალავს აღნიშნულ მოთამაშეს სერვერზე შესვლას. სრული ბრძანება: /callvote ban [name].

/admin // administrator-ის ან super-admin-ის მინიჭება (არასწორი password-ის ჩაწერის შემთხვევაში ან password-ის გარეშე, იხილავთ ამ მაწერს = stop being administrator). სრული ბრძანება: /admin [password].

/apwd // super-admin/server-ის ბრძანება შეცვალოს არსებული admin-ის password-ი, რომელიც შეიცვლება ყველა სერვერზე მყოფი admin-ისთვის. სრული ბრძანება: /apwd [password]. მისი შეცვლა ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც სერვერზე შესული ხართ, როგორც superadmin-ი.

/editgrid // admin-ის ბრძანება გადაიყვანოს აღნიშნული მოთამაშე grid-ის მოცემულ პოზიციაზე - note that you should do the grid from first to last or you may fail to achieve the expected results. სრული ბრძანება: /editgrid [პოზიცია] [მრბოლელის სახელი].

/setmass // admin/server-ის ბრძანება მიანიჭოთ აღნიშნულ მოთამაშეს მასის (წონის) პენალტი 0-დან-255 კილოგრამამდე (0-255 kg), რომელსაც ექნება სწრაფი ეფექტი და გაგრძელდება weekend-ის ბოლომდე.

/batch // admin/server-ის ბრძანება გაუშვას chat-ის ბრძანებების მოცემული batch ფაილი (ნახეთ მისი სრული აღწერილობა).

/changelaps // admin/server-ის ბრძანება შეცვალოს დასრულებული წრეების რაოდენობა (-10 to +10)

/addpenalty // admin/server-ის ბრძანება ანიჭებს აღნიშნულ მოთამაშეს ჯარიმას. არსებობს მათი 3 მნიშვნელობა : -2=გრძელი ხაზი, -1=drive-thru, 0-60=stop/go ჯარიმა რაოდენობა წამში.

/subpenalty // admin/server-ის ბრძანება აუქმებს აღნიშნული მოთამაშის ჯარიმას. არსებობს მათი 3 მნიშვნელობა : 0=შლის ერთ stop/go ჯარიმას, 1=შლის ერთ drive-thru ჯარიმას, 2=შლის ერთ დიდ ხაზის ჯარიმას, 3=შლის ყველა ჯარიმას.

/racelength [=0 განსაზღვრავს % რბოლის ხანგრძლივობას, =1 განსაზღვრავს - წრის რაოდენობას, =2 განსაზღვრავს - რბოლას დროზე, =3 განსაზღვრავს - წრეს და - წუთის რბოლას.

/shutdownserver // admin-ის ბრძანება, რომელიც dedicated server უბრძანებს დაუყოვნებლივ გათიშვას.

/set upload // ატვირთვის სიჩქარის ცვლილება (მუშაობს მხოლოდ იმ კომპიუტერზე, რომლიდანაც ჩართულია სერვერი. სერვერზე მყოფ administrator-ს ამ დროს არ შეუძლია ატვირთვის სიჩქარის შეცვლა)

/set download // გადმოწერის სიჩქარის ცვლილება (იგივეა, რაც ზემოთ)

/set nagle //შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ სერვერზე - განსაზღვრავს საეჭვო Nagle TCP ალგორითმის გამოყენებას

/set warp // მომავალში იმოქმედებს ხმოვან ჩატზე (voicechat).

/changelaps [laps] [name] // მომხმარებლის წრეების დამატება ან წაშლა.

+წრის მნიშვნელობის დამატება.
-წრის მნიშვნელობის წაშლა.

/addpenalty [code#] [name] // ჯარიმების დამატება.

0-60=stop/go საჯარიმო რაოდენობა წამებში.
-1=drive-thru
-2=გრძელი ხაზი.

/subpenalty [code#] [name] // ჯარიმების წაშლა (გაუქმება).

0=ერთი stop/go ჯარიმის წაშლა.
1=ერთი drive-thru ჯარიმის წაშლა.
2=ერთი გრძელი ხაზის ჯარიმის წაშლა.
3=ყველა ჯარიმის წაშლა.

/throwyellow [laps] //
/clearyellow // ყვითელი დროშის მოშორება.

ჩემი პატარა გამოცდილებიდან გავარკვიე, რომ თუ თქვენ გჭირდებათ რბოლის ხანგრძლივობის შეცვლა, მაშინ მასთან ერთად აუცილებლად უნდა შეცვალოთ დროც. წინააღმდეგ შემთხვევაში რბოლა შეწყდება. აქ მოცემულია ბრძანება:

/racelength [code#] [amount] // შეცვალოს რბოლის ხანგრძლივობა.

ბრძანების განმარტება ქართულად: /რბოლის ხანგრძლივობა [კოდი#] [რაოდენობა]

0=% სტანდარტულად განსაზღვრული მანძილი
1=წრეების რაოდენობაზე დაფუძნებული რბოლა
2=დრო
3=წრე და დრო

მაგალითად: /racelength 3 50 120 (50 წრე და 120 წუთი).

/shutdownserver // სერვერის გამორთვა.

აქ არის ჩემს .plr ფაილში ჩასწორებული სწრაფი chat-ის მაგალითები. გაითვალისწინეთ, რომ ბრძანებებს წინ ჩაუწეროთ ხაზი (forward slash = /). Slash-ის ჩაწერის შემდეგ ბრძანება იცდის chat box-ში თქვენთვის, რადგან box-ში მიუთითოთ მოთამაშის სახელი ან წრეების რაოდენობა. მოკლედ რომ ვთქვათ: უბრალოდ სასურველი ბრძანების ფუნქცია მიანიჭეთ თქვენს chat-ის ღილაკებს და შემდეგ შეგეძლებათ რამოდენიმე admin-ის მოვალეობის შესრულება, პირდაპირ მრბოლელის სავარძლიდან.

[ CHAT ]
Quick Chat #1="<<--- ENTERING PITS"
Quick Chat #2="EXITING PIT--->>"
Quick Chat #3="<<--- PASS LOW"
Quick Chat #4="/subpenalty 3"
Quick Chat #5="/changelaps"
Quick Chat #6="/throwyellow 4"
Quick Chat #7="/clearyellow"
Quick Chat #8="/callvote restartrace"
Quick Chat #9=""
Quick Chat #10=""
Quick Chat #11="/vote no"
Quick Chat #12="/vote yes"

User avatar
sti228
Posts: 99

Re: rFactor

Unread post#29 » 17 Mar 2016 22:30

ეს დღეები ვასწორებდი ზემოთ დადებულ პოსტს, მაგრამ სათანადო მდგომარეობამდე ჯერ ვერ მივიყვანე. ამიტომ რამოდენიმე კვირაში კარგად განვაახლებ.

ესეც გუშინდელი ვიდეო. ვამოწმებ ჩაფხუტს და ISM-ის მოდს :) rFactor - Ebisu Touge Reverse (BMW E36 M3 + Helmet View)

User avatar
sti228
Posts: 99

Re: rFactor

Unread post#30 » 23 Mar 2016 23:11

ჩასწორდა სერვერის შექმნის ინფორმაცია და დაემატა რამოდენიმე სურათი მცირე ახსნებთან ერთად. ეს ჩემმა მეგობარმა დაპოსტა FB-ზე და მინდოდა აქაც დამეწერა. როდესაც პირველ პოსტს განვაახლებ, იქაც აუცილებლად ჩავამატებ.

>>>

ესეც სურათები :shades:

>>> >>>

User avatar
sti228
Posts: 99

Re: rFactor

Unread post#31 » 31 May 2016 01:17

ყველა ძველი თამაშის ვერსია წავშალე, რაც აქამდე მქონდა ატვირთული. ეს არის საბოლოო ვერსია და არამგონია უახლოს მომავალში კიდევ განვაახლო (დამოკიდებულია კარგ მანქანებზე და გზებზე). ვფიქრობ უკვე საკმარისზე მეტი მანქანის mod-ი და გზა დავამატე ორიგინალ rFactor-ს, ამიტომ რაიმე განახლება ან კონტენტის დამატება არ მოხდება. ვისაც სურვილი აქვს შეუძლია გადმოწეროს და თავად ნახოს. მგონი 2 წელზე მეტია რაც ამ ავტომობილებს და გზებს ვაგროვებ. თითქმის ყველა გზა მაქვს, სადაც მანქანის მართვაზე ვოცნებობდი.

მთელი განახლებების ისტორიის ჩამოწერის აზრს ვერ ვხედავ, რადგან საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს და არცაა საინტერესო. თუმცა ესეც მაქვს ამ ბმულზე: Version History

rFactor - Drift Addon v2.28 (WIP) 4/26/2016

>>>

დამატებულია 10 გზა:

  • Suzuka Kart- SuzukaTwin
  • Paradsasvar Hillclim (dry + wet)
  • Nihonmatsu SS Park
  • Oklahoma Motorsports Complex
  • Aichi Circuit
  • Eschdorf Hillclimb
  • Irwindale D1GP 2007
  • Sumisuto Kartland - Old + 2014 Version
  • TP2015 HillClimb ver0.72

გადმოსაწერი ბმულები (ოთხივე ნაწილის გადმოწერა აუცილებელია !):

Download Part 1 
Download Part 2
Download Part 3
Download Part 4

ძველი ვერსიებში შესული ცვლილებები ნახეთ სპოილერში.

► Show Spoiler

User avatar
sti228
Posts: 99

Re: rFactor

Unread post#32 » 12 Jun 2016 17:35

ესეც ახალი ვიდეო: rFactor - Myogi Touge Wet Drift (Nissan 180SX + Helmet View)

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 89 guests


cron