Live For Speed, By LFS Studio

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
User avatar
sti228
Posts: 99

Live For Speed

Unread post#1 » 29 Sep 2014 13:09

>>>

დეველოპერი: Scawen Roberts, Eric Bailey და Victor van Vlaardingen
გამომცემელი: Scawen Roberts, Eric Bailey და Victor van Vlaardingen
გამოსვლის თარიღი:
2003 წლის 13 ივლისი (S1 - ეტაპი 1)
2005 წლის 24 ივნისი (S2 alpha - ეტაპი 2)
2015 წლის 19 დეკემბერი (S3 - ეტაპი 3)
2016 წლის 13 თებერვალი (ამჟამინდელი ვერსია)
ჟანრი: Sim racing
რეჟიმი: Single player, multiplayer


სანამ დავიწყებთ თამაშის ძირითადი მახასიათებლების გაცნობას, მანამდე მინდა მცირედი შესავალი გავაკეთო იმასთან დაკავშირებით, თუ რას წარმოადგენს Live for Speed-ი :sdaus: ძალიან ბევრ დამწყებ მოთამაშეს უჩნდება შეკითხვა - რა არის LFS ? ამ კითხვაზე პასუხს ქვემოთ მოცემულ რამოდენიმე აბზაცში შეიტყობთ, მაგრამ თამაშის უფრო დაწვრილებითი განხილვა ამის შემდეგ დაიწყება.

აღმოაჩინეთ სარბოლო სიმულატორის (racing simulation) რეალიზმი, Live for Speed-თან ერთად.

ძირითადი უპირატესობები:
  • ინტენსიური რბოლა ონლაინ რეჟიმში
  • რეალისტური მანქანის ფიზიკა
  • დიდი თანამეგობრობა
Live for Speed-ეს არის ონლაინ რეისის სიმულატორი (Online Racing Simulator)

>>>


Live for Speed გახლავთ სერიოზული სარბოლო სიმულატორი (racing simulator). აქ არ არის არკადული რეჟიმები (arcade modes) და არც მოხვევის დამხმარე საშუალებები (no steering aids) - თქვენ უბრალოდ უნდა მართოდ ავტომობილი.

ძალები გავლენას ახდენს მანქანის მოძრაობაზე რომელიც სიმულირდება ინდივიდუალურად თითოეულ საბურავზე. ჩვენ რეკომენდაციას გიწევთ გამოიყენოთ კომპიუტერული საჭე, მაგრამ თუ ის არ გაქვთ მაშინ შეგიძლიათ ისარგებლოთ კლავიატურით ან მაუსით. თუმცა გაითვალისწინეთ რომ საჭე, პედლები და გადაცემათა კოლოფი გთავაზობთ უფრო მეტ სიზუსტეს ავტომობილის მართვის დროს და ნებისმიერ ავტო სიმულატორში მისი ქონდა სასურველია. ძალის უკუკავშირი (force feedback) იგზავნება კომპიუტერულ საჭეში, რომელიც გამოითველბა პირდაპირ და არა რაიმე ეფექტების საშუალებით. ეს გაძლევთ საშუალებას იგრძნოთ თუ რა ხდება საბურავისა და გზის საფარის ერთმანეთთან შეხების დროს.

როდესაც თქვენ გაქვთ ძალიან მაღალი სიჩქარე და უხლოვდებით მოსახვევს, მაშინ უნდა დაამუხრუჭოთ საკმაოდ მკვეთრად, რადგან არ მოგიწიოთ გზის ისეთ ადგილზე მოხვედრა, სადაც არ გინდათ ყოფნა ! ამის სასწავლად თქვენ მოგიწევთ მოსახვევის არაერთხელ გავლა, რადგან ისწავლოთ მასში სწორად და სწრაფად შესვლა. დაიმახსოვრეთ, რომ ყოველთვის არის რაღაც ისეთი, რაც ჯერ არ იცით.

თქვენ შეგიძლიათ იაროთ მარტო, მხოლოდ დროის წინააღმდეგ ან შეეჯიბროთ ბოტ მძღოლებს (AI drivers). ამ ყველაფრის მიუხედავად, ძალიან ბევრი ადამიანი რეალურ გართობას პოულობს online-ში რეალურ ადამიანებთან რბოლის დროს ან multiplayer-ის რეჟიმში. LFS ამის გაკეთების საშუალებას ძალიან მარტივად იძლევა. უბრალოდ დააჭირეთ "List of Hosts", აირჩიეთ სერვერი რომელიც გამოიყურება საინტერესოდ და მაშინვე შეუერთდით მას. ბევრ სერვერზე ხდება საკმაოდ მოკლე რბოლა, რომელიც რამოდენიმე წრის გავლის შემდეგ მთავრდება, ასე რომ ჩვეულებრივ ძალიან დიდი დრო არ გჭირდებათ გადატვირთვის (საუბარია რბოლის თავიდან დაწყებაზე - Restart) დალოდებამდე. უმეტესი ღია სერვერი საშუალებას გაძლევთ შეუერთდეთ მას შუა რეისის დროს (mid-race). უბრალოდ დარწმუნდით, რომ თქვენ იმყოფებით იმ გზიდან მოშორებით, სადაც მიმდინარეობს რბოლა და ხელს არ შეუშლით იმ ხალხს, რომლებმაც უკვე დაიწყეს შეჯიბრი იქამდე, სანამ თქვენ მას შეუერთდებოდით ! ასევე არსებობს უამრავი ონლაინ სარბოლო ლიგები (racing leagues), სადაც თქვენ შეგიძიათ მიიღოთ მონაწილეობა თუ რათქმაუნდა ეძებთ რაღაც ისეთს, რაც უფრო მეტ კონკურენციას გაგიწევთ.

სერიოზული სიმულატორი აშკარად მოითხოვს ძალიან კარგ ფიზიკის სიმულაციას, რადგან მოგანიჭოთ ისეთი გართობისა და მღელვარების შეგრძნება, როგორიცაა რეალურ ცხოვრებაში. ეს ხდება ყველა ასპექტის გათვალისწინებით, რაც მეტად მნიშვნელოვანია რბოლისთვის. Live for Speed იმყოფება მუდმივი განვითარების პროცესში. S2 ეს არის მეორე საფეხური და ჩვენი ხედვის დასრულებული პროდუქტი. ის უკვე აკეთებს ძალიან კარგ საქმეს, როგორიცაა რეალური რბოლის სიმულაცია. რაც თავისმხრივ მოიცავს მრავალ ასპექტს - სრულყოფილი setup-ის შექმნის შესაძლებლობას, საწვავის გამოყენებას, საბურავის ცვეთას, შეჯახების დროს დაზიანებას, სხვადასხვა სახის ზედაპირის არსებობას, საინტერესო სარბოლო გარემოს, სხვადასხვა მანქანის კლასს და ა. შ. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ თქვენ გჭირდებათ საკმაოდ დიდი დრო რადგან ივარჯიშოთ, დაიმახსოვროთ და ისწავლოთ გზების მოსახვევები და მათი ტრაექტორია. არ დაგავიწყდეთ ესტუმროთ pitstop-ს. გაარკვიეთ რამდენ საწვავს მოიხმარს თქვენი მანქანა ერთ წრის განმავლობაში, როგორ მოქმედებს საბურავები სხვადასხვა გზაზე და საფარზე. რათქმაუნდა თქვენი მანქანის პარამეტრებიდან (setup) და მართვის სტილიდან გამომდინარე.

თქვენ შეგიძლიათ გადმოწეროთ Live for Speed-ის თამაში, ოფიციალური ვებ-გვერდიდან: download page. დასაწყისში, პროგრამა მოქმედებს როგორც demo ვერსია, რომლის საშუალებითაც ხელმისაწვდომი ხდება მხოლოდ 3 ავტომობილი და 1 გზა. იმისთვის, რომ გახსნათ თამაშის დამატებითი მანქანები და გზები (content), ამისათვის საჭიროა შეიძინოთ ლიცენზიის განახლება. S1 ან S2 ლიცენზია (license). ისევე როგორც ყველა სხვა პროდუქტის, ასევე მათი შეძენაც შესაძლებელია თამაშის მაღაზიის ოფიციალურ გვერდზე - shop page.

>>>


თუ უფრო დაწვრილებით გაინტერესებთ ინფორმაცია Live for Speed-ის შესახებ, მაშინ გადახედეთ ქვემოთ მოცემულ ბმულებს:

ინფორმაცია ინგლისურად: Live for Speed - ENG
ინფორმაცია რუსულად: Live for Speed - RUS

Live for Speed (LFS) ეს არის სარბოლო სიმულატორი (racing simulator), რომელიც დაამზადა სამი ადამიანისგან შემდგარმა გუნდმა. მისი წევრები არიან: Scawen Roberts (ფიზიკა-თამაშის ძრავი), Eric Bailey (გზები და მანქანები) და Victor van Vlaardingen (სიმღერა, ვებ-გვერდი, რეალიზაცია). Scawen Roberts, Eric Bailey-ორივე წარმოშობით-დიდი ბრიტანეთი (ინგლისი) და Victor van Vlaardingen (ნიდერლანდია). მათი ძირითადი მიზანია, რომ მოთამაშემ შეიძინოს რეალური სარბოლო გამოცდილება ონლაინ რეჟიმში - (multiplayer), რაც მომავალში მათ საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღონ (single player-ის) რბოლებში ყველა ავტომობილის წინააღმდეგ. მომხმარებლებს შეუძლიათ დააფიქსირონ მათი (საკუთარი) საუკეთესო გზის დრო (იგივე hotlap), რომელიც შემდეგ შეიძლება აიტვირთოს (დაფიქსირდეს) lfsworld.net-ზე hotlap-ის რეჟიმში. გარდა ამისა მოთამაშეებს შეეძლებათ მიიღონ მართვის მომზადების გაკვეთილები ‘training’ რეჟიმში.

LFS მთლიანად გავრცელდა ინტერნეტის საშუალებით. თამაში შეგიძლიათ გადმოწეროთ და დააყენოთ უფასოდ ოფიციალური საიტიდან, (lfs.net) მაგრამ (unlocking) ყველა მახასიათებლის გახსნა (მანქანების და გზების) მოითხოვს ლიცენზიის შეძენას. ლიცენზიის შეძენის გარეშე, ის ფუნქციონირებს ისე როგორც შეზღუდული დემო ვერსია (feature-limited demo). Demo ლიცენზიით მხოლოდ ერთი გზის და სამი მანქანის გამოყენებაა შესაძლებელი. მანქანები: XRG, XFG, FBM. გზა: Blackwood GP.

Releases (რეალიზები)

თამაში განკუთვნილია და დაყოფილია 3 ნაწილად: S1 ლიცენზია (Stage 1), S2 ლიცენზია და S3 ლიცენზია, რომელიც ჯერ არ გამოსულა და მუშაობის პროცესშია (უკვე 6 წელიწადია-2008 წლიდან მოყოლებული). ყოველ შემდგომ ეტაპზე ჩვენ ვხვდებით გაუმჯობესებებს ისეთ სფეროში, როგორიცაა ფიზიკის მოდელი, გრაფიკა და ხმა. ტექნიკური ცვლილებების ყოველი ახალი ეტაპი ხელმისაწვდომი ხდება თამაშის წინა ეტაპებისთვისაც. ეტაპებს შორის ძირითადი განსხვავება მიმდინარეობს ახალი დამატებითი მანქანების და გზების მეშვეობით, ამასვე მოყვება მაქსიმალური მოთამაშეების რაოდენობის დაკავშირება სერვერთან.

LFS S2-ის მთლიანი კომერციული სამუშაო (alpha ვერსა) დასრულდა 2005 წლის, 24 ივნისს. უკანასკნელი patch (0.6H) გამოვიდა 2015 წლის, 2 აპრილს. S2 ლიცენზიის მფლობელისათვის (S2-ი ლიცენზიის გარდა) თავისუფლად ხელმისაწვდომია S1 და demo ლიცენზიის სერვერები.

Simulation (სიმულაცია)

ამ ყველაფერთან ერთად, თამაშს გააჩნია ძალიან კარგი ფიზიკის მქონე სათამაშო ძრავი (Physics engine) რომელიც აღჭურვილია: - საბურავების სიმულაციით, მანქანის სავალი ნაწილებით (Suspension), აეროდინამიკით, drivetrain-ით, გადაცემათა კოლოფის რამოდენიმე სახეობა, კონუსის გადახურებით, მანქანის დაზიანებით (body damage) და ძრავის მწყობრიდან გამოყვანით. საბურავების მოდელი აღჭურვილია; დინამიური მართვით, დინამიური დაბინძურებით, ეგრედწოდებული flat spot-ებით, ცხელი წერტილებით (hot spots), გზის საფარზე ნაკვალევის დატოვებით და საბურავის კედლის დეფორმირებით.

სიმულატორი მხარს უჭერს 3D მოწყობილობებს (3D devices), მათ შორის 3D ტელევიზორებს (3D TV), მიკროფონებს, პროექტორებს და Oculus Rift-ს (როგორც DK1-ს, ასევე DK2-ს, დაწყებული 0.6F ვერსიიდან და დამთავრებული 0.6G-ით).

Gameplay (სათამაშო სიუჟეტი)

LFS-ის მახასიათებლები მხარს უჭერენ: საჭეებს (Steering Wheels), მაუსებს, კლავიატურებს, ჯოისტიკებს და Game pad-ს - (ხელის კონტროლერს ვიდეო თამაშებისათვის).

რეისი ან უნდა დასრულდეს რამოდენიმე წრის შემდეგ ან უნდა გაგრძელდეს გარკვეული დრო, რომელიც დამოკიდებულია რბოლის ხანგრძლივობაზე. თამაშში არსებობს მანქანაში საწვავის ჩასხმა, საბურავების გამოცვლა გარაჟში, შუა რბოლის დროს (pit stops) ბოქსებში შესვლა და ცვლილების განხორციელება. ბოქსების შესახვევში (Pit lane) დაშვებილია სიჩქარეა 80 km/h (50 mph) ფარგლებში. ლიმიტის გადაცილების შემდეგ ძალაში შევა ჯარიმები, რომელიც მსგავსია იმასთან რაც ჩანს რეალურ ავტოსპორტში. სიტუაციიდან გამომდინარე საჭირო ხდება შეჩერება და წასვლა ან საჯარიმო ქულების მიღება. სტარტზე პოზიციას გვიჩვენებს წინა რბოლის დამთავრების შემდეგ თქვენი ადგილი ან საკვალიფიკაციო პერიოში მიღებული შედეგი, რომელიც დაფიქსირებულია რბოლის დაწყებამდე.

სასწავლო რეჟიმის მოვალეობაა დაეხმაროს მძღოლებს საკუთარი თავის შეცნობაში. ასევე გაკვეთილები ეხმარება დამწყებ რეისერებს მართვის ცოდნის გაღრმავებაში და თითოეული მანქანის მახასიათებლების გაცნობაში. გაკვეთილები მოიცავენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: მოხვევა, მანევრირება და მუხრუჭის კონტროლი. რეისერმა რომ ჩააბაროს ეს გამოცდა, ამისთვის საჭიროა დაასრულოს მოცემული გაკვეთილი გარკვეული დროის ფარგლებში, რათქმაუნდა დასახული მიზნების სწორად შესრულებით. გაკვეთილები განლაგებულია ნაკრებად. ყველა მანქანა დაკავშირებულია შემდეგთან და თანმიმდევრობა დალაგებულია - ნელიდან-სწრაფამდე. თითოეული გაკვეთილი უნდა დასრულდეს სწორად, რომ შემდეგ გადახვიდეთ მომდევნოებზე, თუმცა მათი დასრულების შემდეგ, არ არის აუცილებელი გაიხსნას მანქანები, რადგან ისინი ისე რჩება, როგორც ეს იყო თამაშის დასაწყისში.

Cars (მანქანები)

S2-ი ლიცენზიის (release) დასრულებული ვერსია, გთავაზობთ სულ 20 სხვადასხვა კლასის ავტომობილს. ისინი მერყეობენ დამწყები, მეგობრული მოდელებიდან უფრო რთულად დაკომპლექტებულამდე, რომლებიც მოითხოვენ უფრო მეტ მართვის გამოცდილებას, ვიდერე მისი წინამორბედები. არსებობს უფრო ძლიერი სპექტრის ავტომობილები, დაწყებული 100 HP (ცხენისძალიდან) და დამთავრებული 700 hp-მდე. თამაშში არის გამოგონილი სპორტული ავტომობილები, როგორებიცაა GT DTM-ის მსგავსი სარბოლო მანქანები და ყოფილი JGTC-სერიის რეალური სამგზავრო ავტომობილები. მიუხედავად იმისა, რომ LFS-ის სარჩევი (მანქანების არჩევანი) ძირითადად მოიცავს გამოგონილ ავტომობილებს, მას ასევე გააჩნია 5 ოფიციალურად ლიცენზირებული რეალური ავტომობილი.

BMW Sauber F1.06
Formula BMW
McGill University-ს Formula SAE (in conjunction with McGill Racing Team)
Valmet RaceAbout '2003 concept Sports car რომელიც დაპროექტებულია Helsinki Polytechnic Stadia-ს მიერ
Volkswagen Scirocco (გამოცხადებულია, მაგრამ ჯერ არ არის გამოსული)

დეველოპერების ვიდეო, სადაც ნაჩვენებია კადრები თუ როგორ ხდება Formula BMW-ზე მუშაობა: >>>

Tracks (გზები)

LFS გააჩნია შვიდი სხვადასხვა სახის გამოგონილი გზის ტერიტორია, მათ შორის ერთი დაფუძნებულია აღმოსავლეთ ცენტრალურ ლონდონის საფუძველზე, ხოლო კიდევ ერთი კი იამაიკურ გარემოში (Jamaican surroundings). შემდეგი გზა - კიოტოსთან ახლოს (Kyoto, Japan). თითოეულს გააჩნია სხვადასხვა კონფიგურაციები და თითოეულ მათგანზე შესაძლებელია საპირისპიროდ სიარული (drive in reversed). მთლიანობაში კი არსებობს 54 სახის კონფიგურაციები და მათ შორის სამი rallycross ტიპის გზა. გარდა ამისა, მოთამაშეებს შეუძლაით შექმნან საკუთარი უბრალო სქემები (layouts), კონუსების და სხვა ობიექტების (autocross editor) გამოყენებით. ორი (ცარიელი) ავტოსადგომის არსებობა თამაშისთვის სასარგებლოა, რადგან მოთამაშემ შექმნას მსგავსი გზის მონახაზები.

Intel Racing Tour and V1 Championship

LFS გამოყენებული იყო Intel Racing ტურში, რომლის შეჯიბრი მოეწყო გერმანიაში, 2007 წელს. ახალმა BMW Z4 აიღო გამარჯვების მთავარი პრიზი. მადლობა Intel Racing Tour-ს,რადგან ამის შემდეგ BMW Sauber F1-ი დაინერგა თამაშში.

LFS აგრეთვე არის დაკავშირებული V1 ჩემპიონატთან, რომელიც დაიწყო 2008 წელს და ნაჩვენები იქნა დიდი ბრიტანეთის (the United KingdomTV) ტელევიზიაში. V1 ჩემპიონატის კონკურსი მოწყობილი იყო ე. წ. V1 Championship Limited, რომლის მიზანიც იყო აღმოეჩინა: დიდი ბრიტანეთის რბოლის ნიჭიერი მძღოლი (racing driver talent). LFS გამოყენებული იქნა, როგორც მძღოლის შერჩევის ნაწილი, სანამ ისინი ტესტირებას გაივლიდნენ რეალურ მანქანებზე. თუ მათ წარმატებით გაიარეს (V1 Championship), გამორჩეული კანდიდანტი მიიღებს ადგილს სარბოლო გუნდში და სრულად უნდა აიღოს კარიერის ვალდებულება motorsport-ში.

მადლობა ამ თანამშრომლობისთვის V1 ჩემპიონატს, ამის შემდეგ LFS-მა შეიძინა Formula BMW (მანქანის) გამოყენების ლიცენზია და დაეხმარა მის მოდელირებაში (აგრეთვე - მანქანის თამაშში გადასატანდ). შესაძლებელია თამაშს დაემატოს გზა Rockingham Motor Speedway, V1 ჩემპიონატთან დაკავშირების საშუალებით და სწორედ ეს გზა გამოცხადდება S3-ი ლიცენზიის ნაწილად.

Rockingham Motor Speedway
Rockingham Motor Speedway Track Map

>>>

ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, ლაზერით დასკანირებული Rockingham-ის გზა: >>>

Leipzig Games Convention 2008 and VW Scirocco (Leipzig თამაშები VW Scirocco-ს კონვენცია 2008 წელს)

LFS გამოყენებული იქნა urtle Entertainment და Volkswagen-ის მიერ, რათა ეჩვენებინათ ახალი Scirocco ამ თამაშში Leipzig Games Convention 2008 წელს. კონკურსი გასამართად იყენებს LFS და პრიზად აწესებს ნამდვილ Scirocco-ს ავტომობილს. Scirocco-ს დასრულება Live for Speed-ში იყო დაგეგმილი 2008 წლის 19 დეკემბრამდე. თუმცა მისი დასრულება გადაიდო განუსაზღვრელი ვადით, მოულოდნელი შეცდომების გამო. ხოლო მათ მიერ გამოშვებული უკანასკნელი patch-ი და თავად Scirocco, აიძულებენ LFS-ის გუნდს რომ გადაამუშაონ სავალი ნაწიელბის სისტემა და საბურავების ფიზიკა.

დეველოპერების ვიდეო - VW Scirocco-ს დაწვრილებითი მიმოხილვა: >>>

LFSWorld

LFS-ს აერთიანებს LFSWorld.net-ი, რომელიცაა ამომწურავი სტატისტიკური (statistics) მონაცემების ვებ-გვერდი და მონაცემთა ბაზა, skin-ების მხარდაჭერით online რეჟიმში. თითოეული მრბოლელის ონლაინ რეისის სტატისტიკა თავმოყრილია საიტზე და რათქმაუნდა მათ შორის თქვენი პირადი ერთი წრის საუკეთესო შედეგიც. სადაც შედის: - დრო, წრეების რაოდენობა, თქვენს მიერ ავტომობილით გავლილი მანძილი და ასევე დათვლილია და ნაჩვენებია თქვენი საწვავის ხარჯის ჯამი. მოთამაშეებს შეუძლიათ ნახონ სხვა რეისერების სტატისტიკური მონაცემები და აგრეთვე ჩამოტვირთონ მათი საუკეთესო დროები. მონაცემთა ბაზა ასევე შედის საზოგადოების მიერ ჩამოყალიბეული გუნდები. გარდა ამისა, არის ოფიციალური წრის მსოფლიო რეკორდი (official world record lap) და დროის ცხრილი, სადაც რეისერებს შეძლებათ ატვირთონ საკუთარი საუკეთესო დროები იგივე (hotlaps), რომელიც მოიცავს თითოეულ მანქანას და გზას. მომხმარებელს ასევე შეუძლია ატვირთოს ჩვეულებრვი მანქანების skin-ები საიტზე, საიდანაც ისინი შემდეგ ავტომატურად გადმოიწერება, თუ ეს თამაშის დროს დაჭირდება სხვა მოთამაშეებს.

Reviews and awards (მიმოხილვები და ჯილდოები)

PC Gameworld’s 2003 წელის მიმოხილვა Walter Hurdle-ის მიერ Live for Speed S1-მა გამოიწვია 89 % შეფასების გაცემა და განაცხადა, რომ: LFS-ი არის ძალიან ძლიერი სიმულატორი, რომელიც გთავაზობთ გართობასა და მაღალი დონის რეალიზმს (“A very strong simulation that offers fun and a high level of realism”).
Justin Kranzl - მან კომპიუტერული ჟურნალში (APC magazine) S1 დასრულებას უწოდა: საუკეთესო PC რბოლის სიმულატორი, რაც კი ოდესმე გამოსულა (“the best PC racing simulator ever”).
Pelit magazine’s 2004 წლის მიმოხილვა LFS’ S1-ის გავრცელება. Mika Äärilä შეაფასა 92/100 და თქვა: (“Saloon cars and meticulous simulation. Absolute cream of the crop”).
Bytesector.com’s 2005 წლის მიმოხილვა S2 დასრულება; განაცხადა, რომ: (“Nothing short of going to a track actually compares to the experience. Live for Speed is, by far, the most intense and demanding game I’ve ever played”).
2005 წელს AutoSimSport-ის ჟურნალმა LFS-ს გადასცა საუკეთესო სიმულატორის (“Best simulation”) ჯილდო და Blackhole Motorsports საიტმა მკითხველებს ხმის მიცემის უფლება მისცა, რადგან LFS-ს მიეღო შემდეგი ჯილოდები.

BHM “Game of the year” award
BHM “Best multiplayer” award
BHM “Best physics” award

თამაშის სქრინები:

Screen 1 Screen 2 Screen 3 Screen 4 Screen 5 Screen 6 Screen 7

ვიდეოები:

Video 1 Video 2 Video 3 Video 4 Video 5 Video 6 Video 7

► Show Spoiler

როგორ ვითამაშო არაოფიციალურ სერვერებზე ?

როგორ უნდა ითამაშოთ LFS სერვერზე ნახეთ აქ: Как начать играть и подключиться серверу ? руководство по настройке

რჩევები თუ როგორ გამოვიყენოთ Live for Speed-ში Oculus Rift DK2:

>>>


1) როგორ ჩავრთოთ LFS, თქვენს Rift DK2-თან ერთად:
- Oculus Configuration Utility - დააყენეთ თქვენი Rift-ი გაფართოებულ რეჟიმში (extended mode)
- Windows Display - გამოიყენეთ გაფართოებული ეკრანის რეჟიმი (extended desktop mode) და არა დუბლირებული (not duplicated)
- Windows-ში DK2 დააყენეთ მბრუნავ რეჟიმში (rotated mode) - ზოგჯერ ამას დამაბნეველად უწოდებენ portrait-ს.
- შეამოწმეთ რომ DK2-ის წინ სინათლე სიგნალის მისაღებად (receiving signal) ანათებდეს ლურჯად
- შეამოწმეთ რომ DK2-ის დესკტოპის ნაწილს ჰქონდეს სწორი ორიენტაცია (correct orientation)
- ჩართეთ LFS და დააჭირეთ 3D-ს, რომელიც მდებარეობს ხედვის პარამეტრებში (View Options)
- მიუთითეთ Oculus Rift და დააჭირეთ OK-ს
- თუ ყველაფერი კარგადაა LFS შემოგთავაზებთ: გამოხვიდეთ თამაშიდან, რომ შემდეგ ჩაირთოს Rift-თან ერთად - "Exit LFS to restart using the Rift"
- დააჭირეთ OK-ს თამაშიდან გამოსასვლელად. როდესაც LFS თავიდან ჩაირთვება (restart), ის იქნება Rift-ის რეჟიმში

2) თქვენი ჯდომის პოზიციის შესაცვლელად არსებობს ტექსტის ბრძანება /rift reset რომელიც სტანდარტულად (by default) მინიჭებულია F8 ღილაკზე.
- როდესაც ახალი პიროვნება ჯდება სათამაშოდ, სთხოვეთ მას, რომ სწორად იყუროს წინ და შემდეგ დააჭირეთ F8 ღილაკს
- ღილაკებზე მითითებული ფუნქციბი შეიძლება შეიცვალოს: Options - Game - F1-დან F8 ღილაკის ჩათვლით

3) თუ რაიმე მიზეზის გამო LFS Rift-ის რეჟიმიდან გადავიდა 2D-ში ან უბრალოდ გადაიქცა შავ ეკრანად (black screen), თქვენ შეგიძლიათ დააბრუნოთ ის ამგვარად:
- დააჭირეთ ALT+F4, რადგან გამოხვიდეთ LFS-დან
- თქვენი LFS-ის მთავარ ფოლდერში წაშალეთ ფაილი "card_cfg.txt", ამიტომ LFS ჩაირთვება საწყის რეჟიმში (primary device), ჩვეულებრივ თქენს მონიტორზე
- LFS-ის მეორედ ჩართვის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ ისევ ცადოთ 3D რეჟიმში (3D mode) გადასვლა

4) ისარგებლეთ (Accessing) თქვენი desktop-ით, როდესაც LFS იმყოფება Rift-ის რეჯიმში.
- თქვენ ალბათ აღმოაჩენთ, რომ თქვენი მაუსის კურსორი შემოიფარგლება (confined) Rift-ის ვირტუალური მონიტორით
- დააჭირეთ CTRL+C მაუსის თავსუფალ რეჟიმში გადასასვლელად, რის შემდეგაც მაუსი შეძლებს თავისუფლად მოძრაობას desktop-ზე
- როდესაც თქვენ დააჭერთ desktop-ზე არსებულ ფანჯარას (window), LFS ჩაიკეცება (minimised)
- იმისთვის რომ დაუბრუნეთ Rift-ს, დააწკაპუნეთ Live for Speed-ის იარლიყზე, რომელიც განთავსებული იქნება თქვენს taskbar-ზე.

5) დამატებით ახალი ბრძანების პარამეტრები /rift=on and /rift=off

მაგ: გამოიყენება იარლიყში (shortcut), რადგან დავრწმუნდეთ Rift-ის რეჟიმი ჩართულია თუ არა.

LFS.exe /rift=on - ცადეთ პირდაპირ Rift რეჟიმში შესვლა
LFS.exe /rift=off - არ შეხვიდეთ Rift რეჟიმში (დააიგნორეთ წინა რეჟიმი)

საჭიროა Oculus Runtime 0.4.2 (ან უფრო ახალი)

საინტერესო ვიდეო DK2-ის შესახებ:

Oculus Rift Test Drive in Live for Speed

თამაშზე უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ნახეთ ქვემოთ მოცემული ბმულები:

LFS Manual Wiki
Live for Speed S2 Russian FAQ

ხშირად დასმული შეკითხვები:

>>>

რა განსხვავებაა LFS-ის ვერსიებს შორის ?

ბევრი კითხულობს და ვერ ხვდება რა სხვაობაა ვერსიებს შორის, ამიტომ დავდებ ბმულებს სადაც დაწვრილებით არის ახსნილი და ჩამოწერილი ცვლილებების სრული სია.

თუ უფრო დაწვრილებით გაინტერესებთ, მაშინ შეგიძლიათ გაეცნოთ ვერსიების ისტორიას:

Version History

Version History - LFS-ის ვერსიების ისტორია დაწყებული თავიდან და დამთავრებული უკანასკნელი პატჩით. მოცემულ ბმულზე ნაჩვენებია მხოლოდ თამაშის ოფიციალური ვერსიები (და არა სატესტო პატჩები).

Version History (complete)

Version History (complete) - LFS-ის ვერსიების ისტორია დაწყებული თავიდან და დამთავრებული უკანასკნელი პატჩით. მოცემულ ბმულზე ნაჩვენებია როგორც თამაშის ოფიციალური ვერსიები, ასევე ყველა სატესტო პატჩი.

► Show Spoiler

LFS-ში რომელი ღილაკი რა ფუნქციას ასრულებს ?

ამის გაგება ძალიან მარტივა და უბრალოდ უნდა შეხვიდეთ დოკუმენტების ფოლდერში. ჩემს შემთხვევაში ეს ადგლმდებარეობა შემდეგნაირია: C:\LFS 0.6(თამაშის ვერსია)\docs. იპოვეთ Keys.pdf ფაილი და გახსენით. იქ წერია ყველა ის ძირითადი ღილაკის ფუნქციები რომელიც თამაშის დროს გამოგადგებათ.

დაწვრილებით: Keys

► Show Spoiler


როგორ დავაყენო Logitech G25/G27 Steering Wheel - Live for Speed-ში ?

>>>


► Show Spoiler

როგორ ჩავრთოთ Live For Speed 64 bit Windows-ზე ?

Live for Speed - Windows 7 64bit

► Show Spoiler


საიდან გადმოვწერო მანქანის პარამეტრები (setups) ?

setupgrid
Car Setups

საიდან გადმოვწერო მანქანის ძრავის ხმები (engine sounds) ?

Engine Sound Sharing

საიდან გადმოვწერო მანქანის სკინები (skins) ?

bean0
LFS Car Skins

საიდან გადმოვწერო გზის სქემბი (layouts) ?

Autocross Layouts
Track Layouts
Layouts

საიდან გადმოვწერო მოდები მანქანები (mods) ?

სანამ დავიწყებ ვებ გვერდების ჩამოთვლას, მანამდე მინდა მცირედი შესავალი გავაკეთო და გიამბოთ ისტორია თუ როგორ დაიწყო მოდელირება (Modding) LFS-ში.

>>>

ეს სტატია დაწერილია driftmods.net-ის ერთ-ერთი მთავარი დამაარსებლის მიერ. მეტსახელად - Endless მე მისი ნაწერი უბრალოდ გადმოვთარგმნე და რამოდენიმე დამატებითი ბმული ჩავამატე.

ორიგინალი სტატია ინგლისურ ენაზე: The History of Live for Speed Modding

*** - ნაგულისხმებია lfsmods.com

ამ სტატიაში ნათქვამია, რომ პირველად მოდელირება დაიწყო 2006 წელს, მაგრამ მოცემულ ვიდეოს აღწერას თუ დავუჯერებთ LFS-ში მოდელირება დაიწყო 2003 წელს და პირველი მანქანა იყო Nissan 240Z :holysh:

(This vid was recorded in Sept. 2003)

LFS v8 Powered 240z

► Show Spoiler

driftmods - გადმოსაწერად რეგისტრაცია აუცილებელია !
"Lucas-mods
downloadgamemods

როგორ დავაყენო მოდები, სკინები, სეთაფები, სქემები, ძრავის ხმები ?

მოდები უნდა გადაიტანოთ თამაშის მთავარ ფოლდერში: C:\LFS\data\dds და C:\LFS\data\veh. ზოგჯერ სხვა ფოლდერებიც მოყვება და იმათაც შესაბამის დასახელების საქაღალდეში გადაიტანთ.

სკინები უნდა გადაიტანოთ: C:\LFS\data\skins
სეთაფები უნდა გადაიტანოთ: C:\LFS\data\setups
ძრავის ხმები: C:\LFS\data\engine
სქემები: C:\LFS\data\layout

Tweak-ების გადმოწერა შეგიძლიათ ამ საიტიდან: lfs-tweak

გაკვეთილები თამაშზე:

Live for Speed-ში ძრავის ხმების გაკეთება
LFS - Free view/autox editor (დაუსრულებელი)
Live for Speed Skin Making Tutorial
LFS Dedi + LFSLapper Cruise Setup
LFS 0.6B Pereulok - Tutorial
How To Play LFS By Hamachi
How To setup LFS Lapper

მანქანის მოდელირების გაკვეთიელბი

How to make your own car for LFS
How To Make LFS Mods

ვიდეო გაკვეთილები: 1 2 3 4
თუ დააყენეთ თამაში და გინდათ ტექსტურების გაუმჯობესება, გირჩევთ აქედან გადაწეროთ (ვიდეოს აღწერაშია გადმოსაწერი ლინკი): >>>

User avatar
sti228
Posts: 99

Live For Speed

Unread post#2 » 17 Jan 2015 15:44

მოძველებული ინფორმაცია LFS-ზე გადმოვიდა ამ პოსტში :yee: სანახავად გახსენით სპოილერი.

► Show Spoiler

User avatar
sti228
Posts: 99

Live For Speed

Unread post#3 » 08 Feb 2015 15:52

განვაახლე თემა და ის ინფორმაციაც ჩავამატე, რაც თემას აკლდა. riddick ვთხოვ თემის სათაური ჩაასწოროს.

Riddick
Posts: 11696

Live For Speed

Unread post#4 » 08 Feb 2015 16:06

რაზე გადავასწორო?

User avatar
sti228
Posts: 99

Live For Speed

Unread post#5 » 08 Feb 2015 16:09

riddick wrote:რაზე გადავასწორო?


მარტო F დაუწერე პატარა ასოთი.

Live For Speed, By LFS Studio ნაცვლად ეს Live for Speed, By LFS Studio

User avatar
sti228
Posts: 99

Live For Speed

Unread post#6 » 28 Feb 2015 17:52

გაინტერესებთ როგორ დაიწყო LFS-ში მოდელირება ? მაშინ გადახედეთ პირველ პოსტს.

ვინც არ იცით დავწერ, რომ თამაშის ოფიციალურ გვერდზე (lfs.net) საზოგადოების მიერ (Community Videos) გაკეთებულ ვიდეოების ჩამონათვალს დაემატა ქართველი მოთამაშის მიერ დამონტაჯებული ვიდეოც

ვიდეოს ავტორი: Vano Paniashvili

phpBB [video]


დეველოპერი (Scawen) ახალ სატესტო პატჩზე მუშაობს: TEST PATCH 0.6G3 (Open Configuration Support) მისი თქმით მოცემული მცირე განახლებები უშუალოდ თამაშში კეთდება იმისთვის, რომ FPS გაიზარდოს და თამაში კიდევ უფრო დასტაბილურდეს. ამ პატჩის გამოშვების შემდეგ განახლებული Westhill გზის ტესტირება უნდა დაწყოს.

User avatar
sti228
Posts: 99

Live For Speed

Unread post#7 » 17 Mar 2015 23:12

როგორც იქნა მოვრჩი ამ სტატიის თარგმნას და გასწორებას. იმედია ვინმეს გამოადგება

მანქანის პარამეტრების დაკონფიგურება

>>>

სახელმძღვანელო დამწყებებისთვის - Beginners Guide

Setup-ის გაკეთების ან შეცვლის მთავარი მიზანია მანქანისგან მივიღოთ მაქსიმალური შესაძლებლობები (performance) და ამავდროულად შევინარჩუნოთ მაღალი დონის მართვა.

Understeer და oversteer განმარტებები:

>>>

Understeer - თუ მანქანა არ რეაგირებს საჭის მობრუნების დროს და მოსახვევში შესვლისას საჭე ძალიან გარბის კუთხეებში, მაშინ ეს არის Understeer. მოცემული სიტუაცია გამოწვეულია წინა საბურავების ნაკლები მოჭიდებით. კომპენსაციისთვის, მძღოლს შეუძლია ნაკლებად მოუხვიოს საჭე, რადგან არ გადააჭარბოს წინა საბურავების მოჭიდების ზღვარს (traction limit).

>>>

Understeer Part 1
Understeer Part 2

საუკეთესო მაგალითი: Look at that understeer on the Vectra

საინტერესო სტატია: Understeer

Oversteer - Oversteer არის სიტუაცია, რომლის დროსაც მანქანის უკანა მხარე აღარ ექვემდებარება კონტროს ან "კარგავს" მას. ეს გამოწვეულია უკანა საბურავების მოჭიდების ნაკლებობით. მძღოლს შეუძლია კომპენსაცია მოხდინოს counter steering-ის მეშვეობით და საჭე აიღოს მოსახვევის საპირისპირო მიმართულებით ან (თუ მანქანა არის მხოლოდ უკანა ან ოთხივე წამყვანი თვლით) შეამციროს აქსელერაცია (reduce throttle input).

>>>

Oversteer Part 1
Oversteer Part 2

საინტერესო სტატია: Oversteer

ეს მართვასთან დაკავშირებული პრობლემები შეიძლება მოხდეს როგორც 1 წრის განმავლობაში ასევე უბრალო გარკვეულ სიტუაციებშიც. არსებობს რამოდენიმე პარამეტრი რომელიც შეიძლება შესწორებული იყოს მანქანის setup-ში. მოცემული გზა დაგეხმარებათ აღმოფხვრათ მსგავსი მართვასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც საშუალებას მისცემს მძღოლს მანქანისგან მიიღოს უფრო მეტი სიჩქარის პოტენციალი გზაზე.

Oversteer and Understeer Explained - Simpit Driving School
Car Handling - Grip, Oversteer & Understeer explained by Tiff Needell
F1 Insight - Oversteer and Understeer
Understeer & Oversteer - AMG Driving Academy Performance
Oversteering/Understeering

Richard Hammond-ის მარტივი ახსნა The difference between understeer and oversteer

ესეც LFS-ის მაგალითზე: Oversteer and understeer differences

სხვა გამოსადეგი ბმულები ამ საკითხთან დაკავშირებით:

Controlling understeer and oversteer
Driving Tips Number #3 Understeer & Oversteer
MUSTANG OVERSTEER & UNDERSTEER EXPLAINED
What is understeering and oversteering ?

მანქანის პარამეტრების (setup) შექმნა ნულიდან

ამ სახელმძღვანელოში საუბარია მანქანის პარამეტრების გასწორებაზე - Live for Speed-ის სქემებისთვის (layout). არ არის კარგი იდეა თავიდან ბოლომდე იმუშაოთ თითოეულ პარამეტრზე თანმიმდევრობით, რადგან თითოეულმა შეიძლება გავლენა მოახდიონს შემდეგზე. როდესაც თქვენ კომფორტულად შემნით პარამეტრებს მანქანისთვის, შემდეგ შეგეძლებათ ისწავლოთ თუ რომელი პარამეტრი ახდენს ეფექტს სხვაზე.

მუხრუჭები - Brakes

>>>

Maximum per wheel - ეს პარამეტრი არეგულირებს დამუხრუჭების ძალას. ოპტიმალური მნიშვნელობის მოსაძებნად მუხრუჭები უნდა შემოწმდეს სწორ გზაზე მაღალი სიჩქარის განვითარებით და შემდეგ მისი მკვეთრად დაგდებით დაბალ სიჩქარიან მოსახვევში. მაგ. როგორიცაა hairpin. დაარეგულირეთ ეს პარამეტრი ისე, რომ თქვენ იპოვოთ ის წერტილი სადაც საბურავები არ დაიბლოკება და არ შეწყვეტს ბრუნვას ძლიერი დამუხრუჭების შემთხვევაში.

Brake balance - დამუხრუჭების ძალის ფარდობითი წილი წინა და უკანა ბორბლებს შორის. მოცემული პარამეტრი მიზნად ისახავს ბალანსს, რაც დამუხრუჭებას კიდევ უფრო ეფექტურს ხდის. ეს კი თავიდან გვაცილებს საბურავების დაბლოკვას და მანქანის არასტაბილურ მდგომარეობაში ყოფნას.

>>>

ABS - Anti-lock braking system

ვიდეოები:

Safe braking with ABS by Bosch
How ABS (Anti-Lock Brakes) Work
ABS Braking System - Operation
ABS Braking System - Hydrulic Control Unit
Learn how ABS - TCS - ESP Works in Detail

LFS-ის მაგალითზე: ABS vs No ABS - How It Works (Great Simulation)

სავალი ნაწილები - Suspension

>>>

ვიდეოები:

Suspensions - Explained
Suspension basics/Alignment

Ride height - მანძილი მანქანის შასის (chassis) და გზას შორის. შეეცადეთ მანქანის კლირენსი მაქსიმალურად მიაახლოვოთ გზის საფართან, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება. ასევე ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ არ მოხდეს მათი ერთმანეთთან კონტაქტი ან საბურავების "კრილოსთან" (ფრთასთან) მოდება "bottoming out". თუ მანქანა ეხება გზის საფარს, მძღოლმა შეიძლება მომენტალურად დაკარგოს მოხვევის უნარი.

Stiffness - ზოგადად რბილი (softer) სავალი ნაწილი უზრუნველყოფს მეტ მოჭიდებას, მაგრამ მხოლოდ რეაგირების ხარჯზე. Setup-ის ნებისმიერი ელემენტის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც ცადეთ იპოვოთ ბალანსი. იმისათვის რომ გქონდეთ უფრო მეტი oversteer-ი, მაშინ გამოიყენეთ რბილი პარამეტრები წინ და უფრო უხეში (stiffer) უკან ან პირიქით.

Bump damping - რაც უფრო მაღალია პარამეტრი, მით უფრო არ სურს (reluctant) სავალ ნაწილს სწრაფად შეკუმშვა (compress). ბიძგები (Damping) ზოგადად უზრუნველყოფს საწინააღმდეგო ძალას (opposing force) ნებისმიერი სავალი ნაწილის მოძრაობის დროს.

Rebound damping - რაც უფრო მაღალია პარამეტრი, მით უფრო არ ცდილობს (reluctant) სავალი ნაწილი სწრაფად ამოსვლას (დაბრუნებას საწყის პოზიციაში - rebound).

Anti roll - მაღალი anti roll ამცირებს მანქანის გადახრის ან მოსახვევში დახრის ტენდენციას რეაგირების ხარჯზე. ერთი სიტყვით აქ მთავარია - ბალანსი. ზოგადად საუკეთესო შემთხვევაა: მაღალი anti roll, ხანგრძლივ და მაღალ სიჩქარიან მოსახვევებში, ხოლო დაბალი anti roll, ხანმოკლე და დაბალ სიჩქარიან მოსახვევებში.

ვიდეოები:

Anti-Roll Bars - Explained
WRC Chris Atkinson explains anti roll bar

მოხვევა - Steering

>>>

Maximum lock - წინა საბურავების მაქსიმალური მოხვევის კუთხე, სადამდეც ბრუნავს საბურავი. მოცემული პარამეტრი აღინიშნება გრადუსებით (degrees).

ვიდეოები:

Car Steering - Rack and Pinion - Explained
4 easy steps to more angle

Parallel steer - 100 % მნიშვნელობა ნიშნავს, რომ წინა ბორბლები რჩება ერთმანეთთან შესანიშნავ დამოკიდებულებაში - საჭის მექანიზმთან ერთად. მნიშვნელობა 0 % ნიშნავს, რომ შიგნით (inside) მდებარე წინა საბურავი უხვევს უფრო მეტად, ვიდრე გარე (outer) საბურავი. ეს ჩვეულებრივ გვაძლევს უკეთეს შედეგს და უფრო მგრძნობიარე (responsive) მოხვევას.

Caster - მოცემული პარამეტრი გავლენას ახდენს camber-ის რაოდენობაზე, რომელიც დაემატა საჭის input-ს წინა თვლებზე. მეტი caster ასევე იძლევა უფრო სტაბილურ უკუკავშირს (feedback) საჭის მეშვეობით.

ვიდეოები:

Caster - Explained
Learn What Front Caster On A Car

სტატიები:

WHEEL ALIGNMENT EXPLAINED
Camber, Caster, and Toe
The Caster Angle Effect
Caster Angle Basics
Caster And Camber Tech
Castor or Caster angle
Caster and Camber – by Peter Winton

Toe in - დადებითი toe in ზრდის სტაბილურობას, მაგრამ ამცირებს მანქანის მოხვევის შესაძლებლობას მოსახვევში. უარყოფითი toe in-ს გააჩნია საპირისპირო ეფექტი.

ვიდეოები:

Toe-in and Toe-out - Explained
Toe-In Toe-Out

დამატებითი ინფორმაცია:

Toe (automotive)
Wheel Toe-In and Toe-Out Theory
What Is Toe, And Why Should You Use It ?
Toe-out and Handling

წამყვანი თვლები - Final Drive

>>>

Differential - არსებობს რამოდენიმე სხვადასხვა სახის დიფერენციალი. ჩაკეტილი, ღია, გადაბმულობის ტიპი (შეზღუდული მოცურების დიფერენციალი - LSD - Limited Slip Differential) და ბლანტი LSD.

ვიდეოები:

Around The Corner (1937) How Differential Steering Works
How a Differential Works and Types of Differentials

Locked differential - წამყვანი ბორბლები ნებისმიერ დროს ბრუნავს ერთი და იმავე სიჩქარით. ზოგადად ეს იძლევა 100 %-იან სიმძლავრეს გზაზე, მაგრამ გააჩნია ხარვეზები. კონკრეტულად კი მოსახვევში შესვლის დროს (lift off) understeer, და მოსახვევიდან გამოსვლის დროს (power on) oversteer. დაბლოკილი დიფერენციალი (locked diff) იდეალურია მხოლოდ drag racing-ისთვის, რადგან წამყვან თვლებს მიაწოდებს მაქსიმალურ სიმძლავრეს სწორ გზაზე.

Open differential - თითოეული საბურავი თავისუფლად ბრუნავს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. ზოგადად ეს გვაძლევს მოსახვევში შესვლის დროს oversteer-ს და მოსახვევიდან გამოსვლისას understeer-ს.

ვიდეოები:

Differentials - Explained
Open vs. Locked Diff
Open vs. Locked Diff Part 2

Clutch pack LSD - power პარამეტრი აკონტროლებს რამდენი დაბლოკვის პროცენტი გამოიყენოს მაშინ, როდესაც ცხენის ძალა გადაეცემა ძრავიდან წამყვან თვლებს. Coast პარამეტრი აკონტროლებს რამდენი პროცენტი გამოიყენოს მაშინ, როდესაც ძრავი დაუტვირთავ რეჟიმში იმყოფება (მასზე დატვირთვა შემცირებულია - იგულისხმება ძრავის ბრუნვის შემცირება - decelerating). Preload განსაზრვრავს ორ საბურავს შორის მინიმალური ბრუნვის (torque) სხვაობას, რაც აუცილებელია მათთვის რადგან იბრუნონ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. მაღალი მნიშვნელობა ისეთი როგორიცაა 800 Nm, შესაბამისად ხდის მანქანის ქცევას ისეთს თითქოს უმეტეს შემთხვევაში ის არის ჩაკეტილი დიფერენციალი.

Limited Slip Differential - Explained
1 Way - 2 Way - 1.5 Way LSD - Explained

Viscous LSD - რაც უფრო მეტია მოცემული პარამეტრი, მით უფრო ძლიერი დამოკიდებულებაა წამყვან თვლებს შორის.

Viscous Limited Slip Differential - Explained

Gear ratios - გადაცემა (ამძრავი - Gearing) ყოველთვის იქნება კომპრომისული, ამიტომ overall ratio მიზანია მოგვცეს საუკეთესო აჩქარება და მაქსიმალური სიჩქარე.

ვიდეო:

Car Gears - Explained

Final drive ratio - ეს პარამეტრი არეგულირებს საერთო თანაფარდობით (overall ratio) ყველა გადაცემას ერთად. ამ პარამეტრის შემცირების შემთხვევაში ყველა გადაცემა გახდება "taller" ან გრძელი (longer).

საბურავები - Tyres

>>>

Tyre type - ამჟამად LFS-ის შემქმნელს არ შეუცვლია საბურავის performance-ი. თუმცა არის რამოდენიმე გასათვალისწიენბელი ფაქტორი slick საბურავებთან მიმართებაში. R1 ეს არის softest ნაერთი და R4 კი არის hardest ნაერთი. რბილი ნაერთი იძლევა მეტ მოჭიდებას გაცვეთისა და გადახურების ხარჯზე. ძლიერი ნაერთის შემთხვევაში კი ეს ყველაფერი ხდება საპირისპიროდ. ზოგადად, ძლიერი (harder) საბურავები გამოიყენება გამძლეობით შეჯიბრებებში, ხოლო რბილი საბურავები კი საუკეთესო დროის დასაფიქსირებლად ან საკვალიფიკაციოდ.

ვიდეოები:

Everything That You Wanted To Know About Tires
What Are The Differences Between Asymmetrical And Directional Tires ?

Pressure - საბურავში წნევის გაზრდა ოდნავ შეამცირებს საერთო მოჭიდებას (overall grip) და ასევე ოდნავ შეამცირებს საბურავების ზედმეტად გადახურების (overheat) ტენდენციას.

Tyre pressure on racing cars

Camber - მანქანასთან მიმართებაში საბურავების დახრის კუთხე. უარყოფითი camber აბრუნებს საბურავებს შასის ზედა მიმართულებით. დადებითი camber აბრუნებს ბორბალს შასის ზედა მიმართულებისგან დაშორებით. თუ თქვენი საბურავები გადახურდება შიგნითა (inside) მხარეს, მაშინ გაზარდეთ camber დადებითი მიმართულებით. თუ საბურავი გადახურდება გარეთა მხრიდან (outside), მაშინ შეამცირეთ camber უარყოფითი მიმართულებით.

ვიდეოები:

Camber - Explained
Camber Kit - Explained
Camber Kits - Presented by Andy's Auto Sport
How to Adjust Your Camber

აეროდინამიკა - Downforce

>>>

ვიდეოები:

How does the aerodynamics (downforce) on a F1 car work ?
BBC: Downforce explained by Martin Brundle
Formula 1 Aerodynamics with Martin Brundle
Aerodynamic Drag - Explained
Downforce - Explained
Race Car Aerodynamics
Sports Car Aerodynamics: Spoiler Alert !

Wing angle - Downforce ახდენს ჰაერის მანიპულირებას რომელიც მიედინება მანქანის ზემოთ, რადგან მიაღწიოს უფრო მეტ მოჭიდებას. ამიტომ რაც უფრო სწრაფად მიდიხართ, უფრო მეტი downforce შეცვლის მანქანის მართვას რადგან ჰაერი სწრაფად მიედინება მანქანის ზემოთ და გამოიმუშავებს უფრო მეტ downforce-სს. რაც უფრო მაღალია ფრთის კუთხე (wing angle) მით უფრო მეტი downforce-ს გამოიმუშავდება. Downforce მაქსიმალურ სიჩქარეზე გააჩნია უარყოფითი ეფექტი, ასე რომ ჩვენი მიზანი არის ოპტიმალური შუალედის მოძებნა მოჭიდებასა და სიჩქარეს შორის.

ვიდეო:

Spoilers and Rear Wings - Explained

ზოგადი რჩევები - General Tips

გააკეთეთ რამოდენიმე ექსპერიმენტი, ცადეთ ექსტრემალური პარამეტრები და ნახეთ როგორ შეცვლიან ისინი მანქანის კონტროლს. მანქანის კონფიგურაციის შექმნის დროს არსებობს 2 მნიშვნელოვანი სიტყვა "კომპრომისი" და "ბალანსი". შეუძლებელია სრულყოფის მიღება, რადგან ყველაფერი კომპრომისზეა დამოკიდებული. თუმცა დღეს საუკეთესო ბალანსი გაიმარჯვებს.

საინტერესო ვიდეოები:

How to set-up a racecar ? By Tom Coronel, Suzuka Japan WTCC 2013
Tips from Renault Sport experts: road & track set up
Basic Chassis Set Up 1 - Camber, Castor, Toe, and Ackerman
Basic Chassis Set Up 2 - Springs, Shocks, Anti-Roll Bars and Bump Rubbers
Basic Chassis Set Up 3 - Ride Height, Rake and Weight Jackers
Getting the Most Out of a Simulator Part 1: iRacing.com
Getting the Most Out of a Simulator Part 2: Improving Your Racecraft

Setup-ის დასახელებასთან დაკავშირებული ძირითადი ინფორმაცია:

1) გრძელი setup-ის დასახელების მაგალითს წარმოადგენს: "FZ50 GTR_" და შემდეგ setup-ის სახელი.
2) მოკლე setup-ის დასახელების მაგალითს წარმოადგენს: "FZR_" და შემდეგ setup-ის სახელი.

გისურვებთ წარმატებას !

ეს სტატია ინგლისური ენიდან ქართულად თარგმნილია sti228-ის მიერ. სტატიაში შეტანილია კორექტირება და დამატებულია ძალიან ბევრი გამოსადეგი: ინფორმაცია, სურათები და ვიდეოები.

ორიგინალი სტატიის ბმული: Setup Development

User avatar
grigoli1970
Posts: 844

Live For Speed

Unread post#8 » 19 Mar 2015 03:55

ამდენის დაწერა თუ შეიძლებოდა გონკებზე არ მეგონა, საღოლ შენ, მგონი ბევრს ვკარგავ მანქანები რო მაგრა მკიდია, ამ თემამ დამაფიქრა ეხა მაგაზე :D
smothered in the crib

Riddick
Posts: 11696

Live For Speed

Unread post#9 » 19 Mar 2015 10:29

ძაან დეტალურადაა გავლილი თამაშის ყველა ასპექტი და მაგიტოა ამხელა
ესეთი დონის ავტო მოყვარულები კი გვყავდა ადრე, მარა ეხა ნაკლებად პოსტავენ

User avatar
sti228
Posts: 99

Live For Speed

Unread post#10 » 20 Mar 2015 20:54

grigoli

მადლობა. უფრო მეტი ინფორმაციის დაწერაც შეიძლება, მაგრამ აზრი არ აქვს. ამასაც ისევ მე ვკითხულობ საქართველოში ამ სფეროთი დაინტერესებულთა რიცხვი თითებზე ჩამოსათვლელია და 10 თითიც არ დაგჭირდება. სამწუხაროდ რეალობაა.

riddick

ფორუმებზე ბევრი ადამიანი ისედაც აღარ დარჩა. უმეტესობა FB-ზე გადავიდა ან საერთოდ აღარსად აღარაა. არის რამოდენიმე დაინტერესებული ადამიანი ამ სფეროთი, მაგრამ ფორუმის მომხმარებლები არ არიან (სამწუხაროდ).

ესეც ერთ-ერთი საუკეთესო ვიდეო "რიმეიკი" რაც კი ოდესმე გაკეთებულა LFS-ში.

Drift Team Animal Style - 2014 Parking Lot Fun
LFS - Animal Style Parking Lot Fun

ვიდეოს ავტორი: Vano Paniashvili

მოცემულ ვიდეოს გამოეხმაურა Will Roegge: ANIMAL STYLE – PARKING LOT PARODY

User avatar
sti228
Posts: 99

Live For Speed

Unread post#11 » 01 Apr 2015 19:10

ახალი ვერსია 0.6H

ძვირფასო მრბოლელებო,

გამოვიდა Live for Speed-ის განახლება, სადაც შესულია ახლად გაკეთებული და გაფართოებული Westhill-ის სარბოლო გარემო. საერთაშორისო კონფიგურაცია (International configuration) გაუმჯობესდა და მასში შევიდა როგორც ახალი ეროვნული კონფიგურაცია (National configuration) ასევე 2 kart-ინგის გზა, რომლებიც საკმაოდ კარგი გასართობია პატარა მანქანებისთვის. მისასვლელ გზებზე გავლა შესაძლებელია (driveable) თუ თქვენ აირჩევთ ღია კონფუგურაციას (open configuration). ამიტომ უკვე არსებობს უამრავი ახალი შესასწავლი ადგილი !

უკვე არის ღია კონფიგურაციის სრული მხარდაჭერა ! აგრეთვე ბევრი სქემის რედაქტორის (layout editor) გაუმჯობესება. თქვენ ეხლა უკვე მარტივად შეგიძლიათ განათავსოთ ჩვეულებრივი (custom) სასტარტო პოზიციები, pit stop პოზიციები და რეგულირებადი (adjustable) კონკრეტული ობიექტები, იმისთვის რომ შექმნათ ხიდები და სხვა მრავალი სტრუქტურა. მაქსიმალური მანქანების რაოდენობა რბოლის დროს გაიზარდა 40-მდე. ჩვენ თავიდან აღვადგინეთ (regenerated) ხილული ობიექტების ინფორმაცია ყველა გზისთვის, რადგან თამაშის დროს შევინარჩუნოთ მაღალი კადრების სიხშირე (frame rate).

ახალი გზა და სხვა განახლებები უკვე კარგად გამოიცადა თანამეგობრობის მიერ გასული კვირის განმავლობაში და მათ საკმაოდ დიდი სიამოვნება მიიღეს ამისგან. ძალიან კარგი იყო მათი ყურება, როდესაც ისინი ეწვივნენ ახალ ადგილებს და შექმნეს წარმოსახვითი სტრუქტურები კონკრეტული ობიექტების დახმარებით.

უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია patch-ის შესახებ წაიკითხეთ ბმულზე: 0.6H information page

თქვენ შეგიძლიათ ნახოთ განახლებული გზის სურათები მოცემულ ბმულზე: screenshots page

- LFS დეველოპერები

User avatar
sti228
Posts: 99

Live For Speed

Unread post#12 » 16 Apr 2015 00:36

>>>

ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი ადამიანისგან მივიღე შეკითხვები NTO (New Tweak Order) პროგრამასთან (Tweak) დაკავშირებით. რათქმაუნდა საუბარია ბოლო განახლებაზე (New Tweak Order 0.6H V1.09b), რომელიც მუშაობს თამაშის უკანასკნელ ვერსიაზე: LFS - Patch 6H - Live for Speed

ბევრი ზემდეტი საუბრის გარეშე დავიწყებ პროგრამის ფუნქციების დაწვრილებით განხილვას (ისე რომ ბევრი შეკითხა აღარ გაუჩნდეს როგორც დამწყებ ასევე სტაჟიან მოთამაშეს). მოდით დავიწყოთ

შეიძლება ამ აბზაცში მოცემული ინფორმაცია ბევრმა იცის, მაგრამ მაინც დაწვრილებით დავწერ ყველაფერს. პირველი რაც პროგრამის ზედა მარცხენა კუთხეში წერია ეს არის მისი დასახლება. შემდეგ მოდის თამაშის (LFS)-ის პატჩის ვერსია (6H - ნაგულისხმებია 0.6H პატჩი, რაც ავტომატურად გვეუბნება რომ პროგრამა მუშაობს და განკუთვნილია თამაშის მხოლოდ ამ პატჩისთვის/განახლებისთვის). ბოლოს მოცემულია უშუალოდ NTO-ს (პროგრამის) ვერსია (რადგან შემქმნელი გარკვეულ პერიოდში რამოდენიმეჯერ ანახლებს მას). ეს შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც ახალი ფუნქციების დამატებით, აგრეთვე არსებული ფუნქციის შეცდომების გამოსწორებით ან შეცვლით. მოკლედ რომ ვთქვათ პირველი რასაც ვხედავთ ზემოთ მარცხენა კუთხეში ეს არის:

>>>

- NTO-ს ლოგო
- NTO - პროგრამის დასახელება (NTO) არის New Tweak Order-ის შემოკლება
- თამაშის პატჩის ვერსია რომელზეც მუშაობს პროგრამა
- თვითონ პროგრამის ვერსია

ქვემოთ მოცემულია გრაფა, რომელიც იძლევა ინფორმაციას LFS.exe ფაილთან დაკავშირებით. სურათზე ნაჩვენებია შეტყობინება: Waiting LFS.exe start... რაც ნიშნავს იმას, რომ პროგრამა ელოდება LFS-ის ჩართვას.

>>>

თამაშის ჩართვის შემდეგ მოცემული ნაწერი შეიცვლება ამით LFS catched ! რაც ნიშნავს იმას, რომ პროგრამამ მოძებნა LFS.exe ფაილი და მზადაა გამოყენებისთვის.

>>>

ბევრ დამწყებ მოთამაშეს ეშლება და პროგრამის ჩართვის და პარამეტრების ჩაწერის შემდეგ საერთოდ ხურავს აპლიკაციას. რაც არასწორია ! ნუ გათიშავთ პროგრამას ჩართვის შემდეგ... LFS-ის დახურვის შემთხვევაში გამოვა ნაწერი - LFS has closed

>>>

მივყვეთ პროგრამის ფუნქციების განხილვას მარცხნიდან მარჯვნივ.

>>>

Steerlock - მოხვევის კუთხე. მოცემული პარამეტრი ზრდის მანქანის მოხვევის კუთხეს. LFS 0.6H ვერსიაში აღნიშნული პარამეტრი მუშაობს შეზღუდულად. კონკრეტულად კი მანქანის საბურავების მოხვევის მაქსიმალური ციფრი არის 45°. წინა ვერსიებში მოხვევის კუთხის მაქსიმალური გრადუსი იყო - 60°. ეს მოხვევის კუთხე ბევრისთვის ცოტაა, ამიტომ ავტორმა გააკეთა მერე პროგრამა, სადაც მოხვევის კუთხე 45°-ზე მეტია, მაგრამ ონლაინში მისი გამოყენება იწვევს მანქანის გაქრობას. გადმოსაწერი ბმული: SteeringLock

ბევრმა მკითხა მოხვევის კუთხის შემცირებასთან დაკავშირებით, ამიტომ ამ პუნქტშივე გიპასუხებთ. Steerlock ფუნქციის გააქტიურების შემდეგ (მარცხენა მხარეს, თოლიის მონიშვნით) NTO-ს პროგრამა მანქანის მოხვევის კუთხეს ავტომატურად აყენებს მაქსიმალურ რაოდენობაზე. 0.6H-ის შემთხვევაში ეს არის 45°. მართალია თქვენ პროგრამით ამ გრადუსს ვერ შეამციერბთ, მაგრამ მე გასწავლით ამის გაკეთებას უშუალოდ თამაშშის დახმარებით. ამისათვის გადადით ფარეხში და შექმენით ახალი მანქანის პარამეტრი (Setup). გადადით Steering ჩანართში და დახედეთ ქვემოთ მოცემულ სურათს.

>>>

Maximum Lock აყენია 45°-ზე. თქვენ სლაიდერის გამოყენებით მარტივად შეგიძლიათ მისი დაკლება, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ეს არ მოხდება. თუ მსგავსი რამის გაკეთება გინდათ გადმოწერეთ Steerlock რომელსაც აქვს 45°-ზე მეტი მოხვევის კუთხე.

ორიგინალი მანქანების მოხვევის კუთხე (Maximum Lock) გრადუსებში:

UF1 - 30°
XFG - 30°
XRG - 36°
LX4 - 36°
LX6 - 36°
RB4 - 30°
FXO - 30°
XRT - 36°
RAC - 36°
FZ5 - 36°
UFR - 24°
XFR - 24°
FXR - 24°
XRR - 24°
FZR - 24°
MRT - 20°
FBM - 20°
FOX - 20°
FO8 - 20°
BF1 - 16°

Tyre Warmers - OFF -------------- +20C - საბურავის გაცხელება. მოცემული პარამეტრის გააქტიურებით ხდება საბურავის ტემპერატურის სწრაფი მატება (მისი რეგულირება შესაძლებელია სლაიდერის დახმარებით). მისი დახმარებით ხდება: საბურავების ნელა გათბობა და სწრაფი გაციება.

Smoke Maximizer - კვამლის რაოდენობის გაზრდა. იგულისხმება საბურავების კვამლის მაქსიმალურად გაზრდა. LFS აქვს საბურავების კვამლის შეზღუდვა, ამიტომ მოცემული პარამეტრის გააქტიურება საბურავების კვამლს აყენებს მაქსიმალურ რაოდენობაზე.

DTD D V 0.6 - დრიფტის საბურავების დინამიკა. DTD არის Drift Tyres Dynamics შემოკლება. მოცემული პარამეტრის ფუნქციაა საბურავების ოპტიმიზაცია მაშინ, როდესაც მისი ტემპერატურა ძალიან მაღალია. უფრო ზუსტად კი:

- Tyres heat slower - საბურავების ტემპერატურა იზრდება ნელა
- Tyres cool faster - საბურავების ტემპერატურა კლებულობს სწრაფად

Speedometer Limit - სპიდომეტრის ლიმიტი. საუბარია მანქანის სიჩქარის მაჩვენებელზე. მოცემული პარამეტრის გააქტიურებით და მის გასწვრივ მდებარე გრაფაში შესაბამისი ციფრის ჩაწერით, სიჩქარის ლიმიტი გაიზრდება ან შემცირდება

Car Weight - მანქანის მასა (კილო გრამებში). პარამეტრის გააქტიურებით შესაძლებელია მანქანის მასის ცვლილება (თქვენთვის სასურველზე)

>>>

Rev Bouncer - ძრავის ბრუნვის შემზღუდველი

- RPM Drop
- Max Delay

Launch Limiter RPM - დაწყების ლიმიტერი (RPM არის Revolutions per minute შემოკლება). RPM - ზომავს რამდენად სწრაფია თქვენი ავტომობილის ძრავი - კონკრეტულად კი თქვენი ძრავის crankshaft-ის ბრუნვა.

>>>

Wheel Shop - საბურავის მაღაზია

>>>

-50% Rim Width +50% - დისკის სიგანე

- Front - წინა
- Rear - უკანა

Custom - არჩევითი

- Front - წინა
- Rear - უკანა

Rubber Compound - რეზინის შემადგენლობა

- Slick R1
- Slick R2
- Slick R3
- Slick R4
- Road Super
- Road Normal
- Hybrid
- Knobbly


>>>

Camber - საბურავების დახრა

- Front- წინა
- Rear - უკანა

WheelTrack - ბორბლის გამოწევა/შეწევა

- Front - წინა
- Rear - უკანა

>>>

Displacement - ძრავის მოცულობა (კუბატურა)
Engine Layout - ძრავის განლაგება
# Cylinder - ცილინდრების რაოდენობა
Turbo Override - ტურბოს გადაჭარბება
Drive Type - წამყვანი თვლები
Differential - დიფერენციალი
Gearbox Type - გადაცემათა კოლოფის ტიპი

- H-pattern
- Motorbike
- Sequential
- Ignition cut Seq.
- Paddle shift


Gears - გადაცემათა რაოდენობა
Rev Limit - ძრავის ბრუნვის ლიმიტი
Torque (high) - მაღალი ბრუნვის მომენტი
Torque (low) - დაბალი ბრუნვის მომენტი
Power (per cylinder) - ცხენის ძალა (თითო ცილინდრზე)
Turbo Lag - ტურბო ლიქი
Engine position Z (meters) - ძრავის პოზიცია (მეტრებში). რაც უფრო პატარაა ციფრი, მით უფრო ქვემოთაა განთავსებული მანქანის ძრავი (თეორიულად)

>>>

Dyno - დინო. Dyno Spy activated/disabled

უამრავი შეკითხვა ჩნდება Dyno-ს გამოყენებასთან დაკავშირებით. მაგ: როგორ გავიგო რამდენი ცხენის ძალა აქვს ჩემ მანქანას ? Dyno-ს გრაფა ჩემთან არ მუშაობს, რა ვქნა ? და ა. შ.

1) რაც პირველად უნდა გააკეთოთ ესაა მოცემული პროგრამის გადმოწერა და შემდეგ მისი დაინსტალირება: Microsoft Chart Controls for Microsoft .NET Framework 3.5 თუ ამის შემდეგ Dyno-ს ფანჯარა მაინც არ ირთვება, მაშინ გადმოწერეთ და დააყენეთ ეს პროგრამაც: Microsoft Chart Controls for Microsoft .NET Framework 3.5

2) Dyno-ს გასახსნელად დააწკაპუნეთ Dyno-ს ღილაკზე. გამოვა ფანჯარა სადაც დაიწერება initializing...

>>>

დაახლოებით 1 წამში ის შეიცვლება წარწერით Waiting Ready... რაც ნიშნავს იმას, რომ Dyno მზადაა გამოყენებისთვის.

>>>

დაწვრილებით განვიხილოთ Dyno-ს ფანჯარაზე არსებული თითოეული პარამეტრი და მისი მნიშვნელობა.

>>>

Load Settings
Save Settings


About

>>>

Riddick
Posts: 11696

Re: Live For Speed

Unread post#13 » 15 Dec 2015 02:18

დავაბრუნეთ პირველი პოსტი. ზედმეტი პსოტები წაიშალა.

User avatar
sti228
Posts: 99

Re: Live For Speed

Unread post#14 » 15 Dec 2015 18:38

დიდი მადლობა :hug:

დაიწო ახალ პატჩზე მუშაობა და ტრადიცულად LFS-ის მოთამაშეები ტესტირებაში ღებულობენ მონაწილეობას: TEST PATCH 0.6J2 (now J3) საბოლოო ვერსია ამ თვის ბოლოს ან იანვარში იქნება. ჯერ-ჯერობით ზუსტი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ არის.

კიდევ ერთი კარგი სიახლე გველოდება 31 დეკემბერს. ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი მუშაობს საკუთარ პირველ პროექტზე LFS-ში. ეს არის BMW M4-ის მოდი, რომელიც კონვერტირდება LFS-ში. მოდელი საკმაოდ დეტალიზებულია და იმუშავებს ონლაინშიც. მეც მივიღე მცირედი მონაწილეობა ამ საკითხში, ასე რომ იმედია მოგეწონებათ.

თემა და სურათები: First Modding Project: 2015 BMW M4 F82

User avatar
sti228
Posts: 99

Re: Live For Speed

Unread post#15 » 19 Dec 2015 22:26

ვინ იფიქრებდა :)) როგორც იქნდა დადგა ეს ნანატრი დრო, რომელსაც 2008 წლიდან მოყოლებული ველოდებით :) LFS S3 ლიცენზია გამოვიდა, სადაც ლაზერით დასკანირებული Rockingham-ის გზა შევიდა. დაწვრილებით ბმულზე: New Version 0.6K - Rockingham

User avatar
sti228
Posts: 99

Re: Live For Speed

Unread post#16 » 26 Dec 2015 15:00

გუშინ გამოვიდა პირველი ქართული მოდი Live for Speed-ისთვის :)) ესეც გადმოსაწერი ბმული (დაყენების ინსტრუქცია მოყვება): Release: 2015 BMW M4 F82 Mod by Vano Paniashvili

Mod-ის წარდგენის ვიდეოები:

LFS - BMW M4 F82 Coupé by Vano Paniashvili
LFS - BMW M4

პირადად დიდ მადლობას ვუხდი ვანოს ამ შესანიშნავი მანქანის გაკეთებისთვის :holysh: ვანო ერთ-ერთი ჩემი საკუთესო მეგობარია და ძალიან მიხარია, რომ ქართველებმაც ვთქით ჩვენი სათქმელი LFS-ის მოდელირების სფეროში. ეს ერთი და სხვა მრავალი :shades:

User avatar
sti228
Posts: 99

Re: Live For Speed

Unread post#17 » 13 Jan 2016 00:31

ძალიან მალე ვიხილავთ მეორე ქართულ მოდს Live for Speed-ში :=P: ავტორი: Vano Paniashvili

მუშაობის პროცესის სურათები (WIP)

► Show Spoiler

ვიდეო წარდგენა: LFS - Nissan GT-R35 Full Package by Vano Paniashvili

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 52 guests


cron