Heart Of Darkness, Review

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11696

Heart Of Darkness

Unread post#1 » 10 Sep 2014 18:38

ხუთ წლიანი მოლოდინი
Heart Of Darkness - ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხნის დეველოპმენტის მქონე პროექტი. HoD შესახებ პირველი ინფორმაცია 1993 წელს, Another World-ის სიქველის FlashBack-ის გამოსვლასთან ერთად გავრცელდა. ცოტა მოგვიანებით, 1994 წელს შემდგარ E3 პირველ გამოფენაზე, Heart Of Darkness-ის პირველი სათამაშო ბილდი აჩვენეს, რის გამოც თამაშმა მსხვილი ფაბლიშერების ყურადღება მიიპყრო. თამაშის დეველოპერი Another World, FlashBack და Fade To Black ავტორი სტუდიიდან Delphine Software-დან წამოსული თანამშრომლების მიერ დაარსებული Amazing Studio გახლავთ. Delphine-იდან წასულებს შორის იყვნენ პროგრამისტები, მხატვრები და თვითონ დილოგიის ორივე ნაწილის პროდიუსერი ერიკ ჩაი (Eric Chahi), რომელიც თავისი ოცნების თამაშის გაკეთებას ნატრობდა. HoD-ზე მუშაობა მთელი ძალებით მიმდინარეობდა და მის გამოსვლას 1996 წელს ელოდნენ. დეველოპმენტის პროცესში მყოფ პროდუქტში პოტენციური მოგების დანახვის გამო, მსხვილმა გამომცემელმა Virgin Interactive Entertainment თამაშის დაფინანსება დაიწყო. მოგვიანებით, როდესაც თვითონ Virgin დაეწყო ფინანსური პროებლემები, თამაში ყველაზე მსხვილმა ევროპულმა გამომცემელმა Infogrames-მა იყიდა. მოცემული 1997 წელს მოხდა. თამაში ჯერ კიდევ არ იყო მზად... მაგრამ დადგა 1998 წლის ცხელი ზაფხული და Heart Of Darkness ბაზარზე გამოჩნდა...

>>>

წინ სიბნელის ფსკერისაკენ
ბავშვების უმეტესობას სიბნელის ეშინია. მასთან მარტო დარჩენისას ისინი ტირილს იწყებენ და მშობლებს ეძახიან. ღამე ანთებული ნათურის ქვეშ იძინებენ, ხოლო ბალიშის ქვეშ ბნელი ძალების მოსაგერიებელი პატარა სათამაშო პისტოლეტი უდევთ. ერთ-ერთ ასეთ ბავშვს, ენდის, რომელსაც ასევე ეშინოდა ბნელი ოთახების, ერთი საუკეთესო მეგობარი ყავდა - ძაღლი მეტსახელად ვისკი - მხიარული დიდ ყურებიანი ლეკვი, რომელიც ჭკუას კარგავდა თავის პატრონზე და როდესაც იგი სკოლიდან ბრუნდებოდა თავიდან ფეხებამდე ლოკავდა მას. მათი მეგობრობა ურყევი იყო, იქამდე სანამ, იდუმალებით მოცული სიბნელის მმართველი ვისკის არ მოიპარავდა და ენდის მარტო დატოვებდა. ბიჭი ძალიან სავალალო მგომარეობაში ჩავარდა - მას მისი მეგობრის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო. ასე რომ, დიდხნიანი ფიქრის მაგივრად, მან უცებ ააგო მოტოციკლეტის მგსავსი კოსმოსური ხომალდი და თავისი მეგობრის გადასარჩენად გაემგზავრა. მოგზაურობამ თითქმის უსაფრთხოდ ჩაიარა... ხომალდი არც ისე მყარი აღმოჩნდა და საბოლოოდ აფეთქდა კიდეც. თვითონ ენდიმ კი სრულიად უცხო, შავი ქმნილებებით დასახლებულ პლანეტაზე ამოყო თავი, სადაც ყოველი მეორე კუთხე სიბნელით არის მოცული... მისი გზა თვით სიბნელის გულისკენ მიდის, იქ სადაც თავისი საუკეთესო მეგობარია დატყვევებული.

>>>

დაბალი გაფართოვების მომხიბვლელობა
Heart Of Darkness-ის ჩართვის შემდეგ შესაძლოა პატარა შოკი განიცადოთ. თამაში ყველაზე დაბალ გაფართოვებაში 320x200 მიდის, რომელიც 512x384-ზეა გაწელილი და full-screen 640x480 აისახება! პლიუს ამას ყველაფერი სულ რაღაც 256 ფერით შემოიფარგლება, მაგრამ ამის მიუხედავათ HoD მაინც ძალიან ღირსეულად გამოიყურება. შედეგი - ჩვენს წინაშეა გაუმჯობესებული FlashBack წინ წასული გრაფიკით და განვითარებული გეიმფლეით (რომელზეც ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ). რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს თამაშის დაბალი გაფართოვება ძალიან კარგად გამოიყურება - ისეთი გრძნობა რჩება თითქოს დეველოპერებმა სპეციალურად დატოვეს იგი ესე, რათა ძველი თაობის მოთამაშეებს ნოსტალგიის გრძნობა გაჩენოდათ. თამაშში სულ 8 ტურია, რომლიდან თითოც 180 ეკრანისგან შედგება ! ყველა მათგანი ცალკეა დარენდერებული, ანუ არანაირი "ტაილები". ეკრანიდან ეკრანზე გადაადგილებისას, თქვენ საკმაოდ ხშირათ აღმოაჩენთ თავისებურებებს, რაც მანამდე არ შეგიმჩნევიათ. ყველაფერი თავისი ცხოვრებით ცხოვრობს. უზარმაზარი მოძრავი მცენარეები, ჩამოვარდნილი ფოთლები, ნაკადული მოზრდილ ტბაში ჩაედინება, ხოლო წყალში პირანიების მსგავსი შავი არსებები ცურავენ! ყველა ფონი ჯერ 3D Studio-შია დარენდერებული ხოლო შემდეგ უკვე ხელით არის დახატული, რაც ძალიან კარგი მხატვრული ნამუშევრის შთაბეჭდილებას ტოვებს. ყველაფერი ლამაზად და მაღალ დონეზე სტილიზებულად გამოიყურება, ტურის გარკვეული ელემენტები ინტერაქტიულია და მოთამაშის მოქმედებების მიხედვით იცვლება. მაგრამ მოცემული ჟანრისთვის ყველაზე უჩვეოლო სიახლე - მთლიანად რეალისტური ჩრდილები გახლავთ. ანუ ეს უბრალოდ შავი სპრაიტის კოპია არაა - ჩრდილი ზუსტად ისე ტყდება უკანა ფონზე როგორც რეალურ ცხოვრებაში უნდ ხდებოდეს. პლიუს ამას, სინათლის წყარო ყველა ეკრანზე სხვადასხვაა რის გამოც ჩრდილი ყველანაირი ფიზიკის წესის დაცვით იქცევა. პერსონაჟების ანიმაციას რაც შეეხება, აქაც ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზეა შესრულებული - ენდის და თავის მოწინააღმდეგეებს მოძრაობების ძალიან ბევრი ფაზა გააჩნიათ, რის გამოც მათი ყველა მოქმედება ცოცხალის და ბუნებრივის შთაბეჭდილებას ტოვებს. ენდის სიკვდილი საკმაოდ მრავალფეროვანია - მას შეიძლება მოაჭამონ თავი, ანდაც მთლიანად გადაყლაპონ, შეუძლიათ ფუღუროში შეითრიონ და იქ შესანსლონ, დაწვან ლაზერით, ან მჟავა გადაასხან - თქვენ თქვენი გმირის გარდაცვალების ათობით სხვადასხვა ვარიანტის ხილვა მოგიწევთ - მაგრამ ეს მომენტი თქვენს ნერვებზე ნეგატიურად არ აისახება, რადგან ყველაფერი ძალიან სასაცილოდ და მრავალფეროვნად გამოიყურება. მოწინააღმდეგეები - პატარა ბავშვზე მონადირე, შავი მასისგან წარმოქმნილი არსებები. ხანდახან, ბლასტერიდან მათი დახოცვისას, ნამდვილად მთელი გულით გაერთობით.

>>>

ჟანრის ტრადიციების თანახმად, Heart Of Darkness მოთამაშეს გამუდმებულ დაძაბულობაში ამყოფებს და უამრავი მოწინააღმდეგის განადგურებასთან ერთად, მარტივი თავსატეხების ამოხსნას აიძულებს, რასაც სათამაშო პროცესში საკმაოდ კარგი მრავალფეროვნება შემოაქვს. თქვენ კლდეებზე ცოცვა და მათზე გამოწეულ ქვებზე დაკიდება; ცეცხლში გახვეულ პლადფორმებზე ხტუნვა; ჩამთრევი წყლის ნაკადებისგან თავის დახწევა და სხვა მსგავსი მოქმედებების შესრულება მოგიწევთ. თამაშის შუა ნაწილისთვის Heart Of Darkness საკმაოდ რთულდება, რაც მას კიდევ უფრო ჩამთრევს და საინტერესოს ხდის. ენდის სიცოცხლეები არ უთავდება, რაც კარგია, ხოლო სეივი გარკვეული ეკრანების რაოდენობის გავლის მერე ავტომატურად ხორციელდება.

>>>

ფრანგული ხმოვანება
ხმა და მუსიკალური გაფორმება ასევე ხუთიანზეა შესრულებული. განსაკუთრებით ხმები - ატმოსფერო რომელიც მათი მეშვეობით იქმნება უბრალოდ დაუვიწყარია. უცხო პლანეტა თავისი წესების მიხედვით ცხოვრობს, რაც დროთაგანმავლობაში თქვენთვისაც საკმაოდ ნაცნობი ხდება. მუსიკა თითქმის კლასიკურია და ლონდონის სიმფონიური ორკესტრის მიერ არის შესრულებული. იგი ძალიან სწორად ერგება ხმების მიერ შექმნილ ატმოსფეროს და ყველანაირ ქებას იმსახურებს. კომპოზიტორის როლში ბრუს ბრუტონი გამოდის.

წყარო

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 89 guests


cron