Minecraft, დრაკონის სიმღერა

გამოსული თამაშების მიმოხილვები - ძირითადი ფორმატები :
მიმოხილვები , საერთო შთაბეჭდილებები, სერიის რეტროსპექტივა , სხვა ...
User avatar
hellwalker
Posts: 4149
Contact:

Minecraft

Unread post#1 » 31 Aug 2014 21:52

ნაწილი 1: დრაკონის სიმღერა
რთულია არსებობის ჩემსავით დაწყება. ერთდღეს უბრალოდ გავახილე თვალები როგორც ზრდასრულმა და მზის სინათლე ვნახე პირველად. არ მქონდა წარსული ან თბილი მოგონებების ბარგი სამყაროში გზის გასაკვალად. ერთადერთი რაც ვიცოდი რომ მალე მზე ხეებით დაფარულ მთის ფერდობს მოეფარებოდა და დიდი საფრთხე მოყვებოდა ღამის დადგომას.

უნდა მომესწრო მანამდე მიწაში ორმოს ამოთხრა და შიგნით ჩაფლულს უნდა გამეტარებინა სიცივით და სიბნელით სავსე საათები. როდესაც მტრების ნაბიჯების და ყვირილის ხმა შეწყდებოდა, ამოვიდოდი და უკეთეს თავშესაფრის ძებნას შევუდგებოდი. არ მინდოდა ჩემი პირველი დღის ასე გატარება, მაგრამ ინსტინქტებს ვენდე და ორმოს თხრა დავიწყე.

თავიდან ფეხებამდე მიწაში ვიყავი მოსრილი, მაგრამ პროგრესი მაინც მცირე იყო, რთულია მარტო ხელებით თავშესაფრის შენება. საცოდავი ორმოდან მიწა ამომქონდა როდესაც ნაბიჯების ხმა გავიგე, უცებ ვიფიქრე რომ დრო ვერ გავთვალე ან ადრე გამოვიდნენ მტრები სანადიროდ. უკან მოვიხედე და დავინახე როგორ ირეკლავდა ბრწყინვალე ბრილიანტის ჯავშანი ჩამავალი მზის სხივებს ათასფრად. აბჯარი დიდებულ მეომარს ეცვა, რომელსაც ზურგზე ბრილიანტის წერაქვი ქონდა ჩამოკიდული.

მითიური მეომარს პირდაღებული მივშტერებოდი, როდესაც მითხრა გავყოლოდი. ჩემს საცოდავ ორმოს დავხედე, შემდეგ მეომრის ბრწინვალე ჯავშანს და ყოველგვარი სინანულის გარეშე გავყევი უცნობს. გადავჭერით ყვავილებით მოჭედილი მდელო, შემდეგ სამჯერ გადმოვხედეთ მთის წვერიდან ამ უცნაურ ახალ სამყაროს, სამჯერ დავეშვით მათი ჩრდილით დაფარულ ხეობაში და ბოლოს მეომრის სახლს მივადექით.

სახლი ზღაპრიდან გადმოსულს გავდა. ლამპიონებით განათებული ხიდი, რომლის კიდეები ბუჩქებით და ყვავილეთი იყო დაფარული, მიყვებოდა პატარა ხის სახლისკენ. სახლი კოხტად და ლამაზად იყო გაწყობილი ყვავილების ქოთნებით და ნახატებით. კუთხეში პატარა მაგიდა იდგა სკამებით. კიბეები მიუყვებოდა მეორე სართულისკენ სადაც საწოლი და ხის სკივრი იდგა. მეომარმა სპეციალურად მომწადებული კარტოფილი და რკინის ზოდები მაჩუქა, კიდევ მისი სამჭედლოს და სახლის გამოყენების უფლება მომცა. ეს არ იყო უკანსაკნელი უანგარო გულუხვება მეომრისგან. ლიიკ'კა იყო მეომრის სახელი და მადლობა მოვუხადე და შევპირდი რომ ერთ დღეს გადავუხდიდი სიკეთეს.

ღამე სამჭედლოში გავატარე, გამოვჭედე აბჯარი, ჩაფხუტი, ჩექმები და ჯაჭვის შარვალი. დარჩენილი მეტალიდან ხმალი და წერაქვი გავიკეთე და ღამის საათები ძილში გავატარე. სიზმარში დიადი ქვის კოშკის ხილვა მქონდა და მეორე დღეს მის ასაშენებელი კარგი ადგილის ძებნას შევუდეგი. მალევე ვიპოვე სამხრეთ-აღმოსავლეთი საჭირო ადგილი. მიწა მოვასწორე და მაღაროს გათხრა დავიწყე, ორი დღე და ღამე ამომქონდა ქვები და ვაშენებდი ჩემს კოშკს. როდესაც ბოლო ქვა დავდგი, მდელოზე ჩავედი და კოშკს შევხედე ქვემოდან. მაღალი, სერი და ცივი იყო, ძველი მეომრების ადათ წესების მიხედვით აწყობილი. მდელოზე ფერმები იყო გაშენებული, ცხვრებით და ფრინველებით. ცხვრებისგან მატყლი მოვჭერი, და სახლში საწოლი დავიდგი მეორე სართულზე. კიდევ სამჭედლო და ხის სკივრი გავიკეთე.

ეხლა საჭირო იყო რესურსების მოგროვება და მაღაროს გათხრა. ლიიკ'კა შემომიერთდა და ერთად სამყაროს სიღმეებში ვეძებდით განძს. უხვად მოიპოვებოდა ნახშირი, რკინის ნედლეული და უცნაური წითელი ფხვნილი. ლიიკ'კას მოჯადოებული წერაქვი ქონდა და სადაც უბრალო წერაქვით 1 ოქროს ზოდს პოულობდი, წერაქვის ჯადო 3ს აჩენდა. ეს ძალიან გამოსადეგი იყო როდესაც ბრილიანტის საბადოს ვპოულობდით. ბრილიანტის მეომარმა მომიყვა დაუჯერებელი ისტორია მაგიურ სარკისებრ კარიბჭეზე, რომელიც უცნაურ ბნელ სამყაროში გაგიყვანდა, სადაც ყველაზე უძველესი ურჩხული ბინადრობდა. კარიბჭე სხვა ბრილიანტის მეომართან ერთად იპოვა ჩრდილოეთის სიღრმეების გამოკვლევისას.

ამ დროს მეორე მეომარიც გაჩნდა ჩვენთან. ლიიკ'კამ მას Slayer უწოდა, რაც უძველეს ენაზე დიად მკვლელს ნიშნავს. მეომარი რომელიც ასეთ სახელს მოიმკის უკვე კარგად დაფიქრებას იმსახურებს, თუმცა რაღაც უფრო მეტი იყო მის გარშემო. Slayer-მა დიდი სიბრძნე გამოაჩინა სამყაროს ბნელი საიდუმლოების ცოდნაში და აქ მივხვდი რომ ის მეომრებისგან არ მოდიოდა და ჯადოქარი უნდა ყოფილიყო. ბევრი რამ გადაგვხვდა იმ მაღაროში, მაგრამ დღეები დასჭირდება ყველაფრის მოყოლას. კიდევ ერთი მეომარი შემოგვიერთდა ჩემსავით რკინის აბჯარში. Riddick -იყო მისი სახელი და ჩემი სიბრძნე ძვენ ენაში არ ყოფნის მისი სახელის მნიშვნელობის ამოხსნას. ლიიკ'კამ და ჯადოქარმა მძიმე დარტყმა მიიღეს, დიდი განძი დაკარგეს მაღაროების სირმეში. ქვეკნელის რისხვამ, წითელმა ცეცხლოვანმა მდინარემ შთანთქა ის.

ამ დანაკარგმა დაგვამწუხრა. აღარ გვინდოდა ცივ, ბნელ მაღაროებში დარჩენა. დარჩენილი განძი მოვაგროვეთ და მზის სინათლისკენ გავემართეთ.

დაღლილი ვიყავი მთელი დღის შრომისგან, განძის მოპოვება მიწის წიაღიდან რთული სამუშაოა და მის სიღრმეებში მობინადრე მონსტრებთან ბრძოლამ თავისი ქნა. მაგრამ მაინც არ მასვენებდა ლიიკ'კას მოყოლილი ამბავი ურჩხულზე და ჯადოსნურ კარიბჭეზე.

იმ ღამეს ცეცხლთან ვიჯექით, როდესაც წამოვხტი და დავიფიცე რომ არ გათენდებოდა 7 დღე ამ ღამის გასვლიდან ისე რომ ის ურჩხული არ მომეკლა, თუნდაც ჩემი სიცოცხლის ფასად დამჯდომოდა ამის შესრულება. და რო გაიგონეს ჩემი ფიცი, ლიიკ'კამ და რკინის მეომარმა მათ დაიფიცეს რომ ჩემთან ერთად იბრძოლებდნენ ურჩხულის წინააღმდეგ. ჯადოქარი ცეცხლს უყურებდა მდუმარე. სიჩუმე დადგა და მარტო ნაკვერჩხლის ტკაცუნი და შორეული ბუს ხმა ისმოდა.

ჯადოქარი კვლავ ცეცხლს უყურებდა როცა გვითხრა, რომ ურჩხულის მოკვლა შეიძლებოდა. მაგრამ ზუსტად უნდა გვექნა რასაც გვეტყოდა და მხოლოდ მაშინ დაგვეხმარებოდა. თუ არ დავუჯერებდით არ იქნებოდა არანაირი იმედი ჩვენი სულებისთვის. და შევფიცეთ რომ დავუჯერებდით.

მე მითხრა ჯადოქარმა რომ უნდა გამომეჭედა ნივთები, რადგან ხელობაში უნარი აღმომაჩნდა. უნდა წავსულიყავი მის სახლში და მეპოვა ნედლეული რომ გამომეჭდა მშვილდები, ისრები და ჯადოსნური ყუთი. ბრილიანტის და რკინის მეომარი კი მდინარეზე გაუშვა, რომ ისრებისთვის ქვები ეპოვათ.

ფიცის მსგავსად დავუჯერე ჯადოქარს და გავეშურე მისი სახლისკენ. უცნაური სახლი ქონდა. ხისგან ნაშენები და მაღალი შუშის კედლებით. შიგნით ოთახი ფართო და ცარიელი იყო. მხოლოდ მეორე სართულზე ასასვლელი კიბე ჩანდა და უცნაური ყუთი კუთხეში, საიდანაც მუსიკა გამოდიოდა. მოვერიდე ყუთის ჯადოს და დამალული კიბით ჩავედი სარდაფში.

სარდაფი სავსე იყო დიდი განძით. ათობით ყუთები ეწყო, სავსე ათასი უბრალო, უცნაური ან ძვირფასი ნივთებით. ფრთხილად შევიხედე თითოეულში და ავიღე მარტო რაც მჭირდებოდა. მაგიური ყუთისთვის ვიპოვე ობსიდიანის მეტალი, ის უფრო შავი იყო ვიდრე უმთვარეო ღამე და ცივი როგორც ზამთარი. 9 ობსიდიანის ზოდისგან გამოვჭედე ყუთი და შემდეგ უცნაური მრგვალი ძვირფასი ქვით და ცეცხლის ფხვნილით გამოვჭედე თვალი. როდესაც თვალი ობსიდიანის ყუთში ჩავდო, უძველესმა ჯადოსნობამ დააკავშირა ის მეორე ყუთთან და ყველაფერი რასაც ერთში ჩადებდი, მეორეში ჩნდებოდა. უცნაური ჯადოსნობა იყო და ჩაფხუტს ხელი შევახე ბოროტებისგან დასაცავად.

მშვილდებისთვის ხის ტოტები შევარჩიე და ცხენის ძუა. ისრებისთვის სწორი ჯოხები და ბატის ბუმბულები და დავტოვე ჯადოქრის სახლი. რომ გამოვედი შევამჩნიე რომ მას ამხელა განძის დასაცავად არაფერი ქონდა დატოვებული სახლში. მივხდი რომ ზოგჯერ დიდ ბრძენ ხალხსაც მოდის შეცდომები. მიწისგან დამცავი ტოტემი ავუწყე კარებთან და ჩემი სახლისკენ წავედი.

ლიიკ'კას და რიდიკს ბევრი ქვა ეპოვათ ხრეშში და ავიტანეთ ყველაფერი ჩემ სამჭედლოში და შევუდექი იარაღის შექმნას. ოთხი მშვილდი გამოვთალე ძველი მეომრული ადათების მიხედვით. დიდი ძალა ჭირდებოდა მათ მოზიდვას მაგრამ ყველაზე სქელ ჯავშანშიც გაატანდა მისით ნასროლი ისრები.

მშვილდის შექმნა დიდი დრო წაიყო, მაგრამ ეგ არაფერი იყო ისრების დამზადების დროსთან. კარგი ჯოხის შერჩევა, სწორედ გათლა , პირის და ბუმბულის დამაგრება, ბუმბულის შეჭრა რომ სწორედ იფრინოს ეს ყველაფერი ნელი და დამღლელი სამუშაოა. ასობით ისარი შევქმენი და ზოგჯერ ვკითხავდი ჯადოქარს თუ იყო საკმარისი რაც შევქმენი და ყოველთვის მეუბნებოდა რომ უფრო მეტი დაგვჭირდებოდა და მიკვირდა რამხელა უნდა ყოფილიყო ურჩხული რომ ამდენი ისრით ვერ მოგვეკლა, მაგრამ ვენდე ჯადოქრის სიბრძნეს და იქამდე ვჭედე ისრები მანამ არ მითხრა რომ საკმარისი გვქონდა.

როდესაც ყველაფერი მზად იყო, ჯადოქარმა გვითხრა რომ დაგვესვენა და მეორე დღეს წავიდოდით ჯადოსნური კარიბჭისკენ. მაგრამ ამ დროს ლიიკ'კამ, მე და რიდიკს დაგვიბარა რომ მის სახლში მივსულიყავით. გადავჭერით ფერმები, ჯადოქრის სახლი, ლამპიონებიანი ხიდი და მივედით მის სახლთან. ლიიკ'კამ კარი გაგვიღო და ხელში ორი შეკვრა ბრილიანტის აბჯარი ეჭირა რომელიც გვაჩუქა. და გავოცდით ჩვენ ასეთი ძვირფასი საჩუქრებით და ბრილიანტის მეომრის გულუხვობით. შევფიცეთ რომ არ დავკარგავდით ასეთ განძს და მხოლოდ დრაკონთან ბრძოლის წინ ჩავიცმევდით.

მეორე დღის ბრძოლა მძიმედ მაწვა გონებაზე და ვერ ვპულობდი სიმშვიდეს რომ დამეძინა. ვიწექი ჩემს ქვის კოშკში და ვფიქრობდი. მაგრამ ბოლოს მაინც დაღლილობამ მძლია და ძილს მივეცი. როდესაც რკინის მეომარმა გამღვიძა მზე ახალი ამოსული იყო. მითხრა რომ დრო იყო ურჩხულის მოსაკლავად. ჯადოსნური კარიბჭესთან მისასვლელად ლიიკ'კას სახლის ქვეშ მაღაროებში ჩავედით და ლიანდაგს მივყევით.

კარიბჭე ჭას გავდა, რომლის ზედაპირზე მღელვარე სარკე იყო გადებული. უცნაური თვლები ეწყო გარშემო და სიცივე მოდიოდა მისი ზედაპირიდან. ჩავდეთ ყუთში ჩვენი რკინის აღჭურვილობა და შევიმოსეთ ბრილიანტის აბჯარში. დიდებული შეგრძნება იყო მისი ტარება, მითიურ გმირების რიგებს შევუერთდით მისი ტარებით. ყველამ ავიღეთ მშვილდი, ისრება, საჭმელი, რკინის ხმალი და მაგიურ კარიბჭეში ჩავხტით.

ერთ წამი ვიდექით ჩირაღდნებით განათებულ მაღაროში, მეორე წამს დიდ ბნელ გამოქვაბულში ვიდექით ვიწრო ქვის ხიდზე. თავზე ურჩხულმა გადაგვიფრინა და რომ ავიხედე დავინახე რომ ის მითიური შავი დრაკონი იყო. ყველაზე საშინელი და ძლიერი არსება სამყაროში. გაშტერებული ვუყურებდი უზარმაზარ არსებას, როგორ დაფრინავდა არწივივით გამოქვაბულის გარშემო. ჯადოქარმა თავში ხელი შემომარტყა და მიყვირა რომ წინ გავქცეულიყავით. და წამით მოვასწარით ვიწრო ნაპრალში შევარდნა როცა დრაკონმა გადაგვიფრინა თავზე. რომ დაგვეგვიანა გადაგვყრიდა გამოქვაბულის სირღმეებში. ნაპრალიდან დიდ ბორცვზე ამოვედით.

ყველაფერი ბინდში იყო. მაღალი ობსიდიანის სვეტები იდგა ყველგან, რომლის თავებზე ეწყო მაგიური სფეროები. როდესაც ურჩხული ჩაუფრენდა სფეროებს, უმალვე უხორცდებოდა ყველა ჭრილობა. მთელ ფერდობზე იდგნენ მაღალი, გამხდარი არსებები მანათობელი თვალებით. ჯადოქარმა გვიყვირა რომ ისრები გვესროლა სვეტების სფეროებისთვის და არავითარ შემთხვევაში არ შეგვეხედა შავი არსებებისთვის. ენდერები იყო მათი სახელი და მხოლოდ მათ ამჩბევდნენ ვინც სახეზე შეხედავდა.

სვეტებს ვწმინდავდით მაგიური სფეროებიდან როდესაც დრაკონმა გადამიფრინა თავზე და ჩამცხო ქვასავით მყარი და ბრილიანტის ხმალივით მჭრელი წამონაზარდით დაფარული კუდი. დაჭრილი, იძულებული გავხდი ისევ ნაპრალს შემეფარებინა თავი, მანამ გონება გამეხსნებოდა და ძალა დამიბრუნდებოდა. სული მოვითქვი ცოტა და გავიგონე ჯადოქრის შეძახილი, რამდენიმე შავმა არსებამ შეამჩნია და დახმარება ჭირდებოდა. ხმალი ვიშიშვლე და გავვარდი ნაპრალიდან. ზურგში გავუყარე რკინა ენდერს რომელიც ჯადოქარს ებრძოდა და შემდეგ თავი წავაცალე როცა მუხლებზე დაეცა. მეორე ენდერი მომიახლოვდა და ხმალი მოვუქნიე, მარა უცებ გაქვრა და ჩემს უკან გაჩნდა. შური იძია დაცემული მოძმის გამო და ძლიერი დარტყმით მუხლებზე დამაგდო. მანამ თავს გამიხეთქავდა, ხმალი გადავინაცვლე ხელში და უკუღმა ტრიალით დარტყმით მუცელი გამოვფატრე.

აქ მივხვდი რომ ხმალი იყო იარაღი რითაც ვიბრძოლებდი და მოვკვდებოდი. ჩემი ისრები მოვიხსენი და გავუნაწილე ბრილიანტის მეომრებს.ისინი დრაკონს ებრძოდნენ მშვილდით და მე კი ენდერებისგან ვიცავდი მათ ხმლით. ბრძოლა ხაგრძლივი და დამღლელი იყო. დრაკონი ბრძენი ურჩხულია და ოსტატურიად იცვლიდა მიმართულებას ფრენისას, ბევრი ისარი ასცდა მიზანს და დაიკარგა გამოქვაბულის ბნელ კუთხეებში. ჯადოქარმა მეომრებს უთხრა რომ მხოლოდ მაშინ ესროლად ისრები როდესაც ახლოს მოვიდოდა დრაკონი. ძაან რთული იყო მოთმინებით დგომა იმ ბნელ და ცივ ადგილას. როდესაც გარშემო ათასობით შავი არსება იდგა და ერთი არასწორი გახედვის შემდეგ ნაწილებად გაგვგლეჯდნენ. მაგრამ ნებისყოფა გამოიჩინეს მეომრებმა და დაიჯერეს ჯადოქრის სიბრძნე.

ბოლო ისარმა იპოვა დრაკონის თვალი და დაეცა დიდებული ურჩხული. მისი სხეულიდან წვიმასავით დაიწყო ცვენა მწვანე სფეროებმა. როდესაც სფეროებს შევხედა, მომაჯადოვეს და მათში დავიწყე სიარული. როდესაც ახლოს გავივლიდი სფეროები ერწყმეობდა ჩემ სულს და დრაკონის უძველესი მოგონებები ავსებდა ჩემს გონებას. დიდებული სიბრძნე და გამოცდილება შევიძინეთ იმდღეს. დრაკონის თვალით დავინახეთ სამყარო და მისი ათასწლოვან ცხოვრებასთან შედარებით ჩვენი უბადრუკი და უმნიშვნელო გვეჩვენა.

დრაკონის სიკვდილთან ერტად გაიხსნა უკან მიმავალი ჯადოსნური კარიბჭე. სლეირმა მითხრა ამ დროს რომ თუ ვერ მოვკლავდით ურჩხულს ის არ გაიხსნებოდა და სამუდამოდ აქ დავრჩებოდით. ეს სიკვდილზე საშინელი ბედია. უკან დაბრუნებამდე, გავხედე ენდერ მეომრებს. ისევ ისე გაუნძრევლად იდგნენ, ობსიდიანის ქანდაკებებივით, მაგრამ თითქოს გლოვით ქონდათ სავსე მანათობელი თვალები.

დრაკონის მოგონებები მძიმედ გვაწვა გონებაზე. რთულია ამ დიდებული არსების საკუთარ სულში დატევა და ჯადოქარმა წაგვიყვანა ლიიკ'კას სახლში, სადაც სპეციალურ სამჭედლოთი მისი სული დაატყვევა სხვადასხვა ნივთებში და მოაჯადოვა ისინი. ამით მოგვეხსნა სიმძიმე და საკუთარი თავი შევიგრძენით ისევ.

ერთმანეთს დავემშვიდობეთ და სახლებისკენ გავეშურეთ. მაგრამ შეგვცვალა დრაკონის მოგონებებთან შეხებამ. არ იყო სიმშვიდე ლიიკ'კასთვის თავის ზღაპრულ სახლში, არც ჯადოქრისთვის კოცნის პირას ჯდომისას. ვერ ვუყურებდით ნაცნობ ადგილებს და ვერ გვამშვიდებდა სახლის სიმყუდროვე. ყველანი ვგძნობდი რომ დრო იყო მიგვეტოვებინა ნაცნობი კუთხე და სამყაროს უცნობი კუთხეები გვეპოვნა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 4149
Contact:

Minecraft

Unread post#2 » 31 Aug 2014 21:53

შეპირებისამებრ :D
ოღონდ გაფორმების და შესწორების დრო არ მქონდა ;/ ცოტა უხეში საკითხი იქნება.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 8725
Contact:

Minecraft

Unread post#3 » 31 Aug 2014 22:58

ბრავო :) სიამოვნებით წავიკითხე და წინ დარჩენილ თავგადასავლებზე დავფიქრდი ))
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

NoiZ
Posts: 321
Contact:

Minecraft

Unread post#4 » 01 Sep 2014 09:21

რამაგარია! ყოჩაღ კიპ!

Return to “Game Reviews”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 18 guests