Daggerfall Tale: Sareth Redoran, TES: Daggerfall -ში ჩემი პერსონაჟის თავგადასავლები

გამოსული თამაშების მიმოხილვები - ძირითადი ფორმატები :
მიმოხილვები , საერთო შთაბეჭდილებები, სერიის რეტროსპექტივა , სხვა ...
User avatar
hellwalker
Posts: 4149
Contact:

Daggerfall Tale: Sareth Redoran

Unread post#1 » 06 Feb 2014 03:46

>>>

3E405 - 24 Suns Dawn - სარეზ რედორანის, იმპერატორის ნაითბლეიდის ჩანაწერები.

ბევრი რამის თქმა შეიძლება კაცზე მისი პრინციპებით. როგორ ხედავს თავს, როგორ უნდა რომ ხედავდნენ სხვები. ისინი კაცის სრულყოფილ სურათს ქმნიან, უბიძგენებ იყოს უკეთესი. ნდობის და სტაბილურობის შეგრძნებას აჩენენ სხვებში.

ჩემი პრინციპების გამოა რომ მესამე ერის, 405 წლის, დაისის თვის მიწურულს ბეტონის კუნძულის ბნელ წიაღებში მოვხვდი. რამდენიმე საათია რაც ჩემი მისია შევასრულე და ტრისტორის ლაბორატორიის სატახტო ოთახში ვერევულფი მოვკალი. ადვილი ბრძოლა იყო, თითქოს მიესალმებოდა სიკვდილს. ძალიან ადვილია ვერევულფს შეხედო და მის ბეწვით დაფარულ სხეულში ჩაფლო ნაჯახის პირი. რთულია უყურო როცა სიკვდილის შემდეგ სევდიანი გამომეტყველების მქონდე 20 წლის ბიჭად იქცევა.

რამდენიმე საათია გასასვლელს ვეძებ. მზიან მდელოზე ან სახლის და ბუხრის სიმყუდროვეში რამდენიმე საათი არ არის დიდი დრო. მაგრამ უსახურ ქვის ჰოლებში, სადაც სინათლის მეჩხერ კუნძულებს შორის დაბუდებულ სიბნელეში მუდმივად სიკვდილი გელოდება, რამდენიმე საათი სხვანაირად მოქმედებს გონებაზე. ასე მგონია გარე სამყარო ზღაპარია რომელიც თავს დავაჯერე რომ არ შევშლილიყავი და მთელი არსებობა ამ ლაბორატორიის უსასრულო ჰოლებისგან შედგება.

ამ სიტყვებს დამტვრეულ მაგიდასთან ჩამომჯდარი ვწერ ბიბლიოთეკის მაგვარ ოთახში. ქაღალდის კუთხეები მომწვარია არქ-ლიჩის მაგიისგან, რომელიც მოპირდაპირე კედელთან გდია და მისი უძრავი ფორმა შიშით მავსებს. ყველა კუნთი მეწვის, ჩექმებზე და სამხრეებზე დამაგრებული მეტალის ფილების სიმძიმე ქვის ლოდებივით მაწვება. წერისას ვგრძნობ რამდენიმე ადგილას აბჯრის ტყავის და ნაჭრის სარჩული, რომელიც გამხმარმა სისხლმა მიაწება კანს, როგორ ძვრება მოძრაობისგან და კანს მწიწკნის. რთულია შორიდან წარმოდგენა მაგრამ ამ პატარა, გამაღიზიანებელი შეგრძნების გამო ჩვილი ბავშვივით ვიტირებდი ხმაურის გამოწვევის რომ არ მეშინოდეს. არ მინდა მეტი ტკივილის განცდა.

შორიდან ლაბორატორიის ბინადრების ხმები მესმის. ყველაზე უცხო ცეცხლის ატრონაჰის არაამქვეყნიური ყვირილი და ნაკვერჩხლის ტკაცუნის გამვარი ხმა არის. მაგრამ დაედრაზე მეტად მოსიარულე ჩონჩხების ღრიალი მიყინავს სისხლს. როგორ ახერხებს მოსიარულე ძვლების ხროვა ხმის გამოცემას? აქ ამ ხმის გაგონება საკმარისია რომ სამუდამოდ მძულდეს ყველა ნეკრომანტი.

აღარ ვიცი ვინ ვარ. აღარ ვიცი რა არის ჩემი პრინციპები. მახსოვს რომ ისინი გამნსაზღვრავდნენ მე. მათ გამო ადამიანების იმპერატორები რჩევას მეკითხებოდნენ და ყველაზე საპასუხისმგებლო დავალებებს მანდობდნენ.

მახსოვს პრაივატეერს ჰოლდი, მანამდე ზღვა და უფრო ადრე ურიელ სეპტიმ მეშვიდესთან შეხვედრა. არ ვიცი რატომ მიმიღო იმპერიული სასახლის დანჯენში. საბრძოლო მაგი ოკატო, რომელიც თან ახლდა იმპერატორს თავისუფლად მოძებნიდა ბევრ სხვა უფრო კომფორტულ ადგილს ქალაქში სადაც იმპერატორს შეეძლო ჯაშუშების შიშის გარეშე საუბარი დანმერ ნაითბლეიდთან. სასახლის დანჯენებში კი შეუძლებელია დარწმუნებით თქვა რომ ქურდების გილდიის ან ბნელი საძმოს წევრი არ იმალება საიდუმლო გასასვლელებში რომლებითაც სავსეა დანჯენი.

>>>

ალბათ საიდუმლოობის სპექტაკლი ეხმარება ადამიანებს შინაგანი შიშების დაძლევაში. იმპერატორის დავალება უცნაური მაგრამ მარტივი იყო. ჩემი მისია ორი დავალებისგან შედგებოდა. უნდა მეპოვნა რატომ ვერ ისვენებდა წინა წელს ბრძოლის ველზე მოკლული დაჯერფოლის მეფის სული და რა ცოდვისთვის შურისძიების წყურვილით ატერორებდა ქალაქს. და თუ შევძლებდი უნდა მეპოვნა დაკარგული წერილი რომელიც იმპერატორმა დაჯერფოლის დედოფალს გაუგზავნა. დავალება მარტივი ჩანდა სხვა მისიებთან შედარებით რომელიც წარსულში შემისრულებია მაგრამ ადვილი დასანახი იყო რამდენად მძიმედ აწვა ეს საკითხი გონებაზე სეპტიმს.

არასდროს მჯეროდა ცრურწმენების, მაგრამ იმპერატორის ბნელი განწყობა გადმომედო და როდესაც იმავე საღამოს, გემის ბაქნიდან ნაცრისფერ ზღვას შევყურებდი ვერ მოვიშორე შეგრძნება რომ მთელი ეს წამოწყება თავიდანვე დაწყევლილი იყო.

მახსოვს პრივატერის ჰოლდის გამოქვაბულში გაღვიძება. გემი სტორმში მოხვდა. როდესაც კლდეებზე მიელეწა და აბჯრის სიმძიმემ ზღვის ფსკერისკენ გამიყოლა მე დავჯერდი სიკვდილს. არ იყო შიში სიკვდილის იდეაში. ძალიან დიდი დროა ადამიანებს შორის უმიზნოდ დავხეტიალობდი ჩემი სამშობლოდან შორს. წინაპრების სულებთან შეერთება თბილი შეგრძნებებით მავსებდა. ვიცოდი რომ რომ არავინ დამიტირებდა და სახელით არ მახსენდებდა. მაგრამ დანმერები ოდითგანვე თაყვანს სცემდნენ წინაპრებს და ხშირად მომიხსენიებდნენ წინაპრების მიმართ ზოგად მიმართვაში. სამყაროში ჩემ ადგილს ვიპოვიდი და მომავალი თაობების მფარველობას შევძლებდი.

როდესაც ჩემი სხეული ხველების და კრუნჩხვების შეტევან დაიფლო, ალბათ რაღაც სიკვდილს და დაბადებას შორის შეგრძნება იყო. ყველაფერი მტკიოდა როგორც ახლა, მაგრამ სხვანაირად. მაშინ ტკივილი ნიშნავდა სიცოცხლეს და ყოველ კრუნჩხვას და ხველებას წყალი გამოჰქონდა ფილტვებიდან. მალე კოცონთან ვიჯექი და ხარბად ვეტანებოდი მის მიერ ნაჩუქარ სითბოს. იმ დღეს მახსოვდა ვინ ვიყავი, მახსოვდა ჩემი პრინციპები.

ყველა საიდუმლო ჩემთან უკეთ იყო დაცული ვიდრე კუბოში ჩაწვენილ მკვდართან. დედოფალი ბარენზიას სიტყვები. მე ყველაზე გამოუვალ სიტუაციებში ვპოულობდი გზას. ცოტას შეეძლო ხმლით ბრძოლაში გამტოლებოდა. ეს იყო მცირე ნაწილი იმ რეპუტაციის რაც ტამრიელის მაღალ წრეებში მქონდა მოხვეჭილი.

>>>

იმ დღეს მე მხოლოდ ძირში გადატეხილი რაპიერი მქონდა და გამოქვაბულიდან სიმაგრეში ამავალ კიბეებს ავუყევი. ვკლავდი ვირთხებს და ჩონჩხებს, რადგან ვიცოდი მათი დაკარგვა არავის შეაწუხებდა. ვერიდებოდი დაედრებთან ან სხვა ძვირფას მსახურებთან შეტაკებას რომ სიმაგრიდან გაქცევის შემდეგ მის პატრონები არ დამდევნებოდნენ შურისაძიებლად. იმ დღეს მე გამოვაღწიე პრივატერის ჰოლდიდან. ვიპოვე ვაჭრები რომლებმაც ქალაქამდე მიმიყვანეს. ერთ კვირაში კი ახალი აბჯრით, ხმლით და საკმარისი ოქროთი აღჭურვილი მზად ვიყავი იმპერატორის დავალებას შევჭიდებოდი.

ეხა საწერი ფურცელი მითავდება, სანთელი თითქმის ჩამქრალია და მტრების ხმები სახიფადოდ ახლოს ისმის. ვიცი რომ უნდა ვაიძულო თავს ავდგე და ვიბრძოლო. ნებისყოფის ძალით ვიარო წინ მანამ გასასვლელს არ ვიპოვი და მზის სითბოს ვიგრძნობ კანზე. მაგრამ აღარ ვიცი როგორ. ან რატომ.

>>>
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 4149
Contact:

Daggerfall Tale: Sareth Redoran

Unread post#2 » 06 Feb 2014 03:48

თამაშის რევიუ არ არის, Fan Fiction -ის მაგვარი playthrough აღწერაა ჩემი პერსონაჟის თვალით.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Ripster
Posts: 1471
Contact:

Daggerfall Tale: Sareth Redoran

Unread post#3 » 06 Feb 2014 22:57

აუ ძალიან მაგარი რამეა ბატონო ჰელვოკერ. საინტერესო საკითხავია როგორც უშუალოდ თამაშის გამო, ასევე შენი პირადი გემოვნების, აზროვნების, აღქმის და ამ ყველაფრის ერთად გადმოცემის გამო.
მთელი გულით გიწერ მეგობარო +ს და ვიმედოვნებ, რომ მომავალშიც შემოგვთავაზებ ხოლმე მსგავს თემებს.
You'd better do something about that cough

Return to “Game Reviews”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 20 guests