Spec Ops: The Line, Overview

Reviews / Retrospectives / Analysis / Interviews /
User avatar
grigoli1970
Posts: 602
Contact:

Spec Ops: The Line

Unread post#1 » 14 Nov 2013 04:37

>>>

Spec Ops: The Line – პირველი შთაბეჭდილება ყოველთვის სქრინებიდან და შეილება სათაურიდანაც კი მოდის, ამ თამაშის ყდის დანახვისას და მისი რევიუების გადაკითხვის შემდეგ პირველი რაც ვიგრძენი მისი შემქმნელებისადმი სიძულვილი იყო, თითქოს COD ის უთვალავი სერია არ გვეყოფოდა რომლებიც მხოლოდ სახელებით განსხვავდება ერთმანეთისგან და ახლა უკვე მისი ასლებისთვის უნდა გვეყურებინა. თავიდან ყველაფერი ლოგიკურად წავიდა, თამაშის დაწყებიდან პირველი 15–20 წუთი ზიზღის მეტი არაფერი მიგრძვნია, დავალება დუბაიში წასვლა და სიტუაციის გარკვევა იყო, იქ სავარაუდოდ ვიღაც ამერიკელი გენერალი იმყოფებოდა და მისი რადიო ჩანაწერის მოსმენის შემდეგ გადაწყვიტეს მე და კიდევ 2 მეომარი გავეგზავნეთ იქ –ამაზე ბანალურს ალბათ ვერაფერს მოიფიქრებდნენ. გეიმფლეიც არაფერი განსხვავებული – დახოცე წადი 10 მეტრი დახოცე კიდე 10 მეტრით წაიწიე და თითქოს თამაშის მთავარი არსიც ეს იყო. რამდენიმე ესეთი გულისამრევი სცენის შემდეგ მე და ჩემი 2 ჯარისკაცი ტერორისტებით სავსე შენობაში შევედით, როგორც ჩანს გასართობი სხვა ვერაფერი ნახეს და მთელ ხმაზე ჩართეს ადგილობრივი რადიო რომელზეც თითქმის სულ როკ მუსიკა ისმოდა, თამაშის პროცესს ისე მოუხდა, რომ ვერც კი მივხვდი ეს ტერორისტები თავების გარეშე როგორ დავტოვე, ამან მთლიანად მოხსნა ერთფეროვნების შეგრძნება, ნელ–ნელა გარემოც უფრო და უფრო საინტერესო გახდა: 50 სართულიანი შენობები შუა უდაბნოში, კანალიზაციის გვირაბები რომლებიც ადამიანის ხორცითაა გამოტენილი, გიგანტური აკვარიუმები, შენობაში გაზრდილი მცენარეები, ეს ყველაფერი რაც არ უნდა გასაკვირი იყოს იდეალურად შეერწყა ერთმანეთს და მთლიანობაში ძალიან კარგი გამოვიდა.
თუმცა რაც ყველაზე დასაფასებელია მთავარი პერსონაჟის, ვოკერის ისტორიაა. როგორც წესი ესეთი ტიპის თამაშებში მთავარი გმირი არის უშეცდომო და ნამდვილი გმირის მაგალითი, მაგრამ ვოკერის პერსონაჟი ყველა ესეთი თამაშის გმირის ფანს თავზე ცივ წყალს გადაასხამს და შეახსენებს, რომ ომში ესეთები არ არსებობენ. ეს პერსონაჟი იდეალურად გვიჩვენებს, თუ რას უშვრება ომი ადამიანს, იმ ადამიანს რომელიც ჯარისკაცი იმ იმედით გახდა , რომ ერთ დღესაც მინიმუმ თავის რაზმს , მაქსიმუმ კი თავის სამშობლოს იხსნიდა და ამით გმირი გახდებოდა, სიმართლე კი მწარეა – ომი ადამიანს აგიჟებს და სხვა რეალობაში გადაყავს – რალობაში რომელიც მხოლოდ მის წარმოსახვაში არსებობს. თამაშს მსვლელობისას ნათლად ვხედავთ როგორ გადის ჭკუიდან ვოკერი, საბოლოოდ მაშინ წავიდა ამ ქვეყნიდან, როდესაც შემთხვევით 50 მშვიდობიანი ადამიანი დახოცა რაღაც დანადგარით, ის შეძრწუნებული დარჩა როდესაც საშინელი სცენა იხილა: დედას შვილი ყავდა ჩახუტებული და ესეთ მდგომარეობაში იყვნენ დამწყვრები ორივენი, ამ ყველაფრის შემდეგ ვოკერის სიტყვები იყო:“ სიარული უნდა გავარძელოთ“. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მოთამაშე მის როლში იჭრება, ჩემ მაგალითზე შემიძია ვთქვა,რომ როგორც წესი ყველა თამაშში ვცდილობ მაქსიმალურად მომთმენი ვიყო და პერსონაჟებს არაფერი დავუშავო, ეს დასასრულზეც ახდენს ხოლმე გავლენას , მაგრამ აქ ერთ–ერთ მომენტში დაუფიქრებლად გადავხოცე მოსახლოეობა, რომლებსაც იარაღიც კი არ ეჭირათ.
თამაშის დამთავრებისას თავს ისე გრძნობ , თითქოს მთელი ომის საშინელებები გამოიარე და გინდა ვინმეს მოუყვე რა საშნელი იყო ეს ყველაფერი, მაგრამ აცნობიერებ რომ ეს უაზრობაა, რადგან ყველაფერი თამაშში მოხდა

Return to “Game Reviews”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 5 guests