Its a Crazy World We Live in, ანუ პლეინსკეიპი სხვა რაკურსით

ფორმატები:
მიმოხილვა . საერთო შთაბეჭდილება . სერიის რეტროსპექტივა . სხვა
User avatar
Mchedlo
Posts: 877
Contact:

Its a Crazy World We Live in

Unread post#1 » 15 Sep 2013 16:35

>>>

"ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო RPG". "უკვდავი ლეგენდა". "10/10". სწორედ ასე შევიდა ისტორიაში ეს თამაში - Planescape:Torment. სწორედ ეს სახელწოდება მესმოდა ხშირად პასუხად კითხვაზე "რამე კაი თამაში მირჩიეთ, აი დამაფიქრებელი და საინტერესო რო იყოს, რამე რპგ , არ იცით მასეთი რამ?". უნდა ითქვას, რომ მეც მათ რიგს მივეკუთვნები. დროთა განმავლობაში შევძელი, დრო გამოვყავი, მოვინდომე და გადმოვიწერე. დავიწყე-თქო უნდა დამეწერა, მაგრამ ეს დაწყება ასე 5-6-ჯერ მაინც მომიწია. ამის მიზეზი მეც კი არ ვიცი. ალბათ რაღაცა მაკლდა, რაღაცა რაც ეკრანთან გამაჩერებდა. ეს სამყარო, გარშემო მყოფი პერსონაჯები და სიტუაცია ძალიან მეუცხოვა და გარკვეული დროც გავიდა, სანამ ჯერ შევეჩვიე, შემდეგ კი შევიცანი "პლანები". აქედან გამომდინარე, თავი ვალდებულად ჩავთვალე, თამაშის მიხედვით ყველანაირი ინფორმაციისთვის თავი ერთ ადგილას მომეყარა და შეძლების და გვარად გასაგებად მომეწოდებინა. სტატია ნაწილებად დავყავი, ზოგი რამ შესაბამისად სპოილერებში ჩავსვი, რათა მკითხველისთვის საინტერესო ინფორმაციის გაცნობა უფრო მარტივად მოხდეს, ხოლო უკვე ცნობილი ან "გამოსატოვებელი" (ტავტოლოგიისთვის ბოდიში) გამოტოვებულ იქნას.
მონაცემები და ტექნიკური მხარე
ჯანრი: RPG
გამომცემელი: Black Isle, Interplay
საჭირო მონაცემები: P200, 32Mb (PII-300, 128Mb)
თუ სურვილი იქნება გადმოსაწერ ლინკსაც დავამატებ. თვითონ თამაშს რაც შეეხება, გარკვეული პაჩები სჭირდება, რათა თანამედროვე სისტემებზე ითამაშოთ. ეს ძირითადად ტექნიკურ მხარეს ეხება, თუმცა ინტერნეტში რამდენიმე ფიქსსაც ნახავთ, გეიმპლეიში რომ შეაქვთ ცვლილება.
სეთინგი
თამაში Planescape-ის სეტინგის მიხედვით არის შექმნილი, რომელიც საკმაოდ კომპლექსურია, მაგრამ, ამავდროულად, გასაგები და მეტად საინტერესო ხდება გარკვეული ინფორმაციის გაცნობის შემდეგ. მოდით პირდაპირ საქმეზე გადავალ. პირველ რიგში, უნდო გავერკვიოთ იმაში, თუ რა ქმნის პლანებს და რა ძალები მართავს Planescape-ის სამყაროს (ეს უკანასკნელი ხშირად მოიხსენიება როგორც მულტისამყარო).
მთლიანად სამყარო რამდენიმე ძირითად წესს ექვემდებარება.
1.მულტისამყაროს ცენტრის წესი
მულტისამყაროს ცენტრის ადგილმდებარეობა უცნობია (თუ ასეთი საერთოდ არსებობს). ამიტომ პლანების თითოეული მაცხოვრებელი "ვალდებულად" თვლის, საკუთარი ქვეყანა, ქალაქი, პლანი ან საკუთარი თავიც კი ჩათვალოს სამყაროს ცენტრად (ეს ბოლო ცალკე ფილოსოფიაშიც გადაიზარდა და შესაბამისი ფრაქციაც ჩამოყალიბდა, თუმცა ამაზე მოგვიანებით). სავსებით რეალურია, რომ ყველაფერი ზემოჩამოთვლილი სიმართლეა. ან პირიქით.
ფაქტია, რომ მულტისამყარო უსასრულოა, და არ არსებობს ისეთი ადგილი რომელიც ცენტრად და სხვებზე უფრო მნიშვნელოვან ადგილად ჩაითვალოს. ცენტრი არ არსებობს და, ამავდროულად, იგი ყვველგანაა. სწორედ ამაშია პირველი წესის პრინციპი.
2.წრეების ერთობლიობის წესი
წრეს არ გააჩნია არც დასაწყისი და არც დასასრული. ეს კარგად უნდა დავიმახსოვროთ, ეს პლანების აღქმა-გაგებაში დაგვეხმარება. როდესაც სამყაროს რუქას დავხედავთ, ნათლად გამოჩნდება, თუ რატომ აქვს ამ წესს დიდი მნიშვნელობა.
3.სამის წესი
ამბობენ, ყველაფერი კარგი სამობით ითვლებაო. ისევე როგორც ცუდიც. პლანებზე 3-ს დიდი მნიშვნელობას ანიჭებენ. აქ ხშირია 3: პირველადი პლანი (prime material plane), გარე და შიდა პლანები (inner and outer planes); სიკეთე, ბოროტება და ნეიტრალიტეტი; პრაიმი, პლანარი და prositel.

► Show Spoiler

ახლა თვით მულტისამყაროს მოწყობაზე ვისაუბროთ. Planescape დაყოფილია სამ ძირითად ნაწილად: პირველადი (მატერიის/მატერიალური) პლანი (მოკლედ პრაიმი), შიდა (სტიქიური) პლანები და გარე პლანები.
1. პირველადი პლანი ერთიან პლანს წარმოადგენს, რომელიც უამრავი ცალკეული სამყაროებისგან შედგება. ეს სამყაროები შეიძლება ერთი პლანეტით იყოს წარმოდგენილი, შეიძლება მთელი სისტემით თავის ასტეროიდებიან-კომეტებიან-მთვარიანად. თითოეული მათგანი მოქცცეულია საკუთარ კრისტალურ სფეროში, რომელიც ერთი საერთო ნაკადის ნაწილია. ამ ნაკადს ფლოგისტონი ეწოდება. პლანების გამოცდილ მოგზაურებს შეუძლიათ ერთი სფეროდან მეორეში მოხვედრა მაგრამ ეს ცოტა სხვა ამბავია.
პირველად პლანზე არაერთი ცნობილი სამყაროა, მაგალითად ტორილი ან კრინი.თითოეული მათგანი უნიკალურია, გააჩნია მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები, თუმცა ყველა მათგანი მდებარეობს პირველად მატერიალურ პლანზე. ზოგადადაც, ამ პლანზე ნებისმიერი არაპლანარული სამყაროს პოვნა არის შესაძლებელი, თუ რა თქმა უნდა იცი სად ეძებო. ამ პლანის მაცხოვრებლებს პრაიმებად მოიხსენიებენ.
2. შიდა (სტიქიური) პლანები პირველადი პლანის საშენ მასალას წარმოადგენენ (ქვემოთ მოცემული სურათის დახმარებით შიდა პლანების აღქმა უფრო მარტივი უნდა გახდეს). როგორც ჩანს, შიდა პლანების სფეროს მოგვაგონებს, რომლის ზედა და ქვედა პოლუსში, შესაბამისად, პოზიტიური და ნეგატიური ენერგიის პლანები მდებარეობს. გვერდითა პოლუსებზე სტიქიის ელემენტების პლანები გვხდება: წყლის, მიწის, ჰაერის და ცეცხლის. ანუ ჯამში 4 სტიქიის და 2 ენერგიის პლანი. სწორედ ამ 6 პლანების ურთიერთგადაკვეთის შედეგად იქმნება კიდევ 8 პლანი.
პლანების სტრუქტურის და გამო "აქაურებს" ელემენტალებს უწოდებენ.
3. გარე პლანები წრეზე მდებარეობენ. მასზე მდებარე თითოეული პლანი შეიძლება უსასრულო იყოს ან გარკვეული საზღვარი ჰქონდეს. პლანები ერთმანეთს სტაციონარული კარიბჭეების მეშვეობით უკავშირდებიან, მათ შორის გამავალ ერთ საერთო გზას კი დიად გზას უწოდებენ. თუ პირველადი პლანის სამყაროები ტექნიკური და მაგიური განვითარების დონითა და კულტურით განსხვავდება, სტიქიური პლანები კი ფორმით, გარე პლანებს მორალური პრინციპების მიხედვით არიან დანაწილებული. თითოეული მათგანი გარკვეულ მსოფლმხედველობას მიჰყვება, რაც, დროთა განმავლობაში, ზეგავლენას ახდენს პლანზე და ცვლის კიდეც მას და მის მაცხოვრებლებს. მაგალითად, ლიმბოს(Limbo) სამყარო მუდმივად ცვლადი და ქაოტურია, მექანუსი (Mechanus) მოწესრიგებული და უცვლელია, მაშინ როდესაც ზეციური პიკი ვუდსტოკის ფესტივალს წააგავს.
გარე პლანები 3 ნაწილად იყოფა: სიკეთის ზედა პლანები, ბოროტების ქვედა პლანები და სასაზღვრო ნეიტრალიტეტის პლანები.
პლანების ძირძველ (ეს მნიშვნელოვანია) მაცხოვრებელს პლანარი ეწოდება.
თუმცაღა ეს პლანები ერთმანეთთან პირდაპირ არ არის დაკავშირებული, ეს სურათებზეც ჩანს. არსებობს 2 დამაკავშირებელი პლანი: ეთერის პლანი და ასტრალური პლანი.

ეთერის პლანი (ეთერი) ერთმანეთთან პირველად და შიდა პლანებს აკავშირებს. ეთერი პრაიმს ყველა წერტილში ეხება, ისევე როგორც შიდა პლანების ნებისმიერი წერტილია ეთერის ბადის ნაწილი. თუმცა მოგზაურობა პირდაპირი გზით არ ხდება. ამისთვის გარკვეული მაგიური ნივთები შეიძლება დაგჭირდეთ ან სპელები. ასევე, არსებობს ე.წ. "ხვრელები" - ადგილები, სადაც სტიქიური პლანი არღვევს კავშირს და პრაიმზე ხვდება (მაგალითი: ვულკანი წარმოადგენს ცეცხლის პლანზე მოხვედრის ერთ-ერთ უსწრაფეს გზას). ზოგიერთი თვლის, რომ ეთერის პლანი ნისლიან სივრცეს წარმოადგენს, სადაც არაფერი არ არის. ეს მცდარი აზრია. ეთერი უსასრულოა, მაგრამ მას გააჩნია გარკვეული ადგილები - "კიდეები" - საიდანაც მეზობელი პლანები მოჩანს. თუმცა ამ კიდეებიდან შეიძლება სიღმისეულ ეთერში მოხვდეთ, რომელიც ოკეანს უფრო ჰგავს ვიდრე ნისლს. სწორედ ამ ადგილას შეიძლება გადააწყდეთ დემიპლანებს, რომლებიც პატარა სამყაროებს წარმოადგენენ თავისი რეალობით და კანონებით. დემიპლანი შეიძლება შეიქმნას Lady of Pain-ის ბრძანებით, გადაინაცვლოს ეთერში და დეფორმირების შემდეგ ლაბირინთად იქცეს(Labirinth), ერთგვარ ციხედ. აქ ქალაქ სიგილში სიმშვიდის დამრღვევები ხვდებიან, ისევე როგორც ისინი, ვინც Lady-ს ცუდად მოხვდა თვალში. ზოგიერთი დემიპლანი შეიძლება რომელიმე Mage-მა "გააჩინოს" თავისი მიზნებისთვის. ასეა თუ ისე, უმეტესობა საშიშროებას წარმოადგენს და არ ღირს მათი სტუმრობა.
ასტრალური პლანი (ასტრალი) გამოიყენება როგორც დამაკავშირებელი გზა პრაიმსა და გარე პლანებს შორის.ისევე როგორც ეთერი, ასტრალი მატერიალურ პლანს ყველა წერტილში ეხება, თუმცა მიუხედავად ამისა, ასტრალურ პლანსა და ეთერს გადაკვეთის წერტილები არ გააჩნიათ.
ასტრალზე მოგზაურობის ხერხები ეთერისას ჰგავს, თუმცა ზოგი თვლის, რომ ასტრალურ პლანზე მოგზაურობა ყველაზე რთულია.
ასტრალური პლანზეც არიან მაცხოვრებლები, ეს ვერცხლისფერი სიცარიელე გიტ'იანკის სახლს წარმოადგენს. უზარმაზარი კოშკები და გემები, რომლებიც აქ გვხვდება, მათი ნახელავია. თუმცა მარტო გიტ'იანკით როდი შემოიფარგლება. მაგალითისთვის შეიძლება ასტრალური დრედნოუტები, ასტრალური ვეშაპები და უზარმაზარი კუნძულები (გარდაცვლილი ანტიკური ღმერთების ცხედრებისგან წარმოქმნილი) დასახელდეს.
ასევე უნდა ვახსენოთ Outer Lands, ბოლოს და ბოლოს სწორედ ამ ტერიტორიაზე ხდება თამაშში მიმდინარე მოვლენები. Outer Lands ეს არის გარე პლანებიდან ერთ-ერთი, თუმცა სხვებისგან განსხვავებით, ის არ მდებარეობს წრეზე, არამედ მის ცენტრში არის მოქცეული. უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ მისი მდებარეობა უწყობს ხელს გარე პლანებს შორის მოგზაურობას. ამ ტერიტორიაზე მოგზაურობა მეტად სახიფათო (და ამავდროულად საინტერესო) არის, Outer Lands ხომ ფაქტიურად რამდენიმე პლანის გადაკვეთის წერტილად შეიძლება აღვიქვათ (რაც უფრო ახლოს ვართ გარკვეულ პლანთან, მით უფრო ეტყობა ეს მიმდებარე ტერიტორიას). ამ სიტყვების დასტურად, მის ცენტრში, უკიდეგანო პიკის თავზე, მდებარეობს ქალაქი სიგილი, კარიბჭეთა ქალაქი.


ქალაქი სიგილი Planescape-ის კოსმოლოგიის ცენტრად მოიაზრება. ფორმით ის მანქანის საბურავს ჰგავს. გრავიტაცია ბორბლის ცენტრისკენ არის მიმართული, ხოლო თვით ქალაქი საბურავის შიდა ნაწილზეა განლაგებული. მოცემული სტრუქტურიდან გამომდინარე რეალური იქნებოდა საპირისპირო მხარეს ქალაქის დანახვა, თუმცა ნისლის, სმოგისა და ღრუბლების გამო ეს ფაქტიურად არ ხდება.
სიგილის "იატაკის" ადგილმდებარეობა უცნობია, ისევე როგორც რაიმე სხვა ინფორმაცია მის შესახებ. ისინი კი, ვინც ქალაქის ზედა კიდეს მიაღწია ამბობენ, რომ იქ არაფერი არ არის, უფრო სწორად კი, "იქ არაფერი არის".
მიუხედავად იმისა რომ ქალაქი უზარმაზარი ჩანს, ის გადასახლებულია. მისი ძირძველი მაცხოვრებლების გარდა, აქ ძალიან ბევრი ჩამოსსახლებული თუ ჩამოსული პირია, რომელთა 90% აქვე რჩება.
სიგილს არ გააჩნია მზე, მთვარე ან რაიმე მსგავსი მნათობი ობიექტი. გაფანტული სინათლე ციდან მოდის. ათვლის წერტილად პიკი ითვლება. პრაიმის სამყაროში ეს დაახლოებით შუადღეა. 6 მაქსიმალურად "განათებული" საათს 3 საათი პიკამდე და 3 საათი პიკის მერე წარმოადგენენ.
შუაღამე სიგილში ანტი-პიკის სახელით არის ცნობილი. საათს და დროს არ აქვს კონკრეტული სახელი, ყველაფერი პიკთან და ანტი-პიკთან მიმართებაში განისაზღვრება. სტანდარტული საათი ქალაქში 24 ნიშნულად არის დაყოფილი, რომლებიც ფერს იცვლიან შავიდან (ანტი-პიკი, ქედა ნაწილი) თეთრამდე (პიკი, ზედა ნაწილი).
სიგილში არ არსებობს მხარეები, მიმართულება აქ შპილის მეშვეობით განისაზღვრება. შპილისკენ მოძრაობა ნიშნავს ზემოთ მოძრაობას, ქვევით - ქვევით.
რამდენიმე სურათი, რომლებზეც სიგილია გამოსახული.

>>>
>>>
>>>

სოციალური სტრუქტურა
Planescape-ის სამყაროში დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა მსოფლმხედველობა გააჩნია ამა თუ იმ პიროვნებას და არსებას. ხშირად ეს მსოფლმხედველობა განსაზღვრავს იმას თუ რა ბედი ელის მას სიკვდილის შემდეგ, სად აღმოჩნდება, როგორ იცხოვრებს და ა.შ. ფრაქციას ჰყავს თავისი ლიდერი (ფრაქტოლი), გააჩნია გარკვეული არეალი (პლანი ან რაიმე სხვა სპეციფიური ადგილი), სადაც ამ ფრაქციის გავლენა მაქსიმალურად შეიგრძნობა, ფილოსოფიიდან გამომდინარე კი მოწინააღმდეგე და მეგობრული გაერთიანებები. როგორც სეთინგის ისტორია მოგვითხრობს, უხსოვარ დროს უამრავი გაერთიანება და კავშირი იყო, თუმცა შემდეგ Lady of Pain-მა მათი უმეტესობა მოსპო, დატოვა-რა მხოლოდ 15 მათგანი, რომელთა შესახებ ოდნავ მოგვიანებით ქვევით მოგახსენებთ. მანამდე კი პლანების მაცხოვრებლის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების პრინციპებს გაგაქცნობთ. ისევე, როგორც ეს არაერთ სხვა მსგავს (მსგავს ჯანრის მიხედვით) თამაშში გვაქვს ნანახი, პერსონაჯი 3 ძირითადი მიმართულებით შეგვიძლია აღვზარდოთ: კეთილი განზრახვებით, ნეიტრალური პოზიციით და ბოროტი შეხედულებებით. Planescape-ში ამას ემატება კიდევ 3 პარამეტრი, თუ შეიძლება ასე რომ ითქვას. ესენია ქაოტური, ნეიტრალური და კანონმორჩილი. სწორედ ამ 6 პარამეტრის მეშვეობით ყალიბდება ნებისმიერი პლანარის თუ სხვა მაცხოვრებლის შეხედულებები ამა თუ პიროვნებასთან ან საკითხთან დაკავშირებით.
>>>
The Athar ("Defiers")
ატარი თვლის, რომ ყველანაირი ზეციური ძალა თუ ღვთაება ტყუილია. ისინი არ არიან ჭეშმარიტი ღმერთები, უბრალოდ გარკვეული ძალაუფლება და სიძლიერე გააჩნიათ. შეიძლება სადმე არსებობდეს კიდეც ერთიანი ღმერთი ან ნამდვილი ღვთაებები, მაგრამ ეს უკვე ჩვენი აღქმის ზღვარს სცილდება. თავისი სიტყვების დასტურად მას სხვადასხვა Mage, მოყჰავს, ისევე როგორც ასტრალი, სადაც ღმერთების ცხედრებს შეიძლება გადავეყაროთ. ატარს მხოლოდ ჭეშმარიტების გაგება სურს - თუ რა არს სამყაროს იქით და ამ ამოუცნობს თვალებში ჩახედოს.
>>>
Believers of the Source ("Godsmen")
ამ გაერთიანების წარმომადგენლების აზრით, ყველაფერს გააჩნია ღვთაებრივი ბუნება. ყველას და ყველაფერს შეუძლია უწიოს მარადისეულ დიდებას - ამ სიცოცხლეში თუ არა, შემდეგში. საქმე იმაშია, რომ ყველანი ერთგვარ გამოცდაზე ვართ. გადარჩე, წარმატებას მიაღწიო და განდიდდე - აი ეს არის მათი მიზანი. თუმცა რა სახის გამოცდაა და ვინ რა უნდა "ჩააბაროს" - ეს უცნობია, ამის გარკვევას ცდილობენ. ისინი თვლიან, რომ ადრე თუ გვიან ყველა მიაღწევს საბოლოო მიზანს (ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საბოლოო მიზანი არის ღვთაებრიობის შეძენა) და მაშინ კი ყველა და ყველაფერი ახალ ცხოვრებას გააგრძელებს რაღაც ახალი სახით, სადაც სამყაროც კი სხვანაირი (უკეთესი?) იქნება.
>>>
The Bleak Cabal ("Madmen")
სეკტანტები თვლიან, რომ არაფერს არ გააჩნია აზრი. ეს აზრი შეიძლება არც არსებობდეს. მათი აზრით, მისი ძებნა დროის ფუჭი კარგვაა. უბრალოდ უნდა მიიღო ყველაფერი ისე როგორც ეს არის. თუმცა, სამწუხაროდ, როდესაც შეშლილები ხვდებიან, რომ ამ ყველაფერში აზრი არ დევს, ისინი მყისვე ხვდებიან ყველაფერი დანარჩენის აზრს. სწორედ ამიტომ გიჟდებიან. ყველა, ვინც სეკტას უერთდება, უნდა მიიღოს როგორც დებულება, რომ გარშემო სამყაროში აზრი არაფერს აქვს, თუმცა იგივეს თქმა არ შეიძლება ჩვენს შიდა სამყაროზე.
>>>
The Doomguard ("Sinkers")
ყველაფერი ნადგურდება და ენტროპიის მსხვერპლი ხდება. სწორედ ამისი სჯერათ ამ ფრაქციის წევრებს. ისინი თვლიან, რომ ენტროპიის წინააღმდეგ ვერ და არ უნდა დადგე, პირიქით, ხელი უნდა შეუწყო. არასწორად არ გაუგოთ ამ ფრაქციას. სახლი რომ აშენდეს, ეს არ ნიშნავს, რომ დასასრულის მომასწავლებლები მოვლენ და დაანგრევენ მას. ეს შენობა საერთო სურათის ნაწილია: ქვა და ხე ისე უბრალოდ ამ ადგილას არ მოსულა, ისინი განადგურებულ იყვნენ, ამ სახლს კი ტერმიტები მოუღებენ ბოლოს. პრაიმები ნელ-ნელა ანადგურებენ საკუთარ სამყაროს, იგივეს შვებიან პლანარები. ყველაფერს აქვს თავისი დრო.
>>>
Dustmen ("The Dead")
ამ ფრაქციის წარმომადგენლების აზრით, ჩვენი ამჟამინდელი ცხოვრება ნამდვილი არ არის. ეს ყველაფერი უბრალოდ ჩრდილია იმ წინა, ნამდვილი ცხოვრებისა. ცხოვრება ხომ ვერ იქნება ასეთი რთული, პრობლემებითა და ტანჯვით დატვირთული, ცხოვრება დღესასწაული უნდა იყოს. Dustmen-ების აზრით, ყველა უნდა ცდილობდეს ჭეშმარიტი და ნათელი სიკვდილის მიღწევას, სადაც არ აქვს ადგილი გრძნობებსა და ვნებებს. ყველაფერი მარტივადაა: პატივი ეცი სიკვვდილს.
>>>
The Fated ("Takers")
დამპყრობლების აზრით, მულტისამყარო იმას უნდა ეკუთვნოდეს, ვისაც შეუძლია მისი მართვა. აქ არ არის სუსტების ადგილი. ის, ვინც ცხოვრებისეულ ტანჯვაზე საუბრობს, უბრალოდ ბოძებული ვერ გამოიყენა. განა ყველა თანაბარი არ იყო დაბადებისას ? ყველას არ მიეცა შესაძლებლობა მიეღწია სასურველს ? რადგან ეს ვერ მოახერხა, ესეიგი სუსტია. მხოლოდ ძლიერი აღწევს წარმატებას, რადგან მან იცის რომ ძალისმიერი მეთოდით ბედნიერებას და პატივისცემას ვერ დაიმსახურებ. დარტყმის მოგერიების საუკეთესო გზაა გახდე ძლიერი, რათა შეგეძლოს მათი ატანა. შენი სიძლიერე კი შენზეა დამოკიდებული.
>>>
Fraternity of Order ("Guvners")
კანონთაყვანისმცემლების აზრით, ყველაფერი გარკვეული კანონების და წესების მიხედვით ხდება. ის, ვინც ამ კანონებს გაიგებს და შეძლებს მათ გამოყენებას, რათა მაქსიმალური მოგება ნახოს ან სულაც თავი დაიძვრინოს. წარმოიდგინე, რა დღეში ჩავარდება მულტისამყარო როდესაც შენ მისი მართვის სადავეები გექნება. რა მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა აზრი დევს ამ ყველაფერში? განა ეს რამეში გამოგადგება იმ შემთხვევაში, თუ სისტემას ისე აამუშავებ როგორც შენ გინდა ? ყველაფერი წესის მიხედვით ხდება, ამიტომ რაც უფრო მეტი წესი და კანონი იცი, მით უფრო მეტი შეგეძლება.
>>>
Free League ("Indeps")
ეს ფრაქცია ფრაქციასაც კი არ ჰგავს. მას ლიდერიც არ გააჩნია. მათი აზრით, რაიმე ერთი აზრის ჭეშმარიტება არ ნიშნავს სხვების არასწორობას. ანდა რატომ უნდა დადო მთელი შენი ფსონი ერთ რიცხვზე ? არ სჯობს კითხვა გახსნილად დატოვო ? არასდროს არ იცი, საბოლოო ჯამში ვინ აღმოჩნდება მყუვანი და ვინ მართალი. ეს საკმაოდ სახიფათო თამაშია, ამიტომ სჯობს ამ უაზრობას თავი დაანებო, იპოვო ადამიანები რომლებიც შენნაირად აზროვნებენ და ერთად შეეცადოთ გადარჩეთ პლანების საშიშ სამყაროში. საკუთარი გზის არჩევაში ყველა თავისუფალია, ის რაც ერთისთვის კარგია, მეორეს შეიძლება არ აწყობდეს. სიმართლე კი იმაშია, რომ ასეთი სიმართლე უამრავია. თავისუფლები უარს ამბობენ ბრმა იდეოლოგიაზე და საკუთარი სიმართლის ძებნით არიან დაკავებულნი.
>>>
The Harmonium ("Hardheads")
მულტისამყაროს საიდუმლო ? ჰარმონიუმში ეს საიდუმლო ყველამ იცის: "ჰარმონიუმი ყოველთვის მართალია". ამ ფრაქციის ფილოსოფიის მიხედვით, ყველა და ყველაფერი აბსოლუტურ ჰარმონიაში უნდა თანაარსებობდეს. ჰარმონიუმი სიმშვიდისკენ მიიწევს და ამ სიმშვიდისკენ ერთადერთ გზას მიჰყავხარ - ჰარმონიუმის გზას. თუ ვინმე არ იზიარებს ჰარმონიუმის იდეებს ან ვერ ხვდება... მას დაეხმარებიან და მიახვედრებენ. ადრე თუ გვიან, ჰარმონიუმი დასახული მიზნისკენ მაინც მივა (ჰარმონიუმში ამას ხშირად უსვამენ ხაზს) და ახალი ოქროს ხანა დადგება. სწორედ ამიტომ "შრომობენ" ამდენს ჰარმონიუმის წევრები, როდესაც ყველას დამორჩილებას ცდილობენ - ეს ხომ მათივე კეთილდღეობისთვის კეთდება.
>>>
Mercykillers ("Red Death")
ამ ფრაქციის თქმით, სამართლიანობა ყველაფერია, და ამას ვერავინ გაექცევა. ერთადერთი მიზეზი, რატომაც არსებობს კანონი, იმაში მდგომარეობს, რომ სამართლიანობა განხორციელდეს. სამართლიანობა ადამინთა განწმენდის საშუალებაა, ხოლო როდესაც ყველა განწმენდილი იქნება, მულტისამყარო სრულყოფილებას მიაღწევს. სრულყოფილება კი მისი საბოლოო მიზანია. წითელი სიკვდილის წევრებს იმის უფლება აქვთ, რაც სხვებისთვის აკრძალულია - ეს ყველაფერი კი სამართლიანობის გამო. ეს ყველაფერი ფრაქციის ლოგიკას ეწინააღმდეგება, მაგრამ, საერთო ჯამში, ისინი სხვებზე უკეთესები არ არიან, მაგრამ ზოგიერთზე უარესებიც ვერ იქნებიან.
>>>
Revolutionary League ("Anarchists")
ამ ლიგის შეხედულებები შემდეგნაირია: ყველაფერი, რაც ეხლა არს, ტყუილია, იქნება ეს ხელმწიფობა, მრწამსი თუ სამყარო. მათი აზრით, კანონისთაყვანისმცემლებსაც, წითელი სიკვდილის წარმომადგენლებსაც და ატარსა - მოკლედ, ყველას - დიდი ხანია არ აღელვებთ ჭეშმარიტება. მათ ფრაქციებს გააჩნიათ ფული და ქონება, მეომრები და ზეგავლენა, აღარანაირი სიმართლე მათ აღარ აინტერესებთ. ლიგის წევრების აზრით, ერთადერთი გზა არსებობს - გაანდგურდეს ყველაფერი, აშენდეს და შეიქმნას ახალი სამყარო და სწორედ მაშინ ვეზიარებით ჭეშმარიტებას.
>>>
The Sign of One ("Signers")
ყველა პიროვნება უნიკალურია. ამაში არის ჩვენი სამყაროს საოცრება. ამ ფრაქციის მიხედვით, აქედან გამომდინარეობს რომ თითოეული არის რაღაც მხრივ სამყაროს ცენტრი.და ეს სამყაროც იმიტომ არსებობს, რომ ამ პიროვნებამ წარმოიდგინა. ფრაქციის ფილოსოფიის მიხედვით, თუ გაერთიანების წევრი რამეს წარმოიდგენს, ის არსებობს, თუ არა და... ბევრს არ მოსწონს ეს იდეა, მტკიცებულების სახით მათ საკუთარი თავი, ემოციებითა და აზრებით მოყჰავთ, მაგრამ თქმით, ეს ყველაფერიც მათ მოიფიქრეს.
>>>
Society of Sensation ("Sensates")
ამ ფრაქციის წევრებს თუ დავუჯერებთ, მულტისამყაროს შეცნობა მხოლოდ გრძნობების მეშვეობით არის შესალებელი. გამოცდილების. შეგრძნებების გარეშე სამყარო უბრალოდ არ არსებობს. რა უფრო რეალურია, ვარდის აღწერა თუ თვით ვარდი ? სენსატების აზრით, მხოლოდ იმ შემთხვევაში გავიგებთ თუ რა არის ჭეშმარიტება, სანამ ყველაფერს არ შევიგრძნობთ ამ სამყაროში. კითხვაზე "იმ მთას იქით რა არის? 'არაფერი' რომ იყოს პასუხი, მერე რას აპირებთ?" სენსატები გვეუბნებიან, რომ ინდივიდუუმს უნდა შეეძლოს ყოფა-ცხოვრების კომპლექსურობის აღქმა და ბოძებული მდგომარეობიდან მაქსიმალური სიამოვნების მიღება სხვადასხვა შეგრძნებების დახმარებით, რათა გრძნობათა მაქსიმალური გამა მივიღოთ.
>>>
The Transcendent Order ("Ciphers")
ამ დაჯგუფების აზრით, მულტისამყაროსთან შერწყმა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ფიქრს შევწყვეტთ და მოქმედებას დავიწყებთ. მოქმედება დაუფიქრებლად არის ფიქრის და იდეის პირველადი და ჭეშმარიტი ფორმა. თუმცაღა შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს ნებისმიერ დუნდუკს შეუძლია, როდესაც აღმოვაჩენთ, რომ ვცდებით. სასურველი შედეგის მისაღწევად საჭიროა გონებისა(ქმედების წყარო) და ტანის(ქმედების შემსრულებელი) ვარჯიში. სწორედ ვარჯიშის მეშვეობით ქმედება და ფიქრი ერთიანი რამ ხდება. როდესაც ადამიანი მიაღწევს ამ მდგომარეობს, ის ჰარმონიაში იქნება მულტისამყაროსთან და ზუსტად ეცოდინება, თუ სად უნდა იყოს და რას უნდა აკეთებდეს.
>>>
Xaositects ("Chaosmen")
ქაოსია ყველაფრის საწყისი და დასასრული. მულტისამყარო არ დაბადებულა ქაოსიდან, ის თვით არის ქაოსი. არ არსებობს არანაირი წესრიგი, არაფერს არ გააჩნია სისტემა. სწორედ ამაშია მულტისამყაროს უდიდესი საიდუმლო, რომლის მიღება ყველას ეშინია. მიმოიხედეთ და ნახავთ, რომ ირგვლივ ქაოსია და ვერსად ვერ ნახავთ ვერანაირ წეს-კანონსა. ერთადერთი წესრიგი ის არის, ჰარმონიუმი და კანონისთაყვანისმცემლები რომ ცდილობენ დაამყარონ. მათი წესრიგი ეწინააღმდეგება მულტისამყაროს ბუნებრივ მდგომარეობას. ქაოსშია ჩვენი სამყაროს სილამაზე და საოცრება. ქაოსიტეკტებს სურთ ამ უფორმო ქაოსის ნაწილი გახდნენ.
ზემოთ ჩამოთვლილი სიიდან მხოლოდ 6-ში შეგვეძლება გაწევრიანება, მათ შორის: Dustmen, Godsmen, Sensates, Xaositects, Revolutionary League და The Athar. აქედან 4 გარკვეულ უპირატესობას გვაძლევს და, ნაწილობრივ, სიუჟეტითაც არის გათვალისწინებული. დარჩენილ ორში (ანარქისტები და ქაოსიტეკტები) უფრო ნებაყოფლობითია და ისეთი დიდი გავლენა არ აქვს საერთო სურათზე, როგორც პირველ ოთხ დაჯგუფებას.
გეიმპლეი
პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ Planescape განსხვავდება სხვა რპგეებისგან, თუნდაც იმით, რომ ავტორები საკმაოდ პირდაპირ გვკარნახობენ, თამაში გარკვეული სისტემის მეშვეობით ითამაშეთო. ქვევით ავხსნი, რაში გამოიხატება ეს.
მთავარი გმირი 3 მიმართულებით შეიძლება "განვითარდეს": Strength (სიძლიერე), Dexterity (მოქნილობა) და Intelligence (ინტელექტი). პირველ შემთხვევაში უსახელო პროფესიით Fighter იქნება, მეორე - Thief და მესამე, შესაბამისად, Mage. ამ სამიდან ლოგიკურია არჩევანის გაკეთება პირველსა და მესამეს შორის. თამაშის მსვლელობისას გუნდში ქურდის აყვანა ისედაც მოგვიწევს, და ამ პროფესიის 2 წარმომადგენლის ყოლა, ცოტა არ იყოს, უაზრობად მეჩვენება. აქვე უნდა დავამატო, რომ ქურდს მეტად პატარა გამოყენება აქ სუფთა სიუჯეტური თვალსაზრისით (თუ რა თქმა უნდა, მეტად ქარიზმატული და ბრძენი ქურდი არ გეყოლებათ). დარჩენილ 2 პროფესიას შორის განსხვავება მიდგომაშია. ზოგადად, თამაშის ფინალამდე მისვლა შესაძლებელია რამდენიმე - ასე 6-დან 10-მდე - ბრძოლის ჩატარების შემთხვევაში (უნდა აღინიშნოს, რომ ფინალურ ბოსთან ბრძოლა მათ რიცხვში არ შედის). აქედან გამომდინარე, თუ გინდათ, ყველა და ყველაფერი ამოხოცოთ, მარტო მიხვიდეთ დანიშნულების ადგილამდე და იქაც ბრძოლით გაიტანოთ თქვენი სიმართლე, კი ბატონო. თუმცაღა, როგორც აღვნიშნე, თამაშის ავტორები ამას მაინც არ გვირჩევენ. მათი (და არა მარტო) აზრით, პერსონაჯი, რომელიც skill-point-ებს Intelligence-ში, Wisdom-ში და Charisma-ში "აგდებს" და სავარაუდოდ, პროფესიითაც Mage-ია, ბევრად უფრო დიდ სიამოვნებას მიიღებს ყველაფრისგან და შეიძლება უფრო მეტიც ნახოს და შეიტყოს. პარამეტრებს რომ თავი დავანებოთ, ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა მსოფლმხედველობა ექნება ჩვენს პერსონაჟს. შეეცადეთ, ერთი რომელიმე აირჩიოთ და მიჰყვეთ (ან, როგორც უფრო ხშირად ხდება, იმას გაჰვეთ, რომელიც გამოდის და თამაში გვკარნახობს). ამ ფაქტორის გათვალისწინებით შეიცვლება ჩვენ გარშემო სამყარო და მისი მაცხოვრებების ჩვენდამი და ჩვენი გუნდის მიმართ დამოკიდებულება. ამაზე კონკრეტულად უკვე ვისაუბრე, შეგიძლიათ გადახედოთ.
ასევე მინდა ცოტაოდენი რამ უსახელოს "თანამოგზაურების" შესახებ ვთქვა. თამაშში 7 პერსონაჟია, რომელთა გუნდში აყვანა შეიძლება. მათ შორის:
- ანა [Thief/Fighter-იც უწერია მაგრამ დიდი ვერაფერი თუ item-ები არ გააჩნია შესაბამისი], ფაქტიურად, quest-პერსონაჟია, თუმცა შემდგომში არაფერი არ მოხდება, გუნდიდან რომ გავუშვათ. აქტიურად გამოიყენება ძირითადი საქმიანობის გამო (ქურდობა that is). გარკვეული პრობლემები იქმნება გუნდში გრეისის აყვანის შემთხვევაში.
- მორტე [Fighter], რომელიც ჩვენი ნება-სურვილის და მიუხედავად თავიდავნე გვიერთდება, თუმცაღა მომავალში მისი მოცილების არაერთი გზა არის. გუნდიდან გაშვებას მაინც და მაინც არ გირჩევთ, კარგი მებრძოლია, სხვდასხვა რეზისტები გააჩნია და მეტად გამძლე სატყუარაა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ტროლაობს.
- დაკ'კონის [Fighter/Mage] აყვანას ყველა ვარიანტში გირჩევთ, თუნდაც იმიტომ, რომ ერთადერთი სუფთა მულტიკლასია მთელ თამაშში (მთავარ გმირსაც კი არ შეუძლია რამდენიმე პროფესიით ერთდროულად განვითარება). კარგი მებრძოლია, კარგი სპელებით, სიუჟეტშიც (ისევე როგორც ყველა დანარჩენ "თანაგუნდელს") თავისი როლი აქვს.
- გრეისი [Priest] მეტად მნიშვნელოვანი პერსონაჟია გეიმპლეის მხრივ - თამაშში ხომ სხვა არავინაა, healing-ით რომ იყოს დაკავებული. აქედან გამომდინარე გუნდში ამის ყოლას აუცილებლად ვთვლი. აშკარა ნეგატიურ რეაქციას იწვევს ანას მხრიდან.
- იგნუსი [Mage] მეტად საინტერესო პერსონაჟია, თუმცა გუნდში აყვანა მხოლოდ სიუჯეტში გარკვეული წინსვლის შემდეგ შეგვეძლება. საშუალო დონის ჯადოქარია, გარკვეულ სპელებს გვასწავლის "რაღაცის" ფასად. რეალურად, დიდი ვერაფერია და გუნდში ყოლას მაშინ გირჩევთ, თუ ჯადოქრობით არ ხართ დაკავებული და მებრძოლი/ქურდი-ს გზას გაჰყევით.
- ნორდომი [Fighter] ერთადერთი "ჩარია", დისტანციური იარაღის გამოყენება რომ შეუძლია - არბალეტების. ისრები არ უთავდება, მომავალში გაძლიერებაც შეიძლება. მის აღმოჩენას თან გარკვეული სირთულეები სდევს, თუმცა, მემგონი, ეს "მოხეტიალე მოდრონი" იმ წვალებად, რაც მოგიწევთ, ღირს.
- ვეილორი [Fighter] საკმაოდ გვიან გვხვდება და მარტივად შეიძლება გამოგვრჩეს ადგილმდებარეობის და გამო. ძლიერი მებრძოლია, მტკივნეულად ურტყავს და ჰიტპოინტების სოლიდური მარაგიც აქვს, ფიზიკურ damage-ს კარგად იტანს, მაგიურ damage-ს ფაქტიურად მთლიანად უგულველყოფს. მინუსებში შეიძლება რთული ხასიათი ჩავწეროთ - ვეილორს მტკიცედ ჩამოყალიბებული მსოფლმხედველობა აქვს და მას მთელი თამაშის განმავლობაში მიჰყვება, ამიტომ ფრთხილად.
ზემოთ დაწერილი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს აღქმული, როგორც მკაცრი ინსტრუქცია, რომელსაც უსათუოდ უნდა დავუჭეროთ, და მხოლოდ ის გავაკეთოთ, რასაც ის გვკარნახობს. ჯადოქრობამდე მეომარიც ვცადე და ქურდიც და საინტერესო შედეგებსაც მივაღწიე.
ახლა კი უკვე შეიძლება თვით გეიმპლეიზე გადავიდეთ. ცოტა რთული იქნება ყველაფერზე საუბარი, როდესაც წარამარა სპოილერ-ალერტ იქნება, მაგრამ მაინც შევეცდები.
უნდა ითქვას, რომ ყოველი ახალი ქვესტი ძირეულად არ განსხვავდება წინისაგან: item-ების მიტანა, სხვადასხვა პრობლემატური სიტუაციის მოგვარება, გარკვეული პირებთან შეხვედრა და საუბარი, გადარწმუნება. ვითომ არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ არის რაღაცა, რაც ამ ყველაფერს მეტად საინტერესოს ხდის. ჩემი - პირადი - აზრით, ეს ყველაფრის კავშირში და სიუჯეტური ხაზის (დამატებითი ქვესტების ჩათვლით) მრავალფეროვან გაგრძელება-დასრულებაშია. როდესაც თამაშის ტიტრებზე ვიყავი, ყველაფერი, რაც გადამხდა, ობობის ქსელს წააგავდა. შენ, როგორც მოთამაშე, ობობა იყავი, ამ ქსელში რომ დაეხეტებოდი, ამოწმებდი ყველა ხაზს, ყველა მიამრთულებას, ცდილობდი არცერთი კუთხე-კუნჭული არ გამოგეტოვებინა, რა იცი, იქნებ სწორედ იქ გელოდებოდა რაღაც ახალი და ჯერ არნახული. სწორედ ასეთია Planescape-ის სამყარო. ალბათ სწორედ ამაში იმალება ამ თამაშის შედევრალური სტატუსის ქონის ერთ-ერთი საიდუმლო. ის ფაქტი, რომ თამაშის დაწყებისას, გაღვეძების შემდეგ პირველი ქვესტის მიღების შემდეგ, ამ სიტუაციის გადაწყვეტის მინიმუმ 3 ვარიანტი გაქვს. და ეს მხოლოდ პირველი ქვესტია, ლოკაციის შეცვლის დროს. ნუ, რამდენი ფინალია შესაძლებელი და როგორ შეიძლება გადაწყდეს თითოეული მათგანი, ამაზე საუბარიც ზედმეტია. თამაშს რომ გაივლით, ჩართვისას რომ "ვიდეოა", ისიც კი იმხელა აზრის მატარებელი ხდება, კიდევ ერთხელ ოცდები, როგორ კავშირშია ყველაფერი. ობობის ქსელის რომ უკიდეგანო და მუდმივ ურთიერთკავშირში რომ არის, ეს უკვე გავიგეთ, მაგრამ იმაზე თუ მითქვამს, რამდენად ლამაზია იგი ? თამაში დეტალიზებით გამოირჩევა, ადგილები, პერსონაჯები - ყველა და ყველაფერი დიდი მოწიწებით არის გაკეთებული. ყურადღებიანი მოთამაშე ამას ისედაც ყველგან შეამჩნევს, scroll-ის აღწერაში, უბრალო კედელზე თუ სიგილის მაცხოვრებელ გიჟთან საუბრისას.
ზემოთ მოყვანილი კინოინდუსტრიის მეტად ცნობილი და საუკეთესო ნამუშევარს ჰგავს. უსახელოს ისტორია აი ის ხრიკია, მხოლოდ დასასრულში რომ გვიხსნიან. ის ისე უნაკლოდ არის გათვლილი, გრძნობ, კიდევ ერთი ნაბიჭი გადაიდგა სრულყოფილებისკენ. რა გზითაც არ უნდა წახვიდე, მეომარი იქნები თუ ჯადოქარი, ბოლოს ყველაფერს გეტყვიან, თვალს აგიხელენ და გიჩვენებენ თუ რამდენად ბრმა იყავი. ან შეიძლება უბრალოდ ნაწყვეტი დაგანახონ საერთო სურათისა და შენ კი გეგონება, რომ აი თურმე სად უნდა დამთავრდეს უსახელოს ამბავი, თურმე ეს ყოფილა სიმართლე .სინამდვილეში კი უბრალოდ ნაგლეჯია რაღაც უფრო დიდისა. ნამცხვრის რამდენად დიდ ნაჭერს მიიღებ, მხოლოდ შენზეა დამოკიდებული. მოგიწოდებთ, ყველა გამოკითხოთ, კერსტის უბრალო ბოზანდარა ქალებიც კი, ყველა ადგილი მოინახულოთ, თუნდაც ეს ნაგავსაყრელი იყოს. თამაში "გიპასუხებთ". აუცილებლად.
ფსევდო-ფილოსოფიური ბულშიტი, ანუ ავტორის პირადი აზრი
ტექსტის დასაწყისში აღვნიშნე, რომ თამაშის დაწყება გამიჭირდა-თქო. რაოდენ ძლიერ არ უნდა მიყვარდეს ეს იზომეტრია და საინტერესო სამყაროს მქონე თამაში (გინდა ფილმი ან წიგნი), მაინც რთული იყო. რაღაც მომენტში დავაძალე საკუთარ თავს და დავპირდი, რომ ეს იმათ ღირს. არ ვიცი, როგორ და რანაირად, მაგრამ მართალი აღმოვჩნდი.
თამაში რთულად იწყება, საკმაოდ "მკვდარი" ფერებით სავსე სამყაროში, რომლებიც უფრო ნათელით არ შეიცვლება. სიგილის შეძულებას მოასწრებ, მერე სხვა ლოკაციებში რომ მოხვდები, გაგიკვირდება, როგორ მოგნატრებია ის ადგილი, დასასვენებელიც რომ არის და ნაცნობი სახეები რომ გელოდებიან. ნაცნობ სახეებს რაც შეეხება, თავიდან ეს კოლორიტული პერსონაჟებიც კი არანაირ გრძნობას არ იწვევენ შენში. ამას თავისი მიზეზებიც აქვს ალბათ, თუნდაც ის, რომ უსახელომ (და, შესაბამისად, მოთამაშემ) არც მათი ამბავი იცის და საკუთარი ხომ მით უმეტეს... მხოლოდ მაშინ, როდესაც ნეგატიურ პლანზე წასასვლელად ემზადები და ყველას გამოკითხავ, ამჩნევ და ხვდები, თუ რა სხვანაირი იქნებოდა ყველაფერი, ეს ადამიანები რომ არ გყოლოდა გვერდზე. მხოლოდ იმის გამოც ხომ არ აცოცხლებ მოკვდავებასთან ბრძოლის წინ, რომ ამ უკანასკნელში გაიმარჯვო...
თამაში მეტად მტკივნეულ თემას ეხება. ადამიანი საკმაოდ დიდი ხანია ცდილობს, უკვდავებისკენ გზა იპოვოს. და იქიდან გამომდინარე, რასაც ოფიციალურად გვაჩვენებენ (ყველამ ვიცით, რომ ამაზე ბევრად შორს არიან წასულები, უბრალოდ ამის ჩვენების ნებართვა მისცეს და ეგაა), მუდმივი სიცოცხლეც არაა შორს. აქ ერთი პატარა შესწორება უნდა შევიტანოთ - სიცოცხლე რაიმე სხვა ტერმინით შევცვალოთ. რადგან თუ მართლა მივაღწიეთ საწადელს, შეიძლება უბრალოდ ტერმინატორის სახე მივიღოთ, გენური ინჟინერიის მეშვეობით ოკეანეს დავსახლდეთ ან, სულაც, ვირტუალური სახე მივიღოთ და ერთ, გლობალურ (ეს სიტყვაც კი მეპატარავება ამ შემთხვევაში) სერვერზე "დავსახლდეთ" დედამიწის მთელი მოსახლეობა. ყველაფერს თავისი ფასი აქვს, უკვდავებასაც და სიკვდილსაც.
ეს თამაში იმ მომენტებს გაგონებს, მნიშვნელოვანი მოვლენის მოხდენის ფაქტის რეალიზებას რომ ახდენ. უფრო სწორად ცდილობ, რომ აღიქვა, თუმცაღა გიჭირს. შედეგებზე არ ფიქრობ. უფრო იმაზე, "ეს რო გამეკეთებინა, ნეტავ რა მოხდებოდაო" ან "ისე რო მექნა, უეჭველად კაი პონტში ვიქნებოდიო". თამაშმა თავისი პასუხი შემოგვთავაზა უსახელოს 3 ინკარნაციის სახით. აქაც შეიმჩნევა, რომ ეს უბრალოდ ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია მოვლენების განვითარებისა. მსგავსი ეფექტის აღწერა-ჩვენება არაერთხელ უცდიათ და არაერთი შესანიშნავი მაგალითიც გაგვაჩნია. Mister Nemo Nobody - ეს ადამიანი ყველას კარგად გეცოდინებათ.
Planescape ხშირად ერთ რამესთან ასოცირდება. ეს არის კითხვა, მთელი თამაშის განმავლობაში ასე ხშირად რომ გვხდება. რაღაც მომენტში ჩვენც დაგვისვავენ ამ კითხვას და ჩვენც გვექნება იგივეს გაკეთების საშუალება. "რას შეუძლია ადამიანის ბუნება შეცვალოს ?". აქ ყველას თავისი პასუხი აქვს. ჩემს დავწერდი, თუმცა როგორც ერთმა უსახელომ მიამბო, "ზოგიერთი რაღაცეების თქმა არ ღირსო, საკუთარი თავისთვის უნდა დაიტოვოო". იმათ კი, ვისაც აინტერესებს, რას შეუძლია ადამიანის ბუნების შეცვლა, პლანები ელით.
PS:
დიდი გამოცდილება არ გამაჩნია ასეთ საკითხებში (სტატიების წერა that is) და ქართულსაც არ ვფლობ (არაა ჩემი მშობლიური ენა და რა ვუყო x D) იმ დონეზე, მხატვრულ-ლიტერატურულად რომ წარმოვადგინო ეს ნაწერი. ტერმინებს რაც შეეხება, ზოგიერთი გავბედე და გადავთარგმნე, მიუხედავად იმისა, რომ ქართულად ისინი ღიმილს მოგგვრიან სახეზე. ასევე შეამჩნევს მკითხველი, რომ მაქსიმალურად გამოტოვებულია უმეტეს წილად ყველაფერი, რაც სიუჯეტთან არის კავშირში და სპოილერებს შეიცავს. ზოგადადაც ეს სტატია (თუ რაცაა) მაგაზე არაა გათვლილი და მაგ მიზნით არ შექმნილა. აბა, რომ მეთქვა, ერთ-ერთმა თანამგზავრმა გიღალატათ-თქო ან ნეგატიურ პლანზეც მოხვდები-მეთქი, რაღა მუღამით უნდა ჩაუჯდე ?
თამაში სტორიტელინგზე, პერსონაჟებზე და გარემოზეა გათვლილი, აქედან გამომდინარე ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება არის უბრალოდ დაჯდე, გადმოიწერო (ოფიციალურად მემგონი GOG.com-ზე იყიდება, თან მახსოვს, უფასოდაც არიგებდნენ გარკვეული პერიოდი და მაშინ დავითრიე) და უბრალოდ ითამაშო. ყველა ინდივიდუალურად მიუდგება და შესაბამის შედეგს მიიღებს. CoD ხომ არ არის, ყველას ერთი და იგივე, post-bombingkillingshitting-ის პსევდოკმაყოფილების შეგრძნება რომ დაგვიტოვოს... რავი, როგორც ერთმა სომეხმა თქვა, я так думаю...

User avatar
SLaYeR
Posts: 4589
Contact:

Its a Crazy World We Live in

Unread post#2 » 15 Sep 2013 16:47

ძალიან მაგარია და ინფორმატიული რო დაინტერესებულმა ხალხმა გაიგოს სამყაროს შესახებ
კარგია რო ითამაშე, დამიჯერე არასდროს არ დაგავიწყდება ეგ გამოცდილება ))))

p.s. Neverwinter Nights-ის დამატება როა Hordes of Underdark ეგაც ითამაშე. Cania-ში ხვდები ^^
თუ თითონ თამაში დაამუღამე და გაგისწორდა სიძველის მიუხედავად, აუცილებლად Balur's Gate II-იც ითამაშე
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

https://youtu.be/pw8UozNJiRk

excusez-moi

User avatar
Tom Clancy
Posts: 1497
Contact:

Its a Crazy World We Live in

Unread post#3 » 15 Sep 2013 16:53

Respect წამოწყებისთვის. ჩავიკითხავ თანდათან.
I'm alaverdi to you, brother.

User avatar
Mchedlo
Posts: 877
Contact:

Its a Crazy World We Live in

Unread post#4 » 15 Sep 2013 17:06

დამიჯერე არასდროს არ დაგავიწყდება ეგ გამოცდილება ))))

კი, ნამდვილად დაუვიწყარია.

Neverwinter Nights-ის დამატება როა Hordes of Underdark ეგაც ითამაშე. Cania-ში ხვდები ^^
თუ თითონ თამაში დაამუღამე და გაგისწორდა სიძველის მიუხედავად, აუცილებლად Balur's Gate II-იც ითამაშე

ნევერვინტერს ვგეგმავ, მომწონს კაი სეტინგი და ასეთი საინტერესო და უნიკალური ხო მითუმეტეს.
ბალდურს გეითი ჩავიწერე უკვე, ზაპხულის ბოლოს ჩამივარდა ხელში და ვეღარ მოვასწარი დაწყება, ეხა სწავლის პონტში ღამ-ღამობით მომიწევს თამაში ნოუტზე xD

Respect წამოწყებისთვის. ჩავიკითხავ თანდათან.

სპs

User avatar
SLaYeR
Posts: 4589
Contact:

Its a Crazy World We Live in

Unread post#5 » 15 Sep 2013 17:58

ძალიან მაგარია სიამოვნებით ჩავიკითხე ორივე ნაწილი ))
მეორეს დაწერას მომავალში ველდოებოდი და თურმე უკვე ახსნილი ყოფილა
კარგი საქმე გააკეთე მართლა, ასეთ თამაშზე ინფორმაცია სამყაროს შესახებ, პირადი აზრი, მიმოხილვა.
respect
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

https://youtu.be/pw8UozNJiRk

excusez-moi

User avatar
Mchedlo
Posts: 877
Contact:

Its a Crazy World We Live in

Unread post#6 » 15 Sep 2013 18:45

მადლობთ.
როგორც ასეთი რევიუ არ იყო ეს, ჩემი პირადი აზრი უშუალოდ თამაშზე შევეცადე მოკლედ დამეფიქსირებინა და ძირითადი ადგილი სამყაროს და ზოგადად სეტინგს დავუთმე.
რავი, ჩემი გადმოსახედიდან, საინტერესო გარემოში ხდება თამაშში მიმდინარე მოვლენები და გამიადვილდა ბევრად როგორც თამაში ასევე შეცნობა ამ შედევრისა როდესაც გავიგე და წარმოვიდგინე პლანების სამყარო.
ისეთი მომენტია, პირველად რო მოხვდეს ვინმე აქეთ და გაიგოს და ნახოს ამ თამაშზე ეხა რამე, დააინტერესებს და თამაშის სურვილიც გაუჩნდება.რთულია ესაუბრო სხვას და გაუზიარო შენი შტაბეჭდილება, მაშინ როდესაც ამდენ უცნობ ტერმინსა, მოვლენას თუ ფაქტს ახსენებ.
ცოტა თამამად ჟღერს მაგრამ მემგონი რომ თუ ვინმე ახალი თამაშის თამაშს აპირებს, სჯობს ისევ ასეთი სტატიით დაიწყოს, რომელიც ანაბანას აუხსნის და პატარა ნამიოკებს "ჩაურტყავს", და მერე უკვე აგერ Hellwalker-ის რევიუსაც გაეცნოს და თავისუფლად შეეძლება იმაზე კამათი, თუ რას შეუძლია ადამიანის ბუნების შეცვლა.

User avatar
Riddick
Posts: 9075
Contact:

Its a Crazy World We Live in

Unread post#7 » 15 Sep 2013 20:19

სასწაული მასალაა. ძალიან ინფორმატიული და საინტერესო. ძაან დიდი მადლობა მინდა უთხრა ავტორს, კიდევ ერთხელ )) დიდი ინტერესით წავიკითხე. მეც შენსავით გადადებულ მდგომარეობაში მაქ მარა აუცილებლად ვითამაშებ.

P.S. ორივე ნაწილი ერთად გავაერთიანე და რაღაც საერთო სახე მივეცი თემას. გადმოტანილია მეორე თემის პოსტები.

იმედია ბევრი ნახავს და გაიაზრებს მოცემულ სტატიას, რადგან ზუსტად მსგავსი თამაშებით და სტატიებით შეიძლება იმის მიხვედრა თუ რატო გვიყვარს ეს გართობის სფერო ესე მაგრად, თუნდაც ამ ფორუმის მომხმარებლებს.

User avatar
Ripster
Posts: 1455
Contact:

Its a Crazy World We Live in

Unread post#8 » 15 Sep 2013 20:35

ძალიან ძალიან მაგარი თემაა მეგობარო
გამიხარდა! მინდა ამ თამაშის დაწყება ძალიან და ვერ ვბედავ ჯერ )) საინტერესო სტატია გამოგივიდა და თამაშის იმ კუთხე/კუნჭულებს უდგები რაც რეალურად ფასეულია და დღევანდელ "გასართობებს" აკლია
დავიწყე კითხვა და ბოლომდე არ წამიკითხავს ჯერ)) გადმოვწერ ინსთალერს და თან გაიდის პონტში მივაყოლებ ამის აბზაცებსაც)) კარგი საქმე გააკეთე ნამდვილად)

იმედია ბევრი ნახავს და გაიაზრებს მოცემულ სტატიას, რადგან ზუსტად მსგავსი თამაშებით და სტატიებით შეიძლება იმის მიხვედრა თუ რატო გვიყვარს ეს გართობის სფერო ესე მაგრად, თუნდაც ამ ფორუმის მომხმარებლებს.

შენ გენაცვალე ჯიგარში!!! ;დ
You'd better do something about that cough

User avatar
Mchedlo
Posts: 877
Contact:

Its a Crazy World We Live in

Unread post#9 » 15 Sep 2013 20:37

კიდე ერთხელ მადლობთ.
მართლაც მესიამოვნა ამაზე მუშაობა.
და რიდიკ შენ განსაკუტრებული მადლობა, ჩასწორებები, გაერთიანება ამ თემის და რავი რა...
უბრალოდ ტეკსტ ფაილის სახით საკმაოდ მარტივად გამოიყურება მარა როდესაც სურათები უნდა დაამატო და ა.შ. ცოტა უფრო რთულია.

მეც შენსავით გადადებულ მდგომარეობაში მაქ მარა აუცილებლად ვითამაშებ.

ეს მე მითხარი ?

User avatar
Riddick
Posts: 9075
Contact:

Its a Crazy World We Live in

Unread post#10 » 15 Sep 2013 20:39

ხო ანუ როგორც შენ გქონდა გადადებული და ვერ იწყებდი მეც მსგავს სიტუაციაშივარ. გადმოწერილიმაქ, ერთხელ დავიწყე კიდევაც მარა მერე მივატოვე ვინდოუსის გადაყენების გამო.

P.S. ესეთი გაიდი მართლა საჭიროა მსგავსი თამაშების დაწყებისას და რიპსტერასი არ იყოს მეც ვიხელმძღვანელებ მომავალში.

User avatar
Mchedlo
Posts: 877
Contact:

Its a Crazy World We Live in

Unread post#11 » 15 Sep 2013 20:43

ხო, დაწყების მომენტი რთულია მართლაც, ეგრე ვარ პირველ დეუს ექსზე, დღემდე ვერ გავცდი პირველ მისიას, ჯერ არ ვიცი, მარა მაგ თამაშსაც მივხედავ რა. Mტავარია ამ პოლიგონ-სახეებს გავუძლო.

User avatar
hellwalker
Posts: 4592
Contact:

Its a Crazy World We Live in

Unread post#12 » 15 Sep 2013 20:58

good job, კარგი იყო კიდევ ერთხელ გახსენება ამ გენიალური თამაშის, ვისაც არ უთამაშია ჯერ კიდევ ვურჩევ ჩაუჯდეს აუცილებლად, დიდი ხანი არ დაჭირდა "მდორე" ელემენტების და სიძველის გაქრობისთვის და თავიდან ბოლომდე ჩაგითრევთ ისტორია, და საინტერესო კითხვების წინ დაგაყენებთ, რაც შეიძლება არაკომფორტული იყოს ბევრისთვის მაგრამ თამაშიც აძლევს ყველანაირ აზრს და პოზიცია უსახელოს სიტყვებით და თქვენეული პასუხების გაცემას შეძლებთ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Return to “Research !”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 12 guests