Brothers: A Tale of Two Sons, Review

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
Riddick
Posts: 11706

Brothers: A Tale of Two Sons

Unread post#1 » 24 Aug 2013 15:22

>>>

სკანდინავიური მითოლოგიისკენ გადახრილ ზღაპრულ სოფელში ორი სევდიანი ძმა ცხოვრობს. რამდენიმე ხნის წინ უმცროს მათგანის დედა თვალწინ დაეხრჩო, ხოლო ახლა მამაც ცუდათ გახდა და ბიჭებს იგი ადგილობრივ მკურნალთან მიყავთ - Brothers: A Tale of Two Sons პირველი წუთები. შემდეგ ვებმებბით ურემს და ადგილზე მისულებს, მკურნალი გვამცნობებს, რომ პაციენტის შველა მხოლოდ სიცოცხლის ხესთან მომდინარე სპეციალურ წყაროს წყლის მეშვეობით არი შესაძლებელი. ბიჭები მამას ლაზარეთში ტოვებენ და წამლის საძიებლად მიეშურებიან.

>>>

რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, Brothers ორში სათამაშო რეჟიმი საერთოდ არააქვს და იგი მხოლოდ სოლო კომპანიაზეა გათვლილი. ორივე ძმა ერთი ჯოისტიკის მეშვეობით იმართება: მარჯვენა მხარე უმცროსის მოქმედებებზეა პასუხისმგებელი, ხოლო მარცხენა უფროსის მართვის საშუალებას იძლევა. თამაშის დასაწყისში, ურემზე დაწვენილი მამის დანიშნულების ადგილამდე მიყვანის მომენტიდან, თქვენ მომდევნო 3-4 საათით პრაქტიკულად უხორცდებით გეიმპადს. მისი ხელიდან გაშვების ან არა ინტენსიურად მოხმარების მომენტს ერთდროულად რამდენიმე ფაქტორი უშლის ხელს. ინტუიტიური მართვის სისტემის მეშვეობით თამაშის დაწყებიდანვე მოხმდარი მოვლენების სრულყოფილ წევრად, შეიძლება ითქვას მესამე, ყველაზე უფროს ძმად თვლით თავს. ასაკობრივი სხვაობა თითქმის ყველა მომენტში იგრძნობა: მაგალითად უმცროსმა არ იცის ცურვა და წყალში მოხვედრის შემთხვევაში უფროსს რაცშეილება მაგრად უნდა ჩაეჭიდოს; მაგრამ თავისუფლად შეუძლია შეძვრეს, ან აძვრეს წვრილ, ან მაღალ ადგილას. უფროსი გაცილებით მეტს აზროვნებს და როცა პატარა ახლო მდებარე ჭაში იფურთხება, იგი პარალელურად რუკის, ან გამვლელებთან ურთიერთობის მეშვეობით გასავლელ გზებს იკვალავს.

>>>

მამის გადასარჩენად წასულ ბიჭებს მთებზე ცოცვის და მდინარეების გადაცურვის გარდა, ზღაპრული სამყაროს ბევრ კოლორიტულ ბინადართანაც მოუწევთ შეხვედრა. Brothers სათამაშო სამყაროს ყველა კუთხეში გემოვნებიანად დადგმული პატარა სცენა ან თავსატეხი შეგხვდებათ, რომლებიც გარკველული არატრივიალური ტრიუკების გაკეთებისკენ გიბიძგებთ. მოცემული კუთხით თამაში ნამდვილად ცნობილი სერიებით Ico & Shadow of the Colossus-ით არის შთაგონებული. ბოლოს ზეგავლენა Brothers სათამაშო პროცესიდან დაწყებული, დიდი და ამავდროულად სერიოზული თავგადასავლის ატმოსფეროთი დამთავრებული, თითქმის ყველაფერში იგრძნობა. თამაშის შესრულება და მხატვრების ნამუშევარიც თავის სიმაღლეზე დგას: ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა, Brothers ყველა კადრი არაჩვეულებრივი სილამაზით გამოირჩევა.

>>>

თამაშის შექმნაში შვედი რეჟისორი იოსეფ ფარესი იღებდა მონაწილეობას და გაკეთებულიდან თუ ვიმსჯელებთ, სამუშაო უბრალოდ თავიდან მოსაშორებლად ნამდვილად არ გაუკეთებია. Brothers სამყარო ისეთი განსაკუთრებული არასდროს იქნებოდა, რომ არა თანამედროობის ისტორიაში ერთერთი ყველაზე გამორჩეული ინტერაქტიული ისტორია. მისი დასასრულისთვის - თამაშის დახურვის საშუალო მაჩვენებელი ოთხი საათია - ძნელია ცრემლების შეკავება და აქ მხოლოდ სიუჟეტში არ არის საქმე. Brothers-ში ისტორია ბრწყინვალედ ერწყმის სათამაშო პროცესს, რასაც თამაშის პირველივე წუთბიდან ვხვდებით, და რაც მის დასასრულამდე მიგვყვება. სტანდარტული შესაძლებლობებით მსგავსი არასტანდარტული ემოციური ეფექტის მიღება დეველოპერების მხოლოდ ერთეულ წარმომადგენლებს შეუძლიათ. Stabreeze-ის და საკუთარი ქვეყნის გარეთ ნაკლებად ცნობილი რეჟისორის ნამუშევარმა კი მოცემულ სიმაღლეს ნამდვილად მიაღწია.

User avatar
SLaYeR
Posts: 6139

Brothers: A Tale of Two Sons

Unread post#2 » 24 Aug 2013 15:27

ველოდებოდი ამას და დამავიწყდა საერთოდ ;/
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11706

Brothers: A Tale of Two Sons

Unread post#3 » 25 Aug 2013 00:46

გამიკვირდა Stabreeze-ისგან ესეთი თამაში. რაღაც შუალედური ექსპერიმენტალური პროექტია აშკარად, მარა თვითონ ექსპერიმენტის სფერო მომწონს. რეჟისორთან ერთად თამაშების შექმნა ბევრად სწორი გადაწყვეტილება მგონია და კაკრას ეგ ამბავი მოხდა აქაც როგორც ჩანს. თან გეიმფლეიც რაღაც სრულიად უცხოა.

User avatar
grigoli1970
Posts: 845

Brothers: A Tale of Two Sons

Unread post#4 » 10 Nov 2013 21:19

ძაან მაგარი იყო არ ველოდი ნაღდად
smothered in the crib

Riddick
Posts: 11706

Brothers: A Tale of Two Sons

Unread post#5 » 13 Feb 2014 09:23

ნამდვილად სასიამოვნო სიურპრიზი იყო, მეტს აღარ დაგასპოილერებთ =)
თამაშების და ხელოვნების თემის გამოძახილზე Stabreeze-ის მოკლე და დასტოინი პასუხი

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 391 guests