სკანდინავიური მითოლოგიისკენ გადახრილ ზღაპრულ სოფელში ორი სევდიანი ძმა ცხოვრობს. რამდენიმე ხნის წინ უმცროს მათგანის დედა თვალწინ დაეხრჩო, ხოლო ახლა მამაც ცუდათ გახდა და ბიჭებს იგი ადგილობრივ მკურნალთან მიყავთ -
Brothers: A Tale of Two Sons პირველი წუთები. შემდეგ ვებმებბით ურემს და ადგილზე მისულებს, მკურნალი გვამცნობებს, რომ პაციენტის შველა მხოლოდ სიცოცხლის ხესთან მომდინარე სპეციალურ წყაროს წყლის მეშვეობით არი შესაძლებელი. ბიჭები მამას ლაზარეთში ტოვებენ და წამლის საძიებლად მიეშურებიან.
რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, Brothers ორში სათამაშო რეჟიმი საერთოდ არააქვს და იგი მხოლოდ სოლო კომპანიაზეა გათვლილი. ორივე ძმა ერთი ჯოისტიკის მეშვეობით იმართება: მარჯვენა მხარე უმცროსის მოქმედებებზეა პასუხისმგებელი, ხოლო მარცხენა უფროსის მართვის საშუალებას იძლევა. თამაშის დასაწყისში, ურემზე დაწვენილი მამის დანიშნულების ადგილამდე მიყვანის მომენტიდან, თქვენ მომდევნო 3-4 საათით პრაქტიკულად უხორცდებით გეიმპადს. მისი ხელიდან გაშვების ან არა ინტენსიურად მოხმარების მომენტს ერთდროულად რამდენიმე ფაქტორი უშლის ხელს. ინტუიტიური მართვის სისტემის მეშვეობით თამაშის დაწყებიდანვე მოხმდარი მოვლენების სრულყოფილ წევრად, შეიძლება ითქვას მესამე, ყველაზე უფროს ძმად თვლით თავს. ასაკობრივი სხვაობა თითქმის ყველა მომენტში იგრძნობა: მაგალითად უმცროსმა არ იცის ცურვა და წყალში მოხვედრის შემთხვევაში უფროსს რაცშეილება მაგრად უნდა ჩაეჭიდოს; მაგრამ თავისუფლად შეუძლია შეძვრეს, ან აძვრეს წვრილ, ან მაღალ ადგილას. უფროსი გაცილებით მეტს აზროვნებს და როცა პატარა ახლო მდებარე ჭაში იფურთხება, იგი პარალელურად რუკის, ან გამვლელებთან ურთიერთობის მეშვეობით გასავლელ გზებს იკვალავს.
მამის გადასარჩენად წასულ ბიჭებს მთებზე ცოცვის და მდინარეების გადაცურვის გარდა, ზღაპრული სამყაროს ბევრ კოლორიტულ ბინადართანაც მოუწევთ შეხვედრა. Brothers სათამაშო სამყაროს ყველა კუთხეში გემოვნებიანად დადგმული პატარა სცენა ან თავსატეხი შეგხვდებათ, რომლებიც გარკველული არატრივიალური ტრიუკების გაკეთებისკენ გიბიძგებთ. მოცემული კუთხით თამაში ნამდვილად ცნობილი სერიებით Ico & Shadow of the Colossus-ით არის შთაგონებული. ბოლოს ზეგავლენა Brothers სათამაშო პროცესიდან დაწყებული, დიდი და ამავდროულად სერიოზული თავგადასავლის ატმოსფეროთი დამთავრებული, თითქმის ყველაფერში იგრძნობა. თამაშის შესრულება და მხატვრების ნამუშევარიც თავის სიმაღლეზე დგას: ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა, Brothers ყველა კადრი არაჩვეულებრივი სილამაზით გამოირჩევა.
თამაშის შექმნაში შვედი რეჟისორი იოსეფ ფარესი იღებდა მონაწილეობას და გაკეთებულიდან თუ ვიმსჯელებთ, სამუშაო უბრალოდ თავიდან მოსაშორებლად ნამდვილად არ გაუკეთებია. Brothers სამყარო ისეთი განსაკუთრებული არასდროს იქნებოდა, რომ არა თანამედროობის ისტორიაში ერთერთი ყველაზე გამორჩეული ინტერაქტიული ისტორია. მისი დასასრულისთვის - თამაშის დახურვის საშუალო მაჩვენებელი ოთხი საათია - ძნელია ცრემლების შეკავება და აქ მხოლოდ სიუჟეტში არ არის საქმე. Brothers-ში ისტორია ბრწყინვალედ ერწყმის სათამაშო პროცესს, რასაც თამაშის პირველივე წუთბიდან ვხვდებით, და რაც მის დასასრულამდე მიგვყვება. სტანდარტული შესაძლებლობებით მსგავსი არასტანდარტული ემოციური ეფექტის მიღება დეველოპერების მხოლოდ ერთეულ წარმომადგენლებს შეუძლიათ.
Stabreeze-ის და საკუთარი ქვეყნის გარეთ ნაკლებად ცნობილი რეჟისორის ნამუშევარმა კი მოცემულ სიმაღლეს ნამდვილად მიაღწია.