Teleglitch: Die More Edition
ძნელია მოძებნო სამეცნიერო ფანტასტიკის რაიმე ისეთი შტამპი რომელშიც Teleglitch თავით არ შეერჭობა. თქვენთვითონ განსაჯეთ: ტელეპორტაციის ჩაშლილი ექსპერიმენტის გამო, მოშორებულ პლანეტაზე მყოფ სამხედრო ბაზაზე დიდი არეულობა იწყება. ლაბორატორიებიდან სხვადასხვა ექსპერიმენტალური ჯიშები გარბიან. სანადიროთ გამოდიან ჯარისკაცები, რომლებსაც დასაზომბირებელი ჩიპებიაქვთ თავში დამონტაჟებული, ხოლო სამხედრო რობოტები ყველანაირ ცოცხალ არსებას მიწასთან ასწორებენ - ამ ყველაფერს კი რათქმაუნდა ბოროტი ვირტუალური ინტელექტი აკონტროლებს. მოცემულ ქაოსში გადარჩენა და საღი გონების შენარჩუნება მხოლოდ თამაშის მთავარმა გმირმა მოახერხა - უსახელო მეცნიერი, რომელიც რამდენიმე კვირაა იზორილებულ ოთახს აფარებდა თავს: კოსერვების დანაზოგი იწურება, უკანასკნელ გადარჩენილს ნელნელა მტრული გარემოდან თავის დახსნა და პლანეტიდან გაქცევის საშუალების ძებნა უწევს.
ამ ყველაფერს ემატება თამაშის ვიზუალი - Teleglitch მუშტის ოდენობის სერი და მწვანე პიქსელების კოქტეილს წარმოადგენს. ხმებიდან მხოლოდ მოწყობილობების გუგუნი, მონსტრების ხვნეშა და იარაღის გასროლას თუ გაიგებთ. სიუჟეტს დღიურების ჩანაწერების სახით გაწვდიან, დამახსოვრების სისტემა როგორც ესეთი საერთოდ არ არსებობს, სიკვდილის შემთხვევაში ყველაფერი თავიდან იწყება (ჯობია რომ მზად იყოთ). ყველაფერი ზემოთხსენებულის შემდეგ თუ კვლავ გაინტერესებთ თუ რა არის Teleglitch მაშინ თქვენ იგი ნამდვილად მოგეწონებათ. როგორც უკვე მიხვდით Teleglitch არ ცდილობს თქვენი ზედაპირული სიმპატიების მოპოვებას, მაგრამ გარკვეული ბარიერების გადალახვის შემთხვევაში, იგი ნამდვილად უნიკალურ გამოცდილებას გპირდებათ - უბრალოდ გაიარეთ გამძლეობის საწყისი ტესტი და ერთი შეხედვით არასრულფასოვანი შუთერი, რეალურად ღრმა და დაძაბულ Survival Horror-ად გადაიქცევა.
Teleglitch რთულია: მოშიმშილე მეცნიერის სისუსტეს და აფთიაქების, ან ტყვიების უქონლობას თამაშის დაძაბულობის მაჩვანებელი საკმაოდ მაღალ დონეზე უჭირავს. ტურები და ამუნიცია ავტო გენერირებადია: რუკის გარკვეული ნაწილები ყოველჯერზე უნიკალური თანმიმდევრობით იწყობა, ასერომ სანუკვარი ტელეპორტის ადგილმდებარეობა წინასწარ არასდროს არ გეცოდინებათ. Teleglitch-სგან Alien Shooter-ის დინამიკას ნუ დაელოდებით - ტემპით ეს უფრო Resident Evil-ის პირველ სერიებთან არის ახლოს: თამაში უცებ გადაგაჩვევთ ტყვიებისთვის თავის შეშვერას, გაიძულებთ ფასეული რესურსების ეკონომიას და არაერთხელ შეგაშინებთ მილებიდან მოულოდნელად გამომძვრალი ურჩხულებით. სწრაფად მიხვდებით ჩუმათ გადაადგილების და კუთხეებიდან გამოხედვის აზრს, ღრიალით გაექცევიტ განსაკუთრებულად სახიფათო მოწინააღმდეგეებს, თავზარდაცემული დაიმალებით ოთახის კუთხეში, ან გულმოდგინედ შეუდგებით შეპყრობილი პიქსელების ჯგუფების განადგურებას... მოცემულ მომენტში კი კლიშეებისგან შემდგარი სიუჟეტი, ან ცუდი გრაფიკა საერთოდ აღარ გაგახსენდებათ.
Die More Edition - სტუდია T3P-ის Teleglitch-ის შესახებ განცხადების მეორე ცდა: თამაშის ორიგინალი ჯერკიდევ წინა წლის დასაწყისში გამოვიდა, მაგრამ შუა შემოდგომა-ზამთრის "თამაშცვენაში" იგი თითქმის ვერავინ შეამჩნია. ახლა კი რაც ინდუსტრიაში საზაფხულო სიმშვშვიდე ჩამოვარდა Teleglitch-მა Steam-ზე განახლებული იერით გამოჩენა გადაწყვიტა - მოწინააღმდეგეების გაუმჯობესებული AI და სპეციალურად ჰარდკორის მოყვარულებისთვის შექმნილი ახალი ტურები. The Binding of Isaac, Spelunky და Rogue Legacy მსგავსად, მოცემული ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული პროექტიც სრულიად სხვა კუთხიდან ხსნის თავის ჟანრის (roguelike) კონცეფციას და მისი ავტო გენერირებადი ტურების მეშვეობით სრულიად მოულოდნელი გამოცდილების მიღებას გვპირდება.