Teleglitch, Review

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11696

Teleglitch

Unread post#1 » 21 Aug 2013 13:30

Teleglitch: Die More Edition
>>>

ძნელია მოძებნო სამეცნიერო ფანტასტიკის რაიმე ისეთი შტამპი რომელშიც Teleglitch თავით არ შეერჭობა. თქვენთვითონ განსაჯეთ: ტელეპორტაციის ჩაშლილი ექსპერიმენტის გამო, მოშორებულ პლანეტაზე მყოფ სამხედრო ბაზაზე დიდი არეულობა იწყება. ლაბორატორიებიდან სხვადასხვა ექსპერიმენტალური ჯიშები გარბიან. სანადიროთ გამოდიან ჯარისკაცები, რომლებსაც დასაზომბირებელი ჩიპებიაქვთ თავში დამონტაჟებული, ხოლო სამხედრო რობოტები ყველანაირ ცოცხალ არსებას მიწასთან ასწორებენ - ამ ყველაფერს კი რათქმაუნდა ბოროტი ვირტუალური ინტელექტი აკონტროლებს. მოცემულ ქაოსში გადარჩენა და საღი გონების შენარჩუნება მხოლოდ თამაშის მთავარმა გმირმა მოახერხა - უსახელო მეცნიერი, რომელიც რამდენიმე კვირაა იზორილებულ ოთახს აფარებდა თავს: კოსერვების დანაზოგი იწურება, უკანასკნელ გადარჩენილს ნელნელა მტრული გარემოდან თავის დახსნა და პლანეტიდან გაქცევის საშუალების ძებნა უწევს.

>>>

ამ ყველაფერს ემატება თამაშის ვიზუალი - Teleglitch მუშტის ოდენობის სერი და მწვანე პიქსელების კოქტეილს წარმოადგენს. ხმებიდან მხოლოდ მოწყობილობების გუგუნი, მონსტრების ხვნეშა და იარაღის გასროლას თუ გაიგებთ. სიუჟეტს დღიურების ჩანაწერების სახით გაწვდიან, დამახსოვრების სისტემა როგორც ესეთი საერთოდ არ არსებობს, სიკვდილის შემთხვევაში ყველაფერი თავიდან იწყება (ჯობია რომ მზად იყოთ). ყველაფერი ზემოთხსენებულის შემდეგ თუ კვლავ გაინტერესებთ თუ რა არის Teleglitch მაშინ თქვენ იგი ნამდვილად მოგეწონებათ. როგორც უკვე მიხვდით Teleglitch არ ცდილობს თქვენი ზედაპირული სიმპატიების მოპოვებას, მაგრამ გარკვეული ბარიერების გადალახვის შემთხვევაში, იგი ნამდვილად უნიკალურ გამოცდილებას გპირდებათ - უბრალოდ გაიარეთ გამძლეობის საწყისი ტესტი და ერთი შეხედვით არასრულფასოვანი შუთერი, რეალურად ღრმა და დაძაბულ Survival Horror-ად გადაიქცევა.

>>>

Teleglitch რთულია: მოშიმშილე მეცნიერის სისუსტეს და აფთიაქების, ან ტყვიების უქონლობას თამაშის დაძაბულობის მაჩვანებელი საკმაოდ მაღალ დონეზე უჭირავს. ტურები და ამუნიცია ავტო გენერირებადია: რუკის გარკვეული ნაწილები ყოველჯერზე უნიკალური თანმიმდევრობით იწყობა, ასერომ სანუკვარი ტელეპორტის ადგილმდებარეობა წინასწარ არასდროს არ გეცოდინებათ. Teleglitch-სგან Alien Shooter-ის დინამიკას ნუ დაელოდებით - ტემპით ეს უფრო Resident Evil-ის პირველ სერიებთან არის ახლოს: თამაში უცებ გადაგაჩვევთ ტყვიებისთვის თავის შეშვერას, გაიძულებთ ფასეული რესურსების ეკონომიას და არაერთხელ შეგაშინებთ მილებიდან მოულოდნელად გამომძვრალი ურჩხულებით. სწრაფად მიხვდებით ჩუმათ გადაადგილების და კუთხეებიდან გამოხედვის აზრს, ღრიალით გაექცევიტ განსაკუთრებულად სახიფათო მოწინააღმდეგეებს, თავზარდაცემული დაიმალებით ოთახის კუთხეში, ან გულმოდგინედ შეუდგებით შეპყრობილი პიქსელების ჯგუფების განადგურებას... მოცემულ მომენტში კი კლიშეებისგან შემდგარი სიუჟეტი, ან ცუდი გრაფიკა საერთოდ აღარ გაგახსენდებათ.


Die More Edition - სტუდია T3P-ის Teleglitch-ის შესახებ განცხადების მეორე ცდა: თამაშის ორიგინალი ჯერკიდევ წინა წლის დასაწყისში გამოვიდა, მაგრამ შუა შემოდგომა-ზამთრის "თამაშცვენაში" იგი თითქმის ვერავინ შეამჩნია. ახლა კი რაც ინდუსტრიაში საზაფხულო სიმშვშვიდე ჩამოვარდა Teleglitch-მა Steam-ზე განახლებული იერით გამოჩენა გადაწყვიტა - მოწინააღმდეგეების გაუმჯობესებული AI და სპეციალურად ჰარდკორის მოყვარულებისთვის შექმნილი ახალი ტურები. The Binding of Isaac, Spelunky და Rogue Legacy მსგავსად, მოცემული ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული პროექტიც სრულიად სხვა კუთხიდან ხსნის თავის ჟანრის (roguelike) კონცეფციას და მისი ავტო გენერირებადი ტურების მეშვეობით სრულიად მოულოდნელი გამოცდილების მიღებას გვპირდება.

Riddick
Posts: 11696

Teleglitch

Unread post#2 » 29 Jul 2014 23:20

ძალიან ანტმოსფერული რამეა, მინიმალისტურად, ანუ რეალურათ ტელეგლიჩივითაა გაკეთებული და ცნობიერება პიქსელებიდან რაღაც უფრო საინტერესოს ხატავს. არმახსოვს დავწერე თუ არა, მარა მთავარი მიზანია 1 დან 10 ლეველში სიკვდილის გარეშე გასვლა. მიდიხარ, აგროვებ ლუტს, ხოცავ მონსტრებს, კომბინირებას უკეთებ ნაპოვნ ნივთებს, პოულობ საიდუმლოებებს, ხოცავ ბოსებს. რისკ ოფ რეინი ხო გატენილი იყო ბაგებით, მარა ზუსტად იგივე გრძნობა მოქონდა და ვნანობ რო წავშალე, მართლა რაღაც თავისებური შარმიაქ ესეთ რაგალიკებს. იმედია ესეც ისევე შემიყვარდება, ჩაუჯდები კარგად ამ დღეებში.

User avatar
Mchedlo
Posts: 873

Teleglitch

Unread post#3 » 01 Aug 2014 20:16

დამაინტერესა + რისკ ოფ რეინთან შედარებამ დამაინტერესა რაღაც მხრივ, ტაკ შტო აშკარად დასატესტი მაქ ეს ვეში
+ ეჭვი მაქ რო მაგარი ოსტ ექნება

Riddick
Posts: 11696

Teleglitch

Unread post#4 » 08 Aug 2014 16:49

მეორე ტურს ვერ გავცდი ჯერ, მარა თითონ ეს ჟანრი უკვე გამისწორდა.

პ.ს. ოსტები საერთოდ არააქ :) შეგილია რამე შეაგდო კომპზე და უსმინო.

***
საკმაოთ მაღალი სიძნელის თამაშია, ეხა მესამე ტურის გადალახვას ვცდილობ, მარა ეგრევე მკლავენ, არადა მისვლას ერთი 25 წუთი ჭირდება (მესამემდე). სუ 9 ტურია მგონი და მეცხრეში მაგარი ინფერნო იქნება. ვინმე ჩემზე შორს თუ გახვალთ გააზიარეთ სურვაიველ რჩევები ))

Riddick
Posts: 11696

Re: Teleglitch

Unread post#5 » 12 Jan 2017 02:13

ვინდოუსი გადავაყენე და ბიბლიოთეკას რო გადავავლე თვალი მაგრად მომინდა დაბრუნება. თან რამდენიმე ახალი პაჩია ამ პერიოდში გამოსული, ბევრი რამეა დაფიქსული და დაბალანსებული. ამჯერად სერიოზულად მოვკიდე ხელი, ნივთები დავიმახსოვრე, კრაფტის ძირითადი პრინციპი მივხვდი, დავამუღამე რომელ ტურში რისი გამოყენება ჯობია, სფეშალ ითემების სით###ს ჩავწვდი. როგორც იქნა გავედი მეოთხეში და დაიწყო თამაში. თავიდან სეირნობაა რა ფაქტიურად, აი 4 ლეველის მერე მართლა ბოევიკი იწყება, ყველა რანი ხო ინდივიდუალურია და ვინ საიდან დაგადგება და მოგაჭამს რამეს არ იცი. თან ოსტების არ ქონის მომენტი ძალიან მეწყინა ადრე, მარა იმდენად დიდი მნიშვნელობააქ ხმებს, თვითონ ტაქტიკის ამბავში, რო გაიგო ვინ საიდან მოდის და რა ხდება, რო ოსტი უბრალოდ არაა საჭირო. ატმოსფეროა უმაგრესი, ნათელი მაგალითია პიქსელი თავში რიდლი სკოტის ფილმს როგორ ქმნის. სიკვდილის მაღალი ფასეულობა უმარტივესად აჩენს მძაფრ და დაძაბულ გრძნობებს. ყველა მოგებული მონაკვეთი გიხარია, მარა თუ პირველად შედიხარ სადმე პანიკაა სერიოზული.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 112 guests