Stealth Bastard Deluxe, Review

Reviews / Retrospectives / Analysis / Interviews /
User avatar
Riddick
Posts: 7721
Contact:

Stealth Bastard Deluxe

Unread post#1 » 13 Aug 2013 04:39

Curve Studios წინა პროექტი, ინდი-ბლოკბასტერი Explodemon! სრულფასოვან კომპიუტერულ რელიზამდე დიდხანს "ბუქსაობდა". სტუდიის ხელმძღვანელი ჯონატან ბიდლი თამაშის დაახლოებით იდეას ხუთი წლის განმავლობაში ამუშავებდა, რის შემდეგაც მუხლზე აწყობილი დემო თავის მეგობრებს და ოჯახის წევრებს ანახა. და მხოლოდ პირველი მნახველების აღბრთოვანებული შეფასებების მიღების შემდეგ გადაწყვიტა სადისტრიბუციო ვერსიის დამზადება.

>>>

Stealth Bastard-თან დაკავშირებითაც მსგავსი ისტორია მოხდა, მაგრამ ამჯერად ფოკუს-ჯგუფის მონაწილეთა რაოდენობა საგრძნობლად იყო გაზრდილი: უკვე 2012 წელს მოცემული პლადფორმერის "დისტრიბუტივის" (პლიუს ტურების რედაქტორი) ოფიციალური გვერდიდან გადმოწერა ყველა მსურველს შეეძლო. დღეისთვის კი Stealth Bastard-ის ელიტარული ვერსიის შეძენა Steam-ის სერვისის მეშვეობითაც არის შესაძლებელი.

Curve Studios თამაშების კიდევ ერთ საერთო თავისებურებას, ბაზარზე გამოჩენის თანავე მკაცრ კონკრუენტულ ბრძოლაში ჩაბმა წარმოადგენს - თუ Explodemon! ერთი ერთში გავდა Splosion Man, პატარა შპიონის მზაკვრული თავგადასავლები გონებაში დანახვისთანავე, არც თუ ისე დიდი ხნის წინ გამოსულ Mark of the Ninja ამოგიტივტივებთ. საქმე აქაც 2D პლათფორმერთან გვაქვს, სადაც ჩრდილში დამალვა მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ერთგვარი Gunpoint-ის იდეის სულიერი გამრგრძელებელი და Metal Gear Solid რიმეიკი 2D-ში.

>>>

მექანიკა ერთი შეხედვით საკმაოდ ნაცნობია. თამაში 18 არც თუ ისე დიდი, მაგრამ აზრობრივად გაჯერებული ტურისგან შედგება. თქვენი მიზანი თითქმის ყველა მათგანში ერთნაირი იქნება - ტერმინალების გატეხვის მეშვეობით გახსნათ შემდეგ ეტაპზე გადასასვლელი კარები. კომპიუტერებთან მოხვედრა კი როგორც წესი საკმაოდ რთულ ამოცანას წარმოადგენს.
საშიში მოწინააღმდეგეებს თამაშში ვერ შეხვდებით, მაგრამ მათ ნაცვლათ საქმის დაჭერა იქით აქეთ მაყურებელ სათვალთვალო რობოტებთან და ლაზერულ, ან მექანიკურ ხაფანგებთან მოგიწევთ. უსისხლო გასვლის გარანტიას ვერავინ მოგცემთ: ყოველი ბნელი კუთხიდან შემთხვევითი გამოჩენის ან ნახტომის დროს დაშვებული ოდნავი ცდომილების გამო მთავარი გმირი სასტიკად ისჯება. საბოლოოთ ერთგვარ სტელს-წესებზე დამყარებულ Super Meat Boy ვღებულობთ, სადაც ერთისმხრივ სიწყნარე და გათვლა, ხოლო მეორესმხრივ მაქსიმალური ყურადღება და რეაქციაა საჭირო. თქვენ იპარებით, ეკიდებით პლადფორმებს, იმალებით სიბნელეში - ერთი სიტყვით თავი სემ ფიშერის უმცროსი ძმა გგონიათ. მაგრამ გადის დრო და უეჭველი რაიმე ბასრ დანის წყვერზე ჩამოცმული, ან მძლავრი ლაზერული გამოსხივებისგან ნატურალურად გამსკდარი ამთავრებთ თამაშს.

>>>

შეგრძნებები უნიკალურია, რასაც დეველოპერების მიერ საბოლოო ვერსიის მართვის და მთლიანად გეიმფლეი მექანიკის საგრძნობლად გაუმჯობესება კიდევ უფრო უწყობს ხელს. თუმცა Stealth Bastard მთავარი ხიბლი არც დეტალურად გათვლილ ლეველებში და არც იდეალურად გაბალანსებულ გეიმფლეიში არ არის - ეს ყველაფერი ჩვენ Mark of the Ninja გვინახავს, რომელიც ამასთანავე გაცილებით მაღალ დონეზე იყო შესრულებული. აქ მთავარი თამაშის ონლაინ შემადგენელი გახლავთ: თამაში საკუთარი ტურების აწყობის და მათი სხვებთან გაზიარების საშუალების შესაძლებლობის მეშვეობით ერთ ძალიან საინტერესო თავისებურებას იძენს (ღირს თუ არა იმის აღნიშვნა, რომ Stealth Bastard-ის თვითნაკეთი ეპიზოდები უკვე ათასობით არსებობს? ზოგი მათგანი კი Curve Studios-ს მიუღწეველ ფანტაზიის უნარის დემონსტრირებას ახდენს?).
კი, ძირითადი კომპანიის გავლით საკმაოდ ამომწურავი სიამოვნების მიღებაა შესაძლებელი, თუმცა ის ფაქტი, რომ ნებისმიერ მომენტში შეგიძლია თამაშს დაუბრუნდე და ათობით ახლად გამომცხვარი ტური მოსინჯო, ძალიან ათბობს გულს და დიდ მოტივაციას აძლევს მოთამაშეს. იდეალური მაგალითი იმისა თუ როგორი მოხერხებით გადაუხვეწეს დეველოპერებმა პროექტის განახლებაზე მზრუნველობა ენთუზიასტ მოთამაშეებს, ისინი კი სიამოვნებით მოეკიდნენ ახალ ვალდებულებას.

წყარო
კვაზი-mode

Return to “Game Reviews”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 3 guests