Gunpoint, Review

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11696

Gunpoint

Unread post#1 » 11 Aug 2013 12:53

>>>

Gunpoint დასაწყისიდანვე ნოარულ კარნავალს მოგიწყობთ: სისტემატიური ღამე, სისტემატიური წვიმა, ჰამფრი ბაგარტის (კასაბლანკა) მსგავსი მთავარი გმირი, ფონად წყნარი ფორტეპიანო. მაგრამ ეს მხოლოდ პირველი შთაბეჭდილებაა - რამდენიმე წუთში თამაში ტონობით ხუმრობებს მოგაყრით, ხოლო კონუეი უცებ დიკ ტრეისის დაემსგავსება.

Gunpoint ყველა ტური მსგავსი სცენარით ვითარდება: ჩვენ გარკვეულ დაცულ ობიექტზე შეუმჩნევლად შეხწევას, გარკვეული ნივთის ან ინფორმაციის მოპოვებას და მიმალვას გვთხოვენ. მოცემულ მარტივ კონცეფციას კი ზევიდან კომპლექსური მექანიკა ეკვრება.

>>>

როგორც უკვე მიხვდით, Gunpoint-ს საფუძვლად რეალური სტელს ექშენი უდევს - თამაშს ვერ იტანს ხმაურს: პირველი გასროლისთანავე მომხდარის ადგილას სნაიპერთა გუნდი ჩნდება და გმირს შუბლში უმიზნებს. მოსვენებას არც მცველების რეფლექსები გვაძლევს: კონუეის გამოჩენის თანავე ისინი დაუყოვნებლივ ხსნიან ცეცხლს - თამაში გასაქცევად ფაქტიურად ნახევარ წამს გვაძლევს, ხოლო სიკვდილი პირველივე ტყვიისგან გარანტირებულია. მსგავსი წყობა ყველაზე საბრძოლველად განწყობილ მოთამაშეებსაც საკმაოდ ჩქარა აწყნარებს.

კონუეის დამხმარეს როლში მისივე შარვალი გამოდის - მომავლის დაუჯერებელი გაჯეტი, რომელიც მესამე სართულზე უპრობლემოთ ახტომის და ნებისმიერი სიმაღლიდან უმტკივნეულოდ ჩამოხტომის საშუალებას იძლევა. დამატებით, გმირი ყველანაირ ზედაპირს თავისუფლად ეწეპება, რაც მას ფაქტიურად ადამიან ობობად აქცევს.

>>>

მაგრამ აკრობატული ტრიუკები ყოველთვის არ არის საკმარისი: გზაზე შემხვედრ ზოგიერთ კარებებს უბრალოდ გაღების სურვილი არააქვთ, და აი ამ მომენტში თამაშში ყველაზე მნიშვნელოვანი გაჯეტი rewirer ერთვება - შენობების ელექტრო გაყვანილობებით მანიპულირებელი მოწყობილობა. Gunpoint მიზნის მისახწევად სრულიად დაუჯერებელ გადაწყვეტილებებს შემოგთავაზებთ. დროთა განმავლობაში ელექტრო გაყვანილობის ქსელს ფერადი კოდირება უჩნდება, - ერთი ფერის ნივთების შეერთება მხოლოდ ერთმანეთთან შეიძლება - და აი აქ თამაში ერთგვარ პაზლად იქცება. მაგრამ - მნიშვნელოვანი მომენტი - Gunpoint ზედმეტი არასდროს მოსდის: პირველ რიგში თამაშს თქვენთან ერთად უნდა რომ გაერთოს და მხოლოდ ამის შემდეგ - "გათავსატეხაოთ".

დროთა განმავლობაში კონუვეის გაჯეტების არსენალი უფართოვდება, რაც ჩვენ შესაძლებლობებს რეალურად განუსაზღვრელს ხდის: თამაში, შენობის ობიექტების მოწინააღმდეგეების იარაღებზე მიბმის საშუალებას გაძლევთ. გამოიძახე ლიფტი - დარაჯმა შემთხვევით საკუთარი კოლეგა თავში გასროლით მოკლა.

>>>

მთავარი გმირი დავალებას მისი სმარტფონის მესინჯერის საშუალებით ღებულობს. დამოუკიდებელი გამომძიებელის სტატუსის გამო გმირი ყველა დაინტერესებულ მხარეს ეხმარება - მაგალითად ორ კონკურენტზე ერთად მუშაობს. ამას საკმაოდ სახალისო დიალოგებამდე მივყავართ: თამაში კლიენტებისთვის გასაცემი პასუხების ვარიანტების დამოუკიდებლად არჩევის საშუალებას გვაძლევს და იმის მიუხედავად, რომ ჩვენი რეპლიკები მთავარი სიუჟეტური ხაზის მხოლოდ პატარა დეტალებს ცვლიან, მოცემული პროცესი მაინც დიდ სიამოვნებას გპირდებათ. დეველოპერებს შესანიშნავი დიალოგებიაქვთ დაწერილი - კონუვეი თავს იკავებს, ცდილობს საკუთარ უკანალს ხიფათი აარიდოს, მაგრამ ხანდახან გულახდილად იცინის დამკვეთებზე. და იმის მიუხედავად რომ ყველა დიალოგის ერთი კნოფკის დაჭერით გამოტოვება შეილება, დაინტერესების შემთხვევაში პროცესი ძალიან ჩამთრევი გამოდის და თამაშს სრულიად სხვა კუთით გვანახებს.

Gunpoint სხვადასხვა თამაშებს და ჟანრებს ძალიან დიდი მოხერხებით ურევს ერთმანეთში: თამაშში ადვილათ დაინახავთ მსგავსებას ისეთ პროექტებთან როგორიცაა Splinter Cell, Deus Ex, The Incredible Machine და უძველეს Elevator Action-თანაც კი - მაგრამ პროექტის სრულ სურათს ვერცერთი ჩამოთვლილი თამაშის პლაგიატში ბრალს ვერ დასდებთ. ეს ზუსტად ის შემთხევაა როდესაც რამდენიმე სხვადასხვა ელემენტის შეერთება უხეში ჰიბრიდის მაგივრად სრულიად ჰარმონიულ პროექტს ბადესბს.

>>>

კი, თამაშს სულ რაღაც სამ საათში დახურავთ - მაგრამ, ეს მგონი მისი ერთადერთი მინუსია. დანარჩენში Gunpoint - ჭკვიანი, გამომგონბლური და ძალიან მხიარული ექშენია, რომელსაც მოულოდნელად პაზლად გადაქცევის არასდროს შეეშინდება. და ამ მომენტისთვის ეს ალბათ წლის საუკეთესო ინდი პროექტია.

წყარო

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 106 guests


cron