Shadow of The Colossus, Review

Reviews / Retrospectives / Analysis / Interviews /
User avatar
SLaYeR
Posts: 3817
Contact:

Shadow of The Colossus

Unread post#1 » 18 Aug 2012 15:41

>>>


2001 წელს Playstation 2 -ზე გამოჩნდა თამაში სახელად Ico რომელიც Fumito Ueda-ს და მისი დეველოპერული ჯგუფის Team Ico-ს პირველი თამაში იყო. თამაში დასამახსოვრებელი იყო მისი ვიზუალური სტილით, უცნაური სამყაროს დამუშავებული არქიტექტურით (რომელიც შთაგონებული იყო ბერძნული წარმოშობის იტალიელი მხატვრის Giorgio de Chirico გრაფიკული ნამუშევრებისგან), პერსონაჟებით და მინიმალისტური თუმცა ემოციური სთორის გადმოცემით. Fumito Ueda-ს თქმით მას Ico-სთვის კონცეფცია შემუშავებული ქონდა 1997 წელს და მისთვის მთავარი შთაგონება იყო 1991 წელს გამოსული Eric Chahi-ს Another World. თამაშში გამოყენებულმა ვიზუალურმა სტილმა გავლენა იქონია ცნობილ გეიმ დიზაინერებზე: Eiji Aonuma, Hideo Kojima, და Jordan Mechner, რომელთაც მსგავსი სტილი გამოიყენეს საკუთარ თამაშებში Legend of Zelda: Twilight Princess, Metal Gear Solid 3 და Prince of Persia: Sands of Time.
Ico-ს შესახებ შეგიძლიათ ნახოთ ეს ორი თემა:
Ico ავტორი Spawn
Review. ავტორი prince_meo

2005 წლის ოქტომბერში Playstation 2-ზე გამოჩნდა Team Ico-ს მეორე თამაში Shadow of The Colossus (იაპონიაში ცნობილი როგორც Wanda and the Colossus). 2011 წლის სექტემბერში Ico-ს და Shadow of The Colossus-ის HD ვერსიები Playstation 3-ზე გამოიცა. თამაშის თავდაპირველი სახელი იყო Nico (Next Ico) და მოიაზრებოდა Ico-ს გაგრძელებად, სადაც ცხენზე ამხედრებულ ნიღბიან რქიან ბავშვებს კოლოსები უნდა დაემარცხებინათ, თუმცა Ueda-ამ ჩათვალა რომ არ სჭირდებოდა Ico-ს გაგრძელება. შექმნის პროცესში Ueda გრძნობდა რომ 500 მხატვრიდან მხოლოდ 2-3 აკმაყოფილებდა მისი ხედვის კრიტერიუმებს და ხშირად შეჰქონდა დიზაინში ცვლილებები სანამ შედეგი მის ხედვას არ დაემთხვეოდა. საბოლოოდ კი თამაშის აუდიო, გეიმფლეი და ვიზუალური სტილი გამოიყენეს რომ შეექმნათ ატმოსფერო მარტოსული გმირისთვის. Ico-ს მსგავსად დიდი ყურადღება დაეთმო მთავარი პერსონაჟის და მისი კომპანიონის (რომელიც ამ შემთხვევაში არის ცხენი სახელად Agro) ურთიერთობას.
სამყაროს კონცეფციის, ატმოსფეროს და აჩრდილების ვიზუალური მსგავსების გამო რომელიც ორივე თამაშში გვხვდება, Shadow of The Colossus მოიაზრება Ico-ს სულიერ prequel-ად, თუმცა Fumito Ueda-მ როგორც განაცხადა ეს მისი პირადი არჩევანი უფროა, მისი აზრით ამ ორი თამაშის შინაარსობრივი კავშირი მოთამაშეების გადასაწყვეტია, შინაარსობრივი კავშირის არსებობა კი ნამდვილად დაადასტურა.
მისი მინიმალისტური ლანდშაფტის დიზაინების, ჩამთრევი გეიმფლეის და ემოციური თავგადასავლის გამო Shadow of The Colossus მიიჩნევა მნიშვნელოვან მხატვრულ ნაშრომად ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში.

>>>
Wander და კოლოსი

თამაშის მთავარი პერსონაჟია ახალგაზრდა ბიჭი, რომლის სახელიც რეალურად არ არის ცნობილი, თუმცა ენდინგის ტიტრებში და სხვადასხვა ინტერნეტ წყაროებში მოხსენიებულია როგორც Wander (მოხეტიალე), რაც უბრალოდ მისი მოქმედების ამსახველი უნდა იყოს თამაშში. თამაშიც სწორედ ასე იწყება:
Wander და მისი ცხენი Agro დაუნდობელ კლდოვან გზას მიუყვებიან კანიონის კიდეზე, დიდი ხანია რაც ეს ორნი ამ გზას შეუდგნენ და უკან მოიტოვეს უღრანი ტყეები და ცვრით დანამული მდელოები. და აი საბოლოოდ მიადგებიან მაღალ ქვის კარიბჭეს ვიწრო შესასვლელით, რომლის მეორე მხარესაც უზარმაზარი ხიდია გადაჭიმული. ეს ხიდი ერთადერთი გზაა აკრძალული ქვეყნისკენ, მივიწყებული და მიტოვებული, ცარიელი გადაშლილი ველებისა და კანიონების მხარისკენ. ხიდის დასასრულს სამლოცველოა - უზარმაზარი ნაგებობა ამ მიწებზე. Wander და Agro სამლოცველოს ძირისკენ მიიკვლევენ გზას, რომლის ბოლოშიც საკურთხეველი მდებარეობს, მის ორ მხარეს თექვსმეტი ქვის კერპი აღმართულა. ბიჭს ხელებში რაღაც უჭირავს - მიცვალებულის სხეულია ქსოვილში გახვეული, იგი სხეულს საკურთხეველზე ასვენებს, თეთრებში შემოსილი ახალგაზრდა ქალია - Mono. უეცრად ცხენს რაღაც ხმა აფრთხობს, სამლოცველოს მიწიდან რამდენიმე აჩრდილი ამოიზრდება, Wander ბუდიდან ხმალს იძრობს და აჩრდილსკენ იშვერს, ისინიც დაუყოვნებლივ ქრებიან. ამ დროს სამლოცველოს ჭერში მრგვალად გამოკვეთილი ღიობიდან, საიდანაც სინათლე ასხივებს, მგრგვინავი ხმა მოისმის, იგი Wander-ს მიმართავს და უკვირს საიდან აქვს მას უძველესი ხმალი, საპასუხოდ ბიჭი ხმას მოიხსენებს სახელით Dormin და ქალისთვის სიცოცხლის დაბრუნებას სთხოვს. Dormin პირობას ართმევს ბიჭს, რომ ქალს სიცოცხლეს დაუბრუნებს თუ იგი სამლოცველოს თექვსმეტ კერპს გაანადგურებს. კერპების განადგურება კი მხოლოდ მათი ცოცხალი განსახიერებათა დახოცვით არის შესაძლებელი - თექვსმეტი კოლოსის, რომლებიც აკრძალული ქვეყნის სხვადასხვა მივიწყებულ, სახიფათო და მიუდგომელ ადგილებში ბინადრობენ. Wander თანხმდება, წასვლის წინ Dormin აფრთხილებს რომ საფასური მძიმე იქნება, თუმცა ბიჭს ეს არ ადარდებს.

>>>
სამლოცველოს საკურთხეველი

პირადი აზრი:
თამაში ოთხი წლის წინ დავხურე.. არ ვიცი რამდენად შემიძლია გადმოვცეე ემოცია რაც მე ამ თამაშმა მომცა.. ბავშვობიდან მაინტერესებდა სხვადასხვაა ქვეყნების ფოლკლორი, მითოლოგია, უძველესი კულტურა.. როდესაც თამაშის ინტრო დაიწყო თითქოს შინაგანად თავგადასავლისთვის მოვემზადე.. სამლოცველოდან გასვლა და ჩემთვის მთლიანი სამყაროს ჩუქება ერთი იყო.. ვიგრძენი რო სრულიად თავისუფალი ვიყავი სამყაროში მემოგზაურა და დამეთვალიერებინა.. სამლოცველოს არქიტექტურამ და ცოტა მოშორებული ადგილიდან შეხედვამ ინტერესი აღმიძრა მთელი სამყაროსადმი, რაღაც უჩვეულო და მისტიური ხიბლი ქონდა, რატომ იყო დაუსახლებელი? რატომ იყო აკრძალული? რატომ მიატოვეს? ცხოველებსაც ვერ შეხვდებოდი.. მხოლოდ ხვლიკები და ქორები.. როცა პირველი კოლოსი ვნახე ჯერ არ ვიცოდი რა მეფიქრა, მითიურ გიგანტურ არსებასთან დავაკავშირე... შემდეგ მეორე კოლოსი, მესამე, მეოთხე... და ლოკაციები, ყველა კოლოსს საკუთარი "ბუნაგი" ქონდა და გადმოსცემდა ლოკაციის "ბუნებას".. ზოგი არა აგრესიული იყო, ზოგიც პირიქით.. მოკვლისთვის უმეტესობა მენანებოდა, მერე მონოზე ვფიქრობდი და თითქოს პერსონაჟი ვხდებოდი. თითოეული კოლოსის დასამარცხებლად წასვლა მზისკენ ხმლის გაშვერით იწყებოდა და თითოეული გზა ცალკე ეპიზოდური თავგადასავალი იყო ჩემთვის რომელიც სხვადასხვა გრძნობებს მიტოვებდა.. მახსენდებოდა ბერძნული მითები, ცოტა ეგვიპტურიც, მახსენდებოდა ზღაპრები, ათას ერთი ღამის უდაბნოები, ზღაპარი გაქვავებულ ქალაქზე, ზღვაში არსებულ ანდამატის მთაზე და აღმართულ სპილენძის ქანდაკებაზე, ეს მხოლოდ საუკეთესო თავგადასავალმა შეიძლება მოგცეს.. ტყეში შესვლა ზოგჯერ რაღაც სამოთხის ბაღივით იყო, ჩრდილი, თავშესაფარი. სიზმარივით რჩებოდა ბოლოს თითოეული "ეპიზოდი".

>>>
Wander და Agro ტყეში

უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა მუსიკა რომელიც ზუსტად წარმართავდა ჩემ განწყობას, თითქოს ვიცოდი რა ხასითზე უნდა ვოყოფილიყავით მეც და მთავარი პეროსნაჟიც.. და ამას ყოველთვის თან სდევდა ამოუცნობი სთორი, ისევ ფიქრები მონოზე, ლოკაციებზე, მიზანზე.. პერსონაჟს როცა ვიზუალური ცვლილება შევატყვე მივხვდი რაც ვიტვირთე, მივხვდი რო ჩვეულებრივად არ დამთავრდებოდა ეს ისტორია. ვათვალიერებდი დანგრეულ ნაგებობებს და ვფიქრობდი რა უნდა ყოფილიყო აქ, ვის უნდა ეცხოვრა, რატომ შეიძლებოდა მიეტოვებინათ და მომდიოდა სხვადასხვა აზრი, მარა ეს უკვე პირადად მოთამაშეზეა დამოკიდებული ვინ რას იფიქრებს. განსაკუთრებული როლი ქონდა ამ ყველაფერში გეიმფლეის.. თითქოს ჩვეულებრივი პლატფორმერის ტიპის თამაშის სტილშში მარა თითოეული მოქმედება ბრძოლისას ეპიკურს ხდიდა ყველაფერს.. ეს არ იყო თამაში სადაც გიგანტურ არსებასთან ბრძოლისას საჭირო მომენტში სწორ ღილაკზე დაჭერაა საკმარისი, აქ გიგანტურ არსებაზე ისე გრძნობ თავს როგორც მოძრავ "ნაგებობაზე" სადაც ზოგ შემთხვევაში პლატფორმიდან პლატფორმაზეა გადახტომა საჭირო, ზოგჯერ ჩამოკიდება..თითოეული კოლოსის სუსტი ადგილის მოძებნა საინტერესო იყო ხოლო ამ ადგილზე ხმლის შერჭობა თითქმის მოსასწრები.. მომწონდა მოქმედებების მუსიკის მიხედვით აწყობა და შემდეგ ამ მომენტებისთვის ისე ყურება როგორც ეპიკური სათავგადასავლო ფილმისთვის, სადაც ერთდროულად გმირის როლსაც ირგებდი და გმირსაც გულშემატკივრობდი. მნიშვნელოვანი იყო აგროს როლი, არ ვიცი რამდენად ინტერესით დავათვალიერებდი სამყაროს რომ არა აგრო, ეს არ იყო მხოლოდ გადაადგილების საშუალება, აგრო ჩემი თანამეგზური იყო, მეგობარი, იმედი მქონდა თითქოს. ზოგჯერ კოლოსთან ბრძოლისას როცა აგროს სადღაც დავტოვებდი და ბრძოლა მხოლოდ ჩემსა და კოლოსს შორის მიმდინარეობდა, დავუსტვენდი ხოლმე და ვიცოდი რო სადღაც ქვემოთ მელოდებოდა ერთგული ცხენი.. ზოგჯერ ბრძოლისას ჩამიქროლებდა ხოლმე გვერდით, ვიცოდი გეიმფლეიდან გამომდინარე არაფერი მოუვიდოდა მარა მაინც კოლოსის ფეხს ვუყურებდი არ დაებიჯოსთქო.. იშვიათია თამაში რომელსაც ასე შეყავხარ როლში, რომელიც ცოტა ხნით მაინც გაქცევს მზუნველ პატრონად, მეგობრად, თავდადებულ არსებად, იმის მიუხედავად ხარ თუ არა სინამდვილეში ეს.. და მონო, რომელიც მთელი თამაში საკურთხეველზე წევს.. მაინც რატომ მოკვდა? საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო და მაინც ამდენი გავაკეთე მისთვის. საბოლოო აზრი რო ვთქვა Shadow of The Colossus არ არის უბრალოდ თამაში, ეს არის შედევრი და ხელოვნების ნიმუში რომელიც არც თუ ისე დახვეწილი გრაფიკის მიუხედავად ქმნის და ტოვებს განსხვავებულ შეგრძნებებს ვიზუალით, მუსიკით, თავგადასავლის შეგრძნებით, სთორით, რომელიც ერთხელ მაინც უნდა გამოსცადოს ნებისმიერმა მოსწონს ზოგადად თამაშები თუ არა.. თუმცა ვის რა ემოცია დარჩება და რამდენად მოეწონება თამაში ეს უკვე სხვა საკითხია.

>>>
Gaius- მესამე კოლოსი

The Colossi
კოლოსები უზარმაზარი ქვებისგან აგებული გიგანტებური არსებები არიან.. საინტერესოა ის ფაქტი რომ კოლოსის დამარცხების შემდეგ მის ადგილას ქვისა და მტვრის გროვა რჩება, ხოლო შორიდან ჩანს რომ ამ ადგილიდან ზეცისკენ სინათლის სვეტი იჭრება. მათი როლი თამაშში ძალიან დიდი სიმბოლიზმის მატარებელია და მოთამაშეს ათასგვარი საფიქრალი შეიძლება მისცეს. საინტერესოა ის ფაქტიც რომ ზოგიერთის გარეგნობა და სახელები დაკავშირებულია და შთაგონებულია სხვადასხვა მითებიდან:

Valus (Minotaurus Colossus) - პირველი კოლოსის სახელი შეიცავს ლათინურ პრეფიქსს "val" რომელიც გამოხატავს ძლიერებას, კარგად ყოფნას, პრეფიქსი გამოიყენება ინგლისურ სიტყვებშიც, მაგალითად valor, valued, valiant. ესტონურად სიტყვა Valus ნიშნავს ტკივილს. კოლოსის აღნაგობა მიმსგავსებულია მინოტავრს - ბერძნულ მითოლოგიურ არსებას რომელსაც ნახევრად ადამიანის სხეული და ხარის თავი და ფეხები ჰქონდა.

Quadratus (Taurus Magnus) - კოლოსის სახელი უნდა მიანიშნებდეს მის ოთხ ფეხს.. ეს პირველი კოლოსია რომელიც ოთხ ფეხზე დგას. მისი გარეგნობა კი მიმსგავსებულია ხარისას.. ეს შეიძლება ზოდიაქოს ხარი (კურო) იყოს რომელიც კავშირშია მითთან როდესაც ზევსმა ხარის სახე მიიღო და ევროპე მოიტაცა, ან კრეტის ხართან რომელიც ჯერ ჰერაკლემ შეიპყრო, შემდეგ კი თეზევსვმა და საბოლოოდ ათენას ან აპოლონს შესწირა.

Gaius (Terrestris Veritas) - კოლოსის გარეგნობა დიდებული მეომრის შთაბეჭდილებას ტოვებს, მისი სახელი კი რომაული გაიუსის სახელთან ან გაიას (მიწა) მამრობით გამოხატვასთან უნდა იყოს კავშირში. Terrestris ნიშნავს მიწის ხოლო Veritas - სინამდვილეს, ანუ მიწიერი სინამდვილე.

Phaedra (Equus Bellator Apex) - მერძნულ მითოსში Phaedra (ფედრა) მინოსის შვილი და თეზევსის ცოლია. მითის მიხედვით მან თეზევსის შვილს ჰიპოლიტოსს (სიტყვა hippos ბერძნულად ცხენს ნიშნავს, აქედან მოდის სიტყვა იპოდრომიც) ცილი დასწამა თითქოს იგი მის გაუპატიურებას ცდილობდა. ამისათვის თეზევსმა ჰიპოლიტოსის ცხენები დაწყევლა და პოსეიდონს მის დაღუპვას შეევედრა. ეტლით ზღვისპირას მიმავალ ჰიპოლიტოსს პოსეიდონის მხცემა ცხენები დაუფრთხო, მათ ეტლი გაიტაცეს და ჭაბუკი სასიკვდილოდ დაშავდა. კოლოსი ცხენს გავს, ხოლო Equus Bellator Apex სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც რჩეული საბრძოლო ცხენი

>>>
უდაბნო

Avion (Avis Praeda) - კოლოსი ფრინველის გარეგნობით. სიტყვა Avion ლათინურად ფრინველს ნიშნავს, ხოლო Avis Praeda ითარგმნება როგორც Bird of Prey - მტაცებელი ფრინველები რომლებიც ჰაერში ნადირობენ. ასეთი არსებები მრავლად არის მითებში - მაგალითად Roc (ან Rukh არაბულში და სპარსულში) - მითლოგიური მტაცებელი ფრინველი რომლის ფესვები აღმოსავლეთში უნდა იყოს.. ჩანს ათას ერთი ღამის ზღაპრებში - მეზღვაური სინდბადის თავგადასავალში.. ან ფენიქსი რომელიც უფრო გავრცელებულია სხვადასხვა კულტურაში (ბერძნული, არაბული, სპარსული, ჩინური, ეგვიპტური, რომაული, ინდური, ფინიკიური). ქართულ ზღაპრებში ეს ფრინველი არის ფასკუნჯი (მისი წარმომავლობაც აღმოსავლურია).

Barba (Belua Maximus) - კოლოსის სახელი შესაძლოა მომდინარეობდეს სახელიდან Barbas რომელიც ერთერთი დემონის სახელია დემონოლოგიაში. ასევე იტალიურად, ესპანურად და პორტუგალიურად barba წვერს ნიშნავს, რაც ნამდვილად ამშვენებს კოლოსის გარეგნობას. იგი წვეროსანი გოლიათია. სიტყვა belua მოდის ლათინური ძირიდან bela რაც მონსტრს და მხეცს ნიშნავს. ასევე ბერძნულად belos თარგმანია აქადური სიტყვის bel-ის რაც ღმერთს ნიშნავს. სემიტურ ენებში ამ სიტყვის სხვადასხვა ღმერთებს აღნიშნავდნენ (მაგალითად ბაალი, ბელზებელი - ეს სახელები 17-ე საუკუნეში დემონებს დაერქვათ)

Hydrus (Draco Marinus) - სახელი უნდა მომდინარეობდეს სიტყვიდან Hydra. ელინურ მითებში ჰიდრა მრავალთავიანი წყლის ურჩხულია რომელიც ჰერაკლემ დაამარცხა. სიტყვა hydrus აღნიშნავს ზღვის გველს. Draco Marinus კი ზღვის დრაკონს, რომელსაც მსოფლიოს მითებსა თუ ფოლკლორში ძალიან გავრცელებული არსებაა.

Kuromori (Parietinae Umbra) - კოლოსის სახელი იაპონური შედგენილობისაა.. kuro - შავი ხოლო imori - ტრიტონია, სალამანდრას სახეობა (ხვლიკის მსგავსი ამფიბია. ზოგიერთი ტრიტონი მტაცებლისგან თავს იცავს შხამით). სალამანდრაზე ცნობები ანტიკური ხანიდან ჩანს ბუნების ისტორიაში და ფილოსოფიაში.. მასზე მითები, ლეგენდები და სიმბოლიკა კი საუკუნეების განმავლობაში მუშავდებოდა. Parietinae Umbra ნანგრევის ან კედლის აჩრდილს ნიშნავს.

Basaran (Nimbus Recanto) - გიგანტური კუს გარეგნობის კოლოსი. ლათინურად პრეფიქსი basa სხვადასხვა მძიმე ქანების აღმნიშნელად გამოიყენება კვარციდან დაწყებული ბაზალტით დამთავრებული. საინტერესო ფაქტია რომ ბაზალტის მოპოვება შესაძლებელია გეიზერის ამოფრქვევის შემდეგ. ეს ყველაფერი შეიძლება მიანიშნეებდეს კოლოსის ბაკანზე და მის ადგილმდებარეობაზეც სადაც გეიზერები იფრქვევა. მითები გიგანტურ კუზე არის ჩინურ, ინდურ და ინდიელთა კულტურებში.

Dirge (Harena Tigris) - სიტყვა dirge სამგლოვიარო გალობას ნიშნავს, რომელსაც ხშირად დაკრძალვის ცერემონიებზე იყენებენ. შეიძლება ეს სახელი კოლოსის ადგილმდებარეობის განმსაზღვრელიც არის. იგი მიწისქვეშ ცხოვრობს და გვირაბებს თხრის. Harena ლათინურას ქვიშას აღნიშნავს. აქედან უნდა მოდიოდეს სიტყვა არენაც რადგან კოლიზეუმშიც გლადიატორული თამაშები ქვიშაზე იმართებოდა. Tigris კი ფევხვსაც აღნიშნავს და მესოპიტამიის მდინარის სახელიცაა.

>>>
Phalanx - მეცამეტე კოლოსი

Celosia (Ignis Excubitor) - Celosia ყვავილის სახეობაა. ბერძნულად ეს სიტყვა ნიშნავს დამწვარს. Ignis Excubitor ცეცხლის მცველს აღნიშნავს, რაც სიმბოლურია - მის ტაძარში მარადიული ცეცხლია. კოლოსი გიგანტურ ტახს გავს. ასეთი ტახები სხვადასხვა მითოსში გხვდება. ჰინდუ მითოსში ვიშნუს მესამე ავატარი Varaha არის ტახი, ცხოველი კი კოსმიური ძალის წყაროდ მიიჩნევა. სპარსულ მითოლოგიაში ტახი Mithra-ს ცხოველი და ღმერთ Verethragna-ს განსხეულებაა. თავად მითრა ქვისგან დაიბადა, ერთ ხელში მახვილი ეჭირა მეორეში კი ჩირაღდანი.. ზოგი ვერსიით მითრას დაბადება ანთებული ჩირაღდნებით და სანთლებით აღინიშნებოდა. სკანდინავიურ მითოსში ღმერთ Frey-ს ყავდა ჯუჯების გამოჭედილი ოქროსფერი ტახი - Gullinbursti (რაც ოქროს ჯაგარს ნიშნავს).

Pelagia (Permagnus Pistrix) - სიტყვა Pelagia ბერძნული წარმოშობისაა და გაშლილ ზღვას ნიშნავს ხოლო Permagnus Pistrix - დიდ ზღვის მხეცს. სიტყვა Pistrix გამოიყენება ზღვის მხეცის აღსანიშნავად და მოიხსენიებოდა ვეშაპების და ზვიგენების გამოსახატად. სიტყვას კავშირი უნდა ჰქონდეს ლათინურ piscis-თან, რაც თევზს ნიშნავს.

Phalanx (Aeris Velivolus) - კოლოსი გარეგნობით მფრინავი გველია გვერდებზე ფრთებით, სიგრძეში კი ყველა კოლოსს აღემატება. სიტყვა Phalanx ბერძნულად თითს ნიშნავს, Aeris Velivolus - კი საჰაერო მეზღვაურს.

Cenobia (Clades Candor) - კოლოსის გარეგნობით ლომს გავს.. მისი სახელი შეიძლება მომდინარეობდეს ლათინური cenodoxia-სგან რაც ნიშნავს პატივმოყვარეობას, გადამეტებულ სიამაყეს. Clades Candor ლათინურად განადგურების მოსურნეს ნიშნავს. კოლოსი ტაძართან იცდის, რაც შეიძლება კავშირში იყოს ქანდაკებებთან რომელსაც ლომის ფორმა ან თავი ქონდა. იაპონიაში ასეთი არის Shisa, ჩინეთში Shishi (ნიშნავს ქვის ლომს). ხშირად ასეთი ქანდაკებები სამლოცველოებთან იდგა, რადგან სჯეროდათ რომ ბოროტ ძალებს აფრთხობდა.

Argus (Praesidium Vigilo) - კოლოსის სახელი ბერძნულად აღმნიშვნელია სინათლის, მანათობელის. ბერძნულ მითოსში იყო პერსონაჟი არგოსი - Argus Panoptes (ყოვლის მხილველი) - ასთვალა ბუმბერაზი. მას ერთი თვალი თავზე ხოლო დანარჩენი სხეულზე ჰქონდა. მითოლოგია იცნობს ათასთვალიან არგოსსაც, რომელიც ვარსკვლავიანი ცის სახით დარაჯობს რქოსან იოს (მთვარეს). არგოსი კეთილი ბუმბერაზი იყო რომელმაც მოკლა მაოხრებელი ხარი, ურჩხული ექიდნა, მტაცებელი სატირი, რომელიც არკადიას აოხრებდა. არგოსი მცველად ჰერამ მიუჩინა ძროხად ქცეულ იოს, რათა ზევსი არ მიკარებოდა. Praesidium Vigilo ფხიზელ მცველს ნიშნავს.

Malus (Grandis Supernus) - სიტყვა Malus რომელიც მოდის ლათინური სიტყვიდან mal - ბოროტს, მახინჯს, უიღბლოს აღნიშნავს. ინგლისურად შესატყვისი შეიძლება მოეძებნოს სიტყვაში malice (ბოროტება, ღვარძლიანობა, სიავე). Grandis - მოხუცს, ზრდასრულს, დიდებულს და ძლიერს ნიშნავს ხოლო Supernus - ციურს, ზეციურს, დიადს და ღვთიურს. კოლოსი განასახიერებს დიდებულ ჯადოქარს და არის ყველაზე მაღალი კოლოსი. კოლოსთან ბრძოლისას ღამე და წვიმაა რაც სიმბოლურად შეიძლება მის მრისხანებას, ტანჯვას ან ღვარძლს გადმოსცემდეს. მითებში ხშირად ჯადოქრობა ღამესთან ასოცირდებოდა, მაგიური რწმენით კი ადამიანი ბუნების ძალთა პატრონიც ხდებოდა.

>>>
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Shadow of The Colossus

Unread post#2 » 18 Aug 2012 18:07

one brilliant adventure fore me. აგრო "ძმაკაცზე" მაგრად მიყვარდა. სამყაროს უბრალო სილამაზით, მაშტაბურობით და მარტივ იდეაზე აგებული გენიალური თამაშით ვტკბებოდი დასაწყისიდან ბოლომდე. ნამდვილათ ვერ ჩამოვთვლი ბევრ თამაშს რომელშიც სიყვარულის, მეგობრობის, თავგანწირვის და ვაშკაცობის თემა ესე კარგად იყოს გადმოცემული. ეს თამაში სერიოზული დასტურია იმის თუ რამდენათ ჩამთრევი და თავგადასავლით სავსე შეილება იყოს სწორად და ყურადღებიანათ შექმნილი სათამაშო სამყარო. საერთოდ ბევრი შეილება ილაპარაკო Shadow of The Colossus-ზე, ყველა დეტალს დიდი ყურადღება დაუთმო, გამოხატო აღფრთოვანება და ასე შემდეგ, მაგრამ სხვისი ნათქვამით მასზე სწორი წარმოდგენის შექმნა ჩემი აზრით ძალიან ძნელი იქნება. დეტალურად რო გაარჩიო თამაში შეიძლება მკითხველის, პირიქით, ნეგატიური თუ არა, რაღაც უაზროდ ბუნდოვანი შთაბეჭდილება ჩამოუყალიბო იმ შედევრზე რისი რეალურად შეფასებაც მხოლოდ გეიმერი და თამაშის მარტო დარჩენის დროს შეილება. ეს არის თავგადასავლით სავსე ხელოვნების ნიმუში. სამწუხაროა, რომ PS2 კარგი ემულატორი ვერ ჩავიგდე ხელში, თორემ თანამედროვე PC გეიმერებსაც დიდ რეკომენდაციას გაუწევდი ამის თამაშის. Topics Required-ში სპეციალურად ჩავსვი, ვიფიქრე თუ არავინ დაწერს, მე უეჭველი მივხედავთქო, მაგრა გაიხარე, კარგი თემაა და თუ განვრცობას დააპირებ შემილია მოგეხმარო.

► Show Spoiler
კვაზი-mode

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Shadow of The Colossus

Unread post#3 » 18 Aug 2012 19:12

აგრო ჩემი თანამეგზური იყო, მეგობარი, იმედი მქონდა თითქოს. ზოგჯერ კოლოსთან ბრძოლისას როდესაც აგროს სადღაც დავტოვებდი და ბრძოლა მხოლოდ ჩემსა და კოლოსს შორის მიმდინარეობდა, დავუსტვენდი ხოლმე და ვიცოდი რო სადღაც ქვემოთ მელოდებოდა ერთგული ცხენი.. ზოგჯერ ბრძლისას ჩამიქროლებდა ხოლმე გვერდით, ვიცოდი გეიმფლეიდან გამომდინარე არაფერი მოუვიდოდა მარა მაინც კოლოსის ფეხს ვუყურებდი არ დაებიჯოსთქო..

ამ აბზაცს მინდა დავეთანხმო ბოლომდე. კი, ყოველთვის იცი, რომ ცხენს არაფერი ემუქრება, მარა რადგან ერთადერთი და ერთგული მეგობარია, მაინც სუ გაქ განცდა, რომ რამე არ დაემართოს, რაზეც დეველოპერმა ბოლოში ძალიან ოსტატურად ითამაშა. მაგრად განვიცადე და მაგრად გამიხარდა ეგ ეპიზოდი. შედევრალურია ამ ორის ურთიერთობა.
კვაზი-mode

User avatar
Tom Clancy
Posts: 1473
Contact:

Shadow of The Colossus

Unread post#4 » 05 Dec 2012 22:06

შედევრი თამაში და სოლიდური თემა.

ზემოთ მოყვანილი პირადი შთაბეჭდილებებიდან უმეტესობას ვიზიარებ.

პირადი აზრი რომ დავაფიქსირო - ჩემთვის ეს გახდა თამაში, სადაც შეზღუდვები გამოყენებულია კრეატიულად და შედეგიანად. თამაში, რომელშიც ჩადებული ყოველი წამი ორმაგად გიბრუნდება სხვადასხვა ემოციის სახით: აღმოჩენის, სიფრთხილის და გაფრთხილების, დანაკარგის, მიღწევის, გაურკვევლობის (რაც ამ უცნაური სამყაროს კვლევისკენ გიბიძგებს და თავში უამრავ ვარაუდს და ფანტაზიას გიტრიალებს), გმირობის და ა.შ. ეს არის თამაში, რომელიც გაგიმტკიცებს აზრს თამაშების ხელოვნების სფეროსთან გაიგივების შესახებ, ხოლო თუ ასე არ ფიქრობ - შეგძენს ამ აზრს. თუ თამაშების შექმნა ხელოვნება არ არის, მაშინ SotC ვიდეო თამაში უბრალოდ არ გამოდის.

>>>


ჩემთვის ერთ-ერთი უმთავრესი მომენტი, რაც თამაშში დავიჭირე არის ის, რომ ყოველი კოლოსის დაგდებისას ერთმანეთში მერეოდა სიხარულის და სინანულის გრძნობები. გოლიათური არსება დიდებული და ტრაგიკული თემის ქვეშ ეცემა გაშლილ ველზე, ეს კი გამოვიწვიე მე. ყოველი კერპის განადგურებისას მიღწევისგან მიღებულ განცდასთან ერთად დამყვებოდა გაურკვევლობის ფიქრები. სამყარომ ყველანაირად მომცა საშუალება, რომ მაქსიმალურად შევსულიყავი მასში და ბუნებრივია, ყველა მომხდარ ფაქტს სიღრმისეულად ვუყურებდი და არა ზედაპირულად. გაურკვეველი იყო ჩემთვის კოლოსების და მათი კერპების არსი, ამას ხელს უწყობდა თითოეულის ხასიათი და მათი შესაფერისი ბუნაგი-ლოკაციები. სიტყვა-ძუნწი და ჩუმი სამყარო კი მუდმივად კითხვებისკენ მიბიძგებდნენ... რატომ იყვნენ იქ? რა შევცვალე მათი განადგურებით? ფიქრებით დატვირთული მოხეტიალე თითქოს მისივე ფიქრებივით ამოუცნობ სამყაროში განაგრძობს ხეტიალს და ფრთხილ კვლევას. თითოეული კოლოსიდან შემდეგ კოლოსამდე გზა მძაფრდება და უახლოვდება კულმინაციას, რომელშიც ჩემთვის გოგონაზე დიდი როლი ცხენმა შეასრულა : D

შემქმნელმა შექმნა თავისი, უნიკალური გამოცდილება, რომელსაც მრავალჯერ ვერ შეიძენ.

User avatar
Mchedlo
Posts: 899
Contact:

Shadow of The Colossus

Unread post#5 » 29 Jun 2014 15:52

არის რამდენიმე თამაში რომლის თამაში მინდა სანამ დავიბრიდები, ერთ-ერთი ესაა, რა არის ასეთი, ასეთ მღელვარებას რო იწვევს.
კაი თემაა სხვათაშორის.

User avatar
Ripster
Posts: 1334
Contact:

Re: Shadow of The Colossus

Unread post#6 » 03 Dec 2016 01:44

რადგან ცალკე icoს თემა არ გვაქვს და გული მიგრძნობს რომ მე ყველაზე ნაკლებად ღირსეული' თემის ავტორი ვიქნები ჩვენ გეიმოუერის ქომიუნითიში, მგონი აჯობებს აქ დავწერო ის ორი-სამი წინადადება რომელიც გულში მიდუღს
ამ წამს მორჩა ტიტრები და ძალიან თბილად ვგრძნობ თავს <3
მიყვარს ასეთი თამაშები რა, რომ მახსენებს რამდენად ლამაზი შეიძლება იყოს "რამე"
რაც დრო გადის მით უფრო კომფორტის მოყვარული მოთამაშე ვხდები, ანუ საშინლად მიკლავს მუღამს მთელი ეს ზედმეტი აქტივობები თამაშის ჩართვაზე, დაოპტიმიზირებაზე და მსგავს რამეებზე
ico ვითამაშე ემულატორზე და იცით რა ცუდი რამეა ამ კუთხით ზოგადად ემულატორის იქსფერიენსი ;დ
მაგრამ შევირგე ყოველი წუთი თამაშში გატარებული <3
განა არ გამაწვალა, იმენა ბარიერებს მიშენებდა გზადაგზა, მაგრამ ყურადღებას ვერ იქცევდა იმდენად ლამაზი რამე იყო
ბევრი რაღაც დავიჭირე ცალკე იკოს გარდაც, თუნდაც პოპზე გავლენა (პოპი როგორ მიყვარს მაგაზე ცალკე თემა შემიძლია დავწერო ;დდდ) პირიქითაც ბევრი რაღაც იყო კონცეფციის თვალსაზრისით.
ნუ ძაან მემილიონე ხარისხობრივი რამეა ახლა ეს
უშუალოდ თამაშმა კი ძალიან ლამაზი შთაბეჭდილება დამიტოვა <3
საშინლად მომინდა shadow of colossusის და the last guardianის თამაში
როგორც მოვახერხებ ეგრევე დავითრევ last guardianის დისკს (ლარის კურსის დედა რომ ვატირე)
shadow of colossusს კი არ ვიცი, თავს დავაკლავ ალბათ რომ გავუშვა წესიერად ემულატორით

icoს არტებს ვაგროვებ :fairy:
You'd better do something about that cough

User avatar
SLaYeR
Posts: 3817
Contact:

Re: Shadow of The Colossus

Unread post#7 » 03 Dec 2016 01:54

PS2-ს გათხოვებ თუ გინდა, ძველი TV თუ გაქვს ოღონდ, მონიტორზე და HDTV-ზე გაიდღაბნება პიქსელებად.
PS3-ისთვის არ მიმიხედია ამდენი ხანია, ამ Persona 5-ის ლოდინში აღარ მიმიქცევია ყურადღება და გაიწელა ამდენი ხანი. Siren Blood Curse მაქ დაჟე სათამაშო, ზაფხულში მოვიგე იაფად აუქციონზე და მიდევს ასე. ვინჩესტერი ამოვუღე, ჩავუსვი, 2-3 საათი დავტოვე და არ გათიშულა, რამდენად უშველა არც ეგ ვიცი და შუა თამაშში რას იზავს არც ეგ :D:D ვაჟამ მთხოვა, ბოლომდე დაშლას ვაპირებდით და გადაგვედო მერე ეგ თემაც. დისკს თუ გაჩითავ გათხოვებ მაინც იქნება წაიღოს, თუ არადა გავფატრავ ბოლომდე, ბოლო ვარიანტში კიდობანში წავიღებ.
ემულატორს თუ აირჩევ, ჩემი ატვირთული გადმოწერე, მომწერე და დაგეხმარები დაკონფიგურებაში, მაქსიმუმი ვცადოთ რაც გამოვა.
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
hellwalker
Posts: 3593
Contact:

Re: Shadow of The Colossus

Unread post#8 » 03 Dec 2016 03:05

პლეისთეიშენ ნაუ როა პცზე მანდ არაა ეგა?
https://www.playstation.com/en-gb/explo ... now-on-pc/
მე რემასტერი მაქ პს3, ერთს ვათხოცე მოვიკითხავ თუ დახურა
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Ripster
Posts: 1334
Contact:

Re: Shadow of The Colossus

Unread post#9 » 03 Dec 2016 05:04

უხ რა გემრიელი ხალხი ხართ ბიჭო! ;დ მადლობა გვერდში დგომისთვის :3
ჯერ ვეცდები ყველანაირად ემულატორის ამბავს, იქნებ გამომივიდეს მეც ისე მაინც ჩართვა რომ ჯიგრულად ვითამაშო ;დ
თან ახლა ცოტა ისეთი პერიოდი მაქვს ასე დარწმუნებით არ ვიცი როდის და რამდენი ხნით მიხერხდება ხოლმე თამაში და ეგეც ამბავია ;დ

ხვალ/ზეგ ემულატორების ამბავს ვიჩალიჩებ
სლეიერ შეგეხმიანები რამე კრიტიკულს თუ წავაწყდი ;დდდდ
You'd better do something about that cough

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Re: Shadow of The Colossus

Unread post#10 » 03 Dec 2016 09:26

აი იკოები viewtopic.php?f=64&t=%20445 viewtopic.php?f=64&t=%20845
ლასთ გარდიანის გამოსვლამდე სონიმ Shadow of The Colossus და Ico რემასტერი ერთხელ რო კიდე გამოუშვას არ შეილება ნეტა ? ))) მაგარი სასაცილოა ამ 5 წლიანი კონსოლების თემა. ძველი ექსკლუზივები ყველა კონსოლზე უნდა იყოს ხელმისაწვდომი, თუნდაც თავიდან საყიდელ ფორმატში. PS+ უნდა ყველაფერს მაინც და რამე ქლაუდიდან დასტრიმული ვერსიები მაინც რო იყოს ეგეც გაასწორებდა.
კვაზი-mode

User avatar
SLaYeR
Posts: 3817
Contact:

Re: Shadow of The Colossus

Unread post#11 » 03 Dec 2016 11:59

დაკონფიგურებული ემულატორი. 1.5.0 ვერსია კოლოსუსისთვის მორგებული სეთინგებით. Link

თამაში აქ დევს PS2-ის
Link
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
Ripster
Posts: 1334
Contact:

Re: Shadow of The Colossus

Unread post#12 » 03 Dec 2016 16:07

riddick
მაგარი სასაცილოა ამ 5 წლიანი კონსოლების თემა. ძველი ექსკლუზივები ყველა კონსოლზე უნდა იყოს ხელმისაწვდომი, თუნდაც თავიდან საყიდელ ფორმატში.

იგივეს ვამბობ მეც! ;დდდ

იკოების თემებზე კი ბოდიშს ვიხდი :(
არადა დავსერჩე მახსოვს და მარტო ეს თემა ამომიგდო, ალბათ რამე არასწორად ვქენი ;დ

SLaYeR
:saiclai: :saiclai: :saiclai:
You'd better do something about that cough

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Re: Shadow of The Colossus

Unread post#13 » 03 Dec 2016 16:25

ტყუილა იბოდიშებ, სამ ასოიანებს არ სერჩავს :bats:
კვაზი-mode

User avatar
SLaYeR
Posts: 3817
Contact:

Re: Shadow of The Colossus

Unread post#14 » 31 Oct 2017 01:35

კოლოსუსის რემასტერის ტიზერი https://youtu.be/D3VG_aN2_5k

შეიძლება არ დამეთანხმოთ მარა არც ამხელა ლამპიონივით მთვარე და არც ფერები არ უხდება ამას, Prince of Persia-ს და დისნეის ვიდზე უფროა ვიდრე კოლოსუსის, მთელი ის უცხო ethereal შარმი დაკარგულია და ის მოყვითალო გაცრეცილი განათების ეფექტიც სადღაც გააქრეს რაც ძალიან საუცხოო ატმოსფეროს აძლევდა თამაშს, უფრო ანტიკურს და მტვრიანს. ტყე იმენა ჩვულებრივია, როცა ორიგინალში გეგონება მივიწყებულ ჯადოსნურ ტყეში გადიხარო. უდაბნო და ხიდი კარგია. ცა და განათება დიდ როლს თამაშობდა ორიგინალში და დიდი იმედი მაქვს შემქმნელის არ ყოფნით არ ისარგებლებენ და ვიღაც ახალი მხატვრების მუღამში არ "გაალამაზებენ" მთელ თამაშს.

https://www.youtube.com/watch?v=6c_o06x7tGo ეს კი ორიგინალი.
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
hellwalker
Posts: 3593
Contact:

Re: Shadow of The Colossus

Unread post#15 » 31 Oct 2017 01:39

მგონი მარტო ინტრო იქნება ფერადი, ბოლოს ყავისფერი იყო გეიმპლეი არეა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 3817
Contact:

Re: Shadow of The Colossus

Unread post#16 » 31 Oct 2017 01:51

ხო ბოლოს ის უდაბნო და ხიდი ახლო იყო ორიგინალთან, დალშე რა იქნება არ ვიცი, პროსტა აქ ის შემთხვევაა სულ რო უმაღლესი ხარისხის გრაფიკა დადონ მთავარი მაინც ატმოსფერო და შეგრძნებებია აქ და მეშინია არ დაკარგონ, პაბალშომუ ბევრი არც იდარდებს მაგაზე იმიტო რო ძველი თამაშის ახალი პორტი გამოდის ახალ კონსოლზე და ბევრი კრიტიკაც არ ექნებათ, ძალიან დიდი მასა პირველად ითამაშებს ამ ვერსიას.
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
hellwalker
Posts: 3593
Contact:

Re: Shadow of The Colossus

Unread post#17 » 31 Oct 2017 02:42

PS3-ის რემეიქი ვითამაშე მე და არ მიუქარავთ იქ, აქაც არამგონია ქნან.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 3817
Contact:

Re: Shadow of The Colossus

Unread post#18 » 31 Oct 2017 04:02

PS3 რიმეიქი არ ყოფილა, HD იყო ერთი ერთში როგორც ემულატორზე ეშვება მასე, იგივე მოდელებით
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
Mchedlo
Posts: 899
Contact:

Re: Shadow of The Colossus

Unread post#19 » 31 Oct 2017 10:18

ტრეილერე დადეს რემასტერის.

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Re: Shadow of The Colossus

Unread post#20 » 31 Oct 2017 12:53

ბიჭო რავი მთვარე ცოტა დიდი მომეჩვენა ბაზარი არაა, მარა დალშე ყველაფერი თავის დონეზეა. ფაქტიურად ახლიდან აკეთებენ თამაშს და პირველ ტრეილერში რაც აჩვენეს ყველაფერი მაღალ დონეზე იყო იქაც. ტაკშტო ხარისხზე ნაკლებად ვნერვიულობ მე. მიხარია რო გამოდის.

პ.ს. მჭედლოს სალამი :)
კვაზი-mode

Return to “Game Reviews”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 2 guests