Earthworm Jim, Retrospective

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
Riddick
Posts: 11706

Earthworm Jim

Unread post#1 » 02 Jul 2012 15:45

>>> <<<
საერთოდ ძნელია ისეთ თამაშებზე წერა რომლებიც ბავშობიდან მოგყვება და პარალელურად გახვედრებს, რომ მისი ამხელა სიყვარული მარტო ასაკის გამო არ დაგრჩენია. ძნელია სწორი ფორმატის მოძებნა იმისთვის, რომ სწორად გადმოსცე პირადი გრძნობა და თამაშის ყველა ღირსეულ კუთხეზე შესაბამისი შთაბეჭდილება შექმნა. გეშინია არაფერი გამოგრჩეს, ან რაიმე არასწორათ არ გამოგივიდეს, მაგრამ სურვილი მართლა დიდიმაქ და უნდა ვცადო. თამაში რომელზეც ამ თემაში ვილაპარაკებთ, დღევანდელი საზომებითაც უნიკალურია და რაც ყველაზე ირონიულია, ამდენი წლის მიუხედავათ ორიგინალობას ერთი წვეთითაც არ კარგავს (განსაკუთრებით მეორე ნაწილი მაქ მხედველობაში), პირიქით, წლები მას უფრო ღირსეულს ხდიან, რაც ერთის მხრივ მიხარია, როგორც დიდ გულშემატკივარს და მეორესმხრივ მწყინს. წყენის მიზეზი მარტივია. კი ალბათ უკვე მესამე წელია რაც ინდუსტრიაში ძველი პლადფორმერების სტილისთვის ახალი სიცოცხლის ჩაბევრვა დაიწყო, მაგრამ ის მომენტი რის გამოც Sega Genesis-მა (ყველადროს ყველაზე მაგარმა კონსოლმა) თამაშები შემაყვარა, ჯერჯერობით გამოკვეთილათ არსად არ ჩანს. საუბარია რამდენიმე ელემენტარულ და მსგავსი ტიპის თამაშისთვის რეალურად სიცოცხლის ჩამდგმელ თემებზე, როგორებიცაა პროფესიონალურ დონეზე შესრულებული (იმ დროინდელი, დისნეის მულთფილმების მსგავსი) 2D ანიმაცია, ერთმანეთისგან რადიკალურათ განსხვავებული სეთინგის მქონე ტურები, მთავარ მექანიკაში ჩაშენებული მინი გეიმები, უნიკალური ჩვეულებრივი და სფეშალ მოწინააღმდეგეები (დაუვიწყარი ანიმირების დონით). Jim-ის პლიუსები ამაზეც არ მთავრდება, დღემდე მახსოვს ინგეიმ ხმები, ერთერთი საუკეთესო ტრეკლისტი და რაც მთავარია იუმორი, რომელიც ამ ზევით ჩამოთვლილ ყველა დეტალზე 120% არის მორგებული. 15 ლარი და დაუვიწყარი სამყარო შენი ხდებოდა (Sega-ს კარტრიჯები ეგრე ღირდა იმ დროს, ლეგოს მაღაზიაში). ხოდა ესე ქაოსურათ, რომ არ გავაგრძელო ქვევით შევეცდები დეტალებში აგიხსნათ და ტექსტიდან მაინც გადმოქცეთ ის, რაც ღრმა ბავშობიდან დამამახსოვრდა. სერიაში ორი მთავარი ნაწილია და შესაბამისად თხრობას მისი პირველი სერიიდან დავიწყებ.

>>>

Earthworm Jim
სტუდია Shiny Entertainment-ის ძალებით შექმნილი ვიდეო თამაში, რობოტიზირებულ კოსტუმში გამოწყობილ და ბოროტებასთან მებრძოლ მამაც მიწის ჭიაზე. პირველად თამაში 1994 წელს Sega Mega Drive/Genesis-ზე გამოვიდა, ხოლო შემდგომში მისი პორტი SNES, Game Gear, Game Boy და PC-ზეც გამოსცეს. ჯიმის თავგადასავალს კრიტიკოსებმა დეტალური ანიმაციის, გააზრებული სათამაშო პროცესის და ექსცენტრიული იუმორის გამო დადებითი დახასიათებები მისცეს. მოგვიანებით, 1995 წელს, Sega Mega-CD და Microsoft Windows 95-ზე თამაშის განახლებული Earthworm Jim: Special Edition ვერსია გამოჩნდა. მოცემულ ვერსიაში Big Bruty ტური, გაუმჯობესებული გრაფიკა, აუდიო მასალები და მთავარი გმირის ახალი ამუნიცია იყო დამატებული. სპეციალურ გამოცემაში ასევე ორი ტურის «New Junk City» («More Junk») და «What the Heck»? გაფართოვებული ვარიანტები იყო შესული. 2009 წელს კი კომპანია Gameloft-მა Java და iPhone პორტები გამოუშვა, რის შემდეგაც, 2010 წელს, მათივე ძალებით თამაში Xbox 360 და PlayStation 3-ზეც გადაიტანეს.

>>>
შექმნის პროცესი - ჯიმის სამყაროს დაბადება პირველ რიგში დუგლას ტენნეიპელის (Douglas TenNapel) დამსახურებაა - კალიფორნიელი კომიქსების მხატვრი და ანიმატორი, ასევე ცნობილი კომპიუტერული თამაშით "The Neverhood" (რომელზეც შევეცდები ცალკე დავწერო). ჯიმის ჩათვლით, თამაშის ყველა მთავარი გმირი მისი ატორობით არის შექმნილი. მთავარი პროგრამისტი, კომპანია Shiny Entertainment-ის ხელმძღანელი, დევიდ პერი გახლავთ (David Perry). ხმოვანი გაფორმების ავტორი, ტომი ტალერიკო (Tommy Tallarico) - თამაშის ტიტრებში მის მაგივრად, მისი ახლო მეგობარის, მარკ მილერის სახელია მითითებული. რაც სპეციალურად იყო გაკეთებული, რადგან ტომი იმ დროს ოფიციალურად Virgin-ის თანამშრომელი გახლდათ და პროექტზე დამსაქმებლისგან ფარულად მუშაობდა. თამაშის შექმნა 1993 წელს, Shiny Entertainment-ის დაარსების თანავე დაიწყო. პროექტის მაღალ დონეზე დამუშავებულ ვიზუალურ შემადგენელზე ერთდროულად რამდენიმე ანიმატორი მუშაობა. "Funky ჭიის" ძრავათ, რამდენიმე ხნით ადრე Sega Mega Drive/Genesis-ზე გამოსული, კომპანია Virgin-ის ჰიტის, «Aladdin»-ის ტექნოლოგია იქნა გამოყენებული.

>>>
სიუჟეტი - თამაში კოლორიტული პერსონაჟებით და მათი აბსურდული ისტორიებითაა სავსე. თავიდან თვითონ ჯიმიც ჩვეულებრივი მიწის ჭია იყო და მისი მოძმე წვიმის ჭიების მსგავსად, გუმუსის ჭამის და ყვავებისგან თავდაცვის მეტს არაფერს შვრებოდა. ერთ დღესაც, დედამიწის თავზე, კოსმოსურ სივრცეში, ბოროტი შიზოყვავა (Psy-Crow) აჯანყებულის ხელში ჩავარდნილ კოსმოსურ ხომალდს დაეწია. ხომალდის ბორტზე პროფესორ მაიმუნისთავასმიერ (Professor Monkey-For-A-Head) კონსტრუირებული "ულტრაზებგერითი -მაღალტექნოლოგიური -გაუნადგურებელი -სუპერ -კოსმო -კიბერ -კოსტუმი" ინახებოდა. სკაფანდრი ბოროტი დედოფალი მფეთქავი, გასიებული, ჩამპალი, ოფლიანი, სუნიანი, მახინჯი, ჟრვლინტტრაკიანის ბოროტი მიზნებისთვის იყო განკუთვნილი (Queen Pulsating, Bloated, Festering, Sweaty, Stinky, Pus-filled, Malformed, Slug-for-a-Butt) და მას გალაქტიკის დაპყრობაში უნდა დახმარებოდა. გრანდიოზული კოსმო ბატალიის დროს, სკაფანდრი დედამიწაზე დაეცა, იქვე მცოცავი "ჯიმიშერა" კი სრულიად შემთხვევით, მის საყელოში ჩაძვრა და შედაგად დიდ, ჭკვიან სუპერ გმირათ გარდაისახა (წვიმის ჭიის კვალობაზე). მომხდარის შემდეგ ჯიმმა შიზოყვავას და დედოფალი ჟღვლინტტრაკიანის საუბარს მოკრა ყური, რომლებიც დედოფალის დაზე, პრინცესა მოიცა-რაქვიაზე ლაპარაკობდნენ (Princess What’s-Her-Name) და "ლამაზმანის" გადასარჩენათ გაემგზავრა.

>>>
ტურები ქრონოლიგიურად - როგორც ზევით აღვნიშნე, თამაშის ყველა ტური უნიკალურია და ცალკეულ ფასეულობას წარმოადგენს, ამიტომ შევეცდები ყველა მათგანი გაგაცნოთ და მათში განვითარებულ მოვლენებზე გარკვეული წარმოდგენა შევქმნა (ყველა სახელზე მიბმულია youtube-ს ლინკი და შეგიძლიათ პატარა walkthrough-ც მოიწყოთ).
New Junk City - სეთინგი: ნაგავსაყრელის პლანეტა. ჯიმის მოწეული ყვავები და დემონური ლეკვები სახელად FიFიები უტევენ. მეორე ხარისხოვანი ბოსის როლში - ნაგვის ყუთი, ბორბლებით. ბოლო ბოსი - ტროსზე გამობმული ნაგავსაყრელის უფროსი ჩაკი. Special Edition-ში ჩაკთან შეტაკების წინ, დამატებულია ქვეეტაპი "More Junk", მას ჯიმი თავის სუპერ(აღარდავიწყებ) კოსტუმის გარეშე იწყებს.
Andy Asteroids - ბონუს ლეველი, რომელშიც ჯიმი თავის რაკეთით შიზოყვავას გასწრებას ცდილობს და პარალელურად მფრინავ ასტეროიდებს იცილებს. ყვავას გამარჯვების შემთხვევაში, თქვენ მასთან ღეა ბრძოლაში შესვლა მოგიწევთ.
What the Heck? - კატა ბოროტზიანას მმართველობაში მყოფი, პლანეტა ეშმაკი. ტურის სეთინგი ჯოჯოხეთის სტილშია შესრულებული და მის უკანა ფონზე თვითონ მმართველის ცეკვა ჩანს. მოწინააღმდეგეები: მფრინავი დემონები, ადვოკატები კეისებით. ტურში ისევ ორი ბოსია. პირველის როლში აგრესიულად განწყობილი თოვლის ბაბუა გამოდის, ხოლო მეორეჯერ თვითონ ბოროტზიანასთან გვიწევს საქმის დაჭერა.
Big Bruty - ხელმისაწვდომია მხოლოდ Specal Edition-ის ვერსიაში. მოწინააღმდეგეები: უზარმაზარი ობობები, ბრმა დინოზავრი სახელად Big Bruty (Shiny-ის არტ დირექტორის, ნიკ ბრუტის "საპატივსაცემოთ").
Down the Tubes - წვრილი წყალქვეშა ტრუბები, რომელიც სავსეა შტანგისტი კატებით, მფრინავი ძროხის ძუძუებით და კარატისტი კნუტებით. ტურში ორი დამატებითი სატრანსპორტო საშუალების გამოყენება მოგიწევთ - უზარმაზარი თახვი, მინი წყალქვეშა ნავი. ბოლოში მოცემული პლანეტის მმართველ, ოქროს თევზის, სახელად ბობის ვნახულობთ.
Snot a Problem! - სამ ეტაპად დაყიფილი ტური, სადაც ჯიმის მაიორ ლორწოსთან ერთად ელასტიურ ტროსზე ფრენა მოუწევს. მიზანი: ჯიმმა ისე უდნა გაწყვიტოს მაიორის ტროსი, რომ თვითონ არ ჩავარდეს ქვევით მოცურავე ურჩხულის ყბაში.
Level 5 - მაიმუნთავას ლაბორატორია. ტური რამდენიმე ნაწილათაა დაყოფილი და სავსეა პროფესორის ცდების შედეგად დაბადებული სილამაზეებით: მფრინავი თვალები, მუცლები, ენები და მოხტუნავე ტვინი. თავად მაიმუნიც აქტიურად ცდილობს ჯიმის განაწყენებას და მისი მიმართულებით ხან ცარიელ კოლბებს, ხან კი გააფთრებული თვალების ჯგუფს აგზავნის. დაახლოებით ტურის შუა ნაწილში, ჭერზე ოთკუთხედი ფორმის ტელეპორტი გვხვდება, რომლის საშუალებითაც საიდუმლო ლეველში "Who turned out the light?" მოხვდებით, სადაც პროფესორის კიდევ ერთი ქმნილება, მექანიკური ქათამი დათარეშობს.
Who Turned Out the Light? - ტური გამომაცოცხლებელი მუსიკის ფონზე, პრაქტიკულად სრულ სიბნელეში წარმოდგენილი, ხუთი ქვეეტაპისგან შედგება. ეკრანზე მიმდინარე მოვლენებს იშვიათათ ლამპიონების შუქი ანათებს, მაგრამ მთავარ ორიენტირად მაინც ჯიმის თვალები რჩება.
For Pete’s Sake! - ლეკვი პიტერისადმი მტრულად განწყობილი პლანეტა, სადაც მას სახლამდე უნდა გავყვეთ და გზაში მის უსაფრთხოებაზე ვიზრუნოთ. ვინიცობაა ძაღლს რაიმე არ მოეწონოს, იგი იმწამსვე მაქციათ იქცევა და ჯიმის ტურის დასაწყისში აბრუნებს.
Intestinal Distress! - კუჭნაწლავი. მოწინააღმდეგეთა შორის არიან: პროპილერიანი თევზები და ძროხის ძუძების ბანდა. ბოსის როლში შეწუხებული თორმეტგოჯა ნაწლავი - Doc Duodenum-ია წარმოდგენილი.
Buttville - ორ ნაწილად გაყოფილი ბოლო ეტაპი. პირველ ნაწილში, ჯიმის, თავისივე თავის პროპილერათ გამოყენების მეშვეობით, წვრილ შიპებიან გასაძრომებში მოუწევს დაშვება. მეორე ნაწილში უკვე პრინცესა ჟღვლინტტრაკას ბუნაგში იწყება მოგზაურობა, სადაც ფუთკრების გუნდის და გრძელ ენიანი ბაყაყების ხოცვის პარალელურად, ფრაკებიან მრავალფეხებებს გადავეყრებით. თვითონ დედა ფუტკრის ტანი, მთლიანი ლეველის ნახევარს იკავებს და მხოლოდ მისი სტინგის დამარცხების შემდეგ გვეძლევა მისი მოკვლის შანსი. და აი დადგა ბოროტების აღსასრულის ჟამი! გამგელებული ჯიმი თავის სატრფოსკენ მიემართება და ჰოი უბედურებავ! უცებ, ჰაერში დატელეპორტებული ძროხა ყველაფერს აფუჭებს!... (დეტალურათ იხილეთ ვიდეოში)
>>>

>>>

Earthworm Jim 2
ჯიმის მოგზაურობის მეორე ნაწილი. თამაში პირველათ 1995 წელს Sega Mega Drive და SNES-ზე გამოვიდა. 1996-ში, სიკველი, Rainbow Arts-ის ანთოლოგია Whole Can O’Worms-სთან ერთად, MS DOS-ზეც გადაიტანეს. მოგვიანებით კი ცოტა შეცვლილი ვარიანტები Sony Playstation და Sega Saturn-ზეც გამოვიდა. 2002 წელს თამაში Game Boy Advance, ხოლო 2009 წელს Wii-ს კონსოლისთვისაც გამოსცეს. პირველ ნაწილთან შედარებით, მოცემული სერია ბევრად დახვეწილი და იდეალამდე მიყვანილი იყო. გაუმჯობესება თამაშის თითქმის ყველა ასპექტს შეეხო და საბოლოო შედეგი დღემდე მშვენივრად გამოიყურება.

>>>
სიუჟეტი - პირველთან შედარებით, სიუჟეტი გაცილებით მარტივია. თამაშის დასაწყისში ჯიმი პატარა გარმონით, თავის სატრფოს, პრინცესა მოიცა-რაქვიას (Princess What’s-Her-Name) ბალადებს უმღემის. უეცრად, სიბნელიდან შიზოყვავი გამოხტება, ჯიმს ყურადღებას გადაატანინებს და იღლიაში ამოდებული პრინცესით ისევ სიბნელეში უჩინარდება. ჩვენი გმირი კი, რათქმაუნდა თავის სიყვარულის გადასარჩენ სოპერაციას იწყებს.

>>>
ტურები ქრონოლოგიურათ - ტურები პირველის მსგავსად სავსეა იუმორით და შემქმნელების ორიგინალური ჩანაფიქრებით, ამიტომ მათ მოკლე რეზიუმესაც ჩამოვწერ (პირველი ნაწილის მსგავსად, youtube-ს ლინკები მოცემული ტურების სათაურებშიც არი მითითებული).
Anything But Tangerines - პირველი ეტაპი ლამაზი მზის ჩასვლის ფონზე, რომლის გადალახვაც, ჯიმის პლანეტის ბინადარი ღორების დახმარებით მოუწევს. ტურის ბოსათ, თევზი ბობი გვევლინება, რომელსაც ჯიმი უბრალოთ შეჭამს.
Lorenzen’s Soil - სეთინგი: ქვიშით სავსე, მატლების მიწისქვეშეთი, წარმოდგენილი ერთი ტიპის იარაღით, რომლის მეშვეობითაც, ჯიმის ქვიშის კედლების ჩამოშლა უწევს. ტურში გასვლა შეზღუდულია დროში. ბოსი - ცარბორბლიან ველოსიპეტზე ამხედრებული მატლი პედრო.
Villi People - ლევიტაციის ტური, სადაც ჯიმს, ბრმა გამოქვაბულის სალამანდრის როლში უწევს გასეირნება. ეტაპის ბოლოში მოცემულია მინითამაში ვიქტორინის სახით, რომელშიც სხვადასხვა ტიპის კითხვებზე პასუხის გაცემით, დამატებით სიცოცხლეებს და სხვა სახის პრიზებს ვღებულობთ. ვიქტორინის დასრულების შემდეგ კიდევ ერთი ბონუს ლეველი იხსნება, რომელშიც ვიზუალურ მახსოვრობას ვამოწმებთ. ტურის საუნდტრეკი
Flying King - სეთინგი: ზედხედით მოცემული ლოკაცია, სადაც ჯიმი თავის რაკეთით, მტრულად განწყობილი მაცხოვრებლებით სავსე პლანეტაზე, ბომბის გადატანას ცდილობს და ბოლოსკენ, მოულოდნელი საჩუქრით მაიორ ლორწოს აფეთქებს.
Udderly Abducted - ტური ძროხების რთულ ცხოვრებაზე. ჯიმის ტურში გასასვლელად, მისი ოთხფეხა მეგობრების მოსაწველ ქოხამდე მიყვანა უწევს, სადაც ისინი შესაბამისად იწველებიან და რძის რეზერვუარის ავსებით, გზას გვიხსნიან შემდეგი მონაკვეთისკენ. მოცემული, მარტივი სქემის განხორციელებაში, ხელს გვიშლიან მინი მფრინავი თეფშები, რომლებიც ჩვენი ძროხების მოპარვას ცდილობენ.
Inflated Head - ცირკის ტური, რომელშიც ჯიმს საკუთარი თავის გაბერვით მოუწევს გასვლა, უფრო კონკრეტულად აფრენა. ფრენის სისწრაფის რეგულირება თავში მყოფი ჰაერით განისაზღვრება, ანუ თუ გვინდა, რომ ნელა ვიფრინოთ, უბრალოდ ვცლით ჭიის თავს ჰაერისგან, ხოლო როცა ჩქარა გასავლელი მომენტია, ვბერავთ. მწვერვალზე მისვლაში კი მთელი ტურის განმავლობაში კატა ბოროტზიანა გვიშლის ხელს. ასევე ბონუს მინი თამაში, ძალის საზომი ატრაქციონის სტილში.
ISO 9000 - ბიუროკრატიული ტური, რომელში გასასვლელათაც, პატარა რკინის რგოლით მოსიარულე თახვის დაჭერა და მექანიზმებში ჩადებაა საჭირო. მთავარ საფრთხეს მოხტუნავე ბიუროები (შკაფები) და ჯალათების მასკებში გამოწყობილი ბიუროკრატები წარმოადგენენ. ბოსი - ფეხებიანი კარები.
Level Ate - ბარბეკიუ გრილის ფონზე, სხვადასხვა fastfood-ის სეთინგში შესრულებული ტური. ჩანგლები, კვერცხები, ბეკონის ნაჭრები და სამარილე, რომელიც სულ კუდში მოგვყვება, მისი დაყრილი მარილი კი სიცოცხლეს გვაკლებს. ბოსი - პიცის ყუთში გამართული ბატალია, მფრინავ (ჩვეულებრივ) თეფშზე მდგარ ცეცლოვან ხორცის ნაჭერთან. ასევე ბონუს ტური "Totally Forked", სადაც ყველა მხრიდან მომავალ ჩანგლებს უნდა დავახწიოთ თავი.
See Jim Run, Run Jim Run! - ბოლო ლეველი, გასწრობანა შიზოყვავასთან. თუ პირველები მიხვალთ, ჯიმი ყვავას ტაქს უძახებს და გადარჩენილი პრინცესის ფონზე, ჰეფიენდით თამაში დასასრულისკენ მიემართება. მაგრამ!... უცებ, შენიღბული ძროხები, ისევ ყველაფერს აფუჭებენ ...
Puppy Love - თამაშის მთავარი მინიგეიმი (მოცმულია თითქმის ყველა ტურს შორის). მოთამაშის მიზანი: ბარონ პიტერ ვეარვულფოვიჩის ლეკვების გადარჩენა. ლეკვებს, შიზოყვავა თავისი სახლის ფანჯრიდან ყრის. რამდენიმე ლეკვის სიკვდილის შემთხვევაში, ბარონი მაქციათ იქცევა და ჯიმის სახის ძვლებს ულეწს.
>>>

სხვა სერიები - დღევანდელი დღისთვის ჯიმის თავგადასავლებზე სულ 5 სრულფასოვანი თამაშია გამოსული. 1. Earthworm Jim, 2. Earthworm Jim 2, 3.Earthworm Jim 3D (1999, PC, Nintendo 64) და 4.Earthworm Jim: Menace 2 the Galaxy (1999, Game Boy Color). ბოლო ორი Shiny-ს მონაწილეობის გარეშე შეიქმნა და საკმაოდ სლაბათ იქნა მიღებული მოთამაშეების მხრიდან. 2010 წელს Gameloft-ის კიდევ ერთი, რიგით მეხუთე პროექტი, Earthworm Jim HD ვიხილეთ. თამაში დამატებული იყო ერთი ახალი ტურით და 4 კაციანი კოოპერატივი, მაგრამ ანიმაციის დონე მკვეთრად ჩამოუვარდებოდა თავის დროზე Genesis-ისზე გამოსულ, მეორე ნაწილის პროფესიონალურ სტილს.

>>>
მულტიმედია - ტრიუმფალური წარმატების შემდეგ, ჯიმისთვის ტელე ადაფტაციის შექმნა დაიწყო და დუგლას ტენნეიპლის ხელმძღვანელობის ქვეშ 1995 - 1996 წლებში მულტსერიალის ორი სეზონი გამოვიდა. ჯიმმა თავისი გმირული წინსვლა ასევე 2 სხვადასხვა კომიქსის ფურცლებზეც განაგრძო. 1995 წელს გამოსული, ამერიკული ვერსია, ცნობილი სტუდიის Marvel Comics-ის მიერ იყო შექმნილი. სამივე ნომერი ერთ სიუჟეტად იყო შეკრული და ზუსტად გადმოსცემდა თამაშის აბსურდულ იუმორს. 1995 - 1998 წლებში გამომცემლობა Arcadia-მ კომიქსის, ბრიტანული, 5 ნაწილიანი ვარიანტი გამოსცა. მოცემული, მულტსერიალის ისტორიაზე იყო კონცენტრირებული და გაცილებით მცირე წლოვან აუდიტორრიას ეკუთვნოდა.

>>>
საინტერესო ფაქტები - "ჭიის საძმოში" პირველათ, 1991 წელს ტენნეინლის მიერ გამოქვეყნებული პატარა კომიქსის მთავარი გმირი, კატა ბოროტზიანა შეიქმნა. ორი წლის შემდეგ ავტორმა, ჯიმის ჩათვლით, სხვა დანარჩენი პერსონაჟები მოიგონა და დევიდ პერის გუნდს გააცნო. თავიდან დევიდი მთავარი გმირისთვის ლენსის დარქმევას აპირებდა (Lance - შემოკლება სახელიდან ლონსელოტ). გუნდმა მოცემულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, მაგრამ ტენნეიპლი დარწმუნებული იყო, რომ უკეთეს ვარანტს მოიფიქრებდა, რაც საბოლოოდ ასეც მოხდა. თამაშის პირველ ორ სერიაში ჯიმი თავისი მეორე "მამის", დუგლას ტენნეიპლის ხმით ლაპარაკობს. მულტსერიალში და Earthworm Jim 3D-ში ჭიას ჰომერ სიმსონის ხმა, დენ კასტელლანეტა (Dan Castellaneta) ახმოვანებს.
>>>
მომავალი - კომპანია Interplay-ს მტკიცებით, მათი გუნდი უკვე დაკავებულია ცნობილი სათავგადასავლო სერიის მომდევნო ეპიზოდით და ახალი თამაში, მოცემული ინტელექტუალური საკუთრების მფლობელის, დუგლას ტენნეიპლის უშუალო ხელმძღვანელობის ქვეშ იქმნება.

>>><<<

User avatar
SLaYeR
Posts: 6139

Earthworm Jim

Unread post#2 » 02 Jul 2012 22:20

უნიკალური თამაშია ჯიმი, ჩემი ბავშვობის ერთერთი საუკეთესო
ეხლაც მახსოვს პირველი ჯიმი რო მოვიტანე და ჩვრთე, მუსიკამ გამაოცა ჯერ
მერე უბანში დენი ჩაჭრეს და გავიქეცი საბურთალოზე ბებიასთან : D
მივედი და იქაც იმ დღეს გაითიშა შუქი )))))) კარტრიჯი ხელში მიჭირავს და ნახევარი საათის ნათამაშებს ვიხსენებ
და შუქს აკეთებენ და ჩემი ტავგადასავალიც იწყება ))) ეს იყო თამაში რომელმაც UMK3-იდან და co-op თამაშების მუღამიდან სხვა ეტაპზე გამიყვანა და გამზარდა, ყველა თამაშს ჯიმის საზომით ვზომავდი და სხვათაშორის ძალიან სწორადაც (თუმცა არც ისე ბევრი თამაში ჩამოუვარდება ჯიმს სეგაზე) ხარისხი, გემოვნება, სტილი, მუსიკა, სეთინგი (თან იმ დროს მულტსერიალიდან ვიცცოდი რამდენიმე სერია), ოპერსონაჟები, ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო შესრულებული და თუ არ იცინოდდი ღიმილი მაინც გქონდა სახეზე თამაშისას.. ბევრი თამაში დამიხურავს სეგაზე და უმეტესობას 2 ლარის დამატებით ვცვლიდი ხოლმე, რასაც დღეს ვნანობ, ზოგს ერთის მეტს აღარ ვხურავდი, ზოგს კი მინიმუმ 5ჯერ, თუმცა ბოლოს ახალი თამაშისთვის უმეტესობას ვწირავდი...მოხდა ისე რო ყუთი გატყდა და ფიქრიც გაცვლაზე დამთტავრდა ))) ჯიმი გახდა თამაში რომელსაც ყოველთვის ვუთმობდი დროს და არ ქონდა მნიშვნელობა რამდენჯერ მქონდა დახურული, დღემდე მოყოლებული ვთვლი რო საჭიროა გარკვეულ პერიოდებში ჩაჯდომა და გახსენება, რასაც უკვე ემულატორზე ვაკეთებ ხოლმე

მადლობა ბაჩმენ კარგი თემისთვის, კარგ განწყობაზე დავდექი
ესაც ჩემი კარტრიჯი (პირველი სერია დევს ოღონდ, თავიდანვე მასე ვიყიდე), ძალიან დიდი ხნისაა )))

>>>

>>>
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11706

Earthworm Jim

Unread post#3 » 03 Jul 2012 02:33

კარგია თუ მოგეწონა. ერთი ორი დღე მოუნდი, თან მუღამი მქონდა წერის.
youtube-ს ვიდეოებში ძირითადათ ემულატორის ვერსიებია ჩაწერილი და გრაფიკა ვერააქ ისეთი როგორც ძველი ტელევიზორის ეკრანზეც ჩანდა. მარა სპეციალურათ ეკრანიდან ჩაწერილებიც დევს და თუ ვინმეს დაგაინტერესებთ შეგილიათ გადახედოთ.
P.S. კასეტის მდგომარეობაზე მაგრად ვიღადავე

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 262 guests