Resident Evil, სერიის რეტროსპექტივა: საუკეთესო ნაწილები

საერთო < ისტორია < ამბავი < რეტროსპექტივა < კვლევა < ანალიზი < ესე
User avatar
Ripster
Posts: 1854

Re: Resident Evil

Unread post#101 » 10 May 2021 15:36

მესამეზე მაქვს უამრავი თბილი სიტყვა სათქმელი
შესანიშნავი სრული რიმეიქია 20+ წლის თამაშის

ბრავო ძმაო
მორჩა თუ არა თავიდან მომინდა ჩართვა

მაგრამ .l.-ს ჩავუჯექი
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Resident Evil

Unread post#102 » 10 May 2021 18:40

სრული რიმეიქი რანაირადაა ძმურად? ნახევარზე მეტი ამოჭრილია ))
რიმეიქიც არაა ეგ პაბალშომუ, ძალიან ცოტა აქვს ორიგინალთან საერთო.
RE3-ის პერსონაჟებით არის ახალი თამაში გაკეთებული და მოტყუებით გაყიდული რიმეიქად ))
როგორც ვიცი დაჟე ეგ ხალხი გაყარა კეპკომმა :DDD
მეორეს რიმეიქიც კი ვერ გააკეთეს სრულად და ვერ მიწვდნენ ორიგინალის სიუჟეტის მასშტაბს, მარა დიდწილად გაიმეორეს პირველი სცენარიო მაინც. ეგ ითამაშე თუ არ გითამაშია, კარგი რიმეიქია.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Ripster
Posts: 1854

Re: Resident Evil

Unread post#103 » 10 May 2021 20:04

რანაირად და ასე ;დ
ზუსტად მაქვს სიტყვები შერჩეული და ისეა დალაგებული ეგ წინადადება
სრული რიმეიქია 20 წლის თამაშის და შესანიშნავია ყველაფრით რაც შიგნით დევს.
რემასტერი კი არ არის, არც პორტია რამე ძველი კონსოლის
- რიმეიქია

მოტყუებით გაყიდულიო ;დდდ
დანონსებიდან პირველ ნიუსებშივე თქვეს რას ჭრიდნენ თამაშიდან და რას ამატებდნენ მაგაზე თუ აპელირებ ახლა და მაგიტომ გგონია რომ ცუდი თამაშია, არასწორად ფიქრობ ;დ
არ ჯდება ამ ხედვაში პაზლი პაზლისთვის, აი მეორეში კიდე ჯდებოდა იმიტომ რომ სხვა იდეის თამაში იყო ორიგინალი, ნელი და ექსპლორაციული, მაგრამ ამაში არა, სხვა იდეისაა ორიგინალიც და ეგ იდეაა ქვაკუთხედი ამ ნაწილის. მეც გამისწორდებოდა ქლოქთაუერის ლოკაცია, მაგრამ კომპრომისზე წავიდნენ. ამის ამოღებით სხვა ელემენტები წამოიწია მაგრად წინ, რის გამოც შესანიშნავ თამაშად შედგა, რომელიც თავის რაობით რეიზიდენტ იველ 3 არის თავიდან ბოლომდე, ჯილ ვალენტაინი რომ ხარ სთარსის წევრი და ნემესისი რომ დაგდევს კუდში მოსაკლავად.
ორიგინალი რეზიდენტ იველ 3 რომ აღწერო რა თამაში უნდა ყოფილიყო / არის, აი ეგ წინადადება თანამედროვე AAA თამაში რომ გახადო ეგეთია

არც ნახევარი თამაშია ამოჭრილი, ერთი ლოკაციაა ამოჭრილი და მეორე დაპატარავებული, სამაგიეროდ სხვა ლოკაციებია გადიდებული და დეტალურად დამუშავებული ლორის მიხედვით ;დ
რა სიყვარულითაც ორიგინალი ტრილოგიის ლორის მიმართ არის ეს და მეორეს რიმეიქი გაკეთებული ეგეთ მიდგომას სხვაგან საერთოდ ვერ ნახავ ალბათ
ყურადღებით უდგებიან პერსონაჟებს, ლოკაციების, მოვლენებს.

როგორც ვიცი დაჟე ეგ ხალხი გაყარა კეპკომმა :DDD

არავინ გაუყრია, ეგ თიმი ახლა მეოთხეს რიმეიქზე მუშაობს

მეორეს რიმეიქიც კი ვერ გააკეთეს სრულად და ვერ მიწვდნენ ორიგინალის სიუჟეტის მასშტაბს, მარა დიდწილად გაიმეორეს პირველი სცენარიო მაინც. ეგ ითამაშე თუ არ გითამაშია, კარგი რიმეიქია.

საერთოდ არაფერი დაეწუნება მეორე ნაწილის რიმეიქს
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Resident Evil

Unread post#104 » 10 May 2021 20:25

შენ დაწერე სრული რიმეიქიო, ხოდა მე გეუბნები რო არ არის სრული და ეგ გამოდის ტყუილი :D
და ეხლა კიდე ტყუილს ამატებ :DDD მოდი გავიაროთ და სათითაოდ რაში ვცდები:

მონსტრებზე თქვეს შუა დეველოპმენტში რასაც ჭრიდნენ, მეტია რაფერზე. დამიდე სტატია სადაც გამოსვლამდე თქვეს ეგ. გამოოსვლის წინ ლიქებს არ ვგულისხმობ, სტუდიის განაცხადს ვგულისხმობ. თუ არადა კი ამაზე ვაპელირებ და თაღლითობას ვაბრალებ.

ეგ მეორე აბზაცი არის შენი წარმოდგენა AAA-ზე და გადასხვანაირებაზე და ჩემი წარმოდგენა ეგ არ არის, მაგაზე ვერ შემეკამათები, ნამეტნაი სუბიექტურია შენ რა წარმოგიდგენია და მე რა წარმომიდგენია :D ამას ვერ მომყიდი ისე რო კარგია, ჩემთვის უგემოვნობის აპოთეოზია :D მითუმეტეს მეორე ნაწილი დევს მაგალითად და მესამეს ფაზლები ორიგინალშიც არ იყო რაღაც სასწაული, პირიქით ბლოკბასტერულ მუღამში ჯდებოდა. შენ შენი სტანდარტი გაქვს მე ჩემი, რაზეც ვკამათობ არის ფაქტებიდან გამომდინარე ობიექტური შეჯამება :D

ჩამოვყვეთ ახლა:
ორიგინალის რამდენიმე გასვლის გზა ამოჭრილია და ერთ რელსზეა დასმული
ლოკაციებიდან: სითი ჰოლი ამოჭრილია (თავისი სიუჟეტით)
პარკის ლოკაცია ამოჭრილია (თავისი სიუჟეტით)
სასაფლაო ამოჭრილია (თავისი სიუჟეტით)
ქლოქ თაუერი ამოჭრილია (თავისი სიუჟეტით)
ფაზლები ამოჭრილია
მონსტრები: ბრეინ საქერები ამოჭრილია
ობობები ამოჭრილია
გრეივ დიგერის ბოსი ამოჭრილია
ნემეზისის მეორე ფორმა ამოჭრილია
ნემეზის მესამე ფორმა ძაღლად გადააქციეს
ბრედსაც აღარ კლავს
მთელი თამაში დევნა აღარაა, არის ლოკაციაში დევნა და მერე QTE ან ბოსად
(RE2 Remake-ის დონის დევნის დონეც ვერ მისცეს)
სიუჟეტიც ბუნებრივად შემცირებულია და სხვანაირად მიდის

დამატებულია რამდენიმე ლოკაცია და გაზრდილია ლაბორატორია და ჰოსპიტალი - ანუ ვიღაცის მემკვიდრეობაზე ტიპებმა ჩათვალეს რო ჩვენ უკეთესს ვიზავთო და სხვისი ნაწვალები ამოჭრეს და თავისი დაამატეს )))) პახოდუ მეუბნები რო ფაზლები არ ჯდებაო და რატო არ ჯდება მაგას ვერანაირად ვერ ამიხსნი, მე გეუნები რო ჯდება და ჯდებოდა :D

რაც შეეხება მეორეს რიმეიქს, საერთოდ არაფერი რას ნიშნავს?? სცენარიოში ბევრი რამეა ამოჭრილი და მე ვუწუნებ მაგას. მეტყვი რო არ არის ამოჭრილი ან არ უნდა დავუწუნო? ბაზარი არაა თუ არ არის ამოჭრილი ესაც შევადაროთ. რავი რა მიდგომაა ეგ, არ დაეწუნება და მე ვატრაკებ? შეგიძლია მეორეზე ჩემი კომენტარიც ნახო წინა გვერდზე Post 1, Post 2 და მითხრა რას ვწერ ტყუილს და რაში არ მეთანხმები არგუმენტებით :D

EDIT:
აქვე გაუგებრობა რო ავიცილოთ.
სრულში თუ გულისხმობ რო მთელი თამაში აიღეს და სრულად (მცირე ცვლილებებით) გადაიტანეს, აქ გეკამათები.
თუ გულისხმობ რო ძირფესვიანად სრულიად ყველაფერი გადაცვალეს და "გაათანამედროვეს", მაშინ ტყუილად გაბრალებ სიცრუეს და ბოდიში :D

დალშე მოდი ტერმინებშიც რო არ ავირიოთ, შემდეგ პუნქტებზე შევთანხმდეთ. დღეს გეიმინგ ჟურნალისტიკაში და გეიმინგ ფორუმებზე იხმარება შემდეგი ტერმინები - Remaster, Remake, Reimagine, Reboot.
რო მითხარი რემასტერი არაა და რიმეიქიაო, ეგ დავალაგოთ რიმეიქი რას ნიშნავს, იმიტო რო სტუდიებს ფეხებზე კიდიათ რიმეიქს არქმევენ გასაყიდად და კონკრეტულად პირველი ნაწილის რიმეიქი და მესამე ნაწილის რიმეიქი ორივე რიმეიქი ვერ იქნება, არ გამოდის ეგ, ორი რადიკალურად განსხვავებული მიდგომაა და არ ჯდება ლოგიკაში.

Remaster - იგივე თამაში იგივე კოდით, დააფდეითებული რეზოლუცია, ტექსტურები, მცირე პაჩები.

Remake - ახალი თამაში ახალი ენჯინით/კოდით, რომელიც დიდწილად არის იგივე თამაში, ოღონდ შეიძლება ქონდეს დააფდეითებული სკრიპტი, უმნიშვნელოდ დამატებული ან მოკლებული სიუჟეტური დეტალები/კვესტები, სხვაობა განათების ესთეთიკაში (ზოგჯერ კარგი ზოგჯერ ცუდი) და ასე შემდეგ. მაგალითები: Crash N Sane Trilogy, Spyro Trilogy, Shadow of The Colossus PS4, Resident Evil 1 Remake, Tomb Raider Anniversary

Reimagine - ახალი თამაში მნიშვნელოვნად შეცვლილი სთორით, ლოკაციებით, პერსონაჟებით, ახალი ლორით, მაგრამ დარჩენილი იგივე ბაზისი. მაგალითად: DmC: Devil May Cry, Ratchet and Clank (2016)

Reboot - ნუ სერიების ახლიდან დაწყება ახალი გადაწყვეტებით. მაგალითად Tomb Raider Reboot, Thief Reboot

ამ შემთხვევაში ჩემი გაგებით ეგ მესამე ნაწილი გამოდის რეიმეჯინი, იმიტო რო აღებულია კონკრეტული ბაზისი და ბევრ ლეველზე წარმდგენილია სხვანაირად, არ მიყვება იგივე სიუჟეტს და ფაქტიურად შენდება ახალი თამაში კონკრეტული ახალი დეველოპერების ხედვით. ამ შემთხვევაში მე არგუმენტი არ მაქვს საკამათო, მე სუბიექტურად არასაჭიროდ და უხარისხოდ ჩავთვლი, შენ მაგარ პონტად ჩათვლი და წერტილი.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Ripster
Posts: 1854

Re: Resident Evil

Unread post#105 » 11 May 2021 04:04

კაი რა, სლეიერ
რა პოსტი დამიწერე, ბიჭო, არ გრცხვენია? :)
ვაბშე იმ რეზიდენტ იველის დედასაც შევეცი ორიგინალ რიმეიქიანად, რომელიც ერთმანეთს უგემოვნოებს და მატყუარებს გვაძახებინებს
რას უნდა გატყუებდე, რა უნდა მოგყიდო ძმობას გაფიცებ, კეპკომის თანამშრომელი ვარ შემოპარული აქ?
როგორ გავიგო ძმურად ახლა ეს პოსტი

ჯერ მე რას ვწერდი და მერე შენ რას მიწერ და თან როგორ
ორჯერ დავწერე 20 წლის წინანდელი თამაშის სრული რიმეიქი გააკეთეს თქო, დავიჯერო მართლა არ იყო მანდ გასაგები რასაც ვგულისხმობდი "თანამედროვე გეიმინგ ჟურნალისტიკის და გეიმინგ ფორუმების ტერმინები" რომ არ გამოგვეყენებინა? ან რა აცდენა ნახე ტერმინში ისეთი რომ ვერ მიხვდი რას ვგულისხმობდი?
კაი, პირველი პოსტით თუ ვერ მიხვდი მაგას, მეორეში ხო თავიდან ბოლომდე მაგაზე ვწერდი, კონკრეტული თამაშის იდეის გარშემო არის აშენებული ახალი, თანამედროვე AAA-თამაში მეთქი, რომელიც ყურადღებით და პატივისცემით ექცევა ორიგინალი ტრილოგიის ლორს.
სუბიექტურობა და ობიექტურობაზეც სად წახვედი საერთოდ. იმას ვამბობდი რომ ბლოკბასტერია თანამედროვე და ტემპი უჭირავს, ორიგინალის ქვაკუთხედიც ეგ იყო და ეგ გააკეთეს კარგად მეთქი. არ იყო ასეთი ორიგინალი რეზიდენტი? ზუსტად მაგით განსხვავდებოდა ჩემთვის ორიგინალი პირველი და მეორე მესამე რეზიდენტისგან. ასეთი ამოცანით რომ ამოჭრეს რაღაც პაზლები და რაღაც ლოკაციები იმის გამო არ არის რომ ძველების მოყვარულებს ებრძვიან და ერთი სული აქვთ მუღამში როდის ჩაუჯვავენ. რომ თამაშობ ხვდები რომ ტემპის შენარჩუნებისთვის იყო, როგორც ნარატივის ისევე გეიმფლეის კუთხით. 90ების თამაშს და მაგის სთორი დადგმა და გეიმფლეი ლუპს რომ აკეთებ 2021 წელს, პირველი ნაწილის ყაიდის რემასტერს თუ არ აკეთებ, იქ მაშინ სინემატიკების დადგმაც მოგიწევს თავიდან და დიალოგების გაზრდაც, ხანდახან ნახატებიანი საათების პაზლების ამოჭრაც და გაღრმავება მომენტების რომ წესიერად იმუშაოს და თამაშს დაემსგავსოს მთლიანობაში. გავიარე თამაში და დამახინჯებული კი არა პირიქით, იმენა ორიგინალი ტრილოგიის სიყვარულიაა გაკეთებული რაც არის.
პირველის რემასტერს თუ ელოდი, არ არის ეგ და წლებია დაანონსებული იყო ორივე რიმეიქი და არც ერთზე იყო ასეთი ანონსი.

ვაბშე ამის იქით, მე საერთოდ ის არ მესმის სერია რომ 10 თუ 15 წელია სადღაც მძღნერში გდია, ხან აფრიკაში აბორიგენებთან აბრძოლეს ძველი პერსონაჟები და ხან შვიდ მეტრიან ტროლებთან, ერთი მეორეზე ბანძი ნაწილები გამოდის და უცებ ასეთი დადებითი მოვლენა ხდება, ძველ შენთვის საყვარელ ქალაქს და ლოკაციებს გიცოცხლებენ სიყვარულით და პატივისცემით ფესვებთან, გინდ გეიმფლეის კუთხით, გინდ სთორის, გინდ ატმოსფეროს და პატარ პატარა დეტალების მხრივ,
აი ლამის ორი ათწლეული რომ არ ყოფილა ეგეთი რამე და მაინც მაგას ნეგატიურ კონტექსტში როგორ უყურებ, ან როგორ არ გახარებს ეს ამბავი არ მესმის სერიის ძველი მოყვარული რომ ხარ

შემოვედი დავწერე აქ მეთქი მოვუყვები, იქნებ მუღამი გავუჩინო თქო და
დამახვედრა კაცმა პოსტი, შენ და მე განვსხვავდებით - შენ ყლეობა გევასება და მე მაგარი რამეები და ვერ მომყიდიო

ხარაშო, სლეიერ,
არ მოგყიდი ძმაო
აი მინდოდა მომეტყუებინე რა და მერე ჩემი ბანძი გემოვნებით გაპრავებული თამაში შემომეტენა შენთვის და არ გამომივიდა :confused:

----------
ჩაგისწორებია რაღაცები სანამ დავწერე
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Resident Evil

Unread post#106 » 11 May 2021 06:29

ტყუილზე იმას ჩავაჭირე რო ამოჭრილია და სრული არაათქო, და არა ის რო მატყუარა ხარ ან რაღაც და იმენა მოსატყუებლად მოდიხარ. ერთ ათ წუთში დავფიქრდი მერე კაცი სხვა რამეს ხო არ გულისხმობსთქო და მაგ პონტში დავამატე ქვემოთ. მართლა ვერ მივხვდი თავიდან, მეორე პოსტში მითუმეტეს ვერ მივხვდი, თან რო გკითხე სრულად როგორ როცა ამოჭრესთქო და მეთქი ერთ რამეზე ვლაპარაკობთ.
ნუ ბანძი გემოვნება არ მიხსენებია მითუმეტეს შენზე. შეიძლება რამეზე დაგეთანხმო შეიძლება არა, დისკუსიაც მაგისთვისაა, მარა პროდუქტის შეფასებისას თუ ავცდით ერთმანეთს არ ნიშნავს რო მაგას ვიფიქრებ შენზე. სისულელეა ეგ.
მოყიდვაზე იყო რო ასე და ასეა შექმნილიო, რასაც რადიკალურად სხვანაირად ვუყურებ და ვერ ვიყიდი ეგეთ აზრსთქო, კეპკომების და ბიზნეს ინტერესების გარეშე ვიგულისხმე ეგ რათქმა უნდა.
დალშე კი, მეც შევეცი ლუბოი თამაშს თუ მაგის გამო რამე წყენისმაგვარში გადაიზრდება. ვაბშე სხვა მუღამით დავწერე ეგ რაც დავწერე და მეთქი არგუმენტირებულად ვიკამათებთქო მარა არ გამომივიდა შეიძლება ლამაზად და გაწყენინე როგორც ჩანს.

თვითონ თამაშზე კიდე რავი, მართლა სუბიექტური აღქმაა ეგ თუ რა გააკეთეს დეველოპერებმა და უცნობია იმათი ჩანაფიქრი მანდ რა და რატო ქნეს, მაქსიმუმ ივარაუდო თუ თვითონ არ დაწერენ, თვითონ კიდე ამბობენ რიმეიქიო და მერე აღმოჩნდა რო ვაბშე განსხვავებული იქსფერიენსი დადეს რომელსაც მეორის DLC-დ აპირებდნენ თავიდან. ჩემი სუბიექტური აზრით ბიუჯეტის და მოსწრების ამბებია მასეთი აჩეხვა და არა მაგ გუნდის კინემატოგრაფიული გენიის.
ობიექტურად კიდე მე ფაქტებს ჩავაჭირე რო რავი რაც იყო მესამეში, ახალმა თაობამ რო გაიცნოს იქიდან ბევრი რამე აღარაა და ფაქტიურად სხვა თამაშს ათამაშებენ ხალხს. ძველებმა ორიგინალიც ვიცით და თუ უნდათ რო დაგვაინტერესონ გაგვიკეთონ სრულფასოვანი რიმეიქი, სულ ეგაა. მეორეს რიმეიქი ერთ სცენარიოზე მაინც ხოა წესიერი და დებს პოტენციალს და ამაზეც ექნათ მაქსიმაურად მაიხლოებული, ახსნითაც არაფერი ახსნეს. რავი მე მეორე რა სახითაც დამიდეს მაგრა გამიხარდა და იმის მიხუდავად რო სხვა დაპირებები იყო სრულყოფილ კანონიკურობაზე მაინც დადებითად შევაფასე.
ცალკე აღებული თამაშით ახლა შეიძლება ამითაც ისიამოვნო და იკაიფო თუ მართლა ძველის ახლებურ ვერსიას არ ელოდები RE2 Remake მიდგომით, მარა იმ ძველში ფაზლებიც იყო, მემოებიც, სხვადასხვა გასვლის გზებიც - რითიც replayability გაზრდა შეეძლოთ, თუნდაც ფაზლების შემცირებაზე რო თვალი დაგვეხუჭა და მასე რო ჩავყვეთ უამრავი რამის ჩამთვლა შეიძლება. რავი არტ სტაილზეც თვალს ვუხუჭავდი ყველა შანსს ვაძლევდი და ველოდებოდი პროექტს და ეგ რაც დადეს მაგ სახით და სახელით მიუღებელი აღმოჩნდა ჩემთვის.
ის რო მოგწონდეს და აფასებდე ისე როგორც აფასებ და გგონია, მე არ მაქ მაგასთან პრობლემა, განსხვავებული აზრი გვექნება და სულ ეგაა, ვერც შენ დამაჯერებ სიკარგეს და ვერც მე დაგაჯერებ სიცუდეს, მაქსიმუმ ვიდისკუსიოთ იმაზე რა შეიძლებოდა ჩვენი აღქმით რო მომხდარიყო და მორჩა. მე რატომაც გამოგეხმაურე პოსტზე ეგ იყო "სრულს" რაც შეეხებოდა.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: Resident Evil

Unread post#107 » 13 May 2021 12:01

თქვენ არ იკამათოთ და სოფელი მგონი ნორმალური დადეს. მეოთხესავით ბოევიკიც არ არი და მეშვიდეს დებილი გემის ჩაფტერებიც არ მოუბრუნებიათო https://www.youtube.com/watch?v=iIsLtTwPTf4

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Resident Evil

Unread post#108 » 19 Sep 2022 21:34

https://www.youtube.com/watch?v=qFVibXHwP7A
აუთბრეიქების ტუტორიალი ონლაინში სათამაშოდ
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Return to “General”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 0 guests


cron