Might and Magic Heroes VI, Review

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
BoromiR
Posts: 638

Might and Magic Heroes VI

Unread post#1 » 08 Jan 2012 05:58

>>>

THE SHADOW OF DEATH IS UPON US, CURSING OUR ENTIRE FAMILY, PITTING BROTHER AGAINST SISTER. © Anton

>>>


64 განუწყვეტელი gameplay საათის შემდეგ, გულახდილად შემიძლია ვთქვა, რომ 21 საუკუნის ყველაზე ბრილიანტური TBRPG-ია, და ახალი Heroes-ებისგან ყველაზე გამორჩეული. რა კუთხიდან არ შეხედავ ყველგან ინოვაცია იგრძნობა, რომელიც საკმაოდ კარგად არის შესრულებული.
თამაშის ბეტა-ვერსიიდან ძალიან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი. გავიგე თუ არა რომ თამაშის უმნიშვნელოვანესი ასპეკტები გაადვილებული იყო, და გამარტივებული იმ დონემდე რომ ყველამ შეძლოს ამდაგვარი თამაშის მარტივად გაგება - მინდა ვთქვა რომ ეს რეალობისგან შორსაა და ვცდებოდი.
მართალია, ბევრი "საკულტო" თვისებები დაკარგა მეექვსე ნაწილმა, მაგრამ ამავე დროს ბევრი ახალი და უნიკალური შეიძინა. ზოგადად, მინდა ვთქვა რომ TBRPG ჟანრი ისედაც სიკვდილის ზღვარზეა, და არამგონია რომ რაიმე კონკრეტულ IP-მა ამ საქმეს უშველოს. უბრალოთ ახალი თაობის გეიმერების აღარ აინტერესებთ ამდაგვარი თამაშები, განსაკუთრებით როდესაც შეუძლიათ თავიანთი დრო ჩადონ იგივე MMO-ში.
უშუალოდ სანამ თამაშის განხილვაზე გადავალ მინდა ვთქვა რომ "გმირების" სერიაზე გავიზარდე. ყველაზე ათასობით საათი მაქვს დახარჯული (პირდაპირი გაგებით), და ვიცი რომელს რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. Heroes of Might and Magic 3 იყო ინოვაცია თავის დროზე, ყველაფერი შესანიშნავი ქონდა. მაგრამ შემდეგ გამოვიდა მეოთხე ნაწილი, რომელმაც თავისი მხრიდან ახალი და განსხვავებული ინოვაციები შემოიტანა სერიაში, მაგალითად გმირების დამოუკიდებელი გადაადგილება, მათი უსასრულო გაცოცხლება სასახლეებში და ეკლესიებში და უცნაური ჯადოების სისტემა. მაგრამ მეოთხე ნაწილს ის ქონდა რაც წინა სამს აკლდა - ისტორია; ახალი სამყარო. ამ ყველაფერს კი დამატებული უკეთესი და ძალიან სასიამოვნო 2d გრაფიკა (შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი 2d ოდესმე გაკეთებული ) + ყველაზე სასიამოვნო და გემოვნებიანი საუნდტრეკები, რომლებსაც რომ მოისმენდი თამასში - აღარ მოგინდებოდა გამოსვლა. ამდაგვარად მეოთხე გახდა საუკეთესო single player/campaign heroes-ი. ფანებმა მისი მულტიპლეიერი სასტიკად დაიწუნეს.
გადიოდა დრო, IP უფლებები გადავიდა UBISOFT-ის ხელებში და 2007 წელს გამოვიდა მეხუთე ნაწილი: Heroes of Might and Magic V.
ერთი შეხედვით მეხუთე ნაწილმა ყველაფერი გააკეთა სწორად: აიღო 3 და 4-ს საუკეთესო ელემენტები და გააერთიანა ნაკლების გარეშე. სასიამოვნო საუნდტრეკები, ნოლიდან აშენებული სამყარო თავისი ისტორიით, ლამაზი 3დ გრაფიკა, საინტერესო მხატვრული დიზაინი და ა.შ. უბრალოთ 2007 წლისთვის TBRPG (turn based role playing game)-ები უკვე ნელ-ნელა წარსულს ბარდებოდა. ჟანრი მიჰყავდა 5 "გმირებს" და სახელ განთქმულ King's Bounty: Legend+Armored Princess. ასევე ბევრი მოლოდინში იყო Disciples III-ის რელიზს, რომელიც პირველივე კვირიდან გახდა ცნობილი რომ სრული და მაშტაბური კრახია; სრული იმედგაცრუება. მართალია D3-ს ძალიან საინტერესო art design'ი ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ დიზაინი არ არის საკმარისი იმისთვის რომ თამაში აცოცხლო და მით მეტად - გაყიდო.

>>>

IN A DINASTY, BOUND BY BLOOD AND BROKEN BY BETRAYAL, AN HEIR IS BORN

ეხლა კიდე გადავიდეთ Might and Magic Heroes 6-ის განხილვაზე. 2010 წელს როდესაც პირველად გადავავლე თვალი კონცეპტ არტს - იმ მომენტშივე ვთქვი რომ გენიალური დიზაინი ექნება ამ თამაშს-თქო - მართლადაც, ესე აღმოჩნდა. მაგრამ დროთა განვალობაში Black Hole კომპანია ამჟღავნებდა თავის ინოვაციებს, რომლებიც, მარტივად რომ ვთქვათ რადიკალური იყო. სტანდარტული სტილი იყო შეცვლილი, ინგლისურად კარგი ფრაზა არსებობს "dumbed down" - ანუ გამარტივებული. რესურსების 6 ტიპი იყო შემცირებული 3-მდე. რასების რაოდენობა შემცირებული 7-იდან (hmm5) - 5მდე. ბრილიანტური "Town Screen"-ები რომლითაც ეს სერია ცნობილი იყო წარსულს ჩააბარეს. ( town screen - რასის ქალაქს როდესაც ხსნიდით, შეგეძლოთ ვიზუალურად დაგეთვალიერებენებინათ ქალაქის არქიტეკტურა, ტერანი და ტერიტორია რომელსაც ის განლაგებული იყო და ა.შ.; +ამ მომენტში რასობრივი "ქალაქის" music theme ირთვებოდა)
King's Bounty-ს მაგალითად არა აქვს მულტიპლეიერი არანაირი სახის. სამაგიეროდ აქვს საკმაოდ საინტერესო story line და კამპანია. რომელიც ისეთი ჩამთრევია, რომ ვერ გამოდიხარ თამაშიდან. როგორც ჩანს black hole-ს ამდაგვარი გამოცდილების შექმნა სსურდათ თავიანთ HMM6-ში. ასევე ადგილობრივია რომ ვახსენო Game of Throne-ი, რომლის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი და საინტერესო მხარე იყო პოლიტიკური ინტრიგები (მეტი სხვა რამეზე მასში ყურადღება მაინც არ მახვილდება სერიალში ყველანაირ შემთხვევაში). ზუსტად ზემოთ მოხსენებული ორი IP გაერთიანებული ერთში, არის ჩვენი ახალი "გმირები". კამპანია რომელიც ვითარდება 200 წლით ადრე HMM5-ის მოვლენებამდე. ეს კიდევ ჯერ ის დროა როდესაც სახელგანთქმული "გრიფინების იმპერია" არ არის შექმნილი. მოვლენები ვითარდება sokol empire-ში. შემქნელები პირდაპირ ხშირ შემთხვვაში სლავურ სახელებს იყენებდნენ და მათ არ თარგმინდნენ. ჩვენ ვთამაშობთ კამპანიას გრიფინების ოჯახების წევრებით. რომლებიც საკმაოდ მნიშვნელოვანი გრაფები არიან სოკოლის იმპერიაში. მაგრამ ხდება დიდი ტრაგედია. ჰერცოგი ვაჩესლავს, გრიფინების მეთაურეს, და 5 შვილის მამას კლავს თავისი საკუთარი შვილი-ანასტასია. ამით იწყება ჩვენი პოლიტიკური ინტრიგები, რომლებიც უკანასკნელ წამამდე ისეთივე საინტერესო და ჩამთრევია, როგორც ზემოთ მოხსენიებული game of thrones. ყველა შვილი მისდევს მამის გარდაცვალების შემდეგ თავის გზას. ანასტასია ნეკრომანსიას. სანდორი ორკულ ტომებს უერთდება და ა.შ.

>>>

Anton (Haven), Kiril (Inferno), Anastasya (Necropolis), Irina (Sanctuary) and Sandor (Stronghold)

>>>


თამაშის მექანიკა რადიკალურად განსხვავდება ყველა დანარჩენი ნაწილისგან. ტრადიციული ჯადოს სკოლები Earth, Water, Wind, Fire (hmm3); Light, Death, Nature, Chaos (hmm5) შეცვლილია ჩვენ hmm6-ში. ჯადოების სკოლები სასახლეებში აღარ არსებობს. მე-6-ე ნაწილში ჯადოებს გმირები სწავლობენ პირდაპირ "ლეველ აპის" დროს. ჩემნაირი გამოცდილი HMM მოთამაშესთვისაც კი რთული სისტემა აღმოჩნდა ბოლომდე ასათვისებლად. ყველაზე "ჩახლოფორთული" skill tree-ებია. ( ისევე როგორც მე-5-ე ნაწილს ჰქონდა თუმცა ). საქმეს არ აადვილებს უკუღმართი ინტერფეისი, რომელიც ყველაზე მტკივნეული ადგილია gameplay-ში. არ ვიცი ვინ როგორ მოიფიქრა მაგრამ დიდი ეჭვი მაქ რომ შექმნის პროცესში ინტერფეისის დიზაინერები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ისე ქმნიდნენ ამ ინტერფეის. ერთი მენიუდან მეორეში გადასასვლელად საჭიროა მინიმუმ 5 ინტერფეისის ჩართმა და გადასვლა.
როგორც ზემოთ ავღნიშნე Town Screen-ები აღარ არის. მაგრამ ეს ერთი შეხედულებით: სასახლეს ფანჯარას რომ ხსნი ვიზუალურად მაინც დაგვიტოვეს პატარა "ვითომ" 3d სურათი, რომ მივხდეთ თუ რას ვუცქერთ. რათქმაუნდა, სასიამოვნოა რომ საბოლოო ვერსიაში Town screen music theme-ებიც დაამატეს. მუსიკა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ასპეკტია ამ ნაწილში. დადიხართ გმირით, აგროვებთ რესურსებს, მაგრამ გადადგამთ თუ არა ტყეებიდან ფეხს სხვა ტერანზე, მაგალითად, დამწვარ მიწაზე ( დემონების მიწაზე ) მუსიკა იცვლება და ჩვენ ავტომატურად ვხდებით თუ რა რასას წარმოადგენს ამ ტერანაზე მაცხოვრებელი მოსახლეობა.

წმინდა სოკოლის იმპერიის აშას განსახიერება. დრაკონი ელრატი. აშას ერთ-ერთი სახე.

>>>

წმინდა სოკოლის იმპერიის ანგელოზი მრაფველები, ელრატის ანგელოზები.

>>>

ირინა, და აშას ერთ-ერთი განსახიერება, შალასსა, ისე თუ როგორ ევლინება ის Sanctuary-ს რასას, ზღვის და ოკეანეს მაცხოვრებლებს.

>>>

>>>


აღსანიშნავია კიდევ ის რომ ყველა იდეოლოგია რომელიც ამ ტამასშია "პოპ-კორნისგან" საკმაოდ შორს არის. ბევრ წიგნში წამიკითხავს ნეკრომანსიის შესახებ, ბევრ ფილმში მინახავს ნეკრომანტები, ბევრ თამასში მითამაშია ნეკრომანსერებით და სიკვდილის ჯადოქრებით, მაგრამ ! - HMM6-ში მათი იდეოლოგია იმდენად ლოგიკური და დამაჯერებულია რომ ჩემთვის გასაკვირად ჩემ თავში ხშირად ვუჭერდი მათ მხარეს. ნეკრომანსერები HMM6-ში არიან ჯადოქრები, რომლებიც დიდებული დრაკონი ღმერთის აშას ერთ-ერთი განსახიერებას "გიგანტურ ობობას" თაყვანს სცემენ. მათ სწამთ რომ სამყაროში აუცილებელია ბალანსი. ნეკრომანსერები ეხმარებიან გარდაცვლილ არსებებს შეუერთდენ ღმერთს აშას. მათ სწამთ რომ სიცოცხლის და სიკვდილის ბალანსი არასდროს უნდა დაირღვეს. ეს ის დროა როდესაც ნეკრომანსერები ჯერ კიდევ "ჯადოქრების 7 ვერცხლის ქალაქებიდან" განდევნებულები არ არიან. მათ თავიანთი კულტი აქვთ. და მათ ხელს არავინ უშლის, მართალია მათ უარყოფითად უყურებენ სხვა ჯადოქრები და განსაკუთრებით სოკოლის წმინდა იმპერია რომლებსაც ანგელოზები არქანგელი მიქაილის თამადობით ფარველობენ. მათი განდევნა ჯადოქრების შვიდი ქალაქიდან მხოლოდ რამოდენიმე წელიწადში მოხდება ( რაზეც გვიამბობს HMM6 ისტორია ). ამ შედარებით წყნარ პირობებშიც კი, ბევრ ნეკრომანსერს სსურს თავის ჩვეულებრივ სიცოცხლეს დაუბრუნდეს: დაუბრუნდეს თავის ოჯახს, თავის ქალაქში დაბრუნდეს, გახდეს ჩვეულებრივი ადამიანი, მაგრამ ამავე დროს ხვდება რომ აშას მოვალეობა აუცილებლად უნდა შესრულდეს, ის თუ არ დაეხმარება თავისი საკუთარ ოჯახის სულებს ღმერთან შეერთებას - მაშინ ვინ დაეხმარება? ამდაგვარად ყველაფერი გმირების მე-6-ე ნაწილში გადავსებულია წყნარი მელანქოლიით და სევდიანი ნოსტალგიით.
აგერ ამის დადასტურება, უბრალოთ ჩართეთ და მოუსმინეთ:



რაც შეეხება კონცეპთ არტს და დიზაინს აქ უბრალოთ არაფრის თქმა არ შემიძლია, არსად მთელ ჩემ ცხოვრებაში ესეთი არტ დიზაინი არ მინახავს. ყველაფერი სწორად არის დახატული და შესრულებული. აქ ვერ ნახავთ ვარკრაფტულ ტანკებს ფენტეზი სამყაროში, ვერ ნახავთ ანგელოზებს კიბერნეტიკული ფრთებით ( ნახვამდის darkshi...siders ). არაფერს აღარ ვამბობ იდეალურად დახატულ ანგელოზებზე, ულამაზ სერაფიმებზე, და დიდებულ არხანგელ მიქაილზე, რომლებიც მარადიულ ომში არიან "Faceless"-ებთან, მისტიურ არსებებთან. რომლის ომის და გრიფინების ოჯახის შვილების გარშემო ტრიალებს ისტორია.


>>>


ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანია იმის თქმა რომ ეს ისეთი თამაშია, რომლის ოფფიციალური ვერსია უბრალოთ უნდა იყიდოთ თუ გმირების მოყვარული ხართ. რადგან მის არქონამ და პირატულ ვერსიაზე თამაშმა ძალიან დიდ დისკომფორთს და არასრულყოფილების გრძნობას შეგიქმნით.
ამდაგვარი თამაში რომ თავის დროზე გამოსულიყო, დარწმუნებული ვარ გაცილებით პოპულარული იქნებოდა. იმის მიუხედავათ რომ HMM6-ის სულ რაღაც 1.2 მლნ კოპია არის გაყიდული, ეს მაჩვენებელი გაცილებით დიდი შეიძლებოდა ყოფილიყო. მაგალითად იგივე 10 მილიონი რომელსაც უაზროდ და ფენომენალურად კრეფენ მარიოები და ზელდები და შმელდები. ბოდიში რასიზმისთვის.

HMM6 - TRAILER #1 - დააკვირდით თუ სერაფიმის ფრთები როგორ იწვის და გარშემო დემონები როგორ განათდებიან ^_^
watch in 720p
>>>
HMM6 - TRAILER #2
>>>
HMM6 - Cinematic Intro
>>>
>>>
>>>

Riddick
Posts: 11701

Might and Magic Heroes VI

Unread post#2 » 08 Jan 2012 12:17

ძაან შემეცნებითი გამოგივიდა, საინტერესო საკითხავი იყო, მადლობა.
სინემატიკი არმქონდა ნანახი, ძალიან მომეწონა.

BoromiR
Posts: 638

Might and Magic Heroes VI

Unread post#3 » 12 Jan 2012 10:56

გამეცინა ორივეზე read disc

► Show Spoiler

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 119 guests