Duke Nukem Forever, Review

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
jackson
Posts: 26

Duke Nukem Forever

Unread post#1 » 14 Jun 2011 13:58

>>>

- საღამო მშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო. ეთერშია ღამის შოუ Sgt. Jackson - თან ერთად და მე მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი პირველი სტუმარი - ადამიანი სათვალე, ადამიანი რკინის კვერცეხბი, ბატონი დიუკ ნუკემი!
დარბაზში ქერათმიანი, დაკუნთული და როგორც ყოველთვის შავ სათვალეში, თვით ბატონი ნიუკემი შემოვიდა. პუბლიკას ხელი დაუქნია და მწვანე დივანზე მოთავსდა, რომელიც მისი სიმძიმისაგან დაიწია.
- დიუკ, როგორ ბრძანდებით?
- ქალი რომ ყოფილიყავით უკეთესად ვიქნებოდი.
როგორც 95 % დიუკის ახალი ხუმრობებისა, ესეც არ გამოუვიდა სასაცილო, ამიტომ აუდიტორიამ ძალით ოდნავ გაიღიმა.
- კარგით მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. 12 წელი გავიდა მას შემდეგ რაც თქვენ დედამიწა დაიცავით უცხოპლანეტელებისაგან. რა შეიცვალა მას შემდეგ?
- დიდი არაფერი, უცხოპლანეტელები ჩინელებმა შეცვალეს.
დარბაზი დუმს.
- რა თქმა უნდა, იმ მოვლენებთან დაკავშირებით თამაში გამოვიდა. პროექტმა დიდ წარმატებას მიაღწია და მილიონობით ფანი შეიძინა. თქვენი აზრით რატომ მოხდა ასე?
- იმიტომ რომ ყველას უნდა დიუკ ნუკემი იყოს.
- მათთვის ვინც არ იცის, ან დაავიწყდა, Duke Nukem 3D მოკლე რევიუს გავაკეთებ. ეს თამაში 1996 წელს გამოვიდა. მისი შემქმნელი იყო - 3D Realism. ეს სერიის მესამე ნაწილი გახლდათ, პირველი ორი, ირონიულად ორგანზომილებიან სტილში იყო გაკეთებული, ხოლო მესამე თამაში დაიწერა ძრავაზე სახელად - Build Engine, რომელსაც შეეძლო 3D გარემოს მხარდაჭერა. თამაში იყო ერთგვარი პასუხი იმ დროს მოდაში შემოსულ Doom - ზე და თითქმის იგივე სტილს ატარებდა, მაგრამ მან კონკურენცია გაუწია იმევა წელს გამოსულ უფრო ტექნოლოგიურ - Quaqe -ს.
ტექნიკურად Duke Nukem 3D საკმაოდ მაღალ დონეზე იყო შესრულებული. მისი ძრავა საშუალებას აძლევდა შემქმნელებს დაედგათ დიდი დეკორაციები, პერსონაჟს ახტომა და ჩაკუზვა შეეძლო, მაგრამ მოწინააღმდეგეები მაინც ორგანზომილებიან ფიგურებს წარმოადგენდნენ. ოპტიმიზაციაც არ ჩამოუვარდებოდა საერთო ხარისხსს, თამაში ადვილად ირთვებოდა იმ დროის სუსტ პროცესორებზეც კი, თუმცა თუ გმირის გარემომცველი სამყარო ბევრი დეტალისაგან შედგებოდა, კადრების რაოდენობა წამში ცოტათი ეცემოდა. იგივეს თქმა არ შეგვიძლია Quaq-ზე, რადგან მისი მაღალტექნოლოგიური ძრავა ნელა იტვირთებოდა Pentium-ზეც კი, რაც დიუკს უპირატესობას აძლევდა.

>>>

96-ში გამოსულმა მესამე თამაშმა დიუკზე ბევრი რამ შეცვალა სათამაშო ინდუსტრიაში, კერძოდ კი, ეს შუტერებს ეხება, რადგან მან დააყენა ახალი სტანდარტები შემდგომი პროექტებისათვის. ის შეიძლება შუტერების მამათაც ჩაითვალოს, ხოლო დიუკის იმ დროინდელ რეპლიკებს და ხუმრობებს დღესაც იმეორებენ.
წარმატებამ განაპირობა გაგრძელების შექმნა, რომლის ანონსიც 1997 წელს შედგა. ის 99-ის ბოლოს უნდა გამოსულიყო, მაგრამ მხოლოდ რამდოენიმე დღიწ წინ დარელიზდა. გეიმერებს 12 წელიწადი მოუწიათ ცდა. დიუკ, სად დაიკარგეთ ამდენი ხნით?
- სამყაროს გადარჩენის შემდეგ ბევრი ლუდი დავლიე და საპირფარეშოში ვიყავი გასული.
- 12 წლით?
- და ექვსი თვით.
- გასაგებია, მაშინ პირდაპირ ძირითად თემაზე გადავიდეთ. ათ ივნისს გამოვიდა მორიგი თამაში თქვენზე - Duke Nukem Forever. ნანანხი გაქვთ?
- ხომ გითხარით საპირფარეშოში ვიყავი.
- კარგით, მაშინ მე მოგიყვებით, თქვენც და მაყურებელსაც. მაშ ასე 12 წლის შემდეგ გამოდის სანუკვარი პროექტი, რომელიც მიჩნეულია ყველაზე მოსალოდნელ თამაშათ ისტორიაში, ფანატები და უბრალო მოთამაშეები უამრავ ინფორმაციას იგებდნენ პროექტის გადადების თაობაზე, ხან სტუდიას ფული არ ჰქონდა, ხან დრო არ ეყო, ხან დაიშალა. გაიმართა სასამართლო პროცესები შემქმნელსა და გამომცემელს შორის. მეორე ამტკიცებდა, რომ 12 მილიონი გადასცა პირელს გამოცემის ექსკლუზიურ უფლებაზე, მაგრამ შემქმნელი ამბობდა, რომ 1997 წელს მიღებული პრემიალური თანხა, 400 000 დოლარი, იყო ერთადერთი მატერიალური დახმარება Take-Two - სგან (გამომცემელი). 3d Realism -მა 20 მილიონი საკუთარი სახსრბედინა ჩადო პროექტში.
ბოლო ორი წლის მანძილზე Forever - ზე მუშაობდა Gearbox Software (Brothers in Arms - სერიის შემქმნელი). მაგრამ ბევრი ვერაფერი მოასწრო, რადგან თამაში უკვე პრაქტიკულად მზად იყო.
უფლებები პროექტზე მოიპოვა 2K Games - მა (Mafia 2, NBA 2K12). ბოლოსდაბოლოს, ათ ივნისს Duke Nukem Forever ხელმისაწვდომი გახდა სამ ძირითად პლატფორმაზე - PC, Xbox-360, PS3.
პირველი რაც შეიმჩნეოდა, ეს იყო ჩამორჩენილი გრაფიკა, თუმცა ამას თვითონ შემქმნელიც აღნიშნავდა. ძრავა თამაშისათვის, იყო Unreal Engine 2.5 - ის მოდიფიცირებული ვერსია, რომელიც მიუხედავად ყველა განახლებისა, საკმაოდ ძველია. ტექსტურები გათხაპნილია, სინათლის წყარო ძალიან ცოტაა, გამოსახულების არეკლვა თითქმის არ ხდება. მაგრამ განა გრაფიკაა მნიშვნელოვანი ასეთი სახის პროექტებისათვის? თამაშისაგან პირველ რიგში მოელოდნენ გასართობ და საინტერესო გიემფლეის, როგორც Duke Nukem 3D-ს ჰქონდა. სამწუხაროდ, მოლოდინი, მოლოდინად დარჩა.

>>>

ყველაფერი ზუსტად იქიდან იწყება, სადაც თამაშის ადგილია, ტუალეტიდან, კერძოდ პისუარიდან. დიუკი იწყებს მოშარდვას და მართლაც ვხდებით, საპირფარეშოში გადატერებული 12 წლის ამბავი სავსებით რეალურია. შემდეგ შეგიძლიათ ხელში ფეკალების აღება და სროლა. ამას მოყვება დიდ ბოსთან ბრძოლა ფეხბურთის მოედანზე, ასე ვთქვათ პატივისცემა პირველი თამაშის მიმართ. ერთფეროვანი ორთაბრძოლის შემდეგ ჩვენ ვხვდებით, რომ ეს ყველაფერი იმ თამაშის ნაწილია, რომელსაც თვითონ ბატონი ნიუკემი თამაშობდა. ამ დროს ორი ქერათმიანი ტყუპისცალი გოგონა, მის პენისს ,,ეთამაშებოდნენ'' და როდესაც კამერა გვიჩვენებს, თუ როგორ უკავია ნუკემს ჯოისტიკი, ერთ-ერთი ტყუპი ეკითხება- ,,თამაში კარგი იყო?'' დიუკი პასუხობს - ,,12 წლის შემდეგ უნდა იყოს''. ის მართალია, ამდენი ხნის შემდეგ უნდა იყოს, სამწუხაროდ, ყველაფერი პირიქით მოხდა.
მომდევნო ორი-სამი თავი, მოსაბეზრებელი და ერთფეროვანია, ზოგჯერ გაიკვირვებთ ეკრანზე მიმდინარე იდიოტიზმის გამო. გვაძალებენ იქეთ-აქეთ ბოდიალს და ხალხთან ლაპარაკს, დიუკის დღევანდელი ხარისხის ხუმრობები ისმის. თამაშში 5-6 წუთი მხოლოდ სიარულს უნდა. პროცესისას ჩვენ ვიგებთ, რომ ლას-ვეგასზე უზარმაზარი ჰომალდი დაფრინავს. ამას არეულობა მოჰყვა. დიუკის შოუზეც კი არავინ მოვიდა, ეს ძალიან ეწყინა ჩვენს გმირს და ის ამბის გასარკვევად წავიდა. ჩავდივართ რაღაც მწისქვეშა ოთახში, რომელიც თვითონ მისტერ ნიუკემს ეკუთვნის. გვიკავშირდება პრეზიდენტი და გვთხოვს, რომ არაფერი გავაკეთოთ. მართლაც ჯობდა დიუკი ასე მოქცეულიყო და კაზინოში ჩაკეტილიყო, ასულიყო საძინებელში ტყუპებთან ერთად და პოპულაციის გამრავლებისათვის ეზრუნა, მაგრამ დიუკის ნატურას სხვა მხარეც აქვს, მას ძალიან მაგრად უყვარს უცხოპლანეტელებთან ომი და რა თქმა უნდა მას იწყებს.
ომი, ცოტათი შეუფერებელი სიტყვა. სულ თავიდან, 10 წუთზე მეტი სავინტილაციო შახტებში დავძრებით და მუქ დერეფნებს მივუყვებით. შემდეგ მუშტებით რამოდენიმე რეპტილიამაგვარ უცხოპლანეტელს ვცემთ და გვაძლევენ იარაღს, შორი მქომედების ფლომასტერი - ასე ვუწოდებდი მე მას. ცეცხლსასროლი ორთაბრძოლები (რომლებშიც თავიდან ცეცხლი არაა) მოგბეზრდებათ უკვე ორმოცდაორი წამის შემდეგ. კიდევ რამოდენიმე თავის გასვლის შემდეგ ჩვენ ვიღებთ ვინჩესტერისმაგვარ საფანტს და სიტუაცია ოდნავ სწორდება, მტრებიც იმატებს და ვითომდა გართობაც იწყება. დიუკი აგრძელებს თავისი ფილოსოფიური რეპლიკების გამოთქმას და გინებებით უცხოპლანეტელებს ანადგურებს. მაგრამ მაინც, საერთო ფონი უკვე შექმნილია და ის ზუტად ისეთია, როგორიც ფეკალის კედელზე მოხვედრისას რჩება.
გიემფლეის მრავალფეროვნებისათვის ავტომობილის დონე ჩადეს თამაშში. ესეც არ გამოვიდა, ტრანსპორტი ისე იქცევა, როგორც დატვირთული ტრეილერი ვიწრო ქალაქში. შემდეგ მანქნიდან გადმოვდივართ და უკვე გავლილ გზაზე ვაგრძელებთ ძველ საქმეს. მიჩნდება ერთი კითხვა, რატომ არიან უცხოპლანეტელების ზოგიერთი ტიპი, გორილასა და ტახის შეჯვარებით მიღებული ორგანიზმი?
კაზინოში გატარებული ერთ-ერთი ბოლო ოთახი (არ გიკვირთ, რომ ჯერ კიდევ კაზინოში ვართ?), სხვების ფონზე, შედარებით კარგათ გამოიყურება. ჩვენ უნდა დავიცვათ ქერათმიანი ტყუპები (დები ჰოლისონები), ოთახში სადაც სახურავიდან უცხოპლანეტელები ჩამოდის. დებს შორის ასეთი დიალოგი ისმის.
- ოღონდ გადავრჩე და არაფერ ბინძურს აღარ გავაკეთებ.
- გაჩერდი მარი. დიუკმა ეგ რო გაიგონოს აღარ გადაგვარჩენს.
პირველი მომენტი თამაშში როდესაც გამეღიმა. ეს მოხდა დაწყებიდან 40 წუთის შემდეგ, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს. დებს მაინც იპარავენ. ეტყობა დიუკმა გაიგონა ყველაფერი. შემდეგ ჩვენ დანგრეულ ლას ვეგასში გამოვდივართ. ამ დროს ერთად-ერთი მომენტია როდესაც გავიცინე.
გამოსასვლელში დიუკს ხვდება ჯარისკაცი, რომელიც მძიმე ჯავშანს სთავაზობს, მისტერ ნიუკემი კი პასუხობს - ,,მძიმე ჯავშანი ლაჩრებისთვისაა'' (ინგლისურად ეს ფრაზა უფრო მაგრად ისმის - Heavy armor is for pussyes). ხოლო კომპლექტი, რომელსაც დიუკს სთავაზობდნენ, სწორედ ის სკაფანდრია, რომელსაც მასტერ ჩიფი ატარებდა Halo - ში (Microsoft -ის ძირითადი თამაში X-box-სისათვის).
ქალაქის გეიმფლეი კაზინოსთან შედარებით ცოტათი უკეთესია, მაგრამ სულ ცოტათი. რაც არ უნდა ელაპარაკათ შემქმნელებს, რომ გრაფიკა მნიშვნელოვანი არაა, თვალში ვარდება ფაქტი, დეტალების რაოდენობა კატასტროფულად დაბალია, მქრალი ტონალობის ფერები გართობისა და სიმოვნების ეფექტს აქრობს, რომელიც ასეთი თამაშიდან უნდა მოდიოდეს.
რამოდენიმე მოსაწყენი, და ერთი საინტერესო ორთაბრძოლის შემდეგ, ჩვენ ვხვდებით სწორედ იმ ჰომალდში და ვიგებთ, რომ უცხოპლანეტელებს ქალები სჭირდებათ რასის გასამრავლებლად. მართალი ვიყავი, სჯობდა დიუკი დაკავებულიყო ამით, მაგრამ ახლა უცხო ორგანიზმმა დედამიწელი სუსტი სქესის წარმომადგენლები დაიკავა. მე თამამად შემიძლია ვთქვა, ეს არის ყველაზე ცუდი რაც ამ თამაშში მინახია. დიუკსა და უცხოპლანეტელებს შორის გაქანებული ბრძოლისა მაგივრად, ჩვენ კილომეტრებიტ იქეთ-აქეთ დავდივართ და ვეძებთ არაფერს. ხოლო როდესაც მტრები გამოჩნდებიან, ვხდებით რომ დროა დიუკი დასასვენებლად გავუშვათ.
ერთ-ერთ ოთახში ვპოულობთ დებ-ჰოლისონებს. ისინი შიშველები წელამდე ჩასმულები არიან რაღაც ორგანულ მილში. ამ დროს ასეთი დიალოგი მიდის დიუკთან.
- დიუკ რა მოგვდის?
- როგორც ჩანს... გხმარობენ.
შემდეგ დებს მუცლები უფეთქდებადთ და იქიდან პატარა უცხოპლანეტელები ვარდებიან. სწორედ აქ შევწყვიტე თამაში. მორჩა, მეტი აღარ შემეძლო. დების სიკვდილით მთელი მოტივაცია გამიქრა. მართალია შეიძლება დამადანაშაულოთ, იმაში რომ ბოლომდე არ მივედი, მაგრამ ამ აბსურდის მოთმენა უკვე აუტანელი გახდა. შეიძლება ოდესაღაც, უსაქმურობის და გამოუსავლიანობის ჟამს მე მივუბრუნდე ამ პროექტს, მაგრამ ახლა ნამდვილად არა. თანაც ახალგამოსული Red Faction: Armageddon უფრო მეტს გვთავაზობს (თამაშის მიმოხილვას დავწერ შემდეგ სტატიაში).
რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, შემქნელებს დრო არ ეყოთ. სად წავიდა ოცი მილიონი? სად? Call of Duty 4 - ის შექმნასაც იგივე თანხა დასჭირდა. იპოვეთ მილიონი განსხვავება!
დასანანია. დიდი პოტენციალის მქონე თამაში, ასე გაიფანტა. მე პატივს ვცემ ძველ სკოლას და ვხდები, რომ შემქმნელებს სურდათ ოთხმოცდაათიანების სტილი შეენახათ, მაგრამ რა საჭირო იყო ამდენი ზედმეტი ელემენტი. პროცესის დროს არაერთხელ დაუსვამთ საკუთარ თავს კითხვებს: სად წავიდე? რა გავაკეთო? როგორ ავამუშავო? რატომ ეჭედება?
ბატონო დიუკ, თქვენი აზრით რატომ მოხდა ასე? ბატონო დიუკ, გაიღვიძეთ თუ შეიძლება. ბატონო დიუკ!
- დიახ, გისმენთ! არაჩვეულებრივი თამაშია, მეც ძალიან მომეწონა. მადლობთ რომ დამპატიჟეთ, მაგრამ წამოსვლის წინ ბევრი ლუდი დავლიე და ხომ ხვდებით, მეჩქარება.
- დიახ, დიახ. მადლობთ, რომ მობრძანდით... ახლა როდესაც ბატონი ნიუკემი წავიდა, ჩვენ ვხდებით, ეს თამაში მისი ჩარევის გარეშე კეთდებოდა, რადგან თვითონ დიუკი არ დაუშვებდა, ასეთი პროექტის გამოშვებას და იმას თუ გავითვალისწინებთ, როგორი სვლით მიდიოდა ის საპირფარეშოსაკენ, ჩვენ მას კიდევ დიდი ხანი ვერ ვიხილავთ. მადლობთ ყურადღებისათვის.

>>>

MiQo
Posts: 79

Duke Nukem Forever

Unread post#2 » 14 Jun 2011 18:27

+1!!! უბრალოდ არ შემეძლო ამ რევიუს რომ არ გამოვხმაურებოდი. :shine: კარგი ნამუშევარია.

BERU
Posts: 1

Duke Nukem Forever

Unread post#3 » 14 Jun 2011 18:57

გრაფიკა მართლა იმედგაცრუება იყო,თამაშიც საშუალო დონის,არ იყო ინოვაციურია რაფერი

User avatar
grigoli1970
Posts: 845

Duke Nukem Forever

Unread post#4 » 14 Jun 2011 20:13

+1 ძაან მაგარი სტატიაა თან იუმორიც კარგია ჩავბჟირდი იმდენი ვიცინე :D
smothered in the crib

uZu
Posts: 9

Duke Nukem Forever

Unread post#5 » 15 Jun 2011 13:16

ვაა საღოლ.მართლა კარგადაა დაწერილი რევიუ.(ისე არა როგორც მე:1 წინადადებას წაიკითხავ და უკვე მოგბეზრდება :D )
ის მართლა კარგად არის დაწერილი,იუმორიც არის თან ჩამითრია :D
მაგრად მომინდა ამის წაკითხვა

+1 ჩემგან :)

Riddick
Posts: 11700

Duke Nukem Forever

Unread post#6 » 15 Jun 2011 23:55

წავიკითხე მეც ძალიან მომეწონა და ბევრი ვიცინე :) კაი დაწერილია გადათარგმნე, შენ დაწერე თუ სხვა საიტიდან არი გადმოკოპირებული?
კარგი სტატიები გაქ ისე მომწონს მეც.
პ.ს. თამაში რამდენიმე დღის წინ დავაყენე და ტყუპების მშობიარობას უნდა გავცდე ყველაპონტში :)

jackson
Posts: 26

Duke Nukem Forever

Unread post#7 » 15 Jun 2011 23:57

არა რა თქმა უნდა. თავიდან ბოლომდე ჩემი მოფიქრებულია, როგორც ყველა ჩემი სტატია. პლაგიატობა არ მიყვარს.

Riddick
Posts: 11700

Duke Nukem Forever

Unread post#8 » 15 Jun 2011 23:59

კეთილი :) კარგი სტატიები გაქ ძაან

User avatar
Ripster
Posts: 1855

Duke Nukem Forever

Unread post#9 » 18 Jun 2011 18:31

კიდევ ერთი კარგი არტიკლისტი შემოგვემატა? ძალიან კარგი ძალიან კარგი

ახლა მოვდივარ Dukeს სამყაროდა ნდა არ ვიცი რა ვქნა....
ხან ვიფურთხები... ხან რაღაც პონტში დამითბება გულში
ძალიან ბევრი რამე არ მომწონს
ძAAAAAAAAAალიან
მაგრამ მაინც აქვს პატარა ის რაც მახსენებს ძველ თამაშს :D
შეიძლება იმიტომ რომ ძალიან პატარა ბავშვი ვიყავი როცა ვთამასობდი 3Dს :პ

ახლა კი წავიკითხავ შენს სტატიას
ძალიან მაინტერესებს :)

ხო სულ დამავიწყდა :) +1 შენ
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 73 guests


cron