ავიღე სინგლის ეჩივები. ძაან საინტერესოები აღმოჩდა და სიამოვნებით ვითამაშე, თან თამაშის დახურვის მერე, ამ შესაგროვებელი წერტილების აღმოსაჩენად სპეციალური თვალი გეხსნება, მანქანას უმაგრებ და დადიხარ, ეძებ, მუსიკას უსმენ, ასწორებს მაგრად. მულტიფლეიერი არვიცი რაარი საერთოდ და რაღაც არმაქ მუღამი, ამიტო გადავწყვიტე აქ შევაჩერო თავგადასავალი. 17 საათი გამომივიდა ეჩივკებზე ჩალიჩის გარეშე და ეჩივკებიანად 21 საათამდე ავედი. მამენტ თუ უბრალო გარბენას მოაწყობთ, ერთი 10 საათშიც დაიხურება უპრობლემოთ (საკმაოდ ცოტა გამოდის სენდბოქსისთვის, მარა ძაან გემრიელი რამეა). პრობლემებს რაც შეეხება, როგორც თავიდან ვახსენე, ტექნიკური მხარე არ არის მაღალ დონეზე - ანუ ჩადებულია უამრავი გეიმფლეი მექანიკის იდეა, მარა კარგად ვერ არის შეკრული, არ იყენებ. იგივეა სამყაროს მხრივაც, ძაან ატმოსფერულია, მარა დეტალიზაცია აკლია, არი საინტერესო საიდები, მარა ბევრად მეტის მოფიქრება შეიძლებოდა, ანუ იმდენად ორიგინალურია სამყარო, რო უფრო მეტის ნახვა გინდა მსგავსი ინტერპრეტაციით )) დარწმუნებულივარ სიჩქარის და არასაკმარისი ფინანსების ბრალი იყო მსგავსი მომენტები, მარა ამ ყველაფრის მიუხედავათ, თამამად შემიძლია ვთაქვა, რომ ერთერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და სასიამოვნო გამოცდილება იყო ჩემთვის :) ძალიან დიდი იმედიმაქ, რომ მეორესაც მოვესწრებით, მარა იდეის ავტორს არ ევასება სიქველების გამოშვება :)
ეჩივკებზე გარბენის დროს, რამდენიმე ძალიან სერიოზული კადრი დავაფიქსირე და ბარემ მაგასაც განახებთ:
1 2 3 4 5