LIMBO, Review

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

LIMBO

Unread post#21 » 18 Sep 2011 23:04

ეგ კი, აღწერა და ა.შ., ლაივზე რომ ვყიდულობდი, იქაც ეწერა seeking his sister თუ რაღაც მსგავსი, მაგრამ რომელიღაც პოდკასტში ფლეიდედის ტიპი ამბობს, რომ ყველაფრის მისტიურად დატოვება უნდოდათ და იგივე დის ხზენებაზეც ანალოგიური პასუხი ჰქონდათ.
მაგრამ ისევ ის, რომ დას ეძებს, არ გვაძლევს პერსონაჟის story background-ს )
I won't miss.

assassin199127
Posts: 80

LIMBO

Unread post#22 » 18 Sep 2011 23:24

არა ეგ თავისთავად მეც ვთქვი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ დაკარგულები ვართ ჩვენ და არა პერსონაჟი რაღაც მხრივ. ანუ პერსონაჟს აქვს მიზანი და მიზეზი და ორივე იცის.

Riddick
Posts: 11714

LIMBO

Unread post#23 » 19 Sep 2011 21:55

თქვენი დიალოგინდან ამ დასკვნას ვაკეთებ
შემქმნელის დაღუპული შვილების ისტორიის თამაშში "გადაზღაპრულება"? საკმაოდ ლოგიკურია და ლამაზი.

User avatar
grigoli1970
Posts: 845

LIMBO

Unread post#24 » 26 Oct 2011 09:02

კაია პერსონალურზე რო გამოშვეს ეს, ეხლა დავხურე და მეც ვერ ჩავწვდი ბოლომდე შინარსის აზრს, შეიძლება არაფერი განსაკუთრებული აზრები არ დევს შინაარსში და ბოლოს უბრალოდ ბიჭი თავის დას პოულობს, მარა mერე გაუგებარია რა ხდება რავიცი რა მაინც შემიყვარდა ეს თამაში იმის მიუხედავად რო შინაარსი ვერ გავიგე, ძალიან ორიგინალური იყო ყველაფერი
smothered in the crib

User avatar
Slacker
Posts: 358

LIMBO

Unread post#25 » 26 Oct 2011 14:33

ეს ბიჭი არის აბორტის მსხვერპლი.
სხვა ბავშვებიც იქ ვინც არიან ყველა აბორტის შედეგად მოხვდნენ აქ.
არც ჯოჯოხეთში არც სამოთხეში და ასე არიან სულ და ბოლოს გოგოს რომ პოულობს ეგეც დაქენსელებული ბავშვია. ნუ ამ ბიჭის სავარაუდოდ და ან იდეაში მომავალი შეყვარებული და ამით სცენარისტის რომანტიკულობა გამოჩნდა რომ ადამიანი თავის გულის სწორს ყველგან პოულობს და ბლაბლაბლა.
რა დროს ლექსიაო იობანი ვროტ,
ხმლით შემოვარდნილა Tim Roth

Riddick
Posts: 11714

LIMBO

Unread post#26 » 26 Oct 2011 15:08

საინტერესო რამე დაწერე, მარა დაქენსელებულზე მაინც გამეცინა. სად გაიგე, რამე პლოტ ანალიზი წაიკითხე?

User avatar
grigoli1970
Posts: 845

LIMBO

Unread post#27 » 26 Oct 2011 15:27

შეილება ეგრეა და მაშინ საკაიფო სთორი გამოდის მარა მაინც გაუგებარია რა უნდოდათ მთავარი პერსონაჟისგან სხვა ბავშვებს რატო უგებდნენ მახეებს ვერ გავიგე მემგონი მაინც ვიღაცის პირადი აზრია ეგ, საერთოდ ისეთი ტიპის თამაშს მიეკუთვნება ეს რომლის შინაარსიც შენებურად უნდა გაიგო, მარა ამ შემთხვევაში სრულ გაუგებრობაში ვარ , ყველა შემთხვევაში გრაფიკა, ატმოსფერო , ორიგინალურობა, საინტერესო პაზლები და სილამაზე ამ თამაშს მაღალი დონისას ხდის თუმცა ისიც უნდა ვთქვა რომ Braid და World Of Goo ორივე მირჩევნია ამას
smothered in the crib

User avatar
Slacker
Posts: 358

LIMBO

Unread post#28 » 26 Oct 2011 20:48

riddick
რატოა სასაცილო დაქენსელებული? xD
ოოდა ეგ რაც ახლა დავწერე რამოდენიმე ფორუმზე ვერსიის დოენეზე დაიწერა და პრინციპში ყველაზე
სარწმუნო ვარიანტია ჩემთვის. ბევრი რამე აიხსნება ამით.
და იმ გოგოს შესახებ ჩემი აზრი დავწერე. მე მაგალითად შეყვარებულს შევახვედრებდი.
ნამდვილი სიყვარული არასოდეს იკარგება >.<

grigoli
მთავარი პერსონაჟისგან ის უნდოდათ, რომ ადამიანი ყოველთვის ბრძოლობს გადარჩენისთვის.
ყველა შემთხვევაში.
ასეთ თამაშებს ცოტა ფილოსოფიურად უნდა შეხედო ხოლმე. :D
რა დროს ლექსიაო იობანი ვროტ,
ხმლით შემოვარდნილა Tim Roth

User avatar
grigoli1970
Posts: 845

LIMBO

Unread post#29 » 26 Oct 2011 22:41

ფილოსოფიურად მაგალითად Braid-ს შევხედე და ჩემი აზრებიც გამიჩნდა მაგის შინაარსთან დაკავშირებით მარა ამ თამაშში არ გამომივიდა ეგ და რაც შენ დაწერე ეგეც არ მეჩვენება მაინცდამაინც საინტერესო შინაარსად ადამიანი რო გადარჩენისთვის იბრძვის ყოველთვის, მაგ თემაზე შინაარსის გაკეთება ბანალურია ჩემი იაზრით
smothered in the crib

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

LIMBO

Unread post#30 » 26 Oct 2011 22:44

გადმოცემას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. როცა სიუჟეტი მაღალ დონეზეა გადმოცემული, მთავარი აზრის ბანალურობას ნაკლები და ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ ექცევა ყურადღება.

პოსტს მოგვიანებით განვავრცობ.
I won't miss.

User avatar
grigoli1970
Posts: 845

LIMBO

Unread post#31 » 26 Oct 2011 22:53

მიდი დაწერე ვრცლად მაგრა მაინტერესებს, ისე შეიძლება მე ვერ ჩავწვდი პროსტა თამაშის შინაარსის აზრსს პრინციპში დისკომფორტი არც მიგრძვნია მაგის გამო სხვა რამეები იმდენად კარგად იყო გაკეთებული
smothered in the crib

User avatar
Slacker
Posts: 358

LIMBO

Unread post#32 » 26 Oct 2011 23:18

Tom Clancy
დაახლოებით მივხვდი რის თქმასაც აპირებ და გეთანხმები.
როგორი მაგარი სიუჟეტიც არ უნდა იყოს დაწერილი თუ ეს კარგად ვერ გადმოგვცეს მათი შრომა წყალში იყრება.
აი ამ შემთხვევაში ლიმბოს თამაშის დროს იმდენი კითხვა გიჩნდება რომ ერთი სული გაქვს როდის გახვალ ბოლოში. ამ დროს კი თამაშობ და ხვდები რომ შენს კითხვებს პასუხებს არავინ გასცემს. და ფინალიც ეგეთი აქვს. ერთი დიიიდი გამოცანა.

მისტიკური და გაურკვეველი სიტუაციები კარგია მაგრამ არც მთლად ასე.
რა დროს ლექსიაო იობანი ვროტ,
ხმლით შემოვარდნილა Tim Roth

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

LIMBO

Unread post#33 » 27 Oct 2011 00:49

რა და გააჩნია იმას, თუ როგორ მოდის მოთამაშემდე სიუჟეტი. შეიძლება დედა აზრი არ იყოს იმდენად ღრმა და მრავლის მომცველი, რომ მას ძლიერი უწოდო, მაგრამ ისეთი ფორმით ვითარდებოდეს და გადმოიცემოდეს, რომ ზუსტადაც უწოდებ. "ადამიანი რო გადარჩენისთვის იბრძვის ყოველთვის, მაგ თემაზე შინაარსის გაკეთება ბანალურია" - იგივეს თქმა შეიძლება ვითჩერზეც

► Show Spoiler

მაგრამ ეს ყველაფერი ისე საინტერესოდ ვითარდება (შინაარსობრივი მოულოდნელობები, ცალკეული პერსონაჟები თავიანთი ხასიათით, გადაწყვეტილებები, ეტც.), რომ ამ ერთი შეხედვით ბანალურ იდეას სულ სხვა სახით ესხმება ხორცი.
ეს ვითჩერზე იმიტომ, რომ ყველასთვის თვალსაჩინო და ცნობილი მაგალითია. ძირითადად ეს ფორმულა მოქმედებს ყველგან.
თუმცა LIMBO კიდევ სხვა შემთხვევაა. Braid-ს კი ვადარებთ იმით, რომ საბოლოო სიტყვა ჩვენზეა ანუ როგორც გაიგებს თითოეული მოთამაშე, ისე დამთავრდება თამაში მისთვის. ჩვენებური ხედვით ვაფასებთ თამაშს და დასასრულსაც ჩვენს ინტერპრეტაციას და ახსნას ვუძებნით. ამიტომ იწერება ამდენი თეორია სცენარისტების იდეის შესახებ: კონკრეტულად ლიმბოს აზრს ზოგი რელიგიას უკავშირებს, ზოგიც ყოველ დღიურ ცხოვრებას, ზოგიც ადამიანის გონებას და ა.შ. მაგრამ ბრეიდში უფრო მეტი სიუჟეტური მასალაა მოცემული. შეიძლება ითქვას, უფრო მეტია ნამუშევარი სიუჟეტზე, ვიდრე აქ. LIMBO თავიდან ბოლომდე მისტიური თავგადასავალია, ბრეიდზე ღრმად ფიქრს კი მისი დასასრულის შემდეგ იწყებ.
იმის თქმაც არასწორია, რომ ვინმე ამ თამაშის შინაარსს ვერ ჩასწვდა. მარტივი მიზეზის გამო - თამაშს ერთი კონკრეტული სიუჟეტი არ გააჩნია. depends on us ppl.
პოსტის დასაწყისს დავუმატებდი, რომ მისტიურ და ბურუსით მოცულ სიუჟეტსაც კარგი შესრულება უნდა. როცა ეს ლიმბოს და ბრეიდს კარგად გამოსდის, Alan Wake ზუსტად ამ კუთხით იჯ*ამს.
I won't miss.

User avatar
SLaYeR
Posts: 6143

LIMBO

Unread post#34 » 09 Nov 2011 00:35

მე მაგალითად არაფერზე კითხვის გაცემა არ მინდოდა, პროსტა ობობების და უცნობი ხალხის სამყაროში მინდოდა დარჩენა და უფრო მეტი კითხვა რო ჩემით მეაზროვნა, როგორც მაგალითად Shadow of The Colossus-ში სადაც არაფერს არ მეუბნებიან და ჩემით ვფიქრობ. ქარხნის ტურებმა დააგდო მუხტი და საბოლოოდ მოკლა. გასაგებია რო დეველოპერებს სჭირდებოდათ სინემატიკული პლატფორმერის სხვადასხვა ელემენტების ჩვენება ტექნიკური თვალსაზრისით და ქარხანაში მაგრადაც შეასრულეს მთელი მოძრავი პლატფორმებით მარა მეორე მხრივ ატმოსფერო დაირღვა თითქოს და მოსაწყენი გახდა. დაჟე სასტუმროს და რაღაც უფრო ავიტანდი, უხდება სულების/მკვდრების თემატიკას მარა ქარხანა არ მინდა )))))
ნუ სხვა მხრივ ხმა არ ამომეღება, მაგრა დამევასა
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 184 guests


cron