Assassin's Creed, History

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Hazardous
Posts: 9

Assassin's Creed

Unread post#1 » 07 Aug 2010 13:41

2012 წლის დეკემბერში, ჩვეულებრივი ბარმენი
დესმონდ მაილს

>>>

იყო გატაცებული კომპანია Abstergo Industries-მიერ, რადგან გამოეცადათ იგი დანადგარში სახელად ანიმუსი, რომლის საშუალებით შეიძლება გენეტიკური მეხსიერების კითხვა, წინაპრის დნმ-ის საშუალებით, რაც აძლევს დესმონდს ვირტუალურ რეალობაში განიცადოს წინაპრის თავგადასავალი. კომპანია ამ შემთხვევაში კითხულობს წინაპრის მეხსიერებას რომლის სახელი გახლდან

ალტაირ იბან ლა-აჰადი (Altaïr ibn La-Ahad)

>>>

იგი გახლდათ ასასინთა კლანის წევრი, მოღვაწეობდა 1191 წლის პერიოდშიც მე-3 ჯვაროსნული ომის დროს წმინდა მიწაზე. თავიდან დესმონდს აქვს პრობლემები ანიმუსთან შეგუების, მაგრამ რამოდენიმე დღეში იგი მთლიანად მზადაა დაეხმაროს კომპანიას თავისი სიცოცხლის გადასარჩენად. თამასში ვთამაშობთ 2 პერსონაჟით ალტაირითა და დესმონდით, დაკვირვებიხართ რომ ალტაირსა და დესმონდსაც ერთი სახე აქვს, როგორც აიხსნება ეს იმის ბრალია რომ ანიმუსმა ვერ შექმნა ორიგინალური სახე და მასთან ყველაზე მსგავსი სახე აირჩია, ანუ ირკვევა რომ ალტაირი დესმონდს ჰგავდა.

ალტაირი თავდაპირველად მუშაობს იმაზე რომ ხელში ჩაიგდოს ე.წ.
„ ედემის ნაწილი“

>>>

სოლომონის ტაძრიდან სხვა ასასინების დახმარებით, მაგრამ
რობერტ დე საბლეს

>>>

მიერ იქნა შეჩერებული. რობერტ დე საბლე გახლავთ ტემპლიერთა ორდერის უდიდესი მაგისტრი, ასასინთა უკიდურესი მტერი, ძვირფასეულობის ხელში ჩაგდების მცდელობაში, ალტაირი საძმოს 3 წესს დაარღვევს ( აშორე ხმალი უდანაშაულოებს, დარჩი უხილავი, არ ჩააგდო საძმო გასაჭირში) თამაშის დასაწყისშივე ალტაირი შეეცდება დე საბლეს მოკვლას მაგრამ, მე-2 მასზე ძლიერი აღმოჩნდება და ალტაირსაც მკვლელობა ჩაუვარდება, ასასინთა თავშესაფარ
მასიაფში

დაბრუნებისას და ტემპლიერების შემოტევის მოგერიების შემდომ,
ალ მუალიმი, ჰაშაშინთა (ასასინთა საძმოს სახელი) ლიდერი, ალტაირს ილუზიაში კლავს,

>>>

მაგრამ როგორც შემდგომ ხსნის იგი მას აძლევს მეორე შანს, და უბრალოდ აჩვენა თუ რა ელის იმ შემთხვევაში თუ რომელიმე წესს მაინც დაარღვევდა. იგი მას ყველაზე დაბალ დონეზე ჩამოაქვეითებს და რანგის ასამაღლებლად შანს აძლევს, რაც 9 მნიშვნელოვანი ადამიანის მკვლელობას ითვალისწინებს წმინდა მიწებზე, დამასკოში, აკრაში და იერუსლაიმში. რათა საბოლოოდ დაამყარონ წესრიგი ჯვაროსნებსა და სარასინებს შორის (სარასინებში იგულისხმებოდა უკულტურო ხალხი, იგივე ბარბაროსები ევროპელთათის, მაგრამ ევროპელები სარასინებს ჯვაროსნული ომის პერიოდში ეძახდნენ ყველა მუსლიმს) ყველა პერსონაჟი დაფუძნებულია ნამდვილ ისტორიაზე, რომლებიც ცოცხლობდნენ 1191 წლის პერიოდში,
მაჯ ადდინის (იერუსალიმის რეგენტი, გამგებელი),

>>>

გარნიე დე ნაბულუსის (ჰოსპიტალიერთა რაინდთა უფროსი),

>>>

იუბარ ალ აკიმის (სახელგანთქმული მეცნიერი დამასკოში)

>>>

აბუ ალ ნუქოდის (უმდიდრესი ადამიანი დამასკოში)

>>>

დიდებული ოსტატი სიბრანდი ტევონისებრთა ორდენისა

>>>

და ვილიამ მონფერატის (გამგებლები აკრისა) ჩათვლით.

>>>

ალტაირი ასრულებს ყოველ დავალებას, თანდათანობით იგებს თუ როგორ არის ყოველი მოკლული დაკავშირებული რობერტთან და ტემპლიერებთან. აგრეთვე იგებს რომ ყველანი ედემის ნაწილის ხელში ჩაგდებისათვის მიისწრაფოდნენ, რათა თავისი სიმართლე ჩაენერგათ წმინდა მიწის მცხოვრებლებს, მოიტანონ „სიმშვიდე“ თავის მიწებში და ძარცვონ ხალხი თავისუფალი ნებით. ყველა მიზნის მოკვლის შემდგომ ალტაირი გაიგებს რომ რობერტ დე საბლეს მიზანი გახლდათ ის, რომ მუსლიმის და ქრისტიანი მეომრები გაეერთიანებინა და ერთიანად შეეტია ასასინებისათვის. ალტაირი რობერტ დე საბლეს
რიჩარდ ლომგულის.

>>>

წინვე დაამარცხებს, რის შემდგომ ეუბნება რიჩარდს რომ ომის დასასრული ყველასათის დიდი მიღწევა იქნებოდა. დე საბლეს სიტყვებიდან ალტაირი აღმოაჩენს რომ ალ მუალიმი თვითონ არის ტემპლიერი და ალტაირს იყენება იმის გამო რომ მოეკლა სხვა ტემპლიერები, რათა ყველაფერი მხოლოდ მას დარჩენოდა. ალტაირი უცებ ბრუნდება მასიაფში, სადაც ოსტატი თვითონ აღიარებს ყველაფერს: იგი უარყოფს ყველანაირ რელიგიას, წითელი ზღვის გახლიჩვას, 10 ჭირს ევიპტეში, ბერძენთა შეჭრას ტროაში და ა.შ. იგი ამბობს რომ ეს ყველაფერი არის მხოლოდ ილუზია შექმნილი ამ ნივთის მიერ, იგი ამბობს რომ აპირებს გამოიყენოს ედენის ნაწილი, რათა ტვინი გამოურეცხოს ყველა ადამიანს დედამიწაზე და ბოლო მოუღოს ყოველგვარ კონფლიკტს, რის შემდეგაც აჩვენებს ჰოლოგრაფას დედამიწის, სადაც არის სხვა ნაწილების ადგილსამყოფელი.

ანიმუსის სესიებს შორის, დესმონდი იცნობს ტექნიკოსს სახელად ლუსი სტილმანს, რომელიც ვითომ და არის თანამდეროვე ტემპლიერების წევრი , ისინი სწორედ იმ ედენის ნაწილის ადგილსამყოფელს ეძებდნენ რომელიც ალტაირმა ჰოლოგრაფით ნახა. თანამედროვე ასასინებმა ცადეს დესმონდი დაეძვრინათ ტემპლიერების ხელს მაგრამ არ გამოუვიდათ. დესმონდი უნდა მოეკლათ ოპერაციის დასრულების შემდგომ, მაგრამ ლუსიმ გადაარჩინა, მიუხედავად ამისა დესმონდი მაინც გამოკეტილი რჩება აბსტერგოს ლაბოროტორიაში, ანიმუსში მისმა ყოფნამ გამოიწვია ე.წ.“ სისხლდენის ეფექტი“ ანუ ყველაფერი რაც ალტაირს შეეძლო გადადის დესმონდში, თუნდაც არწივის მზერის ეფექტიც, რომლის მეშვეობითაც შეუძლია დაინახოს თუ რა დონეზეა ესა თუ ის ადამიანი მისთვის მეგობრულად განწყობილი, ამით დესმონდი იგებს რომ ლუსი რომელიც
მას ყოველთვის თითი მოხრით ესალმებოდა

(თითის მოხრა ასასინებში ნიშნავს უკიდურეს პატივისცემას ასასინთა საძმოსადმი , რადგან ასასინებში შერაცხვის დროს, ყველა ასასინს აჭრდინენ მე-4 თითს) რაც ნიშნავდა იმას რომ ლუცი დესმონდის მხარესაა. ამ მზერის საშუალებით დესმონდი აგრეთვე ხედავს უჩინარ მესიჯებს დაწერილს აქა თუ იქ, ეს მესიჯები აღწერს მსოფლიოს აღსასრულს ამა თუ იმ კულტის აზრით, აქვე იყო მოყვანილი 2012 წლის 21 დეკემბერი, ზუსტად ის დღე როდესაც აბსტერგო გაუშვებს სატელითს რაც იმ მსოფლიოს რომელსაც ჩვენ ვიცნობთ საბოლოოდ ბოლოს მოუღებს, სწორედ იგივენაირად როგორც ალ მუალიმს სურდა ხალხის დაჰიპნოზება, მაგრამ ამჯერად უფრო დიდი მაშტაბით. თამაში მთავრდება დესმონდის საძინებელ ოთახში სადაც დესმონდი ფიქრობს თუ ვის მიერ იყო ეს ყველაფერი დაწერილი.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 20 guests