Rainbow Six: Vegas 2, Review

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Hazardous
Posts: 9

Rainbow Six: Vegas 2

Unread post#1 » 07 Aug 2010 13:30

>>>

ტომ კლენსი... ისევ და ისევ გვიბრუნდება თავისი ბახაბუხით, იმ იმედით რომ დაგვაჯეროს ფაქტი: "მე იარაღებშI მართლა კარგად ვერკვევი!" რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მას გამოსდის, იქიდან გამომდინარე რომ მისი თამაშები შემდეგი ჟანრისაა: არის 1 დან 3 ადამიანამდე და მარტონი ანადგურებენ რუსებს და ტერორისტებს მთელი მსოფლიოს მაშტაბით, ნუ არ ვღალატობთ ამ ფაქტს და ისევ ვუბრუნდებით ამ თამაშს სახელად Rainbow Six: Vegas 2, პირველმა ნაწილმა ძალიან დიდი პოპულარულობა მოიპოვა გეიმერებში, იდეალური co-op იდეალირუ AI იდეალური FPS იდეალური Stealth, მაგრამ არის თუ არა ეს ყველაფერი მე-2 ნაწილში? პასუხი: არის! მაგრამ სხვა რა არის? არც არაფერი, არა არის მაინც რაღაცა... უკეთესი "დვიჟოკი" ტი შტო Unreal 3.... Unreal 2.5-დან ამ დვიჟოკზე გადასვლა დიდი შედეგია... მე როგორც ამ დვიჟოკის მოძულემ ისევ უნდა გავაბანძო... არის ამ ვერსიაში უამრავი ბაგი, უეცრად მტრები, ვითომ და კედელში გხედავენ მოგვარდებიან და სროლას გიწყებენ, არადა გგონია რომ სუპერ შპიონი-სპეცრაზმელი ხარ.

>>>

მოვრჩეთ ამ თამაშის გაბანძებას და შევუდგეთ ამ თამაშის კარგ მხარეს:
როგორც პირველმა ნაწილმა ამ თამაშმაც გეიმერებს დიდი სიამოვნება მიანიჭა,თუ გინდათ თავი ისევ სამყაროს გადამრჩენლად იგრძნოთ ეს თამაში თქვენთვისაა, კარად არის დახვეწილი stealth ეფექტები, არის პირველი ნაწილიდან განსხვავებით ბევრად უფრო მეტი იარაღი, უფრო მეტი კოსტიუმი და პერსონაჟის ამოწყობის უფრო მეტი საშუალება, იარაღის დეტალიზაცია მკვეთრად გაუმჯობესდა პირველ ნაწილთან შედარებით, ტყვიის ეფექტები ძალიან კარგად იმჩნევა, იარაღიდან ამომავალი ცეცხლი ნამდვილ ცეცხლს მოგაგონებთ, მაყუჩით სროლისას გამოსული ბოლი კი კარგ ხასაითზე დაგაყენებთ, ტყვიის ნიჟარა (Shell) კი ძალიან ლამაზად იყრება და თავის ხმასაც კი ჰქმნის, რაც თქვენი შემჩნევის კიდევ ერთ შანს ჰმატებს მოწინააღმდეგეს.

>>>

Unreal-ის ბაგები:
ანრეალის დვიჟოკი... როგორ შეიძლება თავი ავარიდოთ ბაგებს? ვერც ვერანაირად ავარიდებთ "ანრეალი ბაგების გარეშე ანრეალი არ არის" ნათქვამია ბრძენი ხალხის მიერ, უკვე ვისაუბრეთ იმაზე რომ მოწინააღმდეეები კედელში ხედავენ, ეს იმის ბრალია რომ კედელი არ არის კარგად დეტალიზირებული რის გამოც AI აღიქვამს როორც ჩვეულებრივ ცარიელ სივრცეს და გხედავს, თამაშში არის ძალიან ბევრი ვიდეოსაუბარი, როცა პერსონაჟები უკავშირდებიან შტაბს რაიმე დავალებასთან დაკავშირებული საკითხით, ამ დროს არ ინძრევა არცერთი პერსონაჟის პირი. როცა გვხვდებიან შეშინებული ტყვეები, დაჭრილი მტრები, ისინი უბრალოდ დგანან იყურებიან და ყურებიდან ამოსცემენ ხმას პირის უმოძრაოდ, ვისაუბრეთ ნიჟარებზე, მაგრამ გადმოყრილი ნიჟარა იმ წამსვე უჩინარდება ჰაერში, ვითომ და იწვება ატმოსფეროში, ვერთმფრენში ყოფნის დროს კი მაშინაც როცა ყველა გვერდიგვერდ ზის, ისინი მაინც რადიოთი გელაპარაკებიან და პირს მაინც არ ანძრევენ გადავირევი.... როცა ადამიანის სახეშ შეხედავ დაინახავ კარგად დეტალიზირებულ სახეს, მაგრამ პროფილში რომ შევხედოთ? უკიდურეს შემტქვევაში ცხვირი მაინც თუ არის სახეს გამოყოფილი, თორემ იქნებოდა სიბრტყე სახე კი არა...

ანუ პირველი ვეგასი ძალიან კარგი თამაში იყო, მაგრამ არის თუ არა მეორე? მე-2 ნაწილში არ არის შეცვლილი არაფერი გრაფიკის და დვიჟოკის გარდა (ისიც განახლებულია შეცვლილი კი არა) ამხელა მოლოდინის შემდგომ ამ თამაშმა მაინც გაუცრუა იმედები ფანატებს თავის დროზე... თუ არ გითამაშიათ პირველი ნაწილი, მაშინ გეგონებათ კარგი თამაში, თუ გითამაშიათ ეს თამაში კი არა, უბრალოდ მოდი გეგონებათ, ტექსტურების გაუმჯობესების... თუ პირველ ვეგასს 9,5 ეკუთვნოდა ამ თამაშს 7,5 ეკუთვნის შემქმნელების უსაქმურობისათვის.

  • გეიმფლეი: 8/10
  • სთორი: 5/10
  • გრაფიკა: 8/10
  • დამუშავებულობა: 7/10
  • ჯამში: 7,5/10

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 103 guests


cron