BlackSite: Area 51, Review

Reviews / Retrospectives / Analysis / Interviews /
Hazardous
Posts: 10
Contact:

BlackSite: Area 51

Unread post#1 » 07 Aug 2010 13:25

>>>

BlackSite: Area 51 არის FPS რომელიც გამოვიდა X-box 360, windows და PS3-ზე 2007 წლის 12 ნოემბერს. თამაში არ უკავშირდება 2005 წელს გამოშვებულ Area 51-ს, რომელმაც ძალიან დიდი პოპულარულობა მოიპოვა გეიმერებში. თამაში გამოშვებული იქნა Midway Austin და Midway Studio-ს თანამშრომლობით.

თამაში პოპულარული გახდა თავისი ცინიკური, პოლიტიკური შეხედულებებით პერსონაჟების მხრიდან. პერსონაჟები ხშირად საუბრობენ ამერიკის სამხედრო ძალების უპასუხისმგებლობაზე და არასამართლიანობაზე, აგრეთვე აკრიტიკებენ მთავრობას. არის ლაპარაკი ბუშის ადმინისტრაციის ხალხზეც, ერაყის ომზე, სახელმწიფოთა გაუგებრობაზე და ა.შ.

>>>

Gameplay:
თამაში იყენებს Unreal 3-ს დღეს დღეობით ყველაზე ადვილ და იაფ ენჯინს, რომელსაც ახასიათებს უამრავი ბაგი, თამაშის დროს შემხვედრია ისეთი ბაგები როგორიცაა, პერსონაჟების კედლებში გასვლა, აქეთ იქით ხტუნვა როცა ფეხები არ მოძრაობს, აგრეთვე მონსტრების ნასროლი - მკვლელი \\\"ბურთების\\\" გაუჩინარება და უცებ ისეთ ადგილას გაჩენა როდესაც საერთოდ არ ელოდები. მაგრამ ზემოთ ხსენებული ენჯინი მოდიფიცირებული იყო სტუდიის მიერ სადაც დამატებული იქნა სხვადასხვა ეფექტები (წვიმის წვეთების იარაღზე და სხვადასხვა მსხვრევადი მატერიალი) რა გასაკვირიც არ უნდა იყოს თამაშზე მუშაობდა რამოდენიმე იუმორისტი, რომელნიც ქმნიდნენ სხვადასხვა სასაცილო დიალოგებს მაგალითად აღსანიშნავი იყო ის რომ როცა ბენზინგასამართ სადგურს ტყვია მოხვდება, ერთ ერთი პერსონაჟი ამბობს: \\\"ვერც მე ვიტან მაგ საზიზღარ ფასებს!\\\" თამასში ნამდვილად არ შეგვხვდება იარაღის მრავალფეროვნება, სულ არის 6 იარაღი, 4 ნამდვილი ხოლო 2 ფიქტიური.

>>>

დაუმუშავებელი ელემენტები:
თამასში არსებობს უამრავი დაუმუშავებელი ელემენტი, მსხვრევადობა, ცუდი ფიზიკა, მყარი სხეულის ბაგები და ა.შ. ჩემს მიერ შემჩნეულია რამოდენიმე უსწორობა, ჩავთვალოთ ისიც რაც მეწერა ზევით და დავამატებ რამოდენიმეს: არის უამრავი ხის ან თუნდაც ქვის, იმენა ცემენტის ბარიკადები, რომლებიც ადვილად იმსხვრევა იარაღის სროლის დროს, მაგრამ არ იმსხვრევა სახლის შუშები, ნათურები, პატარა ბრტყელი ფირფიტები, დროშებზეც არ ეტყობა ტყვიის ფიზიკა. თამაშის მონსტრებთა სახეობებში აგრეთვე შედის გიგანტური მატლები, რომლებიც უეცრათ გამოდიან მიწიდან, მაგრამ აგრეთვე აღსანიშნავია ის რომ, როცა ისინი აპირებენ ამოსვლას მიწიდან, ჯერ ხვრელი ჩნდება მახინჯურად ძალიან და შემდგომ ჩნდებიან flathead-ები. პერესტრელკების დროს როცა მტერს \\\"ფეხში\\\" მოარტამთ ტყვიას, იგი შეიძლება გაფრინდეს იმხელა მანზილზე, როგორც აი ფილმებში ვინჩესტერს რომ დაადებენ და გაფრინდებიან მასე, აგრეთვე თამასში არის მანქნის მართვის რეჟიმიც, რაც აგრეთვე გაუმართავია, როცა მანქნით რამეს ეჯახებით ჯერ მანქნის ზიანი ნოლი, ხოლო შემდგომ თუნდაც კლაკნია ჭიას რომ დაეჯახოთ ჭია არაფერს იმჩნევს ხოლო მანქანა ისე ჩერდება თითქოს კედელს დაეჯახაო.

>>>

დასკვნა:
ისტორია თამაშის არის ძალიან მარტივი, ისევ მოქმედებს ნევადა, ერაყში ნაპოვნი ინოპლანეტური \\\"ვირუსი\\\", ინოპლანეტელები და ვითომ მაგარი ბახაბუხი, მაგრამ სიუჟეტი მართალი გითხრათ ძალიან მომეწონა, ძალიან ჩამთრევია, მიუხედავად თამაშის გაუმართველობისა მაინც ძალიან დაძაბული ისტორიაა და ამის გამო სინჯვა მაინც ღირს. ანუ გაუმართავი ელემენტები, უამრავი ბაგი, ცუდი ენჯინი, ცუდი ინტელექტი (თანაგუნდელებს ასჯერ უნდა უბრძანო რომ ბოლოს მიხვდნენ და გააკეთონ) და ჩრდილის უამრავი დეფექტი, თამაში მარტო სიუჟეტზე ვერ იქნება, მიუხედავად იმისა რომ სიუჟეტი ჩემთვის მთავარია, შეფაასებები:

  • სიუჟეტი:6/10
  • გეიმპლეი:4/10
  • გრაფიკა (არ ითველბა ბაგები):7/10
  • დამუშავებულობა: 2/10
  • ჯამში: 4/10
ჩემი პირველი სტატიაა ოდესმე დაწერილი, მკაცრად არ განსაჯოთ )))

Return to “Game Reviews”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 1 guest