Brother In Arms: Hell's Highway, Review

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
Hazardous
Posts: 9

Brother In Arms: Hell's Highway

Unread post#1 » 07 Aug 2010 13:23

>>>

Brother is Arms ამ სათაურის წაკითხვისას თავიდანვე ვხვდებით რომ ისტორია მეტყველებს ნამდვილ მეგობრობასა და ერთგულებაზე, რადგან რა ასოცირდება ამ ორ ხსენებულთან უფრო მეტად ვიდრე ძმა? ამგვარი თბილი გრძნობები ამჯერად მე–2 მსოფლიო ომის დროინდელ ევროპაში გადადის, სადაც 101 სადესანტო ქვედანაყოფი ყველასათვის საყვარელი მეთ ბეიკერის ხელმძღვანელობით, ცდილობს შეასრულოს თავისი მისია და ოკუპირებული ჰოლანდია ფაშიზმის კლანჭებიდან გაათავისუფლოს, მაგრამ ეს სტატია არ დაწერილა მეტად ჩამთრევი სიუჟეტის ასაღწერად, არამედ მინდა შევეცადო მცირე წარმოდგენა შეგიქმნათ ამ თამაშის შესახებ.

>>>

Gameplay:
სიუჟეტის პარალელურად თამში გამოირჩევა თავისი მეტად დახვეწილი და კარგად შესრულებული გეიმფლეით, რომელიც მოთამაშეს არ აძლევს წამს მოწყდეს ტყვიების ზუზუნსა და ძვლების მსხვრევის ხმას. რა სასტიკადაც არ უნდა ჟღერდეს, ვირტუალური ადამიანისათვის სიცოცლის წართმეა არასოდეს ყოფილა ასე სასიამოვნო, ეს კიდევ ერთი შანსია პასუხი მოთხოვო იმათ ვინაც თავის პერიოდში მილიონობით სიცოცხლე შეიწირეს, ამჯერადაც ვირტუალური სახით. ომის ხიფათსა და ტყვიის საშიშროებას როგორც ჩვენ ამ თამაშის შემქმნელებიც აანალიზებდნენ, რის გამოც მოთამაშეს ნებისმიერი ობიექტის გამოყენება შეუძლია როგოც ერთგვარი cover, მოითქვას სული და შემდგომ სვლა განაგრძოს. თავის შეფარების დროს, გვხვდება კამერის მეტად საინტერესო ცვლილება რომელიც საშუალებას გაძლევთ სახეში შეხედოთ თქვენს მოთამაშეს, კერძოდ ამ სიუჟეტის პროტაგონისტს ბეიკერს. მიუხედავად იმისა რომ თამაშში არ აღინიშნება არსენალის სიმრავლე, უკვე არსებული იარაღების ხარისხი იმ დონემდეა შესრულებული რომ არ გაგაფიქრებთ ამ პრობლემაზე. მსხვრევადი ობიექტები და შესანიშნავი გრაფიკა მაქსიმალურად გაახლოებთ რეალობასთან, ხოლო წოდება „უფროსი სერჟანტი“ რომელსაც თქვენი გმირი ატარებს, ნამდვილად არაა შერჩეული ტყუილუბრალოდ, ამჯერადაც როგორც ამ თამაშის წინამორბედებში თქვენ ისევ გეძლევათ ქვედანაყოფები, რომელთა ნებისმიერი წევრი თავისი საკუთარი ხასიათითა და მანერებით გამოირჩევა, სიტყვას გაძლევთ თქვენს გუნდში, ყველა თავისებურად უნიკალური წევრია.

>>>

Supressing enemy:
როგორც ნამდვილ საბრძოლო ველზე, თქვენ შეგიძლიათ მოიპოვოთ მოწინააღმდეგეზე უპირატესობა, უბრალოდ ჩაახშოთ იგი და რამოდენიმე ხნის განმავლობაშ მისი არწივის თვალი სამიზნიდან მოაშოროთ, რაც საშუალებას გაძლევთ თქვენი ჯარისკაცები უცბად განალაგოთ უსაფრთხო და მომგებიან ადგილებზე, სანამ მტერი შოკისაგან გამოსვლას მოახერხებს. ზემოდხსენებული ისევ და ისევ იარაღის მეშვეობით ხდება, მისი გონება მთლიანად იმაზე იქნება კონცენტრირებული თუ როგორმე არ მოხვდეს ტყვიის წვიმის ქვეშ, წინააღმდეგ შემთხვევაში გახსნილ ადგილას გამოჩენისას, თქვენ ან რომელიმე იუნიტი უკიდურეს შემთხვევაში სასიკვდილოდაა განწირული, რაც კიდევ ერთი პლიუსია რადგან თქვენ შეგიძლიან შეიგრძნოთ ნამდვილი ბრძოლის საშიშროებები და მიიღოთ არც მეტი არც ნაკლები ნამდვილი საბრძლო ტაქტიკური გამოცდილება. ეს ყველაფერი კი მხოლოდ იმ შუალედში როდესაც გერმანელი ნაცისტი იმაზე დარდობა თუ რატომ ეწია მას ასეთი ბედი.

>>>

AI:
ხელოვნური ინტელექტზე საუბრისას უბრალოდ შეუძლებელია არ აღინიშნოს მისი დამუშავებულობა თუ რა დონეზეა მიყვანილი არარეალური აზროვნება. მაგალითად მომყავს სიტუაცია როდესაც აუცილებელია ჩუმი მოქმედება, ჩვენი გმირების ნაბიჯიც და ლაპრაკის ტონი/ხმა სიტუაციის დონემდე დადის, ხოლო შუა ბრძოლის დროს კი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ ერთმანეთს რამე გააგონონ. ბრძოლის დროს როცა შემოვლითი გზით წასვლას დააპირებთ, რათა მტერს ზურგში დაარტყათ შეეცადეთ არავინ დაგინახოს, რადგან ჭკვიანი მოწინააღმდეგე თქვენ ჩანაფიქრს მაშინვე ხვდება და იდეის შესრულებაში მაქსიმალურად გიშლით ხელს. უკვე ხელოვნურმა ინტელექტმა იცის როდაა საჭირო სროლა, როდისაა საჭირო ზუსტი სროლა და როდისაა საჭირო ჩამხშობი სროლა. როცა მთავარი გმირი რაიმე დაზიანებას ღებულობს მისი თანამებრძოლები უნებლიედ გახსენებენ იმას რომ საჭიროა რამეს თავი შეაფაროთ. ამდენ პლიუსთან ერთად საჭიროა, ისიც აღინიშნოს რომ, ზოგჯერ ზემოთხსენებული უბრალოდ ითიშება, მოწინააღმდეგეს რამოდენიმე პატარა შემთხვევაში რამოდენიმე წამით სროლა ავიწყდება, ხოლო თქვენი მორჩილები ბრძანებებზე არ რეაგირებენ.

>>>

Sound:
ყველაფრის მიუხედავად, თამაშის მთავარი სიმდიდრე მისი უმინუსო ხმის ეფექტებია, რომელსაც შენი გონება საბრძოლო ვითარებებში გადაჰყავს.შესამჩნევია ის ფაქტი რომ ყველა იარაღი თავისი უმაღლესი ხარისხის ხმითაა დაჯილდოებული, ტყვიის ზუზუნი და მსხვრევა არასოდეს ყოფილა ასე სუნთქვაშემკვრელი. ხმის ეფექტს თამაშში უდაოდ 10/10 ეკუთვნის მისი უნაკლობის გამო, ხოლო ბეიკერის სიტყვების : CORIAN!! LAY DOWN SOME FLOWERS ON THAT GUN-ის მოსმენა ერთ რამედ ღირს.
ეს ის შემთხვევაა როდესაც თამაშის პლიუსმა ბევრად გადაწონა მისი მინუსები რაზეც ჩემი შემდგომი შეფასებას მეტყველებს:

  • Gameplay: 8,5/10
  • Story: 9/10
  • Graphics: 9/10
  • Overall: 9,2/10

Riddick
Posts: 11701

Brother In Arms: Hell's Highway

Unread post#2 » 08 Aug 2010 22:05

ძაან კრგი სტატიაა და საინტერესო წასაკითხი, მექანიკაზე რო გაამახვილე ყურადღება მაგრად მომეწონა, ჩემთვისაც ძაან მნიშვნელოვანია იარაღი როგორ იგრძნობა, მტრები როგორ კვდებიან და ისეთი დეტალები რაც ატმოსფეროს ჭირდება ყველა ვარანტში.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

Brother In Arms: Hell's Highway

Unread post#3 » 08 Aug 2010 23:06

კარგი სტატია იყო, მომეწონა.
თამაშმა რავიცი, არ დავეძებდი დიდ შედევრს მაშინ და ძაანაც ვისიამოვნე, კარგი სათამაშოა რიკიდ ითამაშე.
I won't miss.

User avatar
grigoli1970
Posts: 845

Brother In Arms: Hell's Highway

Unread post#4 » 08 Aug 2010 23:42

Hazardous
ძალიან კარგი სტატიაა
smothered in the crib

Hazardous
Posts: 9

Brother In Arms: Hell's Highway

Unread post#5 » 09 Aug 2010 03:33

ძალიან დიდი მადლობა ბიჭებო

Riddick
Posts: 11701

Brother In Arms: Hell's Highway

Unread post#6 » 02 Jun 2014 16:42

თანამედროვე ინდი პროექტებში ვიყავი შეცხოვრებული და რამდენიმეს გავლის შემდეგეგ, რაღაც შედარებით ძველის და არა "ინდურის" თამაში მომინდა (თან მიყვარს მივიწყებული თამაშების გახსენება, რომლების გარშემოც უკვე არანაირი აჟიოტაჟი აღარ არის). ესე დაიწყო ჩემი და Brother In Arms: Hell's Highway-ის "ურთიერთობა", რომელიც საერთო ჯამში ძალიან ბევრი დადებითი და უარყოფითი მომენტის ნაკრებად გადაიქცა.
ვინმეს არ გეგონოთ, რომ ესეც 100, ან თუნდაც 50 მილიონიანი პროექტია, სპეცეფექტებით და ეპიკით გამოტენილი, არა, ეს არი "საარსებო მინიმუმის" ფარგლებში გაკეთებული B პროექტი, მაგრამ რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ზუსტად ამ B დონის შესრულების გამო გონებაში ძალიან ბევრ დადებით და საინტერესო მომენტს აცოცხლებს. პირველ რიგში ძველი Medal of Honor კომპანიები გამახსენა და მასთან ერთად ყველა 2 მსოფლიო ომის თამაშებში დაგროვილი დადებითი ექსფერიანსი მოიტანა (დიდიხანია ამ თემატიკის თამაში არ მითამაშია). ყველაზე მოულოდნელი მომენტი თვითონ სიუჟეტის კინომატოგრაფიულ გადმოცემაში მდგომარეობს. კი, მოთხრობილი ამბის მთლიანი სურათი ნამდვილად არაა დიდათ შთამბეჭდავი, მაგრამ გარკვეულ მომენტებში ძალიან კარგად შესრულებული და ომის თემატიკისთვის საინტერესო სცენების ხილვა მოგიწევთ - მეგობრობა, თავდადება, გვერდში დგომა და ა.შ.
თამაშის ერთერთ ყველაზე დადებით შემადგენელს თვითონ გეიმფლეის ტაქტიკური ელემენტიც წარმოადგენს. ანუ ეს არაა უაზრო შუთერი მეორე მსოფლიო ომზე, ეს არი ტაქტიკური თამაში, სადაც ბრძოლის ველზე საკუთარი მანევრის გარდა შენი დანაყოფების კონტროლიც გიწევს.
მარა ყველაზე საოცარი თემა მაინც სხვა რამეშია - მინუსებში: თამაშის ცალკე აღებული აბსოლიტურად ვერცერთი ელემენტი კრიტიკას ვერ უძლებს - არი"კრივოი", დაბაგილი, გლიჩებით და რავი ათასი უბედურებით ))) მარა ერთად რატომღაც მაინც მშვენივრად მუშაობს მართლა არვიცი რისი ბრალია, მარა საერთო ჯამში საკმაოდ მომეწონა და ვისაც ამ თემატიკის თამაშბეი გიყვართ ყველას გირჩევთ. ნოსტალგიური სიამოვნების გარანტია ჩემგან ))

User avatar
Ripster
Posts: 1855

Brother In Arms: Hell's Highway

Unread post#7 » 06 Jun 2014 11:20

ყოველთვის ძალიან კარგად მახსენდება ეს სერიები
თან პირვლეი სერია საკმაოდ ადრე ვითამაშე და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა
ატმოსფეროც მოდიოდა მეორე მსოფლიოსი პერსონაჟებიც რაღაც იმენა ჯარის ძმაკაცები გაიჩითნენ და ეს ტაქტიკური გეიმფლეი ხო მგონი ყველაზე კარგად მოვირგე საერთოდ შუთერებში

გამიხარდა რომ მოგეწონა რიდიკ )))
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 95 guests


cron