Half-Life 2 Episode One, Review

Reviews / Retrospectives / Analysis / Interviews /
User avatar
grigoli1970
Posts: 602
Contact:

Half-Life 2 Episode One

Unread post#1 » 10 Jul 2010 06:12

>>>

Half-Life 2: Episode One
---------------------------------------------

• ჟანრი: FPS
• შემქმნელი: Valve Corporation
• გამომშვები: Valve Corporation
• გამოსვლის თარიღი: 2006 წლის 1ივნისი
• პლადფორმები: PC,Xbox 360,PlayStation 3
• ძრავა: Source (HDR ტექნოლოგიით)

Half-Life 2: Episode One — ეს არის FPS ჟანრში გაკეთებული თამაში,რომელიც არის Half-Life 2–ის გაგრძელება,ის შექმნა კომპანიამ Valve Corporation.ეს თამაში წარმოადგენს Half-Life 2–ის ეპიზოდების ტრილოგიის პირველ ნაწილს.
ამ თამაშის გასვლა მოთამაშეს მოუწევს Gordon Friman-ით,ხოლო მის გვერდით მთელი თამაში იქნება Alyx Vance,რომელიც მას დაეხმარება.ეპიზოდი შედგება 5 თავისგან,მოთამაშეს ამ თავების გავლისთვის დაახლოებით 4–,6 საათი დასჭირდება.თამაშის სიუჟეტი არის Half-Life–ის და Half-Life 2–ის გაგრძელება,იგი ვითარდება იმ მომენტიდან,სადაც დამთავრდა თამაშის წინა ნაწილი:მოთამაშემ,რომელიც გორდონ ფრიმენით თამაშობს და ალექს ვენსმა უნდა მოასწრონ ქაოსით მოცული City 17–იდან გაქცევა,სანამ ალიანსის ლიდერმა,რომელსაც გორდონ ფრიმენმა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა,არ გაანადგურა მთელი ქალაქი მის თავთან ერთად ერთად.

>>>

ეპიზოდურობა
--------------------

Episode One გაცილებით პატარაა მის წინაპართან, Half-Life 2–თან შედარებით.თამაშის მთელი სიუჟეტი City 17–ში ვითარდება.ის ასევე ითვლება Half-Life 2–ის სრულფასოვან დამატებად,რომელსაც დაყენებისას არ სჭირდება ორიგინალი თამაში.ეს ფაქტი გამოიწვია Valve–ს პოლიტიკის ცვლილებამ ახალი თამაშების გამოშვების საკითხთან დაკავშირებით.სრულფასოვანი სიქველის გამოშვების ნაცვლად,რომლის შექმნას რამდენიმე წელი დასჭირდებოდა,Valve–მ გამოუშვა 3 არც თუ ისე დიდი ეპიზოდი,ამასთან ერთად,კომპანიამ განაახლა ძველი ძრავა და დაუმატა მას ახალი შესაძლებლობები,რაც თამაშს გაცილებით კონკურენტუნარიანს ხდის.

>>>

გეიბ ნიუელი, Valve–ს დირექტორი:
--------------------------------------------

„მას შემდეგ,რაც ჩვენ დავხარჯეთ 6 წელი Half-Life 2–ის შექმნაზე,გადავწყვიტეთ გამოგვეშვა თამაშის გაგრძელება,რომელიც 3 ეპიზოდისგან შედგება.ამის საშუალებით ჩვენ მოგვეცა გეიმპლეის და ტექნოლოგიების უფრო კარგად განვითარების შანსი,ასევე ჩვენ შევძელით 18 თვეში გაგვეგებინებინა თამაშის ფანებისთვის,რა მოხდა აფეთქების შემდეგ და არ ვალოდინეთ ისინი კიდევ 6 წელი“ თუმცა აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით მესამე ეპიზოდზე ძალიან მწირი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი

>>>

თამაშის პროცესი
-------------------------

Episode One–ში დიდი ყურადღება ექცევა მოთამაშეს,რომელისაც ალექს ვენსთან ერთად მოუწევს თამაში,თვითონ მოთამაშეს,ისევე როგორც წინა სერიაში,გორდონ ფრიმენით მოუწევს თამაში.მოთამაშისთვის რომ უფრო საინტერესო გამხდარიყო ალექსთან თამაში, Valve–მ მოდიფიცირება გაუკეთა მის ხელოვნურ ინტელექტს,ამის საშუალებით პერსონაჟი რეაგირებას ახდენს მოთამაშის მიერ ჩადენილ ქცევებზე,იგი კომენტარს უკეთებს ამა თუ იმ საგანს,რომელსაც მოთამაშე აკვირდება,ასევე სიძნელეებს რომლის გადალახვაა საჭირო,პერსონაჟი აძლევს მოთამაშეს ინფორმაციას იმის შესახებ,თუ რა არის საჭირო რომელიმე კონკრეტული მისიის შესრულებისთვის.მოთამაშეს ხშირად მოუწევს ალექსის დახმარება მაგალითად:როდესაც ალექსი და გორდონი მიწისქვეშა გვირაბში მოხვდებიან და მას გრავიტაციული იარაღის მეტი არაფერი აქვს,მოთამაშეს მტრებზე ფანრის მინათება მოუწევს,იმისათვის,რომ ალექსმა ისინი კარგად დაინახოს,ამის შემდეგ ის მათ თავისით გაუსწორდება.ამის გარდა თამაშის შემქმნელებმა ალექსის საბრძოლო სისტემაც გააუმჯობესეს:თუ მტრები მას ძალიან ახლოს მიუახლოვდებიან,ის ხელებით იწყებს ბრძოლას;თამაშის მეოთხე თავში ალექსი თავის პისტოლეტს საფანტზე ცვლის,ეს იარაღი მას თამაშის ბოლომდე რჩება.
Valve–მ ასევე დაუთმო დრო გრავიტაციულ იარაღს და გაუკეთა მას მოდიფიკაცია.ეს იარაღი თამაშის პირველ 2 თავში მოთამაშეს დაეხმარება დაბრკოლებების განადგურებაში და ალიანსის ჯარისკაცების განადგურებაში.
შემდეგში ,თამაშის მსვლელობისას გრავიტაციული იარაღი დასჭირდება მოთამაშეს იმისათვის,რომ ავტომობილებით ჩახერგოს მიწისქვეშა სოროები,საიდანაც დაუსრულებლად ამოდიან ჭიანჭველები,რომელიც მას ზიანს აყენებენ.

განვითარების პროცესი
---------------------------------
მტრები :
--------------
>>>

Zombine. ეს არის ალიანსის სალდათი,რომელიც არის ინფიცირებული პარაზიტით (Headcrab),ის მის თავს შეერწყა.ეს მონსტრი არის საკმაოდ სერიოზული მეტოქე,იგი გადაადგილდება ჩვეულებრივ ზომბზე ჩქარა,მაგრამ სწრაფ ზომბზე ნელა.მას აქვს ბრონეჟილეტი და ამის გამო მისი მოკვლა საკმაოდ ძნელია.ისევე როგორც სხვა ზომბები,ისიც ესვრის მოთამაშეს სხვადასხვა ნივთებს,თუ იმყოფება მისგან შორს,ხოლო ახლო ბრძლაში იგი ხელებით ანხორციელებს შეტევებს.მაგრამ ამ ზომბის ყველაზე საშიში მხარე ყუმბარის გამოყენების ცოდნაა,მას ხელში უჭირავს ის და ამიტომ ყველანაირად ცდილობბს,რომ მოთამაშეს მიუახლოვდეს და მასთან ერთად აიფეთქოს თავი,მისთვის ყუმბარის წართმევა გრავიტაციული იარაღით არის შესაძლებელი,თუმცა ეს ძალიან ძნელი გასაკეთებელია.

>>>

Ctalker. ისინი არიან ადამიანები,რომლებიც ალიანსმა დაიწუნა ჯარისკაცობისთვის და ამიტომ გადააკეთეს სტალკერებად,მათი დავალება ტექნიკასთან და კომპიუტერებთან მუშაობა იყო,მათი შემჩნევა რამდენიმე ადგილას შეიძლებოდა Half-Life 2–ში,მაგრამ Episode One–შ ისინი გვევლინებიან,როგორც მტრები.სტალკერები უტევენ მოთამაშეს ლაზელური სხივებით,ლაზელური მოწყობილებები მათ თავზე აქვთ შერწყმული,ისინი პირველ ორ თავში ყველანაირად ცდილობენ პერსონაჟს ხელი შეუშალონ მიზნის შესრულებაში.

>>>

დაპროგრამებული სფერული ნაღმი. Half-Life 2– ში სფერული ნაღმი არის ალიანსის საბრძოლო მექანიზმი,ის წარმოადგენს სფერული ფორმის ნაღმს,რომელიც გადადგილდება. Episode One–ში ეს მექანიზმები როგორც მტრები,ასევე თქვენი მოკავშირეებიც შეიძლება გახდნენ.თუ მოთამაშე გრავიტაციული იარაღის საშუალებით აიღებს ნაღმს და მიუტანს მას ალექსს,ის შეძლებს მის დაპროგრამებას ისე,რომ ამ იარაღმა ალიანსის ჟარისკაცებს შეუტიოს,როგორც კი ნაღმი მტრებს გაანადგურებს,იგი წითელი ხდება და ფეთქდება.

>>>

შეიარაღება
-------------------

Episode One–ში მოთამაშისთვის ხელმისაწვდომია Half-Life 2–ის ყველა იარაღი Pherapod–ის გარდა,რომელიც მტერს პარაზიტებს ესვრის,ამ პარაზიტებს სასიკვდილო ჭრილობების მიყენება შეუძლიათ.როგორც ვხედავთ პირველ ეპიზოდში მოთამაშის არსენალში არცერთი ახალი იარაღი არ არის,თუ არ ჩავთვლით გრავიტაციული იარაღის მოდიფიკაციას.თამაშის შექმნის პროცესში საიტმა Computer and Video Games დაუსვა რობინომ ვოლკერომს (თამაშის პროგრამისტი და დიზაინერი)კითხვა „იქნება თუნდაც ერთი ახალი იარაღი,რომლის ქონაც მოგინდებოდათ,როდესაც რთულ მდგომარეობაში ჩავარდებოდით?“ ამაზე ვოლკერმა უპასუხა: „Episode One–ში ეს იქნება ალექსი — რთულ სიტუაციაში მოგინდებოდათ მის გვერდით აღმოჩენა?“

თამაშის მინიმალური სისტემური მოთხოვნები:
---------------------------------------------------------
• პროცესორი: Pentium III/Athlon 1.2 ГГц
• ოპერატიული მეხსიერება: 256 МБ
• ვიდეოკარტა: 128 mb DirectX 7-ის მხარდაჭერით
• მყარი დისკი: 4 ГБ
• მართვა: კლავიატურა და მაუსი,ჯოისტიკი

სტატია ნათარგმნია wikipedia.ru-დან

Return to “Game Reviews”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 3 guests