POP: The Two Thrones, Review

თემების ფორმატები:
ფართო შთაბეჭდილება . მიმოხილვა . ანალიზი . სერიის რეტროსპექტივა . სხვა
User avatar
Ripster
Posts: 1460
Contact:

POP: The Two Thrones

Unread post#1 » 29 Jun 2010 23:51

>>>

ჰმმმ....Prince of persia...ნებისმიერ ადამიანს ეს სიტყვები რაღაცას ახსენებს... თუნდაც ბავშვობას ან ახალგაზდობას... ძალიან კარგად მახსოვს Prince of persia (1989) თეთრ ზმანში ქერა კაცი დარბის და დახტუანვს ხან სასახლეში ხან "ციხეში" და ებრძოლება თავზე კაშნე შემოხვეულ წვერებიან ტიპებს იმისთვის რომ 60 წუთში გაანთავისუფლოს პრინცესა ბოროტი ვეზირისგან... წინააღმდეგ შემთხვევაში ქალი გაიტრუპება. ჰმ ძველი პრინცისგან ძალიან ცოტა რამ თუ შემორჩა ახალ ნაწილებს. Prince of persia The Two Thrones ამ თამაშზე წავა ლაპარაკი ამ "ნაჯღაპნში"... მაშ ასე ეს თამაში გამოვიდა PC, ბოქსსა და PS2 ზე 2005 წელს (PSP & Wii ზე 2007 წელს და + სახელი შეცვალეს ჩემდა გაურკვეველ მიზეზის გამო: Rival Swords ზე)

>>>

პირველი ნაწილი Sands Of Time იყო ზღაპარი, პრინცი – ღლაპი არანაერი ცხოვრების გამოცდილება, არაფრის აზრზე არ არის და უბრალოდ რაღაც გადახდება თავს, Warrior Within მანდ პრინცი შიზოფრენიკი კილერია. პატარა ბავშვები ალბათ შიშისგან იფსავენ მის გამყინავ მზერას რომ ხედავენ... ატმოსფეროც რაღაც ზედმეტად შავბ–ნელია მაგრამ ვაღიაროთ Warrior Withinს ეს უხდება... აი The Two Thrones ეს სულ სხვაა... ჩემი უსაყვარლესი თამაში... აქ პრინცი უკვე სულ სხვაა .. ატმოსფერო სულ სხვაა... ჯერ გარემო, ლოკაციები ერთი სიტყვით WoW... ასე ვთქვათ წინა ორი ნაწილის ნაზავია... არ გვინდა ყველაფერზე ერთად, ჯობია ყველაფერზე ცალცალკე და ვრცლად ვილაპარაკოთ =)

მთავარი პერსონაჟები...
--------------------------------------

პრინცი (Prince)
--------------------------
>>>

პრინცი დაბრუნდა დროის კუნძულიდან სადაც მან დროის ქვიშის შექმნას შეუშალა ხელი. ბაბილონში მოსვლისას მან დაინახა რომ მისი სახელმწიფო ცეცხლის ალშია გახვეული. ახლა მან უნდა დაიბრუნოს ტრონი და გაანთავისუფლოს ქალაქი ბოროტებისგან.

ბოროტი პრინცი (Dark Prince)
-------------------------------------------
>>>

პრინცის მეორე მხარე, ქვიშის შექმნილი. ბოროტი დაუნდობელი და ეგოისტურია. მიისწრაფის პრინცის სხეულის სრული კონტროლისკენ და უნდა ბაბილონის ხელში ჩაგდება

ფარა (Farah)
--------------------
>>>

ბაბილონში ფარა თავისი ნებით არ წამოსულა. იგი ვეზირმა დაიმონა. ფარას უნდა შური იძიოს ვეზირზე იმის გამო რაც მან მას და მის სამშობლოს გაუკეთა.

კაილინა (Kaileena)
----------------------------
>>>

პრინცმა კაილინა წაიყვანა ბაბილონში დროის კუნძულიდან. მას მოიტაცებენ და მოკლავენ. მთელი თამაშის განმავლობაში კაილინა მოგვითხრობს T2Tს "სთორის".

[center]Story

---------------------
>>>

ეს ის ნაწილია რაც პრინცში ყველაზე ძალიან მიყვარს... მაშ ასე სთორი გრძელდება Warrior within ის "კარგი" დასასრულიდან , ანუ დროის მცველი დაჰაკა ჩაძაღლდა, პრინცი და კაილინა (დროის იმპერატორი) მიემგზავრებიან ბაბილონში... კაკ აბიჩნა აქ რაღაც უნდა მოხდეს =)) მაშ ასე როდესაც მიუახლოვდნენ ბაბილონს პრინცს ლამის ინფაქტმა ტყორცნა ცეცხლის ალში გახვეული სამშობლოს დანახვაზე. მოდით ჩავფიქრდეთ... მეორე ნაწილში Warrior Within ში პრინცმა გააუქმა "დროის ქვიშის" შექმნა. ამ საქციელმა გამოიწვია ის რომ გაუქმდა ყველაფერი რაც ჩვენ წინა ნაწილებში გადაგვხდა თავს... არც პრინცის მამა არ დასხმია თავს ინდოეთის მაჰარაჯას და რახან ეს არ მომხდარა მაშინ არც ვეზირი არ ყოფილა დამარცხებული... აი აქ დაგვერხა ზუსტად... დავუბრუნდეთ ისევ თვითონ 3ე ნაწილის სთორის... მტერი შეამჩნევს მომავალ გემს და შეუტევს ცეცხლოვანი "ბურთებით", გემი ჩაიძირება პრინცს და კაილინას კი წყალი გამორიყავს ნაპირზე... კაილინას ჩაიგდებენ ხელში მტრები პრინცი კი დაიწყებს მის ძებნას... თამაშის პროცესში გაირკვევა რომ ეს ყველაფერი ვეზირის ნახელავია. ვეზირმა უნდა წარმოთქვას რაღაც იეღოვლური შელოცვა და დროის კინჟალი "იმპერატრიცას" ანუ კაილინას უნდა შეარჭოს... პრინციც ზუსტად ამ რიტუალის დროს გამოჩნდება მაგრამ ამაოდ...

>>>

სამწუხაროდ იგი ვერ მოახერხებს კაილინას გადარჩენას... ვეზირი და მისი "გენერლები" ქვიშის მონსტრებად გადაიქცევიან მაგრამ ვეზირს უპირატესობა აქვს... იგი უკვე უკვდავია... მეტიც, ქვიშა ნაწილობრივ პრინცზეც იმოქმედებს... მთლიანად პრინცის ქვიშის მონსტრად გადაქცევას ვერ შეძლებს მაგრამ მის სხეულში ქვიშის მონსტრის სულს შეუშვებს.. ნუ ამაზე ვრცლად მერე ვილაპარაკებთ.. სთორი ძალიან საინტერესო აქვს და ვისაც კარგი სტორის თამაშები გიყვართ აუცილებლად გექნებათ ნათამაშები

>>>

ჰმმმ აუცილებლად უნდა დავუთმოთ ადგილი პრინცის კომბატს... ეს ხომ თამაშის ის მხარეა რომელიც ასე გვიხალისებს მის სამყაროში ხეტიალს... პირველ რიგში თუ Prince of persia ს სერიები ერთხელ მაინც გითამაშიათ შეამჩნევთ რომ The Two Throne ში ფაქტიურად Warrior within ის კომბო სისტემაა... ნუ რათქმაუნდა ახალი "პრიომებით" და რაც მთავარია Speed Kill–ით. კაილინას როცა მოიტაცებენ.. გვხვდება სცენა ასე ვთქვათ სპიდ კილის თუთორიალის მაგვარი.. სადაც შეგვიძლია "დავამუღამოთ" მისი გამოყენება.. როგორც ყოველთვის როცა პრინცი საფრთხეშია მას არასდროს არ აქვს ხელთ წესიერი იარაღი.. და აი გვიწევს თევზის საფხეკი დანით ხეტიალი... ავიღებთ საფხეკს ხელში მივეპარებით მტერს ზურგიდან და ვხევთ E ღილაკს.. ნუ მანდ თქვენთითონ გაერკვევით თორემ ძალიან გაგვიგრძელდება ამაზე საუბარი.. ხო კიდევ Speed Kill უნდა გამოვიყენოთ როგორც მტრების ჩუმად მოსაკლავად ასევე ბოსებთანაც.. ანუ მაგალითად უყბო გოლიათს თვალები უნდა დავთხაროთ.. ვეზირს ფრთები მოვაჭრათ და ა.შ.. კიდევ ერთი რამ რაც გვეცემა თვალში ეს მოქმედების უფრო მეტი თავისუფლებაა.. ანუ მაგალითად არის გრძელი ოთახი და დგანან მტრები.. მშვილდოსანი და მეომარი.. ჩვენ შეგვიძლია კედლებზე ფორთხიალით და მატრიცისებრი ტრიუკების ჩატარებით ჩუმად ყელი გამოვჭრათ არჩერს და მერე გადავიდეთ ჩუმადვე მეომარზე.. ან შეგვიძლია გავუვარდეთ ეგრევე ორივეს და ცოცხალი ადგილი არ დავუტოვოთ რაშიც ჩვენი დალოცვილი კომბო სისტემა დაგვეხმარება.. ერთი სიტყვით არცერთ შემთხვევაში არ მოიწყენთ არჩევანი კი თქვენზეა...

>>>

მაშ ასე.. Dark Prince... კიდევ ერთი პერსონაჟი ვის მართვასაც ჩვენ შევძლებთ... არა არა.. უფროსწორედ პერსონაჟის მეორე მხარე... მოდით უფრო დაწვრილებით ყველაფერი რომ უფრო გასაგები გახდეს... როდესაც კაილინას ვეზირი ბოლოს მოუღებს დროის ხანჯლით, ქვიშა ვეზირს უკვდავად გახდის და ფრთებით დაასაჩუქრებს... მის გენერლებს ზოგს ყბა მოსძვრება და ზომაში გაცილებით უფრო დიდი გახდება ზოგს რა და ზოგს რა... პრინცში ცოტა რთულად გვაქვს საქმე.. მასში ბოროტი სული ჩაჯდება. თამაშის განმავლობაში ვისმენთ "კარგი პრინცის" და "ბოროტი პრინცის" საუბრებს. "შავი" ხან უკმაყოფილიოა პრინცის აკრობატიკით ხან პირიქით შთაბეჭდილების ქვეშაა =)) ერთი სიტყვით ბევრს იხალისებთ მათი საუბრით.. ყველაზე ცუდი.. (შეიძლება ჩვენთვის კარგი) ის არის რომ ზოგჯერ პრინცი ქვიშის მონსტრად იქცევა და მაშინ ბოროტ პრინცს აქვს სხეულზე სრული კონტროლი... იგი გაცილებით უფრო ძლიერია.. მაგრამ არის – ი ბრძოლის დროსაც ის სუსტდება და თუ მალე არ მიიღე ქვიშა მოკვდები... მაგრამ ეს დიდი გასაჭირი არ არის ყოველი ქვიშის მონსტრის მოკვლისას ან "ჭურჭლის" დამტვრევისას სიცოცხლე ბოლომდე გევსებათ (ბოლო ტურში გაწამდებით =))) )... ერთი სიტყვით ეს თამაშს გაცილებით უფრო მრავალფეროვანს ხდის...

მტაკს..... ამ "სტატიას" ვწერდი ღამ ღამობით როდესაც რაღაც მიზეზების გამო არ მეძინებოდა ან არ მინდოდა დაძინება გრამატიკული შეცდომები დაიკიდეთ იმიტომ რომ მე მკიდია =)) (ეს ფრაზა უკვე დევიზად მექცა) დააააა... რათქმაუნდა თამაშის შესაფერისი და საკადრისი სტატია არ არის ნამდვილად მაგრამ იმედი მაქვს მოგეწონებათ და თამაშის სურვილს გაგიჩენთ :)

ახლა კი დავწერ დაწვრილებით თუ როგორ უნდა ებრძოლოთ თამაშ Prince Of Persia: The Two Throne ში Boss ებს :) იმედია გამოგადგებათ :)

=======

პირველი ბოსი - დიდი უყბო ძია

>>>

ჰმმ.... პირველი ბოსი.... რა შეიძლება ითქვას მასზე... დიდი უყბო ცხოველი რომელიც ადრინდელ ფორმით გვახსოვს კაილინას სიკვდილის Cinematicში
ესეიგი პირველ რიგში თამაშის წინა მორბედებისგან განსხვავებით დეველოპერებმა შემოგვთავაზეს რაღაც ახალი, წინა ნაწილებში თუ BOSS ებთან მხოლოდ Combo ბრძოლა მიდიოდა.. აქ The Two Throneში ცოტა სხვანაირად გვაქვს საქმე...
პირველ რიგში დავარტყავთ ერთი ორ კრუგს არენას და (იმედია) შეამჩნევთ რომ არენის თავზე ასასვლელად გვაქვს ორი გზა. მე როგორც მახსოვს ასასვლელის ამორჩევასთან გვაქვს შეზღუდვა. ანუ უნდა ავიდეთ ჯერ მეორე ასასვლელზე სადაც პირველი მოსაჭიდი ინსტრუმენტი ჯოხია და არა მეორეზე რომელზე ასსასვლელადაც პირველი მოსაჭიდი ინსტრუმენტი დანის ჩასარჭობია. ესეიგი მივდივართ ჩვენ ეგრედ წოდებულ ასასვლელთან გავრბივართ კედელზე, ვეჭიდებით ჯოხს, ვხტებით და ავდივართ მაღლა. ვხედავთ ბოსისკენ მიმართულ ჯოხს და გავდივართ მასზე. ბოსთან ახლოს მისვლის თანავე ეკრანი დაიწყებს ციმციმს რაც მიგვანიშნებს SpeedKillზე. ანუ დავაჭერთ ან E ღილაკს ან Spaceს და პრინცი გადახტება ბოსისკენ, ამ დროს თქვენ უყურებთ პრინცის აკრობატიკას და მხოლოდ მაშინ აჭერთ პირველი დარტყმის ღილაკს (მაუსის მარცხენა ღილაკს) როდესაც ეკრანი ისევ აციმციმდება და ხმალი გაგილურჯდებათ. ჰმ ასე ჩვენ უყბო ბიძიას ერთ თვალს ამოვაჭრით...
მივრბივართ მეორე ასასვლელისკენ... ავდივართ მაღლა და ისევ გავდივართ ბოსისკენ მიმართულ ჯოხზე. ისევ აციმციმდება ეკრანი და თქვენ ისევ მოგიწევთ spaceს დაჭერა. პრინცი გადახტება და თქვენ მისი ბრძოლის დროს მხოლოდ რამდენჯერმე დაგჭირდებათ მაუსის დაწკაპუნება.
ჰმ. რა მაგრები ვართ უყბო ძია დაბრმავდა. ძალიან კარგი შეგვიძლია შევუდგეთ ფეხებში დარტყმებს.. ვურტყავთ ბოსს სანამ არ დაიჩოქებს.... ხო არ დაგვავიწყდეს რომ როდესაც ბოსი დაბრმავდა მას არ შეუძლია გამიზნური დარტყმა და მაშასადამე იქნევს უაზროდ ფეხებს და ხმალს დიდი რადიუსით (ერთხელ მაინც ეს დარტყმა რომ მოგხვდეთ პრინცი გაიტრუპება ასე რომ ფრთხილად იყავით!)
უყბო ძიას დაჩოქვის თანავე მივრბივართ მისკენ ვუკეთებთ Speed Killს უფრო დაწვრილებით კი ხერხემალს ვუჭრით. ნუ რაღათქმა უნდა ამდენს ვეღარ აიტანს ბოსი და მოვკდება..
გილოცავთ თქვენ მოკალით პირველი ბოსი

=======

მეორე ბოსი - ნიღბიანი "პრასწიტუტკა"

>>>

ვურტყავთ MAX 2 ჯერ და ვხტებით უკან. რადგან ნიღბიანს უყვარს წიხლების რტყმა რასაც ბლოკიც არ შველის და დიდ HP ს გაკლებს. ბოსთან უაზროდ ბრძოლა დიდხანს არ გაგრძელდება. სიცოცხლეს საკმაოდ რომ დააკლებთ თქვენი ხმალი და ამ "პრასწიტუტკას" ხმალი "შეერთდება" და დაიწყება უკვე ბანალური სცენა სადაც თქვენ მხოლოდ მაუსის წკაპუნი გიწევთ (დამიჯეერეთ ძალიან ძნელია). ნუ ბოლოს მიგაგდებენ კედელთან და ამ დროს დგება Dark Prince ს ჯერი. ჰმ ეს ქალი ისეთი უტვინო არ ყოფილა როგორიც გამოიყურებოდა. დაინახავს რომ არ ღირს ჩვენთან ბრძოლა და გადახტება შემდეგ საბრძოლო მოედანზე. ნუ ჩვენ ასე ფრენა არ შეგვიძლია მართალი რომ ვთქვათ და ობოლი ბავშვივით ჩერეზ ჟოპუ მოვუვლით. ანუ გადავხტებით ჯერ ხელ მარჯვნივ მყოფ საბრძოლო მოედანზე, მოვკლავთ MOBს, ავიღებთ ქვიშას, შევივსებთ სიცოცხლეს და გადავხტებით შემდეგზე. ასე მივუახლოვდებით თუ არა ამ ქალს დავაჭერთ ერთხელ Rს და დროს შევანელებთ. ვურტყავთ ნიღბიანს სანამ არ გადახტება.
ჩვენ ისევ ვუვლით გვერდიდან ისევ ვკლავთ მობს ისევ ვიღებთ სიცოცხლეს და ისევ დროს შენელების ფუნქციით ვურტყავთ ბოსს... როდესაც სიცოცხლე ოდნავ დარჩება დაიწყებენ ხმლით შეჯახებას. და ჩვენ განკარგულებაში ისევ მხოლოდ მაუსის მარცხენა ღილაკი გვექნება... ვაჭერთ სწრაფ-სწრაფად რაც ძალი და ღონე გვაქვს. და ბოსიც მოკლულია.

=======

მესამე ბოსი - ქვის კაცი [გოლემი]

>>>

არანაერი სირთულე. მივრბივართ მისკენ, ვურტყავთ ფეხებში, ვიცილებთ მის წიხლებს და ვახტებით კისერზე. ნუ აქ იწყება უკვე Dirt 2 ერთი დამატებით (დაკეტილ ჭიშკრებს გოლემის თავით ვტეხავთ)....ხო და ეცადეთ კედლებს არ შეეჯახოთ..

=======

მეოთხე ბოსი - მამა შვილი ბაღაშვილი :D [ტყუპები]

>>>

სანამ ამ ადგილამდე მიხვალთ ეცადეთ რომ მანამდე არ დახარჯოთ ქვიშა.... ნუ ეცადეთ მაინც თუ არ გამოგივათ რადგან აქ ძალიან გამოგადგებათ...
მგონი ყველაზე ძნელი ბოსსები. უბრალო დარტყმით მათ ვერაფერს დააკლებ კონტრ ატაკა კი საშინელება აქვთ... ჯობია არ მოგხვდეთ..... ესეიგი არიან ორნი ერთს ხელში უჭირავს დიდი ხმალი, მეორეს კი ნაჯახის მაგვარი იარაღი...
თუ დაუწყებთ რტყმას ხანჯლიანს მისი ძმაკაცი აუცილებლად დამასტავს... ახტება და ეცდება ჰაერიდან ცული ჩაგარტყათ... თქვენ ამ დროს გამოაჩენთ თქვენს აკრობატიკას და გადახტებით გვერდზე... ჰმმ რა მოხდა? არც არაფერი უბრალოდ ბოსი თავის ნაჯახს ეჯაჯგურება... იხელთეთ დრო დააჭირეთ R ს და დაუწყეთ ჩეხვა.. ასეთი დაკტიკით დაუგდეთ სიცოცხლე ამ ბოსს ნახევრამდე. და შემდეგი ასეთი სიტუაციის დროს თქვენ შეგეძლებათ ჩაატაროთ SpeedKillი... ჰმმმ ძალიან კარგი რამდენჯერმე იგივე ტაკტიკით ჩავუტარებთ სპიდ კილსს (აქ ეცადეთ დაიძაბოთ რადგან დარტყმის დრო ძალიან მალე მოდის, ეცადეთ არ დაიბნეთ.)

=======

მეხუთე ბოსი - ჩათლახი ვეზირი

>>>

ჩვენი დაუძინებელი მტერი... უკვე მეორედ ვუღებთ ბოლოს ამ პროვოკატორს... შევუდგეთ მის განადგურებას... როგორც წინა ბოსსზე ისევე აქ გირჩევთ სანამ ლიფტით მიადგებით მის ბუდეს ბაღში შეაგროვოთ ქვიშა (მაღლა გამოგადგებათ)
ჰმ დავყოთ ვეზირის მოკვლა 3 ეტაპად....
პირველი ეტაპი - პირველი ნაწილი ძალიან ადვილია. უბრალოდ ხმლის რახუნი... მივრბივართ ვეზირისკენ ვუკეთებთ ბლოკს ველოდებით სანამ "ჩაგვიტარებს" რამე დარტყმას ხოლო ამის შემდეგ ვაჩვენებთ თუ რა შეუძლია ძია პრინცს...
ნუ ასე ცოტახანს ვურტყავთ.... როცა ვეზირი აფრინდება გადავკოტრიალდებით რამდენჯერმე რომ ავიცილოთ ქვები... როცა ისევ წამოსკუპდება გავაგრძელებთ პირველ ნაბიჯებს იქამდე სანამ არ დაანგრევს ვეზირი კედლებს.. ახლა უკვე იწყება
მეორე ეტაპი - ვიცილებთ ქვებს და ვეზირის მაგიურ დარტყმებს და მივდივართ ნელნელა მისკენ... უფროსწორედ უნდა ვეცადოთ რაც შეიძლება მალე მივიდეთ და ჩავუტაროთ SpeedKill რადგან უყვარს გადაადგილება...
პირველი სპიდ კილის შემდეგ ვეზირი უფრო სწრაფად გადაადგილდება მაგრამ ჩვენ მაინც იგივე მისია გვევალება... მივრბივართ მისკენ ვიცილებთ ქვებს ვუტარებთ სპიდკილს ნუ მეორე სპიდკილის შემდეგ ვეზირი ისე დარბის გეგონებათ უკანალში კბილის პასტა ან აჯიკა უსვია.... თუ სიცოცხლე საკმარისად გაქვთ ერთ კედელთან დაელოდეთ... ნუ ერთი ორჯერ კირპიჩი თავში მოგხვდება მაგრამ სამაგიეროთ არ დაგჭირდება მთელ არენაზე ყვავივით ვეზირის დევნა..
როდესაც ვეზირი მოვა შენს კედლამდე ავძვრებით მასზე და ჩავუტარებთ შემდეგ სპიდკილს.... ჰმ გადავდივართ....
მესამე ეტაპზე - ვეზირს გაახსენდება რომ ტელეკინესიც შესძლებია... ხელის მარტივი მოძრაობით დიდი რაოდენობით ქვებს დაკიდებს ჰაერში თქვითონ კი აფრინდება ძალიან მაღლა და დაიწყებს ბუშტების სროლას : |
ჰმ რაღა დაგვრჩენია.... ვძვრებით ბოლო ქვამდე და ვხტებით ვეზირისკენ ჰმმმ Stop კადრი ვუყურებთ პრინცს ყველა მხრიდან და ვუტარებთ სპიდ კილს ... ვეზირი მოკლულია..
You'd better do something about that cough

YahooSeeker [Bot]
Posts: 28

POP: The Two Thrones

Unread post#2 » 02 Jul 2010 16:06

საგოლ კარგი ტოპიკია ;)

User avatar
Slacker
Posts: 248
Contact:

POP: The Two Thrones

Unread post#3 » 03 Jul 2010 02:35

ჰეჰ რიპსტერა მაგარია :D
ადრე წავიკითხე და მომეწონა კარგად არის დაწერილი :3
არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხესუს ნავასი.

DaNTeX
Posts: 43
Contact:

POP: The Two Thrones

Unread post#4 » 08 Jul 2010 22:33

ბრწყინვალედ არის დაწერილი და ეს არა ერთხელ მითქვამს

Return to “Game Reviews”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 18 guests