POP: The Forgotten Sands, Review

თემების ფორმატები # საერთო შთაბეჭდილება # მიმოხილვა # ანალიზი # სერიის რეტროსპექტივა # სხვა
Ozzy
Posts: 157
Contact:

POP: The Forgotten Sands

Unread post#1 » 28 Jun 2010 19:37

ტაკს პირველი განხილვა ჩემგან =]]]

თამაშის მენიუს შევხედე თუ არა შემექმნა გრძნობა რომ Sands Of Time ჩავრთე ბოლო POP08-ის გრაფიკით. დახამებული გეიმერივით რომელსაც საქმე არ აქვს ვეცი New Game-ს და გაეშვა სანატრელი თამაში, პირველივე Cutscene-ზე ვიღაც უცხო როჟა გაიჩითა პრინცის ტანსაცმლით, რომელიც მას WW-ში აცვია, და დაიწყო ლაპარაკი რომ ის, მეფე სარამანის შვილი, თავისი ძმის სანახავად წავიდა. აი აქ ყბა ჩამომივარდა და ჩემთვის ჩავილაპარაკე "საღოლ კუზანოვს მაგრა უმუშავიათქო", მაგრამ Ubisoft-ზე მომუშავე "კუზანოვებს" გამორჩათ ერთი პატარა დეტალი უფლისწულის სახეზე... მას შრამი აქვს თვალზე რომელსაც ის WW-ის პირველივე ტურში იღებს, გემზე Shahdee-სთან ბრძოლისას, არადა ჩვენ ვიცით რომ, თამაში ასახავს პრინცის თავგადასავალს Sands of time-დან WW-მდე... კარგი ეს გავატარეთ... შემდეგ Cutscene-ში ვხედავთ რომ მალიკის ქალაქს უტევს უცხო მტერი და ანადგურებს ყველაფერს, პრინცი კიდე 2 ნახტომში 15 კილომეტრის მოშორებით მყოფი კლდიდან ქალაქის კარებთან ჩნდება (ალაჰმაც დალახვროს).
ნუ მერე ჩვეულებრივი ბახაბუხ-ჭახაჭუხი ხვდება ძმას ბლაბლა მპა-მპ... არა აქამდე არ აცალეს... მერე ბედნიერი ძმები ათავისუფლებენ სოლომონის არმიას, რომელიც სულაც არაა სოლომონის, ამოძვრებიან ქვიშის ვირიშვილები და ყველას ვისაც ეხებიან ქვიშის ქანდაკებებათ აქცევენ. მარტო ძმებს ვერაფერს ვერ უშვებიან რადგანაც მათ აქვთ 1 მედალიონის 2 ნაწილი და ეს იცავთ მათ "გაქვიშისქანდაკებებისაგან"...
ნუ მერე როგორც ყოველთვის პრინცი დაფრინავს, დახტუნავს, დაბოდიალობს, დროს აბრუნებს ან დრო აბრუნებს მას, ჩეხაობს и все в таком духе.
ჰო ჩეხაობა ვახსენე და მინდა ვთქვა რომ მაგარი უაზრო ბრძოლის სისტემა აქვს... 3-4 კომბო შეიძლება ქონდეს მაგრამ რატომ უნდა გამოიყენო ის როცა უფრო ეფეკტურია უბრალოდ აჭირო 1 ღილაკს და ყველას და ყველაფერს შლიდე ქვიშის კრისტალის დონემდე... აღარ ვამბობ არაფერს იმაზე რომ ძველი POP-ის გან განსხვავებით აქ მინიმუმ 30-40 მოწინააღმდეგე მოდის ერთად არადა სხვა სერიებში მაქსიმუმ 4-5 ყოფილიყო, თან ყველა ერთდროულად იქნევს ხმალს მაგრამ ჩვენი სუპერპრინცი თავისი სუპერმოქნილობით, სუპერძალებით და მეგახმლით ყველას 1 მოქნევით ყრის ძირს და ფლითავს...

>>>

რქიანი ნაბიჭვარი

მომენტი იყო კარებს ანგრევდა ოთახისხელა რქიანი ნაბიჭვარი (ზევით სურათზეა) და რო შემოვარდა ჩავილაპარაკე : "აუ ამას რა მოკლავს"... პასუხი კი ძალიან მარტივი იყო: როგორ თუ რა მოკლავს?! მიდი და აჭირე ისევ იმ ერთ შეტევის ღილაკს და ეს მონსტრიც უცებ მოკვდება (GOW-ისაგან განსხვავებით აქ Finishing Move-ც არაა ცოტათი რომ შეგეშალოს ან მაქსიმუმ თუ ეფექტურად გინდა მოკლა მიხვალ სახეზე მიახტები და ისევ იმ შეტევის ღილაკს დააწვები და ეგაა) დამატებულია ბრძოლაში სხვადასხვა ელემენტების გამოყენება რომლებსაც Experiance Point-ებით (ყოველი მოკლული მოწინააღმდეგე გიგდებს exp-ს) ყიდულობ და აძლიერებ. მაგალითად ცეცხლის გამოყენებისას ხმალს ცეცხლი "ეკიდება" და ვისაც დაარტყავ დამატებით კიდევ აკლებს, წყლის გამოყენებისას საითაც ხმალს მოიქნევ იმ მიმართულებით მიწიდან ამოდის ყინულის "სტალაგმიტები", მიწის გამოყენებისას ქვის ჯავშანი გეძლევა და არ გაკლდება სიცოცხლე (არააქვს მნიშვნელობა ვინ გირტყავს და რას...) და ბოლო ჰაერის ელემენტის გააქტიურებისას იძახებ "ტორნადოს" რომელიც ახლომახლო მყოფ მოწნააღმდეგეს ჰაერში იტაცებს და გაისვრის იფრიტის(ბოროტი ჯინის) უკანა ხვრელისკენ. ჰო კინაღამ დამავიწყდა აქ მარტო ერთი ხმალი გაქვს და იმით "ომობ" მხოლოდ ბოლო ტურში იღებ ხმალს რომელიც 1 მოსმით ანადგურებს ყველას (საინტერესოა პრინცმა შემთხვევით რო მოირტყას რა მოუვა =]])...
გავაგრძელოთ...
POP არ იქნება თუ არ არის აკრობატიკა, კედლებზე ძრომიალი, პატარ-პატარა პაზლები, ხაფანგებით სავსე ოთახები და ასეთი რაღაცეები... ძალიან მომეწონა წყლის გაყინვის შესაძლებლობა

>>>

მაგალითად შეგიძლია გაყინო კედლიდან ჩქეფარი წყალი და გამოიყენო როგორც ძელი აკრობატული ბზრიალ-ტრიალის და ნახტომის შესასრულებლად, ან კედლის მაგივრად ასაცოცებლად დაგჭირდეს (განსაკუთრებით ბევრი საჩალიჩოა ბოლო ტურში), ან უბრალოდ კოლონის მაგივრობა გაგიწიოს, შემოეხვიო და იხტუნაო. პაზლები იმდენათ ძნელია რო შეიძლება მთელი 3 წამი დაგჭირდეს მის გადასაწყვეტად (ნუ თუ ჯორჯ ბუშის დონეზე არ ხარ...)...
კიდევ დამატებულია ტელეპორტის შესაძლებლობა რომელიც გვჭირდება ტურებში გასასვლელად, მაგრამ ერთი დიდი მინუსი აქვს, ტელეპრტირება შეგიძლია გამოიყენო როცა მტერს ხედავ და ისიც მარტო მტერს ეჯახები და გაისვრი რამოდენიმე ათეული მეტრით. ასევე გეძლევა შანსი გამოიყენო ჯინ რაზიას (ქალი ჯინი რომელიც გეხმარება) მეხსიერება... ამით აღადგენ ძველ დანგრეულ ქალაქში მყოფ კედლებს და სხვადასხვა ნივთებს მაგრამ, ერთდროულად მხოლოდ 1 რამის აღდგენა შეგიძლია...
გაფორმება ძალიან ლამაზია, მართლა ძველ სპარსეთში გეგონება, განსაკუთრებით მომეწონა ბოლო ტურის გაფორმებები, სადაც ქვიშის ქარიშხალში დაფრინავს სახლის ნაწილები, კედლები, გუმბათები და შენ გიწევს ერთი კედლიდან მეორეზე გადაფრენა ჩიტუნიების საშუალებით. მიუხედავად ამისა თამაშს გაფორმების მხრივ 2 დიდი პრობლემა აქვს
1)ყველა მოწინააღმდეგე, რომელიც ერთი კლასისაა, ერთნაირია...
2)ძალიან ბევრი Bug-ია... კარებები ქრება, პრინცი კედლებში იჭედება, უაზროდ განლაგებული ვაზა ხელს გიშლის სწორი ნახტომის გაკეთებაში და სხვა... ერთი რამე შევამჩნიე, გამქრალ კარებში გამოჩნდა უდაბნოს ბექგრაუნდი და კარგად რომ დავაკვირდი უკან სამხედრო ბაზა გაიჩითა... ცუდია მაგრამ ubisoft-ს ეს არ უნდა ეპარებოდეს...

ნუ საბოლოოდ ვიტყოდი რომ დროის გასაყვანად ღირს ითამაშო მაგრამ ამ თამაშით ვერ ისიამოვნებ... ამას POP აღარ ქვია ეს უფრო JPOP-ია (LOL xD), ჯერ მარტო პრინცს რო შეხედავ სახეზე გეგონება ვიღაც იაპოშკა და მერე კიდე იმდენი მოწინააღმდეგე გეცემა ერთდროულად რომ თავი იაპონურ სლეშერში გეგონება...

>>>

ჩავაცვათ ამ მასკიან სამურაის პრინცის ფორმა და ახალი პრინცი გვეყოლება

საბოლოოდ შეფასების მხრივ 10 ქულიდან 7.5-ს დავუწერდი...

Ryusuke
Posts: 6
Contact:

POP: The Forgotten Sands

Unread post#2 » 30 Jun 2010 10:24

არადა როგორ ველოდი ამ თამაშს : xD

User avatar
grigoli1970
Posts: 612
Contact:

POP: The Forgotten Sands

Unread post#3 » 30 Jun 2010 15:01

სტატია მართლაც უმაგრესია,სამწუხაროდ სიმართლე წერია ყველაფერი,რას ვიზამთ,როგორც ჩანს ეს იყო პრინცის ბედი :grumpy:

You can not change your FATE!




ტფუი ბლიად

Ozzy
Posts: 157
Contact:

POP: The Forgotten Sands

Unread post#4 » 30 Jun 2010 15:44

გრიგოლას კომენტარს ველოდებოდი =]]] რაც ეს ამ თამაშს ელოდებოდა რეავიცი რეავიცი...

User avatar
grigoli1970
Posts: 612
Contact:

POP: The Forgotten Sands

Unread post#5 » 30 Jun 2010 17:56

მართლა მეგონა,რომ ძაან მაგარი იქნებოდა ეს ნაწილი,მაგრამ სხვა ბევრი თამაშისავით ესეც ბოლო დონეზე გააბანძეს

Return to “Game Reviews”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 21 guests