Golden Axe, Retrospective

თემების ფორმატები - საერთო შთაბეჭდილება ; მიმოხილვა ; ანალიზი ; სერიის რეტროსპექტივა ; სხვა
User avatar
Riddick
Posts: 9361
Contact:

Golden Axe

Unread post#1 » 13 May 2010 12:13

>>>

თანამედროვე მაშტაბური ბარბაროსობით დაღლილი კაცობრიობა (ბარბაროსობით როდესაც მითიური "საერთო კეთილდრეობის" მცნების გამო ათასობით ადამიანი იქურდება, იმყოფება მონობაში და უბრალოდ იღუპება) გამოსავალის საძებნელედ კვლავ კლასიკურ ბარბაროსობას უბრუნდება, როდესაც ადამიანისთვის ზიანის მიყენება მხოლოდ ხმლის დარტყმის რადიუსზე მიახლოვების შემდეგ შეიძლებოდა (ღმერთმა დალახვროს ისრის მომგონი). კონანი, რომელიც უმეტესობას მარტოხელა-ცხოველი გონია, ცივილური და ორგანიზებული ბნელი კულტების საქმიანობასთან შედარებით მაინც ადამიანური და გაცილებით კეთილი გამოდის. მაგრამ აუცილებელი არ არის რობერტ გოვარდის გმირი იყო რათა, ამოიცვა ტყავის ტრიკო, შეისწორო საყვარელი ხმალი და შემდეგ რქიანი ქუდებით შემოსილ ბოროტებას ებრძოლო.

1. უცნაური აგებულების გამო მოცემულ არსებას "ინდაურის ფეხს" ეძახდნენ. გამოცდილი მოთამაშე მსგავსი ინდაურის მოწინააღმდეგისთვის წართმევას თამაშის დაწყებიდან 50 წამში მოახერხებდა.

>>> >>>

2. იმის მიუხედავად, რომ Ax Battler-ს (გმირი სურათის ცენტრში, ლურჯ ტრიკოში) საკუთარი სახელიდან გამომდინარე, დიდი ნაჯახი უფრო მოუხდებოდა, Golden Axe და Golden Axe II-ში მას მაინც მხოლოდ ხმალი ეჭირა.

Golden Axe (1989)
Golden Axe-ს შემქმნელებმა ძვირად ღირებულ ლიცენზიებს მოქნილად აარიდეს თავი, მაგრამ მთავარ გმირებში ცნობადი სახეების დანახვა მაინც ადვილი დარჩა - Ax Battler - კონანი, Tyris Flare - რიჟა სონია და Gilius Thunderhead - ნახევრად ჩითერი გნომი, რომელიც დიდი რადიუსის მქონე ძლიერი დარტყმით გამოირჩეოდა და ახალბედების საუკეთესო მეგობარი იყო.

სიუჟეტის განაცხადი შემდეგში მდებარეობდა: ქვეყანას სახელად Yuria, რომელშიც ზევით ჩამოთვლილი მოსიარულე სტერეოტიპი ცხოვრობდნენ, თავს დაესხა Death Adder. Adder ინგლისურად "გველს" ნიშნავს. მეფის და პრინცესის მოტაცების შემდეგ, მან მონარქია საკუთარი დიქტატურით შეცვალა, ხოლო ხალხის მართვა რომ უფრო ადვილი გამხდარიყო, მათი რაოდენობა მაშტაბურად შეამცირა. მოცემული "წმენდას" პერსონაჟების ნათესავებიც შეეწირენ - ტაირისი და ალექსი. შურისძიება? დაახლოებით ესე დაიწყო ყველაფერი - ერთი პლადფორმიდან მეორეზე გადასვლის დროს სიუჟეტში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდებპდა, ხოლო თვითონ ოქროს ნაჯახი ბევრ მათგანში საერთოდ არ ფიგურირებდა.

1. არკადული ავტომატების ვერსიაში Death Adder გველის ტყავიდან ძვრებოდა და აბჯარში ინაცვლებდა, Mega Drive-ზე პორტირებლ ვერსიაში კი ეს ანიმაცია ამოჭრილი იყო.

>>> >>>

2. როგორც ჩანს, ტაირისის ცეცხლოვანმა მაგიამ ის კუც კი გაკვირვებული დატოვა რომლის ზურგზეც მოცემული ბრძოლა მიმდინარეობს.

ერთი შეხედვით თამაში ჩვეულებრივ Double Dragon და Renegade-ის სტილის beat’em up-ს გავდა. ჩვენი გმირები (თამაში შეიძლებოდა როგორც მარტო ასევე ორში) ეკრანზე მარცხნიდან მარჯვნივ გადაადგილდებოდნენ და ამ მოგზაურობის დროს მათ გზაზე სხვადასხვა ტიპის მოწინააღმდეგეები ხვდებოდნენ. გაუმკლავდით მოწინააღმდეგეს - წავედით "დალშე". ჩვეულებრივი კომბოების გარდა (დაარტყი ორჯერ - გათიშე - ჩაარტყი ხმლის ან ნაჯახის ტარო - გადავარდა უკან) მოთამაშეებს გაქცეულზეც შეეძლოთ მოწინააღმდეგის გატანა, ან ნახტომის დროს მოქნეული იარაღით მათი გაჩეხვა. სურვილისამებრ (ან შემთხვევით) ერთმანეთში ჩხუბიც შესაძლებელი იყო - "ამხანაგური" დარტყმების ბლოკირება თამაშს გამორთული ჰქონდა.

Golden Axe ფენტეზი-ანტურაჟთან ერთად კიდევ ორი მომენტით იყო გამორჩეული. პირველ რიგში, Death Adder-ის არმიის წევრები უმეტეს შემთხვევაში Bizzarians-ის საოცარ არსებებზე ამხედრებულები გვიტევდნენ. თქვენ შეგეძლოთ ამ მხედრის ჩამოგდება რის შემდეგაც მისი ტრანსპორტი თავისუფალი რჩებოდა, ამით კი სწრაფი გადაადგილების საშუალების გარდა თქვენს მხარეს კიდევ ერთი მძლავრი მოკავშირე გადმოდიოდა - ცხოველი მეტსახელად Chicken Leg მოწინააღმდეგეებს კუდის მეშვეობით იგერიებდა, ხოლო დრაკონები ჩვეულებისამებრ ცეცხლის ამოფრქვევით იყვნენ დაკავებულნი.

1. ნაჯახით შეიარაღებული ამაზონკის იერის მქონე მოწინააღმდეგის ვერსია ინგლისურ ენაზე Gruziya-ს სახელით არის ცნობილი. მის სხვა მსგავს მეგობრებს კიდევ უფრო იდუმალებით მოცული სახელები აქვთ: Lemanaya ("ლიმონია"?), Storchinaya ("სტალიჩნაია"?) და Strobaya.

>>> >>>

2. ჯადოსნური ბურთების სრული კოლექციის შეგროვების შემდეგ ( 9 ცალი Golden Axe-ში, 8 - Golden Axe II-ში), ტეირისს მოზრდილი დრაკონის გამოძახება შეეძლო, რომელიც გამორჩეული ცეცხლ დამცავი კოსტიუმის მქონე ბოსის გარდა, ყველანაირ სიცოცხლის კვალს ამობუგავდა თქვენს ეკრანზე.

მეორე ის, რომ სამივე გმირი ასე თუ ისე დაკავშირებული იყო მაგიასთან. მომპარავ გნომს პანღურით რო გაისტუმრებდი პატარა მაგიურ ბურთს აგდებდა. დიდი მაგიური ხსნარები ძლიერ მაგიასთან იყო დაკავშირებული. მაგიაში ყველაზე განვითარებულად, ცეცხის სტიქიის მმართველი, ტეირისი ითვლებოდა, ექსის მაგია ნორმალურ დონეზე იდგა, ხოლო ჯილიუსის ელექტრონული მაგია ყველაზე დაბალ დონეზე იყო განვითარებული.

1. Golden Axe-ის ავტომატზე: The Revenge of Death Adder-ის თამაში ერთდროულად 4 კაცს შეეძლო.

>>> >>>

2. კომპოზიცია "ჯილიუსი, ზურგზე აზის გოას, რომელიც სკარპიონს მართავს" საკმაოდ სასაცილოდ გამოიყურება.

GA-ს პირველი ვერსია არკადულ ავტომატებზე გამოვიდა, შემდეგ კი თამაში Mega Drive-ზე გადაიტანეს. პორტირების დროს თამაშს რამდენიმე გრაფიკული "წანაზარდი" წააჭრეს - მაგალითად, არკადის ვერსიაში მოკლული მოწინააღმდეგეები ძირს რჩებოდნენ, ხოლო Sega-ზე - ორთქლდებოდნენ. ტურები, რომელთა მოქმედებაც უზარმაზარ კუსა და არწივზე ვითარდებოდა, პორტიტებაში უკვე აღარ გავდა კუსა და არწივის ზურგს. "ამპუტირებული" იყო ფინალური ვიდეოც, რომელშიც მთავარი გმირები, მოთამაშეთა გასაოცრად, ავტომატის ლულიდან ხტებოდნენ. სამაგიეროდ საშინაო ვერსიაში დამატებული იყო ორი ახალი ტური და ორი ახალი სათამაშო რეჟიმი: Beginner და Duel. პირველი დასახელების უკან სამ ტურამდე გაზრდილი "ტრეინინგ" მისია იმალებოდა, ხოლო "დული" საუკეთესოს გამოვლენის საშუალებას იძლეობა - გნომი, ამაზონკა ან მეომარი, შეეჯიბრეთ მეგობარს ორთაბრძოლის მსგავს რეჟიმში. Duel-ის ერთ კაციან რეჟიმში, მოწინააღმდეგეები ყველა ეტაპის შემდეგ უფრო ძლიერდებოდნენ.

შემდგომში თამაში უამრავ კონსოლზე იქნა პორტირებული, მაგრამ მისი მთავარი აზრი მაინც არ შეცვლილა. მაგალითად რუსეთში, თამაშმა DOS-ვერსიის დახმარებით გაითქვა სახელი, რომელიც 1990 წელს გამოუშვეს.

ცვლილებები

>>> >>>

გრაფიკული განსხვავებების დემონსტრაცია არკადულ და საშინაო (Mega Drive) შორის.
არკადულ ვერსიაში Death Adder-ის ჯარისკაცების ნახვა იყო შესაძლებელი, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას უსწორდებოდნენ. Mega Drive-ზე კი ამ ელემენტის ლიკვიდაცია მოახდა.

1. კალიების და სკორპიონების გარდა, Revenge of Death Adder-ში საკმაოდ საცოდავი იერის მქონე დრაკონის ჩონჩხით გასეირნების საშუალებაც გქონდათ.

>>> >>>

2. Golden Axe-ში იყვნენ ჩონჩხები; Golden Axe II-ში - ჩონჩხები და ხვლიკები; Golden Axe III-ში - ხვლიკიების ჩონცხები.

Golden Axe II (1991)
Golden Axe და Golden Axe II-ს (Mega Drive) შორის განსხვავება არცისე დიდია, მაგრამ თითით საჩვენებლად მაინც საკმარისი. რასაც ახლავე განახებთ: კი, გმირები და სიუჟეტი, მეტნაკლებად ხელ-შეუხებელი დარჩა, მხოლოდ მთავარ ბოროტ გმირს ამჯერად Dark Guld ქვია. მონსტრების "პარკმაც" გარკვეული ცვლილებები გადაიტანა - გიგანტების ადგილი მინოტავრებმა დაიკავეს, ხოლო დაუცველი გნომები ჯადოქრებმა შეცვალეს. შეიცვალა სატრანსპორტო ცხოველების იერიც - დრაკონები გადაღებეს და გზათ ცეცხლის გამომყოფი გლანდებიც ამოაჭრეს, ხოლო "ქათმის ფეხას" მეორე კუდი და რქა მიაწეპეს.

ცოტაოდენი ცვლილებები მაგიასაც შეეხო: ექსი დღეიდან ქარის მმართველი გახდა, ხოლო ჯილიუსი - მიწის (ციდან ლოდების ცვენა). ამის გარდა, მაგიის "ერთხელ დააჭირე - მთლიანი მაგია დაკარგეს" მაგივრად გამოჩნა პროგრესირებადი "ვარჯიში": შეიძლებოდა მხოლოდ ერთი წიგნის გამოყენება ერთი სწრაფი ღილაკზე დაჭერით, ან კნოფკა "მაგიაზე" დაჭერა და ლოდინი, სანამ მაგიის მაჩვენებელზე არ შეივსებოდა თქვენთვის სასურველი კვადრატების რაოდენობა (რაც როგორც წესი, ეკრანზე მყოფთათვის დიდი უბედურებით მთავრდებოდა). რეტროს მოყვარულებს, ძველი ვარიანტით თამაშის შესაძლებლობაც ქონდათ.

1. Revenge of Death Adder-ის მთავარი ბოსი დრაკონის თავისგან დამზადებული ფარით იყო აღჭურვილი - იგი ცეცხლოვანი ამოსუნთქვების გარდა, გმირების ყველანაირ მაგიას ანულებდა.

>>> >>>

2. ჯილიუსის ყველაზე მძლავრი მაგია – სიმპატიური ჩონჩხის თავის გამოძახება, რომლის სუნთქვაც მოწინააღმდეგეებს ქვებად აქცევდა.

Golden Axe: The Revenge of Death Adder (1992)
ამ სერიას ბევრი საუკეთესოდ მიიჩნევს. საუბედუროდ, იგი მხოლოდ არკადულ ავტომატებზე გამოვიდა და მისი პორტირება დღემდეც არ მომხდარა. თუ GA და GAII საკმაოდ შუა დონის "ვარვარ-ფენტეზიები" გახლდათ, "სუმატორის შურისძიებაში" ავტორებმა აქამდე უხილავი "კრეატიულობა" გამოიჩინეს... თვალში ბევრი რამ მოგხვდებოდათ, - მთავარი გმირების განახლებული ჯგუფი. Sternblade ექს ბატლერის ორეული გამოდგა, მაგრამ მის კომპანიაში ისეთი უჩვეულო გმირები მოხვდენენ, როგორიცაა გიგანტი გოა (Goah), კენტავრი-გოგონა დორა (Dora) და ეშმაკუნა ტრიქსი (Trix). ყველა მათგანს რაღაც "საეჭვო" დეტალი ქონდა დიზაინში. გოას ზურგჩანთით ჩვენთვის კარგად ცნობილი ჯილიუსი დაყავდა, რომელიც მოცემულ დუეტში მაგიკოსის როლს ასრულებდა და თან ძალიან წარმატებულადაც - უბრალოდ ილუსტრაციას შეხედეთ! კენტავრი დორა ორ მხრიანი ჩაქუჩით და ჩლიქების გამოყენებით იბრძოდა, მაგრამ ბაგამოლზე დაჯდომის შემთხვევაში (იქაური "ცხენები" - ცალკე თემა) მისი მშვენიერი ცხენის ფეხები უეცრად მშვენიერ ქალის ფეხებად იქცეოდა (იხილეთ სურათზე). ბოლოს კი ტრიქსი, იგი სამ კბილიანი ჩანგლის საშუალებით ელვისებრი სისწრაფით ჩეხავდა მოწინააღმდეგის, ასევე ერთადერთი მთელს სერიალში, ფლობდა არა საბრძოლო, არამედ განკურნების მაგიას - მისი მაგიის მეშვეობით ვაშლების გაზრდა შეგეძლოთ, რომელთა მეშვეობითაც სიცოცხლის მომატება იყო შესაძლებელი.

1. Golden Axe III-ში "ქათმის ფეხას" ადგილი ხვლიკის და ლოკოკინას საერთო გიბრიდმა დაიკავა, რომელიც მოწინააღმდეგეს გრძელი ენის საშუალებით უსწორდებოდა.

>>> >>>

2. Golden Axe III-ში 5 დატყვევებულის განთავისუფლების შემთხვევაში, გმირი დამატებითი სიცოცხლის პოინთებს ღებულობდა საჩუქრად.

ასევე თამაშის რედაქციებიც მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. ამჯერად აქცენტი გადაქცეული მაცოვრებლების მაგივრად დამპყრობლებზე იყო გადატანილი - ჩვენ რქიანი დიქტატორის არმიის მოსასვენებელ ბარაკებში გვიწევდა გასეირნება, სადაც ჯარისკაცების საკვებისა და თეთრეულის სისუფთავის ხარისხს შევამოწმებდით. ჩვეულებრივი ჯარისკაცების გარდა, სერიალის ისტორიაში პირველად გამოჩდნენ ქვებისა და ლოდების მსროლელი, გიგანტური გარეული ქალები, ღრიალა ციკლოპები, საეჭვო გარეგნობის ველურები უზარმაზარ მასკებში და ადამიანი ხეები, რომლებიც უზარმაზარი სოკოების ტყეში ბინადრობდნენ. როგორც უწინ, მოწინააღმდეგეები ხშირად რაიმეზე ამხედრებულები გვიტევდნენ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში არა დრაკონებზე, არამედ კალიაბსა და სკორპიონებზე - რომლებიც, ტრადიციისამებრ, უნდა წაგვერთვა მოწინააღმდეგისთვის და ჩვენს სასიკეთოთ გამოგვეყენებინა. "ტრანსპორტის" სულ ოთხი ქვე სახეობა არსებობდა: ოქროს სკარპიონები და შავი კალიები ახლო ბრძოლის პროფესიონალების სტატუსით სარგებლობდნენ, მწვანე კალიები ცეცხლს აფრქვევდნენ, ხოლო ცისფერი სკარპიონები დენს ირტყმევინებოდნენ. პლიუს ამას, თუ მოწინააღმდეგეს კატაპულტს ან დიდ არბალეტს წავართმევდით, მას ჩვენს მორბენალ მეგობარს ზურგზე დავუმაგრებდით, რითიც იგი ერთგვარ ისრების ან ქვების მტყორცნელ ტანკად გადაიქცეოდა (მართალი, ტყვიები მალევე თავდებოდა მაგრამ მაინც...).

1. Golden Axe III-ში ერთობლივი დარტყმის ჩასატარებლად, გმირები ერთმანეთის პირისპირ უნდა დაგეყებინათ და დალოდებოდით, სანამ მიხვდებოდნენ თქვენს ჩანაფიქრს...

>>> >>>

2. ... რის შემდეგაც, მაგალითად, მეომარს შეიძლებოდა ადამიანი პანტერა ხელში აეყვანა და ჰაერში დაეტრიალებინა, რითიც ყველა გარშემო მყობს ძირს დაყრიდა - ნეტა როდისმე მაინც ყოფილიყო გარშემო ვინმე.

მრავალი დახურვის მოყვარულებს, თამაშში სხვადასხვა გზებით გასვლის ალტერნატივა გაეხსნათ: თუ გიგანტური სოკოების ტყე მოგბეზრდათ, მეორეჯერ გამოქვაბულებში შეგეძლოთ წასვა.

გასწრობანა

Sega-მ 1991 წელს, Nintendo-ს ორთქმავალის დაწევის მცდელობაში, Sega Master System-ისთვის Golden Axe Warrior-ი და პრტატული Game Gear-ისთვის Ax Battler: A Legend of Golden Axe გამოუშვა. სათაურების მიუხედავად, ეს თამაშები უფრო Legend of Zelda და Zelda II: The Adventure of Link-ს გავდა ვიდრე ოქროს ნაჯახს. Golden Axe Warrior-ში უსახელო გმირი კიდევ ერთხელ გაცოცხლებული Death Adder-ის მიერ დამალულ ათ ცალ კრისტალს ეძებდა... და რათქმაუნდა, ოქროს ნაჯახსაც (მეორეხარისხოვნად). ტეირისი, ექსი და ჯილიუსი NPC-ების მასწავლებლებად იყვნენ გამოყვანილი, ისინი გმირებს მაგიურ შესაძლებლობებს ასწავლიდნენ.

>>> >>>

სახელის მსგავსად, მეორე თამაში, ექსის ახალგაზრდობის წლებს მიეძღვნა, როდესაც იგი ლინკის მსგავსად დებილურ ფრთიან ქუდს ატარებდა. Ax Battler: A Legend of Golden Axe-ში თამაში სხვადასხვა ხედებით იყო წარმოდგენილი, იყო ზედ ხედი, რომელიც კარტის გამოკვლევის პერიოდში ფუნციონირებდა და ასევე გვერდხედი - რომელზეც "კამერა" ბრძოლების დროს გადადიოდა, ასევე მიწისქვეშეთში შესვლის დროსაც. სამწუხაროდ, საფირმო ცხოველებზე გადაადგილების ფიჩი არცერთ თამაშში წარმოდგენი არ ყოფილა.

1. Golden Axe-ში მოწინააღმდეგეები უტვინოები ნამდვვილად არ ყოფილან: ყოოველთვის გმირის ალყაში მოქცევას ცდილობდნენ, იყვანდნენ უპატრონოდ მიტოვებულ ცხოველებს და შეძლებისდაგვარად - ცდილობდნენ მათ ეფექტურად გამოყენებასაც...

>>> >>>

2. ...მაგრამ ფეხებ ქვეშ დახედვა ავიწყდებოდათ, რის გამოც მათი ხევში გადაგდება ძალიან ადვილი ხდებოდა - ხევები რო ხშირად ყოფილიყო რათქმაუნდა.

Golden Axe III (1993)
Mega Drive-ის მიერ გამოშვებული თამაშის მესამე ნაწილი პირველად რუსეთის ტერიტორიაზე გავრცელდა. შემდეგ, Sega Channel-ის მეშვეობით, Golden Axe III ამერიკელებისთვისაც ხელ მისაწვდომი გახდა და მხოლოდ 2006 წელს გამოვიდა ოფიციალური ევროპული ვერისა - Sega Mega Drive Collection-ის სახით.

ბევრი გულშემატკივარის აზრით, Golden Axe III - Revenge of Death Adder-ის რიმეიკი უნდა ყოფილიყო, თამაშის გამოსვლის შემდგეკ კი ეს აზრი აგრესიაში გადაიზარდა, რადგან თამაში სერიალის დამოუკიდებელი გაგრძელება გამოდგა. მაგრამ სინამდვილეში საქმე არც ისე ცუდათ იყო - ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, "სამიანი" უფრო სიმპატიურად გამოიყურებოდა, ვიდრე "ორიანი". Revenge-ის მსგავსად, თამაშში ოთხი გმირი იყო შესული. პირველი ორი მათგანი ექსს და ტრაისს წააგავდნენ, მაგრამ, პრიომების ახალი არსენალის წყალობით, "ბებრების" ზუსტი კოპიები არ ყოფილან. გნომი ოფიციალურად პენსიაზე იყო გასული, თავისუფალი ვაკანსიები კი ადამიანმა-პანტერამ და ადამიანმა-გორილამ დაიკავეს. ასევე "Duel" ნაცვალად,"VS" რეჟიმში მოვიდა, სადაც თქვენ ერთ-ერთი ბოსის როლში თამაში შეგეძლოთ, ეს იყო ადამიანი-ჩიტი.

1. Golden Axe II-ში მაგია მოთავსებულია არა ბურთებში, არამედ წიგნებში. ახლა ეს ორი რქიანი ბაყაყი უცებ ჯადოქრებად გადაიქცევიან და ჩვენს გმირეს მაგიას მოპარავენ. ხო ისე, ექს, ტეირის - რჩევა: მსგავს ამინდში ერთმანეთისგან მოშორებით ძილი ჯამრთელობისთვის მთლად სასარგებლო არ არის.

>>> >>>

2. Golden Axe III-ის გაფორმებაში აშკარად აღმოსავლური მოტივები იგრძნობა - რიგითი ჯარისკაცები არაბულ სტილში არიან შემოსილები - ხოლო მთავარ გმირს სწორი ხმლის მაგივრად, როგორიც პირველ ორ სერიაში იყო, მოღუნული თურქული ხმალი უჭირავს.

ხელმისაწვდომი ნივთების რაოდენობა არა მხოლოდ გაიზარდა, არამედ უფრო ინდივიდუალური გახდა - მაგალითად, გოგონას და პანტერას ორმაგი ნახტომის შესაძლებლობა ჰქონდათ, ხოლო გარილლონდს მოწინააღმდეგეების მიწაზე დახეთქება შეეძლო. ორში თამაშის დროს ერთობლივი და გამორჩეულად ძლიერი დარტყმების გაკეთებაც ნებადართული იყო.

თამაშმა Revenge-ის ზოგიერთი პროგრესირებადი თვისებაც მიითვისა, მაგალითად, ტურების არა ხაზობრივი სისტემა. მოწინააღმდეგის ციხესიმაგრესთან (ამჯერად - Death Adder, მაგრამ, რა აზრიაქ, სინამდვილეში ამ ყველაფერს?) შესაძლებელი იყო გემით მიცურვა, არწივით მიფრენა ან გამოქვაბულით ასვლა.

აი საჯინიბო კი Revenge of Death Adder-ის შემდეგ ნამდვილად მოსაწყენად გამოიყურებოდა - ორი დრაკონი, ხვლიკი და ლოკოკინა. როგორც იტყვიან, ამისთვისაც მადლობელი.

1. ცხენის ჩლიქები უცებ....

>>> >>>

2. ...ლამაზ ფეხებად გარდაიქმნება

Golden Axe: The Duel (1994)
მოცემულ მომენტში, მომდევნო და ყველაზე ორიგინალური Golden Axe, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ფაითინგი გახდა. Duel რეჟიმი, ფეთქებადი აპენდიციტის მსგავსად, გამოეყო მთავარ თამაშს და სრულფასოვან ჩეხაობად ჩამოყალიბდა. თამაში თავიდან არკადულ აპარატებზე გამოჩნდა, ხოლო 1995 წელს - Sega Saturn-ზეც გამოვიდა. ოქროს ნაჯახის მოპოვების პრეცენდენტებად ძველი ნაცნობი Death Adder, პირველი Golden Axe-ის შთამომავლები და სხვა მრავალი განსხვავებული კალიბრის მქონე ფენტეზი ტიპაჟები მოიხსენიებოდნენ. ფიზიკური აღმოცენების შემდეგ, ფინალური ბოსი... თვითონ ოქროს ნაჯახი გახდა. გნომებიც ადგილზე იყვნენ (ავტორის აზრით, The Duel-ში სერიალის ისტორიაში ყველაზე სიმპატიური გნომები იყვნენ შესული და საერთო გრაფიკაც საკმაოდ კარგ დონეზი იმყოფებოდა). მაგრამ, გულშემატკივრების ინტერესის შესანარჩუნებლად, რომლებიც პირველ რიგში Revenge of Death Adder-ის პორტირებას ელოდნენ, გნომები არა საკმარისი აღმოჩნდა. ფაითინგების მოყვარულებიც ვერ დარჩნენ The Duel-ისგან დიდათ კმაყოფილები - მათ იგი საკმაოდ ნელი და უხამსო მოეჩვენათ.

1. უზარმაზარი სოკოები, რომლებზეც სხვა სოკოები იზრდება - გეიმ-დიზაინერის განუმეორებელი შედევრი. კითხვა "რას ეწეოდნენ შემქმნელები?" თავისით ქრება.

>>> >>>

2. იმ შეუდარებელი ზომის ძალადობისა რაც ეკრანზე ხდებოდა, Golden Axe მაინც უსისხლო თამაშად რჩებოდა. გარეული-გოგონას "მკბენავი" დარტყმა The Duel-დან - იშვიათი გამონაკლისია.

შემდგომში Sega-მ PlayStation 2-ის არცტუისე წარმატებული Golden Axe-ს 3D ვერსია გამოუშვა (მოცემული ვერსია ევროპასა და ამერიკის ტერიტორიაზე Sega Classics Collection-ის სახით გამოიცა). მაგრამ ორიგინალმა სერიებმა დროის გამოცდა მშვენივრად ჩააბარეს. თამაშს კონსოლებზე პორტირების დაგვიანების მიუხედავად მაინც არ დაუკარგავს აქტუალობა (GBA-ზე Golden Axe Sega Smash Pack-ის სახით გამოდიოდა, ხოლო PSP-ზე სამივე მთავარი ნაწილი Sega Mega Drive Collection-ში არის თავმოყრილი). ღრმა სიუჟეტთან შედარებით პატარა ხანგრძლივობამ და უბრალო გეიმფლეიმ Golden Axe იდეალური გზაში სათამაშო თამაშად აქცია (არ დაგავიწყდეთ, უკაბელო მულტიფლეიერიც PSP ვერსიაში).

რაც შეეხება თანამედროვე "დიდი" კონსოლების ვერსია Golden Axe-ს, იგი ჯერჯერობით, სამგზავრო ურჩხულების მიუხედავად, ძალიან ცუდად გავს მის წინაპრებს, მაგრამ კარგია ეს თუ არა ჯერ უცნობი რჩება.

1. წარმატებული (ან წარუმატებელი) გზის არჩევის შემთხვევაში, GAIII-ში "შეპრყრობილი" გმირების ნახვა შეიძლებოდა რომლებიდანაც ბოროტი სულები უნდა გამოგედევნათ (კაი გემრიალი რახარუხით).

>>> >>>

2. Death Adder-ი Golden Axe: The Duel-ში ისევ ისე გამოიყურებოდა, როგორც The Revenge of Death Adder - ტყავის შარვალი და მოდური ცეცხლის მფრქვევი ფარი.

3. მესამე ნაწილის ცნობილი საუნდტრეკი:

© Riddick

Ozzy
Posts: 157
Contact:

Golden Axe

Unread post#2 » 18 May 2010 23:52

საღოლ რიდიკ გიწვალია თარგნმაში. ბავშვობა გამახსენდა : D 4 წლისას რო მიყიდეს სუბორი მაგაზე მქონდა ეს და ჭკუაზე არ ვიყავი რო გავდიოდი ტურებს ხოლმე : D

User avatar
SLaYeR
Posts: 4767
Contact:

Golden Axe

Unread post#3 » 19 May 2010 04:20

სეგაზე მქონდა სამივე სერია და ეხლაც მაქ ემულატორზე : D
მე და ლაშამ netplay-თიც მოვცხეთ მარა გაჭედასავით
არ მევასებოდა მარა დროის მოსაკლავი თამაში იყო co op ში 
ost მართლა საკაიფო ქონდა <333333
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Alucard
Posts: 435
Contact:

Golden Axe

Unread post#4 » 19 May 2010 11:52

მგონი არ არსებობს ისეთი გამერი ვინც ამას არ თამაშობდა თავის დროზე?

User avatar
Riddick
Posts: 9361
Contact:

Golden Axe

Unread post#5 » 19 May 2010 13:11

რავი მეც ეგრე მეგონა მარა აი სპაუნამ არ მახსოვსო ))) არადა ძალიან მაგრად მიყვარა მესამე ნაწილი. პირველიც ნათამაშებიმაქ მარა მესამეს რაღაც საკაიფო ატმოსფერო ქონდა =) ადამიაი-პუნტერა მევასებოდა მახსოვს და ორში ვაფშე სხვა მუღამი ქონდა გასვლას. ისე რამდენიმეზე ვაფშე არვიცოდი სტატიას სანამ გადავთარგმნიდი Golden Axe Warrior ან Ax Battler: A Legend of Golden Axe მაგალითად, არც Golden Axe: The Duel კონტრას სერიებივით ყოფილა ესეც =) მოშნად სასტავი ვიკრიბებოდით ხოლმე და პარებში ვთამაშობდით, თან მაგარი ძნელი იყო მომენტებში, მაგრა მიყვარდა ერთისიტყვით )

User avatar
SLaYeR
Posts: 4767
Contact:

Golden Axe

Unread post#6 » 19 May 2010 14:16

მე ამაზე მეტად მევასებოდა Bare Knuckle მეორენაირად Streets of Rage ერქვა : D
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

prince_meo
Posts: 5
Contact:

Golden Axe

Unread post#7 » 29 May 2010 01:02

უფ რა კაი რამე იყოს. :). იმ დროში გაზიზინებული სეგას კარტრიჯი და შიგ ასეთი საინტერესო თამაში, ჩემთვის ბედნიერ ბავშობას ნიშნავდა, 12-13 წლის ვიყავი ამას რომ ვთამაშობდი. :)

User avatar
Riddick
Posts: 9361
Contact:

Golden Axe

Unread post#8 » 29 May 2010 03:36

ერთი სამი დღის წინ ვითამაშეთ მე და SLaYeR'ამ ემულატორით ორზე სახლებიდან ))))) ძაან მაგარია :D

Return to “Game Reviews”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 18 guests