Megami Tensei Games, Retrospective

თემების ფორმატები : საერთო შთაბეჭდილება ; მიმოხილვა ; ანალიზი ; სერიის რეტროსპექტივა ; სხვა
User avatar
SLaYeR
Posts: 4776
Contact:

Megami Tensei Games

Unread post#1 » 20 Apr 2010 06:21

Shin Megami Tensei (True Goddess Reincarnation) სერიები დღესდღეისობით ერთერთი პირველი და პოპულარულია კონსოლურ JRPG-ებში, Final Fantasy-ის და Dragon Quest-ის სერიებთან ერთად. დასავლეთში Shin Megami Tensei-ის პოპულარობა Playstation 2-ზე გამოსული სერიებით დაიწყო, ვინაიდან ძველი სერიების ინგლისურენოვანი ლოკალიზება არ ხდებოდა ან გვიან მოხდა და დღესაც ზოგიერთი სერიის მხოლოდ ფანების მიერ ნათარგმნი ვერსია არსებობს. სერიებმა მკვეთრად განსხვავებული სტილი აირჩია და იმ დროინდელ სტანდარტად დამკვიდრებული ფენტეზი RPG-ების ანტითეზისად იქცა. ძირითადი მახასიათებელი ელემენტები იყო: კონცეპტუალურად ძალიან თავისუფალი სიუჟეტი, რომელიც უმეტესწილად რელიგიურ თემებს და პერსონაჟებს უხეშად ეხება და საკუთარ სამყაროზე მორგებული კუთხით წარმოაჩენს, სადაც ქაოსისა და წესრიგის დაპირისპირება ჩანს. (ამის გამო უმეტესწილად სერიები უფროსი ასაკის ხალხზეა გათვლილი); დემონებთან ურთიერთობა, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა დემონებისგან ინფორმაციის მიღება, მათი გამოძახება და გუნდში აყვანა, ხოლო დემონთა მბრძანებელი ლუციფერი სერიების ერთერთი მთავარი პერსონაჟია და სხვადასხვა სახით ცდილობს მთავარ პერსონაჟებზე გავლენის მოხდენას; განსხვავებული ენდინგები რომელიც დამოკიდებულია პერსონაჟის თამაშის დროს მიღებულ არჩევანზე; რთული ტაქტიკური ბრძოლები და გრძელი დამღლელი dungeon-ები პირველი პირიდან, თუმცა ეს უკანასკნელი იმ დროისთვის ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმებოდა. იაპონიაში პირველი ორი თამაში Megami Tensei-ის (Goddess Rebirth) სახელის ქვეშ გამოვიდა, რამაც დაამკვიდრა ტერმინი MegaTen, ამას შემდეგ მოჰყვა Shin Megami Tensei-ის პირველი და მეორე ნაწილი, სადაც "Shin" ამავდროულად ახალსაც აღნიშნავდა. სწორედ ეს სერიები გაგრძელდა და იქცა მთავარ სერიებად. მოგვიანებით დასავლეთში კი ყველა გამოსული თამაში Shin Megami Tensei-ის სახელით მოინათლა, მათ შორის Persona და Devil Summoner.
წლების განმავლობაში მთავარ თუ მის spin-off სერიებზე შეიქმნა მობილურის თამაშები, დაიწერა ნოველები, მანგები და გადაღებულია რამდენიმე ანიმე.

>>>

Digital Devil Story: Megami Tensei [Famicom]
პირველი თამაში Megami Tensei-ს სახელით Telenet Japan-ისგან გამოვიდა MSX-ის სერიის კომპიუტერებზე 1987 წლის ივლისში, შემდეგ კი დაიპორტა PC88-ზე. თამაში ძალიან გავდა იმდროინდელ Gauntlet-ს, თუმცა ამ ვერსიებს სახელის და შთაგონების გარდა არაფერი ქონდა საერთო ორ თვეში გამოცემულ Atlus-ის შექმნილ Megami Tensei-სთან, რომელიც Famicom-ზე Namcom-მ გამოსცა. სწორედ ამ თამაშმა ჩაუყარა საფუძველი სერიების დაწყებას. თამაშის სთორი დაფუძნებულია Aya Nishitani-ის ამავე სახელწოდების ნოველაზე და აგრძელებს პირველი ორი წიგნის ისტორიას. დემონთა მბრძანებელი ლუციფერი დაეპატრონება ქალღმერთ Izanami-ის სამარხს და მასზე აღმართავს მასიურ ლაბირინთს და აცოცხლებს ნოველაში დამარცხებულ ორ დემონს: Loki-ის და Set-ს. მთავარი პერსონაჟი არის სტუდენტი Akemi Nakajima რომელიც დაწერს კომპიუტერულ პროგრამას, რითაც შეუძლია გამოიძახოს დემონები Makai-დან. ამ პროგრამის შექმნის თავდაპირველი მიზეზი თანაკლასელებზე შურისძიება იყო, ვისთანაც კონფლიქტი მოუვიდა, თუმცა მას შემდეგ რაც დემონთა შეტევისგან საიდუმლოებით მოცული ახალი სტუდენტი Yumiko Shirasagi იხსნის, ისინი ერთობლივი ძალებით უპირისპირდებიან დემონებს და ერთად შედიან ლაბირინთში რათა გაანთავისუფლონ ქალღმერთი Izanami. როგორც შემდგომ ირკვევა Yumiko თავად არის ქალღმერთ Izanami-ს რეინკარნაცია, რომელმაც უნდა შეაჩეროს პროგრამის შედეგად მოხმობილი დემონები. თამაშის სახელი Megami Tensei-იც (Goddess Rebirth) სწორედ ქალღმერთ Izanami-ის უკავშირდება. თამაშში წარმოდგენილი ელემენტები - დემონების დაჭერა და მათი შეერთება სერიების ერთერთი მთავარი მახასიათებელი გახდა.

>>>

Digital Devil Story: Megami Tensei II [Famicom]
Atlus-ის მიერ შექმნილი მეორე ნაწილი 1990-წელს ასევე Namco-მ გამოსცა Famicom-ზე. ეს იყო პირველი თამაში სერიებში სადაც Kazuma Kaneko-ს მხატვრული გაფორმება და პერსონაჟების დიზაინი გამოჩნდა. ამჯერად სერია აღარ იყო დაფუძნებული ნოველაზე და საკუთარი სიუჟეტური კურსი აიღო. 199X წელს დედამიწა დაიბომბა, ხოლო გადარჩენილმა მოსახლეობამ თავშესაფრებს მიაშურა. ოცდათხუთმეტი წლის შემდეგ ომის შედეგად განზომილებათა შორის წარმოშობილი ნაპრალის გამო, დემონთა სამყაროსა და რეალურ სამყაროს შორის გზა იხსნება. თამაშის დასაწყისში ორი მეგობარი ვიდეო თამაშს - Devil Busters-ს თამაშობს, სადაც ბოსის დამარცხებისას დემონი Pazuzu თავისუფლდება. იგი პერსონაჟებს ამცნობს რომ კაცობრიობის მხსნელები არიან, გადასცემს დემონთა გამოსაძახებელ პროგრამას და იმედოვნებს რომ ისინი Bael-ს შეებრძოლებიან. ამასობაში თავშესაფარს Nebiros და სხვა დემონები შემოუტევენ, ხოლო ორმა მეგობარმა დარჩენილი კაცობრიობა უნდა იხსნას. თამაშის გეიმფლეი თითქმის არ შეცვლილა და ისეთივეა როგორც მისი წინამორბედი, თუმცა იყო რამდენიმე გაუმჯობესება - დაემატა Final Fantasy-ის და Dragon Quest-ის მსგავსი სამყაროს რუკა, სტატუსის სიმბოლოები და რამდენიმე ენდინგი.

>>>

Kyūyaku Megami Tensei [Super Famicom]
Kyūyaku Megami Tensei მოიცავს Megami Tensei-ის პირველ და მეორე ნაწილს და არის მათი გაუმჯობესებული ვერსია, რომელიც 1994 წელს Atlus-მა ახლიდან გამოსცა ამჯერად უკვე Super Famicom ზე. ამ ვერსიას ჰქონდა ბევრად გაუმჯობესებული ვიზუალური და მუსიკალური გაფორმება, რაც Super Famicom-ს მოერგო, რუკის უფრო დეტალური ვერსია და სხვადასხვა საინტერესო ბონუსები რომელიც ამ ორ თამაშს ერთმანეთთან აკავშირებდა, თუმცა გეიმფლეი იგივე დარჩა - დაემატა მხოლოდ დასეივების ფუნქცია და ტელეპორტაცია. თამაში თარგმნილია ფანების მიერ, და შესაძლებელია პაჩის გადმოწერა - Download

>>>

Shin Megami Tensei [Super Famicom, Sega CD, PC, PS, GBA, Wii, iOS]
კიდევ ერთი ნაწილი MegaTen უნივრსში, ამჯერად უკვე Shin Megami Tensei-ის (True Godess Reincarnation) სახელით, რომელიც მთავარი სერიების საწყისად იქცა. თამაშის პირველი ვერსია გამოვიდა 1992 წელს Super Famicom-ზე. მისი პორტირება მოხდა PC-ზე და Sega CD ზე, მოგვიანბით კი Playstation ზე და Gameboy Advance ზე, თუმცა მხოლოდ იაპონიაში. თამაში, როგორც მისი წინამორბედები, არის RPG პირეველი პირიდან და ჰგავს იმდროინდელ Wizardy-ის სერიებს. სიუჟეტი ასახავს ტოკიოს 199X წლის მოვლენებს, დემონებმა იპოვეს გზა Makai დან დედამიწაზე, ხოლო ქარიზმატული იაპონელი ლიდერი კი ცდილობს ამ დემონების პოტენციურ სამხედრო ძალად გამოყენებას. თამაში იწყება სიზმრით, სადაც მთავარი პერსონაჟი უფორმო დერეფანში რამდენიმე ფიგურას შეხვდება. გამოღვიძების შემდეგ ამოწმებს ელექტრონულ ფოსტას, სადაც უცნობი, სახელად Stephen აფრთხილებს დემონთა შემოტევის შესახებ და მათთან საბრძოლველად ქსელში ყველა მსურველს ჩამოსატვირთად უგზავნის დემონთა გამოსაძახებელ პროგრამას. დაინტერესებული გმირი გადმოწერს პროგრამას, რითაც მას ეძლევა შესაძლებლობა დემონებთან საუბრის და მათი გამოძახების. ქალაქში გასულს კი უჩვეულო მდგომარეობა ხვდება - გზები გადაკეტილია პოლიციის მიერ ბარიკადებით, ხალხი უჩინარდება, პარკში კი მკვლელობა ახალი მომხდარია. თამაშის განმავლობაში მთავარ გმირს მოუწევს არჩევანის გაკეთება - მიემხროს ანგელოზებს და შექმნას ახალი წესრიგის სამეფო - რომელიც იარსებებს ათასი წელი, მიემხროს დემონებს და შექმნას სამუდამო ანარქია, თუ უარი თქვას ყველაფერზე და გაანადგუროს ყველა ვინც წინ აღუდგება. თამაში თარგმნილია Super Nintendo-სთვის ფანების მიერ - Download, ხოლო მისი ინგლისურენოვანი ლოკალიზება ოფიციალურად მოხდა მხოლოდ iOS-ზე - Download

>>>

Shin Megami Tensei II [Super Famicom, PS, GBA, Wii, iOS]
თამაში 1994 წელს Super Famicom-ზე გამოვიდა, ხოლო მისი რიმეიქი 2002 წელს Playstation-ზე და 2003 წელს Gameboy Advance-ზე გამოსცეს. გეიმფლეი თითქმის უცვლელი დარჩა, წინა ნაწილის მსგავსად, მოთამაშეს შეუძლია დემონების აყვანა და მათთან ერთად ბრძოლა. დაემატა მხოლოდ მაგიის გადატანის ფუნქცია, როდესაც დემონების შეერთებისას შესაძლებელია ახლად მიღებულ დემონზე სასურველი სკილის შერჩევა და გადატანა. სიუჟეტი 20XX-წელს Tokyo Millennium-ში ვითარდება. ეს არის მეგაპოლისი რომელიც წლების მანძილზე შენდებოდა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მოსული ხალხით სახლდებოდა. მეგაპოლისი ათასწლოვანი სამეფოს იდეის გარშემო ყალიბდებოდა და გაბატონებული იყო მესიანური რწმენა. მესიანური ორდენის მიხედვით ხალხი მშვიდად იცხოვრებდა ღვთის ძალაუფლების ქვეშ ათასწლოვან სამეფოში, თუმცა, არც ღმერთი და არც მესია არ გამოჩენილა, გარკვეული დროის შემდეგ კი საზოგადოება სხვადასხვა რანგებად დაიყო. მესიანური ორდენის მოწინააღმდეგე გაეას კულტის აჯანყებები კი მეგაპოლისის ჩამოყალიბებამდე ჩაახშეს. Millenium-ის ერთერთი რაიონია Valhalla. რაიონი ცნობილია არენაზე სასტიკი ბრძოლებით, სადაც მებრძოლები ერთმანეთს უპირისპირდებიან რათა სისხლს მოწყურებული ხალხი გაართონ. მთავარი პერსონაჟი ახლად გამოჩენილი მებრძოლი სახელად Aleph-ია. ხალხი გაოგნებულია მისი გამარჯვებებით, თუმცა არავინ იცის ვინ არის, ან საიდან მოვიდა - თავად Aleph-მაც კი. თამაშის გადათარგმნილი ვერსია Aeon Genesis ის მიერ არსებობს მხლოდ Super Nintendo-სთვის - Download

>>>

Shin Megami Tensei If... [Super Famicom, PS, PC, Wii, iOS]
თამაში გამოვიდა 1994 წელს Super Famicom-ისთვის, ხოლო მისი რიმეიქი 2002 წელს შეიქმნა Playstation-ისთვის, რომელსაც მოყვებოდა DVD მისი შემქმნელების ინტერვიუებით. თამაში არ მიყვება მთავარი სერიების სთორილაინს და ნაწილობრივ მისი სთორის ელემენტები დაფუძნებულია 1968 წელს გამოსულ ფილმზე - სახელად If....(Malcolm McDowell-ის მონაწილეობით). მომავალში შექმნილი Persona-ს სერიები (პირველი და მეორე) სწორედ ამ სერიისგან იყო შთაგონებული და გარკვეულწილად უკავშირდება კიდევაც ერთმანეთს. სიუჟეტი ვითარდება Karukozaka High School-ის მოსწავლე Hazama-ს გარშემო, რომელიც შურისძიების მიზნით ატარებს რიტუალს, რის შედეგადაც სასწავლებელი Expanse-ში (Makai, Netherworld) აღმოჩნდება. Expanse დაყოფილია ხუთ ნაწილად, რომელთა სახელებს შვიდი მომაკვდინებელი ცოდვიდან ხუთი შეესაბამება. Hazama დემონთა მბრძანებელი (Majin-Nou) ხდება, ხოლო სასწავლებელში ქაოსი და პანიკა დაისადგურებს. მოთამაშე ირჩევს პერსონაჟს - სტუდენტ გოგონას ან ბიჭს, რომელიც სხვა სტუდენტებთან და დემონებთან ერთად უნდა დაუპირისპირდეს Hazama-ს და იხსნას სასწავლებელი. ცნობილია, რომ ამ სერიის შთაგონებით შეიქმნა Persona-ს სერიები და შესაძლოა მათ შორის კავშირიც კი არსებობდეს. თამაშის თარგმნა მიმდინარეობს ფანების მიერ.

>>>

Shin Megami Tensei III: Nocturne [PS2]
სერიების მესამე მთავარი ნაწილი Shin Megami Tensei III: Nocturne იაპონიაში 2003 წელს გამოვიდა. ამას მოჰყვა მისი Director's Cut ვერსია სახელად Shin Megami Tensei III: Nocturne - Maniax, სადაც დამატებული იყო ახალი ლოკაცია, სთორის შესახებ მეტი ინფორმაცია, ახალი და საინტერესო მონსტრები, დამატებითი ენდინგი და Dante - ბონუს პერსონაჟი Devil May Cry-დან, რომლის გამოყენებაც Capcom-თან პატარა გარიგების შედეგად მოხდა - Shin Megami Tensei-ის მხატვარმა Kazuma Kaneko-მ შექმნა Devil May Cry 3-ის დემონ ფორმების დიზაინი, ხოლო სანაცვლოდ Capcom-მა უფლება დართო გამოეყენებინათ პერსონაჟი თამაშში. სწორედ ეს განახლებული ვერსია გამოვიდა დასავლეთში - 2004 წელს ჩრდ. ამერიკაში - Shin Megami Tensei III: Nocturne, ხოლო 2005 წელს ევროპაში - Shin Megami Tensei III: Lucifer's Call. მოგვიანებით 2008 წელს იაპონიაში კვლავ გამოვიდა თამაშის განახლებული ვერსია Shin Megami Tensei III: Nocturne - Maniax Chronicle Edition, სადაც Dante-ს მაგივრად გამოიყენეს პერსონაჟი Devil Summoner-ის სერიებიდან - Raidou Kuzunoha. Nocturne გამოირჩევა ბნელი ვიზუალური სტილით და ატმოსფეროთი. სთორის გადმოცემა ხდება მინიმალისტურად, მაგრამ არც მის ნაკლებობას განიცდის. სიუჟეტი ვითარდება პოსტაპოკალიპტიკურ ტოკიოში, რომელიც ქაოტურ ლიმბოდ არის ქცეული - კაცობრიობა განადგურებულია, ირგვლივ დემონები სახლობენ და მსოფლიოს ახლიდან დაბადება ჯერ კიდევ კონკრეტული ძალების ხელშია. თამაშიც სწორედ ტოკიოს განადგურებით იწყება, რომელსაც Conception ჰქვია, ამ იდეის თანახმად კაცობრიობა ჯერ უნდა განადგურდეს, ხოლო შემდეგ ახლიდან შეიქმნას და გარკვეულ ფილოსოფიურ საფუძველზე ჩამოყალიბდეს. მთავარი გმირი მოვლენების ეპიცნტრში ყვება და ტოკიოს განადგურების შემდეგ ნახევრად დემონად იქცევა. მას მოიხსენიებენ როგორც Demi-Fiend (Hitoshura იაპონური ვერსიის მიხედვით). Conception-ის შემდეგ დემონთა მბრძანებელი Lucifer მას სხეულში პარაზიტს - Magatama-ს უსახლებს, რისი მეშვეობითაც გმირს სხვადასხვა დემონური ძალები ეძლევა. თამაშში მესიანური ორდენი და გაეას კულტი განადგურებულია, ხოლო "ფრაქციებად", წესრიგის, ქაოსისა და ნეიტრალურობის ნაცვლად, ბუდისტურ პრინციპებზე დამყარებული სამი საფუძველია გამოყენებული - Shijima, Musubi და Yosuga. მოთამაშისთვის ამ სამი გზის გარდა კიდევ არის სამი დამატებითი არჩევანი: დემონის, ჭეშმარიტი დემონის და თავისუფლების. თამაშის გეიმფლეი ახალი და განვითარებულია, მაგრამ შენარჩუნებული აქვს ძველი მახასიათებლები: გამოსაკვლევად კვლავ არის ლაბირინთები რომელშიც ხშირია ტავსატეხები, Party-ში კვლავაც შეიძლება დემონების აყვანა, რომელიც ხდება მათთან საუბრით, კითხვებზე პასუხის გაცემით, დახმარებით, ენერგიის მიცემით და ა.შ. ასევე შესაძლებელია დემონების შეერთება, სკილების გადატანა და დამატებითი დემონის შეწირვა უფრო ძლიერის მისაღებად. თამაშში ხშირია random battle encounter-ები, მაგრამ ეს პრობლემას მხოლოდ დასაწყისში წარმოადგენს, ვინაიდან სიხშირის დარეგულირება შემდგომ კონკრეტული სკილებით შეიძლება. წინა სერიებისგან განსხვავებით, რომელიც პირველი პირიდან ითამაშებოდა, აქ უკვე სამ განზომილებიან ლოკაციებში გადაადგილება მესამე პირიდან სრულდება, ხოლო დახურვის შემდეგ იხსნება კლასიკური First Person View. ბრძოლები გაკეთებულია ტრადიციულ Turn Based სტილში და წარმოდგენილია ახალი Press Turn სისტემით, სადაც მოწინააღმდეგის სისუსტის აღმოჩენა და სვლის მოგება ბრძოლაში გამარჯვებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

>>>

Shin Megami Tensei: Strange Journey [DS]
ეს არის Atlus-ის ახალი JRPG რომელიც გამოუშვეს Nintendo DS ზე. იაპონიაში 2009 წლის 9 ოქტომბერს ხოლო ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონში 2010 წლის 23 მარტს. მოთამაშეს საშუალება ეძლევა იყოს იაპონელი ჯარისკაცი (ამერიკულ ვერსიაშჳ ამერიკელი ჯარისკაცია) რომელიც გამოსაკვლევ ჯგუფთან ერთად გაგზავნილია სამხრეთ პოლუსზე, სადაც 21-ე საუკუნის დასაწყისში მოხდა ატომური აფეთქება და რამაც გამოიწვია სივრცითი ანომალია ცნობილი როგორც "Schwratzwelt" (Black World). პერსონაჟები Schwartzwelt-ში აღმოაჩენენ დემონებს და შეძლებენ მათ გადმობირებას party-ში. დემონები დაფუძნებული არიან სხვადასხვა რელიგიურ და მითოლოგიურ არსებებზე. მოთამაშე ნელნელა სწავლობს მათ სისუსტეებს, სიცოცხლის ნიშნებს. დემონების განადგურებით მოთამაშე იღებს Macca-ს, რაც ასრულებს ფულის როლს ისევე როგორც ზოგიერთ სხვა სერიაში. თამაშის განვამლოვლობაში მთავარი გმირის alignment დამოკიდებულია მოთამაშეზე, სხვა სერიების მსგავსად აქაც შეიძლება არჩევა: ნეიტრალური, ქაოსის ან წესრიგის.

>>>

Shin Megami Tensei IV [3DS]
RESERVED

>>>

Revelations: Persona [PS, PC, PSP]
თამაში გამოვიდა 1996 წელს იაპონიაშიც და ჩრდილოეთ ამერიკაშიც. ეს იყო იაპონიის გარეთ პირველი თამაში Megami Tensei-ს სახელის ქვეშ, თუმცა ასევე იყო Shin Megami Tensei სერიების spin off. იაპონური ვერსიის პორტირება ასევე გამოვიდა PC ზეც. 2009 წელს, თამაშის რიმეიქი გამოვიდა PSP ზე სახელად Shin Megami Tensei: Persona. რიმეიქში შეიცვალა ინტერფეისი, დაემატა ახალი cut scene-ები, სიძნელის დონეები და soundtrack ები. თამაშის მოვლენები ხდება თანამედროვე იაპონიაში, მთავარი გმირები კი არიან უმაღლესი კოლეჯის სტუდენტები, რომელიც არიან შეიარაღებულნი და ფლობენ მაგიურ არსებებს Persona-ებს. ისინი ებრძვიან დემონებს რათა დაიცვან საკუთარი ქალაქი. აქ დავდებ ორივე ვერსიას, თუმცა PSP ვერსიის თამაში უკეთესია.

>>>

Persona 2 [PS, PSP]
Persona 2 -ის სთორი შედგება ორი თამაშისგან, Innocent Sin და Eternal Punishment. სიუჟეტი დაფუძნებულია Sumaru City-ში თანამედროვე იაპონიაში. ქაალქი არის დაწყევლილი, ამბავი რომელიც მიაღწევს საკმარისი რაოდენობის ადამიანებამდე და გავრცელდება, მაშინ ის მართლდება. ეს სისტემა ძალიან კარგად არის გამოყენებული როგორც Rumor System. სადაც პერსონაჟით ელაპარაკები ხალხს და ავრცელებ ამბავს, რომელიც შეიძლება საკუთარი მიზნისთვისაც გამოიყენო ^^. თამაშის რამდენიმე ელემენტი, კონკრეტულად პერსონაჟები Philemon და Nyarlathotep, შექმნილია Carl Jung ისა და Howard Lovecraft ის ნაშრომების მიხედვით.
ეს თამაშები ისევე როგორც ამ უნივერსის სერიები, იყენებს ბნელ ატმოსფეროს და თემებს. ასევე აქვს ძალიან სერიოზული სთორი და ბევრისთვის საუკეთესო ნაწილია ისე როგორც Persona-ს სერიებში, ასევე მთელ უნივერსში.
Innocent Sin [PS, PSP]: თამაშის რელიზი მოხდა მხოლოდ იაპონიაში 1999 წელს, მისი თარგმანი კი ძალიან გვიან 2008 წელს გამოსცეს ფანებმა. წინა სერიისგან განსხვავებით first person ხედვა შეცვლილი იყო ისომეტრულით. მისი მოქმედება ხდება პირველი თამაშიდან რამდენიმე წლის შემდეგ. მთავარი პერსონაჟი არის Tatsuya Suou, Seven Sisters High School იდან. ასევე Revelation: Persona-დან ბრუნდება ერთი პერსონაჟიც. თამაშის antagonist არის Joker, რომელიც 3 სტუდენტს ადანაშაულებს წარსულში ჩადენილი საქმისთვის და ბრაზობს რომ მას ვერ ცნობენ. ძიობს შურს და სტუდენტებს ასევე უტოვებს შანსს რომ გაარკვიონ ყველაფერი
Eternal Punishment [PS, PSP]: თამაში გამოვიდა 2000 წელს იაპონიაშიც და ჩრდ ამერიკის რეგიონშიც Playstation-ზე. მისი მოქმედება ხდება მისი წინამორბედისგან ისგან რამდენიმე თვის შემდეგ პარალელურ სამყაროში, სადაც Innocent Sin ის მოვლენები არ მომხდარა და პერსონაჟები კი რომლებიც ასევე აქაც წამოდგენილნი არიან, ერთმანეთს ვერ ცნობენ. მთავარი გმირი კი ამჯერად არის ჟურნალ ”Coolest”-ის რედაქტორი Maya Amano, რომელიც იძიებს სერიული მკვლელის ცნობილი როგორც JOKER-ის საქმეს. მსხვერპლი კი JOKER-ისგან ყოველთვის იღებს შეტყობინებას You're next! თამაშის ერთერთი გმირია წინა ნაწილის მთავარი პერსონაჟი Tatsuya Suou, რომელსაც რატომღაც ყველა ის მოვლენა ახსოვს რაც Innocent Sin-ში მოხდა.

>>>

Persona 3 [PS2, PSP]
სერიების მესამე ნაწილი, რომელიც იაპონიაში გამოვიდა 2006 , ხოლო ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონში 2007 წელს. ასევე მისი Director's Cut ვერსია Persona 3 FES, რომელიც მოიცავდა ახალ სთორის და ენდინგს, იაპონიაში გამოვიდა 2007 ხოლო ჩრდ. ამერიკაში 2008 წელს PS2-ზე. 2009 წელს კი იაპონიაში შედგა მისი PSP ვერსიის რელიზი, ხოლო ჩრდ. ამერიკაში 2010 წელს გამოჩნდა. PSP ვერსიაში მოტამაშეს მიეცა შესაძლებლობა ეთამაშა მდედრობითი პერსონაჟით, დაემატა ახალი სთორის ელემენტები და მუსიკა.
წინა თამაშისგან განსხვავებით, პერსონაჟები შედარებით სახალისოდ გამოიყურებიან, თუმცა ბნელი ატმოსფერო კვლავ შენარჩუნებულია. მოქმედება ვიტარდება თანამდროვე იაპონურ ქალაქში, რომელიც დაფუძნებულია Kirijo Corporation-ის მიერ. ექსპერიმენტებმა რომლებიც რამდენიმე წლის წინ მოხდა, შექმნეს Dark Hour (ბნელი საათი), დროის პერიოდი რომელიც ხდება დღესა და შემდეგ დღეს შორის და რაზეც ძალიან ცოტამ თუ იცის. ამ დროს ხალხი წარმოდგენილი არიან კუბოებში. მთავარი გმირი არის ახალი სტუდენტი Gekkoukan High School-ში რომელიც გაწევრიანდება ამავე სასწავლებლის სტუდენტების ჯგუფში Specialized Extracurricular Execution Squad (SEES), ეს არის ჯგუფი რომლებიც იკვლევენ Dark Hour-ს და ებრძვიან არსებებს Shadow. Dark Hour-ის დროს SEES ჯგუფი შედის Tartarus-ში, დიდ ლაბირინთულ სასახლეში სადაც ებრძვიან Shadow-ებს, რეალურ სამყაროში კი ეს სასახლე მათი სასწავლებელია. აქ მათ შეუძლიათ Persona-ს გამოძახება, ანუ თავიანთი მეორე მეს გამოვლინება. ყველაზე ყურადღება მისაქცევი არის Persona-ს გამოძახება, როდესაც პერსონაჟი თავზე იდებს იარაღს(Evoker) და ისვრის. FES ნაწილის სთორი იწყება ორიგინალი ნაწილის დამთავრების შემდეგ, სასწავლო წელი დამთავრდა და სტუდენტები აპირებენ გადასვლას საერთო სახლიდან, მაგრამ აღმოაჩენენ რომ ყოველდღე 31 მარტს იღვიძებენ და საცხოვრებლიდან ვერ გადიან. ასევე იგებენ რო ორიგინალი ნაწილის პერსონაჟი მოკვდა. ამ თამაშის მინუსებზე რაც შემიძლია დავწერო არის მისი სიძნელე და გამოუვალი მდგომარეობები, ლაბირინთულ Tartarus-ში შეიძლება დაიღალოს party-ს წევრი, გამოსაღწევად საჭიროა ტელეპორტის პოვნა, ხოლო სიკვდილის შემთხვევაში თამაში მთავრდება და ბოლო სეივიდან გრძელდება. თამაში შეგიძლიათ გადმოიწეროთ ამ ტორენტის ლინკიდან, თუმცა ეს არის ჩვეულებრივი ინგლისურ ენოვანი რელიზი, სადაც დიალოგები ინგლისურადაა, თუმცა არსებობს patch რომლიც დიალოგებს იაპონურ ენოვანს ხდის და თამაშის ატმოსფეროს ბევრად უხდება, არსებობს ასევე patch რომელიც background მუსიკას ცვლის remix ით, მაგრამ ვის რამდენად მოეწონება ეს თქვენ იცით

>>>

Persona 4 [PS2, Vita]
P4 გამოვიდა 2008 წლის ივლისში იაპონიაში ხოლო დეკემბერში ჩრდილო ამერიკაში-ში. დღესდღეისობით თითქმის ყველაზე წარმატებული SMT სერიების თამაშია. ეს სერია ძალიან გავს მესამე სერიას, თუმცა სთორი უფრო მისტიკაში გადადის და ამით მეორე ნაწილს უფრო ემსგავსება. წინა სერიისგან განსხვავებით gameplay უფრო დაიხვეწა, აქ აღარ არის ყოველ შესვლაზე ცვალებადი dungeon ები და უბრალოდ გრძელი dungeon ების გარდა სირთულე არაფერზე აღარ იქმნება, რაც თავისი მხრივ grinding-ში გვეხმარება. ასევე მისი ჟანრიც სადღაც ტრადიციულ კონსოლურ JRPG-სა და simulation-ში მერყეობს, რაზეც პერსონაჟის მიმართ უფრო დეტალური ცხოვრების სიუჟეტი განაპირობებს. მისი ატმოსფერო კი საერთოდ ყველა სერიისგან განსხვავებით ნათელი და უფრო ადვილად აღსაქმელია, თავისი ბნელი და უცნობი თავისებურებებით. თამაშის სთორი ვითარდება იაპონურ პატარა ნისლიან ქალაქ Inaba-ში, რომელსაც თავისივე სკოლა და სავაჭრო ცენტრი აქვს. ქალაქში მთავარი პერსონაჟის ჩასვლის შემდეგ უცნაური მკვლელობების სერია იწყება, გვამებს ტელევიზორის ანძაზე თავდაყირა ჩამოკიდებულს პოულობენ, რომელთა სიკვდილის მიზეზსაც ვერ ადგენენ. ასევე დადის ხმები, თუ ვინმე წვიმიან ღამეს გამორთულ ტელლევიზორს შეხედავს, ის საკუთარ გულისსწორს დაინახავს. როდესაც სტუდენტები ამით დაინტერესდებიან, ისინი ტელევიზორის მიღმა აღმოაჩენენ ადგილს, სადაც მუდმივი ნისლია და ბინადრობენ არსებები - Shadows. ასევე ამ სამყაროში თითოეული პერსონაჟი აღმოაჩენს საკუთარი ჩახშობილი სურვილებით და ფიქრებით შექმნილ მეორე მეს, მათთან დაპირისპირების და ყველაფრის გააზრების შემთხვევაში კი საკუთარ თავში პოულობენ Persona-ს გამოძახების ძალას. ჯგუფი გაადწყვეტს რომ უნდა გამოიძიონ მკვლელობების სერია რომელსაც TV World თან დიდი კავშირი აქვს. თამაშისთვის დამხმარე საიტები P4 Wikidot, P4 Fusions.ისევე როგორც მესამე ნაწილის, არსებობს ამ სერიის ფანების მიერ გაკეთებული UNDUB ვერსიაც.

>>>

Digital Devil Saga: Avatar Tuner [PS2]
Digital Devil Saga არის მთავარი სერიების spin off. მთავარი განსხვავება მათ შორის კი ისაა რომ დემონების შემოკრების ნაცვლად, პერსონაჟს თავად შეუძლია გადაიქცეს დემონად და შეჭამოს მოწინააღმდეგე. თამაში 2004 წელს იაპონიაში ხოლო 2005 წელს ჩრდილოეთ ამერიკის რეიგიონში გამოვიდა. თამაში გაეკთებულია კლასიკური JRPG-ს სტილში და მისწრებაა მათთვის ვისაც მოეწონა Nocturne. თუმცა Nocturne-სა და Digital Devil Saga-ს არსებობს საკმაოდ აღსანიშნავი განსხვავებაც, აქ მოთამაშეს შეუძლია სკილების შეცვლა და ყველაფრის ისე აწყობა როგორც თითონ მოისურვებს, ხოლო Nocturne-ში სკილები ლეველის მიხედვით იცვლებოდა. ასევე არ იკარგება უსწავლელი სკილები, რაც პერსონაჟის განვითარების უფრო მეტ შესაძლებლობას ილევა. რაც შეეხება მინუსებს, ეს შეიძლება იყოს თამაშის სირთულე, დაქსაქსული გზები და ხშირი random battle-ები, თუმცა grinding-ის ძალიან კარგი საშუალებაა დამღლელი რომ არ იყოს. სიუჟეტი ვიტარდება Junkyard-ში, ეს არის პოსტაპოკალიპტიკური ადგილი სადაც მუდმივად წვიმს. მთავაი თემატიკა კი ინდუიზმის გავლენის ქვეშაა, პერსონაჯებს სჯერათ სიკვდილის შემდეგ რეინკარნაციის. არის 6 მთავარი კლანი: Embryon, Vanguards, Maribel, Solids, Brutes და Wolves, მათ უნდა გაანადგურონ ერთმანეთი, რათა გადარჩნენ და გაიხსნან გზა ნირვანაში. თამაში იწყება ორი უცნობი არსების საუბრით, სადაც ერთერთი ამბობს რომ ხალხში დემონები უნდა გააღვიძოს. Junkyard ში Serph და მისი კლანი Embryon ებრძვიან Vanguard-ს, უცნაური პარკუჭის მახლობლად. აფეთქება გამოიწვევს პარკუჭის გახსნას და ყველას დაედებათ უცნაური ნიშანი, რის შემდეგაც Embryon ის წევრები შეჭამენ Vanguard-ელებს. Serph-ს დაესიზმრება ლურჯი ცა, და როგორც კი გამოიღვიძებს პარკუჭის ადგილას იპოვის ორმოს, სადაც უგონოდ გდია შიშველი გოგო, უცნაური თეთრი შუქით გარშემორტყმული. კლანი ამ ამოუცნობ ”არსებას” საკუთარ ბაზაში წაიყვანს.

>>>

Digital Devil Saga: Avatar Tuner 2 [PS2]
2005 წელს გამოვიდა პირველი ნაწილის გაგრძელება. წინა ნაწილისგან განსხვავებით gameplay დიდად არ შეცვლილა, თუმცა ბრძოლები შედარებით ნაკლებია მაგრამ დამღლელი grinding კვლავ შენარჩუნებულია, ასევე სირთულეც. შეცვლილია სკილების სისტემა. ასევე დამატებლია მოწინააღმდეგის ტიპები და Karma Ring ები, რომელიც ახალ Berserk რეჟიმში ზრდის კრიტიკულ დარტყმებს.
სიუჟეტი გრძელდება ზუსტად იმ მომმენტიდან როდესაც მორჩა პირველი. Embryon ის ხროვა მოხვდება ადგილას სადაც მზე შავია, თითქოს დაბნელებული, ხალხი კი გაქვავებულია.

>>>

Devil Summoner [SAT, PSP]
თამაშის რელიზი შედგა 1995 წელს იაპონიაში Sega Saturn ზე, ხოლო 2005 წელს მისი გაუმჯობესებული პორტირება გაკეტდა PSP ზე, ჩრდ. ამერიკის რეგიონში ეს თამაში არ გამოსულა. Devil Summoner არის spin off სერიები უნივერსში. Devil Summoner იყო პირველი თამაში რომელმაც უარი თქვა პოსტ აპოკალიპტიკურ ატმოსფეროზე და მოქმედება დაფუძნებულია თანამედროვე იაპონიაში, სადაც ახალგაზრდა სკოლის სტუდენტს და მის შეყვარებულს თავს დაესხმებიან დემონები, მაგრამ მათ გადაარჩენს დემონებზე მონადირე Kyouji. გარკვეული დროის შემდეგ Kyuoji-ს პოულობენ მკვდარს, ამის შემდეგ კი მთავარ პერსონაჟს, რომელიც საწყობში ჩაიკეტება, მოკლავს მკვლელი Sid, თუმცა სიკვდილის ნაცვლად ის გაიღვიძებს მკვდარი Kyuoji-ს სხეულში და მორგიდან გაიქცევა. Kyouji-ს ხმის დახმარებით, რომელიც მას თავში ესმის, ის შეხვდება Kyouji-ს პარტნიორ ქალ Rei-ს, მათ ერთად უნდა გადაარჩინონ სტუდენტის შეყვარებული რომელიც კვლავ საფრთხეშია

>>>

Devil Summoner: Soul Hackers [SAT, PS, 3DS]
თამაში 1997 წელს გამოვიდა იაპონიაში, ხოლო 1999 წელს ოდნავ გაუმჯობესებული ვერსია გამოუშვეს Playstation ზე, წინა სერიის მსგავსად ეს თამაშიც არ გასულა იაპონიის გარეთ. ეს არის წინა სერიის გაგრძელება, ხოლო ის რომ უნივერსში spin off სერიებად ითვლებიან, მათ მაინც აქვთ ისეთი ელემენტები როგორიცაა ღრმა გეიმფლეის სისტემა, ამოუცნობი თემები, შესაძლებლობა რომ ბრძოლის მაგივრად დაელაპარაკო დემონს. Amami City-ში ყველაფერი კომპიუტერული ქსელების მიერ კონტროლდება. მთავარი გმირი მიეკუთვნება ჰაკერთა ჯგუფს რომელიც ცნობილები არიან როგორც ”Spookies”. მათი თავშესაფარი არის სატვირთო მანქანაში რომელიც ლიდერს ეკუთვნის, ისინი აქედან ცდილობენ დაჰაკონ ვირტუალური ქალაქი Paradigm X იარაღის მსგავსი კომპიუტერით - COMP, რომელიც ასევე მათ ლიდერს ეკუთვნის.
ფანების მიერ თარგმანი უკვე დაწყებულია, თამაშს თარგმნის Persona 2: Innocent Sin- ის მთარგმნელი ჯგუფი. თარგმანზე დამატებითი ინფო იხილეთ ამ საიტზე http://gemini.aerdan.org/

>>>

Devil Summoner: Raidou Kuzunoha vs. The Soulless Army [PS2]
ეს არის Action RPG სტილის თამაში რომელიც 2005 წელს გამოჩნდა დახლებზე. წინა ორი Devil Summoner ისგან განსხვავდება იმით რომ პერსონაჟს სახელი უკვე ქვია, თამაშის მთავარი გმირია Raidou Kuzunoha, რომელიც შემდგომ ასევე გამოჩნდა Nocturne Maniax Chronicle-ვერსიაში Dante-ს ნაცვლად. ასევე თამაშის მოქმედება სერიებისგან განსხვავებით ხდება წარსულში 1920-იან წლებში. Narumi Detective Agency-ს დადგენილი გამოძიების დროს Shohei და მისი მოწაფე Raidou Kuzunoha პასუხობენ ზარს, კლიენტი მათ დახმარებას სთხოვს. შეხვედრისას კლიენტი გაეცნობა როგორც Kaya Daidōji და სთხოვს რომ მოკლან ის. თუმცა ამ დროს გამოჩნდება წითელ ჯავშანში ჩაცმული ხალხი რომლებიც მოიტაცებენ Kaya-ს და Raidou Kuzunoha-ს შეუტევენ რათა შეაფერხონ.

>>>

Devil Summoner 2: Raidou Kuzunoha vs. King Abaddon [PS2]
თამაში გამოვიდა 2008 წელს იაპონიაში, ხოლო 2009 წელს ჩრდ. ამერიკის რეგიონში. მისი სიუჟეტი ქრონოლოგიურად მიყვება პირველ ნაწილს, Raidou Kuzunoha მე-14-ეს კვლავ გამოიძახებს Yatagarasu, იაპონიის მთავარი ქალაქის დასაცავად. Raidou და მისი მსწავლებელი კატა Gouto კვლავ Narumi Agency-ს სახელის ქვეშ უნდა იყვნენ და ასე მიაღწიონ მიზანს რათა დაიცვან ქალაქი. თამაში იწყება როდესაც სააგენტოში ახალგაზრდა ქალი Raidou-ს დახმარებას ითხოვს, მას უნდა იპოვოს უცნაური კაცი სახელად Dahn.

>>>

Shin Megami Tensei: Devil Survivor [DS, 3DS]
ეს არის ახალი ტაქტიკური RPG თამაში Nintendo DS-ზე, რომელიც გამოვიდა 2009 წელს. ტოკიო შემოსაზღვრულია იაპონიის თავდაცვითი ძალების მიერ, დემონების მომრავლების გამო. ქალაქის განადგურებამდე კი 7 დღეა დარჩენილი. მთავარი პერსონაჟი არის 17 წლის სტუდენტი, რომელიც თავის მეგობრებთან ერთად უნდა გაურიგდეს დემონებს და გამოიყენოს განსაკუთრებული მოწყობილობა COMP, რათა გადარჩეს. ამასობაში სამეული უპირისპირდება ხალხს, რომლების შეიძლება გახდნენ მათი მოკავშირეები ან მტრები, ეს დამოკიდებულია მოთამაშის მოქმედებაზე, ნელნელა ისინი ჩათრეული იქნებიან ომში, დემონებთან, ვამპირებთან, ანგელოზებთან, სხვადასხვა მითოლოგიურ არსებებთან და ღმერთებთანაც კი, ვიზეც დამოკიდებულია კაცობრიობის ბედი
Download

>>>

Shin Megami Tensei: Devil Survivor 2 [DS, 3DS]
RESERVED

>>>

Majin Tensei [Super Famicom, Wii]
ეს არის სტრატეგიული RPG თამაში, რომელშიც gameplay მიმსგავსებული იყო Fire Emblem-ს და საერთოდ არ გავს Megami Tensei-ს თამაშებს. პირველი თამაში გამოვიდა Super Famicom-ზე 1994 წელს, რომელიც გამოირჩეოდა დეტალური battle screen ით და მონსტრებით. თარგმანი ჯერ არ არის

>>>

Majin Tensei II Spiral Nemesis [Super Famicom, Wii]
მეორე ნაწილიც ასევე გამოვიდა Super Famicom-ზე 1995 წელს, მისი საბრძოლო გეიმფლეი უფრო სტრატეგიული იყო ვიდრე პირველი ნაწილის. მისი თარგმანი დაწყებულია Aeon Genesis-ის მიერ

>>>

Ronde [SAT]
როდესაც Atlus-ის მთავარი ჯგუფი დაკავებული იყო Soul Hackers-ზე მუშაობით 1995 -ში, Multimedia Intelligence Transfer შექმნეს Ronde იმავე წელს Sega Saturn-ზე.

Revelations: The Demon Slayer [GB, GBC, GG] - Revelations: The Demon Slayer არის პირველი ნაწილი Last Bible სერიებში და ერთადერთი რომლის ლოკალიზებაც დასავლეთში მოხდა. იაპონიაში თამაშის სახელწოდება არის Megami Tensei Gaiden: Last Bible. ეს სერიები არაპირდაპირ კავშირშია MegaTen უნივერსთან და უმცროსი ასაკის თაობაზეა გათვლილი, აქ აღარ არის ბნელი ატმოსფერო და კონცეპტუალურად კლასიკურ ფენტეზი სტილის JRPG-ების ფორმულას უფრო მიჰყვება. ეს კი პირველი ნაწილია და ერთადერთი რომელიც იაპონიის გარეთ გავიდა. თავდაპირველად თამაში გამოვიდა 1992 წელს Gameboy ზე, 1999 წელს კი Gameboy Color ზე გამოუშვეს ჩრდ. ამერიკაში, Sega-მ კი ეს ვერსია Game Gear-ზე დაპორტა.
Download

Megami Tensei Gaiden: Last Bible II [GB, GBC] - 1993 წელს თამაში გამოვიდა Gameboy ზე ხოლო 1999 წელს წინა სერიის მსგავსად Gameboy Color-ზე.

Last Bible III [SNES] - მესამე ნაწილი Gaiden სერიებში, ეს არის ერთადერთი ვერსია რომელიც გამოვიდა 1995 წელს და წინა სერიებისგან განსხვავებით, მისი პორტირება აღარ მომხდარა. მოთამაშეს წინა სერიების მსგავსა აქაც შეუძლია მონსტრების შემოკრება და ამას მათ კიტხვებზე სწორი პასუხის გაცემა სჭირდება

Another Bible [GB] - ეს სერია ითვლება Gaiden ის spin off-ად

Last Bible Special [GG] - ეს იყო თამაში რომელიც გამოსცა მხოლოდ Sega-მ 1995 წელს, ამ სერიის თამაშებისგან განსხვავებით, ეს ნაწილი იყენებს first person ხედვას როგორც სხვა Megami Tensei-ის თამაშები.

Devil Children Black Book/Red Book/White Book [GBC, PS] - RESERVED

Devil Children Book of Light/Book of Dark [GBA] - RESERVED

Devil Children Puzzle de Call! [GBA] - RESERVED

Devil Children Book of Fire/Book of Ice [GBA] - RESERVED

Devil Children Messiah Riser [GBA] - RESERVED
Giten Megami Tensei: Tokyo Mokushiroku [PC] - თამაში გამოვიდა იაპონიაში 1997 წელს PC ზე. ის გამოსცა ASCII-მ და დაფუძნებულია Shin Megami Tensei II ის სთორიზე.

NINE [XBOX]
თამაში გამოვიდა XBOX ისთვის 2002 წელს იაპონიაში. დაგეგმილი იყო რომ ეს უნდა ყოფლიყო MMORPG თამაში, მაგრამ გარკვეული შეფერხებების გამო არ მოხეხრდა და online თამაშის გამოშვება მომავლისათვის გადადეს, თუმცა მომავალში ეს იდეაც მოკვდა იაპონიაში XBOX ის ნაკლები გაყიდვადობის გამო.

IMAGINE [PC]
თამაში გამოვიდა იაპონიაში 2007 წელს, ხოლო ჩრდ. ამერიკის რეგიონში Atlus-ის ნაცვლად უფლება თამაშზე მოიპოვა Aeria Games-მა და 2008 წლის 30 დეკემბერს ბეტა ტესტირებაც მორჩა. ეს არის MMORPG რომელიც დაფუძნებულია MegaTen უნივერსში. ოფიციალური საიტი ვისაც დაგაინტერესებთ.

Jack Bros. [VB] - RESERVED
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

BoromiR
Posts: 655
Contact:

Megami Tensei Games

Unread post#2 » 21 Apr 2010 18:36

ბევრი მსმენია ამ ტენსეიზე და ვიცი რო მაგარია, აი დროც მქონდეს ბევრი და ვითამაშებდი.

User avatar
SLaYeR
Posts: 4776
Contact:

Megami Tensei Games

Unread post#3 » 21 Apr 2010 18:40

კი თან დრო უნდა ყველაზე ემტი ამას, ძალიან ჰარდკორია ყველა სერია, მინიმუმ 50 საათი და თან ერთი ნახევარი მგონი გრაინდინგებია )))) ბრძOლის ნახევარი კიდე ფიქრი რა სკილი როგორ გამოიყენო, აი Nocturne-ის მერე შეიცვალა ცოტა ყველაფერი მარა Digital Devil Saga-ში მაინც გამოურიეს თავისი და უსაზიზღრესი ლოკაციები გააკეთეს ლაბირინთUლი, რო მეტი იკაჩაო და დამატებით dungeon ებშI არ წახვიდე, არადა ატმოსფერულია ძალიან და სერიოზული concept აქვს ;/// ამიტომ დრო ყველაფერია ამ სერიებისთვის ))))
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Alucard
Posts: 435
Contact:

Megami Tensei Games

Unread post#4 » 22 Apr 2010 12:41

slayer მგონი xenosaga 3-ის მერე მთლად უქმადაც ჯდომა არ მოგიწევს , თავს შეიქცევ და ცხოვრებას მიეცემა აზრი xD

User avatar
SLaYeR
Posts: 4776
Contact:

Megami Tensei Games

Unread post#5 » 22 Apr 2010 13:18

ჰო რავი ბიჭო ამდენი დროც არ არის : DD
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

GHOST
Posts: 1504
Contact:

Megami Tensei Games

Unread post#6 » 22 Apr 2010 13:51

mmorpg ც არის ამაზე დაფუძნებული, ბანძი ისეთი ,რომ სხვა იშვიათია.

User avatar
SLaYeR
Posts: 4776
Contact:

Megami Tensei Games

Unread post#7 » 22 Apr 2010 14:07

ძალიან საზიზღარი MMO-ა მართლაც, არაა ეს ჯგუფი MMO-ს შემქმნელი , მარა როგორც ვიცი უფასოა
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 4828
Contact:

Megami Tensei Games

Unread post#8 » 22 Apr 2010 14:43

respect man good work :shycry:
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 9367
Contact:

Megami Tensei Games

Unread post#9 » 25 Apr 2010 01:01

საერთოდ ძაან მიყვარს ესეთი სტილისტიკა სხვადასხვა გამოვლინებებში, მითუმეტეს თამაშში, ვამპირების დემონების და მაქციების სამყარო ყოველთვის საინტერესოთ მეჩვენებოდა, მაგრამ Megami Tensei-ის შესახებ არაფერი არ ვიცოდი, ალბათ იმიტომ, რომ JRPG-ების დიდი გულშემატკივარი არასდროს ვყოფილვარ. ძაან საინტერსო იყო და იმედია კიდე დაწერ ესეთი ნაკლებად ცნობილი პროექტების შესახებ. Digital Devil Saga: Avatar Tuner-ის Soul Hackers-ის Persona 3-ის და 4-ხის მაგარი საინტერესო ჩანს. ამათგან უნდა ისწავლონ თამაშების სთორის წერა და არა ubisoft-ისგან.

User avatar
SLaYeR
Posts: 4776
Contact:

Megami Tensei Games

Unread post#10 » 25 Apr 2010 04:43

ბიჭო ეს Soul Hackers მართლა რაღაც მაგარი რამე ჩანს, ისეთი სიტუაცია მაგონდება ძველი თამაშები რო ახლებს ჯობია ხოლმე : D მალე გადათარგმნონ და უეჭველი უნდა ვნახო

Persona 4 ზე რა გითხრა აბა, ვინც ითამაშა ყველას დაევასა მგონი ჩემს გარდა, ძალიან childish მომენტები ეძრობა და არ გამისწორდა, არადა 16+ აწერია და ზოგადად თემები არა აქვს საბავშვო მარა რამდენიმე მომენტის გამო მე თავი გავანებე ამის თამაშს, მესამე ბევრად დამევასა, შეიძლება ატმოსფეროს მხრივ მეოთხე ჯობდეს და უფრო დალაგბული იყოს ყველაფერი მარა რავი. იდეების დონეზ სერიოზულ რამეებს აკეთებ მართლაც Atlus და ყველაზე სერიოზულ მწარმოებლად მიმაჩნია დღესდღეიბოსით JRPG ებში, როგორც კომერციულად ასე თამაშების ხარისხიც და იდეებიც კარგ დონეზე აქვთ
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 4776
Contact:

Megami Tensei Games

Unread post#11 » 17 Jan 2011 06:30

ეს ახალი წელი შესანიშნავი ამბებით დაიწყო Atlus-მა. ახლო მომავალში იგეგმება Catherine-ის Demo-ს გამოშვება, ისინი დიდ იმედებს ამყარებენ ამ თამაშზე და თვლიან რომ გაყიდვადი იქნება.
Shin Megami Tensei: Devil Survivor ახლა უკნე 3DS-ზეც გამოვა, ამ თამაშს არც გეიმფლეი აკლია და სთორი ძალიან ღრმა და ფილოსოფიური აქვს, ამიტომ ეს პატარა პლიუსი წამახალისებელი იქნება გრაფიკის მოყვარულთათვის (თუ რა თქმა უნდა გაიგეს რამე)
Persona Team-მა თქვა რომ 2011 წელში ახალ თამაშებს დააანონსებს, როგორც ჩანს სიტყვის ასრულება უკვე დაიწყო - Persona 2 Innocent Sin - მეორე სერიის პირველი ნაწილი, რომელიც მხოლოდ ფანებმა გადათარგმნეს, PSP-ზე გამოვა, თუმცა ჯერ მხოლოდ იაპონური ვერსიაა დაგეგმილი მაგრამ არ არის გამორიცხული თარგმნონ კიდევაც. PSP ზე უკვე არის Persona-ს და Persona 3 ის რიმეიქები, ახლა კი კარგი იქნება ბარემ თუ Persona 2 ის ორივე ნაწილი შეემატება

► Show Spoiler

BEST INFO: ასევე ფანებისგან საახალწლო საჩუქარი MegaTen-ის და საიბერპანკის მოყვარულებს, ჯგუფი რომელმაც Persona 2 Innocent Sin გადათარგმნა, დროს არ კარგავენ და ამჯერად Devil Summoner: Soul Hackers-ის თარგმნილი ახალი ვიდეო შემოგვთავაზეს. JUST WATCH!!!
>>>
>>>
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 4776
Contact:

Megami Tensei Games

Unread post#12 » 15 Mar 2011 17:42

Devil Summoner: Soul Hackers-ის კიდევ რამდენიმე სქრინი.. Persona 3 როგორიც გამოვიდა PSP ზე, ზუსტად ისევეა აქაც გეიმფლეი, უბრალოდ იქ თუ dungeon-ში 3D-ში გადადიოდა ყველაფერი, აქ არ არის მასე, ამის მიუხედავად არანაირად არ ჩამორჩება ეს თამაში თანამედროვე თამაშებს, მითუმეტეს portable კონსოლებზე

► Show Spoiler
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 4776
Contact:

Megami Tensei Games

Unread post#13 » 12 Apr 2011 16:05

Persona 4 - ზე ანიმე გამოვა, ოფიციალურ საიტზე 4 პერსონაჟი ჩანს, აქედან ყველა მთავარი გმირია, Persona 3 ზეც იყო ანიმე მაგრამ წლების შემდეგ იყო სიუჟეტი, აქ კი სავარაუდოდ თამაშის სთორი იქნება. >>>

ჩემი აზრით P4 თუ არ ითამაშე ვერანაირი მანგით და ვერანაირი ანიმეს ყურებით ვერ იგრძNობს ვერავინ იმ მუღამს რაც თამაშს აქვს, მანგას საკმაოდ კარგი შეფასებები აქვს და ალბათ ანიმესაც ასე ექნება მარა თამაშისგან განსხვავებით არცერთი არ იქნება ხელოვნების ნიმუში, მაღალ დონეზე დამუშავებული შემნილი სამყაროთი, ორიგინალურობით სტილით და მუსიკით
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 4776
Contact:

Megami Tensei Games

Unread post#14 » 03 Jul 2011 08:08

Persona 2 Innocent Sin როგორც იქნა ოფიციალურად გამოვა ინგლისური ვერსია ოღონდ PSP-ზე
Devil Survivor გამოდის 3DS-ზე აგვისტოში და Devil Survivor 2 დააანონსეს
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 4776
Contact:

Megami Tensei Games

Unread post#15 » 01 Sep 2011 17:38

Persona 4 ახლა უკვე PS Vita-ზე გამოვა და ახალი პერსონაჟი სახელად Mary დაემატება, როდესაც Persona 3-ის portable ვერსია გაკეთდა PSP-ზე ახალ პერსონაჟად დამატებული იყო Vincent, რამდენიმე თვის შემდეგ ახალი თამაში Catherine დაანონსდა. ეს იყო ერთგვარი მინიშნება ახალ თამაშზე, ამიტომაც ვარაუდობენ რომ ეს ახალი პერსონაჟიც ახალი თამაშის მინიშნება იქნება, სავარაუდოდ Persona 5-ის.

>>>


ჩემი აზრით ამდენ ანიმე სტილის თამაშის კეთებას, კარგი იქნება Shin Megami Tensei სერია გააკეთონ open world-ით და Persona 4 ის საბრძოლო სისტემით თუ მაინცდამაინც ტრადიციული JRPG Combat უნდათ. თა ყველა დემონს/მითოლოგიურ არსებას რო თავისი დამუშავება გაუკეთდეს ძალიან კარგი title გამოვიდოდა, ტრადიციულად განადგურებული ფუტურისტული იაპონიის სეთინგში
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Riddick
Posts: 9367
Contact:

Megami Tensei Games

Unread post#16 » 01 Sep 2011 17:46

კი ვნახე ამის ახალი სქრინები მეც. რაღაც უფრო გაჩიბისტაილებულია? ასაკობრივი შეზრუდვა რამდენი ექნება ხოარიცი?

User avatar
SLaYeR
Posts: 4776
Contact:

Megami Tensei Games

Unread post#17 » 01 Sep 2011 17:54

Persona 4 -ივით ექნება ალბათ Mature, რეალურად არ არის საბავშვო თამაშები მარა დიდებისთვის რატო აკეთებენ მასეთ სტილს არ ვიცი, რაც ახალი გუნდი მოვიდა იმის მერე დაიწყეს Persona 3, Persona 4, Catherine და ეხლა ეს, ეტყობა თანამედროვე კულტურისთვის უფრო მისაღებია ეგ დღესდღეისობით და კომერციული სვლაა. თან ტენიან lame დიალოგებს და უცებ ერთი ორი პერსონაჟი მოარტყავს ხოლმე რაღაც საინტერესოს. მთელი მუღამი other world-ებზე და პერსონებისგან ახალი პერსონების მიღებაშია + ძველებური სტილის dungeon crawler რეტრო თამაშების რეფერენსებით და ყველაზე კარგი jrpg combat რომელიც სხვა jrpg ებისგან განსხვავებით საკმაოდ relaxing არის და მეტად ღრმა
ისე ეს ახალი პერსონაჟი არ არის Persona 4 ის პერსონაჟების მსგავსად კომპლექსიანი ფსიქიურად იზოლირებული პერსონაჟის ვიდზე, უფრო კლიშე dark emo წყნარი ანიმე გოგონას სტილშია ))))

Persona 4-ის სეთინგზე fighting თამაში დააანონსეს რომელიც BlazBlue-ს შემსმნელები გააკეთებენ
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 4776
Contact:

Megami Tensei Games

Unread post#18 » 02 Sep 2011 01:11

Persona 5 ახალ engine-ს გამოიყენებს, თამაშის შემქმნელმა Katsura Hashino-მ განაცხადა P5 იქნება შემდეგი თამაში Persona Team-ისგან, თამაშს ექნება სხვა ახალი გაუმჯობესებული engine მაგრამ სანაცვლოდ ფანებს დიდხანს მოუწევთ ლოდინი.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

mortuus
Posts: 6
Contact:

Megami Tensei Games

Unread post#19 » 09 Oct 2011 12:19

Persona 4-ის ანიმეს პირველ სერიას ვუყურე და
შეიძლება ვცდები,მაგრამ Igor და Margaret +Velvet Room ძალიან მაგონებს David Lynch-ის Twin Peaks-ის setting-ს.

User avatar
SLaYeR
Posts: 4776
Contact:

Megami Tensei Games

Unread post#20 » 09 Oct 2011 16:50

Persona 2 იდან დაწყებული მასეა Velvet Room და არ არის გამორიცხული, ბევრი რეფერენსები აქვთ აღებული, ამ შემთხვევაში Red Lounge-იდან
თან Velvet Room-ის ლურჯი ფერებიც Blue Velvet-ის რეფერენსი უნდა იყოს
ისე სანამ ახალი ჯგუფი P3-ს და P4-ს შექმნიდა, ძველი old school Megami Tensei-ს დროს Persona 2 Innocent Sin-ში საკმაოდ mature გავლენა იგრძNობა + გარკვეული ელემენტები ლავკრაფტის და კარლ იუნგის შთაგონებით არის

p.s. P4 anime sux, და საერთოდ ყველა ანიმე რაც Megaten-ზე გამოსულა, კომერციული სვლაა მეტი არაფერი
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Return to “Game Reviews”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 8 guests