Left4Dead 2, Review

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
Pyramid Head
Posts: 11

Left4Dead 2

Unread post#1 » 18 Apr 2010 14:37

>>>

  • ჟანრი - კოოპერატიული შუთერი
  • გამომცემელი - Valve Software, EA
  • შემქმნელი - Valve Software
  • მსგავსი თამაშები - Left4Dead
  • მულტიპლეირი - ინტერნეტი
  • თამაში საიტი - www.l4d.com
>>>

პატიოსნად ვაღიარებ - Left4Dead 2 - ის თამაშის პერსპექტივა, დემოვერსიასთან გაცნობის შემდეგაც კი, შემიქმნა წარმოდგენა, რომ დემოვერსია არაფრით საინტერესო არ იყო ჰოლივუდური ბლოგბასტერის პრემიერასთან შედარებით. ისეთზე, რომელზეც აბსოლიტურად ყველაფერი იცი: სადაა ბოროტება, ან სად - სიკეთე, რომელი გმირი მოკვდება პირველი და რას იტყვის ამ დროს, და ფინალი - ვინ ვის აკოცებს ჩამავალი მზის ფონზე. ამიტომ Left4Dead 2, რომელიც ფორმალურად განსხვავდება პირველი ნაწილისგან, სულ რაღაც 5 ახალი კამპანიით, სამი ბოსით, და 10 სხვადასხვა სახის იარაღით, ჯერ კიდევ ანონსის მომენტიდან გაგვიჩინა სერიოზული კითხვები. და არა მხოლოდ ჩვენ - კიდევ რამოდენიმე ათას Steam-ის მომხმარებელს. ისინი ჯგუფშიც კი გაერთიანდნენ სახელწოდებით L4D2Boycott, მართალია ჯგუფია მაინც არსებობს, ჩვენ ჟურნალისტური ინტერესის გამო, დავათვალიერეთ რამოდენიმე მათგანის პროფილი და ვნახეთ, რომ ისინი გატაცებით ხოცავდნენ ზომბებს ახალ ორლეანში. და მათ შორის ჩვენც

ცოცხალი მკვდრების დღე
-----------------------------------------------------------------------
>>>

თუ თქვენ თავის დროზე გაუშვით მთელი ეს ისტორია მეორე ნაწილთან ბოიკოტის შესახებ - თქვენ ბევრი დაგიკარგავთ. ერთი წლის უკან (2008 წელი) პირველი Left4Dead-ის გამოსვლის შემდეგ, Valve-მ მშვენივრად ამოარტყმა პანღური მულტიპლეიური შუთერების ჟანრს, მომაბეზრებელი ბრძოლის - წერტილების და დროშების დაპყრობის ნაცვლად იყო ოთხი გადარჩენილი, რომელთაც ტურიდან ტურში უნდა შეესრულებინათ ერთი უბრალო დავალება - მიეღწიათ შემდეგი თავშესაფრისთვის, რაც შეიძლება ახლოს, მხსნელ ვერტმფრენთან/თვითმფრინავთან/ჯავშანტექნიკასთან. ერთი კარიდან მეორეში კი - ასობით ზომბი, რომლებსაც მართავდა ინოვაციური ტექნოლოგია Al Director - ი, რომელიც ტურიდან ტურში აკვირდებოდა მოთამაშეთა მოქმედებას და აგზავნიდა ცოცხალი მკვდრების ადეკვატურ რაოდენობას და ზომბი-ბოსებს. მოთამაშეებს უწევდათ ერთმანეთთან ახლოს ყოფნა, ემოქმედათ კოოპერატიულად და შორი მანძილიდან გადაეთვალათ დარჩენილი პირველადი დახმარება (First Aid-Kit) და ტყვია-წამალი. ხოლო სპეციალურ რეჟიმში, შეიძლებოდა თამაში ზომბი-ბოსების მხარეზე, ეს ცალკე ისტორია იყო: სიცოცხლეზე ფიქრი აღარ გიწევდათ, ბოსის მთავარი ამოცანა იყო - უკან, შეუმჩნევლად მიპარვა გადარჩენილთან და მაქსიმალური ზიანის მიყენება.

>>>

ყოველი კამპანიის რეიგრაბელურობა(მრავალჯერადი დახურვის პერსპექტივა)ძალიან დიდი იყო. ამასთანავე Al Director-ი აკეთებდა საზიზღრობებს(თუ თქვენი ზურგის უკან სიწყნარე იყო, ეს იმას არ ნიშნავდა, რომ რამოდენიმე წამის შემდეგ არ დაგესხმებოდათ თავს ახლომახლო მყოფი ზომბების მთელი კონტიგენტი).სხვადასხვა ხალხი უცნაურად იქცეოდნენ გუნდში: ვიღაც სტაბილურად აგდებდა გასაჭირში მეგობრებს, ვიღაც მუდამ ცდილობდა ჯგუფიდან ჩამოშორებას, ხოლო ახალბედებს ავიწყდებოდათ First-Aid Kit-ების მიღება. ასეთი ძლიერი სტარტის შემდეგ, ლოგიკურად შეიძლებოდა გრძელი ისტორიის, ბედნიერი დასასრულით-ის, ადონების,მოდიფიკაციების და DLC-ის ლოდინი. და უცბად შემქმნელები ანონსირებას უკეთებენ თამაშს, "როგორც სიქველს". აი აქ კი ფანატები გაოცდნენ. ძნელი იყო იმ გრძნობისგან გაცლა, რომ თანმხლები კონტენტის ნაცვლად, ჩვენ უნდა მოგვყიდონ იგივე თამაში, რომელიც აღჭურვილია ციფრით "2". საბედნიეროდ Left4Dead 2 - ზუსტად ის შემთხვევაა, როცა ამ შეცდომას აღიარებ სიამოვნებით და სიხარულით.

>>>

თუ ჩვენ ამ თამაშს შევხედავთ ამოსავალი წერტილიდან, მაშინ პირველი ნაწილი მასთან შედარებით იქნება სადღაც ასე, Left4Dead 0,5. მანქანა მოტორის გარეშე, კონცეფცია რეალიზაციის გარეშე, რომელზეც, როგორც გაირკვა, შემქმნელები უბრალოდ ვარჯიშობდნენ. ხოლო ერთი წლის შემდეგ, როგორც იქნა, გადააქციეს ის მრავალფეროვან თამაშად - ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო თავიდანვე. პირველი ნახევარი საათი, თქვენ შეიძლება ვერ იპოვოთ განსხვავება - Left4Dead 2 უნდა ითამაშოთ დიდხანს და აუცილებლად ცოცხალ ხალხთან. აი ამ დროს ჩათი ივსება ისეთი მესიჯებით როგორიცაა: "აი ეს მესმის. ეს ყველაფერი მაგარი იყო, წავალ ჩაის ავადუღებ" ან "ჩვენ ორნი მივდივართ მანქანის დასაქოქად, რუფუსი დაგვიცავს - დანარჩენები პირველ სართულს გავაკონტროლებთ." თუმცა ვინ ვის აკონტროლებს - ეს საკითხავია.

>>>

მეორე ნაწილი გახდა პირველზე უფრო ძნელი, ასე რომ ნორმალურ სიძნელეც კი მოთამაშეთა ოთხეულმა ტური უნდა გადალახოს, ერთმანეთის დახმარებით, რათა გადარჩნენ ზომბების ბრბოში. მარტოხელა გმირები აქ, როგორც ადრე არ მოსწონთ და მომენტალურად კლავენ, მაგრამ ზოგიერთ ტურში არის მომენტები, როცა გუნდი უნდა დაიშალოს, რათა შორს გავიდნენ. მაგალითად სავაჭრო ცენტრში ისმის სიგნალიზაციის ხმა, რომელიც იზიდავს ზომბების ახალ-ახალ ტალღებს, ხოლო გამოსართველი ღილაკი რომელიღაც კაბინაშია, რომელიც ჭერქვეშ მდებარეობს. ყველაზე მაგარი, მოთამაშეებიდან, იყენებს ადრენალინს(რომელიც უზრუნველყოფს სიჩქარეს, მაგრამ ცუდია სიცოცხლისთვის) და თავპირის მტვრევით გარბის სირენის გამოსართავად, თორემ მეგობრები ქვემოთ მეტს ვეღარ გაუძლებენ. ხოლო ისინი კი ამ დროს იცავენ "მორბენალ"-ს. შემდეგ ტურში გვთავაზობენ მანქანის დაქოქვას, რომლისთვის ბენზინია საჭირო. მძიმე კანისტრები განლაგებულია რამოდენიმე სართულზე, მაგრამ სანამ გადარჩენილებს მიაქვთ კანისტრა მანქანამდე, მათ სროლა არ შეუძლიათ.

>>>

ხოლო შემთხვევითმა ტყვიამ შეიძლება გაანადგუროს არა მხოლოდ ძვირფასი საწვავი, არამედ ისინიც ვინც შორიახლოს იყო. ამიტომ როლების გადანაწილება, რომელიც ადრე სრულიად არ იყო საჭირო, ახლა გადარჩენის ერთ-ერთი მიზეზი გახდა. მაგალითად, საჭიროა ადრევე გადაწყდეს, რომელ მოთამაშეს ექნება დეფიბრილატორი, რათა გააცოცხლოს მკვდარი კოლეგები, ვინ დაიცვას გუნდი ყუმბარმტყორცნით. იმისთვის რომ აქ გადარჩეთ, განსაკუთრებით უფრო ძლიერ სიძნელეზე, იძულებული ხართ იმოქმედოთ მაქსიმალური შეწყობით. ალბათ ზუსტა კოოპერატიულმა Left4Dead 2-მა, და არა Resident Evil-მა და Silent Hill-მა შესძლო "Survival Horror"-ის განმარტება.

სად არის ჩვეული უსაფრთხოება?
-----------------------------------------------------------------------
Dead Center

>>>

რა არის უკეთესი - შეგჭამოთ ზომბმა თუ დაიწვეთ ცეცხლში? ქალაქის, სავანას მზიან ქუჩებში ერთიც შეიძლება და მეორეც. ერთადერთი უსაფრთხო ადგილი ამ მიყრუებულ ქალაქში, შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ სავაჭრო ცენტრი, სადაც ახლანდელ დროს მიმდინარეობს საუკეთესო მრბოლელის ავტოგრაფ-სესია ჯიმი გიბს-უმცროსის სერიულ მანქანებზე. თუმცა საეჭვოა, რომ ზომბების შემოსევის შემდეგ, თვითონ ჩემპიონს შეეძლოს მონაწილეობის მიღება, სამაგიეროდ უკეთესი ვარიანტი ეს ჯიმი გიბსის, ჩემპიონის მანქანაა, რომელიც დგას შენობის პირველ სართულზე.

Swamp Fever

>>>

მდინარე მისისიპის დელტამ არა მხოლოდ ბამბის პლანტაციები, შავკანიანი მონები და მარკ ტვენი მისცა მსოფლიოს, არამედ უმშვენიერესი მუსიკა - ბლუზი. ზუსტად აქედან მოდიან ყველა გამოჩენილი ბლუზმენები, მათ შორისაა: მადი ოუტერსი, ჰაულინ ვულფი, და რობერტ ჯონსონი, რომელმაც ლეგენდის მიხედვით ეშმაკს მიჰყიდა სული, რათა ესწავლა გიტარაზე კარგად დაკვრა. ამ ისტორიის მოწმენი კი დღეს ცოცხლები არ არიან. ხოლო გიტარა აქ ძირითადად გამოიყენება ზომბების მოსაკლავად, რომლებითაც დასახლებულია მთელი ჭაობი. ეპიდემიის დაწყებამდე ადგილობრივები პრაქტიკას გადიან ლინჩის წესით დასჯაში, ამ პრაქტიკას შეეწირება ყველა არამზადა, მიუხედავად კანის ფერისა.

Hard Rain

>>>

თუ თქვენ საკმაოდ არ დასველდით ჭაობებში - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბინძურ საპორტო ქალაქში დუკატელში, რომელიც მდებარეობს მისისიპის ნაპირას. დუკატელს ორი თვისება აქვს: 1)აქ მუდამ წვიმს, 2)და ზუსტად აქ თქვენს ჯინაზე გაუთავდა ბენზინი თქვენს ნავს. უახლოესი მომუშავე ბენზინგასამართი სადგური მდებარეობს რამოდენიმე კილომეტრის მოშორებით, რომელიც მოიცავს ზომბებით დასახლებულ ქალაქის ქუჩებს, ფერმას, და სიმინდის ყანას. ღამე წვიმამ გამოიწვია წყალდიდობა, ხოლო თქვენ, მუხლამდე წყალში, მოგიწევთ ძვირადღირებული საწვავის უკან მიტანა. მაგრამ რას არ გააკეთებ, რათა სწრაფად გაეცალო აქაურობას?

Dark Carnival

>>>

ყოველთვის ოცნებობდით მსოფლიოში უსწრაფეს ატრაქციონზე "ამერიკულ მთებ"-ზე? თქვენ გაგიმართლათ, დღეს თქვენს განკარგულებაშია მისი სახიფათო ვარიანტი სროლებით. მათ, ვინც უფრო ბევრ ზომბს დახოცავს - უფასო ბილეთს მიიღებს ჯგუფის Midnight Riders-ის ღამის კონცერტზე, რომელსაც ახლავს განათების მაგარი ეფექტები. ხოლო იმათთვის ვინც არ ატარებს წვერს და ნაწნავს, ჩვენს ცირკში გამოდიან კლოუნები, შეყვარებული წყვილისთვის - რომანტიული ატრაქციონი "სიყვარულის გვირაბი" ვარდისფერი ფლამინგოებით, კომფორტული ნავებით და მშიერი ზომბებით, ხოლო მათთვის ვინც მოდის შოთგანით(ვინჩესტერით) შესვლა უფასოა.


The Parish

>>>

აი, ჩვენი დანიშნულების ადგილიც - ახალი ორლეანი ქარიშხალს, "კატრინ"-ის მეშვეობით, მაგრამ ის რაც ხდება ქალაქში ხდება ეხლა, ალბათ მის მეორე ნახევარსაც წაშლის. ეპიდემიის დაწყებამ, ქალაქის მდგომარეობაზე ძალიან არ იმოქმედა: ქუჩებში ჩვეულებისამებრ სახიფათოა უიარაღოდ გამოსვლა, ხოლო ამ წესის დარღვევის შემთხვევაში თქვენ არამხოლოდ ჩამოგერთმევათ ფული და ტელეფონი, არამედ ტვინიც. სპეცრაზმელებიც, რომლებიც ზომბებად იქცნენ, გადავიდნენ კანონის მეორე მხარეზე, ფორმის დაკარგვის გარეშე - ამ ხალხის დახოცვა განსაკუთრებით ძნელია. მაგრამ, მთავარია, რომ გადარჩენილებს ხიდთთან ვერტმფრენი ელოდებათ.

ნინძა ზომბების წინააღმდეგ
-----------------------------------------------------------------------
>>>

ახალმა პერსონაჟებმა, როგორც სხვა მრავალმა Left4Dead 2-ში, არ გამოიწვია გაოცება სქრინშოტებზე, მაგრამ უფრო საინტერესო აღმოჩნდნენ, რეალობაში. მთავარია, არავითარ შემთხვევაში არ ჩართოთ რუსული გახმოვანება, რადგან მსუქანი ზანგის ხმით, მხოლოდ ნამდვილი მსუქანი ზანგი ილაპარაკებს. სიქველი ჩვეულებისამებრ არ გვამძიმებს სიუჟეტით და წინაისტორიით, სამაგიეროდ ყველა 5-ივე კამპანია(ერთით მეტი ვიდრე ორიგინალში)შეკრულია ერთი და საკმაოდ პირობითი მოვლენების ჯაჭვით. ოთხი გადარჩენილი (შემადგენლობა იგივეა - სამი კაცი და ერთი ქალი). თავს იხსნის მოწამლული ქალაქისგან, რომლებმაც გზა და გზა უნდა გადალახონ გასართობი პარკი, "ამერიკული მთები"-თ, ტიპიური ამერიკული მოტელი, ტორფიანი ჭაობები და ფერმა სიმინდის ყანებით, რომელიც რაღაცით ჩამოგავს Call Of Juarez: Bound In Blood-ის პირველ ტურებს. გარეგნულად Left4Dead 2- სულ სხვა თამაშია, სადაც თითქმის არაა აქოთებული ვიწრო შესახვევები და კანალიზაციები პირველი ნაწილიდან.

>>>

უფრო მეტიც - თამაში გარკვეული ნაწილი, ხდება მზიან ადგილას, რომელიც აშიშვლებს Source-ის ძველ ძრავას, ორიგინალში, შენიღბულს სიბნელით. მაგრამ ღია სივრცე და დღის შუქი, როგორც აღმოჩნდა საჭიროა არა მარტო გრძნობების გასამძაფრებლად, არამედ მრავალფეროვანი ტაქტიკის სივრცისთვის. თამაშის არსენალში, რომელიც თავდაპირველად ღარიბია, ჩნდება ერთბაშად რამოდენიმე იარაღი ოპტიკური სამიზნით, მძლავრი ავტომატური ვინჩესტერი, AK-47, მოიერიშე იარაღი FN SCAR მოკლე ჯერით, ყუმბარმტყორცნი M-79. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის: ტურებში შეიძლება გამოყენებული იქნას ლაზერული მიზნის მიმართულების მაჩვენებელი და ტყვიების ახალი ტიპები (თქვენ რომელი ზომბი გირჩევნიათ - ალმოდებული თუ ფეთქებადი?) რომლებითაც შეიძლება კომბინერება სხვადასხვა ლულებით. როგორც შუთერი, მეორე ნაწილი დიდი წინსვლაა - თამაშში არაა შეცვლილი ძრავი და ფიზიკა, სამაგიეროდ დამატებულია ბევრი იარაღები და გაჯეტები და აგრეთვე სრულყოფილი დანაწევრება.

>>>

ვინჩესტერის ნებისმიერი ზუსტი ნასროლი ზომბისთვის შეიძლება ცუდად დამთავრდეს, ხოლო ზუსტი ნასროლი ხელში და ფეხში, ზომბს უბრალოდ შეანელებს და არ შეაჩერებს მას. აუცილებელია მოაშოროთ თავი სხეულს ან გაანადგუროთ ტვინი, არ დაგავიწყდეთ. მაგრამ დანაწევრების მთავარი აზრი - ცივი იარაღის შესაძლებლობების დემონსტრირებაა. თუმცა ფრაზის "ცივი იარაღ"-ის ნაცვლად თქვენ სუფთა სინდისით შეგეძლოთ დაგეწერათ ერთი უბრალო სიტყვა - ბენზოხერხი, რადგან არაფერია მბრუნავ ჯაჭვზე, დაჩეხილი ხორცის მფრინავ ნაჭრებზე მაგარი. მაგრამ მოწინააღმდეგეების ჩეხვა კატანათი, ელექტროგიტარით, ტაფით, ნაჯახით, ან საფირმო "მანტიროვკ"-ით Half-Life-იდან, ხანდახან საინტერესოც ხდება, მითუმეტეს ბენზინი, ბენზოხერხის გარდა, მათ არ ჭირდებათ.

მათ ხმა აქვთ, როგორც ალკოჰოლიკებს.
Left4Dead 2-ში, ზოგიერთმა ზომბმა საშუალო "განათლება" მიიღო.

კლოუნი

>>>

საზიზღარი კლოუნები ზოლიან შარვლებში და აჭიმებში გვხვდება მხოლოდ, კამპანიაში Dark Carnival. ისინი არა მხოლოდ აშინებენ, არამედ შეუძლიათ უბრალო ზომბების დაძახება, თავიანთი შტიბლეტების ჭრაჭუნით. მოკალით ისინი პირველები.

ჭაობის ზომბი

>>>

ზომბების ეს კატეგორია ცხოვრობენ ჭაობებში. (კამპანია Swamp Fever), სადაც ისინი პრაქტიკულად შეუმჩნეველნი არიან, იმის გამო, რომ იშვიათად დადიან თავიანთ ნატურალურ ზომაში. თავიანთი "კოლეგები"-სგან განსხვავებით, ჭაობის ზომბები სუსტები არიან, მაგრამ სამაგიეროდ შეუძლიათ შეგაშხეფონ თვალებში ჭაობის ჭუჭყი.

ზომბი ქიმ.დაცვის ფორმაში

>>>

ეს ზომბები გვხვდებიან პირველი კამპანიის განმავლობაში - Dead Center. ისინი ატარებენ ორი ფერის უნიფორმას, ყვითელს და მწვანეს, და საერთოდ არ იწვიან ცეცხლში. ხანდახან ატარებენ ბუმერის მჟავის ნიმუშებს.

მშენებელი

>>>

ზომბი - მშენებლები გვხვდება მხოლოდ ,კამპანიაში Hard Rain. სადაც მათი სპეც.ტანსაცმლის გარჩევა ადვილია გამუდმებულ წვიმასა და სიბნელეში. ატარებენ ჩაფხუტებს, რის გამოც ისინი მდგრადები არიან ჰედშოტების მიმართ და არ ესმით ბომბის წიკწიკი.

სპეცრაზმელი

>>>

ზომბიც რომ გახდეთ, სპეცრაზმელები მაინც ძლიერ მოწინააღმდეგეებად დარჩნენ: ისინი ატარებენ ბრონს, ტყვიაგაუმტარ ჩაფხუტს, და ზოგჯერ - ხელკეტს. უკეთესია, მათ ესროლოთ ზურგიდან, ხოლო გვხვდებიან ისინი ბოლო კამპანიაში The Parish

კლოუნის მოკვლა
-----------------------------------------------------------------------
>>>

იმის გამო, რომ მოთამაშე არ გადაიქცეს ცოცხალ ხორცსაკეპ მანქანად, შემქმნელებმა გაზარდეს არა მხოლოდ დაკეპილი ხორცის რაოდენობა, არამედ გააძლიერეს ზომბების ნაირსახეობები, სამი ახალი ბოსი - უფრო საზიზღრები, ვიდრე უწინდელი (რომლებიც არაფრად არ ვარგოდა), საბოლოოდ აწონასწორებს თამაშის ბალანსს. ჟოკეის(Jockey) - გაბერილ გნომს, ალკოჰოლიკის მაისურში, შეუძლია კისერზე დახტომა - მისი მოშორება შეიძლება მეგობრის დახმარებით, მაგალითად - ნაჯახის კარგი დარტყმით. დამანგრეველი (Charger) - ტანკის (ერთ-ერთი ზომბი-ბოსი) შესუსტებული და ერთხელიანი ვერსიაა, ხოლო "მფურთხებელ"-ს(Spitter) შეუძლია ამოაფრქვიოს მწვანე ფერის მჟავა, ამასთანავე, ის აკეთებს ამას დიდ დაშორებებზეც კი. მთავარია, რომ გუნდურ მატჩებში შეიძლება მათ მხარეს თამაში. სწორედ ამ დროს ჩნდება ახალი რეჟიმი - Scavenge ("თავშეყრა"), რომელშიც შემქმნელები ექსპლუატირებას უკეთებენ მოწონებულ იდეას "კანისტრების თრევა"-ს. სანამ გადარჩენილები, ფუტკრების მსგავსად, დაკავებულნი არიან ბენზინის შეგროვებით, ზომბი-ბოსები ცდილობენ მიუახლოვდნენ მათ, კისერი მოუგრიხონ და ხელი შეუშალონ ამ პროცესში. და ბოლოს, რეჟიმი, რომელიც ყურადღებას იქცევს, "რეალიზმი", რომელიც განკუთვნილია იმათთვის, ვისაც ორიგინალური კამპანია არცთუ ისე ძნელად მოეჩვენა. რამდენადაც მოთამაშეები და იარაღი აღარ იქნება განათებული ნათელი სილუეტებით, გასაჭირში ჩავარდნილი მეგობრის მოძებნა ხმით იქნება შესაძლებელი.

>>>

ბოლო, ტრადციულად შესანიშნავია - იარაღი ის იჭექებს, როგორსაც შენ ელოდები, ხოლო ბუმერის(ერთ-ერთი ზომბი-ბოსი) საზიზღარი ღებინება, გაიძულებთ რეფლექსურად მოიჭიროთ ცხვირზე ხელი და მოემზადოთ მჟავის შეტევისათვის. მაგრამ ყველაზე საუკეთესო მაგალითი ხმის ეფექტების გამოსაყენებლად - ეს მომენტია, როცა, ჩვენ უნდა მივიქციოთ გადასარჩენი ვერტმფრენის ყურადღება, ნამდვილი როკ-კონცერტის მოწყობით. სანამ ჩვენ ვეძებთ ფეირვერკის ჩასართველ ღილაკს, ჰევი-მეტალის ყოფილი მოყვარულები შტურმით იღებენ ქანდარას, სადაც ჩვენი მეგობრები არიან ჩასაფრებულები ვინჩესტერებით. როცა განათებების შოუ (რომელიც ხდება ადგილობრივი ჯგუფის Midnight Riders-ის ფონოგრამის ქუხილთან ერთად) კულმინაციას მიაღწევს, ჩვენ ვიღებთ ხელში გიტარას და ბოლო ხუთი წუთი ვხოცავთ სცენაზე ამოსულ ფანებს. ასეთი მხიარულება გუნდურ შუთერებში არასდროს არ იყო და კიდევ უცნობია როდის იქნება.

>>>

და ეს, ალბათ Left4Dead 2-ის საუკეთესო კომპლიმენტია. თამაში, რომელშიც შეგვიძლია ვესროლოთ ზომბი-კლოუნს მისამაგრებელ ცხვირში, ან ვესროლოთ ბოსს ბუმერის მჟავა, უკვე იმსახურებს "რედაქციის არჩევან"-ს. მეორე ნაწილი უფრო დიდია, ძნელია და უფრო მხიარულია ვიდრე პირველი, რის გამოც, ჩვენ შეგვიძლია ვაპატიოთ მას, ნაუცბადევი "ორიანი" დასახელებაში. ეს ისევ იგივე ფეთქებადი თამაშია, როგორიც შარშან იყო, მხოლოდ ახლა უფრო გაუმჯობესებული - მრავალფეროვანი ბოსებით, იარაღებით, გაჯეტებით და სათამაშო სიტუაციებით. ასეთი ტემპებით, ის, მითიური Half-Life 2-ის მესამე ეპიზოდის გამოსვლამდე, მოასწრებს ტრილოგიად გადაქცევას. Left4Dead-ის კონცეპციაში ისევ შეიძლება რაღაც ცვლილებების შეტანა, მაგრამ, ახლა, მაპატიეთ, უკვე დროა - 23.00, დანიშნულია მეგობრული გარბენა ჭაობებზე.

>>>

P.S. მასალა თარგმნილია ჟურნალ იგრომანიის იანვრის ნომრიდან

©Head Crusher

Riddick
Posts: 11703

Left4Dead 2

Unread post#2 » 19 Apr 2010 23:38

კარგადაა ნათარგმნი, საღოლ. ყველა დეტალს შეეხო სტატია. რამე არვიცოდითქო ვერ ვიტყვი მარა მაინც საინტერესო გადასაკითხი იყო. პირველის მერე მარტო ჟურნალისტები და სტიმის სასტავი კიარა ყველა ვისაც ნათამაშები ქონდა იმაზე ლაპარაკობდა ვალვე გვაბოლებსო, მათშორის მეც. მარა რო ვითამაშე პირველი ამის მეოთხედიც არიყო სიამოვნების და გართობის თვალსაზრისით.
აი ამ დროს ჩათი ივსება ისეთი მესიჯებით როგორიცაა: "აი ეს მესმის. ეს ყველაფერი მაგარი იყო, წავალ ჩაის ავადუღებ"

ამაზე ვიცინე ბევრი, ნაცნობი სიტუაცია იყო ძაან. მართლა მაგარ მუღამში ვიყავით დამეთანხმება ჩვენი თიმი ))))
და ბოლოს, რეჟიმი, რომელიც ყურადღებას იქცევს, "რეალიზმი"

აი სად დაგვერხას ბაზრია, პროსტა ნამდვილი სიამოვნება ამ რეჟიმის თამაშის დროს მივიღეთ, გავარტყი ნორმალს. ზოგ ტურს 10 ცდიდან გავდიოდით და ზომბების ხოცვის მაგივრათ რო მართლა გადასარჩენათ თამაშობ და გარბიხარ მაგას ვაფშე სხვა მუღამიაქ.

User avatar
grigoli1970
Posts: 845

Left4Dead 2

Unread post#3 » 20 Apr 2010 12:57

საღოოოლ მაგარი სტატიაა,ეგრე გააგრძელე,მეც ვაპირებ ეხლა რამდენიმე სტატიის თარგმნას დრო რო მექნება :Smoke:
smothered in the crib

Pyramid Head
Posts: 11

Left4Dead 2

Unread post#4 » 21 Apr 2010 00:47

რიდიკ, გრიგოლ სენქიუ ვერი მაჩ :)
კიდე მოგართმევთ მიმოხილვებს :)

Baracha
Posts: 62

Left4Dead 2

Unread post#5 » 05 Jul 2012 21:17

head Crusher
ყოჩაღ ძალიან კარგად არის ნათარგმნი : )
თამაშს რაც შეეეხება დიდი გულშემატკივარი ვარ, არ ვიცი მერამდენედ გავედი ყველა თავი მაგრამ მაინც ვთამაშობ, პროსტო სინგლ პლეიერს იმედი მაქვს მომავალში შეძენილ კონსოლზე მაინც გავაკეთებ ონლაინს.

User avatar
Ripster
Posts: 1855

Left4Dead 2

Unread post#6 » 06 Jul 2012 03:30

დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი ამას ვინმესთან (ებთან) ერთად
"ძმა ძვისთვინაო შავი დღისთვინაო" ს პრინციპით

მაგარი მუღამი უნდა ჰქონდეს (მმ)

გატეხილი მულტიპლეიერით შეიძლება ვინმე ტიპების მონახვა ონლაინში?
თუ იმენა სასტავი უნდა შევკრიბოდა ისე შევიდეთ? :(

პ.ს. ჰედქრაშერ ძალიან კარგი და მრავლისმომცველი სტატიაა
მადლობა მეგობარო :)
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11703

Left4Dead 2

Unread post#7 » 07 Jul 2012 01:38

ისე არავისთან ერთად არ მითამაშია (უცხოსთან). მარა დღემდე ჩაწერილიმაქ და ბოლო სიძნელის მუღამი ვერაფრით ვერ მოვიკალი (ვიწყებთ, ვანებებთ და ა.შ.)
მამენტ გარენას ვერსია დააყენე, შანსი არაა რო არ ქონდეს ეგ ფუნქცია.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 120 guests